3კ-646-03 30 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
მ. წიქვაძე
სარჩელის საგანი: აქციონერთა რიგგარეშე კრების მიერ მიღებული დადგენილების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 17 ივლისს მოწვეულ იქნა სს “ს.” რიგგარეშე აქციონერთა საერთო კრება. საერთო კრებამ არადამაკმაყოფილებლად შეაფასა სამეთვალყურეო საბჭოს მუშაობა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები: გ. ხ-ი, დ. ფ-ი, ი. გ-ი, მ. ა-ა და ბ. ლ-ე ვადაზე ადრე გამოწვეული იქნენ. აღნიშნულ კრებაზე არჩეული იქნენ სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრები: ა, მ-ე, კ. ო-ი, ო. მ-ი, ზ. მ-ე და ი. კ-ი.
2001წ. 24 აგვისტოს სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა წევრებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს 2001წ. 17 ივლისის რიგგარეშე აქციონერთა კრების (ოქმი ¹2) მიერ მიღებული დადგენილების ბათილად ცნობა.
სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელეებმა მიუთითეს შემდეგ გარემოებებზე:
1. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წარმომადგენლის – სათბობენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს – მ. ა-ს არ გააჩნდა ქონების მართვის სამინისტროს მიერ მინიჭებული კრებაში მონაწილეობის უფლებამოსილება.
2. საერთო კრება ჩატარდა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 54,4 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, რადგან როცა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა და კრების თავმჯდომარემ კრება დატოვა, კრება გაგრძელდა კრების თავმჯდომარის გარეშე და შემდგომში გადაწყვეტილების მიღება უკანონოდ უნდა ჩაითვალოს.
3. 2001წ. 17 ივლისის რიგგარეშე საერთო კრების ¹2 ოქმს ხელს არ აწერს კრების თავმჯდომარე, რის გამოც მას არ გააჩნია კანონიერი ძალა.
4. კრებამ იმსჯელა ისეთ საკითხებზე, რომელიც დღის წესრიგით არ იყო გათვალისწინებული. კერძოდ, საერთო კრებაზე განიხილეს დღის წესრიგით გაუთვალისწინებელი სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა პასუხისმგებლობის და დათხოვნის საკითხი.
5. სადავო კრების ოქმით სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა დათხოვნას საფუძვლად დაედო დღის წესრიგით გათვალისწინებული სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ანგარიშის განხილვის შედეგები, მაშინ როცა დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ანგარიშების მოსმენა ვერ მოხერხდა.
6. დარღვეულია “მეწარმეთა შესახებ” კანონის 55.2 მუხლის მოთხოვნა იმ თვალსაზრისით, რომ სამეთვალყურეო საბჭოს გაწვევისათვის არანაირი მნიშვნელოვანი საფუძველი არ არსებობდა.
7. სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრები არჩეული იქნენ არა აქციონერებისაგან, არამედ სრულიად გარეშე პირებისაგან.
8. სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დათხოვნა კონტროლის პალატის შემოწმების მასალების საფუძველზე უკანონოა, რადგან კონტროლის პალატის დადგენილებაში არაფერია მითითებული სამეთვალყურეო საბჭოს მუშაობის ნაკლოვანებებზე.
9. ვინაიდან სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ფაქტიურ შრომით სამართლებრივ სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ “ს.” და იღებდნენ შესაბამის შრომით ანაზღაურებას, სამეთვალყურეო საბჭოს წევრების სამუშაოდან დათხოვნა და გაწვევა უნდა მომხდარიყო შკკ-ს 37-ე, 30-ე, 42-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
10. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა გაწვევა მოხდა საერთო კრების მიერ კრების ჩატარების წესისა და პროცედურის დარღვევით.
მოპასუხე საზოგადოების წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, გაუქმდა 2001წ. 23 ივლისის განჩინებით მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
მოსარჩელეთა წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოში განაცხადა შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების და საქმის შეწყვეტის თაობაზე. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 27 ოქტომბრის განჩინებით აპელანტთა წარმომადგენლის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ სამეთვალყურეო საბჭოს ძველმა შემადგენლობამ გააგრძელოს თუ არა მუშაობა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 54.6 მუხლის თანახმად საერთო კრების გადასაწყვეტია.
შვილი კრებაზე მონაწილეობას იღებდა 2001წ. 17 ივლისის ¹04-1082/3 რწმუნებით. ამავე კრებაზე მონწილეობდა ასევე სამინისტროს წარმომადგენელი თ. ჯ-ი. კრების ოქმი მოიწონა ქონების მართვის სამინისტრომ და იგი არ გაუსაჩივრებია.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 27 დეკემბრის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
2003წ. 22 ოქტომბერს კასატორთა წარმომადგენელმა შუამდგომლობით მიმართა საკასაციო სასამართლოს და მიუთითა შემდეგი: ,,2002წ. 24 ივლისს სს “ს.” საერთო კრებამ უარი თქვა 2001წ. ივნისის საერთო კრების დადგენილებაზე სამეთვალყურეო საბჭოს წევრების – ი. გ-ის, მ. ა-ას, დ. ფ-ის, ბ. ლ-ის და გ. ხ-ის დათხოვნის შესახებ და აღნიშნული სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა ერთი წევრის ცვლილებით დატოვა და დაამტკიცა ზემოხსენებული 2002წ. 24 ივლისის საერთო კრების დადგენილებით.
ამავე დროს დღეისათვის არ არსებობს ამ საქმეში მოპასუხის სახით გამავალ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით იმდენად რამდენადაც ამ საქმეზე დღეის მდგომარეობით როგორც მოდავე მხარეები ისე დავის საგანი არ არსებობს კასატორმა სსკ-ს 272-ე მუხლის “მ” პუნქტის შესაბამისად მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა კასატორთა წარმომადგენლის შუამდგომლობა და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მოსარჩელეს შეუძლია ური თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
ამავე კოდექსის 272-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან დავის საგნის არარსებობის გამო კასატორი უარს აცხადებს სარჩელზე, საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
სსკ-ს 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხრეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 272-ე, 273-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 27 დეკემბრის განჩინება და ამ საქმეზე შეწყდეს საქმის წარმოება.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.