Facebook Twitter

საქმე # 330100122006282603

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

(სარეზოლუციო ნაწილი)

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №981აპ-23 ქ. თბილისი

გ-ე ა, 981აპ-23 21 ნოემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ივანე კაკალიასა და მსჯავრდებულ ა. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზურაბ დალაქიშვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ივანე კაკალიასა და მსჯავრდებულ არდალიონ გიორგაძის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზურაბ დალაქიშვილის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-31 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი