Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

(სარეზოლუციო ნაწილი)

№1024აპ-23 თბილისი

ს-ე რ., 1024აპ-23 17 ნოემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ რ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-31 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე