Facebook Twitter
3კ-899-02

3კ-899-02 2 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,რ. ნადირიანი

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2001წ. 27 დეკემბერს შპს “...-ის" მიმართ გახსნილ გაკოტრების საქმესთან დაკავშირებით ზეპირი განხილვის გარეშე მიღებულ იქნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 14 ნოემბერის გაჩინება შპს “...-ის" მიმართ გახსნილი გაკოტრების საქმის წარმოებით შეწყვეტის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.

შპს “...-ის" დირექტორის, ნ. ლ.-ის, რწმუნებულმა ი. გ.-ემ კერძო საჩივრით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა 2001წ. 27 დეკემბრის განჩინების გაუქმება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 4 თებერვლის განჩინებით შპს “...-ის" დირექტორის წარმომადგენლის კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად დაუშვებლად და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა ქუთაისის საოლქო სასამართლოში.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 14 აპრილის განჩინებით ი. გ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 27 დეკემბრის განჩინება, რომლითაც გაუქმებულ იქნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 14 ნოემბრის გადაწყვეტილება შპს “...-ის" მიმართ გახსნილი გაკოტრების საქმის შეწყვეტის შესახებ.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. გ.-მ.Kკერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ კოლეგიამ არასწორად იმსჯელა ,,გაკოტრების შესახებ კანონის” მე-8 მუხლის მეორე ნაწილთან მიმართებაში. Mმართალია, ამ მუხლის დისპოზიცია ითვალისწინებს, რომ სასამართლოს შეუძლია, დადგენილება მიიღოს ზეპირი განხილვის გარეშე, მაგრამ მას ამის უფლება აღარ აქვს საქმის ზეპირი განხილვის დღის დანიშვნის შემდეგ. ი. გ.-ე მიუთითებს, რომ ის ასევე ასაჩივრებს ყველა იმ განჩინებას, რომელიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 7 ივნისის განჩინებით ი. გ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო. ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 14 აპრილის განჩინება დარჩა უცვლელი. კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

აღნიშნული კერძო საჩივრით უზენაეს სასამართლოში შემოვიდა ორი ცალკე წარმოებად არსებული სამოქალაქო საქმე _ ¹2/ბ-193-02 და ¹2/-228-0. ამ საქმეებში არსებობს ერთი კერძო საჩივრის გამო 2002წ. 7 ივნისს მიღებული ერთი და იგივე შინაარსის ორი განჩინება.

სამოტივაციო ნაწილი

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

“გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონის მე-8 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სასამართლოს შეუძლია, გაკოტრების საქმეზე დადგენილება მიიღოს ზეპირი განხილვის გარეშე.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს არ შეეძლო, ზეპირი განხილვის გარეშე განეხილა საქმე ზეპირი განხილვის დღის დანიშვნის შემდეგ.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, იგი საქმის ზეპირი განხილვის დროს არ გამოცხადდა საპატიო მიზეზით, რის გამოც სასამართლოს უნდა გადაედო საქმის ზეპირი განხილვა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონი, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ კრძალავს სასამართლოს მიერ საჩივრის ზეპირი განხილვის დღის დანიშვნის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება, საჩივარი განიხილოს ზეპირი განხილვის გარეშე.

მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების გამო სასამართლომ მართებულად მიიღო გადაწყვეტილება, განეხილა საჩივარი ზეპირი განხილვის გარეშე.

“გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს დადგენილება, აგრეთვე, შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, თუ სსკ-ს 393-ე მუხლის შესაბამისად არსებობს საკასაციო საჩივრის საფუძვლები. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, დაადგინოს დადგენილების ძალაში შესვლა მისი მიღებისთანავე.

კერძო საჩივრის ავტორი არ მიუთითებს სსკ-ს 393-ე მუხლით გათვალისწინებულ საკასაციო საფუძვლებზე და ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშეE მოითხოვს გასაჩივრებული სხვა განჩინებების გაუქმებას, რის გამოც ამ ნაწილში კერძო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს.

ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ არასწორია ერთ კერძო საჩივარზე ორი საქმის წარმოება და თვლის, რომ ერთ განჩინებაზე შეტანილ კერძო საჩივარზე მიღებულ უნდა იქნეს ერთი განჩინება და შესაბამისად განიხილებოდეს ერთ სამოქალაქო საქმის წარმოებად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “...-ის" დირექტორის რწმუნებულის, ი. გ.-ის, კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 14 აპრილის და 2002წ. 7 ივნისის განჩინებები.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.