საქმე # 330100121005114708
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №694აპ-23 თბილისი ბ-ი თ, 694აპ-23 26 დეკემბერი 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე),
ლევან მიქაბერიძე, ალექსანდრე წულაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 8 მაისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გრიგოლ ნიშნიანიძის, მსჯავრდებულ თ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. მ-ის, მსჯავრდებულ გ. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. ხ-ას, მსჯავრდებულ გ. წ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ბ-სა და მსჯავრდებულ გ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ზ. ჭ-ას ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მას ბრალად დაედო:
სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება, განადგურება, იარაღის გამოყენება;
სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დევნა, ესე იგი, ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის გამო და მის საზოგადოებრივ, პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი, მისი იძულება, თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისაგან, ჩადენილი ძალადობის მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:
სამოქალაქო მოძრაობა „თ-ის“ ორგანიზებით, 2021 წლის 5 ივლისს, თ-ში, რ-ის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე გასამართი „ღირსების მარშის“ პარალელურად, გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ დროსა და დაუდგენელი პირების მიერ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ორგანიზებულ იქნა ჯგუფური ძალადობა აქციის მონაწილეების, მათი მხარდამჭერებისა და ჟურნალისტების მიმართ. აღნიშნულ ჯგუფურ მოქმედებაში სხვა პირებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს: მ. დ-მა, ზ. მ-მ, ზ. ჭ-მ, თ. ხ-მა, ი. ქ-მ, თ. დ-მ, ა. ნ-მ, ო. გ-მა, თ. გ-მა, მ. დ-მა, ც. ჩ-მ, ბ. მ-მ, გ. ნ-მა, რ. კ-მ, თ. ბ-მა, გ. კ-მა, დ. კ-მ, გ. მ-მ, დ. ქ-მა, ვ. ბ-მა, ნ. გ-მა, ი. წ-მ, უ. დ-მა, გ. წ-მა, გ. გ-მა, გ. გ-მა და გ. ხ-მა და ხელკეტებითა და სხვადასხვა საგნით შეირაღებული პირთა ჯგუფი შეიკრიბა თ-ში, რ-ის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე და „ლგბტქი“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, მათ შორის, ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, „ღირსების მარშის“ მონაწილეებისა და მხარდამჭერების დევნის, ასევე, ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჯგუფურად იძალადეს ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე, რითაც მათ მიაყენეს სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანება, დააზიანეს და გაანადგურეს ძალადობის ადრესატი პირების მფლობელობაში არსებული სხვადასხვა ტექნიკა და პირადი ნივთები, დაარბიეს „თ-ის“ წევრებისა და მათი მხარდამჭერების სავარაუდო სხვადასხვა ადგილსამყოფელი.
2021 წლის 5 ივლისს, თ-ში, რ-ის გამზირზე სამოქალაქო მოძრაობა „თ-ის“ ორგანიზებით გასამართი „ღირსების მარშის“ პარალელურად, მ. დ-მა, ზ. მ-მ, ზ. ჭ-მ, თ. ხ-მა, ი. ქ-მ, თ. დ-მ, ა. ნ-მ, ო. გ-მა, თ. გ-მა, მ. დ-მა, ც. ჩ-მ, ბ. მ-მ, გ. ნ-მა, რ. კ-მ, თ. ბ-მა, გ. კ-მა, დ. კ-მ, გ. მ-მ, დ. ქ-მა, ვ. ბ-მა, ნ. გ-მა, ი. წ-მ, უ. დ-მა, გ. წ-მა, გ. გ-მა, გ. გ-მა და გ. ხ-მა, სხვა პირებთან ერთად, „ლგბტქი“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, მათ შორის, ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, ძალადობით, რბევითა და ძალადობის მუქარით განახორციელეს „ღირსების მარშის“ ორგანიზატორების, მხარდამჭერების და აქციაზე მყოფი ჟურნალისტების დევნა, მათი სიტყვისა და აზრის გამოხატვის, საზოგადოებრივი და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის მიზნით. დევნისას, დაახლოებით, 15:00 საათზე, თ-ში, რ-ის გამზირზე, ზ. ჭ-ა ჟურნალისტურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, მოპედით თავს დაესხა მედია ჰოლდინგ „რ-ი“-ის ჟურნალისტს - თ. თ-ს და ფეხის არეში მიაყენა დაზიანება. დევნას შედეგად მოჰყვა მნიშვნელოვანი ზიანი, კერძოდ, ძალადობის ადრესატებმა მიიღეს სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანება, დაზიანდა და განადგურდა მათ მფლობელობაში არსებული სხვადასხვა ტექნიკა და პირადი ნივთები, დარბეული იქნა „თ-ის“ წევრებისა და მხარდამჭერების სავარაუდო სხვადასხვა ადგილსამყოფელი, არსებითად დაირღვა პირთა სიტყვისა და გამოხატვის უფლება.
2021 წლის 5 ივლისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, სამოქალაქო მოძრაობა „თ-ის“ ორგანიზებით გასამართი აქციის საწინააღმდეგოდ შეკრებილი ორგანიზებული ჯგუფის წევრების ქმედებების გაშუქებისას, ზ. ჭ-ა სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, „ლგბტქი“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, მათ შორის, ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მიზნით, თავს დაესხა მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის, მოპედით მედიაჰოლდინგ „რ“-ის ჟურნალისტს თ. თ-ს, რომელსაც უკანონოდ შეუშალეს ხელი და არ მისცეს პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა, კერძოდ, ზ. ჭ-ა ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ხელის დარტყმით, ტექნიკისა და აპარატურის დაზიანებით, აიძულებდა თ. თ-ს შეეწყვიტა პროფესიული საქმიანობა და არ მოეპოვებინა და არ გაევრცელებინა მოძალადე ჯგუფების მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ამსახველი კადრები.
2. მ. დ-ის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მას ბრალად დაედო:
სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება, განადგურება, იარაღის გამოყენება;
სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დევნა, ესე იგი, ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის გამო და მის საზოგადოებრივ, პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისაგან, ჩადენილი ძალადობის მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:
სამოქალაქო მოძრაობა „თ-ის“ ორგანიზებით, 2021 წლის 5 ივლისს, თ-ში, რ-ის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე გასამართი „ღირსების მარშის“ პარალელურად, გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ დროსა და დაუდგენელი პირების მიერ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ორგანიზებულ იქნა ჯგუფური ძალადობა აქციის მონაწილეების, მათი მხარდამჭერებისა და ჟურნალისტების მიმართ. აღნიშნულ ჯგუფურ მოქმედებაში სხვა პირებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს: მ. დ-მა, ზ. მ-მ, ზ. ჭ-მ, თ. ხ-მა, ი. ქ-მ, თ. დ-მ, ა. ნ-მ, ო. გ-მა, თ. გ-მა, მ. დ-მა, ც. ჩ-მ, ბ. მ-მ, გ. ნ-მა, რ. კ-მ, თ. ბ-მა, გ. კ-მა, დ. კ-მ, გ. მ-მ, დ. ქ-მა, ვ. ბ-მა, ნ. გ-მა, ი. წ-მ, უ. დ-მა, გ. წ-მა, გ. გ-მა, გ. გ-მა და გ. ხ-მა და ხელკეტებითა და სხვადასხვა საგნით შეირაღებული პირთა ჯგუფი შეიკრიბა თ-ში, რ-ის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე და „ლგბტქი“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, მათ შორის, ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, „ღირსების მარშის“ მონაწილეებისა და მხარდამჭერების დევნის, ასევე, ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჯგუფურად იძალადეს ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე, რითაც მათ მიაყენეს სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანება, დააზიანეს და გაანადგურეს ძალადობის ადრესატი პირების მფლობელობაში არსებული სხვადასხვა ტექნიკა და პირადი ნივთები, დაარბიეს „თ-ის“ წევრების და მათი მხარდამჭერების სავარაუდო სხვადასხვა ადგილსამყოფელი.
2021 წლის 5 ივლისს, თ-ში, რ-ის გამზირზე სამოქალაქო მოძრაობა „თ-ის“ ორგანიზებით გასამართი „ღირსების მარშის“ პარალელურად, მ. დ-მა, ზ. მ-მ, ზ. ჭ-მ, თ. ხ-მა, ი. ქ-მ, თ. დ-მ, ა. ნ-მ, ო. გ-მა, თ. გ-მა, მ. დ-მა, ც. ჩ-მ, ბ. მ-მ, გ. ნ-მა, რ. კ-მ, თ. ბ-მა, გ. კ-მა, დ. კ-მ, გ. მ-მ, დ. ქ-მა, ვ. ბ-მა, ნ. გ-მა, ი. წ-მ, უ. დ-მა, გ. წ-მა, გ. გ-მა, გ. გ-მა და გ. ხ-მა, სხვა პირებთან ერთად, „ლგბტქი“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, მათ შორის, ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, ძალადობით, რბევითა და ძალადობის მუქარით განახორციელეს „ღირსების მარშის“ ორგანიზატორების, მხარდამჭერებისა და აქციაზე მყოფი ჟურნალისტების დევნა, მათი სიტყვისა და აზრის გამოხატვის, საზოგადოებრივი და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის მიზნით. დევნისას, დაახლოებით, 15:00 საათზე თ-ში, რ-ის გამზირზე, მ. დ-ი, ჟურნალისტურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, თავს დაესხა შპს „ნ-ის“ ჟურნალისტს - ზ. ც-ს და სახის არეში ხელის დარტყმით მიაყენა დაზიანება. დევნას შედეგად მოჰყვა მნიშვნელოვანი ზიანი, კერძოდ, ძალადობის ადრესატმა პირებმა მიიღეს სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანებები, დაზიანდა და განადგურდა მათ მფლობელობაში არსებული სხვადასხვა ტექნიკა და პირადი ნივთები, დარბეული იქნა „თ-ის“ წევრების და მათი მხარდამჭერების სავარაუდო სხვადასხვა ადგილსამყოფელი, არსებითად დაირღვა პირთა სიტყვისა და გამოხატვის უფლება.
2021 წლის 5 ივლისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, სამოქალაქო მოძრაობა „თ-ის“ ორგანიზებით გასამართი აქციის საწინააღმდეგოდ შეკრებილი ორგანიზებული ჯგუფის წევრების ქმედებების გაშუქებისას, მ. დ-ი სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, „ლგბტქი“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, მათ შორის, ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მიზნით, თავს დაესხა მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის, შპს „ნ-ის“ ჟურნალისტს - ზ. ც-ს, რომელსაც უკანონოდ შეუშალეს ხელი და არ მისცეს პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა, კერძოდ, მ. დ-ი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ხელის დარტყმით, ტექნიკისა და აპარატურის დაზიანებით, აიძულებდა ზ. ც-ს, შეეწყვიტა პროფესიული საქმიანობა და არ მოეპოვებინა და არ გაევრცელებინა მოძალადე ჯგუფების მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ამსახველი კადრები.
3. გ. გ-ის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მას ბრალად დაედო:
სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება, განადგურება, იარაღის გამოყენება;
სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დევნა, ესე იგი, ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის გამო და მის საზოგადოებრივ, პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი, მისი იძულება, თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისაგან, ჩადენილი ძალადობის მუქარით;
სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოებებისას (მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად) რაც გამოიხატა შემდეგში:
სამოქალაქო მოძრაობა „თ-ის“ ორგანიზებით, 2021 წლის 5 ივლისს, თ-ში, რ-ის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე გასამართი „ღირსების მარშის“ პარალელურად, გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ დროსა და დაუდგენელი პირების მიერ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ორგანიზებულ იქნა ჯგუფური ძალადობა აქციის მონაწილეების, მათი მხარდამჭერებისა და ჟურნალისტების მიმართ. აღნიშნულ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად, სხვა პირებთან ერთად, ხელკეტითა და სხვადასხვა საგნით, თ-ში, რ-ის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ: მ. დ-ი, ზ. მ-ძე, ზ. ჭ-ა, თ. ხ-ი, ი. ქ-ძე, თ. დ-ძე, ა. ნ-ძე, ო. გ-ი, თ. გ-ნი, მ. დ-ნი, ც. ჩ-ე, ბ. მ-ძე, გ. ნ-ი, რ. კ-ია, თ. ბ-ი, გ. კ-ნი, დ. კ-ძე, გ. მ-ძე, დ. ქ-ი, ვ. ბ-ი, ნ. გ-ნი, ი. წ-ძე, უ. დ-ი, გ. წ-ი, გ. გ-ი, გ. გ-ი და გ. ხ-ი და „ლგბტქი“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, მათ შორის, ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, „ღირსების მარშის“ მონაწილეებისა და მხარდამჭერების დევნის, ასევე, ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჯგუფურად იძალადეს ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე, რითაც მათ მიაყენეს სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანება, დააზიანეს და გაანადგურეს ძალადობის ადრესატი პირების მფლობელობაში არსებული სხვადასხვა ტექნიკა და პირადი ნივთები, დაარბიეს „თ-ის“ წევრების და მათი მხარდამჭერების სავარაუდო სხვადასხვა ადგილსამყოფელი.
2021 წლის 5 ივლისს, თ-ში, რ-ის გამზირზე სამოქალაქო მოძრაობა „თ-ის“ ორგანიზებით გასამართი „ღირსების მარშის“ პარალელურად, მ. დ-მა, ზ. მ-მ, ზ. ჭ-მ, თ. ხ-მა, ი. ქ-მ, თ. დ-მ, ა. ნ-მ, ო. გ-მა, თ. გ-მა, მ. დ-მა, ც. ჩ-მ, ბ. მ-მ, გ. ნ-მა, რ. კ-მ, თ. ბ-მა, გ. კ-მა, დ. კ-მ, გ. მ-მ, დ. ქ-მა, ვ. ბ-მა, ნ. გ-მა, ი. წ-მ, უ. დ-მა, გ. წ-მა, გ. გ-მა, გ. გ-მა და გ. ხ-მა, სხვა პირებთან ერთად, „ლგბტქი“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, მათ შორის, ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, ძალადობით, რბევითა და ძალადობის მუქარით განახორციელეს „ღირსების მარშის“ ორგანიზატორების, მხარდამჭერების და აქციაზე მყოფი ჟურნალისტების დევნა, მათი სიტყვისა და აზრის გამოხატვის, საზოგადოებრივი და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის მიზნით. დევნისას, დაახლოებით, 15:00 საათზე თ-ში, 9 ა-ის ბაღში, თ. ბ-ი, გ. გ-ი და გ. ხ-ი სხვა პირებთან ერთად, ჟურნალისტურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია „ფ-ას“ ფოტოგრაფს - ვ. ქ-ს და სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში მრავალჯერადი დარტყმით, მიაყენეს დაზიანებები. დევნას შედეგად მოჰყვა მნიშვნელოვანი ზიანი, კერძოდ, ძალადობის ადრესატმა პირებმა მიიღეს სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანება, დაზიანდა და განადგურდა მათ მფლობელობაში არსებული სხვადასხვა ტექნიკა და პირადი ნივთები, დარბეულ იქნა „თ-ის“ წევრებისა და მათი მხარდამჭერების სავარაუდო სხვადასხვა ადგილსამყოფელი, არსებითად დაირღვა პირთა სიტყვისა და გამოხატვის უფლება.
2021 წლის 5 ივლისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, 9 ა-ის ბაღში სამოქალაქო მოძრაობა „თ-ის“ ორგანიზებით გასამართი აქციის საწინააღმდეგოდ შეკრებილი ორგანიზებული ჯგუფის წევრების ქმედებების გაშუქებისას, თ. ბ-ი, გ. გ-ი და გ. ხ-ი სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, „ლგბტქი“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, მათ შორის, ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მიზნით, თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის, ტელეკომპანია „ფ-ს“ ფოტოგრაფს ვ. ქ-ს, რომელსაც უკანონოდ შეუშალეს ხელი და არ მისცეს პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. კერძოდ, თ. ბ-ი, გ. გ-ი და გ. ხ-ი სხვა პირებთან ერთად, ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ფეხებისა და ხელების მრავალჯერადი დარტყმით, ტექნიკისა და აპარატურის დაზიანების გზით, აიძულებდნენ ვ. ქ-ს შეეწყვიტა პროფესიული საქმიანობა და არ მოეპოვებინა და არ გაევრცელებინა მოძალადე ჯგუფების მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ამსახველი კადრები.
2021 წლის 5 ივლისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, 9 ა-ის ბაღში, სამოქალაქო მოძრაობა „თ-ის“ ორგანიზებით გასამართი აქციის საწინააღმდეგოდ შეკრებილი ორგანიზებული ჯგუფის წევრების ქმედებების გაშუქებისას, თ. ბ-ი, გ. გ-ი და გ. ხ-ი სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, „ლგბტქი“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, მათ შორის, ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია „ფ-ს“ ფოტოგრაფს - ვ. ქ-ს, რა დროსაც სახისა და სხეულის არეში მრავალჯერადი დარტყმით, განზრახ მიაყენეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რამაც ვ. ქ-ის ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია.
4. გ. ხ-ის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მას ბრალად დაედო:
სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება, განადგურება, იარაღის გამოყენება;
სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დევნა, ესე იგი ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის გამო და მის საზოგადოებრივ, პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისაგან, ჩადენილი ძალადობის მუქარით;
სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოებებისას (მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად) რაც გამოიხატა შემდეგში:
სამოქალაქო მოძრაობა „თ-ის“ ორგანიზებით, 2021 წლის 5 ივლისს, თ-ში, რ-ს გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე გასამართი „ღირსების მარშის" პარალელურად, გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ დროსა და დაუდგენელი პირების მიერ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ორგანიზებულ იქნა ჯგუფური ძალადობა აქციის მონაწილეების, მათი მხარდამჭერებისა და ჟურნალისტების მიმართ. აღნიშნულ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად, სხვა პირებთან ერთად, ხელკეტითა და სხვადასხვა საგნით, თ-ში, რ-ის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ: მ. დ-ი, ზ. მ-ძე, ზ. ჭ-ა, თ. ხ-ი, ი. ქ-ძე, თ. დ-ძე, ა. ნ-ძე, ო. გ-ი, თ. გ-ნი, მ. დ-ნი, ც. ჩ-ძე, ბ. მ-ძე, გ. ნ-ი, რ. კ-ია, თ. ბ-ი, გ. კ-ნი, დ. კ-ძე, გ. მ-ძე, დ. ქ-ი, ვ. ბ-ი, ნ. გ-ნი, ი. წ-ძე, უ. დ-ი, გ. წ-ი, გ. გ-ი, გ. გ-ი და გ. ხ-ი და „ლგბტქი“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, მათ შორის, ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, „ღირსების მარშის“ მონაწილეებისა და მხარდამჭერების დევნის, ასევე, ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჯგუფურად იძალადეს ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე, რითაც მათ მიაყენეს სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანება, დააზიანეს და გაანადგურეს ძალადობის ადრესატი პირების მფლობელობაში არსებული სხვადასხვა ტექნიკა და პირადი ნივთები, დაარბიეს „თ-ის“ წევრებისა და მათი მხარდამჭერების სავარაუდო სხვადასხვა ადგილსამყოფელი.
2021 წლის 5 ივლისს თ-ში, რ-ის გამზირზე, სამოქალაქო მოძრაობა „თ-ის“ ორგანიზებით გასამართი „ღირსების მარშის“ პარალელურად, მ. დ-მა, ზ. მ-მ, ზ. ჭ-მ, თ. ხ-მა, ი. ქ-მ, თ. დ-მ, ა. ნ-მ, ო. გ-მა, თ. გ-მა, მ. დ-მა, ც. ჩ-მ, ბ. მ-მ, გ. ნ-მა, რ. კ-მ, თ. ბ-მა, გ. კ-მა, დ. კ-მ, გ. მ-მ, დ. ქ-მა, ვ. ბ-მა, ნ. გ-მა, ი. წ-მ, უ. დ-მა, გ. წ-მა, გ. გ-მა, გ. გ-მა და გ. ხ-მა, სხვა პირებთან ერთად, „ლგბტქი“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, მათ შორის, ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, ძალადობით, რბევითა და ძალადობის მუქარით განახორციელეს „ღირსების მარშის“ ორგანიზატორების, მხარდამჭერების და აქციაზე მყოფი ჟურნალისტების დევნა, მათი სიტყვისა და აზრის გამოხატვის, საზოგადოებრივი და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის მიზნით. დევნისას, დაახლოებით, 15:00 საათზე, თ-ში, 9 ა-ის ბაღში, თ. ბ-ი, გ. გ-ი და გ. ხ-ი, სხვა პირებთან ერთად, ჟურნალისტურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია „ფ-ას“ ფოტოგრაფს ვ. ქ-ს, რა დროსაც სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში მრავალჯერადი დარტყმით მიაყენეს დაზიანებები. დევნას შედეგად მოჰყვა მნიშვნელოვანი ზიანი, კერძოდ, ძალადობის ადრესატმა პირებმა მიიღეს სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანება, დაზიანდა და განადგურდა მათ მფლობელობაში არსებული სხვადასხვა ტექნიკა და პირადი ნივთები, დარბეული იქნა „თ-ის“ წევრებისა და მათი მხარდამჭერების სავარაუდო სხვადასხვა ადგილსამყოფელი, არსებითად დაირღვა პირთა სიტყვისა და გამოხატვის უფლება.
2021 წლის 5 ივლისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, 9 ა-ის ბაღში, სამოქალაქო მოძრაობა „თ-ის“ ორგანიზებით გასამართი აქციის საწინააღმდეგოდ შეკრებილი ორგანიზებული ჯგუფის წევრების ქმედებების გაშუქებისას, თ. ბ-ი, გ. გ-ი და გ. ხ-ი, სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, „ლგბტქი“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, მათ შორის, ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მიზნით, თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის, ტელეკომპანია „ფ-ას“ ფოტოგრაფს ვ. ქ-ს, რომელსაც უკანონოდ შეუშალეს ხელი და არ მისცეს პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა, კერძოდ, თ. ბ-ი, გ. გ-ი და გ. ხ-ი სხვა პირებთან ერთად, ძალადობითა და ძალადობის მუქარით ფეხებისა და ხელების მრავალჯერადი დარტყმით, ტექნიკისა და აპარატურის დაზიანების გზით, აიძულებდნენ ვ. ქ-ს, შეეწყვიტა პროფესიული საქმიანობა, არ მოეპოვებინა და არ გაევრცელებინა მოძალადე ჯგუფების მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ამსახველი კადრები.
2021 წლის 5 ივლისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, 9 ა-ის ბაღში, სამოქალაქო მოძრაობა „თ-ის“ ორგანიზებით გასამართი აქციის საწინააღმდეგოდ შეკრებილი ორგანიზებული ჯგუფის წევრების ქმედებების გაშუქებისას, თ. ბ-ი, გ. გ-ი და გ. ხ-ი სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, „ლგბტქი“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, მათ შორის, ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია „ფ-ას“ ფოტოგრაფს - ვ. ქ-ს, რა დროსაც სახისა და სხეულის არეში მრავალჯერადი დარტყმით, განზრახ მიაყენეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რამაც ვ. ქ-ის ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია.
5. თ. ბ-ის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მას ბრალად დაედო:
სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება, განადგურება, იარაღის გამოყენება;
სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დევნა, ესე იგი, ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის გამო და მის საზოგადოებრივ, პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი, მისი იძულება, თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისაგან, ჩადენილი, ძალადობის მუქარით;
სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოებებისას (მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად) რაც გამოიხატა შემდეგში:
სამოქალაქო მოძრაობა „თ-ის“ ორგანიზებით, 2021 წლის 5 ივლისს, თ-ში, რ-ის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გასამართი „ღირსების მარშის" პარალელურად, გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ დროსა და დაუდგენელი პირების მიერ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ორგანიზებულ იქნა ჯგუფური ძალადობა აქციის მონაწილეების, მათი მხარდამჭერებისა და ჟურნალისტების მიმართ. აღნიშნულ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად სხვა პირებთან ერთად, ხელკეტითა და სხვადასხვა საგნით, თ-ში, რ-ის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ: მ. დ-ი, ზ. მ-ძე, ზ. ჭ-ა, თ. ხ-ი, ი. ქ-ძე, თ. დ-ე, ა. ნ-ძე, ო. გ-ი, თ. გ-ნი, მ. დ-ნი, ც. ჩ-ძე, ბ. მ-ე, გ. ნ-ი, რ. კ-ა, თ. ბ-ი, გ. კ-ნი, დ. კ-ძე, გ. მ-ძე, დ. ქ-ი, ვ. ბ-ი, ნ. გ-ნი, ი. წ-ძე, უ. დ-ი, გ. წ-ი, გ. გ-ი, გ. გ-ი და გ. ხ-ი და „ლგბტქი“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, მათ შორის, ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, „ღირსების მარშის“ მონაწილეებისა და მხარდამჭერების დევნის, ასევე, ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჯგუფურად იძალადეს ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე, რითაც მათ მიაყენეს სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანება, დააზიანეს და გაანადგურეს ძალადობის ადრესატი პირების მფლობელობაში არსებული სხვადასხვა ტექნიკა და პირადი ნივთები, დაარბიეს „თ-ის“ წევრებისა და მათი მხარდამჭერების სავარაუდო სხვადასხვა ადგილსამყოფელი.
2021 წლის 5 ივლისს, თ-ში, რ-ის გამზირზე სამოქალაქო მოძრაობა „თ-ის“ ორგანიზებით გასამართი „ღირსების მარშის“ პარალელურად, მ. დ-მა, ზ. მ-მ, ზ. ჭ-მ, თ. ხ-მა, ი. ქ-მ, თ. დ-მ, ა. ნ-მ, ო. გ-მა, თ. გ-მა, მ. დ-მა, ც. ჩ-მ, ბ. მ-მ, გ. ნ-მა, რ. კ-მ, თ. ბ-მა, გ. კ-მა, დ. კ-მ, გ. მ-მ, დ. ქ-მა, ვ. ბ-მა, ნ. გ-მა, ი. წ-მ, უ. დ-მა, გ. წ-მა, გ. გ-მა, გ. გ-მა და გ. ხ-მა, სხვა პირებთან ერთად, „ლგბტქი“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, მათ შორის, ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, ძალადობით, რბევითა და ძალადობის მუქარით განახორციელეს „ღირსების მარშის“ ორგანიზატორების, მხარდამჭერების და აქციაზე მყოფი ჟურნალისტების დევნა, მათი სიტყვისა და აზრის გამოხატვის, საზოგადოებრივი და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის მიზნით. დევნისას, დაახლოებით, 15:00 საათზე, თ-ში, 9 ა-ის ბაღში, თ. ბ-ი, გ. გ-ი და გ. ხ-ი სხვა პირებთან ერთად, ჟურნალისტურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია „ფ-ას“ ფოტოგრაფს, ვ. ქ-ს, რა დროსაც სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში მრავალჯერადი დარტყმით მიაყენეს დაზიანებები. დევნას შედეგად მოჰყვა მნიშვნელოვანი ზიანი, კერძოდ, ძალადობის ადრესატმა პირებმა მიიღეს სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანება, დაზიანდა და განადგურდა მათ მფლობელობაში არსებული სხვადასხვა ტექნიკა და პირადი ნივთები, დარბეულ იქნა „თ-ის“ წევრებისა და მათი მხარდამჭერების სავარაუდო სხვადასხვა ადგილსამყოფელი, არსებითად დაირღვა პირთა სიტყვისა და გამოხატვის უფლება.
2021 წლის 5 ივლისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, 9 აპრილის ბაღში, სამოქალაქო მოძრაობა „თ-ის“ ორგანიზებით გასამართი აქციის საწინააღმდეგოდ შეკრებილი ორგანიზებული ჯგუფის წევრების ქმედებების გაშუქებისას თ. ბ-ი, გ. გ-ი და გ. ხ-ი სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, „ლგბტქი“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიშნით, მათ შორის, ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მიზნით, თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის, ტელეკომპანია „ფ-ს“ ფოტოგრაფს ვ. ქ-ს, რომელსაც უკანონოდ შეუშალეს ხელი და არ მისცეს პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა, კერძოდ, თ. ბ-ი, გ. გ-ი და გ. ხ-ი სხვა პირებთან ერთად ძალადობითა და ძალადობის მუქარით ფეხების და ხელების მრავალჯერადი დარტყმით, ტექნიკისა და აპარატურის დაზიანების გზით, აიძულებდნენ ვ. ქ-ს შეეწყვიტა პროფესიული საქმიანობა და არ მოეპოვებინა და გაევრცელებინა მოძალადე ჯგუფების მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ამსახველი კადრები.
2021 წლის 5 ივლისს, დაახლოებით 15:00 საათზე, 9 ა-ის ბაღში, სამოქალაქო მოძრაობა „თ-ის“ ორგანიზებით გასამართი აქციის საწინააღმდეგოდ შეკრებილი ორგანიზებული ჯგუფის წევრების ქმედებების გაშუქებისას, თ. ბ-ი, გ. გ-ი და გ. ხ-ი სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, „ლგბტქი“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიშნით, მათ შორის, ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია „ფ-ას“ ფოტოგრაფს - ვ. ქ-ს, რა დროსაც სახისა და სხეულის არეში მრავალჯერადი დარტყმით განზრახ მიაყენეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რამაც ვ. ქ-ის ჯანრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია.
6. გ. მ-ის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მას ბრალად დაედო:
სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება, განადგურება, იარაღის გამოყენება;
სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დევნა, ესე იგი, ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის გამო და მის საზოგადოებრივ, პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი, მისი იძულება, თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისაგან, ჩადენილი ძალადობის მუქარით;
სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი, სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რომელმაც გამოიწვია მხედველობის დაკარგვა და ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია, საერთო შრომისუნარიოანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან, მსხვერპლის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
სამოქალაქო მოძრაობა „თ-ის“ ორგანიზებით, 2021 წლის 5 ივლისს, თ-ში, რ-ის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე გასამართი „ღირსების მარშის" პარალელურად, გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ დროსა და დაუდგენელი პირების მიერ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ორგანიზებულ იქნა ჯგუფური ძალადობა აქციის მონაწილეების, მათი მხარდამჭერებისა და ჟურნალისტების მიმართ. აღნიშნულ ჯგუფურ მოქმედებაში სხვა პირებთან ერთად მონაწილეობდნენ: მ. დ-ი, ზ. მ-ძე, ზ. ჭ-ა, თ. ხ-ი, ი. ქ-ძე, თ. დ-ძე, ა. ნ-ძე, ო. გ-ი, თ. გ-ნი, მ. დ-ნი, ც. ჩ-ძე, ბ. მ-ე, გ. ნ-ი, რ. კ-ია, თ. ბ-ი, გ. კ-ნი, დ. კ-ძე, გ. მ-ე, დ. ქ-ი, ვ. ბ-ი, ნ. გ-ნი, ი. წ-ძე, უ. დ-ი, გ. წ-ი, გ. გ-ი, გ. გ-ი და გ. ხ-ი, რა დროსაც ხელკეტებითა და სხვადასხვა საგნებით შეირაღებული პირთა ჯგუფი შეიკრიბა თ-ში, რ-ის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე და „ლგბტქი“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, მათ შორის, ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, „ღირსების მარშის“ მონაწილეებისა და მხარდამჭერების დევნის, ასევე, ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჯგუფურად იძალადეს ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე, რითაც მათ მიაყენეს სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანება, დააზიანეს და გაანადგურეს ძალადობის ადრესატი პირების მფლობელობაში არსებული სხვადასხვა ტექნიკა და პირადი ნივთები, დაარბიეს „თ-ის“ წევრების და მათი მხარდამჭერების სავარაუდო სხვადასხვა ადგილსამყოფელი.
2021 წლის 5 ივლისს, თ-ში, რ-ის გამზირზე სამოქალაქო მოძრაობა „თ-ის“ ორგანიზებით გასამართი „ღირსების მარშის“ პარალელურად, მ. დ-მა, ზ. მ-მ, ზ. ჭ-მ, თ. ხ-მა, ი. ქ-მ, თ. დ-მ, ა. ნ-მ, ო. გ-მა, თ. გ-მა, მ. დ-მა, ც. ჩ-მ, ბ. მ-მ, გ. ნ-მა, რ. კ-მ, თ. ბ-მა, გ კ-მა, დ. კ-მ, გ. მ-მ, დ. ქ-მა, ვ. ბ-მა, ნ. გ-მა, ი. წ-მ, უ. დ-მა, გ. წ-მა, გ. გ-მა, გ. გ-მა და გ. ხ-მა, სხვა პირებთან ერთად, „ლგბტქი“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, მათ შორის, ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, ძალადობით, რბევითა და ძალადობის მუქარით განახორციელეს „ღირსების მარშის“ ორგანიზატორების, მხარდამჭერების და აქციაზე მყოფი ჟურნალისტების დევნა, მათი სიტყვისა და აზრის გამოხატვის, საზოგადოებრივი და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის მიზნით. დევნისას, დაახლოებით, 15:00 საათზე, თ-ში, რ-ის გამზირზე, ც. ჩ-ძე, გ. მ-ე და გ. წ-ი სხვა პირებთან ერთად, ჟურნალისტურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, თავს დაესხნენ საქართველოს „პ-ის“ ოპერატორ ი. თ-ს, რა დროსაც სახისა და სხეულის სხავადასხვა არეში მრავალჯერადი დარტყმით მიაყენეს დაზიანებები. დევნას შედეგად მოჰყვა მნიშვნელოვანი ზიანი, კერძოდ, ძალადობის ადრესატმა პირებმა მიიღეს სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანებები, დაზიანდა და განადგურდა მათ მფლობელობაში არსებული სხვადასხვა ტექნიკა და პირადი ნივთები, დარბეულ იქნა „თ-ის“ წევრებისა და მათი მხარდამჭერების სავარაუდო სხვადასხვა ადგილსამყოფელი, არსებითად დაირღვა პირთა სიტყვისა და გამოხატვის უფლება.
2021 წლის 5 ივლისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, სამოქალაქო მოძრაობა „თ-ის“ ორგანიზებით გასამართი აქციის საწინააღმდეგოდ შეკრებილი ორგანიზებული ჯგუფის წევრების ქმედებების გაშუქებისას, გ. მ-ძე და გ. წ-ი სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, „ლგბტქი“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიშნით, მათ შორის ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მიზნით, თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის, საქართველოს „პ-ის“ ოპერატორ ი. თ-ს, რომელსაც უკანონოდ შეუშალეს ხელი და არ მისცეს პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა, კერძოდ, გ. მ-ე და გ. წ-ი სხვა პირებთან ერთად, ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ფეხებისა და ხელების მრავალჯერადი დარტყმით, ტექნიკისა და აპარატურის დაზიანებით, აიძულებდნენ ი. თ-ს შეეწყვიტა პროფესიული საქმიანობა და არ მოეპოვებინა და არ გაევრცელებინა მოძალადე ჯგუფების მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ამსახველი კადრები.
2021 წლის 5 ივლისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, რ-ის გამზირზე სამოქალაქო მოძრაობა „თ-ის“ ორგანიზებით გასამართი აქციის საწინააღმდეგოდ შეკრებილი ორგანიზებული ჯგუფის წევრების ქმედებების გაშუქებისას, გ. მ-ძე, გ. წ-ი და ც. ჩ-ძე სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, „ლგბტქი“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, მათ შორის, ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მიზნით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, თავს დაესხნენ საქართველოს „პ-ის“ ოპერატორ ი. თ-ს, რა დროსაც სახისა და სხეულის სხავადასხვა არეში მრავალჯერადი დარტყმით მიაყენეს ჯანრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. მიყენებულმა დაზიანებებმა გამოიწვია ი. თ-ის მხედველობის დაქვეითება და დაკარგვა, ასევე საერთო შრომისუნარიანობის მყარი, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვა.
7. გ. წ-ის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მას ბრალად დაედო:
სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება, განადგურება, იარაღის გამოყენება;
სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დევნა, ესე იგი, ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის გამო და მის საზოგადოებრივ, პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი, ძალადობითა და ძალადობის მუქარით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი, მისი იძულება, თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისაგან, ჩადენილი ძალადობის მუქარით;
სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი, სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რომელმაც გამოიწვია მხედველობის დაკარგვა და ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია, საერთო შრომისუნარიოანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან, მსხვერპლის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
სამოქალაქო მოძრაობა „თ-ის“ ორგანიზებით, 2021 წლის 5 ივლისს, თ-ში, რ-ის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე გასამართი „ღირსების მარშის“ პარალელურად, გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ დროსა და დაუდგენელი პირების მიერ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ორგანიზებულ იქნა ჯგუფური ძალადობა აქციის მონაწილეების, მათი მხარდამჭერებისა და ჟურნალისტების მიმართ. აღნიშნულ ჯგუფურ მოქმედებაში სხვა პირებთან ერთად მონაწილეობდნენ: მ. დ-ი, ზ. მ-ძე, ზ. ჭ-ა, თ. ხ-ი, ი. ქ-ძე, თ. დ-ძე, ა. ნ-ძე, ო. გ-ი, თ. გ-ნი, მ. დ-ნი, ც. ჩ-ძე, ბ მ-ე, გ. ნ-ი, რ. კ-ია, თ. ბ-ი, გ. კ-ი, დ. კ-ძე, გ. მ-ძე, დ. ქ-ი, ვ. ბ-ი, ნ. გ-ნი, ი. წ-ძე, უ. დ-ი, გ. წ-ი, გ. გ-ი, გ. გ-ი და გ. ხ-ი და ხელკეტებითა და სხვადასხვა საგნებით შეირაღებული პირთა ჯგუფი შეიკრიბა თ-ში, რ-ის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე და „ლგბტქი“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, მათ შორის, ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, „ღირსების მარშის“ მონაწილეების და მხარდამჭერების დევნის, ასევე, ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჯგუფურად იძალადეს ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე, რითაც მათ მიაყენეს სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანება, დააზიანეს და გაანადგურეს ძალადობის ადრესატი პირების მფლობელობაში არსებული სხვადასხვა ტექნიკა და პირადი ნივთები, დაარბიეს „თ-ის“ წევრების და მათი მხარდამჭერების სავარაუდო სხვადასხვა ადგილსამყოფელი.
2021 წლის 5 ივლისს, თ-ში, რ-ის გამზირზე სამოქალაქო მოძრაობა „თ-ის“ ორგანიზებით გასამართი „ღირსების მარშის“ პარალელურად, მ. დ-მა, ზ. მ-მ, ზ. ჭ-მ, თ. ხ-მა, ი. ქ-მ, თ. დ-მ, ა. ნ-მ, ო. გ-მა, თ. გ-მა, მ. დ-მა, ც. ჩ-მ, ბ. მ-მ, გ. ნ-მა, რ. კ-მ, თ. ბ-მა, გ. კ-მა, დ. კ-მ, გ. მ-მ, დ. ქ-მა, ვ. ბ-მა, ნ. გ-მა, ი. წ-მ, უ. დ-მა, გ. წ-მა, გ. გ-მა, გ. გ-მა და გ. ხ-მა, სხვა პირებთან ერთად, „ლგბტქი“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, მათ შორის, ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, ძალადობით, რბევითა და ძალადობის მუქარით განახორციელეს „ღირსების მარშის“ ორგანიზატორების, მხარდამჭერებისა და აქციაზე მყოფი ჟურნალისტების დევნა, მათი სიტყვისა და აზრის გამოხატვის, საზოგადოებრივი და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის მიზნით. დევნისას, დაახლოებით, 15:00 საათზე, თ-ში, რ-ის გამზირზე, ც. ჩ-ძე, გ. მ-ძე და გ. წ-ი სხვა პირებთან ერთად, ჟურნალისტურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, თავს დაესხნენ საქართველოს „პ-ის“ ოპერატორ ი. თ-ს, რა დროსაც სახისა და სხეულის სხავადასხვა არეში მრავალჯერადი დარტყმით მიაყენეს დაზიანებები. დევნას შედეგად მოჰყვა მნიშვნელოვანი ზიანი, კერძოდ, ძალადობის ადრესატმა პირებმა მიიღეს სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანებები, დაზიანდა და განადგურდა მათ მფლობელობაში არსებული სხვადასხვა ტექნიკა და პირადი ნივთები, დარბეულ იქნა „თ-ის“ წევრებისა და მათი მხარდამჭერების სავარაუდო სხვადასხვა ადგილსამყოფელი, არსებითად დაირღვა პირთა სიტყვისა და გამოხატვის უფლება.
2021 წლის 5 ივლისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, სამოქალაქო მოძრაობა „თ-ის“ ორგანიზებით გასამართი აქციის საწინააღმდეგოდ შეკრებილი ორგანიზებული ჯგუფის წევრების ქმედებების გაშუქებისას, გ. მ-ძე და გ. წ-ი სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, „ლგბტქი“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, მათ შორის ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მიზნით, თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის, საქართველოს „პ-ის“ ოპერატორ ი. თ-ს, რომელსაც უკანონოდ შეუშალეს ხელი და არ მისცეს პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა, კერძოდ, გ. მ-ძე და გ. წ-ი სხვა პირებთან ერთად, ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ფეხებისა და ხელების მრავალჯერადი დარტყმით, ტექნიკისა და აპარატურის დაზიანებით, აიძულებდნენ ი. თ-ს, შეეწყვიტა პროფესიული საქმიანობა და არ მოეპოვებინა და არ გაევრცელებინა მოძალადე ჯგუფების მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ამსახველი კადრები.
2021 წლის 5 ივლისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, რ-ის გამზირზე სამოქალაქო მოძრაობა „თ-ის“ ორგანიზებით გასამართი აქციის საწინააღმდეგოდ შეკრებილი ორგანიზებული ჯგუფის წევრების ქმედებების გაშუქებისას, გ. მ-ძე, გ. წ-ი და ც. ჩ-ძე სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, „ლგბტქი“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიშნით, მათ შორის ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მიზნით სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, თავს დაესხნენ საქართველოს „პ-ის“ ოპერატორ ი. თ-ს, რა დროსაც სახისა და სხეულის სხავადასხვა არეში მრავალჯერადი დარტყმით მიაყენეს ჯანრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. მიყენებულმა დაზიანებებმა გამოიწვია ი. თ-ის მხედველობის დაქვეითება და დაკარგვა, ასევე საერთო შრომისუნარიანობის მყარი, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვა.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 აპრილის განაჩენით:
8.1. ზ. ჭ-ა, დაბადებული .. წლის .. ივნისს, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ზ. ჭ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვით.
ზ. ჭ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.
ზ. ჭ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ. ჭ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2021 წლის 6 ივლისიდან.
8.2. მ. დ-ი, დაბადებული .. წლის .. ნოემბერს, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
მ. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვით.
მ. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.
მ. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. დ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2021 წლის 6 ივლისიდან.
8.3. გ. გ-ი, დაბადებული ... წლის ... ოქტომბერს, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.
გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით.
გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2021 წლის 29 ივლისიდან.
8.4. გ. ხ-ი, დაბადებული ... წლის ... ივლისს, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.
გ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით.
გ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ხ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2021 წლის 29 ივლისიდან.
8.5. თ. ბ-ი, დაბადებული ... წლის .. აგვისტოს, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
თ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.
თ. ბ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით.
თ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან, 2021 წლის 9 ივლისიდან.
8.6. გ. მ-ძე, დაბადებული ... წლის .. აპრილს, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გ. მ-ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
გ. მ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 2 თვით.
გ. მ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით.
გ. მ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა გ. მ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2021 წლის 14 ივლისიდან.
8.7. გ. წ-ი, დაბადებული .. წლის ... იანვარს, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გ. წ-ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
გ. წ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 2 თვით.
გ. წ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით.
გ. წ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით გ. წ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან 2021 წლის 22 ივლისიდან.
9. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მიხედვით:
9.1. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ ზ. ჭ-ა, მ. დ-ი, გ. გ-ი, გ. ხ-ი, თ. ბ-ი, გ. მ-ე და გ. წ-ი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობდნენ, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება, განადგურება, იარაღის გამოყენება.
9.2. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, უტყუარად ასევე ვერ დადასტურდა, რომ გ. მ-მ და გ. წ-მა ჯგუფურად, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩაიდინეს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რომელმაც გამოიწვია მხედველობის დაკარგვა და ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან, მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
9.3. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2021 წლის 5 ივლისს, თ-ში, რ-ის გამზირზე სამოქალაქო მოძრაობა „თ-ის“ ორგანიზებით გასამართი „ღირსების მარშის“ პარალელურად, მ. დ-მა, ზ. ჭ-მ, თ. ბ-მა, გ. მ-მ, გ. წ-მა, გ. გ-მა და გ. ხ-მა, სხვა პირებთან ერთად, ძალადობითა და ძალადობის მუქარით განახორციელეს აქციაზე მყოფი ჟურნალისტების დევნა, მათი პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის მიზნით. დევნისას, დაახლოებით, 15:00 საათზე, თ-ში, რ-ის გამზირზე, გ. მ-ძე და გ. წ-ი სხვა პირებთან ერთად, ჟურნალისტურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, თავს დაესხნენ საქართველოს „პ-ის“ ოპერატორ ი. თ-ს, რა დროსაც სახისა და სხეულის სხავადასხვა არეში მრავალჯერადი დარტყმით მიაყენეს დაზიანებები; იმავე მოტივით, მ. დ-ი, თავს დაესხა შპს „ნ-ის“ ჟურნალისტს ზ. ც-ეს და სახის არეში ხელის დარტყმით მიაყენა დაზიანება; ზ. ჭ-ა ჟურნალისტურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, მოპედით თავს დაესხა მედია ჰოლდინგ „რ“-ის ჟურნალისტს თ. თ-ს და ფეხის არეში მიაყენა დაზიანება, ხოლო თ-ში, 9 ა-ის ბაღში, თ. ბ-ი, გ. გ-ი და გ. ხ-ი, სხვა პირებთან ერთად, ასევე ჟურნალისტურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია „ფ-ას“ ფოტოგრაფს - ვ. ქ-ს და სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში მრავალჯერადი დარტყმით მიაყენეს დაზიანებები. დევნას შედეგად მოჰყვა მნიშვნელოვანი ზიანი, კერძოდ, ძალადობის ადრესატებმა მიიღეს სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანება, დაზიანდა და განადგურდა მათ მფლობელობაში არსებული სხვადასხვა ტექნიკა და პირადი ნივთები.
2021 წლის 5 ივლისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, სამოქალაქო მოძრაობა „თ-ის“ ორგანიზებით გასამართი აქციის საწინააღმდეგოდ შეკრებილი პირების ქმედებების გაშუქებისას, გ. მ-ძე და გ. წ-ი სხვა პირებთან ერთად, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მიზნით, თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენელს, საქართველოს „პ-ის“ ოპერატორ ი. თ-ს; მ. დ-ი ასევე, თავს დაესხა შპს „ნ-ის“ ჟურნალისტს ზ. ც-ს; თ. ბ-ი, გ. გ-ი და გ. ხ-ი ტელეკომპანია „ფ-ას“ ფოტოგრაფს ვ. ქ-ს, ხოლო ზ. ჭ-ა მოპედით, თავს დაესხა მედიაჰოლდინგ „რ-“-ის ჟურნალისტს თ. თ-ს. ბრალდებულებმა ჟურნალისტებს შეუშალეს ხელი და არ მისცეს პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა, სხვა პირებთან ერთად, ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ფეხებისა და ხელების მრავალჯერადი დარტყმით, ზ. ჭ-ა მოპედის დაჯახებით, ტექნიკისა და აპარატურის დაზიანების გზით, აიძულებდნენ ჟურნალისტებს, შეეწყვიტათ პროფესიული საქმიანობა და არ მოეპოვებინათ და არ გაევრცელებინათ მოძალადე ჯგუფების მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ამსახველი კადრები.
2021 წლის 5 ივლისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, 9 ა-ის ბაღში, სამოქალაქო მოძრაობა „თ-ის“ ორგანიზებით გასამართი აქციის საწინააღმდეგოდ შეკრებილ პირთა ქმედებების გაშუქებისას, თ. ბ-ი, გ. გ-ი და გ. ხ-ი, სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია „ფ-ს“ ფოტოგრაფს - ვ. ქ-ს, რა დროსაც სახისა და სხეულის არეში მრავალჯერადი დარტყმით, განზრახ მიაყენეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რამაც ვ. ქ-ის ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 8 მაისის განაჩენით:
10.1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გრიგოლ ნიშნიანიძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
10.2. მსჯავრდებულ თ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. მ-ის, მსჯავრდებულ გ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჟ-ის, მსჯავრდებულ გ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-ის, მსჯავრდებულ გ. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. ხ-ას, მსჯავრდებულ მ. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ის, მსჯავრდებულ გ. წ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. მ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა;
10.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება:
ზ. ჭ-ა საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ზ. ჭ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ზ. ჭ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლით.
ზ. ჭ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2021 წლის 6 ივლისიდან (სააპელაციო სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის დროს, უკვე ჰქონდა მოხდილი).
მ. დ-ი საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე–2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
მ. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მ. დ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლით.
მ. დ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2021 წლის 6 ივლისიდან (სააპელაციო სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის დროს, უკვე ჰქონდა მოხდილი).
გ. გ-ი საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით;
საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 9 თვით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, გ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან – 2021 წლის 29 ივლისიდან.
გ. ხ-ი საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
გ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე–3 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით;
საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 9 თვით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, გ. ხ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2021 წლის 29 ივლისიდან.
თ. ბ-ი საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
თ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე–3 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით;
საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 9 თვით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, თ. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან – 2021 წლის 9 ივლისიდან.
გ. მ-ძე საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
გ. მ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 5 ივლისს მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით;
საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 9 თვით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, გ. მ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.
გ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან; მასვე, სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2021 წლის 14 ივლისიდან 2022 წლის 29 აგვისტოს ჩათვლით. ასევე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასჯელის ვადა შეუმცირდა 75 დღით.
გ. წ-ი საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
გ. წ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 5 ივლისს მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით;
საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 9 თვით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, გ. წ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.
გ. წ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან; მასვე, სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2021 წლის 22 ივლისიდან 2022 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით. ასევე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასჯელის ვადა შეუმცირდა 75 დღით.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია, რომ:
11.1. სააპელაციო სასამართლოში, ბრალდების მხარემ გ. მ-ს მიმართ შეცვალა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით. შეცვლილი ბრალდების თანახმად, გ. მ-მ ჩაიდინა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის 5 ივლისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, რ-ის გამზირზე სამოქალაქო მოძრაობა „თ-ის“ ორგანიზებით გასამართი აქციის საწინააღმდეგოდ შეკრებილი ორგანიზებული ჯგუფის წევრების ქმედებების გაშუქებისას, გ. მ-ძე, გ. წ-ი და ც. ჩ-ძე სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, „ლგბტქი“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, მათ შორის, ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მიზნით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, თავს დაესხნენ საქართველოს პ-ს ოპერატორს, ი. თ-ს, რა დროსაც სახის, თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში მრავალჯერადი დარტყმით, მიაყენეს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება თავის ტვინის შერყევისა და OU რქოვანას ტრავმული ეროზიის სახით, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
11.2. აგრეთვე, სააპელაციო სასამართლოში, ბრალდების მხარემ გ. წ-ის მიმართ შეცვალა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით. შეცვლილი ბრალდების თანახმად, გ. წ-მა ჩაიდინა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის 5 ივლისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, რ-ის გამზირზე სამოქალაქო მოძრაობა „თ-ის“ ორგანიზებით გასამართი აქციის საწინააღმდეგოდ შეკრებილი ორგანიზებული ჯგუფის წევრების ქმედებების გაშუქებისას, გ. მ-ძე, გ. წ-ი და ც. ჩ-ძე სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, ,,ლგბტქი“ თემის მიმართ ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიანტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, მათ შორის, ასოციაციით შეუწყნარებლობის მოტივით, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მიზნით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, თავს დაესხნენ საქართველოს პ-ის ოპერატორს, ი. თ-ს, რა დროსაც სახის, თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში მრავალჯერადი დარტყმით, მიაყენეს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება თავის ტვინის შერყევისა და OU რქოვანას ეროზიის სახით, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
12. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი გრიგოლ ნიშნიანიძე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანასა და გ. წ-ის, გ. მ-ის, თ. ბ-ის, გ. ხ-ის, გ. გ-ის, ზ. ჭ-სა და მ. დ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მათთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
12.1. ბრალდების მხარე არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ნაწილობრივ გამამართლებელ განაჩენს და მიაჩნია, რომ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით ადასტურებს თითოეული ბრალდებულის მიერ ბრალადშერაცხული დანაშაულების ჩადენას და შესაბამისად, ისინი უნდა გამტყუნებულიყვნენ, საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდებითაც. პროკურორი საკასაციო საჩივარში ვრცლად მიმოიხილავს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა შინაარსს. დაზარალებულებისა და მოწმეების მიერ აღწერილი გარემოებები შეესაბამება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, სხვადასხვა ტელეკომპანიიდან თუ ობიექტიდან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერს, რომლებზეც აღბეჭდილია 2021 წლის 5 ივლისს ჩადენილი ძალადობა ჟურნალისტების მიმართ. თითოეულმა დაზარალებულმა და მოწმემ სასამართლო პროცესზე დაადასტურა, რომ ბრალდებულები მათთან მივიდნენ, შეურაცხყოფა მიაყენეს და ემუქრებოდნენ სწორედ იმის გამო, რომ ისინი იყვნენ ჟურნალისტები და წარმოადგენდნენ კონკრეტულ მედია საშუალებებს. ბრალდების მხარე აღნიშნავს, რომ დანაშაულის შეფასებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დაზარალებულთა ჩვენებებს, რადგან შესაძლოა, ქმედების თითოეული მონაწილე მის მიერ ჩადენილ მოქმედებას არ აფასებდეს, როგორც დევნას, მაგრამ აღნიშნულ შეფასებაში სწორედ დაზარალებულის აღქმაა მნიშვნელოვანი.
12.2. საკასაციო საჩივრის მიხედვით, ჯგუფური დანაშაული გამოკვეთლია, როდესაც ორი ან მეტი ამსრულებელი სრულად ან ნაწილობრივ ახორციელებს დანაშაულის ობიექტურ შემადგენლობას და ამ დანაშაულის თანაამსრულებელია. ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის განხილვისას, აუცილებელია, ყურადღება მიექცეს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი კარითა და თავით დაცულ სამართლებრივ სიკეთეს, რომელიც წარმოადგენს საზოგადოებრივ უშიშროებას (უსაფრთხოებას) და წესრიგს (ნორმალური ცხოვრების რიტმი), რაც ფაქტობრივად, მას განასხვავებს ძალადობისგან, რომელიც არ არის ორგანიზებული. ორგანიზებული ჯგუფური დანაშაულის დროს, აუცილებელი არ არის წინასწარ შეკავშირება, არამედ შესაძლებელია, მისი ჩადენისათვის წინასწარ შეუთანხმებლად, ერთობლივად მონაწილეობდეს ორი ან მეტი ამსრულებელი. აღნიშნულით კანონმდებელმა ნათლად განმარტა, თუ ვინ არიან დანაშაულის ჩადენაში მონაწილე პირები, კერძოდ, ესენი არიან ამსრულებლები. იმისათვის, რომ ქმედება ჯგუფურად ჩადენილად დაკვალიფიცირდეს, ქმედების ობიექტური შემადგენლობის ნაწილს მაინც, სულ მცირე, ორი ამსრულებელი უნდა აღასრულებდეს, თუმცა, სავალდებულო არ არის მათ შორის წინასწარი შეთანხმების არსებობა. იმის გათვალისწინებით, რომ კონკრეტული პირების მიმართ ანგარიშსწორების მიზნით, წინასწარ მობილიზდნენ ფიზიკური ძალები და ძალადობამ ფართო, მასშტაბური ხასიათი მიიღო სხვადასხვა ჯგუფის მიმართ (მათ შორის, ფაქტობრივად ყველა იმ პირის მიმართ, რომელიც მოძალადე ჯგუფებმა აღიქვა „ლგბტ“ თემის მხარდამჭერად), რამაც ქვეყანაში მასობრივი არეულობა გამოიწვია და არსებითი საფრთხე შეუქმნა საზოგადოების კონკრეტული ჯგუფის უსაფრთხოებას, ქმედება უნდა შეფასდეს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში მონაწილეობად.
12.3. კასატორი უთითებს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, ბრალდებულების დამამძიმებელ გარემოებად მითითებულია ჰომოფობიური და ტრანსფობიური მოტივი. მოცემულ შემთხვევაში, სიძულვილის მოტივის ინდიკატორებია – დანაშაულის ადგილი და ძალადობრივი ქმედების ჩადენის დღე. ამასთან, სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრისთვის აუცილებლებელია, სასჯელი შესატყვისი და პროპორციული იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, ხერხსა და ხასიათთან. სწორად უნდა გააანალიზდეს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ხარისხი, დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება, მისი დამოკიდებულება კანონის დაცვასთან.
13. მსჯავრდებულ თ. ბ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ე. მ-ი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანასა და თ. ბ-ის გამართლებას საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
13.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, სასამართლო დაეყრდნო ორი პოლიციელის არადამაჯერებელ ჩვენებას და მათი მონაწილეობით ჩატარებულ ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებს, რომელიც არც ერთი მტკიცებულებით არ არის გამყარებული. ხსენებული მტკიცებულებები ეწინააღმდეგება სხვა მოწმეთა ჩვენებებს (მათ შორის, თავად დაზარალებულ ვ. ქ-ის ჩვენებასაც კი). სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ნამდვილად თ. ბ-მა მიაყენა თუ არა დაზიანებები ვ. ქ-ს. არაერთი ჩანაწერი გამოიკვლიეს სასამართლო სხდომაზე, მაგრამ არც ერთში არ ჩანს, რომ თ. ბ-ი ვ. ქ-ს აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას.
14. მსჯავრდებულ გ. ხ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ჯ. ხ-ა ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას გ. ხ-ის ნაწილში და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
14.1. საკასაციო საჩივრის თანახმად, საქმეზე გამოკვლეული არცერთი მტკიცებულებით არ იკვეთება, რომ გ. ხ-ი სხვა პირებთან ერთად თავს დაესხა ფოტოგრაფ ვ. ქ-ს და ხელი შეუშალა მას ჟურნალისტურ საქმიანობაში. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდების მხარის იმ ვერსიას, რომ გ. ხ-ი სხვა პირებთან ერთად, ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ფეხებისა და ხელების მრავარჯერადი დარტყმით, ტექნიკისა და აპარატურის დაზიანებით, აიძულებდა ვ. ქ-ს, შეეწყვიტა პროფესიული საქმიანობა და არ მოეპოვებინა და არ გაევრცელებინა მოძალადე ჯგუფების მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ამსახველი კადრები. აღნიშნული ვერსია სრულად გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ, რაც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. რაც შეეხება რეალურად, თუ ვინ დაესხა თავს ვ. ქ-ს, აღნიშნული გამოძიებით ვერ დადგინდა და ვერც თავად დაზარალებულმა ვ. ქ-მა დაადასტურა, კერძოდ, თუ ვინ იძალადა მასზე, ვინ ჩაიდინა მის მიმართ დევნა და ვინ შეუშალა ხელი პროფესიული საქმიანობისას.
14.2. ვ. ქ-ის ეპიზოდში, პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტაცია პოლიციელების – ლ. ს-ისა და ლ. წ-ის – ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების შესახებ და სარწმუნოდ მიიჩნია, მათ მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენებები.
15. მსჯავრდებულ გ. წ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატი, კ. ბ-ა, ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას გ. წ-ის ნაწილში და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
15.1. საკასაციო საჩივარში ადვოკატი უთითებს მოწმე ა. ფ-ას მიერ სასამართლო სხდომაზე მითითებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც იკვეთება, რომ მას სახეზე მოძალადე პირები არ დაუნახავს. მისივე განმარტებით, მოწმეს ტანსაცმელი დაამახსოვრდა და სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას, დაადგინა მოძალადე პირების, მათ შორის გ. წ-ის სახელი და გვარი, მაგრამ მას ამოცნობაში მონაწილეობა არ მიუღია. ასევე ვერ განმარტა, თუ რომელ ვიდეომასალაში ნახა გ. წ-ის ძალადობის ფაქტი, ან კონკრეტულად, რომელ ვიდეო სიუჟეტში ნახა გ. წ-ი გულზე დაკერებული სახელითა და გვარით. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ და გამოკვლეულ ვიდეომასალაში ი. თ-ზე თავდამსხმელი პირი ზურგით დგას და არ ჩანს სახით, რასაც ადასტურებს ბრალდების მხარეც და მოწმე გ. ბ-აც, რის შემდეგაც ბრალდების მხარე ცდილობს გ. ბ-ას ამოცნობა ჩაატარებინოს ტანსაცმლით. მოცემულ საქმეზე პირის ბრალეულობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება.
16. მსჯავრდებულ გ. გ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატი დ. მ-ძე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას გ. გ-ის ნაწილში და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
16.1. საკასაციო საჩივარში დაცვის მხარის აღნიშვნით, სასამართლომ გვერდი აუარა იმ ფაქტს, რომ ვ. ქ-ს სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება აქვს სახის არეში, სადაც გ. გ-ს მისთვის არ დაურტყამს და შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით უკანონოა. რაც შეეხება ლ. ს-ს, მანაც გამორიცხა გ. გ-ის მიერ ქ-ის მიმართ სახის ან თავის არეში ფეხის დარტყმის ფაქტი. ლ. წ-ისა და ლ. ს-ის დაკითხვა, მათი აუდიოჩანაწერის მოსმენა, ქმნის უტყუარ ფაქტს, რომ ისინი ცრუობენ. გ. გ-ის განცხადებით, ის არ ყოფილა აქციაზე, მას არ უძალადია და არის უდანაშაულო.
17. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე მსჯავრდებულ ზ. ჭ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. მ-მა, წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა პროკურორის საკასაციო საჩივარის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის ძალაში დატოვება, ვინაიდან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით დადგენილი, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები.
18. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი. კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
19. შესაბამისად, საკასაციო პალატა, ბრალდებისა და დაცვის მხარის საჩივრებს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია ისინი.
20. დადგენილია, რომ 2021 წლის 5 ივლისს, თ-ში, რ-ის გამზირზე სამოქალაქო მოძრაობა ,,თ-ის“ ორგანიზებით გასამართი „ღირსების მარშის“ პარალელურად, სხვადასხვა პირზე, ჟურნალისტებზე იძალადეს. ძალადობის ადრესატებმა მიიღეს სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანება, დაზიანდა და განადგურდა მათ მფლობელობაში არსებული სხვადასხვა ტექნიკაც და პირადი ნივთები, ჟურნალისტებს ხელი შეეშალათ ჟურნალისტურ საქმიანობაში.
21. განსახილველი სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულების: ზ. ჭ-ს, მ. დ-ის, თ. ბ-ის, გ. გ-ის, გ. ხ-ის, გ. მ-სა და გ. წ-ის მიმართ, მოიცავს დაზარალებულების: თ. თ-ის, ზ. ც-ის, ვ. ქ-სა და ი. თ-ის მიმართ ფიზიკურ ძალადობას. საკასაციო პალატა თითოეულ დაზარალებულთან დაკავშირებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას მიმოიხილავს ცალ-ცალკე, ხოლო შემდეგ კი გაანალიზებს კასატორთა კონკრეტულ პრეტენზიებს სისხლის სამართლის საქმესთან მიმართებით. ამასთან, დაცვის მხრიდან საკასაციო საჩივარი წარმოდგენილია მხოლოდ მსჯავრდებულების _ თ. ბ-ის, გ. ხ-ის, გ. წ-სა და გ. გ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის მოთხოვნით, ხოლო პროკურორის საკასაციო საჩივარი შეეხება მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნაწილს (გ. წ-ის, გ. მ-ის, თ. ბ-ის, გ. ხ-ის, გ. გ-ის, ზ. ჭ-სა და მ. დ-ის მიმართ) და ითხოვს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
22. დაზარალებულ თ. თ-ის ეპიზოდთან დაკავშირებული მტკიცებულებათა ერთობლიობა:
დაზარალებულმა თ. თ-მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს ტელეკომპანია „რ-ში“, საინფორმაციო სამსახურის კორესპოდენტის პოზიციაზე. 2021 წლის 5 ივლისს, დაახლოებით, 10:00 საათზე, ოპერატორ ბ. ა-ან ერთად მივიდა თ-ში, რ-ის გამზირზე, ო-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა გაეშუქებინა მიმდინარე „ღირსების მარშის“ კონტრაქცია. იქ ყოფნისას დაინახა, რომ კონტრაქციის წევრები ფიზიკურად უსწორდებოდნენ სხვადასხვა ტელეკომპანიის ჟურნალისტებსა და ოპერატორებს. მოძალადე ჯგუფს გამოეყო მოპედით მოძრავი ადამიანი და სწრაფი სიჩქარით გაემართა მისკენ. აღნიშნული ფაქტი დაინახა მისმა კოლეგა, გ. კ-მ, რომელმაც სწრაფად გასწია გვერდზე და გადაარჩინა ძლიერ შეჯახებას. მიუხედავად ამისა, მოპედი მაინც დაეჯახა უკანა მხრიდან, მარჯვენა ფეხის არეში, რაც ეტკინა. მოპედზე იჯდა შუახნის მამაკაცი, რომელსაც თავზე ეხურა ჩაფხუტი. მას არ ჰქონდა მარცხენა ხელის კიდური. იმ სიტუაციაში ფიზიკურად შეუძლებელი გახდა ჟურნალისტური საქმიანობა. გარკვეული დროის შემდგომ, მოძალადეთა ჯგუფის ნაწილი გაემართა პარლამენტის შენობის უკან მდებარე „სირცხვილიას“ ოფისთან, სადაც შეურაცხმყოფელ სიტყვებს იძახდნენ „ღირსების მარშის“ მონაწილეთა მისამართით, რა დროსაც ისინი კვლავ ხელს უშლიდნენ საქმიანობაში. ეუბნებოდნენ, რომ დაეტოვებინათ ტერიტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში, განმეორდებოდა რ-ის გამზირზე მომხდარი ძალადობა.
მოწმე ა. ბ-ის ჩვენებით, იგი მუშაობს საქართველოს ს-ის გადაცემა „მ-ში“ კორესპოდენტ-ჟურნალისტის პოზიციაზე. 2021 წლის 5 ივლისს, ტელევიზიის გადამღები ჯგუფები მუშაობდნენ ს-ოს პ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც უნდა გამართულიყო „ლგბტქი თემის“ მიერ დაანონსებული აქციის საწინააღმდეგო, ე.წ. „კონტრაქცია“. დაახლოებით, 11:20 საათისთვის, ოპერატორ ლ. ქ-ან ერთად მივიდა რ-ის გამზირზე და შეესწრო სიტუაციას, რომ აქციის მონაწილეები ფიზიკურად უსწორდებოდნენ ჟურნალისტებს. დაინახა ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ვერ შეაკავეს და წავიდნენ ჟურნალისტების მიმართულებით. მოულოდნელად, აქციის მონაწილეებს გამოეყო ადამიანი მოპედით და ჟურნალისტებისკენ დაიძრა მაღალი სიჩქარით. ეგონა, რომ მოპედის მძღოლი მიზანმიმართულად არ მიდიოდა ჟურნალისტებისკენ. მას შემდეგ, რაც მიხვდა, რომ მოპედი ეჯახებოდა, ხელით გასწია მასზე მჯდომი მამაკაცი. მოპედი გასცდა მას, გაჩერდა და დაიძრა კიდევ ერთხელ დასაჯახებლად, ისევ აირიდა შეჯახება, თუმცა, ის შევარდა ჟურნალისტების მეორე ჯგუფში, სადაც გაჩერდა და ატყდა ჩოჩქოლი. ა. ბ-მ დაადასტურა, რომ ჟურნალისტების მეორე ჯგუფში მოპედი დაეჯახა „რ-ის“ წარმომადგენელ თ. თ-ს. ისინი ცდილობდნენ მიმდინარე მოვლენების გადაღებას, თუმცა ამის საშუალებას არ აძლევდნენ. აღნიშნული ფაქტის შემდეგ, დღის განმავლობაში, შეხვდა ზ. ჭ-ს, რომელიც დასეირნობდა რ-ის გამზირზე, მოისურვა, გაეგო მისი ვინაობა. მივიდა და ჰკითხა სახელი და გვარი, რაზეც ბრალდებულმა უთხრა, რომ იყო ზ. ჭ-ა. სასამართლო დარბაზში მოწმემ მიუთითა ბრალდებულ ზ. ჭ-ზე. მისივე განმარტებით, მას ეცვა თეთრი მაისური და თავზე ეხურა ჩაფხუტი. მას არ ჰქონდა მარცხენა კიდური.
მოწმე გ. პ-ას განმარტებით, 2021 წლის 5 ივლისს, დილით, იმყოფებოდა თ-ში, რ-ის გამზირზე და აშუქებდა მიმდინარე მოვლენებს. მან დაინახა მათი მიმართულებით მოძრავი მოპედი, რომელიც ცდილობდა თ. თ-ის დაჯახებას. ოპერატორმა გ. კ-მ ის შეაჩერა, რის შემდეგაც მოპედმა გააგრძელა მოძრაობა და გაქრა მისი თვალთახედვიდან. მოპედის მძღოლი სახეზე არ დაუნახავს, თუმცა, კადრებში ჩანს, ვინც მართავდა და ის ფაქტიც, რომ მას ხელი არ ჰქონდა.
მოწმე ს. ბ-ს ჩვენების თანახმად, 2021 წლის 5 ივლისს, დილით, იმყოფებოდა თ-სში, რ-ის გამზირზე. სასტუმრო „მ*ან“ შენიშნა მამაკაცი, რომელსაც სათვალე ეკეთა და თავზე ჩაფხუტი ეხურა. მან მოპედით ერთი წრე დაარტყა იქმყოფ ადამიანებს და გინება დაიწყო. ახსოვს, რომ მოპედიანი მამაკაცი თ. თ-ისა და შ. ს-ის მიმართულებით დაიძრა. შეეჯახა, მაგრამ ისე ძლიერად არა, როგორც მოსალოდნელი იყო, ვინაიდან ოპერატორმა, გ. კ-მ და საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა შეძლეს მისი მეტ-ნაკლებად შეფერხება. შეამჩნია, რომ მოპედის მძღოლს ცალი ხელი არ ჰქონდა და მუქი სათვალე ეკეთა. მოწმეს ხელი შეეშალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში. როგორც ახსოვს, თ. თ-ს მოპედი დაეჯახა ფეხის არეში. იგი დაიხარა და ხელი ფეხისკენ წაიღო.
მოწმე შ. ს-ის განმარტებით, მუშაობს ტელეკომპანია „რ-ში“, ოპერატორად. 2021 წლის 5 ივლისს, დაახლოებით, დილის ათის ნახევარზე მივიდა თ-ში, რ-ის გამზირზე მიმდინარე აქციაზე. ესმოდა შეძახილები: „არ გადაიღოთ, გაწიეთ კამერა“. აგრესიის თავიდან არიდების მიზნით, მოძრაობა გააგრძელეს რ-სკენ. შეესწრო, თუ როგორ დაეჯახა მოპედი მის კოლეგას, „რ-“-ის ჟურნალისტს, თ. თ-ს მარჯვენა ფეხში (მისი ვინაობა მოგვიანებით გაიგო). ადასტურებს, რომ მოპედის მძღოლი გამიზნულად დაეჯახა ჟურნალისტს. შენიშნა, რომ მას მარცხენა ხელი არ ჰქონდა და ცალი ხელით მართავდა მოპედს. ტექნიკას, რომლითაც იღებდა, დაუზიანდა ელემენტი.
მოწმე მ. გ-ის ჩვენების თანახმად, მუშაობს „რ“-ში ახალი ამბების კორესპოდენტის პოზიციაზე. 2021 წლის 5 ივლისს აშუქებდა „ღირსების მარშის“ აქციას. მან ნახა, რომ აქციის მონაწილეები შეურაცხყოფას აყენებდნენ ჟურნალისტებს, აფურთხებდნენ და აგინებდნენ მათ, ესროდნენ ბოთლებს, ურტყამდნენ ხელჯოხებსა და დროშის ტარებს. შენიშნა მოპედით ადამიანი, რომელიც მიზანმიმართულად მოძრაობდა ჟურნალისტების ირგვლივ წრეზე და საბოლოოდ, შეეჯახა თ. თ-ს მსუბუქად. თ. თ-ი გადაარჩინა გ. კ-მ, რომელმაც ხელით გასწია. მოპედის მძღოლის ამოცნობა ვერ შეძლო, თუმცა, ახსოვს, რომ ჩაფხუტი ეხურა და არ ჰქონდა მარცხენა ხელი.
უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ თ. გ-ის განმარტებით, 2021 წლის 5 ივლისს იმყოფებოდა თ-ში, რ-ის გამზირზე და იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს. შეამჩნია, რომ მოპედი, რომელსაც მართავდა მამაკაცი დაეჯახა ჟურნალისტს. მისთვის ცნობილია, რომ მოპედზე მჯდომი პირი არის ზ. ჭ-ა. მოწმემ დაადასტურა, რომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ განთავსებული ჩანაწერი დათვალიერდა მისი მონაწილეობით, სადაც დაფიქსირებული იყო მამაკაცი, რომელიც მოპედით დაეჯახა ჟურნალისტს.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა და გამოძიებისას, გამომძიებელ მ. ბ-ას მიერ, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ თ. გ-ის მონაწილეობით დათვალიერდა სოციალურ გვერდ „ფეისბუქში“, ტელეკომპანია „ი-ის“ გვერდზე განთავსებული ვიდეოჩანაწერი, სადაც დაფიქსირებულია თ-ში, რ-ის გამზირზე მყოფი საპროტესტო აქციის მონაწილეები და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები. კადრში ჩნდება პირი, რომელიც ზის მოშავო-ნარინჯისფერ მოპედზე. მამაკაცს აცვია მოთეთრო, მოკლემკლავიანი მაისური, მოშავო შარვალი, მხარზე გადაკიდებული აქვს მოშავო ჩანთა, თავზე ახურავს მუქი ფერის ჩაფხუტი. ჩანაწერში დაფიქსირებულია, რომ მამაკაცი ეჯახება ჟურნალისტს, რომელიც ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას, აშუქებს მიმდინარე მოვლენებს. მასთან მიდიან პოლიციის თანამშრომლები და ცდილობენ სიტუაციის განეიტრალებას. თ. გ-ის განმარტებით, მოპედზე მჯდომი მამაკაცი არის ზ. ჭ-ა.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა და გამოძიებისას, გამომძიებელმა გ. დ-მ დაათვალიერა ვიდეოჩანაწერი –ტელეკომპანია „ი-ის“ საინფორმაციო გამოშვების სიუჟეტი სახელწოდებით „რ-ის გამზირზე ი-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს დაესხნენ“, სადაც დაფიქსირებულია, თ-ი, რ-ის გამზირი და აქციის მონაწილეები. ასევე სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ სიტუაციის განეიტრალებას. ვიდეოჩანაწერში ჩნდება მოპედი, რომელსაც მართავს ზ. ჭ-ა. იგი ეჯახება ჟურნალისტს, თ. თ-ს, რომელიც ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა და გამოძიებისას, გამომძიებელმა ვ. დ-მა დაათვალიერა საქართველოს შს სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები. ერთ-ერთი ვიდეოჩანაწერის კადრში ჩნდება ბრალდებული ზ. ჭ-ა, რომელიც მართავს მოპედს, მსვლელობა თ-ა, ა-ის ქუჩაზე.
ამოღების ოქმის თანახმად, 2021 წლის 6 ივლისს, ზ. ჭ-ს დედისგან ამოიღეს ბრალდებულის კუთვნილი მოპედი.
ბრალდებულმა ზ. ჭ-მ დასკვნით სიტყვაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და აღნიშნა, რომ მოპედით დაეჯახა გოგონას, თუმცა არ იცოდა, რომ იგი ჟურნალისტი იყო.
23. დაზარალებულ ზ. ც-ის ეპიზოდთან დაკავშირებული მტკიცებულებათა ერთობლიობა:
დაზარალებულ ზ. ც-ის ჩვენების თანახმად, მას ჩაფხუტსა და ჟილეტზე ეწერა, რომ იყო პრესის წარმომადგენელი. სამსახურეობრივად საქმიანობდა, იღებდა ფოტოსურათებს. ამ დროს მიუახლოვდა ერთი ადამიანი, რომელმაც ყბაში ხელი დაარტყა. გაითიშა. გონს რომ მოვიდა, შენიშნა, სისხლი სდიოდა. განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ვერ შეძლო პროფესიული საქმიანობის განხორციელება. გადაიყვანეს „ა-ის“ კლინიკაში, სადაც უმკურნალეს, დაადეს ნაკერები. ჯანმრთელობის პრობლემა დღემდე არ არის ამოწურული. მისთვის წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო ბრალდებული. იგი სხდომის დარბაზში იმყოფება. დაზარალებულს წარედგინა მ. დ-ის მიერ ძალადობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ ჩანაწერში დაფიქსირებულია თავად, ხოლო პირი, რომელიც მასზე ძალადობს, არის მ. დ-ი.
მოწმე ლ. კ-მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს ტელეკომპანია „მ-ის“ ოპერატორის პოზიციაზე. დაახლოებით, დილის ათის ნახევარზე, მივიდა რ-ის გამზირზე, სადაც ქაოსი დახვდა. დაიწყო გადაღება. ამ დროს შენიშნა ჟურნალისტები: დ. მ-ი და დ. ა-ძე, რომლებიც მისკენ მორბოდნენ. დ. ა-ეს სახე შეწითლებული ჰქონდა და შველას ითხოვდა. სცადა მისი დახმარება, რა დროსაც მათკენ დაიძრნენ აგრესიული ადამიანები. გადაინაცვლა სასტუმრო „რ-ნ.“ შემაღლებულზე დადგა და დაინახა, რომ მათი ჯგუფის წინააღმდეგ აგრესია ,,წამოვიდა.“ ამ დროს პლასმასის ბოთლი მოხვდა თავში. დაესია რამდენიმე ადამიანი. რომელიღაცამ სცადა მისი „ლაივ ჩართვის“ აპარატის მოგლეჯვა. დაკარგა მიკროფონი. ჩართული კამერით გადაადგილდებოდა, როდესაც სასტუმრო „მ-ან“ დაინახა მისი ნაცნობი ფოტოგრაფი ზ. ც-ძე. იგი მოჰყავდა ვიღაც ბიჭს. მიუახლოვდა და შეამჩნია, რომ ზ. ც-ს ყურებსა და კბილიდან სისხლი სდიოდა. ბორდიურზე წამოაწვინა. ზ-ი თავს შეუძლოდ გრძნობდა და შველას ითხოვდა. ზ. ც-ს დაზიანება აღენიშნებოდა და ღრძილებიდან სდიოდა სისხლი. ტანზე ეცვა ჟილეტი და თავზე ჩაფხუტი ჰქონდა დაფარებული. ტანსაცმელზე რამდენიმე ადგილზე ეწერა, რომ იგი პრესის წარმომადგენელი იყო.
შპს „ა-ის სახელობის კლინიკის“ სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, ზ. ც-ს აღენიშნება ინტრაკრანიალური ტრავმა, ტუჩისა და პირის ღრუს ღია ჭრილობა, თავის სხვა ნაწილების ზედაპირული ტრავმა. უჩივის ტკივილებსა და სისხლმდენ ჭრილობას ქვედა ტუჩის არეში.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ შედგენილი დოკუმენტაციით, ზ. ც-მ მათ დახმარებისთვის მიმართა 2021 წლის 5 ივლისს, სადაც დაესვა დიაგნოზი: ინტრაკრანიალური ტრავმა, თავის ზედაპირული ტრავმა, სხვა დაუზუსტებელი დაზიანებები, როგორც შემთხვევითი ან წინასწარ განზრახული. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია ექსკორიაციები. სქემატურ გამოსახულებაზე მარკირებულია ნაკაწრი სახის არეში. იმავე დღეს, ზ. ც-ძე მოთავსდა შპს „ა-ის სახელობის კლინიკაში“, სადაც დაესვა დიაგნოზი: ტუჩისა და პირის ღრუს ღია ჭრილობა, თავის სხვა ნაწილების ზედაპირული ტრავმა. ნახეთქ/ნაფლეთოვანი ჭრილობა, ჰემატომა. ნაკაწრი განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად და ცალკე იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დანარჩენი დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. ჰემატომა და ექსკორიაციები ცალ-ცალკე და ერთობლიობით მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ჭრილობა, ცალკე აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. დაზიანების ხანდაზმულობის განსაზღვრა სამედიცინო დოკუმენტაციაში დაზიანებების მორფოლოგიური სურათის არასრული აღწერილობის გამო, შეუძლებელი გახდა. დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა – ე. ჩ-მა (14/02/2022 წლის სასამართლო სხდომაზე).
სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა და გამოძიებისას, გამომძიებელმა გ. დ-მ დაათვალიერა ვიდეოჩანაწერი –ტელეკომპანია „T-ის“ გადაცემა „პირველების“ სიუჟეტი, რომელშიც დაფიქსირებულია თ-სში, რ-ის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები, მათ შორის, ზ. ც-ე, რომელსაც თავზე აფარია ჩაფხუტი, აცვია მოშავო ჟილეტი წარწერით „PRESS“, ხელში უჭირავს ფოტოაპარატი. ჩანაწერში დაფიქსირებულია, რომ ზ. ც-ს უახლოვდება ბრალდებული მ. დ-ი, რომელიც სახის არეში ურტყამს მარჯვენა მუშტს, რის შემდეგაც ტოვებს იქაურობას. ზ. ც-ს ტუჩის არეში აღენიშნება მოწითალო ლაქა.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა და გამოძიებისას, გამომძიებელმა ს. შ+მა დაათვალიერა, სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“, „T-li-ის“ გვერდზე 2021 წლის 5 ივლისს განთავსებული ვიდეოჩანაწერი. მასში ასახულია, 2021 წლის 5 ივლისს, თ-ში დაგეგმილი „თ-ან“ დაკავშირებულ სხვადასხვა ლოკაციაზე, ძალადობრივი ფაქტების ამსახველი ვიდეო კოლაჟი. კადრში ჩნდება ტელეკომპანია „ნ-ის“ ფოტოგრაფი ზ. ც-ე, რომელსაც თავზე ახურავს მოშავო ჩაფხუტი. სავარაუდოდ, იღებს ფოტოს. მასთან ერთად კადრში ჩანს, მოშავო მაისურში ბრალდებული მ. დ-ი, რომელიც მარჯვენა ხელს ურტყამს სახის არეში ზ. ც-ეს, რის შედეგადაც იგი ძირს, მუხლებზე ეცემა, ხოლო მ. დ-ი გადის კადრიდან.
მოწმე გ. ტ-ის განმარტებით, მ. დ-ი მისი მეზობელი/მეგობარია და მასთან ახლო ურთიერთობა აქვს. 2021 წლის 5 ივლისს, მ. დ-ან ერთად, შემთხვევით მოხვდა თ-ში, რ-ის გამზირზე გამართულ აქციაზე. თავიდან მშვიდად მიმდინარეობდა ყველაფერი, თუმცა, მოგვიანებით სიტუაცია დაიძაბა. ატყდა ჩოჩქოლი. ის და მ. დ-ი, ძირითადად, ერთად გადაადგილდებოდნენ. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ისინი დასცილდნენ ერთმანეთს. აქციაზე არ დაუნახავს, რომ მ-მა ვინმეს ხელი დაარტყა. სოფლისკენ გადაადგილებისას, ბრალდებულმა უამბო, რომ მისთვის უცნობ მამაკაცთან იჩხუბა და ხელი დაარტყა, ვინაიდან, მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მ. დ-ს არ დაუკონკრეტებია, რომ ჟურნალისტს შეეკამათა.
ბრალდებულმა მ. დ-მა წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და აღნიშნა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, ნამდვილად იმყოფებოდა თ-ში, რ-ის გამზირზე გამართულ აქციაზე. შენიშნა, რომ რამდენიმე ჟურნალისტი ცუდი სიტყვებით მოიხსენიებდნენ აქციის მონაწილეებს. უწოდებდნენ „ბნელებს“, „ეშმაკის მსახურებს“, მოღალატეებს. ამ დროს დაინახა უცნაურად ჩაცმული გოგო და ბიჭი. მათ ფოტოაპარატები ეჭირათ ხელში და თავზე ჩაფხუტი ეფარათ. ისინი შევიდნენ აქციის მონაწილეებთან. აკვირდებოდა იქ განვითარებულ მოვლენებს და მასში არ მონაწილეობდა. იქვე იმყოფებოდა კიდევ ერთი, უცნაურად ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც რელიგიურ საკითხებს ცუდად შეეხო. გამოვიდა წყობიდან, ხელი მოუქნია და დაარტყა. მაშინვე გაიაზრა მომხდარი და გაერიდა მას. ჟურნალისტების მიმართ აგრესიული განწყობა არ ჰქონია. ზ. ც-ს ხელი დაარტყა, რადგან მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა იქ მყოფ ადამიანებს, ასევე – რელიგიას. ეს ვერ მოითმინა. როგორც ახსოვს, მას ეფარა ჩაფხუტი. როგორი ტანსაცმელი ეცვა, არ იცის. ზ. ც-ე რომ ჟურნალისტი იყო, გაარკვია პოლიციაში.
24. დაზარალებულ ვ. ქ-ის ეპიზოდთან დაკავშირებული მტკიცებულებათა ერთობლიობა:
დაზარალებულ ვ. ქ-ის განმარტებით, მუშაობს ტელეკომპანია „ფ-აში“, ფოტოჟურნალისტის პოზიციაზე. 2021 წლის 5 ივლისს, თ-ში, რ-ის გამზირზე, მას თავს დაესხნენ „ა-ის ბაღთან“, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. ფოტოსურათის გადაღების დროს, ზურგიდან მოხვდა. შემდეგ უკვე ფრაგმენტულად ახსოვს რა ხდებოდა, თუ როგორ ეგდო ძირს და ყველა მიმართულებიდან ხვდებოდა ფეხი და მუშტი. სახეში ხელის აფარება მოასწრო. მიუხედავად ამისა, დარტყმების აცილებას ვერ ახერხებდა. ძალადობის შედეგად მიიღო დაზიანება. სამი კვირის განმავლობაში ჰქონდა მკაცრი, წოლითი რეჟიმი. მასზე დაახლოებით, 10-15 ადამიანი ძალადობდა. ყვიროდა: – „რას აკეთებთ, ჟურნალისტი ვარ“. რამდენიმე დღე გაატარა საავადმყოფოში. შემდეგ მკურნალობდა სახლის პირობებში და ვეღარ შეძლო სამსახურებრივი მოვალეობის გაგრძელება.
შპს „ა-ის სახელობის კლინიკის“ სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, ვ. ქ-ს აღენიშნებოდა ინტრაკრანიალური ტრავმა და თავის ზედაპირული ტრავმა. პაციენტი უჩივის თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, გულისრევას. მისი გადმოცემით, აქციაზე მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ჰქონდა გონების კარგვის ეპიზოდი. სახის მიდამოში აღენიშნება კანქვეშა ჰემატომა, მარცხენა პერიოკულურ და შუბლის არეებში აღენიშნება ექსკორიაციები, თავის ტვინის შერყევა, თავის მრავლობითი ზედაპირული ტრავმა, ყვრიმალისა და ზედაყბის ძვლების მოტეხილობა.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ შედგენილი დოკუმენტაციით, ვ. ქ-მა მათ დახმარებისთვის მიმართა 2021 წლის 5 ივლისს, სადაც დაესვა დიაგნოზი: ინტრაკრანიალური ტრავმა, თავის ზედაპირული ტრავმა, ექსკორიაციები. იმავე დღეს, იგი მოთავსდა შპს „ა-ის სახელობის კლინიკაში“, სადაც დაესვა დიაგნოზი: თავის ტვინის შერყევა, თავის მრავლობითი ზედაპირული ტრავმა, ყვრიმალისა და ზედა ყბის მოტეხილობა. კანქვეშა ჰემატომა და ექსკორიაციები. სამედიცინო დოკუმენტაცია შეისწავლა რადიოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელმა, რომლის დასკვნითაც, არსებულ გამოსახულებებზე ფიქსირდება მარცხნივ ჰაიმორის წიაღის წინა კედლის (ზედაყბის ძვალი) ფრაგმენტული მოტეხილობა. მცირე იმპრესიით, დაზიანებების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება მითითებულ თარიღს – 2021 წლის 5 ივლისს. ამდენად, ექსპერტიზას დიაგნოზში მითითებული ყვრიმალის ძვლის მოტეხილობის გაზიარების და შესაბამისი შეფასების საფუძველი არ გააჩნია. დაზიანება თავის ტვინის შერყევის, მარცხნივ ჰაიმორის წიაღის წინა კედელის (ზედაპირის ძვალი) ფრაგმენტული მოტეხილობის სახით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით, დაზიანებების განვითარება ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება მითითებულ თარიღს – 2021 წლის 5 ივლისს. დაზიანება კანქვეშა ჰემატომისა და ექსკორიაციების სახით, ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანების ხანდაზმულობის განსაზღვრა წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში, დაზიანებების მორფოლოგიური სურათის არასრული აღწერილობის გამო, შეუძლებელია. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. ექსპერტმა ე. ჩ-მა დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე (14/02/2022 წლის სასამართლო სხდომაზე).
ი-ის სამმართველოს პირველი ოცეულის მეთაურ ლ. ს-ის განმარტებით, 2021 წლის 5 ივლისს, თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა თ-ში, რ-ის გამზირზე სადაც მიმდინარეობდა აქცია. ც-ის ბაღში, დაახლოებით, შუა დღეს, სცემეს ტელეკომპანია „ფ-ს“ ჟურნალისტი (მოგვიანებით შეიტყო, რომ ის იყო ვ. ქ-ი). დაინახა, რომ იგი წაქცეული იყო და ფეხით რამდენჯერმე მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ადასტურებს, რომ მოცემულ ეპიზოდთან დაკავშირებით ამოიცნო სამი პირი. თავდამსხმელთაგან ერთ-ერთს ეცვა ნაცრისფერი ზედა ტანსაცმელი და ეხურა კეპი. იგი იყო შავგვრემანი, ჰქონდა შავი წვერი და შავი თვალები, კეხიანი ცხვირი. ეს არის თ. ბ-ი, რომელიც ამოიცნო ფოტოსურათით. იგი ფიზიკურად ძალადობდა ჟურნალისტზე – ფეხით აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. გამომძიებელს აღუწერა სამივე თავდამსხმელის ფიზიკური მახასიათებლები. ასევე მიუთითა ტანსაცმელზე, რომელიც ეცვათ შემთხვევის დროს. როგორც ახსოვს, ერთ მათგანს ეცვა თეთრი ზედა, ლურჯი შეფერილობით და კაპიუშონით, ნაცრისფერი შარვალი, ჰქონდა შავი წვერი და იმავე ფერის სწორი თმა. ეს არის გ. გ-ი. მესამეს ეცვა მოშავო მაისური და შარვალი, ოდნავ გრძელი თმა ჰქონდა. თავზე ეკეთა ბენდენა და სათვალეები. ეს არის გ. ხ-ი. ხალხმრავლობის გამო თავდამსხმელები შემთხვევის ადგილზე ვერ დააკავეს. იმ მომენტში მასთან ერთად იმყოფებოდა ლ. წ-ი, რომელიც ასევე შეესწრო ვ. ქ-ზე ძალადობის ფაქტს. მოწმის განმარტებით, თ. ბ-ი, გ. გ-ი და გ. ხ-ი დაზარალებულს, ძირითადად, ფეხით აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას. ვინ წააქცია ვ. ქ-ი არ დაუნახავს. ლ. ს-ს წარედგინა ვიდეოჩანაწერი. მოწმემ აღნიშნა, რომ კადრში არ ჩანს, რადგან ოდნავ წინ იმყოფებოდა.
მოწმე ლ. წ-მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, დილით, თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა თ-ში, ც-ის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ დროს „კონტრაქციის“ მონაწილეებმა იძალადეს ტელეკომპანია „ფ-ას“ ჟურნალისტ ვ. ქ-ზე. ძირსდაგდებულ ჟურნალისტს გადაეფარა და ცდილობდა მოძალადეების მოგერიებას, რომლებიც ფიზიკურად ძალადობდნენ. მასთან იმყოფებოდა ლ. ს-ძე. ვ. ქ-ზე თავდამსხმელებიდან ერთი იყო კეპით, ეცვა მოკლე სახელოიანი მონაცრისფრო მაისური. აგრესიული იყო და ჟურნალისტს ფეხს ურტყამდა სხეულის სხვადასხვა მიდამოში. მასთან ერთად იმყოფებოდა ორი მამაკაცი, რომლებიც ასევე გამოირჩეოდნენ აგრესიულობით. მათგან ერთს, ეცვა თხელი ქურთუკივით, კაპიუშონიანი ზედა, სამ ფერში, მოთეთრო, ცისფერში გაწყობილი. თავზე კაპიუშონი ეფარა. მეორეს, სახეზე ცხვირამდე ბენდენა ჰქონდა აფარებული. მანაც ჩაარტყა ძირს დაგდებულ ჟურნალისტს ფეხი. იქვე იმყოფებოდა შავებში ჩაცმული მამაკაცი, რომელსაც ასევე ეკეთა ბენდენა და მზის სათვალე. ისიც გამოირჩეოდა აგრესიით. აღნიშნულმა მამაკაცმა ასევე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ძირს დაგდებულ ჟურნალისტს. თავდამსხმელების სახელები და გვარები მოგვიანებით შეიტყო. მამაკაცი, რომელსაც კეპი ეფარა, ეცვა მონაცრისფრო მაისური, არის თ. ბ-ი, კაპიუშონიანი პირი არის გ. გ-ი, ხოლო მესამე, შავებში ჩაცმული, რომელსაც აბადოკივით ეკეთა ბენდენა და სათვალეები, გ. ხ-ი. მოწმემ დაადასტურა, რომ პირადად მან მოიგერია თ. ბ-ი, რომელიც ძალადობდა ვ. ქ-ზე. მონაწილეობა მიიღო ფოტოსურათით ამოცნობებში, რომელთა სისწორესაც ადასტურებს.
ვ. ქ-ს მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტი უშუალოდ ნახეს სხვა მოწმეებმაც, მათ შორის, ზ. კ-მ და გ. დ-მა.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა და გამოძიების მიმდინარეობისას, გამომძიებელმა ე. მ-მა, დაათვალიერა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, ტელეკომპანია „ფ-ს“ სოციალურ გვერდზე განთავსებული ვიდეო ჩანაწერი (37 წამიანი). მასში ასახულია 2021 წლის 5 ივლისს, თ-ში, „თ-ის“ ერთ-ერთ ლოკაციაზე მსვლელობისას ჩადენილი ძალადობრივი ფაქტი, კერძოდ: დაფიქსირებულია, თუ როგორ აყენებს რამდენიმე პირი ფიზიკურ შეურაცხყოფას „ფ-ას“ ფოტოგრაფ ვ. ქ-ს.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა და გამოძიების მიმდინარეობისას, გამომძიებელმა ე. მ-მა, მოწმე ვ. ქ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მონაწილეობით, დაათვალიერა ვიდეოფაილი, რომელშიც ასახულია ახალგაზრდა მამაკაცი. მოწმის განმარტებით, იგი არის თავად. ჩანაწერში ნათლად ჩანს, თუ როგორ ურტყამს ვ. ქ-ს რამდენიმე მამაკაცი, როგორც წაქცევამდე, ასევე ძირს დაგდების შემდეგ. მოწმის განმარტებით, კადრში ნამდვილად მასზე ძალადობის ფაქტია ასახული.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმების თანახმად:
2021 წლის 9 ივლისს, მოწმე ლ. წ-მა მისთვის წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო N1 ფოტოსურათზე გამოსახული პირი, თ. ბ-ი. მოწმის განმარტებით, სწორედ ამ პირმა, 2021 წლის 5 ივლისს, ფიზიკურად იძალადა ჟურნალისტ ვ. ქ-ზე.
2021 წლის 29 ივლისს, მოწმე ლ. წ-მა, მისთვის წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო N1 ფოტოსურათზე გამოსახული პირი, გ. გ-ი.
2021 წლის 29 ივლისს, მოწმე ლ. წ-მა, მისთვის წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო N1 ფოტოსურათზე გამოსახული პირი, გ. ხ-ი.
2021 წლის 9 ივლისს, მოწმე ლ. ს-მ მისთვის წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო N2 ფოტოსურათზე გამოსახული პირი, თ. ბ-ი. მოწმის განმარტებით, სწორედ ამ პირმა, 2021 წლის 5 ივლისს, თ-ში, 9 ა-ის ბაღის მიმდებარედ, ფიზიკურად იძალადა ჟურნალისტ ვ. ქ-ზე.
2021 წლის 29 ივლისს, მოწმე ლ. ს-მ, მისთვის წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო N3 ფოტოსურათზე გამოსახული პირი, გ. გ-ი. მოწმის განმარტებით, აღნიშნული მამაკაცი 2021 წლის 5 ივლისს იმყოფებოდა თ-ში, 9 -ის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ვ. ქ-ს.
2021 წლის 29 ივლისს, მოწმე ლ. ს-მ, მისთვის წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო N3 ფოტოსურათზე გამოსახული პირი, გ. ხ-ი. მოწმის განმარტებით, აღნიშნული მამაკაცი 2021 წლის 5 ივლისს იმყოფებოდა თ-ში, 9 -ის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე და ფიზიკურად იძალადა ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტ ვ. ქ-ზე.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა და გამოძიების მიმდინარეობისას, გამომძიებელმა თ. ბ-მ, მოწმე ლ. წ-ის მონაწილეობით, დაათვალიერა, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, ტელეკომპანია „ფ-ას“ გვერდზე განთავსებული და გამომძიებლის მიერ ჩამოტვირთული, ვიდეოჩანაწერი. მასში ასახულია 2021 წლის 5 ივლისს, თ-ში, 9 - ..ის ბაღის მიმდებარე ტერიტორია. მოწმის განმარტებით, ვიდეოჩანაწერის კადრში ჩნდება მის მიერ 2021 წლის 29 ივლისს, ფოტოსურათით ამოცნობილი პირი, რომელსაც აცვია თეთრ-მოლურჯო მაისური, რომელიც ფეხს ურტყამს ტელეკომპანია „ფ-ს“ ძირსწაქცეულ ჟურნალისტს ვ. ქ-ს. ჩანაწერებში ჩნდება ლ. წ-ის მიერ ამოცნობილი მეორე პირიც, მუქი ფერის მოკლესახელოიან მაისურში ჩაცმული, თავზე ბენდენაწაკრული მამაკაცი, რომელიც ცდილობს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას წაქცეული ვ. ქ-ის. მოწმის განმარტებით, კადრში არ ჩანს, თუმცა, ბენდენიანმა მამაკაცმა ასევე ჩაარტყა ფეხი წაქცეულ ვ. ქ-ს. იქვე მყოფი პოლიციის თანამშრომლები ცდილობენ ვ. ქ-ის დაცვას თავდამსხმელებისგან. ლ. წ-ის განმარტებით, ჩანაწერში დაფიქსირებული ერთ-ერთი პოლიციელი არის თვითონ, ხოლო მეორე – პატრულ-ინსპექტორი, ლ. ს-ძე.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა და გამოძიების მიმდინარეობისას, გამომძიებელმა თ. ხ-მ, მოწმე ლ. ს-ის მონაწილეობით დაათვალიერა, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, ტელეკომპანია „ფ-ას“ გვერდზე განთავსებული და გამომძიებლის მიერ ჩამოტვირთული, ვიდეოჩანაწერი (37 წამიანი). მასში ასახულია 2021 წლის 5 ივლისს, თ-ში, 9 ა-ს ბაღის მიმდებარე ტერიტორია. კადრში ჩნდება მის მიერ ამოცნობილი, ჟურნალისტ ვ. ქ-ზე ძალადობის განმახორციელებელი ორი პირი: ერთი არის თეთრსა და ლურჯ მაისურში ჩაცმული მამაკაცი, ხოლო მეორე, მუქი ფერის მოკლესახელოიან მაისურში ჩაცმული, მზის სათვალიანი და თავზე მუქი ფერის ბენდენიანი პირი. მოწმის განმარტებით, ვიდეოჩანაწერში ჩანს თეთრსა და ლურჯ მაისურში ჩაცმული მამაკაცი, როგორ ურტყამს ფეხს ვ. ქ-ს. ამავე ჩანაწერში დაფიქსირებულია თავად ლ. ს-ე, რომელსაც აცვია პოლიციის ფორმა. კადრში ჩანან პოლიციის სხვა თანამშრომლებიც, მათ შორის ლ. წ-რი. მის მიერ 2021 წლის 29 ივლისს, ფოტოსურათით ამოცნობილი პირი, რომელსაც აცვია თეთრ-მოლურჯო მაისური, რომელიც ურტყამს ფეხს ტელეკომპანია „ფ-ას“ ძირსწაქცეულ ჟურნალისტს, ვ. ქ-ს. ჩანაწერებში ასევე ჩნდება ლ. წ-ის მიერ ამოცნობილი მეორე პირიც, მუქი ფერის მოკლესახელოიან მაისურში ჩაცმული, თავზე ბენდენაწაკრული მამაკაცი, რომელიც ცდილობს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას წაქცეული ვ. ქ-ის. მოწმის განმარტებით, კადრში არ ჩანს, თუმცა, ბ-მა მამაკაცმა ასევე ჩაარტყა ფეხი წაქცეულ ვ. ქ-ს. იქვემყოფი პოლიციის თანამშრომლები ცდილობენ ვ. ქ-ის დაცვას თავდამსხმელებისგან.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა და გამოძიების მიმდინარეობისას, გამომძიებელმა ნ. ს-მა დაათვალიერა, თ-ის კლასიკური გიმნაზიიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები. მათში დაფიქსირებულია თ-ში, რ-ის გამზირზე მდებარე კლასიკური გიმნაზიის გარე პერიმეტრი. კადრში ჩანს ორი მამაკაცი, რომლებიც მოდიან მარჯვენა მხრიდან. ერთს აცვია მოთეთრო გრძელმკლავიანი ზედა, ლურჯი კაპიუშონიანი, შარვალი და ფეხსაცმელი, რომელიც არის ბრალდებული გ. გ-ი, ხოლო მეორე მამაკაცს აცვია შავი მოკლემკლავიანი მაისური, მოშავო შარვალი და სპორტული ფეხსაცმელი, აღნიშნული მამაკაცი არის ბრალდებული გ. ხ-ი. ისინი ადიან სკოლის კიბეებზე და მიდიან სკოლის მარცხენა მხარეს არსებული, გამწვანებული ტერიტორიისკენ. მეორე ვიდეოჩანაწერში ჩანან ზემოაღნიშნული პირები გ. გ-ლი და გ. ხ-ი, რომლებიც სხდებიან სკოლის წინ არსებულ გამწვანებულ ადგილზე. მათთან მიდიან სხვადასხვა პირები და ესაუბრებიან. ბრალდებულები გ. გ-ი და გ. ხ-ი დგებიან და მიდიან სკოლის მარჯვენა მხარეს, გზისკენ. აღნიშნულ დროს, მათთან ერთად დგებიან სხვა პირებიც. მომდევნო ვიდეოჩანაწერში, ჩანან ხსენებული პირები, ქ-ის ეკლესიის მხრიდან, სკოლის პირდაპირ, გზის მხრიდან, რომლებსაც შეცვლილი აქვთ მაისურები, გრძელმკლავიანი თეთრი ზედატანი, ლურჯი კაპიუშონით, რომელიც ეცვა გ. გ-ს, აცვია გ. ხ-ს, რომელსაც თავზე წამოფარებული აქვს ე.წ. კაპიუშონი, ხოლო გ. გ-ს, აცვია თეთრი მოკლემკლავიანი მაისური და სახეზე უკეთია ბენდენა, რომელიც უფარავს ტუჩებსა და ცხვირს.
ბრალდებულებმა: თ. ბ-მა, გ. გ-ლმა, გ. ხ-მა, წარდგენილ ბრალდებებში თავი არ სცნეს დამნაშავედ. აღნიშნეს, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ, თუმცა, დეტალური ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავეს.
25. დაზარალებულ ი. თ-ის ეპიზოდთან დაკავშირებული მტკიცებულებათა ერთობლიობა:
დაზარალებულმა ი. თ-მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ დაახლოებით, 15 წელია მუშაობს „ს-ის“ ოპერატორის პოზიციაზე. 2021 წლის 5 ივლისს, ჟურნალისტ ა. ფ-ან ერთად, 9 ...ის მემორიალთან იმყოფებოდა. მხარზე კამერა ედო. ამ დროს ქერათმიანმა ქალბატონმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მას მშვიდი ხმით მოუწოდა თავი შეეკავებინა მსგავსი სიტყვების გამოყენებისგან. ამის გამო დაიწყო გაწევ-გამოწევა. იქ მყოფი მამაკაცებიც ჩაერივნენ. თავი აარიდა კონფლიქტურ სიტუაციას და ჟურნალისტთან ერთად დატოვა იქაურობა. ამ დროს ქ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ატყდა ჩოჩქოლი. დაინახა, რომ ჟურნალისტებზე მიმდინარეობდა ზეწოლა, მის ერთ-ერთ კოლეგას „ეჯიკავებოდნენ“ და აქეთ-იქეთ ათრევდნენ. მოჰკიდა მას ხელი და გაარიდა იქაურობას. ამ დროს უკნიდან მოქაჩა ვიღაცამ. წაიქცა და შემდეგ, არაფერი ახსოვს. ყველა ურტყამდა, ზოგი – მუშტს, ზოგი – წიხლს. დავარდნისას, თავი ასფალტზე დაარტყა და გაითიშა. ძალადობის გამო დაზიანდა „ს-ის“ კამერა. მწყობრიდან გამოვიდა პირდაპირი გადაცემის აპარატიც. დარტყმების გამო მიიღო მრავლობითი დაზიანებები. მათ შორის, თვალის მიდამოში. აქტიური ცხოვრებისგან თავი უნდა შეეკავებინა. სამსახურშიც ავალებენ მსუბუქ სამუშაოს. ძირითადად, სახლშია. კლინიკაში დაუდგინდა დიაგნოზი თვალების ქიმიური დამწვრობა. ათი დღის განმავლობაში ვერაფერს ხედავდა.
შპს „ნ-ს“ სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, ი. თ-ს დაუდგინდა ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა და რქოვანის ტრავმული ეროზია. უჩივის თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, საერთო სისუსტეს, წვას, ცრელმდენას.
„კ-ის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის თანახმად, ი. თ-ი სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსდა 2021 წლის 19 ივლისს. დაუდგინდა დიაგნოზი – ვერტებრო-ბაზილარული არტერიული სინდრომი. უჩივის თავის ტკივილს, ფოტოფობიას, გულისრევის შეგრძნებას, თავბრუსხვევას.
სააპელაციო სასამართლოში, ბრალდების მხარემ წარადგინა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ი. თ-ის ჯანმრთელობის დაზიანების ნაწილში და თანდართული დოკუმენტაცია. დასკვნის თანახმად, ი. თ-ი სტაციონარულ მკურნალობას იტარებდა 05.07.21–07.07.21 წელს, დიაგნოზით: ქალა–ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, OU რქოვანას ტრავმული ეროზია OD<OS. სამედიცინო ჩანაწერების მიხედვით: ი. თ-ი სტაციონარულ მკურნალობას იტარებდა: 19.07.21–21.07.21 წელს, დიაგნოზით – ვერტებრო–ბაზილაური არტერიული სინდრომი. „კ-ის“ პაციენტის სამედიცინო ბარათის ქსეროასლის მიხედვით, ი. თ-ს კლინიკისთვის მიუმართავს 19.07.21 წელს. შპს „ჩ-ას“ ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩანაწერების მიხედვით: ი. თ-ს კლინიკისთვის მიუმართავს 28.11.22 წელს, დიაგნოზით: ასტიგმატიზმი ორივე თვალის მიოპიური. მიმართვით წარდგენილი წერილით (27.02.23, „ჩ-ან“), „ი. თ-ს (28.11.22) გამოკვლევის მონაცემებით: „სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებული პათოლოგია არ არის ტრავმული წარმოშობის“ (27.02.23). მიმართვით წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია შეისწავლა შპს გადაუდებელი ნევროლოგიის კლინიკა „ნ-ის“ კლინიკურმა დირექტორმა, ნ. კ-მ. მისი პასუხის თანახმად: წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, ავადმყოფს აღენიშნება ქალა–ტვინის მწვავე ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. აღწერილი ავადმყოფური მდგომარეობა და დაავადების დინამიკა არ ეწინააღმდეგება დოკუმენტაციაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს (05.07.2021). აღნიშნული სიმძიმის ტრავმის დროს სტაციონარიდან გაწერის შემდეგ ავადმყოფი საჭიროებს 10-12 დღით ამბულატორიულ მკურნალობასა და მეთვალყურეობას. ვერტებრო ბაზილარული არტერიული სინდრომი არ წარმოადგენს ტრავმული წარმოშობის პათოლოგიას“. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაზიანებები–თავის ტვინის შერყევისა და OU რქოვანას ტრავმული ეროზიის სახით, განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს – 2021 წლის 5 ივლისს. აღნიშნული დასკვნის სისწორე სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტმა, ქ. ბ-მა.
მოწმე ა. ფ-ს ჩვენებით, 2021 წლის 5 ივლისს, ოპერატორთან ერთად იმყოფებოდა თ-ში, რ-ს გამზირზე, სადაც „კონტრაქცია“ იმართებოდა. შემდეგ გადაინაცვლეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე და ოპერატორ ი. თ-ან ერთად იქ გააგრძელა მიმდინარე მოვლენების გაშუქება. ნახა, თუ როგორ სასტიკად გაუსწორდნენ ოპერატორ ი. თ-ს მომიტინგეები. გამეტებით ურტყამდნენ სახისა და ზურგის არეში. მიხვდა, რომ კოლეგას ვერ ეხმარებოდა და გადაწყვიტა შემთხვევის ადგილს გასცლოდა. მოგვიანებით, სცადა უკან დაბრუნება, თუმცა უთხრეს, რომ თუ ტერიტორიას არ დატოვებდა, მოკლავდნენ. ი. თ-ს ურტყამდა, დაახლოებით, ათი ადამიანი. ის მხოლოდ თავს იცავდა. დაამახსოვრდა სამი ადამიანი (მ-ძე, წ-ი და მ-ძე). მოწმემ მიუთითა სხდომის დარბაზში მყოფ ბრალდებულებზე: გ. მ-სა და გ. წ-ზე და აღნიშნა, რომ ისინი განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდნენ ი. თ-ის მიმართ. მოწმემ ისაუბრა ბრალდებულების ფიზიკურ მახასიათებლებსა და ტანსაცმელზე, რომელიც ეცვათ შემთხვევის დღეს. განმარტა, რომ გამოძიების ეტაპზე ორჯერ გამოიკითხა. პირველ ჯერზე ახსოვდა ფაქტები, თუმცა ადამიანების სახელები და გვარები არ იცოდა. მოგვიანებით, ვიდეოჩანაწერებიდან დააიდენტიფიცირა ი. თ-ზე თავდამსხმელები, რაც დააზუსტა შემდეგ ჩვენებაში. პირადად ნახა, რომ ი. თ-ს სხეულზე სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანება აღენიშნებოდა.
საქართველოს ს-ის პ-ის ახალი ამბების გადაცემა „მ-ს“ კორესპოდენტ-ჟურნალისტმა ა. ბ-მ დაინახა, თუ როგორ სცემეს აქციის მონაწილეებმა ი. თ-ი. მოწმემ დაადასტურა, რომ მასთან ერთად იმყოფებოდა ა. ფ-ა, რომელიც შველას ითხოვდა.
ი. თ-ზე ძალადობის ფაქტებს ასევე აღწერენ სხვა მოწმეებიც, მათ შორის: გ. გ-ა, გ. პ-ა, ს.ბ-ა, შ. ს-ი.
მოწმე გ კ-ის განმარტებით, მუშაობს საქართველოს შსს დ-ის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის პოზიციაზე. 2021 წლის ივლისში, დ-ის რაიონულ სამმართველოში, თ-ის პოლიციის დეპარტამენტიდან შემოვიდა სამსახურებრივი ბარათი, სადაც მოთხოვნილი იყო იმავე წლის ივლისში რ-ის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტის ამსახველ ვიდეოჩანაწერებში დაფიქსირებული პირების იდენტიფიცირება. მან დააიდენტიფიცირა დ-ში მცხოვრები გ. მ-ძე, რომელსაც იცნობს ბავშვობიდან. ვიდეო როგორც კი ნახა, მიუხედავად იმისა, რომ პირბადე ეკეთა (ერთ მომენტში ჩამოეწია) სახეზე იცნო. მას ეცვა თეთრი მაისური, ცისფერი შარვალი და სხვა პირებთან ერთად ურტყამდა ფეხს ერთ-ერთ ჟურნალისტს, ი. თ-ს. მოწმის მონაწილეობით დათვალიერდა ს-ან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, სადაც დაფიქსირებულია ი. თ-ზე ჯგუფურად ძალადობის ფაქტები. მიუთითა გ. მ-ზე, რომელსაც აცვია თეთრი მაისური და ცისფერი ჯინსის შარვალი, პირბადე უკეთია და ფეხს ურტყამს ი. თ-ს. მისი განმარტებით, სწორედ ეს ჩანაწერი ერთვოდა სამსახურებრივ ბარათს. ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ გ. მ-ს ჩამოეწევა პირბადე. მანვე სხდომის დარბაზში მიუთითა გ. მ-ზე.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა და გამოძიების მიმდინარეობისას, დ-ის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა გ. მ-მა, იმავე სამმართველოს უფროსის მოადგილე გ. კ-ის მონაწილეობით, დაათვალიერა სამსახურეობრივი ბარათის დანართში არსებული ვიდეო, რომელშიც ასახულია 2021 წლის 5 ივლისს, თ-ში, შ. რ-ის გამზირზე ოპერატორ ი. თ-ზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი. გ. კ-ის განმარტებით, აღნიშნულ ვიდეოში ასახულია პირი, რომელსაც აცვია თეთრი, მოკლესახელოიანი მაისური, წინა მხარეს ნახატით, ლურჯი შარვალი, მოშავო ბოტასი თეთრი ძირით, ახურავს მუქი ფერის კეპი, ნიკაპზე ჩამოწეული აქვს პირბადე. მარჯვენა ხელში უკავია ხელკეტი. აღნიშნული პირი არის გ. მ*ე. იგი სხვა პირებთან ერთად ძალადობს და დაბლა დავარდნილს, ურტყამს ფეხს.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა და გამოძიების მიმდინარეობისას, გამომძიებელმა ე. მ-მა, მოწმე ა. ფ-ას მონაწილეობით, დაათვალიერა სსიპ „ს-ან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები. მასში ასახულია 2021 წლის 5 ივლისს, თ-ში, რ-ის გამზირზე ჩატარებული აქციის გაშუქებისას, „თ-ი პ-ის“ მონაწილეების მიერ განხორციელებული ძალადობრივი შეურაცხმყოფელი და აგრესიული ქმედებები ჟურნალისტების მიმართ, რა დროსაც დაშავდა ს-ის ოპერატორი – ი. თ-ი. კადრში ჩანს რამდენიმე აგრესიული მამაკაცი, მათ შორის, ერთ მათგანს ხელში უჭირავს ჯოხისმაგვარი საგანი და გამოირჩევა აგრესიულობით. ჩანაწერის მიხედვით, რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს ჟურნალისტ/ოპერატორს, რომელსაც აცვია მუქი ფერის მოკლემკლავიანი მაისური და მუქი ფერის შარვალი. მოწმე ა. ფ-ს განმარტებით, ხსენებული პირი, მისი კოლეგა – ოპერატორი ი. თ-ა. კადრში ჩანან: ა.ბ-ძე და თავად ა. ფ-ა.
ი-ის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-5 სამმართველოს უფროსის 2021 წლის 22 ივლისის მიმართვის თანახმად, აღნიშნული სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი ბარათის დანართში არსებული ვიდეო ფაილების დათვალიერებისას, დააიდენტიფიცირეს ს-ის ოპერატორ ი. თ-ზე ძალადობრივი ქმედების ჩამდენი პირი გ. წ-ი.
ი-ის სამმართველოს მე-5 სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ. ბ-მ სასამართლოში დაკითხვისას აღნიშნა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, შესასრულებლად დაეწერა სამსახურებრივი ბარათი თანდართული ვიდეოჩანაწერით, რომელიც ასახავდა 2021 წლის 5 ივლისს, რ-ის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განვითარებულ მოვლენებს. გაეცნო ვიდეოჩანაწერს და დააიდენტიფიცირა გ. წ-ი. აღნიშნულზე პატაკით აცნობა ხელმძღვანელს. ბრალდებული ცხოვრობს მის სამოქმედო ტერიტორიაზე. ხშირად შეხვედრია მას და არ გასჭირვებია ამოცნობა. მოწმეს წარედგინა „ს-ან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი. მოწმემ მიუთითა ბრალდებულ გ. წ-ზე და დაადასტურა, რომ სწორედ ის დააიდენტიფიცირა.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა და გამოძიების მიმდინარეობისას გამომძიებელ გ. პ-მა, მოწმე გ. ბ-ას მონაწილეობით, დაათვალიერა სსიპ ს-ან გამოთხოვილი სამი ვიდეოჩანაწერი: პირველი ვიდეოჩანაწერის ხანგრძლივობაა 1 წუთი და 40 წამი. მასში ასახულია 2021 წლის 5 ივლისს თ-ში, რ-ის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებიან და შეურაცხყოფას აყენებენ ჟურნალისტებს. დათვალიერებისას, კადრში ჩანს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც აგრესიულად განწყობილ ხალხს გამოეყო. მას ტანზე აცვია მოყვითალო, მოკლემკლავიანი მაისური, მომწვანო-მონაცრისფრო შორტი, თავზე აფარია მოთეთრო კეპი, ფეხზე აცვია მოთეთრო ბოტასები. გ. ბ-ას განმარტებით, აღნიშნული მამაკაცი არის გ. წ-ი. მეორე ვიდეოჩანაწერის ხანგრძლივობა 34 წამია, სადაც დაფიქსირებულია 2021 წლის 5 ივლისს, თ-ში, რ-ის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებიან და შეურაცხყოფას აყენებენ ჟურნალისტებს. გ. ბ-ას განმარტებით, მამაკაცი, რომელიც გამოეყო აგრესიულ პირთა ჯგუფს, არის გ. წ-ი. მესამე ვიდეოჩანაწერის ხანგრძლივობა არის 41 წამი, სადაც დაფიქსირებულია, რომ რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს ი. თ-ს, რომელსაც აგდებენ ძირს. მასთან ასევე მიდის გ. წ-ი და ურტყამს ძირსდაგდებულ ი. თ-ს.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა და გამოძიების მიმდინარეობისას, გამომძიებელმა გ. პ-მა დაათვალიერა შვიდი ვიდეოფაილი, რომელთაგან ერთში დაფიქსირებულია ოპერატორ ი. თ-ის ცემის ფაქტი, გარშემო შეკრებილია რამდენიმე ათეული აგრესიულად განწყობილი პირი, მათ შორის - ბრალდებულები: გ. წ-ი და გ. მ-ე. შემდგომ ვიდეოფაილში ასევე დაფიქსირებულია ი. თ-ის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი. კადრში ჩანს, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომელიც იმყოფება აგრესიულად განწყობილი პირების გარემოცვაში. ყველა ვიდეოფაილში დაფიქსირებულია რ-ის გამზირი, სადაც ტელევიზიების ოპერატორებს ფიზიკურად უსწორდებიან და არ აძლევენ საქმიანობის განხორციელების საშუალებას აქციის მონაწილეები.
მოწმე მ. მ-ის ჩვენების თანახმად, 2021 წლის 5 ივლისს, სამსახურებრივი მიზნით, იმყოფებოდა თ-ში. დილით, გ. წ-სა და ა. ხ-ან ერთად ქ-ის ეკლესიაში მოილოცა. დაახლოებით, თერთმეტის ნახევარზე, გამოვიდნენ ეკლესიიდან. შენიშნეს, რომ გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი გადააადგილდებოდა. გაიგონეს ჩხუბისა და გინების ხმა. დაინახა, რომ ერთმა მამაკაცმა სასულიერი პირს ფეხი მოუქნია. აღნიშნულმა გ. წ-ი გააბრაზა. მისკენ გაიწია, თუმცა შეაჩერა.
მოწმე ა. ხ-მა მიუთითა იმგვარ ფაქტობრივ გარემოებაზე, რაზეც ისაუბრა მ. მ-მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას. მოწმეს არ უთქვამს, რომ გ. წ-ი მ. მ-მა შეაჩერა. აღნიშნა, რომ როცა პოლიციამ წაქცეული წამოაყენა, ამ დროს მივიდა მ-ა და უთხრა მათ, რომ წასულიყვენენ საქმეზე. გ-ის წასვლა დაინახა, ხოლო შემდეგ მოიქნია თუ არა ფეხი, არ დაუნახავს.
გ. მ-მ და გ. წ-მა წარდგენილ ბრალდებებში თავი არ სცნეს დამნაშავედ.
26. წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულად გაანალიზების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას, როგორც გამართლების (საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა), ისე გამტყუნების ნაწილში (ზემოხსენებული კასატორების მიმართ).
27. წარმოდგენილი მტკიცებულებების, კერძოდ, არაერთი ფაქტის უშუალო თვითმხილველი მოწმის, როგორც ჟურნალისტის, ისე სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის ჩვენებების, საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ამოცნობისა და დათვალიერების ოქმების, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია, რომ: ზ. ჭ-ა, მოპედით გადაადგილებისას, მიზანმიმართულად ცდილობდა ჟურნალისტებისთვის დაჯახებას, რაც განახორციელა თ. თ-ის მიმართ, მ. დ-მა მიზანმიმართულად დაარტყა ზ. ც-ს, თ. ბ-მა, გ. გ-მა და გ. წ-მა, სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, ჯანმრთელობა დაუზიანეს ტელეკომპანია „ფ-ას“ ფოტოგრაფს ვ. ქ-ს, ხოლო გ. მ-მ და გ. წ-მა, სხვა პირებთან ერთად, – „ს-ის“ ოპერატორ ი. თ-ს დაუზიანეს ჯანმრთელობა. ამასთანავე, მსჯავრდებულებმა, სხვადასხვა ადგილას განახორციელეს ძალადობით ჟურნალისტების დევნა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ხელი შეუშალეს მათ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით). ამასთან, რიგ შემთხვევაში, ქმედება გასცდა საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლით (დევნა) გათვალისწინებულ ძალადობის ფარგლებს და მიაღწია კონკრეტულ ხარისხობრივ დაზიანებას, კერძოდ: თ. ბ-ის, გ. გ-სა და გ. ხ-ის შემთხვევაში, საქარველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილს (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას), ხოლო გ. მ-სა და გ. წ-ს შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას). ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტის ჩვენებით, უტყუარად დადასტურებულია თ. ბ-ის, გ. გ-სა და გ. ხ-ის მიერ ვ. ქ-ის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხოლო გ. მ-სა და გ. წ-ის მიერ ი. თ-ის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი სახის დაზიანება.
28. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემოთაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსი (რომლებიც კიდევ უფრო ვრცლად და დეტალურად ასახულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში) არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი, აშკარა და საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების ნაწილში შეესაბამებიან ერთმანეთს. ამასთან, საქმეში არ იკვეთება რაიმე, უტყუარი სახის გარემოება, რომელიც საკასაციო სასამართლოს მისცემდა კონკრეტული მტკიცებულების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველს.
29. საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მიხედვით, დასჯადია ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან. ცალსახაა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის სამიზნე გახდა 2021 წლის 5 ივლისის აქციაზე მყოფი არაერთი ჟურნალისტი, რომლებსაც ხელი შეეშალათ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებაში. დაკითხული მოწმეებიდან, არაერთი ჟურნალისტი მიუთითებს, რომ ისინი ატარებდნენ იმდაგვარ ნიშნებს, რომელთა საფუძველზეც მოქალაქისათვის მარტივად აღქმადი უნდა ყოფილიყო მათი კონკრეტული სტატუსი. იგულისხმება კამერა, მიკროფონი და ასე შემდეგ. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურებულა, რომ რომელიმე დაზარალებული (ზ. ც-ძე, თ. თ-ი, ვ. ქ-ი, ი. თ-ი) შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა ადგილზე მყოფი პირის ან პირების მიმართ. რაც შეეხება, საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილს, იგი მოიცავს დევნას, მათ შორის სიტყვის, აზრის გამო და პირის საზოგადოებრივ, პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით (ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია). დამატებით აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი ზიანი შეფასებითია და დამოკიდებულია დამდგარ შედეგზე. კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში, ძალადობის ადრესატმა პირებმა მიიღეს სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანება, დაზიანდა და რიგ შემთხვევაში, განადგურდა მათ მფლობელობაში არსებული სხვადასხვა ტექნიკაც. განხილულ პირობებში, საკასაციო პალატა საააპელაციო სასამართლოს მსგავსად, შეუძლებელად მიიჩნევს მნიშვნელოვანი ზიანის გამორიცხვას.
30. დაცვის მხარე აპელირებს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას, სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მოწმეების: ლ. ს-სა და ლ. წ-ის (პოლიციელთა) არადამაჯერებელ განმარტებებს. საკასაციო პალატა აღნიშნულთან დაკავშირებით პირველ რიგში მიუთითებს, რომ პოლიციელთა ჩვენების სანდოობა და უტყუარობა ფასდება წარმოდგენილი საქმის კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებიდან და მათი სხვა მტკიცებულებებთან შესაბამისობით და არა, ცალკე აღებული პოლიციელის სტატუსიდან გამომდინარე. უფრო კონკრეტულად, დაუშვებელია, რომ მოწმის ჩვენება საეჭვო მხოლოდ პოლიციელის სტატუსმა გახადოს. ,,აბსტრაქტულად იმის მტკიცება, რომ პოლიციელთა, როგორც საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელთა, ჩვენებები ყველა შემთხვევაში არის სუბიექტური – დაუსაბუთებელია.“ (იხილეთ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს №197აპ-21 გადაწყვეტილება). მოცემულ შემთხვევაში, ხსენებულ მოწმეთა ჩვენებებით არ იკვეთება მათი მიკერძოების, საქმის მიმართ პირადი ინტერესის, ან ფაქტის აღქმის, დამახსოვრების, გადმოცემის უნარის მხრივ, რაიმე სახის პრობლემა. ამასთან, ხსენებულ მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებსაც. გასათვალისწინებელია, რომ ლ. ს-მ და ლ. წ-მა სრულყოფილი, თანმიმდევრული პასუხები გასცეს დასმულ შეკითხვებს. მაშასადამე, ამ ნაწილში ადვოკატების არგუმენტები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალებიდან.
31. ყოვლივე ზემოაღიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს დაცვის მხარეთა საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძვლები: თ. ბ-ის, გ. ხ-ს, გ. წ-ის, გ. გ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის ნაწილში, ვინაიდან, მათ არ მიუთითებიათ რაიმე ისეთი სახის საფუძველზე, რომელიც შესაძლოა, საკასაციო საჩივრის დაშვების განმაპირობებელი გამხდარიყო (როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაცვის მხარის მხრიდან გასაჩივრებული აქვთ მხოლოდ ხსენებულ მსჯავრდებულებს/მათ დამცველებს).
32. რაც შეეხება პროკურორის საკასაციო საჩივარს, საკასაციო საჩივრით მოთხოვნილია მხოლოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და გ. წ-ის, გ. მ-ის, თ. ბ-ის, გ. ხ-ის, გ. გ-ის, ზ. ჭ-სა და მ. დ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მათთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
33. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა, თუ რას მოიცავს საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსით არ გამოკვეთილა, რომ უშუალოდ ზ. ჭ-ა, გ. ხ-ი, გ. მ-ე, მ. დ-ი, თ. ბ-ი, გ. გ-ი ან გ. წ-ი – ასრულებდნენ ვინმეს მითითებებს, ან თავად გასცემდნენ რაიმე სახის დავალებებს. ამდენად, პროკურორის მითითება ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაზე, არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებით და დაუსაბუთებელია.
34. რაც შეეხება მსჯავრდებულთათვის განსაზღვრულ სასჯელს, პროკურორს არ მიუთითებია რაიმე ახალი სახის გარემოებაზე, რომლის საფუძველზეც, საკასაციო სასამართლო დასაშვებად მიიჩნევდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შეცვლას, ხოლო დაცვის მხარის მოთხოვნა, როგორც აღინიშნა, დაკავშირებულია პირთა მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანასთან, რაზეც საკასაციო სასამართლომ უკვე იმსჯელა.
35. საკასაციო პალატა დამატებით უთითებს, რომ ევროპული სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლო არ არის ვალდებული, მხარის მის მიერ წამოჭრილ ყველა საკითხზე უპასუხოს, არამედ მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ დასაბუთებული პასუხი გასცეს საქმესთან დაკავშირებულ მთავარ და ძირითად საკითხებს (იხ. საქმე „ვან დე ჰიურკი ნიდერლანდების წინააღმდეგ,“ (Van de Hurk v. Netherlands), N16034/90, 19/04/1991, §61). ამდენად, ეროვნულმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს ის არსებითი სახის გარემოებები, რომელთა გამოყენებითაც მან კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Georgiadis v. Greece), N21522/93, 29/05/1997, §43). ამასთან, „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v. Georgia), N12391/06, §175, 14/05/2020).
36. ამდენად, ვინაიდან, ბრალდებისა და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრებით საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საჩივრების დასაშვებობის არც ერთი საფუძველი არ იკვეთება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ისინი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
37. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გრიგოლ ნიშნიანიძის, მსჯავრდებულ თ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. მ-ის, მსჯავრდებულ გ. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. ხ-ას, მსჯავრდებულ გ. წ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ბ-სა და მსჯავრდებულ გ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლაშა ქოჩიაშვილი
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ალექსანდრე წულაძე