Facebook Twitter

საქმე N 080100122006033216

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №1274აპ-23 14 დეკემბერი, 2023 წელი

ს-ე გ., №1274აპ-23 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - რევაზ თოფურიას

ადვოკატ - ზ. დ-ას

მსჯავრდებულ - გ. ს-ის

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ რევაზ თოფურიას შუამდგომლობა, მსჯავრდებულ გ. ს–ს (დაბადებული: 1... წლის .. ; პირადი N.........) მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. ს–ე ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა არაერთგზის) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება არაერთგზის) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 დეკემბრის განაჩენით, გ. ს–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-ე და 42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარი.

გ. ს–ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, 6 თვით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 5 წლით ჩამოერთვა: ა) საადვოკატო საქმიანობის უფლება; ბ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; გ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; დ) პასიური საარჩევნო უფლება; ე) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

აღნიშნულის შემდეგ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის ნასამართლევმა გ. ს–ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ასევე, უკანონოდ შეინახა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, საერთო წონით - 0,0126 გრამი, რომელიც 2022 წლის 1 ივნისს, უკანონოდ გაასაღა ვ. კ-ზე და რაც იმავე დღეს ამოღებულ იქნა შსს ი–ს, ...........ისა და ...........ის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 დეკემბრის განაჩენით, გ. ს–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით.

გ. ს–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 დეკემბრის განაჩენით გ. ს–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 დეკემბრის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და სრულად დაემატა დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმა 5000 ლარი. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ს–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარი.

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გ. ს–ეს ჩამოერთვა - საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 10 წლით, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 15 წლით. ასევე, გ. ს–ს, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

2.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 დეკემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა რევაზ თოფურიამ და მსჯავრდებულ გ. ს–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ჩ–მ. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გ. ს–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობა და შესაბამისი სასჯელის დანიშვნა, ასევე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, ხოლო მსჯავრდებულ გ. ს–ს, ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ჩ–მ, სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გ. ს–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ასევე მისი მოთხოვნის გაუზიარებლობის შემთხვევაში მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 დეკემბრის განაჩენი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გამართლების ნაწილში.

გ. ს–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გ. ს–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 დეკემბრის განაჩენით გ. ს–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 დეკემბრის განაჩენით დანიშნული, მოუხდელი ძირითადი სასჯელი, ხოლო წინა განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი, ჯარიმა 5000 ლარი, დაემატა ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ს–ეს ძირითადი სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 5000 ლარი.

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 წლით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

3.2. 2023 წლის 23 ოქტომბერს მსჯავრდებულ გ. ს–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ჩ–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და წარდგენილი ბრალდებებით გ. ს–ს სრულად უდანაშაულოდ ცნობა.

4. შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე:

4.1. 2023 წლის 1 დეკემბერს, საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, მსჯავრდებულ გ. ს–ს (მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ზ. დ-ას მონაწილეობით) და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ რევაზ თოფურიას შორის შედგა საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს და უთანხმდება პროკურორს სასჯელზე. საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორის მიერ მსჯავრდებული გაფრთხილებული იქნა საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ. მსაჯვრდებულს ასევე განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან. საპროცესო შეთანხმება დადებული იქნა ადვოკატის უშუალო მონაწილეობით და მის დადებაზე მსაჯვრდებულის წინასწარი თანხმობით. საპროცესო შეთანხმების შესახებ შედგა ოქმი, რომლის ასლი გადაეცა მსჯავრდებულსა და მის ადვოკატს და მიეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნების გამოთქმის უფლება. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილესთან - გიორგი გაბიტაშვილთან.

4.2. 2023 წლის 7 დეკემბერს, პროკურორმა რევაზ თოფურიამ, შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა მსჯავრდებულ გ. ს–ს მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა, შემდეგი პირობებით:

4.3. გ. ს–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;

გ. ს–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, განესაზღვროს აღნიშნული დანაშაულისათვის დაწესებული სასჯელის ზომის უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალოს პირობით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ. ს–ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელიდან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალოს პირობით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს გ. ს–ს მიმართ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 საფუძველზე, მთლიანად მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 5000 ლარი;

საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მსჯავრდებულ გ. ს–ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელიდან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვლოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 5 წელი; მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 5000 ლარი.

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გ. ს–ეს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 20 წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

4.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის მსჯავრდებულის წერილობითი განცხადება (რომელსაც ხელს აწერენ მსჯავრდებული და მისი ადვოკატი), სადაც დადასტურებულია, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა მსჯავრდებულმა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა, სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.

4.5. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას შეცვლილი პირობებით მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა რევაზ თოფურიამ, მსჯავრდებულმა გ. ს–ემ, ასევე მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. დ-ამ, მასზედ რომ:

გ. ს–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალოს პირობით;

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 5000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ. ს–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 5 წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 5000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს გ. ს–ს მიმართ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელი. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ს–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 5 წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 5000 ლარი.

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გ. ს–ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 20 წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, სასამართლო სხდომაზე შეცვლილი პირობებით, რისი გათვალისწინებითაც ცვლილება უნდა შევიდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ოქტომბრის განაჩენში.

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა მსჯავრდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მსჯავრდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

3. საკასაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით, საქმის მასალების საფუძველზე, განიხილა რა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები, განმარტებები და მიაჩნია რომ მტკიცებულებები: 2022 წლის 1 ივნისის ამოღების ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის N........ დასკვნა, ფარული-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, ამოღებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 დეკემბრის განაჩენი, მოწმეების - ... ჩვენებები, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე, საკმარისია ობიექტური პირის დასარწმუნებლად, რომ მსჯავრდებულმა გ. ს–ემ ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაულები.

4. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით. მსჯავრდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს და სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს. მას ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა. ამასთან სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. იგი აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის. მსჯავრდებული ასევე აცნობიერებს, რომ მას აქვს დაცვის, საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის და სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებები. იგი ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს. ამასთან, საპროცესო შეთანხმებაში მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და მსჯავრდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

5. იმ გარემოებების გასარკვევად მსჯავრდებული რეალურად აცნობიერებდა, თუ არა ჩამოთვლილ უფლებებს, გარანტიებსა და პირობებს სასამართლო უშუალოდ დარწმუნდა მსჯავრდებულისგან შეკითხვების დასმის შედეგად. სასამართლოს აღნიშნული ვალდებულება არ ატარებდა ამ უფლებების განმარტებისა და თანხმობის მიღების ფორმალურ ხასიათს. მსჯავრდებულმა სასამართლოს მიერ დასმულ ყველა შეკითხვასა და დამატებით კითხვებზე ადეკვატური და დამაჯერებელი პასუხი გასცა.

6. ამასთან, სასამართლოს საქმის მასალებისა და მსჯავრდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია, არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები, ხოლო სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი, კი კანონიერი და სამართლიანია. ამდენად, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკანონმდებლო საფუძვლები.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ რევაზ თოფურიას შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სასამართლო სხდომაზე შეცვლილი პირობებით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-ე, 210-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 216-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე მუხლებით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ რევაზ თოფურიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. დამტკიცდეს პროკურორსა და მსჯავრდებულ გ. ს–ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, სასამართლო სხდომაზე შეცვლილი პირობებით;

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

4. გ. ს–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალოს პირობით;

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 5000 ლარი;

5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ. ს–ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 5 წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 5000 ლარი;

6. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს გ. ს–ს მიმართ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი;

7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით მოუხდელი ძირითადი და დამატებითი სასჯელი. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ს–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 5 წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 5000 ლარი;

8. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გ. ს–ეს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 20 წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

9. გ. ს–ეს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავების დღიდან - 2022 წლის 13 ივნისიდან; ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ. ს–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმებულია;

10. საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ კონტროლი პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

11. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად:

ერთ მლ-ანი ერთჯერადი გამოყენების ე.წ. „ინსულინის“ სამედიცინო შპრიცი, მასში არსებული სითხით, ასევე მოყავისფრო ფერის ნივთიერება - განადგურდეს;

მობილური ტელეფონი LG-K11 - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;

ექვსი ელექტრონული დისკი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

12. მსჯავრდებულ გ. ს–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 4 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანის შესახებ არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვის გამო;

13. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით დადგენილი წესით.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე