საქმე # 010100122006385331
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1200აპ-23 ქ. თბილისი
მ-ე რ, 1200აპ-23 24 იანვარი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მაისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. რ. მ-ს, - დაბადებულს ... წლის ... ივლისს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2022 წლის ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში რ. მ-ე ოჯახის წევრს, მეუღლეს - რ. ა*ს ცემდა სისტემატურად, კერძოდ, 2022 წლის 17 ივლისს, დილის საათებში, ქ. ბ*ში, ი. ა-ის ქუჩის ....ა-ში მდებარე ბინა..-ში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, რ. მ-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის წევრს, მეუღლე რ. ა-ს, კერძოდ, ხელი დაარტყა სახეში მარცხენა მხარეს. დაზარალებულმა თავი დაარტყა კარადას, ხოლო შემდეგ რ. მ-მ ხელები ურტყა სხეულის სხვადასხვა არეში. 2022 წლის 21 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ. ბ-ში, ი. ა-ის ქუჩის ...ა-ში მდებარე ბინა ...-ში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს რ. მ*მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის წევრს, მეუღლე რ. ა-ს, კერძოდ, ხელები დაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში. 2022 წლის 31 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ. ბ-ში, ი. ა-ის ქუჩის ...-ში მდებარე ბინა ...-ში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, რ. მ-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის წევრს, მეუღლე რ. ა-ს, კერძოდ, ხელები დაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში და მოქაჩა თმა. 2022 წლის 18 სექტემბერს, ღამის საათებში, ქ. ბ-ში, ი. ა-ის ქუჩის ...ა-ში მდებარე ბინა ...-ში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, რ. მ-მ ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა ოჯახის წევრს, მეუღლე რ. ა-ს, კერძოდ, ხელები მოუჭირა ორივე ხელზე. რ. მ-ის მიერ სისტემატიურმა ცემამ გამოიწვია რ. ა-ის ფიზიკური ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 დეკემბრის განაჩენით:
2.1. რ. მ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე ცალკეულ ეპიზოდებად (ოთხ ეპიზოდად).
2.2. რ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2022 წლის 17 ივლისის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2022 წლის 21 აგვისტოს ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2022 წლის 31 აგვისტოს ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2022 წლის 18 სექტემბრის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ რ. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
2.3. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რ. მ-ს სასჯელის მოხდისას სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2022 წლის 20 სექტემბრიდან იმავე წლის 9 ნოემბრის ჩათვლით, პატიმრობის ერთი დღე თავისუფლების აღკვეთის ერთ დღედ.
2.4. გაუქმდა რ. მ-ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 9 ნოემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. მ-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ოთხი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2022 წლის 17 ივლისს, დილის საათებში, ქ. ბ-ში, ი. ა-ის ქუჩის ...ა-ში მდებარე ბინა ...-ში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, რ. მ-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის წევრს, მეუღლეს - რ. ა-ს, კერძოდ, ხელი დაარტყა სახეში მარცხენა მხარეს, რა დროსაც დაზარალებულმა თავი დაარტყა კარადას, ხოლო შემდეგ რ. მ-მ ხელები დაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში, რამაც გამოიწვია რ. ა-ის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
· 2022 წლის 21 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ. ბ-ში, ი. ა-ის ქუჩის ...-ში მდებარე ბინა ...-ში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, რ. მ-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის წევრს, მეუღლეს - რ. ა-ს, კერძოდ, ხელები დაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
· 2022 წლის 31 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ. ბ-ი, ი. ა-ის ქუჩის ..-ში მდებარე ბინა ...-ში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს რ. მ-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის წევრს, მეუღლეს - რ. ა*ს, კერძოდ, ხელები დაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში და მოქაჩა თმა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
· 2022 წლის 18 სექტემბერს, ღამის საათებში, ქალაქ ბ-ში, ი. ა-ის ქუჩის ..-ში მდებარე ბინა ...-ში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს რ. მ-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის წევრს, მეუღლეს - რ. ა-ს, კერძოდ, ხელები მოუჭირა ორივე ხელზე, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მაისის განაჩენით:
4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორმა - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა მენთეშაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში, კერძოდ: რ. მ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით და მკაცრი სასჯელის შეფარდება.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. საქმეში არსებული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, კერძოდ, თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულ რ. ა-სა და მოწმების გამოკითხვის ოქმებით, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, შეტყობინების რეგისტრაციის დოკუმენტით, შემაკავებელი ორდერითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით უტყუარადაა დადგენილი და არც მხარეები ხდიან სადავოდ, რომ რ. მ-მ ოჯახის წევრს, მეუღლეს - რ. ა-ს 2022 წლის 17 ივლისს, 21 აგვისტოს, 31 აგვისტოსა და 18 სექტემბერს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
8. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის პოზიციას ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით დაკვალიფიცირების თაობაზე, სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას რ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობის შესახებ.
9. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
10. სისტემატურია ცემა მაშინ, როცა იგი ჩადენილია სამჯერ მაინც, თანაც დროის ხანმოკლე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი ცემით მიყენებული ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა ჯერ არაა გამქრალი და მსხვერპლის ცემა ხდება მეორედ, შემდეგ მესამედ და ასე შემდეგ. თუმცა მითითებული მუხლით კვალიფიკაციის შესაძლებლობას მხოლოდ ცემის სისტემატური ხასიათი არ განსაზღვრას, აღნიშნულმა ქმედებამ ასევე უნდა გამოიწვიოს კონკრეტული შედეგი - ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა (მაგალითისათვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №785აპ-20).
11. საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ სისტემატურ ძალადობას ახასიათებს: ძალადობის პერმანენტულობა - ერთხელ ან ორჯერ ჩადენილი ძალადობა შეუძლებელია იყოს სისტემატური, ე.ი. მომდევნო ქმედება, მინიმუმ, ორჯერ მაინც უნდა იქნეს ჩადენილი, რათა გამოიკვეთოს სისტემატურობის ელემენტი და ცხადი გახდეს, რომ ძალადობას გააჩნია არაერთგზისი რეციდივი; დროის მცირე ინტერვალები - ყოველი მომდევნო ძალადობის ინტერვალი არ უნდა იყოს იმდენად ხანგრძლივი, რომ განცდილი ტკივილი განელდეს და ვეღარ მიაღწიოს ტანჯვის ხარისხს; ინტენსივობა - ძალადობას უნდა ჰქონდეს ხშირი, მუდმივი, უწყვეტი, რეგულარული ხასიათი, რაც უნდა ქმნიდეს გარკვეულ სისტემას.
12. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულისადმი ჩადენილი ძალადობების ცალკეული ეპიზოდების ხასიათის (სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელების დარტყმა, თმის მოქაჩვა, მკლავებზე ხელის მოჭერა და ასევე ძალადობების ეპიზოდებს შორის ინტერვალის გათვალისწინებით, რ. მ-ს ქმედებაში არ არის გამოკვეთილი სისტემატური ცემის შემადგენლობისათვის სავალდებულო ელემენტები და მისი ცალკეული ქმედებები გასაჩივრებული განაჩენით სწორადაა შეფასებული 2022 წლის 17 ივლისს, 21 აგვისტოს, 31 აგვისტოსა და 18 სექტემბერს ჩადენილი ცემის დამოუკიდებელ ეპიზოდებად. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ შეძლო მითითებული გარემოების დამტკიცება, რაც სამართლებრივ საფუძველს აცლის პროკურორის პოზიციას რ. მ-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით კვალიფიკაციის შესახებ.
13. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
14. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები (რ. მ-მ აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, საქმეში არსებული მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, პირველადაა სამართალში, ჰყავს ორი არასრუწლოვანი შვილი და ზრუნავს მათზე, შერიგებულია დაზარალებულთან) და განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი (რაც ჩაუთვალა პირობით, გამოსაცდელი ვადით) - იმ ზომით, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირობითი მსჯავრი წარმოადგენს სასჯელის მოხდის ფორმას, რომელსაც თან სდევს გამოსაცდელი ვადა და რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული. მას ნამდვილად გააჩნია მსჯავრდებულზე ინდივიდუალური ზემოქმედებისა და კერძო პრევენციის ეფექტი, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადაში განმეორებითი განზრახი დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით დანიშვნის საფუძველს. ამდენად, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და სასჯელის მიზნების მიღწევის თვალსაზრისით, პირობითი მსჯავრის არაეფექტიანობის შესახებ არგუმენტი საფუძველს მოკლებულია.
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. მ-ის მიმართ არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი