საქმე # 330100122005686221
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №547აპ-23 ქ. თბილისი
რ. ც. 547აპ-23 24 ნოემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიანა ონიანისა და მსჯავრდებულ ც. რ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. პ–ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 4 აპრილის განაჩენზე. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ც. რ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. პ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიანა ონიანის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 4 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3.1. ც. რ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 15 ივნისის ეპიზოდი; 2020 წლის 17 მარტის ცვლილების ამოქმედებამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე (2019 წლის 15 ივნისის ეპიზოდი; 2020 წლის 17 მარტის ცვლილების ამოქმედებამდე მოქმედი რედაქცია);
4. ც. რ–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
4.1. საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 15 ივნისის ეპიზოდი; 2020 წლის 17 მარტის ცვლილების ამოქმედებამდე მოქმედი რედაქცია) – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;
4.2. საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2019 წლის აგვისტოს ეპიზოდი, 2020 წლის 17 მარტის ცვლილების ამოქმედებამდე მოქმედი რედაქცია) – თავისუფლების აღკვეთა 17 წლით;
4.3. საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 17 მარტის ცვლილების ამოქმედებამდე მოქმედი რედაქცია) – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;
4.4. საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 17 მარტის ცვლილების ამოქმედებამდე მოქმედი რედაქცია) – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
4.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ც. რ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 17 წლით;
5. ც. რ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავების მომენტიდან – 2022 წლის 3 მარტიდან;
6. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
7. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, არასრულწლოვან დაზარალებულს – მ. ხ–ს და მის კანონიერ წარმომადგენლს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება და კომპენსაცია;
8. მიღებული განაჩენი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-31 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;
9. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი