Facebook Twitter

საქმე # 330100120003395377

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№706აპ-23 ქ. თბილისი

ლ. პ. გ.706აპ-23 25 დეკემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას,

პროკურორ – თეა გიორგაძის,

ადვოკატების – ნ. თ-ს, ს. კ-ს, ნ. რ-ს, თ. მ-ის,

მსჯავრდებულების – პ. გ-ი ლ-ის, მ. პ-ის, ც. მ-ის,

თარჯიმან – თ. ჟ-ს, მ. მ-ის, ნ. მ-ის

მონაწილეობით ზეპირი მოსმენით განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 მაისის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის შსს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის თეა გიორგაძის შუამდგომლობები მ. პ–ს (დაბადებული 1... წელს), ც. მ–ს (დაბადებული 1... წელს) და პ. გ–ი ლ–ს (დაბადებული 1... წელს) მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის შსს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის თეა გიორგაძის შუამდგომლობები დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება საქართველოს გენერალური პროკურატურის შსს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროს პროკურორ თეა გიორგაძესა და მსჯავრდებულ მ. პ–ს შორის:

3.1. მ. პ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

3.1.2. საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

3.1.2. საქართველოს სსკ-ის 1432-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 7 წლით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 წლით ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 წელი;

3.1.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და მ. პ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 7 წლით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 წლით ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 წელი;

3.2. მ. პ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2019 წლის 11 დეკემბრიდან;

4. დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება საქართველოს გენერალური პროკურატურის შსს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროს პროკურორ თეა გიორგაძესა და მსჯავრდებულ ც. მ–ს შორის:

4.1. ც. მ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

4.1.1. საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

4.1.2. საქართველოს სსკ-ის 1432-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 6 წლით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 4 წლით ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 4 წელი;

4.1.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და ც. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 6 წლით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 4 წლით ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 4 წელი;

4.2. ც. მ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2019 წლის 11 დეკემბრიდან;

5. დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება საქართველოს გენერალური პროკურატურის შსს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროს პროკურორ თეა გიორგაძესა და მსჯავრდებულ პ. გ–ი ლ–ს შორის:

5.1. პ. გ–ი ლ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

5.1.1. საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2013 წლიდან 2017 წლის ბოლომდე პერიოდის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

5.1.2. საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2017 წლის ბოლოდან 2019 წლის 17 სექტემბრამდე პერიოდის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

5.1.3. საქართველოს სსკ-ის 1432-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

5.1.4. საქართველოს სსკ-ის 1432-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით; მასვე, 3 წლით ჩამოერთვას სამეწარმეო საქმიანობის უფლება, რაც უკავშირდება ფოტო და ვიდეო გადაღების მომსახურებას;

5.1.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და პ. გ–ი ლ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით; მასვე, 3 წლით ჩამოერთვას სამეწარმეო საქმიანობის უფლება, რაც უკავშირდება ფოტო და ვიდეო გადაღების მომსახურებას;

5.2. პ. გ–ი ლ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2019 წლის 18 სექტემბრიდან;

6. საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლისა და „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულების – მ. პ–სა და ც. მ–ის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

7. მსჯავრდებულების ც. მ–ის და მ. პ–ს ადვოკატების – ტ. კ–ს და თ. მ-ის, ასევე მსჯავრდებულ პ. გ–ი ლ–ს ადვოკატების – ნ. თ-სა და ს. კ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 მაისის განაჩენზე არ იქნეს განხილული, დაცვის მხარის მიერ საჩივრის უკან გათხოვის გამო;

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

9. მიღებული განაჩენი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-31 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;

10. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი