Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №790აპ-23 თბილისი

ქ-ე რ., 790აპ-23 12 დეკემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 12 აპრილის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რ. ქ-ეს ბრალად დაედო:

ü სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი – სამი ეპიზოდი – 2020 წლის 25 დეკემბრის, 2021 წლის 10 იანვრისა და 2021 წლის 11 მარტის ეპიზოდები);

ü შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილი);

ü ოჯახის წევრის მიმართ ადევნება, უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილი);

ü დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილი).

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

o 2020 წლის 25 დეკემბერს, შუადღის საათებში, ბ-ში, ა-ის ქუჩის №--ში განთავსებული სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქალის დაქვემდებარებული როლის, მასზე უპირატესი მდგომარეობისა და მესაკუთრული მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად, დომინანტი და თანაცხოვრების შესახებ გადაწყვეტილებაც მხოლოდ თავად უნდა მიეღო, რ. ქ-ე სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს, ყოფილ მეუღლე მ. ი-ეს, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

o 2021 წლის 10 იანვარს, შუადღის საათებში, ბ-ში, ა--ის ქუჩაზე ქვეითად გადაადგილებისას, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქალის დაქვემდებარებული როლის, მასზე უპირატესი მდგომარეობისა და მესაკუთრული მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად, დომინანტი და თანაცხოვრების შესახებ გადაწყვეტილებაც მხოლოდ თავად უნდა მიეღო, რ. ქ-ე, სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს, ყოფილ მეუღლე მ. ი-ეს, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

o 2021 წლის 4 თებერვლიდან (პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებიდან) იმავე წლის 25 თებერვლამდე პერიოდში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქალის დაქვემდებარებული როლის, მასზე უპირატესი მდგომარეობისა და მესაკუთრული დამოკიდებულების მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად, დომინანტი და თანაცხოვრების შესახებ გადაწყვეტილებაც მხოლოდ თავად უნდა მიეღო, რ. ქ-ემ ყოველდღიური უკანონო თვალთვალით, არაერთხელ დაამყარა არასასურველი კომუნიკაცია თავისი ოჯახის წევრთან, ყოფილ მეუღლე მ. ი-ესთან; ასევე, უთვალთვალებდა მის სამუშაო ადგილსა და ადგილსამყოფელს, აკონტროლებდა მის გადაადგილებას, რა დროსაც დაზარალებულს სისტემატურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და აყენებდა მძიმე სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც რ. ქ-ემ არ შეასრულა 2021 წლის 26 იანვარს გაცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები;

o 2021 წლის 4 თებერვლიდან (პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებიდან) იმავე წლის 11 მარტის ჩათვლით (გამოძიების დაწყებამდე) პერიოდში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქალის დაქვემდებარებული როლის, მასზე უპირატესი მდგომარეობისა და მესაკუთრული დამოკიდებულების მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად, დომინანტი და თანაცხოვრების შესახებ გადაწყვეტილებაც მხოლოდ თავად უნდა მიეღო, რ. ქ-ემ ყოველდღიური უკანონო თვალთვალით არაერთხელ დაამყარა არასასურველი კომუნიკაცია თავისი ოჯახის წევრთან, ყოფილ მეუღლე მ. ი-ესთან; ასევე, უთვალთვალებდა მის სამუშაო და საცხოვრებელ ადგილებს, აკონტროლებდა მის გადაადგილებას, რა დროსაც დაზარალებულს სისტემატურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და აყენებდა მძიმე სიტყვიერ შეურაცხყოფას. აღნიშნულმა ქმედებებმა გამოიწვია მ. ი-ის ფსიქიკური ტანჯვა; ასევე, გაუჩნდა რ. ქ-ის მხრიდან ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიში, რამაც აიძულა, მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი, კერძოდ, ქუჩაში დამოუკიდებლად ვეღარ გადაადგილდებოდა და შეიცვალა სამუშაო საათები;

o 2021 წლის 11 მარტს, საღამოს საათებში, ბ-ში, ფ. ხ-ის ქუჩის №- მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად, დომინანტი და თანაცხოვრების შესახებ გადაწყვეტილებაც მხოლოდ თავად უნდა მიეღო, რ. ქ-ემ აკრძალული კომუნიკაცია დაამყარა თავისი ოჯახის წევრ ყოფილ მეუღლე მ. ი-ესთან, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, თუ არ შეურიგდებოდა. აღნიშნული ქმედებებით რ. ქ-ემ არ შეასრულა დამცავი ორდერის გაცემის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები;

o 2021 წლის 11 მარტს, საღამოს საათებში, ბ-ში, ხ-ის ქუჩის №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად, დომინანტი და თანაცხოვრების შესახებ გადაწყვეტილებაც მხოლოდ თავად უნდა მიეღო, რ. ქ-ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს, ყოფილ მეუღლე მ. ი-ეს, რომელმაც უარი განუცხადა შერიგებასა და მასთან ერთად ცხოვრების გაგრძელებაზე. დაზარალებულმა მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2021 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით:

· რ. ქ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი – 2020 წლის 25 დეკემბრისა და 2021 წლის 10 იანვრის ეპიზოდები); 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტი) წარდგენილი ბრალდებებისათვის;

· რ. ქ-ე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 11 მარტის ეპიზოდი) – 1 წლითა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (დამცავი ორდერის დარღვევის ფაქტი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ. ქ-ეს განესაზღვრა 1 წლითა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2021 წლის 14 მარტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადად ჩაეთვალა პატიმრობის დრო.

4. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომელთა ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ერთობლიობა უტყუარად დაადასტურებდა რ. ქ-ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი – 2020 წლის 25 დეკემბრისა და 2021 წლის 10 იანვრის ეპიზოდები); 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისათვის.

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2021 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, ოლღა მერებაშვილმა, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა; რ. ქ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი – 2020 წლის 25 დეკემბრისა და 2021 წლის 10 იანვრის ეპიზოდები); 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელის მაქსიმალური ზომის განსაზღვრა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 12 აპრილის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2021 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 12 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, ნიკა მენთეშაშვილმა, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას; რ. ქ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი – 2020 წლის 25 დეკემბრისა და 2021 წლის 10 იანვრის ეპიზოდები); 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელის მაქსიმალური ზომის განსაზღვრას, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად, არ არსებობს გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება.

10. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მოსაზრებებს, სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს რ. ქ-ის ბრალეულობას მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი – 2020 წლის 25 დეკემბრისა და 2021 წლის 10 იანვრის ეპიზოდები); 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტი) წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისათვის და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს – „In dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

11. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება. ამავე დროს, ბრალდების მხარის მიერ მითითებულ მოტივებს არგუმენტირებულად და ამომწურავად გასცა პასუხი, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. ამასთან, რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, პროკურორი საჩივარში არ უთითებს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. გარდა ამისა, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე