Facebook Twitter

საქმე # 190100123006811065

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№1175აპ-23 30 იანვარი, 2024 წელი

ლ-ი ჯ, 1175აპ-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჯ. ლ-ის განცხადება, რომლითაც შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 სექტემბრის განაჩენზე.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 ივნისის განაჩენით ჯ. ლ-ი, - დაბადებული ... წლის ... ივლისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2020 წლის სექტემბრის ეპიზოდი), სსკ-ის 531-ე მუხლის საფუძველზე - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2020 წლის ივნისის ეპიზოდი), სსკ-ის 531-ე მუხლის საფუძველზე - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის აგვისტოს ეპიზოდი), სსკ-ის 531-ე მუხლის საფუძველზე - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის აგვისტოს ეპიზოდი), სსკ-ის 531-ე მუხლის საფუძველზე - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი), სსკ-ის 531-ე მუხლის საფუძველზე - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის მაისის ეპიზოდი), სსკ-ის 531-ე მუხლის საფუძველზე - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის აგვისტოს ეპიზოდი), სსკ-ის 531-ე მუხლის საფუძველზე - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2022 წლის 22 ივლისის ეპიზოდი), სსკ-ის 531-ე მუხლის საფუძველზე - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (ეპიზოდებისათვის) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი ეპიზოდებისათვის დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ჯ. ლ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 19 დეკემბრიდან.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 სექტემბრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. კასატორმა - მსჯავრდებულ ჯ. ლ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. რ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 სექტემბრის განაჩენის გაუქმება და ჯ. ლ-ის გამართლება.

4. 2024 წლის 26 იანვარს მსჯავრდებულმა ჯ. ლ-მა იშუამდგომლა - არ იქნეს განხილული ადვოკატ ზ. რ-ის საკასაციო საჩივარი და ითხოვა მისი განუხილველად დატოვება.

5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება; ამასთან, საჩივრის განმეორებით შეტანა არის დაუშვებელი.

6. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, მსჯავრდებულ ჯ. ლ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.

7. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ჯ. ლ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 სექტემბრის განაჩენზე არ იქნეს განხილული მსჯავრდებულ ჯ. ლ-ის მიერ საჩივრის უკან გათხოვის გამო;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი