საქმე # 010142223701371093
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №34აგ-23 7 თებერვალი, 2024 წელი
კ-ო ზ-, 34აგ-23 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. კ-ოს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. მ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 მაისის განაჩენით:
ზ. კ-ო, დაბადებული --- წლის 1- აგვისტოს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 თვით.
2. თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 26 სექტემბრის განაჩენით:
ზ. კ–ო ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 7 თვე და საბოლოოდ, ზ. კ-ოს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 12 წლითა და 7 თვით და საქართველოს სსკ-ის 41-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 6 000 ლარი.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 3 სექტემბრის დადგენილებით:
მსჯავრდებულ ზ. კ-ოს გაუნახევრდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 თვითა და 29 დღით.
მსჯავრდებულ ზ. კ-ოს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 3 სექტემბრიდან.
4. თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 21 სექტემბრის დადგენილებით:
თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 26 სექტემბრის განაჩენში სასჯელის ნაწილში შევიდა ცვლილება და ზ. კ-ოს მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 12 წლით, 2 თვითა და 29 დღით.
მსჯავრდებულ ზ. კ-–ოს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 3 სექტემბრიდან.
5. თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 3 დეკემბრის დადგენილებით:
მსჯავრდებულ ზ. კ-ოს მიმართ თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 26 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება და ზ. კ-ოს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 2 თვითა და 29 დღით და მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 12 წლით, 1 თვითა და 14 დღით.
მსჯავრდებულ ზ. კ-ოს სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 1 აგვისტოდან.
6. თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21 იანვრის განაჩენით ზ. კ–ო ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 14 წლით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 14 წლით;
საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-8 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;
საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ, ზ. კ-ოს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 30 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით, 1 თვითა და 14 დღით და საბოლოოდ, ზ. კ-ოს, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 40 წლით, რომლის მოხდა დაეწყო – 2009 წლის 1 აგვისტოდან.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 24 მარტის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21 იანვრის განაჩენში ზ. კ–ოს მიმართ შევიდა ცვლილება:
ზ. კ–ო ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ელი, მე-2 ნაწილებით, სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2008 წლის 29 აპრილის ეპიზოდი), სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 117-ე მუხლის მე-8 ნაწილით, სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ელი, მე-2, მე-3 ნაწილებით, სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2009 წლის 1 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;
საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-8 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;
საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ, ზ. კ–ოს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 30 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით, 7 თვითა და 24 დღით და საბოლოოდ, ზ. კ-ოს, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 40 წლით.
მსჯავრდებულ ზ. კ-ოს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 21 იანვრიდან.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინებით:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 24 მარტის განაჩენიდან ამოირიცხა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრი და ბრალდების ამ ნაწილში ზ. კ-ოს მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის ზ. კ-ოსათვის დანიშნული საბოლოო სასჯელის მხრივ, დარჩა უცვლელად.
9. თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 3 თებერვლის განჩინებით:
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, მსჯავრდებული ზ. კ-ო გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან;
მსჯავრდებულ ზ. კ-ოს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 26 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ზ. კ-ოს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 24 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ელი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 3 თვით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 9 თვით;
საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 9 თვით;
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-8 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 9 წლით და 9 თვით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 3 თვით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 9 თვით;
საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ, ზ. კ-ოს, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 30 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 9 წლით და საბოლოოდ, ზ. კ-ოს, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 39 წლით.
მსჯავრდებულ ზ. კ-ოს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 21 იანვრიდან.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 9 ივლისის განაჩენით:
მსჯავრდებულ ზ. კ–ოს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 3 თებერვლის განჩინება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 24 მარტის განაჩენი ზ. კ-ოს მიმართ, დარჩა უცვლელად.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 11 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ზ. კ-ოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 9 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
12. თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განჩინებით:
ზ. კ-ოს მიმართ თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21 იანვრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის განაჩენებით დანიშნულ სასჯელზე არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
13. 2023 წლის 5 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ზ. კ-ომ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონის საფუძველზე, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის განსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით დადგენილი წესით, კერძოდ, ნაცვლად განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად დადგენილი 39 წლისა, საბოლოო სასჯელად – 35 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით:
მსჯავრდებულ ზ. კ-ოს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა;
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინებასა და თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 3 თებერვლის განჩინებაში ზ. კ–ოს მიმართ, შევიდა ცვლილება:
ზ. კ-ოს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 35 წლით თავისუფლების აღკვეთა; ზ. კ-ოს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა – 2010 წლის 21 იანვრიდან;
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინება და თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 3 თებერვლის განჩინება მსჯავრდებულ ზ. კ-ოს მიმართ, დანარჩენ ნაწილებში დარჩა უცვლელად.
15. კასატორმა – მსჯავრდებულ ზ. კ-ოს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რ. მ--მ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განაჩენის ცვლილება და ზ. კ–ოსათვის სამართლიანი მსჯავრის განსაზღვრა.
16. საკასაციო საჩივრის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საბოლოო სასჯელის განსაზღვრის დროს მნიშვნელოვანი იყო, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი მსჯავრდებულ ზ. კ-ოს მიმართ გაევრცელებინა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენების შემდეგ. ამასთან, საყურადღებოა, რომ განაჩენის ათვლა დაიწყოს დაკავების მომენტიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ ადვოკატის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2023 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონზე დაყრდნობით, ზ. კ–ოს მიმართ განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელად დანიშნული – თავისუფლების აღკვეთის ვადა შეამცირა 35 წლამდე (ნაცვლად, 39 წლისა). მოცემულ შემთხვევაში, კასატორი უთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საბოლოო სასჯელის განსაზღვრის დროს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი მსჯავრდებულ ზ. კ-ოს მიმართ უნდა გაევრცელებინა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენების შემდეგ. საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის მოცემულ არგუმენტს მისი უსაფუძვლობის გამო ვერ დაეთანხმება და უთითებს, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 3 თებერვლის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი ზ. კ-ოს მიმართ უკვე გავრცელდა იმ პროპორციულობით, რამდენადაც ხსენებული ამნისტიის კანონი კონკრეტულ მუხლთან მიმართებით აწესებდა შესაბამის შეღავათს. ამდენად, დაცვის მხარის მოცემული არგუმენტი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს კანონიდან.
3. საკასაციო სასამართლო აგრეთვე აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ,,განაჩენთა ერთობლიობის დროს დანიშნული საბოლოო სასჯელი აითვლება ბოლო განაჩენის მიღების დღიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსჯავრდებულის მიმართ წინა განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა არ იყო გასული ბოლო დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის... “ აღნიშნულ საკანონმდებლო მოთხოვნას, სასჯელის ათვლის ნაწილში, სრულად შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი და შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით, არ იკვეთება ადვოკატ რ. მ--ს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების რომელიმე საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-ე, 314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ზ. კ-ოს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. მ--ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე – ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი