Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №1139აპ-23 თბილისი

გ. დ., 1139აპ-23 29 იანვარი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 8 აგვისტოს განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მედეა ცირამუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ივნისის განაჩენით დ. გ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მისი პატიმრობის დროის (2023 წლის 15 აპრილიდან იმავე წლის 18 აპრილის ჩათვლით) გათვალისწინებით – 120 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა; 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2023 წლის 8 აპრილის ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მისი პატიმრობის დროის (2023 წლის 15 აპრილიდან იმავე წლის 18 აპრილის ჩათვლით) გათვალისწინებით – 180 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა; 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2023 წლის 11 აპრილის ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მისი პატიმრობის დროის (2023 წლის 15 აპრილიდან იმავე წლის 18 აპრილის ჩათვლით) გათვალისწინებით – 180 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა; 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2023 წლის 14 აპრილის ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მისი პატიმრობის დროის (2023 წლის 15 აპრილიდან იმავე წლის 18 აპრილის ჩათვლით) გათვალისწინებით – 180 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. გ-ეს განესაზღვრა 180 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

2. განაჩენის მიხედვით, დ. გ-ეს მსჯავრად დაედო:

· ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი);

· ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილი – სამი ეპიზოდი).

3. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

o 2022 წლის ზაფხულიდან 2023 წლის 14 აპრილამდე პერიოდში, თ-ში, ვ-ს გამზირის №-ში მდებარე ბინასთან დ. გ-ე ყოფილ მეუღლე ე. დ-ეზე სისტემატურად ფსიქოლოგიურად ძალადობდა, კერძოდ: ამცირებდა, აგინებდა და უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა, რის გამოც, დაზარალებულმა თავი დამცირებულად იგრძნო და განიცადა ტანჯვა;

o 2023 წლის 6 აპრილს დ. გ-ის მიერ ე. დ-ის მიმართ ჩადენილი ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე დ. გ-ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც აეკრძალა ე. დ-ესთან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურსა და მის სავარაუდო ადგილსამყოფელთან მიახლოება. ასევე, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის: მესამე პირების მეშვეობით, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მიუხედავად აღნიშნულისა, დ. გ-ემ დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ: 2023 წლის 8 აპრილს მივიდა ე. დ-ის საცხოვრებელ სახლთან;

o 2023 წლის 6 აპრილს დ. გ-ის მიერ ე. დ-ის მიმართ ჩადენილი ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე დ. გ-ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც აეკრძალა ე. დ-ესთან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურსა და მის სავარაუდო ადგილსამყოფელთან მიახლოება. ასევე, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის: მესამე პირების მეშვეობით, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მიუხედავად აღნიშნულისა, დ. გ-ემ დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ: 2023 წლის 11 აპრილს მივიდა ე. დ-ის საცხოვრებელ ბინასთან და კომუნიკაცია დაამყარა მასთან;

o 2023 წლის 6 აპრილს დ. გ-ის მიერ ე. დ-ის მიმართ ჩადენილი ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე დ. გ-ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც აეკრძალა ე. დ-ესთან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურსა და მის სავარაუდო ადგილსამყოფელთან მიახლოება. ასევე, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის: მესამე პირების მეშვეობით, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მიუხედავად აღნიშნულისა, დ. გ-ემ დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ: 2023 წლის 14 აპრილს მივიდა ე. დ-ის საცხოვრებელ ბინასთან და კომუნიკაცია დაამყარა მასთან.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა, მედეა ცირამუამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და დ. გ-ისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, რეალური მოხდით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 8 აგვისტოს განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილ წესთან მიმართებით სამართლებრივად გამართა განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი, კერძოდ:

§ დ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 120 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;

§ დ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 8 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 180 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;

§ დ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 11 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 180 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;

§ დ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 14 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 200 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;

§ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 200 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რაც, ამავე კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მისი პატიმრობის დროის (2023 წლის 15 აპრილიდან იმავე წლის 18 აპრილის ჩათვლით) გათვალისწინებით შეუმცირდა და, საბოლოოდ, დ. გ-ეს განესაზღვრა 180 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 8 აგვისტოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა, მედეა ცირამუამ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და დ. გ-ისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, რეალური მოხდით.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად, არ არსებობს გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება.

9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მოსაზრებებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება. ამასთან, სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის, როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და დ. გ-ეს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

10. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ დ. გ-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის შესახებ ბრალდების მხარის მიერ მითითებულ მოტივებს არგუმენტირებულად და ამომწურავად გასცა პასუხი, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. ამასთან, რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, პროკურორი საჩივარში არ უთითებს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).

11. ამავე დროს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად შესრულების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.: Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 21/06/2016, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84 და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 21/07/2015).

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მედეა ცირამუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე