Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1082აპ-23 თბილისი

დ-ი ფ., 1082აპ-23 17 იანვარი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 ივლისის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის – ზვიად ფხაკაძის – საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ფ. დ-ს, – ბრალად ედებოდა: 1. განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „მ“ პუნქტით); 2. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით); 3. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით); 4. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვა (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით); 5. საქართველოს საბაჟო საზღვარზე შეიარაღებისა და ცეცხლსასროლი იარაღის წესის დარღვევით გადატანა (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით); 6. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ელი ნაწილით). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· ა-ის რესპუბლიკის მოქალაქე ფ. დ-მა ა-ის რესპუბლიკაში, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, საქართველოს მოქალაქის – ვ. ო-ის – მოკვლის მიზნით მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა – 7 ვაზნა, რომლებსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა.

· 2022 წლის ივნისში ფ. დ-მა უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და საქართველოში წესის დარღვევით შემოიტანა ა-ის რესპუბლიკაში უკანონოდ შეძენილი ზემოაღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომლებიც უკანონოდ გადაზიდა და შეინახა ქ. მ-ში, შ. რ-ის ქუჩის №--ში მდებარე სასტუმრო „გ-ში“ ნაქირავებ №- სასტუმრო ოთახში.

· 2022 წლის 3 ივლისს ქ. მ-ში, მ-ის ქუჩის №-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ავტოსადგომზე, ფ. დ-მა, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით, განსაკუთრებული სისასტიკით, ახლო მანძილიდან ზემოთ მითითებული იარაღიდან დამიზნებით ვ. ო-ის მიმართულებით არაერთი, მათ შორის, ბოლო – საკონტროლო – გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც მას მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები. მიღებული დაზიანებებით ვ. ო-ი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

· ა-ის რესპუბლიკის მოქალაქე ფ. დ-მა ა-ის რესპუბლიკაში, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, საქართველოს მოქალაქის – ვ. ო-ის – მოკვლის მიზნით მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა – 7 ვაზნა, რომლებსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა.

· 2022 წლის ივნისში ფ. დ-მა უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და საქართველოში წესის დარღვევით შემოიტანა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში უკანონოდ შეძენილი ზემოაღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომლებიც უკანონოდ გადაზიდა და შეინახა ქ. მ-ში, შ. რ-ის ქუჩის №--ში მდებარე სასტუმრო „გ-ში“ ნაქირავებ №- სასტუმრო ოთახში.

· 2022 წლის 3 ივლისს ქ. მ-ში, მ-ის ქუჩის №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ავტოსადგომზე, ფ. დ-მა, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით, განსაკუთრებული სისასტიკით, ახლო მანძილიდან ზემოთ მითითებული იარაღიდან დამიზნებით ვ. ო-ის მიმართულებით არაერთი, მათ შორის, ბოლო – საკონტროლო – გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც მას მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები. მიღებული დაზიანებების შედეგად ვ. ო-ი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

· ა-ის რესპუბლიკის მოქალაქე ფ. დ-მა ა-ის რესპუბლიკაში, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, საქართველოს მოქალაქის – ვ. ო-ის – მოკვლის მიზნით მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა – 7 ვაზნა, რომლებსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა.

· 2022 წლის ივნისში ფ. დ-მა უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და საქართველოში წესის დარღვევით შემოიტანა ა-ის რესპუბლიკაში უკანონოდ შეძენილი ზემოაღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომლებიც უკანონოდ გადაზიდა და შეინახა ქ. მ-ში, შ. რ-ის ქუჩის №--ში მდებარე სასტუმრო „გ-ში“ ნაქირავებ №- სასტუმრო ოთახში.

· 2022 წლის 3 ივლისს ქ. მ-ში, მ-ის ქუჩის №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ავტოსადგომზე, ფ. დ-მა, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით, განსაკუთრებული სისასტიკით, ახლო მანძილიდან ზემოთ მითითებული იარაღიდან დამიზნებით ვ. ო-ის მიმართულებით არაერთი, მათ შორის, ბოლო – საკონტროლო – გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც მას მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები. მიღებული დაზიანებების შედეგად ვ. ო-ი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

· ა-ის რესპუბლიკის მოქალაქე ფ. დ-მა ა-ის რესპუბლიკაში, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, საქართველოს მოქალაქის – ვ. ო-ის – მოკვლის მიზნით მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა – 7 ვაზნა, რომლებსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა.

· 2022 წლის ივნისში ფ. დ-მა უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და საქართველოში წესის დარღვევით შემოიტანა ა-ის რესპუბლიკაში უკანონოდ შეძენილი ზემოაღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომლებიც უკანონოდ გადაზიდა და შეინახა ქ. მ-ში, შ. რ-ის ქუჩის №--ში მდებარე სასტუმრო „გ-ში“ ნაქირავებ №- სასტუმრო ოთახში.

· 2022 წლის 3 ივლისს ქ. მ-ში, მ-ის ქუჩის №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ავტოსადგომზე, ფ. დ-მა, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით, განსაკუთრებული სისასტიკით, ახლო მანძილიდან ზემოთ მითითებული იარაღიდან დამიზნებით ვ. ო-ის მიმართულებით არაერთი, მათ შორის ბოლო – საკონტროლო – გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც მას მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები. მიღებული დაზიანებებით ვ. ო-ი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

· ა-ის რესპუბლიკის მოქალაქე ფ. დ-მა ა-ის რესპუბლიკაში, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, საქართველოს მოქალაქის – ვ. ო-ის – მოკვლის მიზნით მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა – 7 ვაზნა, რომლებსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა.

· 2022 წლის ივნისში ფ. დ-მა უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და საქართველოში წესის დარღვევით შემოიტანა ა-ის რესპუბლიკაში უკანონოდ შეძენილი ზემოაღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომლებიც უკანონოდ გადაზიდა და შეინახა ქ. მ-ში, შ. რ-ის ქუჩის №--ში მდებარე სასტუმრო „გ-ში“ ნაქირავებ №- სასტუმრო ოთახში.

· 2022 წლის 3 ივლისს ქ. მ-ში, მ-ის ქუჩის №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ავტოსადგომზე, ფ. დ-მა, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით, განსაკუთრებული სისასტიკით, ახლო მანძილიდან ზემოთ მითითებული იარაღიდან დამიზნებით ვ. ო-ის მიმართულებით არაერთი, მათ შორის, ბოლო – საკონტროლო – გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც მას მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები. მიღებული დაზიანებებით ვ. ო-ი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

· ა-ის რესპუბლიკის მოქალაქე ფ. დ-მა ა-ის რესპუბლიკაში, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, საქართველოს მოქალაქის – ვ. ო-ის – მოკვლის მიზნით მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა – 7 ვაზნა, რომლებსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა.

· 2022 წლის ივნისში ფ. დ-მა უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და საქართველოში წესის დარღვევით შემოიტანა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში უკანონოდ შეძენილი ზემოაღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომლებიც უკანონოდ გადაზიდა და შეინახა ქ. მ-ში, შ. რ-ის ქუჩის №--ში მდებარე სასტუმრო „გ-ში“ ნაქირავებ №- სასტუმრო ოთახში.

· 2022 წლის 3 ივლისს ქ. მ-ში, მ-ის ქუჩის №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ავტოსადგომზე, ფ. დ-მა, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით, განსაკუთრებული სისასტიკით, ახლო მანძილიდან ზემოთ მითითებული იარაღიდან დამიზნებით ვ. ო-ის მიმართულებით არაერთი, მათ შორის, ბოლო – საკონტროლო – გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც მას მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები. მიღებული დაზიანებებით ვ. ო-ი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 მარტის განაჩენით ფ. დ-ისათვის წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „მ“ პუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 108-ე მუხლზე; ფ. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით – 13 წლით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 4 წლით, 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით – 5 წლით, იმავე მუხლის მე-5 ნაწილით – 7 წლით, სსკ-ის 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით – 6 წლით, ხოლო 344-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ფ. დ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების დღიდან – 2022 წლის 5 ივლისიდან.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივლისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორი – ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი ზვიად ფხაკაძე – საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანას, ნაცვლად საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლისა, ფ. დ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „მ“ პუნქტით და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო განაჩენის დანარჩენი ნაწილის კი – უცვლელად დატოვებას იმ მოტივით, რომ შვიდი ჭრილობის მიყენება უნდა შეფასდეს განსაკუთრებულ სისასტიკედ.

5. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საჩივარი და მიაჩნია, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად.

6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით, ასევე – სსკ-ის 214-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და 344-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებში ფ. დ-ის მსჯავრდება არ არის სადავო მხარეებს შორის და საკასაციო საჩივრის დასაბუთებაც არ მიემართება აღნიშნულ დანაშაულებში მსჯავრდების საკითხს. შესაბამისად, ვინაიდან საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ფ. დ-ის ზემოაღნიშნული მუხლებით მსჯავრდების ნაწილში და ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001), საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც სასამართლო ეთანხმება და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ.

7. დავას არ იწვევს, რომ მსჯავრდებულმა 2022 წლის 3 ივლისს მ-ში, მ-ის ქუჩის №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ავტოსადგომზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ვ. ო-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. საქმეზე დავის საგანია მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია.

8. ბრალდების მხარის მტკიცებით, ფ. დ-ის მიერ ჩადენილი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „მ“ პუნქტით და არა – საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.

9. სისხლის სამართლის მატერიალური ნაწილი შეიცავს სისხლისსამართლებრივ უმართლობათა მარტივ და კვალიფიციურ შემადგენლობებს. ე.წ. ,,მარტივი მკვლელობა“ და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობა განირჩევა უმართლობის ხარისხისა და ქმედების მომეტებული საშიშროების გათვალისწინებით, რა დროსაც დამნაშავის ქმედების სუბიექტურ მხარეს ახასიათებს განზრახვის არსებობა არა მხოლოდ ძირითად უმართლობასთან – მსხვერპლის სიცოცხლის მოსპობასთან, არამედ – ქმედების ობიექტური შემადგენლობის დამატებით ნიშანთან მიმართებით, რაც ამაღლებს ძირითადი უმართლობის მართლსაწინააღმდეგო ხასიათს. განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხი მიემართება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობას დამამძიმებელ გარემოებაში – განსაკუთრებული სისასტიკით.

10. განსაკუთრებული სისასტიკე, როგორც ქმედების ობიექტური შემადგენლობის ნიშანი, ისეთი ნორმატიული კატეგორიაა, რომელიც უნდა შეფასდეს სუბიექტურ და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით. ამასთან, ქმედების განსაკუთრებული სისასტიკე შესაძლებელია უკავშირდებოდეს როგორც დანაშაულის ჩასადენად გამოყენებულ ხერხსა და საშუალებას (მსხვერპლისათვის ისეთი ინტენსივობითა და საშუალებით დაზიანებების მიყენება, რაც ხელყოფისას მის განსაკუთრებულ ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ტანჯვას იწვევს), ისე – დანაშაულის ჩადენის ვითარებას (მსხვერპლის სიცოცხლის მოსპობის შემსწრე მისივე ოჯახის წევრია, ხელყოფის მიმდინარეობა კი იწვევს მასში ახლობლის მკვლელობის პროცესიდან მომდინარე უმწეობის შეგრძნებას, მწვავე განცდებსა და ფსიქოლოგიურ ტანჯვას).

11. განზრახ მკვლელობის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილად დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური კრიტერიუმები, რაც გულისხმობს იმას, რომ დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება მსხვერპლში უნდა იწვევდეს ძლიერ ტანჯვას, ასევე, დამნაშავემ შეგნებულად უნდა შეარჩიოს მკვლელობის ისეთი ხერხი, რომელიც მსხვერპლს განსაკუთრებულ ტანჯვას მიაყენებს. გადამწყვეტია დამნაშავის სურვილი, მოკლას მსხვერპლი ისეთ გარემოებაში, რაც მძიმე ტანჯვას მიაყენებს მას უშუალოდ დანაშაულის მიმდინარეობისას. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ერთი მხრივ, არ დასტურდება ფ. დ-სა და ვ. ო-ს შორის ისეთი სახის კონფლიქტის არსებობა, რომელსაც მსჯავრდებულში დაზარალებულისათვის განსაკუთრებული ტკივილის მიყენების სურვილის გამოწვევა შეეძლო, ხოლო, მეორე მხრივ, ასევე არ დგინდება ის ფაქტი, რომ დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ან სულიერი ტანჯვა. შესაბამისად, მხოლოდ დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებების რაოდენობა უტყუარად არ ადასტურებს მკვლელობის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენას.

12. საქმეში არსებული მტკიცებულებით, მათ შორის – მსჯავრდებულის ჩვენებით – დგინდება, რომ მისი მიზანი იყო ვ. ო-ის, რაც შეიძლება, სწრაფად და გარანტირებულად მოკვლა. სწორედ ამ მიზნით მიაყენა ფიკრატ დადაშოვმა აწ გარდაცვლილს შვიდი ჭრილობა და არა – განსაკუთრებული და მიზანმიმართული ტანჯვის მისაყენებლად. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები განზრახ მკვლელობის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენის ნაწილში ქმნის მხოლოდ ეჭვისა და ვარაუდის საფუძველს, რაც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გადაწყვიტეს მსჯავრდებულის სასარგებლოდ.

13. რაც შეეხება სასჯელის დამძიმების მოთხოვნას, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა ჩადენილ დანაშაულთა ხასიათი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მსჯავრდებულის პიროვნება და ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების არარსებობა და მიიჩნია, რომ დანაშაულთა ერთობლიობით განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ემსახურება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სასჯელის დამძიმებისათვის ისეთ ხელშესახებ და არსებით გარემოებებზე მითითებას, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს არ შეუფასებიათ.

14. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ხოლო დანიშნული სასჯელი პროპორციული და სამართლიანია. სასამართლოებმა, საქმის გარემოებების გულდასმით შესწავლის შედეგად, სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცეს წარმოდგენილ მტკიცებულებებს და მართებულად გადააკვალიფიცირეს წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „მ“ პუნქტიდან საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლზე. შესაბამისად, კასატორმა ვერ დაასაბუთა ისეთი სამართლებრივი პრობლემის არსებობა, რაც ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ მოცემულობას ქმნის.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ („Kadagishvili v. Georgia“, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

16. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განხილულ იქნა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლოების მიერ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად („Tortladze v. Georgia“; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის – ზვიად ფხაკაძის – საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე