საქმე # 330100122005589636
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №825აპ-23 ქ. თბილისი
კ-ა გ., 825აპ-23 24 იანვარი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – თ. ა–სა და მსჯავრდებულ მ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ს. ფ–ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:
1.1. გ. კ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა:
1.1.1 თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით;
1.1.2. თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შვიდი ეპიზოდი);
1.2. მ. კ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა:
1.2.1. თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით;
1.2.2. თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შვიდი ეპიზოდი);
1.3. ც. კ–ას, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა:
1.3.1. თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით გ. კ–ს, მ. კ–სა და ც. კ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. გ. კ–მ მ. კ–სა და ე. გ–სთან ერთად წინასწარი შეთანხმებით გადაწყვიტა მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა შპს ს.ს კომპანიის“ ქონებას, კერძოდ: დროებით შეიძენდნენ ავტომობილს, რომლის სარეგისტრაციო მოწმობას თავად დაიტოვებდნენ, თუმცა მომსახურების სააგენტოში მოტყუებით განაცხადებდნენ მისი დაკარგვის თაობაზე. ახალი სარეგისტრაციო მოწმობის გამოყენებით, შპს ს.ს კომპანიასთან“ დადებდნენ ლიზინგის ხელშეკრულებას, მათი კუთვნილი თანხის მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის, ხოლო ლიზინგის საგანზე უკვე შპს ს.ს კომპანიის“ კუთვნილ ავტომობილზე, გაუქმებული სარეგისტრაციო მოწმობის გამოყენებით, სანოტარო ბიუროში დაამზადებდნენ მცდარი შინაარსის მინდობილობას, თითქოს ავტომობილი კვლავ იყო მათი საკუთრება და ამ მინდობილობისა და გაუქმებული სარეგისტრაციო მოწმობის გამოყენებით, ავტომობილს გაიყვანდნენ საზღვარგარეთ და გაასხვისებდნენ.
აღნიშნულის განსახორციელებლად, მ. კ–მ 2019 წლის 15 მარტს, შეიძინა ავტომანქანა ,,FORD FOCUS” (ვინ კოდი – ..............), რომელიც საქართველოს შსს სსიპ მომსახურების სააგენტოში დარეგისტრირდა ე. გ–ს სახელზე და გაიცა ავტომობილის სარეგისტრაციო №.......... მოწმობა.
2019 წლის 16 მარტს ე. გ–მ, ჯგუფის წევრებთან წინასწარი შეთანხმებით, მასზე გაცემული ზემოაღნიშნული ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობის თითქოს დაკარგვის საფუძვლით, მიმართა მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა ახალი სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა, ხოლო გაუქმებული სარეგისტრაციო მოწმობა შეინახეს, შემდგომში მინდობილობაში მცდარი მონაცემების მითითებისა და უკვე გასხვისებული ავტომანქანის საზღვარგარეთ გაყვანისთვის.
იმავე დღეს ე. გ–ს სახელზე მომსახურების სააგენტოს მიერ ზემოაღნიშნულ ავტომანქანაზე გაიცა ახალი სარეგისტრაციო მოწმობა (...........).
ასევე იმავე დღეს, ე. გ–ი, მ. კ–სა და გ. კ–სთან ერთად მივიდა თ–ში, .......ის გზატკეცილზე, ... მდებარე შპს „ს.ს. კომპანიაში“, მათი კუთვნილი თანხის მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გააფორმა ლიზინგის ხელშეკრულება და დაეუფლა ხელშეკრულებაში მითითებულ თანხას – 7650 ლარს, რომლის გადახდას თავიდანვე არ აპირებდნენ, ხოლო ლიზინგის საგანს – ავტომობილს შპს „ს.ს. კომპანიისგან“ მალულად, საზღვარგარეთ გაასხვისებდნენ. ხელშეკრულების თანახმად, ავტომობილი „FORD FOCUS“ (ვინ კოდი – ...........), გახდებოდა შპს „ს.ს. კომპანიის“ საკუთრება, ხოლო სარგებლობისა და შემდგომი გამოსყიდვის უფლებით კვლავ გადაეცემოდა ე. გ–ს. ამავე ხელშეკრულებით ავტომობილი სამართავად გადაეცემოდა მასთან ერთად მყოფ გ. კ–იას.
ჯგუფის წევრებმა გაინაწილეს მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხა, რის შემდეგ, 2019 წლის 18 მარტს, წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით, ე. გ–ი მ. კ–სა და გ. კ–სთან ერთად მივიდა თ–ში, .........ის №..-ში მდებარე ნ. გ–სის სანოტარო ბიუროში, სადაც წარადგინა მის სახელზე არსებული, უკვე გაუქმებული ავტომანქანის „FORD FOCUS“ (ვინ კოდი – ............) სარეგისტრაციო მოწმობა №.........., რომ თითქოს იყო ხსენებული ავტომანქანის მესაკუთრე და მოითხოვა გ. კ–ს სახელზე მინდობილობის გაცემა. გაუქმებული სარეგისტრაციო მოწმობის საფუძველზე, დამზადდა შინაარსობრივად მცდარი მინდობილობა, რომელიც გ. კ–ს უფლებას აძლევდა, ხსენებული ავტომანქანა გაეყვანა საზღვარგარეთ.
2019 წლის 20 მარტს, წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით, გ. კ–მ ჯგუფის წევრებთან წინასწარი შეთანხმებით, შინაარსობრივად მცდარი მინდობილობის და გაუქმებული სარეგისტრაციო №............ მოწმობის გამოყენებით, შპს „ს.ს კომპანიის“ კუთვნილი ავტომანქანა ბ–ს პორტის გავლით გაიყვანა საზღვარგარეთ, რითაც დაზარალებულს მიადგა ქონებრივი ზიანი.
2.2. გ. კ–იამ მ. კ–სა და ა. კ–ასთან ერთად წინასწარი შეთანხმებით გადაწყვიტა მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა შპს „ს.ს კომპანიის“ ქონებას, კერძოდ: დროებით შეიძენდნენ ავტომობილს, რომლის სარეგისტრაციო მოწმობას თავად დაიტოვებდნენ, თუმცა მომსახურების სააგენტოში მოტყუებით განაცხადებდნენ მისი დაკარგვის თაობაზე. ახალი სარეგისტრაციო მოწმობის გამოყენებით, შპს „ს.ს კომპანიასთან“ დადებდნენ ლიზინგის ხელშეკრულებას, მათი კუთვნილი თანხის მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, ხოლო ლიზინგის საგანზე, უკვე შპს „ს.ს კომპანიის“ კუთვნილ ავტომობილზე, გაუქმებული სარეგისტრაციო მოწმობის გამოყენებით, სანოტარო ბიუროში დაამზადებინებდნენ მცდარი შინაარისის მინდობილობას, თითქოს ავტომობილი კვლავ იყო მათი საკუთრება და ამ მინდობილობისა და გაუქმებული სარეგისტრაციო მოწმობის გამოყენებით, ავტომობილს გაიყვანდნენ საზღვარგარეთ და გაასხვისებდნენ.
აღნიშნულის განსახორციელებლად, მ. კ–მ 2019 წლის 5 მარტს, შეიძინა ავტომანქანა „VOLKSWAGEN PASSAT S“ (............), რომელიც საქართველოს შსს სსიპ მომსახურების სააგენტოში დარეგისტრირდა ა. კ–ას სახელზე და გაიცა ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობა №.......
2019 წლის 5 მარტს, ა. კ–ამ ჯგუფის წევრებთან წინასწარი შეთანხმებით, მასზე გაცემული ზემოაღნიშნული ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობის თითქოს დაკარგვის საფუძვლით, მიმართა მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა ახალი სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა, ხოლო გაუქმებული სარეგისტრაციო მოწმობა შეინახეს, შემდგომში მინდობილობაში მცდარი მონაცემების მითითებისა და უკვე გასხვისებული ავტომანქანის საზღვარგარეთ გაყვანისათვის.
იმავე დღეს ა. კ–ს სახელზე მომსახურების სააგენტოს მიერ ზემოაღნიშნულ ავტომანქანაზე გაიცა ახალი სარეგისტრაციო მოწმობა (.........).
ასევე იმავე დღეს, ა. კ–ა მ. კ–სა და გ. კ–სთან ერთად მივიდა თ–ში, .........ის გზატკეცილზე, .... მდებარე შპს სს კომპანიაშიმათი კუთვნილი თანხის მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გააფორმა ლიზინგის ხელშეკრულება და დაეუფლა ხელშეკრულებაში მითითებულ თანხას – 11220 ლარს, რომლის გადახდას თავიდანვე არ აპირებდნენ, ხოლო ლიზინგის საგანს – ავტომობილს შპს „ს.ს კომპანიისგან“ მალულად, საზღვარგარეთ გაასხვისებდნენ. ხელშეკრულების თანახმად, ავტომობილი „VOLKSWAGEN PASSAT S“ (.............), გახდებოდა შპს „ს.ს კომპანიის“ საკუთრება, ხოლო სარგებლობისა და შემდგომი გამოსყიდვის უფლებით კვლავ გადაეცემოდა ა. კ–ს. ამავე ხელშეკრულებით, ავტომობილი სამართავად გადაეცემოდა მასთან ერთად მყოფ გ. კ–ს.
ჯგუფის წევრებმა გაინაწილეს მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხა, რის შემდეგ, 2019 წლის 6 მარტს, წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით, ა. კ–ა მ. კ–სა და გ. კ–სთან შეთანხმებით, მივიდა ქ. ფ–ში, კ–ს ქუჩაზე, №..-ში მდებარე ი. ტ–სის სანოტარო ბიუროში, სადაც წარადგინა მის სახელზე არსებული, უკვე გაუქმებული ავტომანქანის „VOLKSWAGEN PASSAT“ (.................) სარეგისტრაციო მოწმობა .........., რომ თითქოს იყო ხსენებული ავტომანქანის მესაკუთრე და მოითხოვა გ. კ–ს სახელზე მინდობილობის გაცემა. გაუქმებული სარეგისტრაციო მოწმობის საფუძველზე, დამზადებული იქნა შინაარსობრივად მცდარი მინდობილობა, რომელიც გ. კ–ს უფლებას აძლევდა, ხსენებული ავტომანქანა გაეყვანა საზღვარგარეთ.
2019 წლის 8 მარტს, წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით, გ. კ–მ ჯგუფის წევრებთან წინასწარი შეთანხმებით, შინაარსობრივად მცდარი მინდობილობის და გაუქმებული სარეგისტრაციო მოწმობის .......... გამოყენებით, შპს „ს.ს კომპანიის“ კუთვნილი ავტომანქანა ბ–ს პორტის გავლით გაიყვანა საზღვარგარეთ, რითაც დაზარალებულს მიადგა ქონებრივი ზიანი.
2.3. გ. კ–მ მ. კ–სა და მ. ჯ–სთან ერთად წინასწარი შეთანხმებით გადაწყვიტა მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა შპს „ს.ს კომპანიის“ ქონებას, კერძოდ: დროებით შეიძენდნენ ავტომობილს, რომლის სარეგისტრაციო მოწმობას თავად დაიტოვებდნენ, თუმცა მომსახურების სააგენტოში მოტყუებით განაცხადებდნენ მისი დაკარგვის თაობაზე. ახალი სარეგისტრაციო მოწმობის გამოყენებით, შპს ს.ს კომპანიასთანდადებდნენ ლიზინგის ხელშეკრულებას, მათი კუთვნილი თანხის მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, ხოლო ლიზინგის საგანზე, უკვე შპს „ს.ს კომპანიის“ კუთვნილ ავტომობილზე, გაუქმებული სარეგისტრაციო მოწმობის გამოყენებით, სანოტარო ბიუროში დაამზადებინებდნენ მცდარი შინაარსის მინდობილობას, თითქოს ავტომობილი კვლავ იყო მათი საკუთრება და ამ მინდობილობისა და გაუქმებული სარეგისტრაციო მოწმობის გამოყენებით, ავტომობილს გაიყვანდნენ საზღვარგარეთ და გაასხვისებდნენ.
აღნიშნულის განსახორციელებლად, მ. კ–მ 2019 წლის 22 მარტს, შეიძინა ავტომანქანა „TOYOTA CAMRY“ (ვინ კოდი – .............), რომელიც საქართველოს შსს სსიპ მომსახურების სააგენტოში დარეგისტრირდა მ. ჯ–აიას სახელზე და გაიცა ავტომობილის სარეგისტრაციო №.......... მოწმობა.
2019 წლის 23 მარტს, მ. ჯ–მ ჯგუფის წევრებთან წინასწარი შეთანხმებით, მასზე გაცემული ზემოაღნიშნული ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობის თითქოს დაკარგვის საფუძვლით, მიმართა მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა ახალი სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა, ხოლო გაუქმებული სარეგისტრაციო მოწმობა შეინახეს, შემდგომში მინდობილობაში მცდარი მონაცემების მითითებისა და უკვე გასხვისებული ავტომანქანის საზღვარგარეთ გაყვანისათვის.
იმავე დღეს მ. ჯ–აიას სახელზე მომსახურების სააგენტოს მიერ ზემოაღნიშნულ ავტომანქანაზე გაიცა ახალი სარეგისტრაციო მოწმობა (.........).
ასევე იმავე დღეს, მ. ჯ–ა, მ. კ–სა და გ. კ–სთან შეთანხმებით, მივიდა თ–ში, ...........ს გზატკეცილზე, ... მდებარე შპს „ს.ს. კომპანიაში“, მათი კუთვნილი თანხის მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გააფორმა ლიზინგის ხელშეკრულება და დაეუფლა ხელშეკრულებაში მითითებულ თანხას – 18360 ლარს, რომლის გადახდას თავიდანვე არ აპირებდნენ, ხოლო ლიზინგის საგანს – ავტომობილს შპს „ს.ს კომპანიისგან“ მალულად, საზღვარგარეთ გაასხვისებდნენ. ხელშეკრულების თანახმად, ავტომობილი „TOYOTA CAMRY“ (ვინ კოდი ..............), გახდებოდა შპს „ს.ს კომპანიის“ საკუთრება, ხოლო სარგებლობისა და შემდგომი გამოსყიდვის უფლებით კვლავ გადაეცემოდა მ. ჯ–ს.
ჯგუფის წევრებმა გაინაწილეს მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხა, რის შემდეგ, 2019 წლის 23 მარტს, წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით, მ. ჯ–ა მ. კ–სა და გ. კ–სთან შეთანხმებით მივიდა თ–ში, ..........ის №..-ში მდებარე ნ. გ–სის სანოტარო ბიუროში, სადაც წარადგინა მის სახელზე არსებული, უკვე გაუქმებული ავტომანქანის „TOYOTA CAMRY“ (ვინ კოდი –..............) სარეგისტრაციო №......... მოწმობა, რომ თითქოს იყო ხსენებული ავტომანქანის მესაკუთრე და მოითხოვა გ. კ–ს სახელზე მინდობილობის გაცემა. გაუქმებული სარეგისტრაციო მოწმობის საფუძველზე, დამზადდა შინაარსობრივად მცდარი მინდობილობა, რომელიც გ. კ–ს უფლებას აძლევდა, ხსენებული ავტომანქანა გაეყვანა საზღვარგარეთ.
2019 წლის 27 მარტს, წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით, გ. კ–მ ჯგუფის წევრებთან წინასწარი შეთანხმებით, შინაარსობრივად მცდარი მინდობილობის და გაუქმებული სარეგისტრაციო №............. მოწმობის გამოყენებით, შპს „ს.ს კომპანიის“ კუთვნილი ავტომანქანა ბ–ს პორტის გავლით გაიყვანა საზღვარგარეთ, რითაც დაზარალებულს მიადგა ქონებრივი ზიანი.
2.4. გ. კ–იამ მ. კ–სა და ი. ხ–აასთან ერთად წინასწარი შეთანხმებით გადაწყვიტა მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა შპს „ს.ს კომპანიის“ ქონებას, კერძოდ: დროებით შეიძენდნენ ავტომობილს, რომლის სარეგისტრაციო მოწმობას თავად დაიტოვებდნენ, თუმცა მომსახურების სააგენტოში მოტყუებით განაცხადებდნენ მისი დაკარგვის თაობაზე. ახალი სარეგისტრაციო მოწმობის გამოყენებით, შპს „ს.ს კომპანიასთანდადებდნენ ლიზინგის ხელშეკრულებას, მათი კუთვნილი თანხის მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, ხოლო ლიზინგის საგანზე, უკვე შპს „ს.ს კომპანიის“ კუთვნილ ავტომობილზე, გაუქმებული სარეგისტრაციო მოწმობის გამოყენებით, სანოტარო ბიუროში დაამზადებინებდნენ მცდარი შინაარისის მინდობილობას, თითქოს ავტომობილი კვლავ იყო მათი საკუთრება. ამ მინდობილობისა და გაუქმებული სარეგისტრაციო მოწმობის გამოყენებით კი, ავტომობილს გაიყვანდნენ საზღვარგარეთ და გაასხვისებდნენ.
აღნიშნულის განსახორციელებლად, მ. კ–მ 2019 წლის 14 მარტს, შეიძინა ავტომანქანა „HYUNDAI SONATA“ (ვინ კოდი – ..................), რომელიც საქართველოს შსს სსიპ მომსახურების სააგენტოში დარეგისტრირდა ი. ხ–აას სახელზე და გაიცა ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობა №............
2019 წლის 15 მარტს ი. ხ–მ, ჯგუფის წევრებთან წინასწარი შეთანხმებით, მასზე გაცემული ზემოაღნიშნული ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობის თითქოს დაკარგვის საფუძვლით, მიმართა მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა ახალი სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა, ხოლო გაუქმებული სარეგისტრაციო მოწმობა შეინახეს, შემდგომში მინდობილობაში მცდარი მონაცემების მითითებისა და უკვე გასხვისებული ავტომანქანის საზღვარგარეთ გაყვანისათვის.
იმავე დღეს ი. ხ–ს სახელზე მომსახურების სააგენტოს მიერ ზემოაღნიშნულ ავტომანქანაზე გაიცა ახალი სარეგისტრაციო მოწმობა (................).
ასევე იმავე დღეს ი. ხ–აა, მ. კ–სა და გ. კ–სთან შეთანხმებით, მივიდა თ–ში, ..... გზატკეცილზე ... კილომეტრში მდებარე შპს „სს კომპანიაში“ მათი კუთვნილი თანხის მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გააფორმა ლიზინგის ხელშეკრულება და დაეუფლა ხელშეკრულებაში მითითებულ თანხას 10200 ლარს, რომლის გადახდას თავიდანვე არ აპირებდნენ, ხოლო ლიზინგის საგანს – ავტომობილს შპს ს.ს კომპანიისგან“ მალულად, საზღვარგარეთ გაასხვისებდნენ. ხელშეკრულების თანახმად, ავტომობილი „HYUNDAI SONATA“ (ვინ კოდი – ................), გახდებოდა შპს „ს.ს კომპანიის“ საკუთრება, ხოლო სარგებლობისა და შემდგომი გამოსყიდვის უფლებით კვლავ გადაეცემოდა ი. ხ–ს. ამავე ხელშეკრულებით, ავტომობილი სამართავად გადაეცემოდა მასთან ერთად მყოფ მ. კ–ს.
ჯგუფის წევრებმა გაინაწილეს მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხა, რის შემდეგ, 2019 წლის 16 მარტს, წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით, ი. ხ–ა მ. კ–სა და გ. კ–იასთან შეთანხმებით მივიდა თ-ში, ბ. გ. ს-ს №2-ში მდებარე ნ. გ–სის სანოტარო ბიუროში, სადაც წარადგინა მის სახელზე არსებული, უკვე გაუქმებული ავტომანქანის „HYUNDAI SONATA“ (ვინ კოდი – ...........) სარეგისტრაციო მოწმობა №.........., რომ თითქოს იყო ხსენებული ავტომანქანის მესაკუთრე და მოითხოვა გ. კ–ს სახელზე მინდობილობის გაცემა. გაუქმებული სარეგისტრაციო მოწმობის საფუძველზე, დამზადდა შინაარსობრივად მცდარი მინდობილობა, რომელიც გ. კ–ს უფლებას აძლევდა ხსენებული ავტომანქანა გაეყვანა საზღვარგარეთ.
2019 წლის 17 მარტს, წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით, გ. კ–მ ჯგუფის წევრებთან წინასწარი შეთანხმებით, შინაარსობრივად მცდარი მინდობილობის და გაუქმებული სარეგისტრაციო მოწმობის №.......... გამოყენებით, შპს „ს.ს კომპანიის“ კუთვნილი ავტომანქანა ბ–ს პორტის გავლით გაიყვანა საზღვარგარეთ, რითაც დაზარალებულს მიადგა ქონებრივი ზიანი.
2.5. გ. კ–მ მ. კ–სა და ზ. ჯ–სთან წინასწარი შეთანხმებით გადაწყვიტა მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა შპს „ს.ს კომპანიის“ ქონებას, კერძოდ: დროებით შეიძენდნენ ავტომობილს, რომლის სარეგისტრაციო მოწმობას თავად დაიტოვებდნენ, თუმცა მომსახურების სააგენტოში მოტყუებით განაცხადებდნენ მისი დაკარგვის თაობაზე. ახალი სარეგისტრაციო მოწმობის გამოყენებით, შპს „ს.ს კომპანიასთანდადებდნენ ლიზინგის ხელშეკრულებას, მათი კუთვნილი თანხის მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, ხოლო ლიზინგის საგანზე, უკვე შპს „ს.ს კომპანიის“ კუთვნილ ავტომობილზე, გაუქმებული სარეგისტრაციო მოწმობის გამოყენებით, სანოტარო ბიუროში დაამზადებინებდნენ მცდარი შინაარისის მინდობილობას, თითქოს ავტომობილი კვლავ იყო მათი საკუთრება და ამ მინდობილობისა და გაუქმებული სარეგისტრაციო მოწმობის გამოყენებით, ავტომობილს გაიყვანდნენ საზღვარგარეთ და გაასხვისებდნენ.
აღნიშნულის განსახორციელებლად, მ. კ–მ 2019 წლის 19 მარტს შეიძინა ავტომანქანა „HYUNDAI SONATA“ (ვინ კოდი – ..........), რომელიც საქართველოს შსს სსიპ მომსახურების სააგენტოში დარეგისტრირდა ზ. ჯ–ს სახელზე და გაიცა ავტომობილის სარეგისტრაციო №........... მოწმობა.
2019 წლის 20 მარტს, ზ. ჯ–ამ, ჯგუფის წევრებთან წინასწარი შეთანხმებით, მასზე გაცემული, ზემოაღნიშნული ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობის თითქოს დაკარგვის საფუძვლით, მიმართა მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა ახალი სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა, ხოლო გაუქმებული სარეგისტრაციო მოწმობა შეინახეს, შემდგომში მინდობილობაში მცდარი მონაცემების მითითებისა და უკვე გასხვისებული ავტომანქანის საზღვარგარეთ გაყვანისათვის.
იმავე დღეს ზ. ჯ–ს სახელზე მომსახურების სააგენტოს მიერ ზემოაღნიშნულ ავტომანქანაზე გაიცა ახალი სარეგისტრაციო მოწმობა (..........).
ასევე იმავე დღეს ზ. ჯ–ა, მ. კ–სა და გ. კ–სთან შეთანხმებით, მივიდა თ–ში, .......... გზატკეცილზე, .. კილომეტრში მდებარე შპს „სს კომპანიაში“ მათი კუთვნილი თანხის მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გააფორმა ლიზინგის ხელშეკრულება და დაეუფლა ხელშეკრულებაში მითითებულ თანხას – 10710 ლარს, რომლის გადახდას თავიდანვე არ აპირებდნენ, ხოლო ლიზინგის საგანს – ავტომობილს შპს ს.ს კომპანიისგან“ მალულად, საზღვარგარეთ გაასხვისებდნენ. ხელშეკრულების თანახმად, ავტომობილი „HYUNDAI SONATA“ (ვინ კოდი – ...........), გახდებოდა შპს „ს.ს კომპანიის“ საკუთრება, ხოლო სარგებლობისა და შემდგომი გამოსყიდვის უფლებით კვლავ გადაეცემოდა ზ. ჯ–ს.
ჯგუფის წევრებმა გაინაწილეს მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხა, რის შემდეგ, 2019 წლის 26 მარტს, წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით, ზ. ჯ–ა მ. კ–სა და გ. კ–სთან შეთანხმებით, მივიდა თ–ში, ............-ში მდებარე ნ. გ–სის სანოტარო ბიუროში, სადაც წარადგინა მის სახელზე არსებული, უკვე გაუქმებული ავტომანქანის „HYUNDAI SONATA“ (ვინ კოდი –...........) სარეგისტრაციო №.......... მოწმობა, რომ თითქოს იყო ხსენებული ავტომანქანის მესაკუთრე და მოითხოვა გ. კ–ს სახელზე მინდობილობის გაცემა. გაუქმებული სარეგისტრაციო მოწმობის საფუძველზე, დაამზადა შინაარსობრივად მცდარი მინდობილობა, რომელიც გ. კ–ს უფლებას აძლევდა, ხსენებული ავტომანქანა გაეყვანა საზღვარგარეთ.
2019 წლის 27 მარტს, წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით, გ. კ–მ ჯგუფის წევრებთან წინასწარი შეთანხმებით, შინაარსობრივად მცდარი მინდობილობის და გაუქმებული სარეგისტრაციო №......... მოწმობის გამოყენებით, შპს ს.ს კომპანიის“ კუთვნილი ავტომანქანა ბ–ს პორტის გავლით გაიყვანა საზღვარგარეთ, რითაც დაზარალებულს მიადგა ქონებრივი ზიანი.
2.6. გ. კ–მ მ. კ–სა და გ. ქ–სთან წინასწარი შეთანხმებით გადაწყვიტა მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა შპს „ს.ს კომპანიის“ ქონებას, კერძოდ: დროებით შეიძენდნენ ავტომობილს, რომლის სარეგისტრაციო მოწმობას თავად დაიტოვებდნენ, თუმცა მომსახურების სააგენტოში მოტყუებით განაცხადებდნენ მისი დაკარგვის თაობაზე. ახალი სარეგისტრაციო მოწმობის გამოყენებით, შპს „ს.ს კომპანიასთანდადებდნენ ლიზინგის ხელშეკრულებას, მათი კუთვნილი თანხის მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, ხოლო ლიზინგის საგანზე, უკვე შპს „ს.ს კომპანიის“ კუთვნილ ავტომობილზე, გაუქმებული სარეგისტრაციო მოწმობის გამოყენებით, სანოტარო ბიუროში დაამზადებინებდნენ მცდარი შინაარსის მინდობილობას, თითქოს ავტომობილი კვლავ იყო მათი საკუთრება და ამ მინდობილობისა და გაუქმებული სარეგისტრაციო მოწმობის გამოყენებით, ავტომობილს გაიყვანდნენ საზღვარგარეთ და გაასხვისებდნენ.
აღნიშნულის განსახორციელებლად, მ. კ–მ 2019 წლის 19 მარტს, შეიძინა ავტომანქანა „HYUNDAI SONATA“ (ვინ კოდი – ............), რომელიც საქართველოს შსს სსიპ მომსახურების სააგენტოში დარეგისტრირდა გ. ქ–ს სახელზე და გაიცა ავტომობილის სარეგისტრაციო №.......... მოწმობა.
2019 წლის 19 მარტს, გ. ქ–მ, ჯგუფის წევრებთან წინასწარი შეთანხმებით, მასზე გაცემული ზემოაღნიშნული ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობის თითქოს დაკარგვის საფუძვლით, მიმართა მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა ახალი სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა, ხოლო გაუქმებული სარეგისტრაციო მოწმობა შეინახეს, შემდგომში მინდობილობაში მცდარი მონაცემების მითითებისა და უკვე გასხვისებული ავტომანქანის საზღვარგარეთ გაყვანისათვის.
იმავე დღეს გ. ქ–ს სახელზე მომსახურების სააგენტოს მიერ ზემოაღნიშნულ ავტომანქანაზე გაიცა ახალი სარეგისტრაციო მოწმობა (............).
ასევე იმავე დღეს გ. ქ–სა მ. კ–სესა და გ. კ–იასთან შეთანხმებით, მივიდა თ–ში, ...... გზატკეცილზე, ..... მდებარე შპს „ს.ს კომპანიაში“ და მათი კუთვნილი თანხის მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გააფორმა ლიზინგის ხელშეკრულება და დაეუფლა ხელშეკრულებაში მითითებულ თანხას – 10200 ლარს, რომლის გადახდას თავიდანვე არ აპირებდნენ, ხოლო ლიზინგის საგანს – ავტომობილს შპს ს.ს კომპანიისგან“ მალულად, საზღვარგარეთ გაასხვისებდნენ. ხელშეკრულების თანახმად, ავტომობილი „HYUNDAI SONATA“ (ვინ კოდი – ..............), გახდებოდა შპს „ს.ს კომპანიის“ საკუთრება, ხოლო სარგებლობისა და შემდგომი გამოსყიდვის უფლებით კვლავ გადაეცემოდა გ. ქ–ს. ამავე ხელშეკრულებით, ავტომობილი სამართავად გადაეცემოდა მასთან ერთად მყოფ გ. კ–ს.
ჯგუფის წევრებმა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხა გაინაწილეს, რის შემდეგ, 2019 წლის 22 მარტს, წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით, გ. ქ–სა მ. კ–სა და გ. კ–სთან შეთანხმებით, მივიდა თ–ში, .......... №..-ში მდებარე ნ. გ–სის სანოტარო ბიუროში, სადაც წარადგინა მის სახელზე არსებული, უკვე გაუქმებული ავტომანქანის „HYUNDAI SONATA“ (ვინ კოდი – .............) სარეგისტრაციო №.......... მოწმობა, რომ თითქოს იყო ხსენებული ავტომანქანის მესაკუთრე და მოითხოვა გ. კ–ის სახელზე მინდობილობის გაცემა. გაუქმებული სარეგისტრაციო მოწმობის საფუძველზე, დამზადდა შინაარსობრივად მცდარი მინდობილობა, რომელიც გ. კ–ს უფლებას აძლევდა, ხსენებული ავტომანქანა გაეყვანა საზღვარგარეთ.
2019 წლის 27 მარტს, წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით, გ. კ–მ ჯგუფის წევრებთან წინასწარი შეთანხმებით, შინაარსობრივად მცდარი მინდობილობის და გაუქმებული სარეგისტრაციო მოწმობის №........ გამოყენებით, შპს „ს.ს კომპანიის“ კუთვნილი ავტომანქანა ბ–ს პორტის გავლით გაიყვანა საზღვარგარეთ, რითაც დაზარალებულს მიადგა ქონებრივი ზიანი.
2.7. გ. კ–მ მ. კ–სა და ც. კ–სთან წინასწარი შეთანხმებით გადაწყვიტა მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა შპს „ს.ს კომპანიის“ ქონებას, კერძოდ: დროებით შეიძენდნენ ავტომობილს, რომლის სარეგისტრაციო მოწმობას თავად დაიტოვებდნენ, თუმცა მომსახურების სააგენტოში მოტყუებით განაცხადებდნენ მისი დაკარგვის თაობაზე. ახალი სარეგისტრაციო მოწმობის გამოყენებით, შპს „ს.ს კომპანიასთან დადებდნენ ლიზინგის ხელშეკრულებას, მათი კუთვნილი თანხის მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, ხოლო ლიზინგის საგანზე, უკვე შპს „ს.ს კომპანიის“ კუთვნილ ავტომობილზე, გაუქმებული სარეგისტრაციო მოწმობის გამოყენებით, სანოტარო ბიუროში დაამზადებინებდნენ მცდარი შინაარისის მინდობილობას, თითქოს ავტომობილი კვლავ იყო მათი საკუთრება. ამ მინდობილობისა და გაუქმებული სარეგისტრაციო მოწმობის გამოყენებით, ავტომობილს გაიყვანდნენ საზღვარგარეთ და გაასხვისებდნენ.
აღნიშნულის განსახორციელებლად, მ. კ–მ 2019 წლის 16 მარტს შეიძინა ავტომანქანა „HYUNDAI SONATA“ (ვინ კოდი – .............), რომელიც საქართველოს შსს სსიპ მომსახურების სააგენტოში დარეგისტრირდა ც. კ–ს სახელზე და გაიცა ავტომობილის სარეგისტრაციო №.......... მოწმობა.
2019 წლის 18 მარტს, ც. კ–მ, ჯგუფის წევრებთან წინასწარი შეთანხმებით, მასზე გაცემული ზემოაღნიშნული ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობის თითქოს დაკარგვის საფუძვლით, მიმართა მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა ახალი სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა, ხოლო გაუქმებული სარეგისტრაციო მოწმობა შეინახეს, შემდგომში მინდობილობაში მცდარი მონაცემების მითითებისა და უკვე გასხვისებული ავტომანქანის საზღვარგარეთ გაყვანისათვის.
იმავე დღეს ც. კ–ს სახელზე მომსახურების სააგენტოს მიერ ზემოაღნიშნულ ავტომანქანაზე გაიცა ახალი სარეგისტრაციო მოწმობა (..........).
ასევე იმავე დღეს ც. კ–სა მ. კ–სა და გ. კ–სთან შეთანხმებით, მივიდა თ–ში, .. გზატკეცილზე, .. მდებარე შპს „სს კომპანიაში“ მათი კუთვნილი თანხის მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გააფორმა ლიზინგის ხელშეკრულება და დაეუფლა ხელშეკრულებაში მითითებულ თანხას – 11220 ლარს, რომლის გადახდას თავიდანვე არ აპირებდნენ, ხოლო ლიზინგის საგანს – ავტომობილს – შპს „ს.ს კომპანიისგან“ მალულად, საზღვარგარეთ გაასხვისებდნენ. ხელშეკრულების თანახმად, ავტომობილი „HYUNDAI SONATA“ (ვინ კოდი –............), გახდებოდა შპს „ს.ს კომპანიის“ საკუთრება, ხოლო სარგებლობისა და შემდგომი გამოსყიდვის უფლებით კვლავ გადაეცემოდა ც. კ–ს.
ჯგუფის წევრებმა გაინაწილეს მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხა, რის შემდეგ, 2019 წლის 18 მარტს, წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით, ც. კ–აა მ. კ–სა და გ. კ–სთან შეთანხმებით, მივიდა თ–ში, ..........ში მდებარე ნ. გ–სის სანოტარო ბიუროში, სადაც წარადგინა მის სახელზე არსებული, უკვე გაუქმებული ავტომანქანის „HYUNDAI SONATA“ (ვინკოდი ............) სარეგისტრაციო მოწმობა №..........., რომ თითქოს იყო ხსენებული ავტომანქანის მესაკუთრე და მოითხოვა გ. კ–ს სახელზე მინდობილობის გაცემა. გაუქმებული სარეგისტრაციო მოწმობის საფუძველზე, დამზადებული იქნა შინაარსობრივად მცდარი მინდობილობა, რომელიც გ. კ–ს უფლებას აძლევდა ხსენებული ავტომანქანა გაეყვანა საზღვარგარეთ.
2019 წლის 20 მარტს, წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით, გ. კ–მ ჯგუფის წევრებთან წინასწარი შეთანხმებით, შინაარსობრივად მცდარი მინდობილობის და გაუქმებული სარეგისტრაციო მოწმობის №........ გამოყენებით, შპს „ს.ს კომპანიის“ კუთვნილი ავტომანქანა ბ–ს პორტის გავლით გაიყვანა საზღვარგარეთ, რითაც დაზარალებულს მიადგა ქონებრივი ზიანი.
2.8. გ. კ–მ მ. კ–სა და მ. ნ–სთან წინასწარი შეთანხმებით გადაწყვიტა მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა შპს „ს.ს კომპანიის“ ქონებას, კერძოდ: დროებით შეიძენდნენ ავტომობილს, რომლის სარეგისტრაციო მოწმობას თავად დაიტოვებდნენ და შპს „ს.ს კომპანიასთან“ დადებდნენ ლიზინგის ხელშეკრულებას, მათი კუთვნილი თანხის მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, ხოლო ლიზინგის საგანზე, უკვე შპს „ს.ს კომპანიის“ კუთვნილ ავტომობილზე, გაუქმებული სარეგისტრაციო მოწმობის გამოყენებით, სანოტარო ბიუროში დაამზადებინებდნენ მცდარი შინაარსის მინდობილობას, თითქოს ავტომობილი კვლავ იყო მათი საკუთრება და ამ მინდობილობისა და გაუქმებული სარეგისტრაციო მოწმობის გამოყენებით, ავტომობილს გაიყვანდნენ საზღვარგარეთ და გაასხვისებდნენ.
აღნიშნულის განსახორციელებლად, მ. კ–მ 2019 წლის 12 მარტს შეიძინა ავტომანქანა „HYUNDAI SONATA“ (ვინკოდი ..............), რომელიც საქართველოს შსს სსიპ მომსახურების სააგენტოში დარეგისტრირდა მ. ნ–ს სახელზე და გაიცა ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობა №........., რომელიც თავად დაიტოვეს, შემდგომში მინდობილობაში მცდარი მონაცემების მითითებისა და უკვე გასხვისებული ავტომანქანის საზღვარგარეთ გაყვანისათვის.
2019 წლის 13 მარტს, მ. ნ–სი მ. კ–სესა და გ. კ–სთან შეთანხმებით მივიდა თ–ში, ......... გზატკეცილზე, ....ში მდებარე შპს „სს კომპანიაში“ მათი კუთვნილი თანხის მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გააფორმა ლიზინგის ხელშეკრულება და დაეუფლა ხელშეკრულებაში მითითებულ თანხას – 10200 ლარს, რომლის გადახდას თავიდანვე არ აპირებდნენ, ხოლო ლიზინგის საგანს – ავტომობილს შპს ს.ს კომპანიისგან“ მალულად, საზღვარგარეთ გაასხვისებდნენ. ხელშეკრულების თანახმად, ავტომობილი ,,HYUNDAI SONATA“ (ვინ კოდი – ............), გახდებოდა შპს „ს.ს კომპანიის“ საკუთრება, ხოლო სარგებლობისა და შემდგომი გამოსყიდვის უფლებით კვლავ გადაეცემოდა მ. ნ–ს. ამავე ხელშეკრულებით ავტომობილი სამართავად გადაეცემოდა მასთან ერთად მყოფ გ. კ–იას.
ჯგუფის წევრებმა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხა ერთმანეთში გაინაწილეს, რის შემდეგ 2019 წლის 13 მარტს, წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით, მ. ნ–ი მ. კ–სთან და გ. კ–სთან შეთანხმებით მივიდა თ–ში, ..........ის №..-ში მდებარე ნ. გ–სის სანოტარო ბიუროში, სადაც წარადგინა მის სახელზე არსებული, უკვე გაუქმებული ავტომანქანის ,,HYUNDAI SONATA“ (ვინ კოდი – ...............) სარეგისტრაციო მოწმობა №.........., რომ თითქოს იყო ხსენებული ავტომანქანის მესაკუთრე და მოითხოვა გ. კ–ს სახელზე მინდობილობის გაცემა. გაუქმებული სარეგისტრაციო მოწმობის საფუძველზე, დამზადებული იქნა შინაარსობრივად მცდარი მინდობილობა, რომელიც გ. კ–ს უფლებას აძლევდა, ხსენებული ავტომანქანა გაეყვანა საზღვარგარეთ.
2019 წლის 17 მარტს, წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით, გ. კ–იამ ჯგუფის წევრებთან წინასწარი შეთანხმებით, შინაარსობრივად მცდარი მინდობილობის და გაუქმებული სარეგისტრაციო მოწმობის №............ გამოყენებით, შპს ს.ს კომპანიის“ კუთვნილი ავტომანქანა ბ–ს პორტის გავლით გაიყვანა საზღვარგარეთ, რითაც დაზარალებულს მიადგა ქონებრივი ზიანი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით:
3.1. გ. კ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა
3.1.1. საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ პუნქტებით (ე. გ–ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით;
3.1.2. საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით (ა. კ–ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 6 თვით;
3.1.3. საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით (მ. ჯ–ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 6 თვით;
3.1.4. საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით (ი. ხ–ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 6 თვით;
3.1.5. საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით (ზ. ჯ–ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 6 თვით;
3.1.6. საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით (გ. ქ–ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 6 თვით;
3.1.7. საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით (ც. კ–ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 6 თვით;
3.1.8. საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით (მ. ნ–ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 6 თვით;
3.1.9. საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით (მ. ნ–ს ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და გ. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 6 თვით;
3.1.10. გ. კ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2022 წლის 15 თებერვლიდან.
3.2. მ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.2.1. საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ პუნქტებით (ე. გ–ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
3.2.2. საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით (ა. კ–ას ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;
3.2.3. საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით (მ. ჯ–ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;
3.2.4. საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით (ი. ხ–ას ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;
3.2.5. საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით (ზ. ჯ–ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;
3.2.6. საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით (გ. ქ–ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;
3.2.7. საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით (ც. კ–ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;
3.2.8. საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით (მ. ნ–ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;
3.2.9. საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით (მ. ნ–ს ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და მ. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;
3.2.10. მ. კ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2022 წლის 15 თებერვლიდან.
3.3. ც. კ–სა ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.3.1. საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;
3.3.2. ც. კ–სას სასჯელის ვადა უნდა აეთვლოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, კერძოდ: მსჯავრდებულ გ. კ–ს ინტერსების დამცველმა ადვოკატმა თ. ა–მ მოითხოვა გ. კ–ს გამართლება, ხოლო მსჯავრდებულ მ. კ–ს ინტერსების დამცველმა ადვოკატმა ს. ფ–ამ – მ. კ–ს მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება და მისთვის სასჯელის სახედ ჯარიმის, ხოლო ოდენობად – 10 000 ლარის შეფარდება. იმავდროულად, ალტერნატივის სახით მოითხოვა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, კერძოდ: მსჯავრდებულ გ. კ–ს ადვოკატი თ. ა–ე ითხოვს გ. კ–ს გამართლებას, ხოლო მსჯავრდებულ მ. კ–ს ადვოკატი ს. ფ–ა – მ. კ–ს მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ, მინიმალური სასჯელის – 6 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელის 1/3-ის პირობითად ჩათვლას.
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 7 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. ა–ს შუამდგომლობა გაცდენილი ვადის აღდგენის თაობაზე დაკმაყოფილდა.
7. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოსულ მსჯავრდებულ მ. კ–ს განცხადებებს – განმცხადებელი ადასტურებს, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში, მოცემული საქმის ფარგლებში, იხილება მისი საკასაციო საჩივარი და ითხოვს მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – ს. ფ–ას – აცილებას.
7.1. აღნიშნული განცხადების პასუხად 2023 წლის 1 აგვისტოს მსჯავრდებულ მ. კ–ს ეცნობა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაშია მსჯავრდებულ მ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ს. ფ–სა და მსჯავრდებულ გ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – თ. ა–ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 7 ივნისის განაჩენზე. განმცხადებელს ასევე განემარტა საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-6 ნაწილის, საქართველოს სსსკ-უს 45-ე მუხლისა და 46-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესები, მათ შორის, ბრალდებულის უფლება, მიმართოს იურიდიული დახმარების შესაბამის სამსახურს ადვოკატის დანიშვნის მოთხოვნით; ეთხოვა, რომ ვინაიდან საქმის მასალებით არ დგინდება სავალდებულო დაცვის რომელიმე საფუძვლის არსებობა და განმცხადებელი არ არის შეზღუდული მოიწვიოს ადვოკატი საკუთარი სურვილით, გონივრულ ვადაში დაეზუსტებინა პოზიცია დამოუკიდებლად დაიცავდა თავს თუ მოიწვევდა სხვა ადვოკატს საკუთარი სურვილით.
7.2. აღნიშნულის საპასუხოდ მსჯავრდებულ მ. კ–ს არ დაუზუსტებია თავისი პოზიცია დაცვის უფლების დამოუკიდებლად, კასატორი – ადვოკატის დახმარების გარეშე, განხორციელებისა თუ ახალი ადვოკატის მოწვევის შესახებ.
7.3. შესაბამისად, იმის მხედველობაში მიღებით, რომ განცხადებების თანახმად, მსჯავრდებული ადასტურებს, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში, მოცემული საქმის ფარგლებში, იხილება მისი (ადვოკატ ს. ფ–ას) საკასაციო საჩივარი და საჩივრის ფარგლებთან და შინაარსთან დაკავშირებით ზემოაღნიშნულ განცხადებებში პრეტენზია არ გამოუთქვამს, საკასაციო სასამართლო განიხილავს მსჯავრდებულ მ. კ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ს. ფ–ას საკასაციო საჩივარს.
8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს.
9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვს გ. კ–ს გამართლებას, ხოლო მ. კ–სის მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ, მინიმალური სასჯელის – 6 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელის 1/3-ის პირობითად ჩათვლას.
10. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია იმ საკითხის გარკვევა: ჩაიდინა თუ არა მსჯავრდებულმა გ. კ–მ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულები და კანონიერია თუ არა მ. კ–ს მიმართ შეფარდებული სასჯელი.
11. მსჯავრდებულ გ. კ–ს ადვოკატის თ. ა–ს მტკიცებით საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს გ. კ–ს უდანაშაულობას; ვერცერთმა მოწმემ ვერ მიუთითა გ. კ–ს უშუალო ჩართულობა ჯგუფურ დანაშაულებში; მოწმეთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია, გამოძიების ეტაპზე და სასამართლოში, არსებითად განსხვავებულია; თუ გ. კ–იას ჩადენილი აქვს სადავო დანაშაულები, მოწმეები გამოძიების ეტაპზევე დაადასტურებდნენ მის როლს დანაშაულებრივ ჯგუფში; ჩადენილი ჯგუფური დანაშაულის ფარგლებში დაკითხული ყველა ბრალდებული/მსჯავრდებული ადასტურებს, რომ გ. კ–ს მხოლოდ ავტომანქანები გადაჰყავდა ანაზღაურების სანაცვლოდ; წერილობითი მტკიცებულებები, მათ შორის, ხელშეკრულებები სალიზინგო კომპანიიდან, მიღება-ჩაბარების აქტები, ადასტურებს, რომ გ. კ–იას მონაწილეობა არ მიუღია თაღლითობაში; გ. კ–ია არ ესწრებოდა ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმებას და მას ხელი მოწერილი აქვს მხოლოდ ავტომობილის გაყვანასა და უსაფრთხო გადაადგილებაზე, შესაბამისად, მისთვის უცნობი იყო, თუ რა ხელშეკრულებები გაფორმდა. გ. კ–ს ადვოკატმა საკასაციო საჩივარში ასევე მიმოიხილა ცალკეულ მოწმეთა ჩვენებები და აღნიშნა, რომ გასაჩივრებულ განაჩენში გადმოტანილია პირის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებაში ასახული ინფორმაცია და სასამართლომ არ იხელმძღვანელა მოწმეთა მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებებით.
12. მსჯავრდებულ მ. კ–ს ადვოკატმა ს. ფ–მ საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ იმ პირობებში, როდესაც მსჯავრდებულმა, როგორც გამოძიების, ისე –სასამართლო განხილვისას აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სასამართლოს მისცა ამომწურავი ჩვენება, დაადასტურა, რომ იგი უშუალოდ იყო ჩართული და მონაწილეობდა იმ ქმედებებში, რომლებიც პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაშია ფორმულირებული, თუმცა იქვე განმარტა, რომ ორგანიზატორი იყო სრულიად სხვა პირი, ამასთან, არ არის ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები, ავადმყოფი და პენსიონერი მშობლები, – ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა შეუფარდეს ზედმეტად მკაცრი სასჯელი და არ გამოიყენეს, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლის შესაძლებლობა.
13. სასამართლო ითვალისწინებს – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
14. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის განსაზღვრული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში, რაც არ გულისხმობს მტკიცებულებათა მხოლოდ რაოდენობრივ მახასიათებელს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინება საქმეზე №400აპ-21). შესაბამისად, საკითხი იმის შესახებ, თუ რა სახის და რა რაოდენობის მამხილებელი მტკიცებულების ერთობლიობაა საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, წყდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით.
15. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას გ. კ–ს უდანაშაულობისა და იმის შესახებ, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მის მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა; ვერცერთმა მოწმემ ვერ მიუთითა გ. კ–ზე, როგორც დამნაშავეზე, სადავო ჯგუფურ დანაშაულში მონაწილე სხვა მსჯავრდებულებისაგან განსხვავებით, რომლებზეც პირდაპირ უთითებენ მოწმეები; მისთვის უცნობი იყო, მითითებული ჯგუფური დანაშაულის ჩადენა და ის თუ რა ხელშეკრულებები ფორმდებოდა სალიზინგო კომპანიასთან, იგი ითავსებდა მხოლოდ მძღოლის ფუნქციას შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ.
16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, მათ შორის, მოწმე ე. გ–ს ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რომ მეზობლის საშულებით დაუკავშირდა მ. კ–ს და მეუღლესთან ერთად მივიდა მასთან წ–ს ქუჩაზე, სადაც ასევე იმყოფებოდა გ. კ–ა (14:39:02). მ. კ–მ აუხსნა ავტომანქანის ყიდვასთან დაკავშირებული პროცედურები და უთხრა, რომ რაიმე პრობლემა არ შეიქმნებოდა (14:40:01). მეორე დღეს შეიძინეს ავტომანქანა, შემდეგ კი რ–ში აიღეს ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი, რომელიც მისცა მ. კ–ს. მეორე დღეს მ. კ–მ უთხრა, რომ მას უნდა განეცხადებინა თითქოს ტექნიკური პასპორტი დაკარგა, რაც რეალობას არ შეესაბამებოდა. აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი ორგანისათვის განცხადებით მიმართვისას მასთან ერთად იყო გ. კ–ია (14:40:20; 14:40:59). აღნიშნულის შემდეგ სალიზინგო კომპანიაში გააფორმეს ლიზინგის ხელშეკრულება, ბანკიდან აღებული თანხიდან მ. კ–სემ მას გადასცა 800 ლარი (14:41:02; 14:44:42). მეორე დღეს, როდესაც ავტომობილი უკვე ბანკის საკუთრებაში ირიცხებოდა, სანოტარო ბიუროში მოატყუა ნოტარიუსი და ავტომანქანა, ვითომდა დაკარგული – ძველი ტექნიკური პასპორტის გამოყენებით, რომელიც სანოტარო ბიუროში გ. კ–მ მიიტანა (14:44:21; 14:45:32), მინდობილობით გადასცა გ. კ–ს, რომელსაც იგი უნდა გაეყვანა საქართველოდან. აღნიშნული გააკეთა თანხის სანაცვლოდ (14:41:24).
16.1. მოწმემ დაადასტურა, რომ სანოტარო ბიუროში იყო მ. კ–სა და გ. კ–სთან ერთად (14:42:06); აღნიშნული გეგმის შესახებ მას წერეთელზე მისვლისას მოუყვა მ. კ–ე, რა დროსაც იქ – იმავე ოთახში (14:42:42) – იმყოფებოდა ასევე გ. კ–ია, თუმცა ისმენდა თუ არა იგი მ. კ–ს მონათხრობს, ვერ დაადასტურებს (14:42:09).
16.1.1. ამავე მოწმის ჩვენების თანახმად, ტექნიკური პასპორტის დაკარგვის შესახებ შესაბამისი ორგანისათვის განცხადებით მიმართვისას მასთან ერთად იყო გ. კ–ა (14:40:20; 14:40:59) და აღნიშნულის მომდევნო დღეს სანოტარო ბიუროში მინდობილობის გაფორმებისთვის ძველი, დაკარგულად გამოცხადებული, ტექნიკური პასპორტი მიუტანა სწორედ გ. კ–მ (14:44:21; 14:45:32).
16.2. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ აღნიშნულ თაღლითურ სქემაში მეორე დღეს, მის მსგავსად, მისმა მეუღლემ – ც. კ–მაც მიიღო მონაწილეობა, იმავე რაოდენობის თანხის სანაცვლოდ. მის მეუღლეს ახლდა მ. კ–ე, მინდობილობის გასაფორმებლად კი გ. კ–ც იყო (14:43:39). მისმა მეუღლემაც გ. კ–ს გაუფორმა მინდობილობა (14:44:35).
17. მოწმე ი. ხ–აამ სასამართლო სხდომაზე ასევე დაადასტურა 2019 წლის მარტში მისი მონაწილეობა ჯგუფურად ჩადენილ თაღლითობაში, კერძოდ, მონაწილეობა ავტომანქანა „HYUNDAI SONATA-ს“ ყიდვასა და სალიზინგო კომპანიაში ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმებაში, იმავდროულად, აღნიშნულ ავტომანქანაზე, როგორც ლიზინგის საგანსა და უკვე სალიზინგო კომპანიის კუთვნილებაზე, ნოტარიუსის შეცდომაში შეყვანითა და გაუქმებული, ვითომდა დაკარგული სარეგისტრაციო მოწმობის გამოყენებით, ავტომობილის საზღვარგარეთ გაყვანისათვის შესაბამისი მინდობილობის გაცემაში.
17.1. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ ნოტარიუსის შეცდომაში შეყვანისას, თითქოს ავტომანქანა, რომელზეც მოითხოვა მინდობილობის გაცემა იყო მისი და არა ბანკის საკუთრება (13:54:31), სანოტარო ბიუროში, ავტომანქანის ძველი, ვითომდა დაკარგული, ტექნიკური პასპორტი მიიტანა გ. კ–მ, რომლის სახელზეც გააფორმა მინდობილობა (13:55:05). სანოტარო ბიუროში მ. კ–ე არ იმყოფებოდა, ხოლო მას ნოტარიუსისთვის არაფერი წარუდგენია და მხოლოდ ხელი მოაწერა (14:06:51). მოწმემ დაადასტურა, რომ გ. კ–ა ნახა მხოლოდ ერთხელ – სანოტარო ბიუროში, როდესაც გაუქმებული (ძველი) ტექნიკური პასპორტით ნოტარიუსს დაამზადებინეს მინდობილობა ავტომანქანაზე, რომელიც უკვე აღარ იყო მისი საკუთრება და ირიცხებოდა ბანკის სახელზე (13:57:39; 14:01:50). დაცვის მხარე, კითხვაზე, როგორ ახსნის იმ გარემოებას, რომ თავად გ. კ–ა არ ადასტურებს სანოტარო ბიუროში მასთან ერთად ყოფნასა და შეხვედრას, მოწმემ განმარტა: ,,მაგის სახელსა და გვარზე იყო გაცემული ეს; სხვანაირად არც კეთდება მემგონი მინდობილობა; იქ შევხვდით და გაკეთდა“ (13:58:19).
18. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს გ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – თ. ა–ს – პრეტენზიას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გ. კ–ს მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა და, მათ შორის, ითვალისწინებს მოწმეების, მაგ.: ე. გ–სის, ა. კ–სა და ი. ხ–ს მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებს (იხ.: პარ. 16-17).
18.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეებს ჰქონდათ არსებით სასამართლო სხდომაზე მოწმეთა დაკითხვის და თავიანთი პოზიციისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ შეკითხვების დასმის შესაძლებლობა; აღნიშნულ კასატორს, მათ შორის, მოწმეებისათვის – ე. გ–სის, ა. კ–ს და ი. ხ–სათვის არ დაუსვამს კითხვები გამოკითხვის ოქმში ასახული (კასატორის მიერ მითითებული) განსხვავებული ინფორმაციის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ასევე არ დაუყენებია შუამდგომლობა აღნიშნული მოწმეთა გამოკითხვის ოქმების გამოქვეყნების თაობაზე.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო, ვერ გაიზიარებს ადვოკატ თ. ა–ს მოთხოვნას მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და იზიარებს გ. კ–ს მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას .
20. იმავდროულად, სასამართლო ეთანხმება კასატორს გასაჩივრებულ განაჩენში მოწმეთა ჩვენებების შინაარსის ასახვასთან დაკავშირებულ პრეტენზიის ნაწილში და აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია (იხ.: მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 10 ნოემბრის N545აპ.-20 განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 20 ივლისის N232აპ-21 განჩინება), შესაბამისად, განაჩენი უნდა ეყრდნობოდეს და ასახავდეს მოწმის მიერ სასამართლოში მიწოდებულ (და არა ბრალის დადგენილებაში მითითებულ) ინფორმაციას, იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალების შესწავლით და აღნიშნული ხარვეზის გათვალისწინებით, არ დგინდება, რომ მოწმეთა ჩვენებების ასახვის უზუსტობამ იქონია ან შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
21. რაც შეეხება მსჯავრდებულ მ. კ–ს ადვოკატის ს. ფ–ს მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქების – მინიმალური ხანგრძლივობით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებისა და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლის შესახებ, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ კანონმდებელი საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების სავალდებულო წინაპირობად მიიჩნევს კუმულაციურად შემდეგი გარემოებების არსებობას (რაც მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება): ბრალდებულის (მსჯავრდებულის) მიერ დანაშაულის აღიარებას (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეების დასახელებასა და გამოძიებასთან თანამშრომლობას. მოცემულ შემთხვევაში სს საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მ. კ–ე აღიარებდა მისთვის ბრალად შერაცხილი ქმედების ჩადენას, რის გამოც არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი.
21.1. მ. კ–მ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მისი მონაწილეობა თაღლითობის თითოეულ ეპიზოდში, თუმცა, იმავდროულად, განმარტა, რომ მოცემულ თაღლითურ სქემაში იგი მხოლოდ მძღოლის მოვალეობას ასრულებდა და გადაადგილებაში ეხმარებოდა კონკრეტულ პირებს (13:05:05). ამ მოვალეობის შესრულებისათვის იღებდა ანაზღაურებას – 600 ლარს. ორგანიზატორი იყო ვინმე – რ. ქ–ე და ჩართულნი იყვნენ მისი ნათესავები, ასევე ქ-ები. მსჯავრდებულმა განმარტა, რომ მას იმ პირებთან, ვის სახელზეც ავტომანქანები ფორმდებოდა, უშუალოდ საქმესთან დაკავშირებით, არც მოლაპარაკება ჰქონია და არც – შეხება. შეთანხმების წარმოება მის მოვალეობაში არ შედიოდა (12:22:18; 12:34:35). მოლაპარაკებებს ცალკეულ პირებთან აწარმოებდა ტ. ქ–ე, რაც მას ესმოდა და შესაბამისად, იცოდა (12:31:08; 13:05:23).
21.2. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა თითოეულმა პირმა (ვის სახელზეც ავტომანქანები ფორმდებოდა) სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ ბანკიდან აღებულ ფულს მას (მ. კ–სეს) აძლევდა, მსჯავრდებულმა განმარტა, რომ მას აღნიშნული პირებისგან ფული არ აუღია. იგი თავადაც, გ. კ–ს მსგავსად, შესრულებული მოვალეობის გამო, იღებდა კონკრეტულ ანაზღაურებას, კერძოდ, ქ–ე აძლევდა მის და გ. კ–იას თანხას (12:27:01). მოწმე ე. გ–სის ჩვენებაზე, რომლის თანახმად, მან დაადასტურა, რომ თაღლითური გეგმის შესახებ მას მ. კ–სე ესაუბრებოდა მინივენში, სადაც ასევე იმყოფებოდა გ. კ–ია, მსჯავრდებულმა განმარტა, რომ აღნიშნულ ფაქტს ადგილი არ ჰქონია, ხოლო მოწმეს კითხვა არ დაუსვა, ვინაიდან ფიქრობდა, რომ პოზიციას ჩვენების მიცემისას დააფიქსირებდა (12:56:14). მოწმეთა ჩვენებებზე, რომ სწორედ მ. კ–მ იცოდა საქმის არსი და მისგან იღებდნენ ინფორმაციას, მსჯავრდებულმა განმარტა, რომ უნდოდა კითხვების დასმა თუმცა არ იცის რატომ არ შეეკითხა (12:58:14). აღნიშნულ საქმეში მისი მხრიდან ჩართული იყო მხოლოდ გ. კ–ია, რომელსაც დაეხმარა, ვინაიდან ჰქონდა გარკვეული პრობლემები, მაგრამ იმ პერიოდში მოვალეობას, რომელიც უნდა შეესრულებინა, არ თვლიდა დანაშაულად – ,,ჩემთვისაც ისეთი კარგად დახატული იყო ეს ყველაფერი, რომ მართლა ვერ ვხედავდი საფრთხეს“.
21.3. ამდენად, აღნიშნულის გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები.
22. რაც შეეხება მ. კ–სათვის დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირებას, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მ. კ–ს განუსაზღვრა მინიმუმთან მიახლოებული ხანგრძლივობის სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით (საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტები სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე), რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს, ასახავს მიდგომას, რომლის თანახმად, „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
23. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
24. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
25. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
27. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – თ. ა–სა და მსჯავრდებულ მ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ს. ფ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე