Facebook Twitter

¹ბს-1625-1199(კ-05) 30 მაისი, 2006წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე

განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ ი. ხ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი

დავის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 3 თებერვალს თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ი. ხ-მა მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “აღმოსავლეთის" მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2005 წლის 5 იანვრის ¹23კ ბრძანების გაუქმება, იმავე თანამდებობაზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და მიუღებელი ხელფასის (1329 ლარის) ანაზღაურება.

მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:

ი. ხ-ი 1996 წლიდან მუშაობდა გორის რეგიონალურ საბაჟოში .... თანამდებობაზე. დამთავრებული აქვს აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტის სრული კურსი ... სპეციალობით, აქვს მუშაობის ცხრა წლის სტაჟი. მუშაობის განმავლობაში მის მიმართ არ გამოუყენებიათ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. მის კმაყოფაზე იმყოფება მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.

2001 წლის ნოემბრიდან 2004 წლის ნოემბრამდე იმყოფებოდა დეკრეტულ შვებულებაში. შვებულებაში ყოფნის პერიოდში საბაჟო დეპარტამენტში განხორციელდა ცვლილება, კერძოდ, გორისა და ყაზბეგის საბაჟოები გაერთიანდა და დაერქვა “ჩრდილოეთის" საბაჟო. მეორე ბავშვზე დეკრეტულ შვებულებაში ყოფნისას მოსარჩელის თანამდებობაზე დროებით დაინიშნა მ. ა-ი. დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ ი. ხ-ი, ნაცვლად ... თანამდებობისა, დაინიშნა საფინანსო-საბუღალტრო სამსახურში ... თანამდებობაზე, მაგრამ ერთ თვეში გადაყვანილი უნდა ყოფილიყო ყოფილ თანამდებობაზე. ერთი თვის შემდეგ მოსარჩელე გაფრთხილებულ იქნა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. 2005 წლის 5 იანვრის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ¹23კ ბრძანებით იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

მოსარჩელის მოსაზრებით, მისი სამუშაოდან გათავისუფლება მოხდა უკანონოდ, ვინაიდან დეკრეტული შვებულებიდან გამოსვლის შემდეგ, ყოფილ თანამდებობაზე დაბრუნების შემთხვევაში, იგი შემცირებაში არ მოყვებოდა, რადგან იმ ადგილზე კვლავ მუშაობს მ. ა-ი. გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებისას არ იქნა გათვალისწინებული შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლით დადგენილი სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება, ასევე, დაირღვა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა სხვა თანამდებობის შეთავაზების შესახებ. ამასთან, მასა და ადმინისტრაციას შორის საბოლოო ანგარიშსწორება არ მომხდარა და არც შრომის წიგნაკი გადაუციათ.

გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელის მითითებით, მას უნდა აუნაზღაურდეს სახელფასო დავალიანება 1329 ლარის ოდენობით (ს.ფ. 2-3).

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ი. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, უკანონოდ იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 5 იანვრის ¹23კ ბრძანება ი. ხ-ის გათავისუფლების თაობაზე; მოსარჩელე ი. ხ-ი აღდგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “ჩრდილოეთის" საფინანსო-საბუღალტრო განყოფილებაში ...ის თანამდებობაზე; მოპასუხეს ი. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 1329,20 ლარისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2005 წლის 5 იანვრიდან უკანონოდ გათავისუფლების მთელ პერიოდისათვის, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ირინა ხ-ი მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “ჩრდილოეთის” საფინანსო-საბუღალტრო განყოფილებაში ...ის თანამდებობაზე. საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით იგი გათავისუფლდა აღნიშნული თანამდებობიდან.

რაიონული სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2005 წლის 5 იანვრის ¹23-კ ბრძანება ინდივიდუალურ-სამართლებრივი ხასიათისაა და იგი ი. ხ-სა და ადმინისტრაციულ ორგანოს - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს შორის ადმინისტრაციული გარიგების, საჯარო სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტას ეხება. გამომდინარე იქიდან, რომ ბრძანების სამართლებრივი შედეგი საჯარო შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა იყო, ადმინისტრაციული ორგანოს ბრძანება სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ არ არის ადმინისტრაციული ორგანოს ცალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია საჯარო შრომითი სამართალურთიერთობის შეწყვეტისაკენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტის შესახებ ბრძანების კანონიერებაზე დავა განხილული უნდა იქნეს, როგორც ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტასთან დაკავშირებული დავა.

რაიონული სასამართლოს განმარტებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-14 მუხლის თანახმად, მოპასუხე მხარე ვალდებული იყო, შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას გამოეყენებინა შრომის კანონთაAკოდექსის 36-ე მუხლი, რომელიც ადგენდა სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების განსაზღვრის წესს. აღნიშნულის გამო მოსარჩელეს მოესპო საშუალება გასცნობოდა მონაცემებს, რომელთა გათვალისწინებითაც სხვა მოხელეებს მიენიჭათ თანამდებობაზე დარჩენის უპირატესობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარემ დაარღვია “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რომლის მიხედვითAმოხელე არ შეიძლებოდა გათავისუფლებულიყო თანამდებობიდან, თუ იგი დაეთანხმებოდა სხვა თანამდებობაზე დანიშვნას. მოპასუხეს კი ი. ხ-ისთვის სხვა თანამდებობა არ შეუთავაზებია.

რაიონული სასამართლოს მითითებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 8 ივლისის ¹469 ბრძანებით დამტკიცებული საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “აღმოსავლეთის” საშტატო ნუსხის თანახმად, რეგიონალურ საბაჟოში იყო 334 საშტატო ერთეული, ხოლო საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 2 დეკემბრის ¹775 ბრძანებით დამტკიცებული რეგიონალურ საბაჟო “აღმოსავლეთის” ახალი საშტატო ნუსხით საბაჟოO დეპარტამენტის რეგიონალურ “აღმოსავლეთში” განისაზღვრა 431 საშტატო ერთეული. აღნიშნულიდან გამომდინარე, რაიონული სასამართლოს მითითებით, საბაჟო “აღმოსავლეთში” შტატები არ შემცირებულა, პირიქით, გაიზარდა 97 საშტატო ერთეულით.

რაიონული სასამართლოს განმარტებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარებოდა სამუშაოზე აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობდა აღდგენაზე. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “აღმოსავლეთის” მიერ 2005 წლის 28 იანვრის ცნობის თანახმად, ი. ხ-ზე დარიცხული გაუცემელი შრომის ანაზღაურება შეადგენდა 1329, 20 ლარს (ს.ფ. 38-40).

რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:

აპელანტის განმარტებით, საბაჟო დეპარტამენტში განხორციელდა სტრუქტურული რეორგანიზაცია, რასაც თან სდევდა თანამდებობათა შემცირება. საბაჟო დეპარტამენტის ყველა მოხელე (მათ შორის, ი. ხ-ი) გააფრთხილეს რეორგანიზაციის დროს შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისა და თანამდებობიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. აღნიშნულის შემდეგ მოსარჩელე გათავისუფლდა სამსახურიდან მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.

აპელანტმა მიიჩნია, რომ მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებისას დაცულ იქნა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნა, რადგან საბაჟოO დეპარტამენტმა იმსჯელა თუ ვის ენიჭებოდა რეორგანიზაციის დროს, შტატების შემცირებისას, სამსახურში დარჩენის უპირატესი უფლება, რაც დასტურდება შესაბამისი წარდგინებით (ს.ფ. 47;48).

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 5 იანვრის ¹23-კ ბრძანება ცნობილ იქნა ბათილად; ი. ხ-ს უარი ეთქვა სამუშაოზე აღდგენის ნაწილში; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს დაეკისრა იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება გათავისუფლების მომენტიდან გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს ი. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 1329,2 ლარის გადახდა, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ხ-ი მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “ჩრდილოეთის" საფინანსო-საბუღალტრო განყოფილებაში ...ის თანამდებობაზე, 2004 წლის 3 დეკემბერს იგი გაფრთხილებულ იქნა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, ხოლო საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005 წლის 5 იანვრის ¹23-კ ბრძანებით გათავისუფლდა აღნიშნული თანამდებობიდან. სააპელაციო სასამართლომ რეგიონალური საბაჟო “აღმოსავლეთის" 2005 წლის 28 იანვრის ცნობაზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ 1998-2000 წლებში ი. ხ-ზე დარიცხული გაუცემელი შრომის ანაზღაურება შეადგენდა 1329,2 ლარს. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საბაჟო სისტემაში მოხდა სტრუქტურული რეორგანიზაცია. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ოთხი რეგიონალური საბაჟოს _ “აღმოსავლეთის", “დასავლეთის", “ჩრდილოეთის და “სამხრეთის" ნაცვლად, ჩამოყალიბდა ორი რეგიონალური საბაჟო _ “აღმოსავლეთი" და “დასავლეთი". საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 2 დეკემბრის ¹775 ბრძანებით დამტკიცდა საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “აღმოსავლეთის" საშტატო ნუსხა, რომელიც ითვალისწინებდა რეორგანიზაციამდელი რეგიონალური საბაჟოების _ “ჩრდილოეთის", “აღმოსავლეთის" და “სამხრეთის" გაერთიანებას, განისაზღვრა 431 საშტატო ნუსხით, კერძოდ, საფინანსო-საბუღალტრო განყოფილება _ 13 ერთეულით, სადაც 4 ერთეული ...ის თანამდებობა იყო. მანამდე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 8 ივლისის ¹469 ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხით სამივე რეგიონალურ საბაჟოზე გათვალისწინებული იყო 485 საშტატო ერთეული. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2004 წლის 8 ივლისის ¹469 ბრძანებით საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “ჩრდილოეთის" საშტატო ნუსხით საფინანსო-საბუღალტრო განყოფილებაში გათვალისწინებული იყო 6 საშტატო ერთეული (მათ შორის _ 2 უფროსი სპეციალისტის და 2 სპეციალისტის), საბაჟო “აღმოსავლეთში" 17 საშტატო ერთეული (მათ შორის _ 3 უფროსი სპეციალისტის და 7 სპეციალისტის), საბაჟო “სამხრეთში" _P სულ 4 საშტატო ერთეული, მათ შორის _ ერთი უფროსი სპეციალისტის, ერთი სპეციალისტის. ამდენად, რეორგანიზაციამდე სამივე რეგიონალურ საბაჟოზე საფინანსო-საბუღალტრო განყოფილებაში გათვალისწინებული იყო 27 საშტატო ერთეული (6 უფროსი სპეციალისტი და 10 სპეციალისტი). ზემოთ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ 2005 წლის 5 იანვრისათვის, ანუ იმ პერიოდისათვის, როდესაც ი. ხ-ი სამსახურიდან გათავისუფლდა, საბაჟო დეპარტამენტში მიიღეს ისეთი თანამშრომლები, რომლებსაც მანამდე საბაჟო სისტემაში არ უმუშავიათ. მიუხედავად შტატების შემცირებისა, ადმინისტრაციას ჰქონდა რეალური შესაძლებლობა, ი. ხ-ისათვის სხვა სამსახური შეეთავაზებინა, რაც არ გაუკეთებია. “საჯარო სამსახურის შესახებ" 97-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მოხელე არ შეიძლებოდა გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან, თუ იგი თანახმა იყო, დანიშნულიყო სხვა თანამდებობაზე. აქედან გამომდინარე, საბაჟო დეპარტამენტის ადმინისტრაცია უფლებამოსილი იყო გაეთავისუფლებინა მოსარჩელე ი. ხ-ი თანამდებობიდან მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი უარს განაცხადებდა სხვა თანამდებობაზე დანიშვნაზე. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ შტატების შემცირების გამო მათ არ გააჩნდათ ვაკანტური ადგილი და ამიტომ ვერ მოხდა ი. ხ-ისათვის სხვა თანამდებობის შეთავაზება და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ბრძანება უკანონო იყო. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 127-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლებაზე გაცემული ბრძანების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობდა აღდგენაზე. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსაზრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალურ საბაჟო “ჩრდილოეთის" საფინანსო-საბუღალტრო განყოფილებაში ...ის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე, რამდენადაც დადგენილი იყო, რომ რეორგანიზაციის შემდეგ რეგიონალური საბაჟო “ჩრდილოეთი" აღარ არსებობდა და მოხელის აღდგენაც არარსებულ სამსახურში, არარსებულ თანამდებობაზე შეუძლებელი იყო. სააპელაციო სასამართლომ ი. ხ-ის მოთხოვნა მისი სადეკრეტო შვებულებიდან დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის შესახებ მიიჩნია უსაფუძვლოდ, ვინაიდან მას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2004 წლის 24 ნოემბრის ¹622-კს ბრძანებით განუახლდა სამსახურებრივი ურთიერთობა, რამდენადაც სადეკრეტო შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობდა რეგიონალური საბაჟო “ჩრდილოეთის" საფინანსო-საბუღალტრო განყოფილების ...ად და “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 127-ე მუხლით დადგენილ ერთთვიან ვადაში აღნიშნული ბრძანება არ გაუსაჩივრებია. ამდენად, მოსარჩელეს ამ თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნის კანონიერი საფუძველი აღარ გააჩნდა. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ი. ხ-ის მოთხოვნა რეგიონალურ საბაჟო “ჩრდილოეთში" გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის მსგავსი ფუნქციების მატარებელ რაიმე თანამდებობაზე აღდგენის შესახებ რეგიონალურ საბაჟო “აღმოსავლეთში", რადგან რეგიონალური საბაჟო “ჩრდილოეთი" აღარ არსებობდა, ხოლო რეგიონალურ საბაჟო “აღმოსავლეთში" იმავე ფუნქციების მატარებელი თანამდებობა ვაკანტური არ იყო. აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება გამოიწვევდა კანონიერად დანიშნული მოხელის გათავისუფლებას. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება ი. ხ-ის სასარგებლოდ მოსამსახურისათვის სახელფასო დავალიანების _ 1329,20 ლარის დაკისრების ნაწილში, რადგან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “აღმოსავლეთის" მიერ 2005 წლის 28 იანვრის ¹11-625 ცნობით დადგენილი იყო, რომ მოსარჩელეზე დარიცხული 1998-2000 წლების გაუცემელი შრომის ანაზღაურება შეადგენდა 1329,20 ლარს, ხოლო, “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 37-ე მუხლის მიხედვით, მოსამსახურეს უფლება ჰქონდა შრომითი გასამრჯელო მიეღო სამსახურში მიღების დღიდან გათავისუფლების დღემდე (ს.ფ.103-110).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ხ-მა სამუშაოზე აღდგენის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება გასაჩივრებულ ნაწილში, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება და მისი აღდგენა რეგიონალურ საბაჟო “აღმოსავლეთში” მის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებულ ან სხვა ტოლფას თანამდებობაზე შემდეგი მოტივით:

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, მასში გამოთქმულია ურთიერთსაწინააღმდეგო და ერთმანეთის გამომრიცხავი მოსაზრებები. მისი სამუშოდან გათავისუფლებისას დაირღვა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა, ასევე არ იქნა გათვალისწინებული შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნები.

კასატორის მითითებით, რეგიონალური საბაჟო “ჩრდილოეთი” არ გაუქმებულა და იგი რეორგანიზაციის შედეგად შეუერთდა საბაჟო “აღმოსავლეთს”. მოცემულ შემთხვევაში მხედველობაში არ იქნა მიღებული ის გარემოება, რომ მას ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი და ოჯახში ერთადერთი მარჩენალია (ს.ფ. 115-117).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, მაგრამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად (ს.ფ.145-147).

საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 5 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ი. ხ-ის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად, როგორც პროცესუალური კასაცია (ს.ფ. 151-154).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი. ხ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება ი. ხ-ისათვის სამუშაოზე აღდგენის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და საკასაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ხ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და იგი აღდგენილ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “აღმოსავლეთის” საფინანსო-საბუღალტრო განყოფილებაში ...ის თანამდებობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლომ გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლი, რომლის თანახმად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო რა ი. ხ-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტოს საბაჟო დეპარტამენტის 2005 წლის 5 იანვრის ¹23-კ ბრძანება იმ მოტივით, რომ ბრძანების გამოცემისას დარღვეულ იქნა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა მოსარჩელისათვის სხვა თანამდებობის შეთავაზების შესახებ, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის მოთხოვნის მიუხედავად, ი. ხ-ი არ აღადგინა სამუშაოზე. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ ვაკანსიის არარსებობის გამო შეუძლებელია ი. ხ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილება, არასწორია და მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ფაქტობრივად აღიარა ი. ხ-ის გათავისუფლებისას დარღვევების არსებობა და მისი არაკანონიერება, მაგრამ სრულიად უსაფუძვლო მოტივით, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა უგულვებელყოფით, მოსარჩელეს შეუზღუდა დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, რაც წარმოადგენდა სარჩელის მიზანს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, რის გამოც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რადგან საქმის გარემოებები დადგენილია სააპელაციო სასამართლოს მიერ და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს იმის თაობაზე, რომ ი. ხ-ი მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “ჩრდილოეთის” საფინანსო-საბუღალტრო განყოფილებაში ...ის თანამდებობაზე; საბაჟო სისტემაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, საბაჟო დეპარტამენტის ოთხი რეგიონალური საბაჟოს ნაცვლად, ჩამოყალიბდა ორი რეგიონალური საბაჟო _ “აღმოსავლეთი” და “დასავლეთი”, რასაც მოჰყვა შტატების შემცირება, რომლის დროსაც რეგიონალური საბაჟო “აღმოსავლეთის” საფინანსო-საბუღალტრო განყოფილებაში შენარჩუნებულ იქნა ...ის თანამდებობა. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ ი. ხ-ის სამუშაოდან გათავისუფლებისას ადმინისტრაციას ჰქონდა შესაძლებლობა, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, მისთვის შეეთავაზებინა სხვა თანამდებობა, შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლით განსაზღვრული, სამუშაოზე უპირატესი დარჩენის უფლების გათვალისწინებით.

ამდენად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ი. ხ-ი “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის შესაბამისად, ექვემდებარება სამუშაოზე აღდგენას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი შეიცავს დასაბუთებულ პრეტენზიას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობის შესახებ, რის გამოც ი. ხ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, გაუქმდეს გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება; ი. ხ-ისათვის სამუშაოზე აღდგენის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და საკასაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ი. ხ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და იგი აღდგენილ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “აღმოსავლეთის” საფინანსო-საბუღალტრო განყოფილებაში ...ის თანამდებობაზე .

საკასაციო სასასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის საფუძველზე თვლის, რომ მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1, 390-ე, 399-ე, 408.3, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ი. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება ი. ხ-ისათვის სამუშაოზე აღდგენის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და საკასაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ი. ხ-ის სასარჩელო მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის ნაწილში დაკმაყოფილდეს;

4. ი. ხ-ი აღდგენილ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “აღმოსავლეთის” საფინანსო-საბუღალტრო განყოფილებაში ...-ის თანამდებობაზე;

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.