Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №881აპ-23 თბილისი

ა-ი ე., 881აპ-23 20 თებერვალი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

სხდომის მდივან კონსტანტინე თოდრიას

პროკურორების – დავით ხვედელიძისა და ანი ჩუბინაშვილის

ადვოკატების – დ. ჯ-ისა და ნ. ჩ-ის

მსჯავრდებულ ე. ა-ის

თარჯიმან ნ. გ-ის

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა მსჯავრდებულ ე. ა-ის ადვოკატების, ნ. ჩ-ისა და ნ. მ-ის, საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განაჩენზე და თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ჩუბინაშვილის შუამდგომლობა მსჯავრდებულ ე. ა-ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით ე. ა-ი, - (პირადი №-----------), ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენით მისთვის დადგენილი პირობითი მსჯავრი. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე. ა-ს განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავებიდან – 2022 წლის 6 ოქტომბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადად ჩაეთვალა პატიმრობის დრო – 2021 წლის პირველი დეკემბრიდან იმავე წლის 4 დეკემბრის ჩათვლით. ე. ა-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

2. განაჩენის მიხედვით, ე. ა-ს მსჯავრად დაედო ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგით: 2021 წლის პირველ დეკემბერს, დაახლოებით, 22:01 საათზე, თ-. დ-ში, შ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ე. ა-ი უკანონოდ ინახავდა მის მიერ უკანონოდ შეძენილ და ერთჯერად სამედიცინო შპრიცში მოთავსებულ, ახალ ფსიქოაქტიური ნივთიერებების კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიკუთვნებულ, „ADB-BUTINACA-სა“ და „5 Fluoro-MDMB-PICA-ს“ შემცველ, 3.26 მლ სითხეს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ე. ა-მა და მისმა ადვოკატებმა – ნ. ჩ-ემ და ნ-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ე. ა-ის გამართლება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა 2023 წლის 6 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ე. ა-ის ადვოკატებმა – ნ. ჩ-ემ და ნ-მა, რომლებიც ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ე. ა-ის გამართლებას.

6. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორები, მარიანა ონიანი და გვანცა გვიმრაძე, საკასაციო საჩივრების შესაგებლებით ითხოვენ, რომ სასამართლომ დაუშვებლად ცნოს მსჯავრდებულის ადვოკატების საჩივრები, ხოლო დაშვების შემთხვევაში, არ დააკმაყოფილოს და უცვლელად დატოვოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განაჩენი.

7. 2024 წლის 9 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, ანი ჩუბინაშვილმა, მომართა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობით, რომლითაც ითხოვს მასა და მსჯავრდებულ ე. ა-ს შორის 2024 წლის 25 იანვარს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას შემდეგი პირობით: ე. ა-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მისთვის დადგენილი პირობითი მსჯავრი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის, 5 წლით თავისუფლების აღკვეთის, მოუხდელი ნაწილიდან 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე. ა-ს განესაზღვროს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი და 6 თვე, ჩაეთვალოს პირობით, ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

8. საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობისა და საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე ოქმის თანახმად, პროკურორმა გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა ე. ა-მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ნებაყოფლობით მიმართა პროკურატურას განცხადებით და თანხმობა განაცხადა ბრალის აღიარებით, სასჯელზე შეთანხმებით საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ და 2024 წლის 25 იანვარს, საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, მასა და მსჯავრდებულ ე. ა-ს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ე. ა-ის ადვოკატების, ნ. ჩ-ისა და ნ-----------–-–---–ის, საკასაციო საჩივრები დაშვებულ იქნა განსახილველად და საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა დაინიშნა 2024 წლის 20 თებერვალს, 14:00 საათზე.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 თებერვლის სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე: თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილე დავით ხვედელიძემ, ამავე პროკურატურის პროკურორმა ანი ჩუბინაშვილმა, მსჯავრდებულმა ე. ა-მა და მისმა ადვოკატებმა – დ. ჯ-ემ და ნ. ჩ-ემ.

11. ამასთან, მსჯავრდებულმა ე. ა-მა და მისმა ადვოკატებმა – დ. ჯ-ემ და ნ. ჩ-ემ ითხოვეს, რომ სასამართლომ არ განიხილოს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. ა-ის მიმართ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ჩუბინაშვილსა და მსჯავრდებულ ე. ა-ს შორის დადებული საპროცესო უნდა დამტკიცდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე, კანონის მოთხოვნათა დაცვით, განიხილა პროკურორის შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ ბრალდება დასაბუთებულია და საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით: საგამოძიებო მოქმედებების ოქმებით; ექსპერტიზების დასკვნებით; მოწმეთა ჩვენებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, დასტურდება ე. ა-ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა.

3. საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულ ე. ა-ის მიმართ არ ყოფილა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა ან რაიმე უკანონო დაპირება; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება. საკასაციო პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე. მსჯავრდებული ე. ა-ი ასევე აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ გაითვალისწინოს შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.

4. მსჯავრდებულისთვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები; მისთვის ასევე ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.

5. ამავე დროს, პალატა აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

6. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ჩუბინაშვილის შუამდგომლობა, მასა და მსჯავრდებულ ე. ა-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

7. ამასთან, მსჯავრდებულ ე. ა-ის ადვოკატების, ნ. ჩ-ისა და ნ-ის, საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განაჩენზე არ უნდა იქნეს განხილული, დაცვის მხარის მიერ საჩივრების უკან გათხოვნის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-215-ე მუხლებით, 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ე. ა-ის ადვოკატების, ნ. ჩ-ისა და ნ. ჩ-ის, საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განაჩენზე არ იქნეს განხილული, დაცვის მხარის მიერ საჩივრების უკან გათხოვნის გამო;

2. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ჩუბინაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

3. დამტკიცდეს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ჩუბინაშვილსა და მსჯავრდებულ ე. ა-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

· ე. ა-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით ე. ა-ისათვის დადგენილი პირობითი მსჯავრი;

· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის, 5 წლით თავისუფლების აღკვეთის, მოუხდელი ნაწილიდან 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე. ა-ს განესაზღვროს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი და 6 თვე, ჩაეთვალოს პირობით, ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით;

· ე. ა-ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის მოხდა აეთვალოს დაკავებიდან – 2022 წლის 6 ოქტომბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადად ჩაეთვალოს პატიმრობის დრო – 2021 წლის პირველი დეკემბრიდან იმავე წლის 4 დეკემბრის ჩათვლით;

· ცნობად იქნეს მიღებული, რომ ე. ა-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, გირაო, გაუქმებულია და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა – 5000 ლარი;

· ე. ა-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები;

· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლისა და „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულ ე. ა-ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

5. ნივთიერი მტკიცებულებები: ე. ა-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით:--, რომელიც ინახება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს მე-8 სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს; ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, საკვლევი ობიექტიდან აღებული ანაწმენდები და ბიოლოგიური მასალის ნიმუში განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე