Facebook Twitter

საქმე # 820100123007084942

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

N232აპ-23 29 თებერვალი, 2024 წელი

ქ-ძე გ, 232აპ-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ქ-ს განცხადება, რომლითაც შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ოქტომბრის განაჩენზე.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 21 აპრილის განაჩენით გ. ქ-ძე, - დაბადებული ... წლის ... ივლისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

1.1. გაუქმდა გ. ქ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

1.2. გ. ქ-ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდილ ვადაში უნდა ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2023 წლის 16 თებერვლიდან იმავე წლის 21 აპრილის ჩათვლით.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 21 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

2.1. გ. ქ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2.2. გ. ქ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2023 წლის 16 თებერვლიდან იმავე წლის 21 აპრილის ჩათვლით.

3. გ. ქ-ძე დააკავეს 2023 წლის 28 ოქტომბერს.

4. კასატორმა - მსჯავრდებულმა გ. ქ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით.

5. 2024 წლის 24 იანვარს მსჯავრდებულმა გ. ქ-მ იშუამდგომლა - არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი და ითხოვა საჩივრის განუხილველად დატოვება.

6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება; ამასთან, საჩივრის განმეორებით შეტანა არის დაუშვებელი.

7. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, მსჯავრდებულ გ. ქ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.

8. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ქ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნეს განხილული მსჯავრდებულის მიერ საჩივრის უკან გათხოვის გამო;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი