საქმე # 330100123007204774
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1290აპ-23 ქ. თბილისი
ვ-ე-ა-ი ლ, 1290აპ-23 29 თებერვალი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ვ-ძე-ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ფ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 ივნისის განაჩენით:
1.1. ლ. ვ-ძე-ა-ი, - დაბადებული ... წლის ... იანვარს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
1.2. ლ. ვ-ძე-ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ფ. გ-ის ეპიზოდი) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (რ. ბ-ის ეპიზოდი) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გ. ნ-ის ეპიზოდი) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ე. ბ-ის ეპიზოდი) - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ. გ-ს ეპიზოდი) - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ. ე-ის ეპიზოდი) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ს. ტ-ის ეპიზოდი) - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გ. ა-ს ეპიზოდი) - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ. ო-ის ეპიზოდი) - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ა. ჰ-ის ეპიზოდი) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ბ. ა-ის ეპიზოდი) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ხ. გ-ის ეპიზოდი) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ა. ს-ის ეპიზოდი) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (უ. გ-ის ეპიზოდი) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ა. ვ-ს ეპიზოდი) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ე. ბ-ის ეპიზოდი) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ე. პ-ის ეპიზოდი) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ე. გ-ის ეპიზოდი) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ. გ-ას ეპიზოდი) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ფ. გ-ას ეპიზოდი) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გ. გ-ას ეპიზოდი) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ე. გ-ას ეპიზოდი) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ა. ა-ის ეპიზოდი) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ი. მ-ას ეპიზოდი) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ი. ი-ის ეპიზოდი) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ. გ-ის ეპიზოდი) -4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ვ. ა-ს ეპიზოდი) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ. გ-ს ეპიზოდი) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (რ. ა-ს ეპიზოდი) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (რ. მ-ის ეპიზოდი) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ი. გ-ის ეპიზოდი) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შ. ა-ს ეპიზოდი) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ. გ-ს ეპიზოდი) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გ. მ-ას ეპიზოდი) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ლ. მ-ას ეპიზოდი) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ა. ი-ს ეპიზოდი) - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ. ა-ას ეპიზოდი) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ა. ხ-ას ეპიზოდი) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ფ. ა-ს ეპიზოდი) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ. ბ-ას ეპიზოდი) - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ტ. ა-ას ეპიზოდი) - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (კ. კ-ის ეპიზოდი) - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (ე. გ-ას ეპიზოდი) – 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ფ. მ-ის ეპიზოდი) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყ. შ-ს ეპიზოდი) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (რ. მ-ის ეპიზოდი) - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ა. ვ-ის ეპიზოდი) – 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გ. ა-ის ეპიზოდი) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ვ. ა-ის ეპიზოდი) – 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ. შ-ას ეპიზოდი) - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ე. ს-ის ეპიზოდი) - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ტ. დ-ის ეპიზოდი) - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ს. გ-ის ეპიზოდი) - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ს. გ-ს ეპიზოდი) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ. ნ-ის ეპიზოდი) - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ს-ის“ ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შ. გ-ის ეპიზოდი) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ. ჯ-ის ეპიზოდი) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - (2023 წლის 21 იანვრამდე ეპიზოდი) - ჯარიმა 4000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - (2021 წლის მარტის ეპიზოდი) - ჯარიმა 4000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - (2021 წლის მარტის მეორე ეპიზოდი) - ჯარიმა 4000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - (2021 წლის 14 ივნისის ეპიზოდი) - ჯარიმა 4000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - (2021 წლის 19 ივნისის ეპიზოდი) - ჯარიმა 4000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - (2021 წლის 21 ივნისის ეპიზოდი) - ჯარიმა 4000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - (2021 წლის 29 ივნისის ეპიზოდი) - ჯარიმა 4000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - (2022 წლის იანვრის ბოლოს ეპიზოდი) - ჯარიმა 4000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - (2021 წლის სექტემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 4000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - (2020 წლის ზაფხულის ეპიზოდი) - ჯარიმა 4000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - (2020 წლის 5 ივნისის ეპიზოდი) - ჯარიმა 4000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - (2020 წლის სექტემბერის ეპიზოდი) - ჯარიმა 4000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - (2021 წლის მარტის ეპიზოდი) - ჯარიმა 4000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - (2022 წლის თებერვლის ეპიზოდი) - ჯარიმა 4000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ. ბ-ას ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი ეპიზოდებისათვის დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. ვ-ძე-ა-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 21 იანვრიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ვ-ძე-ა-მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (39 ეპიზოდი); თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია (16 ეპიზოდი); თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, ჩადენილი არაერთგზის (ორი ეპიზოდი); ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, მაშინ როდესაც სახეზე არ არის სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია; ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა და გასაღება (14 ეპიზოდი), თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2022 წლის სექტემბერში ფ. გ-ს შვილი - გ. გ-ი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდგომ მიღებული ქულებით ჩაირიცხა ქ. გ-ს უნივერსიტეტში. ფ. გ-მა მ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ში მცხოვრები რ .ბ-ნ გაიგო, რომ ვინმე ლ. ვ-ძე- ა-ის დახმარებით შესაძლებელი იყო გ. გ-ის გ-ის უნივერსიტეტიდან თბილისის უნივერსიტეტში გადმოყვანა. ზემოაღნიშნული საკითხის მოგვარების მიზნით, 2022 წლის 19 სექტემბერს, ფ. გ-ი, გ. გ-ან და რ. ბ-ან ერთად, თ-ში, ს-ოს ქ. №..-ში მდებარე საქართველოს იუსტიციის სახლში შეხვდა ლ. ვ-ე-ა-ს. მან ფ. გ-ს ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით მოატყუა იგი, კერძოდ, უთხრა, რომ თითქოს იყო თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანი და შეეძლო, 5000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, გ. გ-ს ამავე უნივერსიტეტში სტუდენტად ჩარიცხვა. რეალურად ლ. ვ-ე-ა-ი საერთოდ არ იკავებდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში რაიმე თანამდებობას, ასევე არ ჰქონდა არც უფლება და არც შესაძლებლობა, გ. გ-ი თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუდენტად ჩაერიცხა. ფ. გ-ი ენდო ლ. ვ-ძე-ა-ს და დასთანხმდა მის შემოთავაზებას. იმავე დღეს, ლ. ვ-ძე-ა-ის მითითებით, გ. გ-მა თბილისის იუსტიციის სახლში წარადგინა განაცხადი - თითქოსდა, მოთხოვნა - გორის უნივერსიტეტიდან თბილისის უნივერსიტეტში გადმოყვანის შესახებ, ხოლო ფ. გ-მა ლ. ვ-ძე- ა-ს იუსტიციის სახლის წინა მიმდებარე ტერიტორიაზე, მომსახურების საფასურის სანაცვლოდ, ხელზე გადასცა 5000 ლარი, რასაც მსჯავრდებული დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ.
· 2022 წლის 6 ოქტომბერს ლ. ვ-ძე-ა-მა მოატყუა ფ. გ-ი და გ. გ-ი, რომ, თითქოს, თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად და ლექციებზე დისტანციურ რეჟიმში დასასწრებად აუცილებელი იყო ლეპტოპის ყიდვა, რაც რეალურად ღირდა 4800 ლარი, მაგრამ გ. გ-ს, როგორც სტუდენტს, შეაძენინებდა 1000 ლარად. იმავე დღეს, ფ. გ-მა, ლ. ვ-ძე-ა-ის მითითებით, მ. კ-ის პირად ნომერზე ... ს-ის ანგარიშზე ჩარიცხა ლეპტოპის თანხა - 1000 ლარი. რეალურად კი, ლ. ვ-ძე-ა-ი არანაირი ლეპტოპის ყიდვას არ გეგმავდა, მითუმეტეს, მის მიერ დასახელებული სტუდენტური პროგრამა საერთოდ არ არსებობდა. მიღებულ ფულად თანხას - 1000 ლარს ლ. ვ-ძე-ა-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ.
· 2022 წლის ოქტომბერში ლ. ვ-ძე-ა-მა მოატყუა ფ. გ-ი და გ. გ-ი, რომ თითქოს თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად აუცილებელი იყო წიგნების შეძენა, რისთვისაც გ. გ-ს მოსთხოვა 150 ლარი, რაც მან გადასცა ნაწილ-ნაწილ, კერძოდ, 100 ლარი - საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ხოლო 50 ლარი - თბილისის იუსტიციის სახლში. რეალურად კი, ლ. ვ-ე-ა-ს გ. გ-ის არანაირი წიგნები არ გადაუცია, მიღებულ ფულად თანხას - 150 ლარს კი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ. ლ. ვ-ძე-ა-ის ქმედების შედეგად ფ. გ-ს ჯამში მიადგა 6150 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
· 2022 წელს რ. ბ-ის შვილმა - ა. ბ-მ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად ვერ მიიღო საკმარისი ქულები და ვერ ჩაირიცხა რომელიმე უნივერსიტეტში. 2022 წლის აგვისტოში, რ. ბ-მა გაიგო, რომ ვინმე ლ. ვ-ე-ა-ის დახმარებით შესაძლებელი იყო ა. ბ-ას უნივერსიტეტში ჩარიცხვა. ზემოაღნიშნული საკითხის გარკვევის მიზნით, იმავე პერიოდში, რ. ბ-ი დაუკავშირდა ლ. ვ-ძე-ა-ს. მან ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით მოატყუა რ. ბ-ი, კერძოდ, უთხრა, რომ თითქოს იყო თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანი და შეეძლო, 5000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, ა. ბ-ას ამავე უნივერსიტეტში სტუდენტად ჩარიცხვა. რეალურად კი, ლ. ვ-ძე-ა-ი საერთოდ არ იკავებდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში არანაირ თანამდებობას, ასევე არ ჰქონდა არც უფლება და არც შესაძლებლობა ვინმე თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტად ჩაერიცხა. რ. ბ-ი ენდო ლ. ვ-ე-ა-ს და დასთანხმდა მის შემოთავაზებას. იმავე დღეს, ლ. ვ-ე- ა-ის მითითებით, ა. ბ-მა იუსტიციის სახლში წარადგინა განაცხადი, თითქოსდა მოთხოვნა სტუდენტური ბარათის მიღების შესახებ, რეალურად კი, მსგავსი განაცხადი არც წარდგენილა. რ. ბ-მა ლ. ვ-ძე-ა-ს იუსტიციის სახლის წინა მიმდებარე ტერიტორიაზე, მომსახურების საფასურის სანაცვლოდ, ხელზე გადასცა 1500 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხიდან 3400 ლარი, ლ. ვ-ძე-ა-ის მითითებით, ჩარიცხა მ. კ-ის პირად ნომერზე №... ს-ის ანგარიშზე. მიღებულ ფულად თანხებს ლ. ვ-ძე-ა-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ.
· 2022 წლის სექტემბერში, ლ. ვ-ძე-ა-ი შეხვდა რ. ბ-ს თ-ში, ს-ოს ქუჩის N..-ში მდებარე იუსტიციის სახლის წინა მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მისი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, მოატყუა რ. ბ-ი, კერძოდ, უთხრა, რომ არსებული სტუდენტური პროგრამის ფარგლებში, მის შვილს - ა. ბ-ას 5000 ლარის გადახდის სანაცვლოდ თ-ში გადასცემდნენ ბინას. რეალურად კი, ლ. ვ-ძე- ა-ი არანაირი ბინის ყიდვას არ გეგმავდა, მით უმეტეს, მის მიერ დასახელებული სტუდენტური პროგრამა საერთოდ არ არსებობდა. რ. ბ-ი ენდო ლ. ვ-ე-ა-ს და დასთანხმდა მის შემოთავაზებას, რის შემდეგაც, 2022 წლის სექტემბერში, რ. ბ-მა ბინის საფასური 2500 ლარი ლ. ვ-ძე- ა-ს გადასცა მ-ში, ხოლო დარჩენილი 2500 ლარი - თბილისის იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მიღებულ ფულად თანხებს ლ. ვ-ძე-ა-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ. ჯამურად ლ. ვ-ძე-ა-ი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა რ. ბ-ის კუთვნილ ფულად თანხას - 9900 ლარს. ლ. ვ-ე-ა-ის ქმედების შედეგად რ. ბ-ს სულ მიადგა 9900 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
· 2022 წლის სექტემბერში, ლ. ვ-ე-ა-მა, გ. ნ-ის ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, მოატყუა იგი, კერძოდ, უთხრა, რომ თითქოს იყო თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანი და შეეძლო 2000 ლარის გადახდის სანაცვლოდ გ. ნ-ის ამავე უნივერსიტეტში მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტად ჩარიცხვა. რეალურად კი, ლ. ვ-ე-ა-ი საერთოდ არ იკავებდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში რაიმე თანამდებობას, მას არ ჰქონდა უფლება და შესაძლებლობა, ვინმე თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტად ჩაერიცხა. გ. ნ-ი ენდო ლ. ვ-ე-ა-ს და დასთანხმდა მის შემოთავაზებას, რის შემდეგაც, 2022 წლის სექტემბერში, გ. ნ-მა ლ. ვ-ძე-ა-ს ქ. თ-ში, ს-ოს ქ. N..-ში მდებარე თბილისის იუსტიციის სახლის წინამიმდებარე ტერიტორიაზე, მომსახურების საფასურის სანაცვლოდ, ხელზე გადასცა 1000 ლარი, ხოლო დარჩენილი 1000 ლარი, ლ. ვ-ძე-ა-ის მითითებით, ჩარიცხა მ. კ-ის პირად ნომერზე .. ს-ის ანგარიშზე. მიღებულ ფულად თანხას - 2000 ლარს ლ. ვ-ძე-ა-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ. ლ. ვ-ე-ა-ის ქმედების შედეგად გ. ნ-ს მიადგა 2000 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
· 2019 წელს ე. ბ-ის შვილმა - ს. ბ-მ ვერ ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და შესაბამისად, ვერ ჩაირიცხა ვერცერთ უნივერსიტეტში. 2019 წლის აგვისტოში ე. ბ-მა გაიგო, რომ ვინმე ლ. ვ-ძე-ა-ის დახმარებით შესაძლებელი იყო ს. ბ-ს უნივერსიტეტში ჩარიცხვა. ლ. ვ-ძე-ა-მა, ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, მოატყუა ე. ბ-ი, მისი მეუღლე ე. ი-ა და ს. ბ-ა, კერძოდ, უთხრა მათ, რომ, თითქოს, იყო თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანი და შეეძლო 3000 ლარის გადახდის სანაცვლოდ ს. ბ-ს ამავე უნივერსიტეტში სტუდენტად ჩარიცხვა. რეალურად კი, ლ. ვ-ე-ა-ი საერთოდ არ იკავებდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში რაიმე თანამდებობას, მას არ ჰქონდა უფლება და შესაძლებლობა, ვინმე თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტად ჩაერიცხა. ე. ბ-ი ენდო ლ. ვ-ძე-ა-ს და დასთანხმდა მის შემოთავაზებას, რის შემდეგაც ე. ი-ამ ლ. ვ-ძე-ა-ს თ-ში, ს-ოს ქუჩის №..-ში მდებარე თბილისის იუსტიციის სახლის წინა მიმდებარე ტერიტორიაზე მომსახურების საფასურის სანაცვლოდ ხელზე გადასცა 3000 ლარი. გარდა ამისა, ლ. ვ-ძე-ა-მა ს. ბ-ს მოსთხოვა თითქოსდა გამოცდის ჩასაბარებელი ფული - 150 ლარი, რაც ს. ბ-მ ლ. ვ-ძე-ა-ს გადასცა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. მიღებულ ფულად თანხას - 3150 ლარს ლ. ვ-ძე-ა-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ.
· 2021 წლის ნოემბერში, ლ. ვ-ძე-ა-მა, ე. ბ-ის ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, მოატყუა იგი, კერძოდ, უთხრა, რომ არსებული სტუდენტური პროგრამის ფარგლებში მის შვილს - ს. ბ-ას 5000 ლარის გადახდის სანაცვლოდ თ-ში გადასცემდნენ ბინას. რეალურად კი, ლ. ვ-ე-ა-ი არანაირი ბინის ყიდვას არ გეგმავდა, მით უმეტეს, მის მიერ დასახელებული სტუდენტური პროგრამა საერთოდ არ არსებობდა. ე. ბ-ი ენდო ლ. ვ-ე-ა-ს და დასთანხმდა მის შემოთავაზებას, რის შემდეგაც ე. ბ-მა ბინის საფასური 5000 ლარი მარნეულში, ლ. ვ-ძე-ა-ზე გადასაცემად, გადასცა გ. ა-ს, ხოლო თავის მხრივ, მან გადასცა ლ. ვ-ძე-ა-ს. მიღებულ ფულად თანხას - 5000 ლარს ლ. ვ-ძე-ა-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ.
· 2022 წლის იანვარში, ლ. ვ-ძე-ა-მა, ე. ბ-ის ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, მოატყუა იგი, კერძოდ უთხრა, რომ არსებული სტუდენტური პროგრამის ფარგლებში მის შვილს - ს. ბ-ას 7000 ლარის გადახდის სანაცვლოდ თ-ში გადასცემდნენ ბინას. რეალურად კი, ლ. ვ-ძე-ა-ი არანაირი ბინის ყიდვას არ გეგმავდა, მითუმეტეს, მის მიერ დასახელებული სტუდენტური პროგრამა საერთოდ არ არსებობდა. ე. ბ-ი ენდო ლ. ვ-ძე-ა-ს და დასთანხმდა მის შემოთავაზებას, რის შემდეგაც 2022 წლის 24 იანვარს, ე. ბ-ს მეუღლემ - ე. ი-მ ბინის საფასური - 7000 ლარი, ლ. ვ-ე-ა-ის მითითებით, გადარიცხა ა. ს-ის ს-ის ანგარიშზე.
· 2022 წლის ოქტომბერში, ლ. ვ-ე-ა-ის მითითებით ს. ბ-მ მ-ის იუსტიციის სახლში წარადგინა განაცხადი, თითქოსდა მოთხოვნა უძრავი ქონების მიღების თაობაზე, რეალურად კი, ს. ბ-ას მსგავსი სახის განაცხადი არ წარუდგენია. იმავე პერიოდში, ლ. ვ-ძე-ა-მა თითქოსდა უძრავი ქონების გადაფორმების დაჩქარების მიზნით, ე. ბ-ს დამატებით მოსთხოვა 700 ლარი და 2022 წლის 11 ოქტომბერს ჩაარიცხინა დ. ზ-ის ს-ის ანგარიშზე პირადი ნომრით .... მიღებულ ფულად თანხას - 7700 ლარს ლ. ვ-ძე-ა-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ. ჯამში, მსჯავრდებული მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ე. ბ-ის კუთვნილ ფულად თანხას - 15850 ლარს. ლ. ვ-ძე-ა-ის ქმედების შედეგად, ე. ბ-ს სულ მიადგა 15850 ლარის, დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი.
· 2021 წლის ნოემბერში, ლ. ვ-ძე-ა-მა, ნ. გ-ს ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, მოატყუა იგი, კერძოდ უთხრა, რომ არსებული სტუდენტური პროგრამის ფარგლებში, მის შვილს - ს. გ-ას 7800 ლარის გადახდის სანაცვლოდ თ-ში გადასცემდნენ ბინას. რეალურად კი, ლ. ვ-ძე-ა-ი არანაირი ბინის ყიდვას არ გეგმავდა, მითუმეტეს, მის მიერ დასახელებული სტუდენტური პროგრამა საერთოდ არ არსებობდა. ნ. გ-ი ენდო ლ. ვ-ძე-ა-ს და დასთანხმდა მის შემოთავაზებას, რის შემდეგაც ნ. გ-მა ბინის საფასურის ნაწილი ლ. ვ-ე-ა-ზე გადასაცემად გადაურიცხა გ. ა-ს, თავის მხრივ მან ფულადი თანხა გადასცა ლ. ვ-ძე-ა-ს, ფულადი თანხის მეორე ნაწილი კი, ნ. გ-მა ლ. ვ-ძე-ა-ის მითითებით ჩარიცხა ა. ს-ის (პ/ნ) ს-ის ანგარიშზე. მიღებულ ფულად თანხას - 7800 ლარს ლ. ვ-ძე-ა-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ.
· იმავე პერიოდში, ანალოგიური სქემის გამოყენებით, ლ. ვ-ე-ა-მა მოატყუა ნ. გ-ი, თითქოსდა, მსგავსი ფორმით შესაძლებელი იყო მეორე ბინის შეძენაც, სანაცვლოდ კი, მოითხოვა 6000 ლარის გადახდა. ნ. გ-ი ენდო ლ. ვ-ე-ა-ს და დასთანხმდა მის შემოთავაზებას, რის შემდეგაც ბინის საფასური - 6000 ლარი ლ. ვ-ძე-ა-ზე გადასაცემად გადაურიცხა გ. ა-ს. თავის მხრივ, მან ლ. ვ-ე-ა-ს გადასცა ფულადი თანხა, რომელსაც იგი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ. მსჯავრდებული ჯამში, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ნ. გ-ის კუთვნილ ფულად თანხას 13800 ლარს, რის შემდეგადაც ნ. გ-ვს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
· 2020 წელს მ. ე-ი ჩაირიცხა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში. 2021 წლის დეკემბერში, ქ. -ში, ს-ოს ქ. N..-ში მდებარე თბილისის იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მ. ე-ი შეხვდა ლ. ვ-ძე-ა-ს, რომელმაც მ. ე-ის ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, მოატყუა იგი, კერძოდ, უთხრა, რომ იყო თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი და შეეძლო, არსებული სტუდენტური პროგრამის ფარგლებში, 5000 ლარის გადახდის სანაცვლოდ თ-ში მისთვის ბინის გადაცემა. რეალურად კი, ლ. ვ-ძე-ა-ი საერთოდ არ იკავებდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში რაიმე თანამდებობას, ამასთან, არანაირი ბინის ყიდვას არ გეგმავდა, მითუმეტეს, მის მიერ დასახელებული სტუდენტური პროგრამა საერთოდ არ არსებობდა. მ. ე-ი ენდო ლ. ვ-ე-ა-ს და დაათანხმდა მის შემოთავაზებას, რის შემდეგაც მ. ე-მა ბინის საფასურის ნაწილი - 2000 ლარი ლ. ვ-ძე-ა-ზე გადასაცემად გადასცა გ. ა-ს, თავის მხრივ ამ უკანასკნელმა ფულადი თანხა გადასცა ლ. ვ-ს, ფულადი თანხის მეორე ნაწილი - 3000 ლარი კი, ლ. ვ-ძე-ა-ის მითითებით ჩარიცხა ა. ს-ის (პ/ნ:) ს-ს ანგარიშზე. მიღებულ ფულად თანხას - 5000 ლარს ლ. ვ-ძე-ა-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ. ლ. ვ-ე-ა-ი ჯამურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა მ. ე-ის კუთვნილ ფულად თანხას - 5000 ლარს, რის შედეგადაც მას მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
· 2021 წელს ს. ტ-ი ჩაირიცხა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში მოსამზადებელ ფაკულტეტზე. 2022 წლის იანვარში, ლ. ვ-ე-ა-მა, ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, მოატყუა ს. ტ-ვი და მამამისი - ე. ტ-ვი, კერძოდ, უთხრა, რომ იყო თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი და შეეძლო, არსებული სტუდენტური პროგრამის ფარგლებში, 11000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, მათთვის თ-ში ბინის გადაცემა. რეალურად კი, ლ. ვ-ძე-ა-ი საერთოდ არ იკავებდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში რაიმე თანამდებობას, ამასთან, არანაირი ბინის ყიდვას არ გეგმავდა, მით უმეტეს, მის მიერ დასახელებული სტუდენტური პროგრამა საერთოდ არ არსებობდა. ს. ტ-ი ენდო ლ. ვ-ძე-ა-ს და დათანხმდა მის შემოთავაზებას, რის შემდეგაც ე. ტ-მა ბინის საფასურის ნაწილი - 3000 ლარი ლ. ვ-ე-ა-ზე გადასაცემად ჩაურიცხა, ხოლო მეორე ნაწილი 8 000 ლარი ხელზე გადასცა გ. ა-ს, თავის მხრივ, მან ფულადი თანხა - 11000 ლარი გადასცა ლ. ვ-ე-ა-ს, რასაც ეს უკანასკნელი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ. მსჯავრდებული ჯამში, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ს. ტ-ის კუთვნილ ფულად თანხას 11000 ლარს, რის შედეგადაც ს. ტ-ს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
· 2019 წელს გ. ა-ის შვილმა, ა. ა-მა, ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფასიან სექტორზე. იმავე წელს ლ. ვ-ე-ა-მა, გ. ა-ის ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, მოატყუა ეს უკანასკნელი, კერძოდ, უთხრა, რომ თითქოს იყო თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანი და შეეძლო 5000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, მისი შვილის - ა. ა-ის ფასიანი სექტორიდან უფასო სექტორზე გადაყვანა. რეალურად კი, ლ. ვ-ე-ა-ი საერთოდ არ იკავებდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში რაიმე თანამდებობას, მას არ ჰქონდა უფლება და შესაძლებლობა, ვინმე თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტის ფასიანი სექტორიდან უფასო სექტორზე გადმოეყვანა. გ. ა-ი ენდო ლ. ვ-ე-ა-ს და დასთანხმდა მის შემოთავაზებას, რის შემდეგაც, 2019 წლის სექტემბერში, გ. ა-მა ლ. ვ-ძე- ა-ს ქ.რ-ში, შ-ას ქუჩაზე, მომსახურების საფასურის სანაცვლოდ ხელზე გადასცა 5000 ლარი. მიღებულ ფულად თანხას - 5000 ლარს ლ. ვ-ძე-ა-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო ა. ა-ს ფასიანი სექტორიდან უფასო სექტორში გადმოყვანას ადგილი არ ჰქონია.
· 2021 წლის ნოემბერში ლ. ვ-ე-ა-მა, გ. ა-ის ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, მოატყუა იგი, კერძოდ, უთხრა, რომ არსებული სტუდენტური პროგრამის ფარგლებში მის შვილს - ა. ა-ს 7800 ლარის გადახდის სანაცვლოდ თ-ში გადასცემდნენ ბინას. რეალურად კი, ლ. ვ-ძე-ა-ი არანაირი ბინის ყიდვას არ გეგმავდა, მით უმეტეს, მის მიერ დასახელებული სტუდენტური პროგრამა საერთოდ არ არსებობდა. გ. ა-ი ენდო ლ. ვ-ძე-ა-ს და დათანხმდა მის შემოთავაზებას, რის შემდეგაც გ. ა-მა თბილისის იუსტიციის სახლში ლ. ვ-ძე-ა-ს გადასცა ფულადი თანხა 7800 ლარი, რასაც იგი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ. იმავე პერიოდში, ანალოგიური სქემის გამოყენებით, თითქოსდა მეორე ბინის შეძენის მიზნით ლ. ვ-ძე-ა-ი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა გ. ა-ის კუთვნილ ფულად თანხას 5000 ლარს, ხოლო 2022 წლის 9 იანვარს, თითქოსდა მესამე ბინის შესაძენად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა გ. ა-ის კუთვნილ ფულად თანხას - 7800 ლარს. ყველა ზემოაღნიშნული ქმედებით ლ. ვ-ძე-ა-მა მოიპოვა გ. ა-ს ნდობა.
· 2022 წლის 17 თებერვალს, ლ. ვ-ძე-ა-მა, გ. ა-ის ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, მოატყუა იგი, კერძოდ უთხრა, რომ შესაძლებელი იყო პატრულის ნახმარი „შკოდას“ მარკის ავტომანქანების შეძენა 5000 ლარად. რეალურად კი, ლ. ვ-ძე-აბ-ი არ აპირებდა გ. ა-ის რაიმე მანქანის მიყიდვას ან ყიდვის დაორგანიზებას. გ. ა-ი ენდო ლ. ვ-ს და დასთანხმდა მის შემოთავაზებას, რის შემდეგაც 2022 წლის 17 თებერვალს, თბილისის საჯარო რეესტრში ლ. ვ-ე-ა-ს ხელზე გადასცა 3000 ლარი, ხოლო რ-ში დამატებით გადასცა 2000 ლარი. იმავე პერიოდში, ლ. ვ-ძე-ა-მა, თითქოსდა საბუთების სათარგმნად, გ. ა-ს დამატებით მოსთხოვა 250 ლარი, რაც ჩაარიცხინა ფ. ა-ის ს-ის ანგარიშზე - ანგარიშის ნომრით ....... გარდა ამისა, თითქოსდა მანქანის საბუთებისთვის, დამატებით გამოართვა 800 ლარი, ბინების გადაფორმების დაჩქარებისთვის გადაარიცხინა 320 ლარი, ხოლო დოკუმენტაციის დაჩქარების მიზნით ნ. ჩ-ის ს-ის ანგარიშზე - ანგარიშის ნომრით ...... ჩაარიცხინა 80 ლარი. რეალურად კი, არც ბინები შეუძენია და არც მანქანები გადაუფორმებია. გ. ა-ნ მიღებულ ფულად თანხას - 32050 ლარს ლ. ვ-ძე-ა-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ. მსჯავრდებულის ქმედების შედეგად გ. ა-ს ჯამურად მიადგა 32050 ლარის დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი.
· 2021 წლის დეკემბერში, ლ. ვ-ძე-ა-მა, მ. ო-ის ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, მოატყუა იგი, კერძოდ, უთხრა, რომ არსებული სტუდენტური პროგრამის ფარგლებში 7000 ლარის გადახდის სანაცვლოდ თ-ში გადასცემდნენ ბინას. რეალურად კი, ლ. ვ-ძე-ა-ი არანაირი ბინის ყიდვას არ გეგმავდა, მითუმეტეს, მის მიერ დასახელებული სტუდენტური პროგრამა საერთოდ არ არსებობდა. მ. ო-ი ენდო ლ. ვ-ძე-ა-ს და დასთანხმდა მის შემოთავაზებას, რის შემდეგაც მ. ო-მა ლ. ვ-ე-ა-ზე გადასაცემად ს. ბ-ს გადაურიცხა 6000 ლარი. თავის მხრივ, მან თანხა გადასცა ლ. ვ-ე-ა-ს, ხოლო 2022 წლის 17 იანვარს, მ. ო-მა ქ.თ-ში, ს-ს ქ...-ში მდებარე თბილისის იუსტიციის სახლში, დარჩენილი 1000 ლარი უშუალოდ გადასცა ლ. ვ-ე- ა-ს. იმავე დღეს, ლ. ვ-ძე-ა-ის მითითებით, მ. ო-მა იუსტიციის სახლში წარადგინა განაცხადი, თითქოსდა, უძრავი ქონების მიღების თაობაზე, სინამდვილეში კი, ასეთს ადგილი არ ჰქონია.
· 2022 წლის მარტში, თითქოსდა სამოთახიანი ბინის მიღების მიზნით, ლ. ვ-ე-ა-მა მ. ო-ს დამატებით მოსთხოვა 4000 ლარი, რაც ამ უკანასკნელმა გადასცა თბილისის იუსტიციის სახლში და ლ. ვ-ძე-ა-ის მითითებით, კვლავ წარადგინა გაურკვეველი განაცხადი. ასევე, 2022 წლის 18 მარტს, ბინის გადაფორმების დაჩქარების მიზნით ვინმე ნ. ჩ-ის ს-ის ანგარიშზე ანგარიშის ნომრით GE42BG....ჩაარიცხვინა 80 ლარი. მ. ო-ის კუთვნილ ფულად თანხას, ჯამში 11080 ლარს ლ. ვ-ძე-ა-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ. მსჯავრდებულის ქმედების შედეგად მ. ო-ს სულ მიადგა 11080 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
· 2021 წლის ნოემბერში, ლ. ვ-ე-ა-მა, ა. ჰ-ის ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, მოატყუა იგი და მამამისი - ე. ჰ-ვი, კერძოდ, უთხრა, რომ თითქოს იყო თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანი და არსებული სტუდენტური პროგრამის ფარგლებში 9000 ლარის გადახდის სანაცვლოდ ა. ჰ-ს თ-ში გადაეცემოდა ბინა. რეალურად კი, ლ. ვ-ძე-ა-ი თ-ის ტექნიკურ უნივერსიტეტში არანაირ თანამდებობას არ იკავებდა და არც ბინის ყიდვას გეგმავდა, მითუმეტეს, მის მიერ დასახელებული სტუდენტური პროგრამა საერთოდ არ არსებობდა. ა. ჰ-ი ენდო ლ. ვ-ე-ა-ს და დასთანხმდა მის შემოთავაზებას, რის შემდეგაც ა. ჰ-მა ლ. ვ-ძე-ა-ს ბინის თანხა გადასცა ნაწილ-ნაწილ, კერძოდ, 2021 წლის ნოემბერ-დეკემბერში ა. ჰ-ს მამამ - ე. ჰ-მა ლ. ვ-ე-ა-ის გადასაცემად ს. ბ-ს ანგარიშზე ჩარიცხა 3000 ლარი. თავის მხრივ კი, ს. ბ-მ 3000 ლარი გადასცა ლ. ვ-ძე-ა-ს. იმავე პერიოდში, ა. ჰ-მა, ქ.თ-ში, ს-ს ქ.N..-ში მდებარე თბილისის იუსტიციის სახლის წინა მიმდებარე ტერიტორიაზე ლ. ვ-ძე ა-ის გადასცემად ფულადი თანხა - 4000 ლარი გადასცა ს. ბ-ს, თავის მხრივ კი, ს. ბ-მ იქვე, ა. ჰ-ის თანდასწრებით 4000 ლარი გადასცა ლ. ვ-ძე-ა-ს. იმავე დღეს, ლ. ვ-ძე-ა-მა თბილისის იუსტიციის სახლში ა. ჰ-ს წარადგინა განაცხადი, თითქოსდა უძრავი ქონების მიღების თაობაზე, რეალურად კი, მსგავსი განაცხადის წარდგენას ადგილი არ ჰქონია. დარჩენილი თანხა - 2000 ლარი, 2022 წლის 3 თებერვალს, ე. ჰ-მა გადარიცხა ს. ბ-ს სახელზე, თავის მხრივ კი, მან გადასცა ლ. ვ-ე-ა-ს. აღნიშნულის შემდგომ, 2022 წლის 18 მარტს, თითქოსდა უძრავი ქონების გადაფორმების დაჩქარების მიზნით, ლ. ვ-ძე-ა-მა ა. ჰ-,ს ვინმე ნ. ჩ-ის (პ/ნ ...) ანგარიშზე, გადაარიცხვინა 80 ლარი. ლ. ვ-ძე-ა-ი ჯამში, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ა. ჰ-ის კუთვნილ ფულად თანხას - 9080 ლარს. მსჯავრდებულის ქმედების შედეგად ა. ჰ-ს ჯამში მიადგა 9080 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
· 2021 წლის 17 აგვისტოს, ლ. ვ-ე-ა-მა, ბ. ა-ის ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, მოატყუა იგი, კერძოდ, უთხრა, რომ თითქოს იყო თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანი და შეეძლო 4000 ლარის გადახდის სანაცვლოდ ბ. ა-ის ამავე უნივერსიტეტში, ბაკალავრის საფეხურის პირველი კურსის სტუდენტად ჩარიცხვა. რეალურად კი, ლ. ვ-ე-ა-ი საერთოდ არ იკავებდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში რაიმე თანამდებობას, მას არ ჰქონდა უფლება და შესაძლებლობა, ვინმე თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტად ჩაერიცხა. ბ. ა-ი ენდო ლ. ვ-ძე-ა-ს და დასთანხმდა მის შემოთავაზებას, რის შემდეგაც, იმავე დღეს, 2021 წლის 17 აგვისტოს, ბ. ა-ს ბაბუამ - თ. ა-მა ლ. ვ-ძე-ა-ის მიერ მითითებული პირის - ა. ს-ის საბანკო ანგარიშზე, ქალაქ ბ-ში მდებარე „ს-ის“ ფილიალიდან გადარიცხა 4000 ლარი, რასაც მსჯავრდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
· ასევე, ლ. ვ-ე-ა-მა მოატყუა ბ. ა-ვი, რომ სტუდენტური პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი იყო მობილური ტელეფონის -„აიფონ 13-ის“ ყიდვა ფასდაკლებით. 2021 წლის 20 აგვისტოს, ბ. ა-მა ლ. ვ-ძე- ა-ის მიერ მითითებული პირის - ა. ს-ის ანგარიშზე ჩარიცხა აღნიშნული მობილური ტელეფონის თანხა - 1000 ლარი. რეალურად კი, ლ. ვ-ე-აბ-ი არანაირი ტელეფონის ყიდვას არ გეგმავდა, მით უმეტეს, რომ არ არსებობდა მსგავსი სტუდენტური პროგრამა და იგი მოგონილი იყო ლ. ვ-ე-ა-ის მიერ თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით. მიღებულ ფულად თანხას - 1000 ლარს ლ. ვ-ე-ა-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ.
· აღნიშნულის შემდგომ, 2021 წლის ოქტომბერში, ლ. ვ-ძე-ა-ის მითითებით, ბ. ა-ს დაუკავშირდა მ. კ-ი და უთხრა, რომ არსებული კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე, ლექციები უნივერსიტეტში ჩაუტარდებოდა დისტანციურად, ე.წ. „ზუმის“ პროგრამის საშუალებით, ასევე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაამატა ჯგუფში სახელწოდებით „ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კურსი“, სადაც მის გარდა გაწევრიანებულნი იყვნენ ასევე ლ. ვ-ძე-ა-ის მიერ მოტყუებული სხვა პირებიც, „ლექციებს“ კი, ატარებდა ლ. ვ-ძე - ა-ის მიერ სპეციალურად შექმნილი პირთა ჯგუფი, თავად მათ მიერვე შემუშავებული პროგრამის ფარგლებში. ბ. ა-ს ლექციები უტარდებოდა 2021 წლის ოქტომბრის თვიდან 2022 წლის ბოლომდე. მთელი ამ დროის განმავლობაში ბ. ა-ს ეგონა, რომ იყო სტუდენტი. შესაბამისად, მას ლ. ვ-ე-ა-ის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად მიადგა მორალური ზიანი. ლ. ვ-ძე-ა-ის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად ბ. ა-ს მიადგა 5000 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
· 2021 წლის ზაფხულში, ლ. ვ-ე-ა-მა ხ. გ-ის ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით მოატყუა იგი, კერძოდ, უთხრა, რომ თითქოს იყო თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანი და შეეძლო 4000 ლარის გადახდის სანაცვლოდ ხ. გ-ის ამავე უნივერსიტეტში, გამოცდების გარეშე ბაკალავრის საფეხურის პირველი კურსის სტუდენტად ჩარიცხვა. რეალურად კი, ლ. ვ-ძე-ა-ი საერთოდ არ იკავებდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში რაიმე თანამდებობას, მას არ ჰქონდა უფლება და შესაძლებლობა, ვინმე თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტად ჩაერიცხა. ხ. გ-ი ენდო ლ. ვ-ძე- ა-ს და დასთანხმდა მის შემოთავაზებას, რის შემდეგაც, მალევე, 2021 წლის ზაფხულში, თ-ში, ზ. გ-ს სანაპიროს №..-ში მდებარე იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხ. გ-მა ლ. ვ-ძე-ა-ს მომსახურების საფასურის სანაცვლოდ გადასცა 4000 ლარი, რასაც მსჯავრდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
· აღნიშნულის შემდგომ, 2021 წლის ოქტომბერში, ლ. ვ-ე-ა-ის მითითებით, ხ. გ-ს დაუკავშირდა მ. კ-ი და უთხრა, რომ არსებული კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე, ლექციები უნივერსიტეტში ჩაუტარდებოდა დისტანციურად, ე.წ. „ზუმის“ პროგრამის საშუალებით, ასევე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაამატა ჯგუფში სახელწოდებით „ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კურსი“, სადაც მის გარდა გაწევრიანებული იყვნენ ასევე ლ. ვ-ძე-ა-ის მიერ მოტყუებული სხვა პირებიც, „ლექციებს“ კი ატარებდა ლ. ვ-ძე-ა-ის მიერ სპეციალურად შექმნილი პირთა ჯგუფი, თავად მათ მიერვე შემუშავებული პროგრამის ფარგლებში. ხ. გ-ს ლექციები უტარდებოდა 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის ბოლომდე. მთელი ამ დროის განმავლობაში, ხ. გ-ს ეგონა, რომ იყო სტუდენტი და სწავლობდა უმაღლეს სასწავლებელში. შესაბამისად, მას ლ. ვ-ძე-ა-ის ქმედების შედეგად მიადგა მორალური ზიანი.
· 2022 წლის ოქტომბერში, ლ. ვ-ძე-ა-მა, ხ. გ-ის ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, მოატყუა იგი, რომ თითქოს თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად აუცილებელი იყო ახალი სასწავლო ცხრილი, რისთვისაც მას მოსთხოვა 160 ლარი, რაც მან ბ-ში მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ჩარიცხა ლ. ვ-ე-ა-ის მიერ მითითებული პირის - მ. კ-ს საბანკო ანგარიშზე, ხოლო მიღებულ თანხას ლ. ვ-ე-ა-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ. მსჯავრდებულის ქმედების შედეგად ხ. გ-ს მიადგა 4160 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, ასევე მორალური ზიანი.
· 2019 წლის აგვისტოში, ლ. ვ-ძე-ა-მა, ა. ს-ის ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, მოატყუა იგი, კერძოდ, უთხრა, რომ თითქოს იყო თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის აზერბაიჯანულენოვანი სექტორის დეკანი და შეეძლო 1900 ლარის გადახდის სანაცვლოდ ა. ს-ის ამავე უნივერსიტეტში, ბაკალავრის საფეხურის პირველი კურსის სტუდენტად ჩარიცხვა. რეალურად კი, ლ. ვ-ძე-ა-ი საერთოდ არ იკავებდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში რაიმე თანამდებობას, მას არ ჰქონდა უფლება და შესაძლებლობა, ვინმე თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტად ჩაერიცხა. ა. ს-ვი ენდო ლ. ვ-ძე-ა-ს და დასთანხმდა მის შემოთავაზებას, რის შემდეგაც, 2019 წლის აგვისტოში, თ-ში, ი. ჭ-ს ქუჩის №..-ში მდებარე ი-ს სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, ლ. ვ-ძე-ა-ს თანხა გადასცა ნაწილ-ნაწილ, თავდაპირველად - 1200 ლარი, ხოლო შემდეგ 500 და 200 ლარი, რასაც მსჯავრდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. ამასთან, აღნიშნულის შემდგომ, 2020 წლის ოქტომბრიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის სხვადასხვა აუდიტორიაში, ა. ს-ს ლექციებს უტარებდა ლ. ვ-ე-ა-ის მიერ სპეციალურად შექმნილი პირთა ჯგუფი, მათ მიერვე შემუშავებული პროგრამის ფარგლებში. მოგვიანებით, ლ. ვ-ძე-ა-ა ხ. გ-ს უთხრა, რომ არსებული კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ლექციები ჩაუტარდებოდა დისტანციურად, ე.წ. „ზუმის“ პროგრამის საშუალებით, ასევე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაამატა სპეციალურ ჯგუფში, სადაც მის გარდა გაწევრიანებული იყვნენ ასევე ლ. ვ-ე-ა-ის მიერ მოტყუებული სხვა „სტუდენტებიც“, „ლექციებს“ კი, ატარებდა ლ. ვ-ძე-ა-ის მიერ სპეციალურად შექმნილი ზემოაღნიშნულ პირთა ჯგუფი. ა. ს-ს ლექციები უტარდებოდა 2020 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის ბოლომდე. მთელი ამ დროის განმავლობაში, ა. ს-ს ეგონა, რომ იყო სტუდენტი და სწავლობდა უმაღლეს სასწავლებელში. შესაბამისად, მას ლ. ვ-ძე-ა-ის ქმედების შედეგად მიადგა მორალური ზიანი. მსჯავრდებულის ქმედების შედეგად ა. ს-ს მიადგა 1900 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, ასევე მორალური ზიანი.
· 2021 წლის ივლისში, ლ. ვ-ე-ა-მა, უ. გ-ის ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, მოატყუა იგი, კერძოდ, უთხრა, რომ თითქოს იყო თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის აზერბაიჯანულენოვანი სექტორის დეკანი და შეეძლო 5500 ლარის გადახდის სანაცვლოდ უ. გ-ის ამავე უნივერსიტეტში, ბაკალავრის საფეხურის სტუდენტად ჩარიცხვა. რეალურად კი, ლ. ვ-ე-ა-ი საერთოდ არ იკავებდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში რაიმე თანამდებობას, მას არ ჰქონდა უფლება და შესაძლებლობა, ვინმე თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტად ჩაერიცხა. უ. გ-ი ენდო ლ. ვ-ძე- ა-ს და დასთანხმდა მის შემოთავაზებას, რის შემდეგაც, 2021 წლის 31 აგვისტოს, თ-ში, თ-ის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან, ლ. ვ-ე-ა-ის მიერ მითითებული პირის - მ. კ-ის საბანკო ანგარიშზე, ნაწილ-ნაწილ ჩარიცხა აღნიშნული თანხა, თავდაპირველად - 3805 ლარი, ხოლო რამდენიმე დღეში, 2021 წლის სექტემბერში - დარჩენილი თანხის ნაწილი, რასაც ლ. ვ-ძე-ა-ი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
· აღნიშნულის შემდგომ, 2021 წლის სექტემბერში, ლ. ვ-ძე-ა-ის მითითებით, უ. გ-ს დაუკავშირდა მ. კ-ი და უთხრა, რომ არსებული კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ლექციები უნივერსიტეტში ჩაუტარდებოდა დისტანციურად, ე.წ „ზუმის“ პროგრამის საშუალებით, ასევე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაამატა ჯგუფში სახელწოდებით „ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კურსი“, სადაც მის გარდა გაწევრიანებული იყო ასევე ლ. ვ-ე-ა-ს მიერ მოტყუებული სხვა „სტუდენტებიც“, „ლექციებს“ კი ატარებდა ლ. ვ-ძე-ა-ის მიერ სპეციალურად შექმნილი პირთა ჯგუფი, თავად მათ მიერვე შემუშავებული პროგრამის ფარგლებში. უ. გ-ს ლექციები უტარდებოდა 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის ბოლომდე. მთელი ამ დროის განმავლობაში, უ. გ-ს ეგონა, რომ იყო სტუდენტი და სწავლობდა უმაღლეს სასწავლებელში. შესაბამისად, მას ლ. ვ-ე-ა-ის ქმედების შედეგად მიადგა მორალური ზიანი. მსჯავრდებულის ქმედების შედეგად უ. გ-ს მიადგა 5500 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, ასევე მორალური ზიანი.
· 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, ლ. ვ-ძე-ა-მა, ა. ვ-ს ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, მოატყუა იგი, კერძოდ, უთხრა, რომ თითქოს იყო თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანი და შეეძლო 5000 ლარის გადახდის სანაცვლოდ ა. ვ-ს ამავე უნივერსიტეტში, ბაკალავრის საფეხურის სტუდენტად ჩარიცხვა. რეალურად კი, ლ. ვ-ძე-ა-ი საერთოდ არ იკავებდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში რაიმე თანამდებობას, მას არ ჰქონდა უფლება და შესაძლებლობა, ვინმე თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტად ჩაერიცხა. ა. ვ-ა ენდო ლ. ვ-ძე-ა-ს და დასთანხმდა მის შემოთავაზებას, რის შემდეგაც, 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, თ-ში, ო-ის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. ვ-მ ძმის მეშვეობით, ლ. ვ-ე-ა-ს გადასცა 5000 ლარი, რასაც იგი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
· აღნიშნულის შემდგომ, 2020 წლის ნოემბერში, ლ. ვ-ე-ა-ის მითითებით, ა. ვ-ს დაუკავშირდა მ. კ-ი და უთხრა, რომ არსებული კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ლექციები უნივერსიტეტში ჩაუტარდებოდა დისტანციურად, ე.წ „ზუმის“ პროგრამის საშუალებით, ასევე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაამატა ჯგუფში სახელწოდებით „ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კურსი“, სადაც მის გარდა გაწევრიანებულნი იყვნენ, ასევე ლ. ვ-ე-ა-ის მიერ მოტყუებული სხვა „სტუდენტებიც“, „ლექციებს“ კი, ატარებდა ლ. ვ-ძე-ა-ის მიერ სპეციალურად შექმნილი პირთა ჯგუფი, თავად მათ მიერვე შემუშავებული პროგრამის ფარგლებში. ა. ვ-ს შემდგომი მოტყუების მიზნით, მისი კიდევ უფრო მეტი ნდობის მოსაპოვებლად, ლ. ვ-ე-ა-მა 2021 წლის მარტში, ა. ვ-ას გადასცა თითქოს „საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის“ მიერ გაცემული მადლობის სიგელი კარგი სწავლისათვის, რეალურად კი, ყალბი დოკუმენტი. ა. ვ-ს ლექციები უტარდებოდა 2020 წლის სექტემბრიდან 2022 წლის ბოლომდე. მთელი ამ დროის განმავლობაში, ა. ვ-ს ეგონა, რომ იყო სტუდენტი და სწავლობდა უმაღლეს სასწავლებელში. შესაბამისად, მას ლ. ვ-ე-ა-ის ქმედების შედეგად მიადგა მორალური ზიანი. მსჯავრდებულის ქმედების შედეგად ა. ვ-ს მიადგა 5000 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, ასევე მორალური ზიანი.
· 2019 წლის შემოდგომაზე, ლ. ვ-ძე-ა-მა, ე. ბ-ის ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, მოატყუა ეს უკანასკნელი, კერძოდ, უთხრა, რომ თითქოს იყო თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანი და შეეძლო 2500 ლარის გადახდის სანაცვლოდ ე. ბ-ის ამავე უნივერსიტეტში, გამოცდების ჩაბარების გარეშე, ბაკალავრის საფეხურის სტუდენტად ჩარიცხვა. რეალურად კი, ლ. ვ-ე-ა-ი საერთოდ არ იკავებდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში რაიმე თანამდებობას, მას არ ჰქონდა უფლება და შესაძლებლობა, ვინმე თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტად ჩაერიცხა. ე. ბ-ვი ენდო ლ. ვ-ძე-ა-ლს და დასთანხმდა მის შემოთავაზებას, რის შემდეგაც, დროის მოკლე მონაკვეთში, 2019 წლის შემოდგომაზე, თ-ში, ზ. გ-ას ს-ოს №..-ში მდებარე იუსტიციის სახლის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ კაფეში, ლ. ვ-ძე-ა-ს გადასცა 2500 ლარი, რასაც იგი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. მსჯავრდებულის ქმედების შედეგად ე. ბ-ს მიადგა 2500 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
· 2020 წლის სექტემბერში, ლ. ვ-ძე-ა-მა, ე. პ-ს ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, მოატყუა იგი, კერძოდ, უთხრა, რომ თითქოს იყო თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანი და შეეძლო 5000 ლარის გადახდის სანაცვლოდ ე. პ-ის ამავე უნივერსიტეტში ბაკალავრის საფეხურის სტუდენტად ჩარიცხვა. რეალურად კი, ლ. ვ-ე-ა-ლი საერთოდ არ იკავებდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში რაიმე თანამდებობას, მას არ ჰქონდა უფლება და შესაძლებლობა, ვინმე თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტად ჩაერიცხა. ე. პ-ი ენდო ლ. ვ-ძე-ა-ს და დასთანხმდა მის შემოთავაზებას, რის შემდეგაც, დროის მოკლე მონაკვეთში, 2020 წლის სექტემბერში, თ-ში, კ-ს ქუჩის №..-ში მდებარე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. ვ-ე-ა-ს გადასცა 5000 ლარი, რასაც იგი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
· ასევე, 2020 წლის ოქტომბერში, ლ. ვ-ძე-ა-ის მითითებით, ე. პ-ვს დაუკავშირდა მ. კ-ი და უთხრა, რომ არსებული კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ლექციები უნივერსიტეტში ჩაუტარდებოდა დისტანციურად, ე.წ „ზუმის“ პროგრამის საშუალებით, ასევე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაამატა ჯგუფში სახელწოდებით „ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კურსი“, სადაც მის გარდა გაწევრიანებული იყო ასევე ლ. ვ-ე-ა-ის მიერ მოტყუებული სხვა პირებიც, „ლექციებს“ კი ატარებდა ლ. ვ-ძე-ა-ის მიერ სპეციალურად შექმნილი პირთა ჯგუფი, თავად მათ მიერვე შემუშავებული პროგრამის ფარგლებში. ე. პ-ის შემდგომი მოტყუების მიზნით, მისი კიდევ უფრო მეტი ნდობის მოსაპოვებლად და მის დასარწმუნებლად, რომ იგი ნამდვილად იყო სტუდენტი, ლ. ვ-ე-ა-მა 2021 წლის მარტში, ე. პ-ს გადასცა თითქოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გაცემული მადლობის სიგელი კარგი სწავლისათვის, რეალურად კი, ყალბი დოკუმენტი. ე. პ-ს ლექციები უტარდებოდა 2020 წლის სექტემბრიდან 2022 წლის ბოლომდე. მთელი ამ დროის განმავლობაში, ე. პ-ს ეგონა, რომ იყო სტუდენტი და სწავლობდა უმაღლეს სასწავლებელში. შესაბამისად, მას ლ. ვ-ძე-ა-ის ქმედების შედეგად მიადგა მორალური ზიანი.
· აღნიშნულის შემდგომ, დაახლოებით 2021 წლის თებერვალ-მარტში, ლ. ვ-ძე-ა-მა განიზრახა რა მოტყუებით დაუფლებოდა ე. პ-ს კუთვნილ თანხას - 85 ლარს, მაშინ, როდესაც მან ნამდვილად იცოდა, რომ ე. პ-ს არ ჰქონდა სტუდენტის სტატუსი, ვითომდა სტუდენტური ბილეთის დამზადებისათვის, აღნიშნული თანხა გადაარიცხვინა მ. კ-ის ანგარიშზე, რასაც შემდგომ ლ. ვ-ძე-ა-ი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. მსჯავრდებულის ქმედების შედეგად ე. პ-ს მიადგა 5085 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, ასევე მორალური ზიანი.
· 2020 წლის ოქტომბერში, ლ. ვ-ძე-ა-მა, ე. გ-ს ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, მოატყუა იგი, კერძოდ, უთხრა, რომ თითქოს იყო თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანი და შეეძლო 3000 ლარის გადახდის სანაცვლოდ ე. გ-ს ამავე უნივერსიტეტში, გამოცდების ჩაბარების გარეშე, ბაკალავრის საფეხურის სტუდენტად ჩარიცხვა. რეალურად კი, ლ. ვ-ძე-ა-ი საერთოდ არ იკავებდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში რაიმე თანამდებობას, მას არ ჰქონდა უფლება და შესაძლებლობა, ვინმე თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტად ჩაერიცხა. ე. გ-ი ენდო ლ. ვ-ე-ა-ს და დასთანხმდა მის შემოთავაზებას, რის შემდეგაც, დროის მოკლე მონაკვეთში, 2020 წლის ოქტომბერში, თ-ში, .. მ-ს მოედანზე მდებარე ს-ის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. ვ-ე-ა-ს გადასცა 3000 ლარი, რასაც ეს უკანასკნელი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
· აღნიშნულის შემდგომ, ლ. ვ-ე-ა-მა განიზრახა რა მოტყუებით დაუფლებოდა ე. გ-ს კუთვნილ თანხას - 85 ლარს, მაშინ, როდესაც მან ნამდვილად იცოდა, რომ ე. გ-ს არ ჰქონდა სტუდენტის სტატუსი, დაარწმუნა იგი გადაეხადა 85 ლარი ვითომდა სტუდენტური ბილეთის დამზადებისათვის. 2021 წლის გაზაფხულზე, ე. გ-მა აღნიშნული თანხა ქალაქ გ-ან გადარიცხა მ. კ-ის საბანკო ანგარიშზე, რასაც შემდგომ ლ. ვ-ძე-ა-ი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
· ასევე, 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, ლ. ვ-ძე-ა-მა ე. გ-ი დაარწმუნა, რომ არსებული კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ლექციები ჩაუტარდებოდა დისტანციურად, ე.წ „ზუმის“ პროგრამის საშუალებით, ასევე, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაამატა სპეციალურ ჯგუფში, სადაც მის გარდა გაწევრიანებული იყო ასევე ლ. ვ-ე ა-ის მიერ მოტყუებული სხვა „სტუდენტებიც“, „ლექციებს“ კი ატარებდა ლ. ვ-ე-აბ-ის მიერ სპეციალურად შექმნილი პირთა ჯგუფი, თავად მათ მიერვე შემუშავებული პროგრამის ფარგლებში. ე. გ-ის შემდგომი მოტყუების მიზნით, მისი კიდევ უფრო მეტი ნდობის მოსაპოვებლად და მის დასარწმუნებლად, რომ იგი ნამდვილად იყო სტუდენტი, ლ. ვ-ძე-ა-მა 2021 წლის მარტში, ე. გ-ს გადასცა თითქოს „საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის“ მიერ გაცემული მადლობის სიგელი კარგი სწავლისათვის, რეალურად კი, ყალბი დოკუმენტი. ე. გ-ს ლექციები უტარდებოდა 2020 წლის სექტემბრიდან 2022 წლის ბოლომდე. მთელი ამ დროის განმავლობაში, ე. გ-ს ეგონა, რომ იყო სტუდენტი და სწავლობდა უმაღლეს სასწავლებელში. შესაბამისად, მას ლ. ვ-ძე-ა-ის ქმედების შედეგად მიადგა მორალური ზიანი. მსჯავრდებულის ქმედების შედეგად ე. გ-ს მიადგა 3085 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, ასევე მორალური ზიანი.
· 2020 წლის სექტემბერში, ლ. ვ-ძე-ა-მა, მ. გ-ას ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, მოატყუა იგი, კერძოდ, უთხრა, რომ თითქოს იყო თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანი და შეეძლო 4500 ლარის გადახდის სანაცვლოდ მ. გ-ას ამავე უნივერსიტეტში, გამოცდების ჩაბარების გარეშე, ბაკალავრის საფეხურის სტუდენტად ჩარიცხვა. რეალურად კი, ლ. ვ-ე-ა-ი საერთოდ არ იკავებდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში რაიმე თანამდებობას, მას არ ჰქონდა უფლება და შესაძლებლობა, ვინმე თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტად ჩაერიცხა. მ. გ-ა ენდო ლ. ვ-ძე-ა-ს და დასთანხმდა მის შემოთავაზებას, რის შემდეგაც 2020 წლის 23 სექტემბერს, ქალაქ მ-ან, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის საშუალებით, ლ. ვ-ძე-ა-ის მიერ მითითებული პირის - ა. ს-ის საბანკო ანგარიშზე, 4500 ლარი ჩარიცხა სამ ნაწილად. აღნიშნულ თანხას მსჯავრდებული დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ.
· აღნიშნულის შემდგომ, ლ. ვ-ე-ა-მა განაგრძო რა მ. გ-ს მოტყუება, უთხრა, რომ მალე დაიწყებოდა სწავლა და არსებული კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ლექციები უნივერსიტეტში ჩაუტარდებოდა დისტანციურად, ე.წ „ზუმის“ პროგრამის საშუალებით, ასევე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაამატა სპეციალურ ჯგუფში, სადაც მის გარდა გაწევრიანებულნი იყვნენ ასევე მსჯავრდებულის მიერ მოტყუებული სხვა „სტუდენტებიც“, „ლექციებს“ კი ატარებდა ლ. ვ-ე-ა-ის მიერ სპეციალურად შექმნილი პირთა ჯგუფი, თავად მათ მიერვე შემუშავებული პროგრამის ფარგლებში. „ლექციები“ მ. გ-ს უტარდებოდა 2020 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის შემოდგომამდე. მთელი ამ დროის განმავლობაში, მ. გ-ს ეგონა, რომ იყო სტუდენტი და სწავლობდა უმაღლეს სასწავლებელში. შესაბამისად, მას ლ. ვ-ძე-ა-ის ქმედების შედეგად მიადგა მორალური ზიანი. მსჯავრდებულის ქმედების შედეგად მ. გ-ს მიადგა 4500 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, ასევე მორალური ზიანი.
· 2020 წლის სექტემბერში, ლ. ვ-ძე-ა-მა, ფ. გ-ას ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, მოატყუა იგი, კერძოდ, უთხრა, რომ თითქოს იყო თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანი და შეეძლო 4500 ლარის გადახდის სანაცვლოდ ფ. გ-ს ამავე უნივერსიტეტში გამოცდების ჩაბარების გარეშე ბაკალავრის საფეხურის სტუდენტად ჩარიცხვა. რეალურად კი, ლ. ვ-ძე-ა-ი საერთოდ არ იკავებდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში რაიმე თანამდებობას, მას არ ჰქონდა უფლება და შესაძლებლობა, ვინმე თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტად ჩაერიცხა. ფ. გ-ა ენდო ლ. ვ-ე-ა-ს და დათანხმდა მის შემოთავაზებას, რის შემდეგაც, 2020 წლის სექტემბერში, თ-ში, ო-ის ტერიტორიაზე, ფ. გ-მ მამის მეშვეობით, ლ. ვ-ძე-ა-ს გადასცა 4500 ლარი, რასაც იგი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
· აღნიშნულის შემდგომ, ლ. ვ-ძე-ა-მა განაგრძო რა ფ. გ-ას მოტყუება, უთხრა, რომ მალე დაიწყებოდა სწავლა და არსებული კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ლექციები უნივერსიტეტში ჩაუტარდებოდა დისტანციურად, ე.წ „ზუმის“ პროგრამის საშუალებით, რის შემდგომაც ლ. ვ-ძე-ა-ის მითითებით ფ. გ-ს დაუკავშირდა მ. კ-ი და სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაამატა სპეციალურ ჯგუფში, სადაც მის გარდა გაწევრიანებული იყო ასევე ლ. ვ-ძე-ა-ის მიერ მოტყუებული სხვა „სტუდენტებიც“, „ლექციებს“ კი ატარებდა ლ. ვ-ძე-ა-ის მიერ სპეციალურად შექმნილი პირთა ჯგუფი, თავად მათ მიერვე შემუშავებული პროგრამის ფარგლებში. ფ. გ-ას შემდგომი მოტყუების მიზნით, მისი კიდევ უფრო მეტი ნდობის მოსაპოვებლად და მის დასარწმუნებლად, რომ იგი ნამდვილად იყო სტუდენტი, ლ. ვ-ე-ა-მა 2021 წლის მარტში, ფ. გ-ს გადასცა თითქოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გაცემული მადლობის სიგელი კარგი სწავლისათვის, რეალურად კი ყალბი დოკუმენტი. „ლექციები“ ტარდებოდა 2020 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის შემოდგომამდე. მთელი ამ დროის განმავლობაში, ფ. გ-ას ეგონა, რომ იყო სტუდენტი და სწავლობდა უმაღლეს სასწავლებელში. შესაბამისად, მას ლ. ვ-ე-ა-ის ქმედების შედეგად მიადგა მორალური ზიანი. მსჯავრდებულის ქმედების შედეგად ფ. გ-ს მიადგა 4500 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, ასევე მორალური ზიანი.
· 2020 წლის თებერვალში, ლ. ვ-ძე-ა-მა, გ. გ-ს ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, მოატყუა იგი, კერძოდ, უთხრა, რომ თითქოს იყო თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანი და შეეძლო 3800 ლარის გადახდის სანაცვლოდ, ა-ის რესპუბლიკის ქალაქ გ-ში არსებული უნივერსიტეტიდან მისი გადმოყვანა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და გ. გ-ის გამოცდების გარეშე ბაკალავრის საფეხურის პირველი კურსის სტუდენტად ჩარიცხვა. რეალურად კი, ლ. ვ-ძე-ა-ი საერთოდ არ იკავებდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში რაიმე თანამდებობას, მას არ ჰქონდა უფლება და შესაძლებლობა, ვინმე თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტად ჩაერიცხა. გ. გ-ი ენდო ლ. ვ-ე-ა-ს და დასთანხმდა მის შემოთავაზებას, რის შემდეგაც, მალევე, 2020 წლის თებერვალში, თ-ში, ზ. გ-ას ს-ო №..-ში მდებარე იუსტიციის სახლში არსებულ კაფეში, გ. გ-მა ლ. ვ-ძე-ა-ს გადასცა 3800 ლარი, რასაც იგი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
· ლ. ვ-ძე-ა-მა მოატყუა რა გ. გ-ი, რომ თითქოს თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში ბაკალავრის საფეხურზე სასწავლებლად და სწავლის გასაგრძელებლად საჭირო იყო 6-თვიანი მოსამზადებელი ფაკულტეტის გავლა და შესაბამისი სერტიფიკატი, თავად შეარჩია ვითომდა მოსამზადებელი ფაკულტეტის ქართული ენის მასწავლებელი - ვ. ჯ-ია, 6-თვიანი კურსის გავლისათვის მოსთხოვა მას 650 ლარი, ხოლო მასწავლებლის ანაზღაურებისათვის - 400 ლარი. აღნიშნული თანხა, 2020 წლის 31 მარტს, ქალაქ მ-ან, წ-ის ქუჩაზე არსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან გ. გ-მა ჩარიცხა ლ. ვ-ე-ა-ის მიერ მითითებული პირის - ა. ს-ის საბანკო ანგარიშზე, ხოლო მიღებულ თანხას ლ. ვ-ე-ა-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ. გ. გ-ის შემდგომი მოტყუების მიზნით, მისი კიდევ უფრო მეტი ნდობის მოსაპოვებლად და მის დასარწმუნებლად, რომ მან ნამდვილად გაიარა 6-თვიანი მოსამზადებელი ფაკულტეტი ვ.ჯ-ნ, ლ. ვ-ძე-ა-მა გ. გ-ს გადასცა თითქოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გაცემული მოსამზადებელი ფაკულტეტის გავლის სერტიფიკატი, რეალურად კი, ყალბი დოკუმენტი.
· აღნიშნულის შემდგომ, ლ. ვ-ძე-ა-მა განაგრძო რა გ. გ-ს მოტყუება, დაარწმუნა, რომ მალე დაიწყებოდა სწავლა და არსებული კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ლექციები უნივერსიტეტში ჩაუტარდებოდა დისტანციურად, ე.წ „ზუმის“ პროგრამის საშუალებით, რის შემდგომაც ლ. ვ-ე-ა-ის მითითებით გ. გ-ს დაუკავშირდა მ. კ-ი და სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაამატა სპეციალურ ჯგუფში, სადაც მის გარდა გაწევრიანებული იყო ასევე ლ. ვ-ე-ა-ის მიერ მოტყუებული სხვა „სტუდენტებიც“, „ლექციებს“ კი, ატარებდა ლ. ვ-ე-ა-ის მიერ სპეციალურად შექმნილი პირთა ჯგუფი, თავად მათ მიერვე შემუშავებული პროგრამის ფარგლებში. გ. გ-ის შემდგომი მოტყუების მიზნით, მისი კიდევ უფრო მეტი ნდობის მოსაპოვებლად და მის დასარწმუნებლად, რომ იგი ნამდვილად იყო სტუდენტი, ლ. ვ-ძე-ა-მა 2021 წლის მარტში, გ. გ-ს გადასცა თითქოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გაცემული მადლობის სიგელი კარგი სწავლისათვის, რეალურად კი, ყალბი დოკუმენტი. „ლექციები“ გ. გ-ს უტარდებოდა დაახლოებით 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის ბოლომდე. მთელი ამ დროის განმავლობაში, გ. გ-ს ეგონა, რომ იყო სტუდენტი და სწავლობდა უმაღლეს სასწავლებელში. შესაბამისად, მას ლ. ვ-ძე-ა-ის ქმედების შედეგად მიადგა მორალური ზიანი. მსჯავრდებულის ქმედების შედეგად გ. გ-ს მიადგა 4850 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, ასევე მორალური ზიანი.
· 2020 წლის სექტემბერში, ლ. ვ-ძე-ა-მა, ე. გ-ას ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, მოატყუა იგი, კერძოდ, უთხრა, რომ თითქოს იყო თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანი და შეეძლო 3000 ლარის გადახდის სანაცვლოდ ე. გ-ს ამავე უნივერსიტეტში, გამოცდების ჩაბარების გარეშე ბაკალავრის საფეხურის სტუდენტად ჩარიცხვა. რეალურად კი, ლ. ვ-ძე-ა-ი საერთოდ არ იკავებდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში რაიმე თანამდებობას, მას არ ჰქონდა უფლება და შესაძლებლობა, ვინმე თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტად ჩაერიცხა. ე. გ-ა ენდო ლ. ვ-ე-ა-ს და დასთანხმდა მის შემოთავაზებას, რის შემდეგაც, დროის მოკლე მონაკვეთში, 2020 წლის სექტემბერში, ლ. ვ-ე-ა-ს გადასცა 3000 ლარი, რასაც იგი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
· აღნიშნულის შემდგომ, ლ. ვ-ძე-ა-მა განაგრძო რა ე. გ-ს მოტყუება, დაარწმუნა, რომ მალე დაიწყებოდა სწავლა და არსებული კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ლექციები უნივერსიტეტში ჩაუტარდებოდა დისტანციურად, ე.წ „ზუმის“ პროგრამის საშუალებით, რის შემდგომაც ლ. ვ-ძე-ა-ის მითითებით ე. გ-ას დაუკავშირდა მ. კ-ი და სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაამატა სპეციალურ ჯგუფში, სადაც მის გარდა გაწევრიანებული იყო ასევე ლ. ვ-ძე-ა-ის მიერ მოტყუებული სხვა „სტუდენტებიც“, „ლექციებს“ კი ატარებდა ლ. ვ-ძე-ა-ის მიერ სპეციალურად შექმნილი პირთა ჯგუფი, თავად მათ მიერვე შემუშავებული პროგრამის ფარგლებში. ე. გ-ას შემდგომი მოტყუების მიზნით, მისი კიდევ უფრო მეტი ნდობის მოსაპოვებლად და მის დასარწმუნებლად, რომ იგი ნამდვილად იყო სტუდენტი, ლ. ვ-ძე-ა-მა 2021 წლის მარტში, ე. გ-ს გადასცა თითქოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გაცემული მადლობის სიგელი კარგი სწავლისათვის, რეალურად კი, ყალბი დოკუმენტი. „ლექციები“ ე. გ-ას უტარდებოდა დაახლოებით 2020 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის ბოლომდე. მთელი ამ დროის განმავლობაში, ე. გ-ს ეგონა, რომ იყო სტუდენტი და სწავლობდა უმაღლეს სასწავლებელში. შესაბამისად, მას ლ. ვ-ძე-ა-ს ქმედების შედეგად მიადგა მორალური ზიანი. ლ. ვ-ძე-ა-ის ქმედების შედეგად ე. გ-ს მიადგა 3000 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, ასევე მორალური ზიანი.
· 2021 წლის აგვისტოში, ლ. ვ-ძე-ა-მა, ა. ა-ის ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, მოატყუა იგი, კერძოდ, უთხრა, რომ თითქოს იყო თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელი და შეეძლო 3000 ლარის გადახდის სანაცვლოდ ა. ა-ის ამავე უნივერსიტეტში გამოცდების ჩაბარების გარეშე ბაკალავრის საფეხურის მეორე კურსის სტუდენტად ჩარიცხვა. რეალურად კი, ლ. ვ-ძე-ა-ი საერთოდ არ იკავებდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში რაიმე თანამდებობას, მას არ ჰქონდა უფლება და შესაძლებლობა, ვინმე თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტად ჩაერიცხა. ა. ა-ი ენდო ლ. ვ-ე-ა-ს და დათანხმდა მის შემოთავაზებას, რის შემდეგაც, დროის მოკლე მონაკვეთში, 2021 წლის აგვისტოში, ქალაქ რ-ში არსებული იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ლ. ვ-ძე-ა-ს გადასცა 3000 ლარი, რასაც იგი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
· აღნიშნულის შემდგომ, ლ. ვ-ძე-ა-მა განაგრძო რა ა. ა-ის მოტყუება, უთხრა, რომ მალე დაიწყებოდა სწავლა და არსებული კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ლექციები უნივერსიტეტში ჩაუტარდებოდა დისტანციურად, ე.წ. „ზუმის“ პროგრამის საშუალებით, ასევე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაამატა სპეციალურ ჯგუფში, სადაც მის გარდა გაწევრიანებული იყო ასევე ლ. ვ-ძე-ა-ის მიერ მოტყუებული სხვა „სტუდენტებიც“, „ლექციებს“ კი ატარებდა ლ. ვ-ე-ა-ის მიერ სპეციალურად შექმნილი პირთა ჯგუფი, თავად მათ მიერვე შემუშავებული პროგრამის ფარგლებში. „ლექციები“ ტარდებოდა 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის შემოდგომამდე. მთელი ამ დროის განმავლობაში, ა. ა-ს ეგონა, რომ იყო სტუდენტი და სწავლობდა უმაღლეს სასწავლებელში. შესაბამისად, მას ლ. ვ-ე-ა-ს ქმედების შედეგად მიადგა მორალური ზიანი. მსჯავრდებულის ქმედების შედეგად ა. ა-ვს მიადგა 3000 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, ასევე მორალური ზიანი.
· 2020 წლის აგვისტოში, ლ. ვ-ე-ა-მა, ი. მ-ას ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, მოატყუა იგი, კერძოდ, უთხრა, რომ თითქოს იყო თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანი და შეეძლო 4000 ლარის გადახდის სანაცვლოდ ი. მ-ას ამავე უნივერსიტეტში, ბაკალავრის საფეხურის პირველი კურსის სტუდენტად ჩარიცხვა.რეალურად კი, ლ. ვ-ე-ა-ი საერთოდ არ იკავებდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში არანაირ თანამდებობას, ასევე, არ ჰქონდა არც უფლება და არც შესაძლებლობა ვინმე თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტად ჩაერიცხა. ი. მ-ა ენდო ლ. ვ-ძე-ა-ს და დათანხმდა მის შემოთავაზებას, რის შემდეგაც, მალევე, 2020 წლის 12 აგვისტოს, 3000 ლარი ჩარიცხა ლ. ვ-ე-ა-ის მიერ მითითებული პირის - ა. ს-ის საბანკო ანგარიშზე, ხოლო 2020 წლის აგვისტოს ბოლოს, თ-ში, .. მ-ის მოედანზე მდებარე „მ-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. ვ-ძე-ა-ს ხელზე გადასცა 21000 ლარი, რასაც იგი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. ასევე, იმავე დღეს, ლ. ვ-ძე-ა-მა ი. მ-ს ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით მოატყუა ეს უკანასკნელი, რომ საჭირო იყო ი. მ-ს ატესტატის ნამდვილობის აღიარება და ამ მიზნით წაიყვანა თ-ში, მ. ა-ს ქუჩა №..-ში მდებარე განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში, სადაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ი. მ-ს კუთვნილ თანხას 47 ლარის ოდენობით.
· ასევე, 2020 წლის შემოდგომაზე, ლ. ვ-ძე-ა-მა განიზრახა რა მოტყუებით დაუფლებოდა ი. მ-ას კუთვნილ თანხას 80 ლარის ოდენობით, მაშინ როდესაც მან ნამდვილად იცოდა, რომ ი. მ-ს არ ჰქონდა სტუდენტის სტატუსი, ვითომდა სტუდენტური ბილეთის დამზადებისათვის, აღნიშნული თანხა გადაარიცხინა მ. კ-ის ანგარიშზე, რასაც შემდგომ ლ. ვ-ძე- ა-ი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. ლ. ვ-ძე-ა-მა განიზრახა რა მოტყუებით დაუფლებოდა ი. მ-ს კუთვნილ თანხას, მოატყუა ი. მ-ვა, რომ თითქოს თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის მისი კურსის სტუდენტები მიჰყავდა დასასვენებლად ქალაქ ბ-ში და დაარწმუნა იგი აღნიშნული მიზნით გადაერიცხა 170 ლარი. აღნიშნული თანხა, 2021 წლის აგვისტოში, ი. მ-მ ჩარიცხა ლ. ვ-ის მიერ მითითებული პირის - ა. ს-ის საბანკო ანგარიშზე, დასასვენებლად არ წასულა, ხოლო მიღებულ თანხას ლ. ვ-ძე-ა-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ.
· 2020 წლის შემოდგომაზე, ლ. ვ-ძე-ა-მა დაარწმუნა ი. მ-ა, რომ არსებული კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ლექციები უნივერსიტეტში ჩაუტარდებოდა დისტანციურად, ე.წ „ზუმის“ პროგრამის საშუალებით, ასევე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაამატა ჯგუფში სახელწოდებით „ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კურსი“, სადაც მის გარდა გაწევრიანებულნი იყვნენ ასევე ლ. ვ-ე-ა-ის მიერ მოტყუებული სხვა „სტუდენტებიც“, „ლექციებს“ კი ატარებდა ლ. ვ-ე - ა-ის მიერ სპეციალურად შექმნილი პირთა ჯგუფი, თავად მათ მიერვე შემუშავებული პროგრამის ფარგლებში. ი. მ-ას შემდგომი მოტყუების მიზნით, მისი კიდევ უფრო მეტი ნდობის მოსაპოვებლად, ლ. ვ-ძე-ა-მა 2021 წლის მარტში, ი. მ-ს გადასცა თითქოს „საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის“ მიერ გაცემული მადლობის სიგელი კარგი სწავლისათვის, რეალურად კი, ყალბი დოკუმენტი. ი. მ-ას „ლექციები“ უტარდებოდა 2020 წლის სექტემბრის თვიდან 2022 წლის ბოლომდე. მთელი ამ დროის განმავლობაში, ი. მ-ს ეგონა, რომ იყო სტუდენტი და სწავლობდა უმაღლეს სასწავლებელში. შესაბამისად, მას ლ. ვ-ძე-ა-ის ქმედების შედეგად მიადგა მორალური ზიანი.
· ასევე, ლ. ვ-ძე-ა-მა განიზრახა რა მოტყუებით დაუფლებოდა ი. მ-ს კუთვნილ თანხას, მოატყუა ეს უკანასკნელი, რომ მას შეეძლო 170 ლარის გადახდის სანაცვლოდ მისი გადაყვანა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ი. ჭ-ის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. რეალურად კი, ლ. ვ-ი საერთოდ არ იკავებდა არანაირ თანამდებობას არცერთ უნივერსიტეტში, ასევე, არ ჰქონდა არც უფლება და არც შესაძლებლობა ვინმე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან გადაეყვანა ი. ჭ-ის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ი. მ-ა ენდო ლ. ვ-ძე-ა-ს და დათანხმდა მის შემოთავაზებას, რის შემდეგაც, დაახლოებით 2022 წლის შემოდგომაზე, 170 ლარი ჩარიცხა ლ. ვ-ძე-ა-ის მიერ მითითებული პირის - ა. ს-ის საბანკო ანგარიშზე, რასაც ლ. ვ-ძე- ა-ი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. ლ. ვ-ძე-ა-ის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად ი. მ-ას მიადგა 4467 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, ასევე, მორალური ზიანი.
· 2021 წლის სექტემბერში, ლ. ვ-ძე-ა-მა, ი. ი-ს ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, მოატყუა ეს უკანასკნელი, კერძოდ, უთხრა, რომ თითქოს იყო თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანი და შეეძლო 4000 ლარის გადახდის სანაცვლოდ ი. ი-ს ამავე უნივერსიტეტში ბაკალავრის საფეხურის სტუდენტად ჩარიცხვა. რეალურად კი, ლ. ვ-ძე-ა-ი საერთოდ არ იკავებდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში არანაირ თანამდებობას, ასევე, არ ჰქონდა არც უფლება და არც შესაძლებლობა ვინმე თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტად ჩაერიცხა. ი. ი-ი ენდო ლ. ვ-ძე-ა-ს და დათანხმდა მის შემოთავაზებას, რის შემდეგაც, დროის მოკლე მონაკვეთში, 2021 წლის სექტემბერში, თ-ში, ს-ის მოედანთან მდებარე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულ კაფეში ლ. ვ-ე- ა-ს გადასცა 4000 ლარი, რასაც ეს უკანასკნელი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
· აღნიშნულის შემდგომ, ლ. ვ-ძე-ა-მა განაგრძო რა ი. ი-ს მოტყუება, უთხრა, რომ მალე დაიწყებოდა სწავლა და არსებული კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ლექციები უნივერსიტეტში ჩაუტარდებოდა დისტანციურად, ე.წ. „ზუმის“ პროგრამის საშუალებით, ასევე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაამატა სპეციალურ ჯგუფში,სადაც მის გარდა გაწევრიანებულნი იყვნენ ასევე ლ. ვ-ძე-ა-ის მიერ მოტყუებული სხვა „სტუდენტებიც“, „ლექციებს“ კი ატარებდა ლ. ვ-ძე-ა-ის მიერ სპეციალურად შექმნილი პირთა ჯგუფი, თავად მათ მიერვე შემუშავებული პროგრამის ფარგლებში. „ლექციები“ ტარდებოდა 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის შემოდგომამდე. მთელი ამ დროის განმავლობაში, ი. ი-ს ეგონა, რომ იყო სტუდენტი და სწავლობდა უმაღლეს სასწავლებელში. შესაბამისად, მას ლ. ვ-ძე-ა-ის ქმედების შედეგად მიადგა მორალური ზიანი. ლ. ვ-ე-ა-ის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად ი. ი-ს მიადგა 4000 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, ასევე, მორალური ზიანი.
· 2020 წლის სექტემბერში, ლ. ვ-ძე-ა-მა, ნ. გ-ის ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, მოატყუა ეს უკანასკნელი, კერძოდ, უთხრა, რომ თითქოს იყო თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანი და შეეძლო 4000 ლარის გადახდის სანაცვლოდ გამოცდების ჩაბარების გარეშე ნ. გ-ის ამავე უნივერსიტეტში, ბაკალავრის საფეხურის პირველი კურსის სტუდენტად ჩარიცხვა. რეალურად კი, ლ. ვ-ძე-ა-ი საერთოდ არ იკავებდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში არანაირ თანამდებობას, ასევე, არ ჰქონდა არც უფლება და არც შესაძლებლობა ვინმე თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტად ჩაერიცხა. ნ. გ-ი ენდო ლ. ვ-ე-ა-ს და დათანხმდა მის შემოთავაზებას, რის შემდეგაც, მალევე, 2020 წლის სექტემბერში, აღნიშნული თანხა ქალაქ მ-ან გადარიცხა ლ. ვ-ძე-ა-ის მიერ მითითებული პირის საბანკო ანგარიშზე, ხოლო მიღებულ თანხას ლ. ვ-ძე-ა-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ.
· აღნიშნულის შემდგომ, 2020 წლის შემოდგომაზე, ლ. ვ-ძე-ა-ის მითითებით, ნ. გ-ს დაუკავშირდა მ. კ-ი და უთხრა, რომ არსებული კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ლექციები უნივერსიტეტში ჩაუტარდებოდა დისტანციურად, ე.წ „ზუმის“ პროგრამის საშუალებით, ასევე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაამატა სპეციალურ ჯგუფში, სადაც მის გარდა გაწევრიანებულნი იყვნენ ასევე ლ. ვ-ის მიერ მოტყუებული სხვა „სტუდენტებიც“, „ლექციებს“ კი ატარებდა ლ.ვ-ძე-ა-ს მიერ სპეციალურად შექმნილი პირთა ჯგუფი, თავად მათ მიერვე შემუშავებული პროგრამის ფარგლებში. ნ. გ-ს ლექციები უტარდებოდა დაახლოებით 2020 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის ბოლომდე. მთელი ამ დროის განმავლობაში, ნ. გ-ს ეგონა, რომ იყო სტუდენტი და სწავლობდა უმაღლეს სასწავლებელში. შესაბამისად, მას ლ. ვ-ე-ა-ს ქმედების შედეგად მიადგა მორალური ზიანი. ასევე, ლ. ვ-ძე-ა-მა განიზრახა რა მოტყუებით დაუფლებოდა ნ. გ-ის კუთვნილ თანხას 1200 ლარის ოდენობით, მოატყუა ნ. გ-ი, რომ ონლაინ ლექციებისათვის აუცილებელი იყო ლეპტოპის შეძენა, რეალურად კი, ლ. ვ-ძე-ა-ი არანაირი ლეპტოპის ყიდვას არ გეგმავდა.
· 2020 წლის შემოდგომაზე, ნ. გ-მა აღნიშნული თანხა ქალაქ მ-ან გადარიცხა ლ. ვ-ე-ა-ის მიერ მითითებული პირის - ა. ს-ის საბანკო ანგარიშზე, რასაც შემდგომ ლ. ვ-ე-ა-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ.
· ასევე, დაახლოებით 2021 წლის გაზაფხულზე, ლ. ვ-ძე-ა-მა განიზრახა რა მოტყუებით დაუფლებოდა ნ. გ-ს კუთვნილ თანხას 85 ლარის ოდენობით, მაშინ როდესაც მან ნამდვილად იცოდა, რომ ნ. გ-ს არ ჰქონდა სტუდენტის სტატუსი, ვითომდა სტუდენტური ბილეთის დამზადებისათვის აღნიშნული თანხა გადაარიცხინა მ. კ-ის ანგარიშზე, რასაც შემდგომ ლ. ვ-ე-ა-ი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. 2022 წლის შემოდგომაზე, ლ. ვ-ძე- ა-მა მოატყუა ნ. გ-ი, რომ თითქოს თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად აუცილებელი იყო საპროგრამო „ფლეშ“ მეხსიერების ბარათის ყიდვა, რისთვისაც მას მოსთხოვა 160 ლარი, რაც ამ უკანასკნელმა ქალაქ მ-ან გადარიცხა ლ. ვ-ე-ა-ის მიერ მითითებული პირის საბანკო ანგარიშზე, ხოლო მიღებულ თანხას ლ. ვ-ძე-ა-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ. ლ. ვ-ე-ა-ის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად ნ. გ-ს მიადგა 5445 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, ასევე, მორალური ზიანი.
· 2020 წლის სექტემბერში, ლ. ვ-ძე-ა-მა, ვ. ა-ს ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, მოატყუა ეს უკანასკნელი, კერძოდ, უთხრა, რომ თითქოს იყო თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანი და შეეძლო 3000 ლარის გადახდის სანაცვლოდ ვ. ა-ს ამავე უნივერსიტეტში, ბაკალავრის საფეხურის 24 პირველი კურსის სტუდენტად ჩარიცხვა. რეალურად კი, ლ. ვ-ძე-ა-ი საერთოდ არ იკავებდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში არანაირ თანამდებობას, ასევე, არ ჰქონდა არც უფლება და არც შესაძლებლობა ვინმე თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტად ჩაერიცხა. ვ. ა-ა ენდო ლ. ვ-ე-ა-ს და დათანხმდა მის შემოთავაზებას, რის შემდეგაც, მალევე, 2020 წლის სექტემბერში, თ-ში, კ-ას ქუჩა №..-ში მდებარე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის გვერდით მდებარე კაფეში ლ. ვ-ძე-ა-ს გადასცა 3000 ლარი, რასაც ეს უკანასკნელი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. აღნიშნულის შემდგომ, ლ. ვ-ძე-ა-მა განაგრძო რა ვ. ა-ს მოტყუება, დაარწმუნა, რომ მალე დაიწყებოდა სწავლა და არსებული კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ლექციები უნივერსიტეტში ჩაუტარდებოდა დისტანციურად, ე.წ „ზუმის“ პროგრამის საშუალებით, ასევე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაამატა სპეციალურ ჯგუფში სახელწოდებით „ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კურსი“, სადაც მის გარდა გაწევრიანებულნი იყვნენ ასევე ლ. ვ-ძე-ა-ის მიერ მოტყუებული სხვა „სტუდენტებიც“, „ლექციებს“ კი ატარებდა ლ. ვ-ე-ა-ის მიერ სპეციალურად შექმნილი პირთა ჯგუფი, თავად მათ მიერვე შემუშავებული პროგრამის ფარგლებში. ვ. ა-ს შემდგომი მოტყუების მიზნით, მისი კიდევ უფრო მეტი ნდობის მოსაპოვებლად და მის დასარწმუნებლად, რომ იგი ნამდვილად იყო სტუდენტი, ლ. ვ-ძე-ა-მა 2021 წლის მარტში, ვ. ა-ას გადასცა თითქოს „საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის“ მიერ გაცემული მადლობის სიგელი კარგი სწავლისათვის, რეალურად კი, ყალბი დოკუმენტი. „ლექციები“ ტარდებოდა 2020 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის ბოლომდე. მთელი ამ დროის განმავლობაში, ვ. ა-ს ეგონა, რომ იყო სტუდენტი და სწავლობდა უმაღლეს სასწავლებელში. შესაბამისად, მას ლ. ვ-ძე-ა-ის ქმედების შედეგად მიადგა მორალური ზიანი. ასევე, ლ. ვ-ძე-ა-მა განიზრახა რა მოტყუებით დაუფლებოდა ვ. ა-ს კუთვნილ თანხას, მოატყუა იგი, რომ სტუდენტური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს 80%-იანი დაფინანსების ფარგლებში, შესაძლებელი იყო „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონის ყიდვა ფასდაკლებით. 2020 წლის 5 ნოემბერს, ვ. ა-მ ლ. ვ-ძე-ა-ის მიერ მითითებული პირის - ა. ს-ის ანგარიშზე ჩარიცხა ორი ცალი მობილური ტელეფონის თანხა - 780 ლარი. რეალურად კი, ლ. ვ-ძე-ა-ი არანაირი ტელეფონის ყიდვას არ გეგმავდა, მით უმეტეს, რომ არ არსებობდა მსგავსი სახელმწიფო დაფინანსების სტუდენტური პროგრამა და იგი მოგონილი იყო ლ. ვ-ძე-ა-ს მიერ თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, რასაც დაეუფლა კიდეც.
· ასევე, 2022 წლის ივლისში, ლ. ვ-ძე-ა-მა განიზრახა რა მოტყუებით დაუფლებოდა ვ. ა-ს კუთვნილ თანხას, მოატყუა იგი, რომ მას შეეძლო 230 ლარის გადახდის სანაცვლოდ მისი გადაყვანა სხვა ფაკულტეტზე, ამავე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში. რეალურად კი, ლ. ვ-ე-ა-ი საერთოდ არ იკავებდა არანაირ თანამდებობას არცერთ უნივერსიტეტში, ასევე, არ ჰქონდა არც უფლება და არც შესაძლებლობა ვინმე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთი ფაკულტეტიდან გადაეყვანა სხვა ფაკულტეტზე. ვ. ა-ა ენდო ლ. ვ-ე-ა-ს და დათანხმდა მის შემოთავაზებას, რის შემდეგაც, 2022 წლის 28 ივლისს, ვ. ა-ს დედამ - ე. გ-ამ, 230 ლარი ჩარიცხა ლ. ვ-ე-ა-ის მიერ მითითებული პირის - მ. კ-ს საბანკო ანგარიშზე, რასაც ლ. ვ-ძე-ა-ი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. ლ. ვ-ძე-ა-ის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად ვ. ა-ს მიადგა 4010 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, ასევე, მორალური ზიანი.
· 2021 წლის შემოდგომაზე, ლ. ვ-ძე-ა-მა, მ. გ-ის ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, მოატყუა ეს უკანასკნელი, კერძოდ, უთხრა, რომ თითქოს იყო ლექტორი თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში და შეეძლო 3000 ლარის გადახდის სანაცვლოდ მ. გ-ს ამავე უნივერსიტეტში, გამოცდების ჩაბარების გარეშე, ბაკალავრის საფეხურის სტუდენტად ჩარიცხვა. რეალურად კი, ლ. ვ-ე-ა-ი საერთოდ არიკავებდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში არანაირ თანამდებობას, ასევე, არ ჰქონდა არც უფლება და არც შესაძლებლობა ვინმე თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტად ჩაერიცხა. მ. გ-ი ენდო ლ. ვ-ს და დათანხმდა მის შემოთავაზებას, რის შემდეგაც, დროის მოკლე მონაკვეთში, 2021 წლის შემოდგომაზე, თ-ში, ზ. გ-ას ს-ო №//-ში მდებარე იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. ვ-ე-ა-ს გადასცა 3000 ლარი, რასაც ეს უკანასკნელი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. ამასთან, ლ. ვ-მა განაგრძო რა მ. გ-ის მოტყუება, დაარწმუნა, რომ მალე დაიწყებოდა სწავლა და არსებული კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ლექციები უნივერსიტეტში ჩაუტარდებოდა დისტანციურად, ე.წ. „ზუმის“ პროგრამის საშუალებით, ასევე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაამატა სპეციალურ ჯგუფში, სადაც მის გარდა გაწევრიანებულნი იყვნენ ასევე ლ. ვ-ძე- ა-ის მიერ მოტყუებული სხვა „სტუდენტებიც“, „ლექციებს“ კი ატარებდა ლ. ვ-ძე-ა-ის მიერ სპეციალურად შექმნილი პირთა ჯგუფი, თავად მათ მიერვე შემუშავებული პროგრამის ფარგლებში.
· აღნიშნულის შემდგომ, 2022 წლის გაზაფხულზე, ლ. ვ-ძე-ა-ა განიზრახა რა მოტყუებით დაუფლებოდა მ. გ-ს კუთვნილ თანხას 85 ლარის ოდენობით, მაშინ როდესაც მან ნამდვილად იცოდა, რომ მ. გ-ს არ ჰქონდა სტუდენტის სტატუსი, ვითომდა უნივერსიტეტში სწავლისათვის საჭირო დამატებითი სტუდენტური ბარათის გასაკეთებლად, აღნიშნული თანხა შეატანინა მ. კ-ის ანგარიშზე, რასაც შემდგომ ლ. ვ-ძე-ა-ი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. ლ. ვ-ძე-აბ-ის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად მ. გ-ს მიადგა 3085 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
· 2021 წლის მარტში, ლ. ვ-ე-ა-მა, რ. ა-ის ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, მოატყუა ეს უკანასკნელი, კერძოდ, უთხრა, რომ თითქოს იყო თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანი და შეეძლო 3000 ლარის გადახდის სანაცვლოდ რ. ა-ს ამავე უნივერსიტეტში, გამოცდების ჩაბარების გარეშე, ბაკალავრის საფეხურის მეორე სემესტრის სტუდენტად ჩარიცხვა. რეალურად კი, ლ. ვ-ე-ა-ი საერთოდ არ იკავებდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში არანაირ თანამდებობას, ასევე, არ ჰქონდა არც უფლება და არც შესაძლებლობა ვინმე თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტად ჩაერიცხა. რ. ა-ი ენდო ლ. ვ-ძე-ა-ს და დათანხმდა მის შემოთავაზებას, რის შემდეგაც, დროის მოკლე მონაკვეთში, 2021 წლის მარტში, თ-ში, ზ. გ-ას ს-ო №..-ში მდებარე იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. ვ-ე-ა-ს გადასცა 3000 ლარი, რასაც ეს უკანასკნელი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
· ასევე, 2021 წლის გაზაფხულზე, ლ. ვ-ძე-ა-მა განიზრახა რა მოტყუებით დაუფლებოდა რ. ა-ის კუთვნილ თანხას 85 ლარის ოდენობით, მაშინ როდესაც მან ნამდვილად იცოდა, რომ რ. ა-ს არ ჰქონდა სტუდენტის სტატუსი, ვითომდა სტუდენტური ბილეთის დამზადებისათვის, აღნიშნული თანხა გადაარიცხინა მ. კ-ის ანგარიშზე, რასაც შემდგომ ლ. ვ-ძე-ა-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ. ლ. ვ-ძე-ა-ის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად რ. ა-ს მიადგა 3085 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
· 2021 წლის სექტემბერში, ლ. ვ-ძე-ა-მა, რ. მ-ის ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, მოატყუა ეს უკანასკნელი, კერძოდ, უთხრა, რომ თითქოს იყო თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანი და შეეძლო 5500 ლარის გადახდის სანაცვლოდ რ. მ-ის ამავე უნივერსიტეტში ბაკალავრის საფეხურის სტუდენტად ჩარიცხვა. რეალურად კი, ლ. ვ-ე-ა-ი საერთოდ არ იკავებდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში არანაირ თანამდებობას, ასევე, არ ჰქონდა არც უფლება და არც შესაძლებლობა ვინმე თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტად ჩაერიცხა. რ. მ-ი ენდო ლ. ვ-ძე-ა-ს და დათანხმდა მის შემოთავაზებას, რის შემდეგაც, დროის მოკლე მონაკვეთში, 2021 წლის სექტემბერში, ბ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ-ში, ლ. ვ-ე-ა-ს გადასცა 5500 ლარი, რასაც ეს უკანასკნელი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
· აღნიშნულის შემდგომ, 2021 წლის ოქტომბერში, ლ. ვ-ე-ა-ის მითითებით, რ. მ-ს დაუკავშირდა მ. კ-ი და უთხრა, რომ არსებული კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ლექციები უნივერსიტეტში ჩაუტარდებოდა დისტანციურად, ე.წ „ზუმის“ პროგრამის საშუალებით, ასევე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაამატა ჯგუფში სახელწოდებით „ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კურსი“, სადაც მის გარდა გაწევრიანებულნი იყვნენ, ასევე ლ. ვ-ე-ა-ის მიერ მოტყუებული სხვა „სტუდენტებიც“, „ლექციებს“ კი ატარებდა ლ. ვ-ძე-ა-ის მიერ სპეციალურად შექმნილი პირთა ჯგუფი, თავად მათ მიერვე შემუშავებული პროგრამის ფარგლებში. რ. მ-ს „ლექციები“ უტარდებოდა 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის ბოლომდე. მთელი ამ დროის განმავლობაში, რ. მ-ს ეგონა, რომ იყო სტუდენტი და სწავლობდა უმაღლეს სასწავლებელში. შესაბამისად, მას ლ. ვ-ე-ა-ის ქმედების შედეგად მიადგა მორალური ზიანი. ასევე, 2022 წლის ოქტომბერში, ლ. ვ-მა განიზრახა რა მოტყუებით დაუფლებოდა რ. მ-ის კუთვნილ თანხას 80 ლარის ოდენობით, მაშინ როდესაც მან ნამდვილად იცოდა, რომ რ. მ-ს არ ჰქონდა სტუდენტის სტატუსი, ვითომდა სტუდენტური ბილეთის დამზადებისათვის, აღნიშნული თანხა რ. მ-ის მეგობარმა - ო. ჩ-მა, ქალაქ ბ-ან გადაარიცხინა მის მიერ მითითებული პირის - მ. კ-ის საბანკო ანგარიშზე, რასაც შემდგომ ლ. ვ-ძე-ა-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ. ლ. ვ-ძე-ა-ის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად რ. მ-ს მიადგა 5 580 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, ასევე, მორალური ზიანი.
· 2021 წლის სექტემბერში, ლ. ვ-ძე-ა-მა ო. ჩ-ი მოატყუა, რომ თითქოს იყო თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანი და შეეძლო ო. ჩ-ის ამავე უნივერსიტეტში ბაკალავრის საფეხურის სტუდენტად ჩარიცხვა და ჩარიცხავდა უფასოდ, ნაცნობობიდან გამომდინარე. რეალურად კი, ლ. ვ-ძე- ა-ი საერთოდ არ იკავებდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში არანაირ თანამდებობას, ასევე, არ ჰქონდა არც უფლება და არც შესაძლებლობა ვინმე თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტად ჩაერიცხა.
· აღნიშნულის შემდგომ, 2021 წლის ოქტომბერში, ლ. ვ-ძე-ა-ის მითითებით, ო. ჩ-ს დაუკავშირდა მ. კ-ი და უთხრა, რომ არსებული კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ლექციები უნივერსიტეტში ჩაუტარდებოდა დისტანციურად, ე.წ „ზუმის“ პროგრამის საშუალებით, ასევე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაამატა სპეციალურ ჯგუფში, სადაც მის გარდა გაწევრიანებული იყო ასევე ლ. ვ-ის მიერ მოტყუებული სხვა „სტუდენტებიც“, „ლექციებს“ კი ატარებდა ლ. ვ-ძე-ა-ის მიერ სპეციალურად შექმნილი პირთა ჯგუფი, თავად მათ მიერვე შემუშავებული პროგრამის ფარგლებში. ო. ჩ-ს „ლექციები“ უტარდებოდა 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის ბოლომდე. მთელი ამ დროის განმავლობაში, ო. ჩ-ს ეგონა, რომ იყო სტუდენტი და სწავლობდა უმაღლეს სასწავლებელში. შესაბამისად, მას ლ. ვ-ძე-ა-ის ქმედების შედეგად მიადგა მორალური ზიანი. ასევე, 2022 წლის ოქტომბერში, ლ. ვ-ძე-ა-მა განიზრახა რა მოტყუებით დაუფლებოდა ო. ჩ-ის კუთვნილ თანხას 80 ლარის ოდენობით, მაშინ როდესაც მან ნამდვილად იცოდა, რომ ო. ჩ-ს არ ჰქონდა სტუდენტის სტატუსი, ვითომდა სტუდენტური ბილეთის დამზადებისათვის, აღნიშნული თანხა ქალაქ ბ-ან გადაარიცხინა მის მიერ მითითებული პირის - მ. კ-ის საბანკო ანგარიშზე, რასაც შემდგომ ლ. ვ-ძე-ა-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ. ლ. ვ-ძე-ა-ის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად ო. ჩ-ს მიადგა 80 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი, ასევე,მორალური ზიანი.
· დაახლოებით 2019 წლის გაზაფხულზე, ლ. ვ-ძე-ა-მა, ი. გ-ის ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, მოატყუა ეს უკანასკნელი, კერძოდ, უთხრა, რომ თითქოს იყო თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანი და შეეძლო 1200 ლარის გადახდის სანაცვლოდ ი. გ-ის მობილობით გადაყვანა ი-ს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, შესაბამის ფაკულტეტზე. რეალურად კი, ლ. ვ-ძე-ა-ი საერთოდ არ იკავებდა არანაირ თანამდებობას არცერთ უნივერსიტეტში, ასევე, არ ჰქონდა არც უფლება და არც შესაძლებლობა ვინმე ი-ს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გადაეყვანა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ი. გ-ვი ენდო ლ. ვ-ძე-ა-ს და დათანხმდა მის შემოთავაზებას, რის შემდეგაც, დროის მოკლე მონაკვეთში, 2019 წლის გაზაფხულზე, თ-ში, მეტრო „რ-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ლ. ვა-ე-ა-ს გადასცა 1200 ლარი, რასაც ეს უკანასკნელი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
· ამასთან, აღნიშნულის შემდგომ, 2019 წლის შემოდგომიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის სხვადასხვა აუდიტორიაში, ი. გ-ს ლექციებს უტარებდა ლ. ვ-ძე-ა-ის მიერ სპეციალურად შექმნილი პირთა ჯგუფი, მათ მიერვე შემუშავებული პროგრამის ფარგლებში. მოგვიანებით, 2020 წლის გაზაფხულზე, ლ. ვ-ძე-ა-მა ი. გ-ს უთხრა, რომ არსებული კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ლექციები ჩაუტარდებოდა დისტანციურად, ე.წ. „ზუმის“ პროგრამის საშუალებით, ასევე, მ. კ-მა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაამატა სპეციალურ ჯგუფში, სადაც მის გარდა გაწევრიანებულნი იყვნენ ასევე ლ. ვ-ს მიერ მოტყუებული სხვა „სტუდენტებიც“, „ლექციებს“ კი ატარებდა ლ. ვ-ე-ა-ის მიერ სპეციალურად შექმნილი ზემოაღნიშნულ პირთა ჯგუფი. ი. გ-ს ლექციები უტარდებოდა დაახლოებით 2019 წლის შემოდგომიდან 2021 წლამდე. მთელი ამ დროის განმავლობაში, ი. გ-ს ეგონა, რომ იყო სტუდენტი და სწავლობდა უმაღლეს სასწავლებელში. შესაბამისად, მას ლ. ვ-ძე-ა-ის ქმედების შედეგად მიადგა მორალური ზიანი. ლ. ვ-ძე-ა-ის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად ი. გ-ს მიადგა 1200 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, ასევე, მორალური ზიანი.
· 2021 წლის სექტემბერში, ლ. ვ-ძე-ა-მა, შ. ა-ს ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, მოატყუა ეს უკანასკნელი, კერძოდ, უთხრა, რომ თითქოს იყო თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანი და შეეძლო 2500 ლარის გადახდის სანაცვლოდ შ. ა-ს გადაყვანა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მესამე კურსზე. რეალურად კი, ლ. ვ-ძე- ა-ი საერთოდ არ იკავებდა არანაირ თანამდებობას არცერთ უნივერსიტეტში, ასევე, არ ჰქონდა არც უფლება და არც შესაძლებლობა ვინმე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გადაეყვანა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. შ. ა-ა იყო რა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი და ვერ მოახერხა გამოცდის ჩაბარება, ენდო ლ. ვ-ძე-ა-ს და დათანხმდა მის შემოთავაზებას, რის შემდეგაც, დროის მოკლე მონაკვეთში, 2021 წლის სექტემბერში, თ-ში, .. მ-ის მოედანზე მდებარე ს-ის სასახლის მიმდებარედ არსებულ „მ-ის“ შენობაში ლ. ვ-ძე-ა-ს მომსახურების სანაცვლოდ გადასცა 2500 ლარი, რასაც ეს უკანასკნელი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
· აღნიშნულის შემდგომ, 2021 წლის ოქტომბერში, ლ. ვ-ძე-ა-მა შ. ა-ს უთხრა, რომ არსებული კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ლექციები ჩაუტარდებოდა დისტანციურად, ე.წ „ზუმის“ პროგრამის საშუალებით, ასევე, მ. კ-მა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაამატა თითქოსდა ამავე უნივერსიტეტის მესამე კურსის ჯგუფში, სადაც მის გარდა გაწევრიანებულნი იყვნენ ასევე ლ. ვ-ე-ა-ის მიერ მოტყუებული სხვა „სტუდენტებიც“, „ლექციებს“ კი ატარებდა ლ. ვ-ის მიერ სპეციალურად შექმნილი ზემო აღნიშნულ პირთა ჯგუფი. შ. ა-ას შემდგომი მოტყუების მიზნით, მისი კიდევ უფრო მეტი ნდობის მოსაპოვებლად და მის დასარწმუნებლად, რომ იგი ნამდვილად იყო სტუდენტი, ლ. ვ-ე-ა-მა 2022 წლის მარტში, შ. ა-ს სოციალურ ქსელში გაუგზავნა თითქოსდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ შ. ა-ს სახელზე გაცემული გერბიანი და ბეჭდიანი ცნობა, რეალურად კი, ყალბი დოკუმენტი. შ. ა-ს „ლექციები“ უტარდებოდა 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის ბოლომდე. მთელი ამ დროის განმავლობაში, შ. ა-ს ეგონა, რომ იყო სტუდენტი და სწავლობდა უმაღლეს სასწავლებელში. შესაბამისად, მას ლ. ვ-ძე-ა-ის ქმედების შედეგად მიადგა მორალური ზიანი. ლ. ვ-ე-ა-ის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად შ. ა-ს მიადგა 2500 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, ასევე, მორალური ზიანი.
· 2019 წლის ოქტომბერში, ლ. ვ-ე-ა-მა, მ. გ-ს ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, მოატყუა ეს უკანასკნელი, კერძოდ, უთხრა, რომ თითქოს იყო ლექტორი თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში და შეეძლო 3000 ლარის გადახდის სანაცვლოდ მ. გ-ს ამავე უნივერსიტეტში ბაკალავრის საფეხურის სტუდენტად ჩარიცხვა. რეალურად კი, ლ. ვ-ე-ა-ი საერთოდ არ იკავებდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში არანაირ თანამდებობას, ასევე, არ ჰქონდა არც უფლება და არც შესაძლებლობა ვინმე თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტად ჩაერიცხა. მ. გ-ა ენდო ლ. ვ-ძე-ა-ს და დათანხმდა მის შემოთავაზებას, რის შემდეგაც, 2019 წლის ოქტომბერში, თ-ში, ზ. გ-ას ს-ო №..-ში მდებარე იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. ვ-ე-ა-ს გადასცა 3000 ლარი, რასაც ეს უკანასკნელი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. ასევე, 2019 წლის ნოემბერში, ლ. ვ-ძე-ა-მა განიზრახა რა მოტყუებით დაუფლებოდა მ. გ-ას კუთვნილ თანხას 150 ლარის ოდენობით, მაშინ როდესაც მან ნამდვილად იცოდა, რომ მ. გ-ს არ ჰქონდა სტუდენტის სტატუსი, ვითომდა სასწავლო ტრენინგისათვის ლ. ვ-ძე-ა-მა მას გამოართვა აღნიშნული თანხა, რასაც შემდგომ მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. ლ. ვ-ე-ა-ის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად მ. გ-ას მიადგა 3150 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
· 2019 წლის დეკემბერში, ლ. ვ-ე-ა-მა, გ. მ-ს ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, მოატყუა ეს უკანასკნელი, კერძოდ, უთხრა, რომ თითქოს იყო თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანი და შეეძლო 3000 ლარის გადახდის სანაცვლოდ გ. მ-ს ამავე უნივერსიტეტში ბაკალავრის საფეხურის სტუდენტად ჩარიცხვა. რეალურად კი, ლ. ვ-ძე-ა-ი საერთოდ არ იკავებდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში არანაირ თანამდებობას, ასევე, არ ჰქონდა არც უფლება და არც შესაძლებლობა ვინმე თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტად ჩაერიცხა. გ. მ-ა ენდო ლ. ვ-ძე-ა-ს და დათანხმდა მის შემოთავაზებას, რის შემდეგაც, დროის მოკლე მონაკვეთში, 2019 წლის დეკემბრის დასაწყისში, თ-ში, ზ. გ-ს ს-ო №..-ში მდებარე იუსტიციის სახლში, ლ. ვ-ძე- ა-ს გადასცა 3000 ლარი, რასაც ეს უკანასკნელიმართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. გ. მ-ს შემდგომი მოტყუების მიზნით, მისი კიდევ უფრო მეტი ნდობის მოსაპოვებლად და მის დასარწმუნებლად, რომ იგი ნამდვილად იყო სტუდენტი, ლ. ვ-ე-ა-მა 2019 წლის 9 დეკემბერს, თ-ში, კ-ს ქუჩა №..-ში მდებარე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გ. მ-ას გადასცა თითქოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გ. მ-ას სახელზე გაცემული გერბიანი და ბეჭდიანი ცნობის ასლი, რეალურად კი ყალბი დოკუმენტი. აღნიშნულის შემდგომ, დროის მოკლე მონაკვეთში, 2019 წლის დეკემბრიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის სხვადასხვა აუდიტორიაში, გ. მ-ს და მასთან ერთად მის ე.წ. კურსელებს, „ლექციებს“ უტარებდა ლ. ვ-ე- ა-ის მიერ სპეციალურად შექმნილი პირთა ჯგუფი, მათ მიერვე შემუშავებული პროგრამის ფარგლებში. მოგვიანებით, 2020 წლის აპრილში, ლ. ვ-ძე-ა-მა გ. მ-ა დაარწმუნა, რომ არსებული კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ლექციები უნივერსიტეტში ჩაუტარდებოდა დისტანციურად, ე.წ „ზუმის“ პროგრამის საშუალებით, ასევე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაამატა სპეციალურ ჯგუფში, სადაც მის გარდა გაწევრიანებულნი იყვნენ ასევე ლ. ვ-ე-ა-ის მიერ მოტყუებული სხვა „სტუდენტებიც“, „ლექციებს“ კი ატარებდა ლ. ვ-ე-ა-ის მიერ სპეციალურად შექმნილი პირთა ჯგუფი, თავად მათ მიერვე შემუშავებული პროგრამის ფარგლებში. გ. მ-ს „ლექციები“ უტარდებოდა 2019 წლის დეკემბრიდან 2022 წლის ბოლომდე. მთელი ამ დროის განმავლობაში, გ. მ-ას ეგონა, რომ იყო სტუდენტი და სწავლობდა უმაღლეს სასწავლებელში. შესაბამისად, მას ლ. ვ-ძე-ა-ის ქმედების შედეგად მიადგა მორალური ზიანი. ასევე, 2020 წლის აპრილში, ლ. ვ-ძე- ა-მა განიზრახა რა, მოტყუებით დაუფლებოდა გ. მ-ს კუთვნილ თანხას, მაშინ როდესაც მან ნამდვილად იცოდა, რომ გ. მ-ს არ ჰქონდა სტუდენტის სტატუსი, ვითომდა სტუდენტური ბილეთის დამზადებისათვის - 60 ლარი, ასევე, ელექტრონული წიგნის შესაძენად - 120 ლარი გადაარიცხინა მის მიერ მითითებული პირის - ა. ს-ის საბანკო ანგარიშზე, რასაც შემდგომ ლ. ვ-ძე-ა-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ.
· 2021 წლის დეკემბერში, ლ. ვ-ძე-ა-მა განიზრახა რა, მოტყუებით დაუფლებოდა გ. მ-ას კუთვნილ თანხას, მოატყუა იგი, რომ შეეძლო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მესამე კურსის ექსტერნად დახურვა და დაარწმუნა აღნიშნული მიზნით გადაერიცხა 270 ლარი. აღნიშნული თანხა, 2022 წლის იანვარში, გ. მ-ამ მის ძმას ჩაარიცხინა ლ. ვ-ე-ა-ის მიერ მითითებული პირის საბანკო ანგარიშზე, მიღებულ თანხას კი ლ. ვ-ძე-ა-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ. ლ. ვ-ძე-ა-ის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად გ. მ-ას მიადგა 3450 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, ასევე, მორალური ზიანი.
· 2021 წლის თებერვალში, ლ. ვ-ძე-ა-მა, ლ. მ-ას ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, მოატყუა ეს უკანასკნელი, კერძოდ, უთხრა, რომ თითქოს იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომელი და შეეძლო 2250 ლარის გადახდის სანაცვლოდ ლ. მ-ას, როგორც მასწავლებლისათვის, კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში მოხვედრა. რეალურად კი, ლ. ვ-ძე-ა-ი საერთოდ არ იკავებდა არანაირ თანამდებობას, მით უმეტეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ასევე, არ ჰქონდა არც უფლება და არც შესაძლებლობა ვინმე მსგავს პროგრამაში ჩაერიცხა. ლ. მ-ა ენდო ლ. ვ-ძე-ა-ს და დათანხმდა მის შემოთავაზებას, რის შემდეგაც, დროის მოკლე მონაკვეთში, 2021 წლის თებერვალში, ქალაქ მ-ან, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის საშუალებით, ლ. ვ-ძე-ა-ის მიერ მითითებული პირის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხა 2250 ლარი. ლ. მ-ას კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები არ გაუვლია, აღნიშნულ თანხას კი, ლ. ვ-ძე-ა-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ. ლ. ვ-ძე-ა-ის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად ლ. მ-ას მიადგა 2250 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
· 2022 წლის აგვისტოში, ლ. ვ-ე-ა-მა, ა. ი-ის ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, მოატყუა ეს უკანასკნელი, კერძოდ, უთხრა, რომ თითქოს იყო თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანი და შეეძლო 5000 ლარის გადახდის სანაცვლოდ ა. ი-ს შვილის - ნ. ი-ას ამავე უნივერსიტეტში, გამოცდების ჩაბარების გარეშე, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაკალავრის საფეხურის პირველი კურსის სტუდენტად ჩარიცხვა. რეალურად კი, ლ. ვ-ი საერთოდ არ იკავებდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში არანაირ თანამდებობას, ასევე, არ ჰქონდა არც უფლება და არც შესაძლებლობა ვინმე თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტად ჩაერიცხა. ა. ი-ი ენდო ლ. ვ-ს და დათანხმდა მის შემოთავაზებას, რის შემდეგაც, რამდენიმე დღეში, დაახლოებით 2022 წლის აგვისტო-სექტემბერში, თ-ში, ზ. გ-ას ს-ო №..-ში მდებარე იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. ვ-ძე- ა-ს გადასცა 5000 ლარი, რასაც ეს უკანასკნელი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. ასევე, ლ. ვ-ე-ა-მა განიზრახა რა მოტყუებით დაუფლებოდა ა. ი-ის კუთვნილ თანხას, მოატყუა და დაარწმუნა იგი, რომ სტუდენტური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს 80%-იანი დაფინანსების ფარგლებში, შესაძლებელი იყო მობილური ტელეფონის -„აიფონ 13 პრო მაქსის“-ის ყიდვა ფასდაკლებით, ასევე, ავეჯის სახლ „ე-ში“ შესაძლებელი იყო 5000 ლარიანი ავეჯის ყიდვა - 1000 ლარად.
· 2022 წლის სექტემბერში, მ-ში, ს-ი არსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან, ა. ი-მა ლ. ვ-ე-ა-ის მიერ მითითებული პირის - მ. კ-ის ანგარიშზე ჩარიცხა აღნიშნული მობილური ტელეფონისა და ავეჯის თანხა - 2000 ლარი. რეალურად კი, არ არსებობდა მსგავსი სტუდენტური პროგრამა და იგი მოგონილი იყო ლ. ვ-ე-ა-ის მიერ თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, რასაც დაეუფლა კიდეც. ასევე, ლ. ვ-ე-ა-მა განიზრახა რა მოტყუებით დაუფლებოდა ა. ი-ის კუთვნილ თანხას, მოატყუა და დაარწმუნა იგი, რომ სტუდენტური პროგრამის ფარგლებში, შესაძლებელი იყო თ-ში, გ-ს ქუჩაზე, .. კვ.მ საცხოვრებელი ფართის შეძენა ფასდაკლებით. ა. ი-ი ენდო ლ. ვ-ს და 2022 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, თ-ში, ზ. გ-ას ს-ო №..- ში მდებარე იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. ვ-ს გადასცა 15000 ლარი, რასაც ეს უკანასკნელი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. ლ. ვ-ძე-ა-ის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად ა. ი-ს მიადგა 22 000 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
· 2021 წლის სექტემბერში, მ. ა-მ ბიძამისის - გ. ა-ან გაიგო, რომ თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის ლ. ვ-ძე - ა-ის დახმარებით შესაძლებელი იყო თბილსის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტად ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე. ზემოაღნიშნული საკითხის მოგვარების მიზნით, 2021 წლის აგვისტოს ბოლოს, მ. ა-ს დედა - ი. ა-ა, გ. ა-ი და ს. ბ-ა, ქ.თ-სი, ს-ის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე „მ-ის“ შენობაში შეხვდნენ ლ. ვ-ე-ა-ს. მან ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით მოატყუა ისინი, კერძოდ, უთხრა, რომ შეეძლო 7000 ლარის გადახდის სანაცვლოდ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მ. ა-ს სტუდენტად ჩარიცხვა, ასევე მ. ა-ს გრანტის პროგრამაში ჩასმა და მისი უფასოდ სწავლის ორგანიზება. რეალურად კი, ლ. ვ-ძე-ა-ი საერთოდ არ იკავებდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში არანაირ თანამდებობას, ასევე არ ჰქონდა არც უფლება და არც შესაძლებლობა მ. ა-ა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტად ჩაერიცხა. მ. ა-ა და ი. ა-ა ენდნენ ლ. ვ-ძე-ა-ს და დათანხმდნენ მის შემოთავაზებას. იმავე დღეს, ლ. ვ-ს, თითქოდა უნივერსიტეტში ჩარიცხვის საფასურის სანაცვლოდ, ხელზე გადასცეს 7000 ლარი, რასაც ეს უკანასკნელი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ.
· 2021 წლის სექტემბერში, ლ. ვ-მა მოატყუა მ. ა-ა, კერძოდ, უთხრა, რომ არსებული კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ლექციები უნივერსიტეტში ჩაუტარდებოდა დისტანციურად, ე.წ „ზუმის“ პროგრამის საშუალებით, ასევე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაამატა ჯგუფში სახელწოდებით „სამედიცინოს გოგოები“, სადაც მ. ა-ს გარდა გაწევრიანებული იყო, ასევე ლ. ვ-ძე-ა-ის მიერ მოტყუებული ორი პირი - ა. ხ-ვა და ფ. ა-ა. „ლექციები“ ტარდებოდა 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის მარტამდე. თვალის ასახვევად და მისი ტყუილების ბოლომდე დასაჯერებლად, ლ. ვ-ე-ა-მა „ფეისბუქის“ საერთო ჯგუფში გამოაგზავნა სურათი, თითქოს „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ მიერ გაცემული სერთიფიკატი, რეალურად ყალბი დოკუმენტი, რომლის თანახმადაც მ. ა-ს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა უღიარა კრედიტები და ჩაუთვალა მიმდინარე სემესტრი ჩაბარებულად. მთელი ამ დროის განმავლობაში, მ. ა-ს ეგონა, რომ იყო სტუდენტი და სწავლობდა უმაღლეს სასწავლებელში. შესაბამისად, მას ლ. ვ-ძე-ა-ის ქმედების შედეგად მიადგა მორალური ზიანი.
· 2021 წლის ივნისში, ლ ვ-ძე-ა-მა მოატყუა მ. ა-ა, რომ თითქოს ბიბლიოთეკის სამკითხველო ბილეთის ასაღებად აუცილებელი იყო 150 ლარის გადახდა, რაც მან ლ. ვ-ე-ა-ის მითითებით გადარიცხა დ. ზ-ს (პ/ნ ....) პირად ანგარიშზე. აღნიშნულის შემდგომ, 2022 წლის აგვისტოში, ლ. ვ-ე-ა-მა მოატყუა, რომ ქუთაისის პრაქტიკული კურსების გასავლელად აუცილებელი იყო 1400 ლარის გადახდა და აღნიშნული თანხა მ. ა-ს ჩაარიცხინა მ. კ-ს პირად პ/ნ ... ანგარიშზე, შემდგომ დამატებით ჩაარიცხინა 500 ლარი, რადგან ვითომ ქ-ის ნაცვლად უშვებდა ბ-ოს პრაქტიკულ კურსებზე, კვლავ დამატებით ჩაარიცხინა 290 ლარი დ. ზ-ს (პ/ნ ...) პირად ანგარიშზე. რეალურად კი, ლ. ვ-ძე-ა-ი მ. ა-ს არც პრაქტიკულ კურსებზე გაშვებას გეგმავდა და არც სხვა დანაპირებების შესრულებას. ჯამში ლ. ვ-ძე-ა-მა მ. ა-ს 2022 წლის ოქტომბრამდე მოტყუებით გაადარიცხინა ფულადი თანხა 2340 ლარის ოდენობით, რასაც დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ. მსჯავრდებულის ქმედების შედეგად მ. ა-ას ჯამში მიადგა 9340 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
· 2021 წლის აგვისტოში, თ-სი, ს-ს სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე „მ-ის“ შენობაში, ლ. ვ-ე-ა-მა მოატყუა ა. ხ-ა და დედამისი - ვ. ხ-ა, რომ იყო თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანი და შეეძლო 4000 ლარის გადახდის სანაცვლოდ დ. ა-ის სახელობის უნივერსიტეტში ა. ხ-ს სტუდენტად ჩარიცხვა. რეალურად კი, ლ. ვ-ი საერთოდ არ იკავებდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში არანაირ თანამდებობას, ასევე არ ჰქონდა არც უფლება და არც შესაძლებლობა ა. ხ-ა დ. ა-ის სახელობის უნივერსიტეტში სტუდენტად ჩაერიცხა. ა. ხ-ა ენდო ლ. ვ-ძე- ა-ს და დათანხმდა მის შემოთავაზებას. იმავე დღეს, ვ. ხ-ამ თითქოდა უნივერსიტეტში ჩარიცხვის საფასურის სანაცვლოდ ლ. ვ-ის მითითებით, ა. ს-ის (პ/ნ ...) პირად ანგარიშზე ჩარიცხა 4000 ლარი, რასაც ლ. ვ-ე-ა-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ. გარდა ამისა, 2021 წლის 6 აგვისტოს, ლ. ვ-ძე- ა-ის მითითებით, იმავე პირის ანგარიშზე ვ. ხ-მ ჩარიცხა ა. ხ-ას თითქოსდა გრანტში მოხვედრის თანხა - 2500 ლარის ოდენობით. მიღებულ ფულად თანხას კი, ლ. ვ-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ.
· 2021 წლის 11 ოქტომბერს, ლ. ვ-ძე-ა-ის მითითებით, ა. ხ-ას დაუკავშირდა მ. კ-ი და უთხრა, რომ არსებული კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ლექციები უნივერსიტეტში ჩაუტარდებოდა დისტანციურად, ე.წ. „ზუმის“ პროგრამის საშუალებით, ასევე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაამატა ჯგუფში სახელწოდებით „სამედიცინოს გოგოები“, სადაც მის გარდა გაწევრიანებული იყო ასევე ლ. ვ-ე-ა-ის მიერ მოტყუებული ორი პირი - მ. ა-ა და ფ. ა-ა. „ლექციები“ ტარდებოდა 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის მარტამდე. თვალის ასახვევად და მისი ტყუილების ბოლომდე დასაჯერებლად, ლ. ვ-მა „ფეისბუქის“ საერთო ჯგუფში გამოაგზავნინა სურათი, თითქოს „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ მიერ გაცემული სერთიფიკატი, რეალურად ყალბი დოკუმენტი, რომლის თანახმადაც ა. ხ-ს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა უღიარა კრედიტები და ჩაუთვალა მიმდინარე სემესტრი ჩაბარებულად. მთელი ამ დროის განმავლობაში, ა. ხ-ს ეგონა, რომ იყო სტუდენტი და სწავლობდა უმაღლეს სასწავლებელში. შესაბამისად, მას ლ. ვ-ე-ა-ის ქმედების შედეგად მიადგა მორალური ზიანი.
· 2022 წლის 7 სექტემბერს, ლ. ვ-ე-ა-მა მოატყუა ა. ხ-ა, რომ თითქოს უნივერსიტეტმა უფასოდ გადასცა ნოუთბუქი და ნოუთბუქში სასწავლო პროგრამის ჩასაწერად აუცილებელი იყო 250 ლარის გადახდა, რაც ა. ხ-მ ლ. ვ-ის მითითებით გადარიცხა მ. კ-ის (პ/ნ ..) პირად ანგარიშზე. მიღებულ ფულად თანხას კი, ლ. ვ-ძე-ა-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ. 2022 წლის 20 დეკემბერს, რ-ში მდებარე „მ-ის“ შენობაში, ლ. ვ-ძე-ა-მა მოატყუა ა. ხ-ა, რომ განათლების სამინისტროში მისი გრანტში მოხვედრის საკითხი ფერხდებოდა, ამიტომ აუცილებელი იყო ერთი სემესტრის სწავლის საფასურის სრულად დაფარვა, შესაბამისად ვ. ხ-ამ ლ. ვ-ს ხელზე გადასცა 1150 ლარი, რასაც იგი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ. მსჯავრდებულის ქმედების შედეგად ა. ხ-ას ჯამში მიადგა 7900 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
· 2021 წლის 8 ივნისს, რ-ში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. ვ-ე-ა-მა მოატყუა ფ. ა-ა, რომ იყო თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანი და შეეძლო ფულადი თანხის გადახდის სანაცვლოდ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ფ. ა-ას სტუდენტად ჩარიცხვა. ლ. ვ-ძე-ა-მა ფ. ა-ს მოსთხოვა ორი წლის სწავლის საფასური 4500 ლარი, ექსტერნად სწავლის საფასური 1150 ლარი, ნოუთბუქის საფასური 560 ლარი და საბუთების მოწესრიგების საფასური 800 ლარი. რეალურად კი, ლ. ვ-ე-ა-ი საერთოდ არ იკავებდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში არანაირ თანამდებობას, ასევე არ ჰქონდა არც უფლება და არც შესაძლებლობა ფ. ა-ა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტად ჩაერიცხა. ფ. ა-ა ენდო ლ. ვ-ე-ა-ს და დათანხმდა მის შემოთავაზებას. აღნიშნულის შემდგომ, ფ. ა-ს მშობლებმა ლ. ვ-ძე- ა-ს ნაწილ-ნაწილ გადასცეს მოთხოვნილი ფულადი თანხა, ჯამში 7010 ლარის ოდენობით, რასაც იგი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ.
· 2021 წლის ოქტომბერში, ლ. ვ-ძე-ა-მა მოატყუა ფ. ა-ვა და უთხრა, რომ არსებული კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ლექციები უნივერსიტეტში ჩაუტარდებოდა დისტანციურად, ე.წ. „ზუმის“ პროგრამის საშუალებით, ასევე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაამატა ჯგუფში სახელწოდებით „სამედიცინოს გოგოები“, სადაც მის გარდა გაწევრიანებული იყო ასევე ლ. ვ-ე-ა-ის მიერ მოტყუებული ორი პირი - მ. ა-ა და ა. ხ-ა. „ლექციები“ ტარდებოდა 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის მარტამდე.
· 2021 წლის 14 ივნისს, თვალის ასახვევად და მისი ტყუილების ბოლომდე დასაჯერებლად, ლ. ვ-ძე-ა-მა ფ. ა-ს გადასცა ყალბი დოკუმენტები, თითქოს „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ მიერ გაცემული სერთიფიკატი, რომლის თანახმადაც ფ. ა-ს მიერ ექსტერნად ჩაბარებული გამოცდები იყო აღიარებული, ასევე ფინანსური დეპარტამენტის მიერ გაცემული ამონაწერები, რომ თითქოსდა ფ. ა-ას სტუდენტური დავალიანება არ ერიცხებოდა. მთელი ამ დროის განმავლობაში, ფ. ა-ს ეგონა, რომ იყო სტუდენტი და სწავლობდა უმაღლეს სასწავლებელში. შესაბამისად, მას ლ. ვ-ის ქმედების შედეგად მიადგა მორალური ზიანი. ლ. ვ-ძე-ა-ის მიერ განხორციებული ქმედების შედეგად ფ. ა-ს ჯამში მიადგა 7010 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი და მორალური ზიანი.
· 2021 წლის ივნისში, ლ. ვ-ძე-ა-მა მოატყუა ნ. ბ-ა, რომ იყო თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანი, განათლების სამინისტროში ჰქონდა გავლენები და ამ კუთხით შეეძლო ყველანაირი პრობლემის მოგვარება. მისივე განმარტებით, განათლების სამინისტროს აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი ჰქონდა 2019 წლის და 2020 წლის „კადილაკის“ ჯიპები და შესაძლებელი იყო მათი იაფად შეძენა. ნ. ბ-ა ენდო ლ. ვ-ძე-ა-ს და 2021 წლის 25 ივნისს, ქ.რ-ში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მისი დის - ტ. ა-ს ხელით გადასცა ავტომანქანების აუქციონზე შესაძენი თანხა 14450 ლარის ოდენობით, ასევე 2021 წლის 27 ივნისს, ქ.რ-ში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტ. ა-ს ხელით დამატებით გადასცა 60500 ლარი, საიდანაც 40000 ლარი განკუთვნილი იყო „კადილაკის“ ჯიპისთვის, ხოლო 20500 ლარი 4 ცალი „შკოდისთვის“. შემდგომ, ლ. ვ-ძე-ა-მა განაგრძო რა, ნ. ბ-ს მოტყუება, განმარტა, რომ აუქციონზე კიდევ იყო შესაძლებელი ავტომანქანების შეძენა, რისთვისაც ნ. ბ-მ მას გადასცა ჯამში 16000 ლარი. მიღებულ ფულად თანხებს ლ. ვ-ძე-ა-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ.
· აღნიშნულის შემდგომ, ლ. ვ-ძე-ა-მა განაგრძო რა ნ. ბ-ს მოტყუება, განმარტა, რომ შესაძლებელი იყო თ-ში და რ-ში მდებარე ბინების იაფად შეძენა, ნ. ბ-ა ენდო ლ. ვ-ე-ა-ს და განიზრახა ბინების შეძენა. კერძოდ, თ-ში, ს-ის მოედანზე და მ-ის გამზირზე არსებულ ბინებში უნდა გადაეხადა 15000-15000 ლარი და რ-ში მდებარე ბინებში უნდა გადაეხადა 43000 ლარი. ჯამში ბინების საფასურმა შეადგინა 73000 ლარი, საიდანაც 2021 წლის 30 ივნისს, მისი დის - ტ. ა-ს ხელით ლ. ვ-ე-ა-ს ხელზე გადასცა 39000 ლარი, ხოლო დარჩენილი ფულადი თანხები - 34250 ლარის ოდენობით ნ. ბ-მ 2021 წლის 20 ივლისიდან 2021 წლის 2 აგვისტოს პერიოდში, ლ. ვ-ძე-ა-ის მითითებით ჩარიცხა ა. ს-ის (პ/ნ ...) პირად ანგარიშზე. 2021 წლის 23 სექტემბერს, ლ. ვ-ძე-ა-ს გადაეცა ნ. ბ-ს კუთვნილი ფულადი თანხა 2010 ლარის ოდენობით, რაც ლ. ვ-ძე-ა-ის განმარტებით წარმოადგენდა ნ. ბ-ას მიერ თითქოსდა შეძენილი ბინების მოსაკრებელს. 2021 წლის 4 ოქტომბერს, ლ. ვ-ძე-ა-ს გადაეცა 1155 ლარი, რაც წარმოადგენდა ნ. ბ-ს მიერ თითქოს და შეძენილი ავტომანქანის მოსაკრებელს.
· აღნიშნულის შემდგომ, ლ. ვ-ძე-ა-მა განაგრძო რა ნ. ბ-ს მოტყუება, განმარტა, რომ შესაძლებელი იყო თ-ში დამატებით 4 ბინის შეძენა, თითოეულის 15000 ლარად, რაზედაც ნ. ბ-ა დათანხმდა, საიდანაც 500 ლარი გადასცა ტ. ა-ს ლ. ვ-ძე-ა-ზე გადასაცემად, ხოლო დარჩენილი ფულადი თანხა 2021 წლის 4 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრამდე ეტაპობრივად ჩარიცხა ლ. ვ-ე-ა-ის მითითებით მ. კ-ის და ა. ს-ის პირად ანგარიშზე. 2021 წლის 10 დეკემბერს, ნ. ბ-მ ლ. ვ-ძე-ა-ის მითითებით, ა. ს-ის ანგარიშზე ჩარიცხა 8 ბინის მოსაკრებელი 13520 ლარის ოდენობით. 2021 წლის 14 ნომებრიდან 2022 წლის 25 თებერვლის ჩათვლით ნ. ბ-მ ლ. ვ-ის მითითებით ა. ს-ს ანგარიშზე ჩარიცხა 102055 ლარი, საიდანაც 30000 ლარი წარმოადგენდა თ-ში მდებარე ორი ბინის საფასურს, 9100 ლარი მანქანების მოსაკრებლის ფულს, 3 400 ლარი ბინების მოსაკრებლის ფულს, 11000 აშშ დოლარის ეკვივალენტი 34 100 ლარი ოქროების შეძენის საფასურს და 36000 ლარი ავტომანქანების აუქციონზე შეჩერების თანხას. მიღებულ ფულად თანხას ლ. ვ-ე-ა-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ.
· 2022 წლის 14 მარტს, ლ. ვ-ძე-ა-მა მოატყუა ნ. ბ-ა და უთხრა, რომ შეეძლო ბაკურიანში მდებარე და აუქციონზე გამოტანილი კოტეჯის ყიდვა 30000 ლარად, ხოლო თუ 5000 ლარს წინასწარ გადაიხდიდა აუქციონზე კოტეჯის ყიდვას შეაჩერებდა, რის შემდგომაც ნ. ბ-მ ლ. ვ-ე-ა-ის მითითებით, ა. ს-ის ანგარიშზე ჩარიცხა 5000 ლარი. მიღებულ ფულად თანხას ლ. ვ-ძე-ა-ლი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ. ლ. ვ-ე-ა-ის მიერ განხორციებული ქმედების შედეგად ნ. ბ-ს ჯამში მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი 347690 ლარის ოდენობით.
· 2021 წლის ივნისში, ლ. ვ-ე-ა-მა მოატყუა ტ. ა-ა, რომ იყო თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანი, განათლების სამინისტროში ჰქონდა გავლენები და შეეძლო ყველანაირი პრობლემის მოგვარება. მან დაარწმუნა ტ. ა-ა, რომ შეეძლო მისი შვილის - ფ. ა-ს სტუდენტად ჩარიცხვა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. მისივე განმარტებით, არსებული სტუდენტური პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებს „ა-ის“ ბინების კომპლექსში უფასოდ გადაეცემოდათ ბინები, რისთვისაც საჭირო იყო ფულადი თანხის გადახდა 19000 ლარის ოდენობით. ტ. ა-ა ენდო ლ. ვ-ძე-ა-ს და 2021 წლის 19 ივნისს, რუსთავში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამ უკანასკნელს ხელზე გადასცა 19000 ლარი. მიღებულ ფულად თანხას ლ. ვ-ძე-ა-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ.
· აღნიშნულის შემდგომ, ლ. ვ-ძე-ა-მა განაგრძო რა ტ. ა-ს მოტყუება, მას უთხრა, რომ განათლების სამინისტროს აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი ჰქონდა 2019 წლიდს და 2020 წლის „კადილაკის„ და „შკოდას“ ჯიპები და შესაძლებელი იყო მათი იაფად შეძენა. ტ. ა-ა ენდო ლ. ვ-ძე-ა-ს და 2021 წლის 25 ივნისს, რუსთავში იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. ვ-ძე-ა-ს ხელზე გადასცა ავტომანქანების აუქციონზე შესაძენი თანხა 14450 ლარის ოდენობით. მიღებულ ფულად თანხას ლ. ვ-ძე-ა-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ.
· აღნიშნულის შემდგომ, ლ. ვ-ძე-ა-მა განაგრძო რა ტ. ა-ას მოტყუება, განმარტა, რომ შესაძლებელი იყო თ-ში და რ-ში მდებარე ბინების იაფად შეძენა, ტ. ა-ა ენდო ლ. ვ-ძე-აბ-ს და განიზრახა ბინების შეძენა. მან ბინების საფასური 19700 ლარის ოდენობით ხელზე გადასცა ლ. ვ-ძე-ა-ს. დამატებით, 37 რ-ში მდებარე ბინის აუქციონზე შესაძენი თანხა 4700 ლარის ოდენობით ტ. ა-მ, 2021 წლის 29 ივნისს, ლ. ვ-ძე-ა-ის მითითებით ჩარიცხა ა. ს-ის ანგარიშზე. 2021 წლის 30 ივნისიდან 9 აგვისტომდე მონაკვეთში, ტ. ა-მ და მისმა ოჯახის წევრებმა ლ. ვ-ე-ა-ის მითითებით, ა. ს-ის ანგარიშზე ჩარიცხა ბინების საფასური 140000 ლარი, ხოლო 8 000 ლარი გადასცა ხელზე. 2021 წლის 23 სექტემბერს, ტ. ა-მ ლ. ვ-ძე-ა-ს გადასცა ფულადი თანხა 4150 ლარის ოდენობით, რაც ლ. ვ-ძე-ა-ის განმარტებით წარმოადგენდა ტ. ა-ს მიერ თითქოსდა შეძენილი ბინების და ავტომანქანების მოსაკრებელს. 2021 წლის 4 ოქტომბერს, ტ. ა-მ ლ. ვ-ს გადასცა ფულადი თანხა 4 605 ლარის ოდენობით, რაც ლ. ვ-ის განმარტებით წარმოადგენდა ტ. ა-ას მიერ თითქოსდა შეძენილი ბინების და ავტომანქანების საბაჟო გადასახადს. 2021 წლის 15 ნოემბერს, ლ. ვ-მა დაარწმუნა ტ. ა-ა, რომ შესაძლებელი იყო ქ. თ-ი, ს-ოს ქუჩაზე მდებარე ბინების იაფად, 15000 ლარად შეძენა. 2021 წლის 16 ნოემბერს, ქ. რ-ი, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტ. ა-მ ლ. ვ-ძე-ა-ს ხელზე გადასცა ორი ბინის საფასური 30000 ლარი, ამის შემდგომ ნ. ნ-ის ანგარიშზე დამატებით ჩაარიცხინა 1500 ლარი. მიღებულ ფულად თანხას ლ. ვ-ძე-ა-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ.
· აღნიშნულის შემდგომ, ლ. ვ-ძე-ა-მა განაგრძო რა ტ. ა-ს მოტყუება, მას უთხრა, რომ შეეძლო უფასოდ დაემზადებინა ამერიკის ვიზა, რისთვისაც საჭირო იყო 5000 ლარის გადახდა, რის შემდგომაც 2021 წლის 7 ოქტომბერს, ტ. ა-მ ლ. ვ-ძე-ა-ის მითითებით ა. ს-ის პირად ანგარიშზე ჩარიცხა ამერიკის ვიზის საფასური - 5000 ლარი. მიღებულ ფულად თანხას ლ. ვ-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ. მსჯავრდებულის ქმედების შედეგად ტ. ა-ს ჯამში მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი 242 455 ლარის ოდენობით.
· რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 აპრილის განაჩენით ლ. ვ-ე-ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
· 2016 წელს, საკუთრების წინაღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევმა ლ. ვ-ე-ა-მა მოატყუა კ. კ-ი, რომ იყო თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის და ი-ს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ასევე საქართველოს განათლების სამინისტროს თანამშრომელი და მას შეეძლო 5000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, კ. კ-ის რძლის ი-ს სახელმწიფო უნივერსიტეტში პედაგოგად მოწყობა. რეალურად კი, ლ. ვ-ძე-ა-ი საერთოდ არ იკავებდა არც ერთ უნივერსიტეტში და არც განათლების სამინისტროში არანაირ თანამდებობას, ასევე არ ჰქონდა არც უფლება და არც შესაძლებლობა ვინმე უნივერსიტეტში პედაგოგად მოეწყო. კ. კ-ი ენდო ლ. ვ-ე-ა-ს და 2016-2018 წლებში, ქ.რ-ი, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადასცა ფულადი თანხა ჯამში 5000 ლარის ოდენობით, რასაც ლ. ვ-ძე-ა-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ.
· აღნიშნულის შემდგომ, ლ. ვ-ე-ა-მა განაგრძო რა კ. კ-ს მოტყუება, განუმარტა, რომ შესაძლებელი იყო რ-ში, შ-ას ქუჩაზე მდებარე ბინის აუქციონზე იაფად, კერძოდ, 10000 ლარად შეძენა. კ. კ-ი ენდო ლ. ვ-ე-ა-ს და 2017-2019 წლებში, ეტაპობრივად, ხელზე გადასცა ბინის შესაძენი ფულადი თანხა ჯამში 10000 ლარის ოდენობით. რეალურად კი, ლ. ვ-ძე-ა-ლი არანაირი ბინის შეძენას არ გეგმავდა და მიღებულ ფულად თანხას 10000 ლარის ოდენობით დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ. მსჯავრდებულის ქმედების შედეგად კ. კ-ს ჯამში მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი 15000 ლარის ოდენობით.
· რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 აპრილის განაჩენით ლ. ვ-ე-ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
· 2018 წლის ივლისში, საკუთრების წინაღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევმა ლ. ვ-ძე-ა-მა მოატყუა ე. გ-ვა, კერძოდ, უთხრა, რომ მისი მშობლები დასაქმებულები იყვნენ განათლების სამინისტროში და ამ სფეროში ნებისმიერი საკითხის მოგვარება შეეძლო. მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩასარიცხად ე. გ-ს მოსთხოვა 5000 ლარი. იმავე პერიოდში, თ-სი, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე. გ-ამ ლ. ვ-ს ხელზე გადასცა უნივერსიტეტში ჩარიცხვის საფასური 5000 ლარი, რასაც ეს უკანასკნელი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ.
· 2018 წელს, ლ. ვ-ძე-ა-მა მოატყუა ე. გ-ა, რომ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი იყო სტუდენტების სასწავლებლად გაშვება ა-ი, რისთვისაც საჭირო იყო 2000 აშშ დოლარის (5000 ლარის ეკვივალენტი) და 4000 ლარის გადახდა. აღნიშნული ფულადი თანხა, ჯამში 9000 ლარის ოდენობით ქ.თ-სი, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხელზე გადაეცა ლ. ვ-ძე-ა-ს. რეალურად კი, ლ. ვ-ძე-ა-ი არ გეგმავდა ე. გ-ას ა-ში გაგზავნას, რადგან არანაირი მსგავსი სასწავლო პროგრამა არ არსებობდა. მიღებულ ფულად თანხას 9000 ლარის ოდენობით ლ. ვ-ძე-ა-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ.
· 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის მაისამდე, ე. გ-ს ეგონა, რომ იყო სტუდენტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უტარდებოდა ე.წ ლექციები. 2019 წლიდან ე. გ-მ მისი რწმენით სწავლა განაგრძო ი-ს სახელმწიფო უნივერსიტეტში და ამჯერად ე.წ ლექციები უტარდებოდა აღნიშნულ უნივერსიტეტში. ზემოაღნიშნულით ლ. ვ-ძე-ა-მა მოიპოვა ე. გ-ს და მისი ოჯახის წევრების ნდობა.
· 2020 წლის სექტემბერში, ლ. ვ-ძე-ა-მა მოატყუა ე. გ-ა, რომ 2018 წელს ა-ში ვერ გაუშვა რიგი მიზეზების, მათ შორის კოვიდპანდემიის გამო, ამიტომ მისი ა-ში გაშვების ორგანიზების მიზნით აუცილებელი იყო დამატებით 6000 ლარის გადაცემა. აღნიშნული ფულადი თანხა ლ. ვ-ძე-ა-ს გადაეცა ქ.გ-ში, ე. გ-ს ოჯახში ყოფნისას, რასაც იგი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ. 2021 წლის იანვარში, ლ. ვ-ძე-ა-მა ა-ში გასამგზავრებლად დამატებით მოითხოვა 4000 ლარი და დაზღვევის თანხა 3 000 ლარი, რაც მას გადაეცა ხელზე და დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ. ლ. ვ-ძე-ა-ის მიერ განხორციებული ქმედების შედეგად ე. გ-ს ჯამში მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი 27000 ლარის ოდენობით.
· 2021 წლის ზაფხულში, რ-ი, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. ვ-ძე-ა-მა მოატყუა ფ. მ-ი, კერძოდ, უთხრა, რომ იყო თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანი და შეეძლო 4 00 ლარის გადახდის სანაცვლოდ ამავე უნივერსიტეტში ფ. მ-ს სტუდენტად ჩარიცხვა. რეალურად კი ლ. ვ-ი საერთოდ არ იკავებდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში არანაირ თანამდებობას, ასევე არ ჰქონდა არც უფლება და არც შესაძლებლობა ფ. მ-ი თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტად ჩაერიცხა. ფ. მ-ი ენდო ლ. ვ-ე-ა-ს და დათანხმდა მის შემოთავაზებას. იმავე დღეებში, ფ. მ-მა ლ. ვ-ძე- ა-ს, თითქოს და უნივერსიტეტში ჩარიცხვის საფასურის სანაცვლოდ, ხელზე გადასცა 4000 ლარი, რასაც ეს უკანასკნელი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ.
· აღნიშნულის შემდგომ, ლ. ვ-ძე-ა-მა განაგრძო რა ფ. მ-ის მოტყუება, უთხრა, რომ არსებული „კოვიდ“ პანდემიიდან გამომდინარე, ლექციები უნივერსიტეტში ჩაუტარდებოდა დისტანციურად, ე.წ. „ზუმის“ პროგრამის საშუალებით, ასევე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაამატა ჯგუფში, სადაც, ფ. მ-ის გარდა, გაწევრიანებული იყო ლ. ვ-ე-ა-ის მიერ მოტყუებული სხვადადასხვა პირი. „ლექციები“ ტარდებოდა 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის მაისამდე. მთელი ამ დროის განმავლობაში, ფ. მ-ს ეგონა, რომ იყო სტუდენტი და სწავლობდა უმაღლეს სასწავლებელში. შესაბამისად, მას ლ. ვ-ძე-ა-ის ქმედების შედეგად მიადგა მორალური ზიანი.
· 2021 წლის აგვისტოში, ლ. ვ-ძე-ა-მა მოატყუა ფ. მ-ი, რომ თითქოსდა არსებული სტუდენტური პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი იყო „აიფონ 12 პრო“-ს ფირმის ტელეფონის შეძენა 1000 ლარად, რაც ამ უკანასკნელმა ლ. ვ-ის მითითებით გადარიცხა ა. ს-ის (პ/ნ ) პირად ანგარიშზე. რეალურად კი არანაირი სტუდენტური პროგრამა არ არსებობდა და ლ. ვ-ძე-ა-ი ფ. მ-ის მობილურის გადაცემას არ გეგმავდა. მიღებულ ფულად თანხას 1000 ლარის ოდენობით ლ. ვ-ძე-ა-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ. ლ. ვ-ძე-ა-ის მიერ განხორციებული ქმედების შედეგად ფ. მ-ს ჯამში მიადგა 5000 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
· 2021 წლის სექტემბერში, თ-ში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. ვ-ძე-ა-მა მოატყუა ყ. შ-ი, კერძოდ, უთხრა, რომ იყო თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანი და შეეძლო 3500 ლარის გადახდის სანაცვლოდ ამავე უნივერსიტეტში ყ. შ-ის შვილის - გ. შ-ის სტუდენტად ჩარიცხვა. რეალურად კი, ლ. ვ-ე-ა-ი საერთოდ არ იკავებდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში არანაირ თანამდებობას, ასევე არ ჰქონდა არც უფლება და არც შესაძლებლობა გ. შ-ი თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტად ჩაერიცხა. ყ. შ-ი ენდო ლ. ვ-ე-ა-ს და დათანხმდა მის შემოთავაზებას. იმავე დღეებში, ყ. შ-მა ლ. ვ-ძე-ა-ს, თითქოდა უნივერსიტეტში ჩარიცხვის საფასურის სანაცვლოდ, ხელზე გადასცა 3000 ლარი, რასაც ეს უკანასკნელი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ. ლ. ვ-ძე-ა-ის მიერ განხორციებული ქმედების შედეგად ყ. შ-ს მიადგა 3 000 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
· 2019 წლის ნოემბერში, თ-ში, ს-ის მოედანზე მდებარე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. ვ-ძე- ა-მა მოატყუა რ. მ-ი, კერძოდ, უთხრა, რომ იყო თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანი და შეეძლო 3000 ლარის გადახდის სანაცვლოდ ამავე უნივერსიტეტში რ. მ-ის სტუდენტად ჩარიცხვა. რეალურად კი, ლ. ვ-ი საერთოდ არ იკავებდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში არანაირ თანამდებობას, ასევე არ ჰქონდა არც უფლება და არც შესაძლებლობა რ. მ-ი თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტად ჩაერიცხა. რ. მ-ი ენდო ლ. ვ-ძე-ა-ს და დათანხმდა მის შემოთავაზებას. იმავე პერიოდში, რ. მ-მა ლ. ვ-ე-ა-ს, თითქოდა უნივერსიტეტში ჩარიცხვის საფასურის სანაცვლოდ, ხელზე გადასცა 3 00 ლარი, რასაც ეს უკანასკნელი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ. აღნიშნულის შემდგომ, ლ. ვ-ძე- ა-მა განაგრძო რა რ. მ-ს მოტყუება, უთხრა, რომ 2019 წლიდან დაიწყებოდა სწავლა და ლექციები ჩაუტარდებოთ თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში და გააცნო მისი ე.წ ლექტორები. თვალის ასახვევად და მისი ტყუილების ბოლომდე დასაჯერებლად, ლ. ვ-ძე-ა-მა რ. მ-ს გადასცა ყალბი დოკუმენტი, თითქოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გაცემული ცნობა, რ. მ-ის კრედიტების აღიარების თაობაზე.
· 2020 წლიდან არსებული კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, „ლექციები“ უნივერსიტეტში უტარდებოდათ დისტანციურად, ე.წ. „ზუმის“ პროგრამის საშუალებით, ასევე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაამატეს ჯგუფში, სადაც, რ. მ-ის გარდა, გაწევრიანებული იყო ლ. ვ-ძე-ა-ის მიერ მოტყუებული სხვადადასხვა პირი, ე.წ. სტუდენტები. „ლექციები“ ტარდებოდა 2019 წლიდან 2022 წლის შემოდგომამდე. მთელი ამ დროის განმავლობაში, რ. მ-ს ეგონა, რომ იყო სტუდენტი და სწავლობდა უმაღლეს სასწავლებელში. შესაბამისად, მას ლ. ვ-ძე-ა-ის ქმედების შედეგად მიადგა მორალური ზიანი.
· 2020 წლის აპრილში, ლ. ვ-ე-ა-მა მოატყუა რ. მ-ი, რომ თითქოსდა აუცილებელი იყო სტუდენტური ბარათისთვის 60 ლარის, ხოლო ელ.წიგნებისთვის 120 ლარის გადახდა, რაც რ. მ-მა ლ. ვ-ძე- ა-ის მითითებით გადარიცხა ა. ს-ის (პ/ნ ..) პირად ანგარიშზე. მიღებულ ფულად თანხას ლ. ვ-ძე-ა-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ. 2022 წლის 18 იანვარს, ქ.თ-სი, ს-ის გვერდით მდებარე „მ-ის“ შენობაში, ლ. ვ-ე-ა-მა მოატყუა რ. მ-ი, რომ თუკი სურდა ექსტერნად გამოცდების ჩაბარება, უნდა გადაეხადა 270 ლარი, რაც ამ უკანასკნელმა, იმავე დღეს, ხელზე გადასცა ლ. ვ-ე-ა-ს. მიღებულ ფულად თანხას ლ. ვ-ძე-ა-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ.
· 2022 წლის ივნისში, თ-ში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. ვ-ძე-ა-მა მოატყუა რ. მ-ი, რომ როგორც წარჩინებულ სტუდენტებს, თ-ის სხვადასხვა ტერიტორიებზე იაფად გადაეცემოდათ ბინები, კერძოდ, შეეძლო საბურთალოზე ბინის შეძენა 12000 ლარად. რ. მ-ი ენდო ლ. ვ-ძე-ა-ს და დათანხმდა მის შემოთავაზებას, რის შემდეგაც 2022 წლის 24 ივნისს ლ. ვ-ე-ა-ს ხელზე გადასცა თითქოსდა ბინის საფასურის ნაწილი 8 000 ლარი, ხოლო დარჩენილი 1 000 ლარი ლ. ვ-ძე-ა-ის მითითებით ჩარიცხა მ. კ-ის და გ. ა-ის ანგარიშზე, ნაწილი კი, გადასცა ხელზე ლ. ვ-ძე-ა-ს. მიღებულ ფულად თანხას 12000 ლარის ოდენობით ლ. ვ-ძე-ა-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ. ლ. ვ-ძე-ა-ის ქმედების შედეგად რ. მ-ს ჯამში მიადგა 15450 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
· 2020 წლის ოქტომბერში, თ-ი, ო-ს სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. ვ-ძე-ა-მა მოატყუა ა. ვ-ი, კერძოდ, უთხრა, რომ იყო თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანი და შეეძლო 5000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, ამავე უნივერსიტეტში ა. ვ-ის სტუდენტად ჩარიცხვა. რეალურად კი ლ. ვ-ი საერთოდ არ იკავებდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში არანაირ თანამდებობას, ასევე არ ჰქონდა არც უფლება და არც შესაძლებლობა ა. ვ-ი თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტად ჩაერიცხა. ა. ვ-ი ენდო ლ. ვ-ძე-ა-ს და დათანხმდა მის შემოთავაზებას. იმავე პერიოდში, ა. ვ-მა ლ. ვ-ძე-ა-ს, თითქოდა უნივერსიტეტში ჩარიცხვის საფასურის სანაცვლოდ, ხელზე გადასცა 5000 ლარი, რასაც იგი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ.
· აღნიშნულის შემდგომ, ლ. ვ-ძე-ა-მა განაგრძო რა, ა. ვ-ის მოტყუება, უთხრა, რომ არსებული კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, „ლექციები“ უნივერსიტეტში ჩაუტარდებოდა დისტანციურად, ე.წ. „ზუმის“ პროგრამის საშუალებით, ასევე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაამატეს ჯგუფში, სადაც ა. ვ-ის გარდა გაწევრიანებული იყო ლ. ვ-ე-ა-ის მიერ მოტყუებული სხვადადასხვა პირი, ე.წ სტუდენტები. „ლექციები“ ტარდებოდა 2020 წლის შემოდგომიდან 2022 წლის შემოდგომამდე. მთელი ამ დროის განმავლობაში, ა. ვ-ს ეგონა, რომ იყო სტუდენტი და სწავლობდა უმაღლეს სასწავლებელში. შესაბამისად, მას ლ. ვ-ძე-ა-ის ქმედების შედეგად მიადგა მორალური ზიანი. 2020 წლის ნოემბრის თვეში, ლ. ვ-ე-ა-მა მოატყუა ა. ვ-ი, რომ თითქოსდა აუცილებელი იყო ლეპტოპის შეძენა, რაც სტუდენტური შეღავათებიდან გამომდინარე, ღირდა 650 ლარი. ა. ვ-ი ენდო ლ. ვ-ს და მისივე მითითებით ჩაურიცხა 650 ლარი. მიღებულ ფულად თანხას ლ. ვ-ძე-ა-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ.
· 2021 წლის მაისში, ლ. ვ-ძე-ა-მა მოატყუა ა. ვ-ი, რომ თითქოსდა აუცილებელი იყო სტუდენტური ბარათების დასამზადებლად 75 ლარის გადახდა. ა. ვ-მა მისი და მისი დის - ა. ვ-ს სტუდენტური ბარათის თანხა, ჯამში 150 ლარი, გადარიცხა მ. კ-ს პირად ანგარიშზე. მიღებულ ფულად თანხას ლ. ვ-ძე-ა-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ.
· 2021 წლის ზაფხულში, ლ. ვ-ძე-ა-მა მოატყუა ა. ვ-ი, რომ როგორც წარჩინებულ სტუდენტებს, თ-ის სხვადასხვა ტერიტორიებზე იაფად გადაეცემოდათ ბინები. ა. ვ-ი ენდო ლ. ვ-ძე-ა-ს და დათანხმდა მის შემოთავაზებას, რის შემდეგაც 2021 წლის ზაფხულში, ლ. ვ-ძე- ა-ს ხელზე გადასცა თითქოსდა ბინის საფასური 5000 ლარი. მიღებულ ფულად თანხას ლ. ვ-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ. 2022 წლის ზაფხულში, ლ. ვ-ა მოატყუა ა. ვ-ი, რომ თითქოს შეეძლო 10000 ლარის გადახის სანაცვლოდ მისი მოწყობა პოლიციაში სამუშაოდ. ა. ვ-ი ენდო ლ. ვ-ს და დათანხმდა მის შემოთავაზებას, რის შემდეგაც იმავე პერიოდში, რ-ში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. ვ-ძე-ა-ს ხელზე გადასცა 10000 ლარი. მიღებულ ფულად თანხას ეს უკანასკნელი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ. ლ. ვ-ე-ა-ის მიერ განხორციებული ქმედების შედეგად ა. ვ-ს ჯამში მიადგა 20800 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
· 2021 წლის აგვისტოში, თ-სი, ს-ის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე „მ-ის“ შენობაში, ლ. ვ-ე-ა-მა მოატყუა გ. ა-ი, რომ იყო თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანი და შეეძლო 4000 ლარის გადახდის სანაცვლოდ თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში გ. ა-ის სტუდენტად ჩარიცხვა. რეალურად კი, ლ. ვ-ძე-ა-ი საერთოდ არ იკავებდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში არანაირ თანამდებობას, ასევე არ ჰქონდა არც უფლება და არც შესაძლებლობა გ. ა-ი თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტად ჩაერიცხა. გ. ა-ი ენდო ლ. ვ-ძე-ა-ს და დათანხმდა მის შემოთავაზებას. იმავე პერიოდში, გ. ა-მა თითქოს და უნივერსიტეტში ჩარიცხვის საფასურის სანაცვლოდ ლ. ვ-ძე-ა-ს ხელზე გადასცა 4000 ლარი, რასაც ლ. ვ-ძე- ა-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ.აღნიშნულის შემდგომ, ლ. ვ-მა განაგრძო რა გ. ა-ის მოტყუება, უთხრა, რომ არსებული კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, „ლექციები“ უნივერსიტეტში ჩაუტარდებოდა დისტანციურად, ე.წ. „ზუმის“ პროგრამის საშუალებით, ასევე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაამატეს ჯგუფში,სადაც გ. ა-ს გარდა გაწევრიანებული იყო ლ. ვ-ს მიერ მოტყუებული სხვადადასხვა პირი, ე.წ სტუდენტები. „ლექციები“ ტარდებოდა 2020 წლის შემოდგომიდან 2022 წლის შემოდგომამდე. მთელი ამ დროის განმავლობაში, გ. ა-ს ეგონა, რომ იყო სტუდენტი და სწავლობდა უმაღლეს სასწავლებელში. შესაბამისად, მას ლ. ვ-ძე-ა-ის ქმედების შედეგად მიადგა მორალური ზიანი. 2021 წლის ნოემბრის თვეში, ლ. ვ-მა მოატყუა გ. ა-ი, რომ შესაძლებელი იყო „აიფონ 13 პრო მაქსის“ მარკის მობილური ტელეფონის შეძენა 1 000 ლარად. გ. ა-ი ენდო ლ. ვ-ძე-ა-ს და დათანხმდა მის შემოთავაზებას. იმავე პერიოდში, გ. ა-მა თითქოდა მობილური ტელეფონის საფასურის სანაცვლოდ, ქ.თ-სი, პარლამენტის შენობის წინა მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. ვ-ძე-ა-ს ხელზე გადასცა 1000 ლარი, რასაც ეს უკანასკნელი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ. ლ. ვ-ძე-ა-ის მიერ განხორციებული ქმედების შედეგად გ. ა-ს ჯამში მიადგა 5000 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
· 2020 წლის ივლისში, თ-ში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. ვ-ძე-ა-მა მოატყუა ვ. ა-ი, კერძოდ, უთხრა, რომ იყო თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანი და შეეძლო 2500 ლარის გადახდის სანაცვლოდ ამავე უნივერსიტეტში ვ. ა-ის სტუდენტად ჩარიცხვა. რეალურად კი, ლ. ვ-ი საერთოდ არ იკავებდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში არანაირ თანამდებობას, ასევე არ ჰქონდა არც უფლება და არც შესაძლებლობა ვ. ა-ი თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტად ჩაერიცხა. ვ. ა-ი ენდო ლ. ვ-ძე-ა-ს და დათანხმდა მის შემოთავაზებას. იმავე პერიოდში, ვ. ა-მა ლ. ვ-ძე-ა-ს, თითქოდა უნივერსიტეტში ჩარიცხვის საფასურის სანაცვლოდ, ხელზე გადასცა 2500 ლარი.
· 2021 წლის ზაფხულში, ვ. ა-მა ლ. ვ-ე-ა-ის და მ. კ-ის მითითებით ამ უკანასკნელის ანგარიშზე გადარიცხა თითქოსდა სტუდენტური ბილეთის აღების საფასური 85 ლარის ოდენობით. მიღებულ ფულად თანხას ლ. ვ-ძე-ა-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ. აღნიშნულის შემდგომ, ლ. ვ-ძე-ა-მა განაგრძო რა ვ. ა-ის მოტყუება, უთხრა, რომ არსებული „კოვიდ“ პანდემიიდან გამომდინარე, „ლექციები“ უნივერსიტეტში ჩაუტარდებოდა დისტანციურად, ე.წ „ზუმის“ პროგრამის საშუალებით, ასევე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაამატეს ჯგუფში, სადაც, ვ. ა-ის გარდა, გაწევრიანებული იყო ლ. ვ-ძე-ა-ის მიერ მოტყუებული სხვადადასხვა პირი, ე.წ. სტუდენტები. „ლექციები“ ტარდებოდა 2020 წლის შემოდგომიდან 2022 წლის შემოდგომამდე. მთელი ამ დროის განმავლობაში, ვ. ა-ს ეგონა, რომ იყო სტუდენტი და სწავლობდა უმაღლეს სასწავლებელში. შესაბამისად, მას ლ. ვ-ძე-ა-ის ქმედების შედეგად მიადგა მორალური ზიანი. 2021 წლის ოქტომბერში, რ-ი, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. ვ-ძე- ა-მა მოატყუა ვ. ა-ი, კერძოდ, უთხრა, რომ როგორც წარჩინებულ სტუდენტს თ-ში, ს-ზე ბინა გადაეცემოდა 7500 ლარად. ვ. ა-ი ენდო ლ. ვ-ე-ა-ს და დათანხმდა მის შემოთავაზებას. იმავე პერიოდში, ვ. ა-ა ლ. ვ-ძე-ა-ს, თითქოდა ბინის შეძენის საფასური, ხელზე გადასცა 7 500 ლარი. მიღებულ ფულად თანხას ლ. ვ-ძე-ა-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ. ლ. ვ-ძე-ა-ს მიერ განხორციებული ქმედების შედეგად ვ. ა-ს ჯამში მიადგა 10 085 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
· 2020 წლის ოქტომბერში, ქ.თ-ი, ს-ის მოედანზე მდებარე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. ვ-ე-ა-მა მოატყუა მ. შ-ა, კერძოდ, უთხრა, რომ იყო თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანი და შეეძლო 3000 ლარის გადახდის სანაცვლოდ ამავე უნივერსიტეტში მ. შ-ს სტუდენტად ჩარიცხვა. რეალურად კი, ლ. ვ-ძე-ა-ი საერთოდ არ იკავებდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში არანაირ თანამდებობას, ასევე არ ჰქონდა არც უფლება და არც შესაძლებლობა მ. შ-ა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტად ჩაერიცხა. მ. შ-ა ენდო ლ. ვ-ძე-ა-ს და დათანხმდა მის შემოთავაზებას. იმავე პერიოდში, მ. შ-მ ლ. ვ-ძე-ა-ს, თითქოსდა უნივერსიტეტში ჩარიცხვის საფასურის სანაცვლოდ, ხელზე გადასცა 3000 ლარი, რასაც ეს უკანასკნელი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ. აღნიშნულის შემდგომ, ლ. ვ-ძე-ა-მა განაგრძო რა მ. შ-ას მოტყუება, უთხრა, რომ არსებული კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, „ლექციები“ უნივერსიტეტში ჩაუტარდებოდა დისტანციურად, ე.წ „ზუმის“ პროგრამის საშუალებით, ასევე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაამატეს ჯგუფში, სადაც, მ. შ-ას გარდა, გაწევრიანებული იყო ლ. ვ-ძე-ა-ის მიერ მოტყუებული სხვადადასხვა პირი, ე.წ. სტუდენტები. „ლექციები“ ტარდებოდა 2020 წლის შემოდგომიდან 2022 წლის შემოდგომამდე. მთელი ამ დროის განმავლობაში, მ. შ-ას ეგონა, რომ იყო სტუდენტი და სწავლობდა უმაღლეს სასწავლებელში. შესაბამისად, მას ლ. ვ-ე-ა-ის ქმედების შედეგად მიადგა მორალური ზიანი.
· 2020 წლის დეკემბერში, ლ. ვ-ე-ა-მა მოატყუა მ. შ-ა, რომ სტუდენტური პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისთვის შენდებოდა ბინები, მას შეეძლო თ-ში, ერთოთახიანი ბინის შეძენა 8000 ლარად. მ. შ-ა ენდო ლ. ვ-ძე-ა-ს და დასთანხმდა მის შემოთავაზებას. იმავე პერიოდში, ქ.მ-ში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დასახელებული თანხა გადაეცა ლ. ვ-ძე-ა-ს, იმავე პერიოდში, მას დამატებით გადაეცა 5000 ლარი, თითქოს ერთოთახიანი ბინის ოროთახიანში გადაცვლის სანაცვლოდ. 2021 წლის დასაწყისში, ქ.თ-ში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ლ. ვ-ძე-ა-ს ხელზე გადაეცა თითქოსდა მეორე ბინის საფასური 9000 ლარის ოდენობით. მიღებულ ფულად თანხას 22000 ლარის ოდენობით ლ. ვ-ე-ა-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ.
· 2021 წლის გაზაფხულზე, მ. შ-მ ლ. ვ-ძე-ა-სა და მ. კ-ის მითითებით ამ უკანასკნელის ანგარიშზე გადარიცხა თითქოსდა სტუდენტური ბილეთის აღების საფასური - 85 ლარი. მიღებულ ფულად თანხას ლ. ვ-ძე-ა-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ. 2021 წლის მარტში, ლ. ვ-ძე-ა-მა მოატყუა მ. შ-ა, რომ 8 მარტის აქციის ფარგლებში შესაძლებელი იყო 3000 ლარის ფარგლებში საოჯახო ტექნიკის იაფად შეძენა. მან, იმავე პერიოდში, თ-სი, ს-ის მოედანზე მდებარე თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ. შ-ას გამოართვა ფულადი თანხა 3000 ლარის ოდენობით და უთხრა, რომ საოჯახო ტექნიკას 2 დღეში მიუტანდნენ. რეალურად კი, ლ. ვ-ძე-ა-ი არანაირი ტექნიკის შეძენას არ გეგმავდა და იგი მ. შ-ს კუთვნილ 3000 ლარს დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ. 2022 წლის ნოემბრის ბოლოს, ქ.თ-ში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. ვ-ძე-ა-მა მოატყუა მ. შ-ა, თითქოს ბინის გასაღების მისაღებად აუცილებელი იყო 360 ლარის გადახდა. ლ. ვ-ე-ა-მა აიღო ფულადი თანხა, რასაც დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ და შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მსჯავრდებულის ქმედების შედეგად მ. შ-ს ჯამში მიადგა 28445 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
· 2020 წლის აგვისტოს, თ-ში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. ვ-ე-ა-მა მოატყუა ე. ს-ი, კერძოდ უთხრა, რომ იყო თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანი და შეეძლო 4000 ლარის გადახდის სანაცვლოდ ამავე უნივერსიტეტში ე. ს-ის სტუდენტად ჩარიცხვა. რეალურად კი, ლ. ვ-ე-ა-ი საერთოდ არ იკავებდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში რაიმე თანამდებობას, ასევე არ ჰქონდა არც უფლება და არც შესაძლებლობა ე. ს-ი თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტად ჩაერიცხა. ე. ს-ი ენდო ლ. ვ-ძე-ა-ს და დათანხმდა მის შემოთავაზებას. იმავე პერიოდში, ე. ს-მა ლ. ვ-ძე ა-ს, თითქოდა უნივერსიტეტში ჩარიცხვის საფასურის სანაცვლოდ, ხელზე გადასცა 4000 ლარი, რასაც იგი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ.
· აღნიშნულის შემდგომ, ლ. ვ-ძე-ა-მა განაგრძო რა ე. ს-ის მოტყუება, უთხრა, რომ არსებული კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, „ლექციები“უნივერსიტეტში ჩაუტარდებოდა დისტანციურად, ე.წ „ზუმის“ პროგრამის საშუალებით, ასევე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაამატეს ჯგუფში, სადაც, ე. ს-ის გარდა, გაწევრიანებული იყო ლ. ვ-ძე-ა-ის მიერ მოტყუებული სხვადადასხვა პირი, ე.წ სტუდენტები. „ლექციები“ ტარდებოდა 2020 წლის შემოდგომიდან 2022 წლის შემოდგომამდე. მთელი ამ დროის განმავლობაში, ე. ს-ს ეგონა, რომ იყო სტუდენტი და სწავლობდა უმაღლეს სასწავლებელში. შესაბამისად, მას ლ. ვ-ე-ა-ის ქმედების შედეგად მიადგა მორალური ზიანი.
· 2021 წლის დეკემბერში, ლ. ვ-ძე-ა-მა მოატყუა ე. ს-ი და მამამისი - ტ. ს-ი, კერძოდ უთხრა, რომ სტუდენტური პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისთვის შენდებოდა ბინები, მას შეეძლო თ-ში, ერთ ოთახიანი ბინის შეძენა 9000 ლარად. ე. ს-ი ენდო ლ. ვ-ძე-ა-ს და დათანხმდა მის შემოთავაზებას. იმავე პერიოდში, დასახელებული თანხა გადაეცა ლ. ვ-ძე-ა-ს. აღნიშნულის შემდგომ, ლ. ვ-ძე-ა-მა მოატყუა ე. ს-ვი და მამამისი - ტ. ს-ი, კერძოდ, უთხრა, რომ შესაძლებელი იყო „აიფონ 13-ის“ მარკის მობილური ტელეფონის შეძენა 1000 ლარად. ე. ს-ი ენდო ლ. ვ-ე-ა-ს და დათანხმდა მის შემოთავაზებას. იმავე პერიოდში, დასახელებული თანხა გადაეცა ლ. ვ-ე-ა-ს. მიღებულ ფულად თანხას იგი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ. მსჯავრდებულის ქმედების შედეგად ე. ს-ს ჯამში მიადგა 14000 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
· 2020 წლის სექტემბერში, თ-ში, ს-ის მოედანზე მდებარე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. ვ-ძე-ა-მა მოატყუა ტ. დ-ი, კერძოდ, უთხრა, რომ იყო თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანი და შეეძლო 4000 ლარის გადახდის სანაცვლოდ ამავე უნივერსიტეტში ტ. დ-ის სტუდენტად ჩარიცხვა. რეალურად კი, ლ. ვ-ე-ა-ი საერთოდ არ იკავებდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში რაიმე თანამდებობას, ასევე არ ჰქონდა არც უფლება და არც შესაძლებლობა ტ. დ-ი თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტად ჩაერიცხა. ტ. დ-ი ენდო ლ. ვ-ე-ა-ს და დათანხმდა მის შემოთავაზებას. იმავე პერიოდში, ტ. დ-მა ლ. ვ-ძე-ა-ს, თითქოდა უნივერსიტეტში ჩარიცხვის საფასურის სანაცვლოდ, ხელზე გადასცა 4000 ლარი, რასაც იგი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ.
· აღნიშნულის შემდგომ, ლ. ვ-ძე-ა-მა განაგრძო რა ტ. დ-ის მოტყუება, უთხრა, რომ არსებული კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, „ლექციები“ უნივერსიტეტში ჩაუტარდებოდა დისტანციურად, ე.წ „ზუმის“ პროგრამის საშუალებით, ასევე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაამატესჯგუფში, სადაც, ტ. დ-ის გარდა, გაწევრიანებული იყო ლ. ვ-ძე-ა-ის მიერ მოტყუებული სხვადადასხვა პირი, ე.წ სტუდენტები. „ლექციები“ ტარდებოდა 2020 წლის შემოდგომიდან 2022 წლის შემოდგომამდე. მთელი ამ დროის განმავლობაში, ტ. დ-ს ეგონა, რომ იყო სტუდენტი და სწავლობდა უმაღლეს სასწავლებელში. შესაბამისად, მას ლ. ვ-ის ქმედების შედეგად მიადგა მორალური ზიანი. 2020 წლის დეკემბერში, ლ. ვ-მა მოატყუა ტ. დ-ი, კერძოდ, უთხრა, რომ სტუდენტური პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისთვის შენდებოდა ბინები, მას შეეძლო თ-ში, ერთოთახიანი ბინის შეძენა 4700 ლარად. ტ. ა-ი ენდო ლ. ვ-ძე-ა-ს და დათანხმდა მის შემოთავაზებას. იმავე პერიოდში, ტ. დ-მა ლ. ვ-ძე-ა-ის მითითებით, თითქოსდა ბინის საფასურის ღირებულება 4700 ლარი, გადარიცხა ა. ს-ის ანგარიშზე, რასაც მსჯავრდებული დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ
· 2021 წლის იანვარში, ლ. ვ-ძე-ა-მა მოატყუა ტ. დ-ი, კერძოდ უთხრა, რომ სტუდენტური დაფინანსების ფარგლებში შეეძლო ლეპტოპის შეძენა 450 ლარად. ასევე, აუცილებელი იყო სტუდენტური ბარათის ასაღებად 85 ლარის გადახდა. ზემოაღნიშნული თანხები ტ. დ-მა ჩარიცხა მ. კ-ის ანგარიშზე, რასაც ლ. ვ-ე-ა-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ.
· 2021 წლის გაზაფხულზე, ლ. ვ-ძე-ა-მა მოატყუა ტ. დ-ი, კერძოდ, უთხრა, რომ შესაძლებელი იყო „აიფონ 12-ის“ მარკის მობილური ტელეფონის შეძენა 1000 ლარად. ტ. დ-ი ენდო ლ. ვ-ძე-ა-ს და დათანხმდა მის შემოთავაზებას. იმავე პერიოდში, დასახელებული თანხა ლ. ვ-ძე-ა-ის მითითებით გადაირიცხა ა. ს-ის ანგარიშზე. მიღებულ ფულად თანხას ლ. ვ-ძე-ა-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ
· 2021 წლის გაზაფხულზე, ლ. ვ-ე-ა-მა მოატყუა ტ. დ-ი, კერძოდ, უთხრა, რომ შესაძლებელი იყო 5000 ლარის გადახდის სანაცვლოდ ა-ში გამგზავრება, დამატებით ე.წ. მწვანე ბარათის მისაღებად აუცილებელი იყო დამატებით 1250 ლარის გადახდა. ტ. დ-ი ენდო ლ. ვ-ძე-ა-ს და დათანხმდა მის შემოთავაზებას. იმავე პერიოდში, დასახელებული თანხის ნაწილი ლ. ვ-ძე-ა-ლს გადაეცა ხელზე, ნაწილი კი, ჩაერიცხა საბანკო ანგარიშზე. მიღებულ ფულად თანხას იგი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ. მსჯავრდებულის ქმედების შედეგად ტ. დ-ს ჯამში მიადგა 16485 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
· 2022 წლის ივნისში, ლ. ვ-ძე-ა-მა მოატყუა ს. გ-ი, კერძოდ, უთხრა, რომ იყო თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანი და შეეძლო სტუდენტური პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებისთვის, თ-ში მდებარე ბინების იაფად გადაცემა. ს. გ-ი ენდო ლ. ვ-ძე-ა-ს და დათანხმდა მის შემოთავაზებას. იმავე პერიოდში, ლ. ვ-ძე-ა-მა მოითხოვა ბინების გადასაცემ სტუდენტთა სიაში ს. გ-ს შესაყვანად 600 ლარი, რაც ს. გ-მა, მისივე მითითებით, 2022 წლის 16 ივნისს, ჩარიცხა მ. კ-ის ანგარიშზე. 2022 წლის 19 ივნისს, ქ.თ-ში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. ვ-ე-ა-მა, თ-ში, ს-ზე ბინის მისაღებად მოითხოვა 11600 ლარი. ს. გ-მა აღნიშნული თანხიდან 8000 ლარი გადასცა ხელზე, ხოლო 2000 ლარი ლ. ვ-ძე-ა-ის მითითებით ჩარიცხა მ. კ-ის პირად ანგარიშზე. რეალურად კი, ლ. ვ-ძე-ა-ი საერთოდ არ იკავებდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში რაიმე თანამდებობას, ასევე არ არსებობდა არანაირი სტუდენტური პროგრამა სტუდენტებისთვის ბინების იაფად შეძენის თაობაზე. ს. გ-ს მიერ გადაცემულ ფულად თანხას, ჯამში 11600 ლარს, ლ. ვ-ძე-ა-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ. ლ. ვ-ძე-ა-ის ქმედების შედეგად ს. გ-ვს ჯამში მიადგა 11600 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
· 2021 წლის დაახლოებით თებერვალში, ლ. ვ-ძე-ა-მა მოატყუა ს. გ-ა, კერძოდ, უთხრა, რომ იყო თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანი და შეეძლო მისი მოწყობა ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტურის ფაკულტეტზე, რისთვისაც უნდა გადაეხადა 2500 ლარი. ს. გ-ა ენდო ლ. ვ-ძე-ა-ს და დასთანხმდა მის შემოთავაზებას. 2021 წლის 15 მარტს, ს. გ-მ, თითქოსდა დოქტორანტურაზე სწავლის საფასური - 2500 ლარი, ლ. ვ-ძე-ა-ის მითითებით, გადარიცხა მ. კ-ის ანგარიშზე. რეალურად კი, ლ. ვ-ძე-ა-ი საერთოდ არ იკავებდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში რაიმე თანამდებობას, ასევე არ ჰქონდა არც უფლება და არც შესაძლებლობა ს. გ-ა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში დოქტორანტრის ფაკულტეტზე ჩაერიცხა. ს. გ-ს კუთვნილ ფულად თანხას 2500 ლარს ლ. ვ-ე-ა-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ. მსჯავრდებულის ქმედების შედეგად ს. გა-ას ჯამში მიადგა 2500 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
· 2021 წლის ოქტომბერში, ლ. ვ-ძე-ა-მა მოატყუა ნ. ნ-ძე, რომ თითქოს შეეძლო მისი კუთვნილი ძვირფასი ნივთების ძვირად მიყიდვა აზერბაიჯანელი სტუდენტების მშობლებისთვის და მიღებულ მოგებას მას გადასცემდა. მეტი დამაჯერებლობისთვის კი უთხრა, რომ იყო თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი და აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტების სექციის უფროსი. ნ. ნ-ძე ენდო ლ. ვ-ძე-ა-ს და დასთანხმდა მის შემოთავაზებას. მან 2021 წლის 31 ოქტომბერს მსჯავრდებულს გადასცა 8100 ლარისა და 5300 აშშ დოლარის (16748.53 ეკვივალენტი ლარში) ღირებულების სხვადასხვა სახის ძვირფასეულობა. 2021 წლის 3 ნოემბერს ნ. ნ-მ ლ. ვ-ძე-ა-ს გადასცა 7800 ლარის ძვირფასეულობა; 2021 წლის 19 ნოემბერს - 8600 ლარისა და 1800 აშშ დოლარის (5634.54 ეკვივალენტი ლარში) ღირებულების ძვირფასეულობა; 2021 წლის 29 ნოემბერს - 9400 ლარისა და 1000 აშშ დოლარის (9096.7 ეკვივალენტი ლარში) ღირებულების ძვირფასეულობა; 2021 წლის 8 დეკემბერს - 2950 ლარის ღირებულების ძვირფასეულობა; 2021 წლის 15 დეკემბერს - 9300 ლარის ღირებულების ძვირფასეულობა; 2021 წლის 26 დეკემბერს - 5200 ლარის ღირებულების ძვირფასეულობა; 2022 წლის 10 იანვარს - 5800 ლარის ღირებულების ძვირფასეულობა; 2022 წლის 3 მარტს - 37350 ლარისა და 3800 აშშ დოლარის (12319,22 ეკვივალენტი ლარი) ღირებულების ძვირფასეულობა; 2022 წლის 28 მარტს - 26450 ლარის ღირებულების ძვირფასეულობა; 2022 წლის 29 მარტს - 1900 ლარისა და 2000 აშშ დოლარის (6383.4 ეკვივალენტი ლარი) ღირებულების ძვირფასეულობა; 2022 წლის 1 აპრილს - 1950 აშშ დოლარის (6024,72 ეკვივალენტი ლარი) ღირებულების ძვირფასეულობა; 2022 წლის 4 აპრილს - 4750 ლარის ღირებულების ძვირფასეულობა; 2022 წლის 21 აპრილს - 3500 ლარისა და 900 აშშ დოლარის (2724,57 ლარის ეკვივალენტში) ღირებულების ძვირფასეულობა; 10 150 ლარის ღირებულების ძვირფასეულობა; 2022 წლის 30 აპრილს - 5000 ლარის ღირებულების ძვირფასეულობა. რეალურად კი, ლ. ვ-ძე-ა-ი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ნ. ნ-ის ძვირფას ნივთებს და მისთვის რაიმე სახის ფულადი თანხა, ძვირფასი ნივთების გაყიდვის სანაცვლოდ, არ გადაუცია. ლ. ვ-ძე-ა-ის ქმედების შედეგად ნ. ნ-ს მიადგა 190 947.14 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
· 2022 წლის აგვისტოში, ლ. ვ-ე-ა-მა მოატყუა ქ.ბ-ში, ა. პ-ის ქ.№..-ში მდებარე სასტუმრო შპს „ს-ის“ წარმომადგენლები, კერძოდ უთხრა, რომ იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანი და უნივერსიტეტი საკუთარი ხარჯით, სასტუმროში დაასვენებდა აზერბაიჯანელ სტუდენტებს. მომსახურების გაწევის შემდგომ, მათ შესაბამისი ინვოისები უნდა გაეგზავნათ ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, რის შემდგომაც უნივერსიტეტის წარმომადგენლობა დაფარავდა ხარჯებს. რეალურად კი, ლ. ვ-ე-ა-ი საერთოდ არ იკავებდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში რაიმე თანამდებობას, ასევე არ არსებობდა არანაირი სტუდენტური პროგრამა აზერბაიჯანელი სტუდენტების სასტუმროში უფასოდ დასვენების თაობაზე. ზემოაღნიშნული სქემის გამოყენებით, 2022 წლის 8 აგვისტოდან 15 აგვისტომდე პერიოდში, ლ. ვ-ე-ა-მა, ქ. ბ-ში, ა. პ-ის ქ. №..-ში მდებარე სასტუმროს შპს „ს-ში“ დაასვენა სხვადასხვა აზერბაიჯანელი „სტუდენტები“ და მათი მშობლები. მომსახურების საფასურმა ჯამში შეადგინა 19480 ლარი, რაც ლ. ვ-ძე-ა-მა შპს „ს-ის“ არ გადაუხადა, რითაც ქონებრივად დააზიანა დასახელებული სასტუმრო. ლ. ვ-ე-ა-ის ქმედებამ გამოიწვია 19480 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი
· 2022 წლის ივლისში, ლ. ვ-ე-ა-მა შ. გ-ი შეღავათიან ფასებში დაასვენა გ-ოს სასტუმროებში, რითაც მოიპოვა მისი ნდობა. ასევე უთხრა, რომ იყო თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანი. 2022 წლის სექტემბერში, ლ. ვ-ძე-ა-მა მოატყუა შ. გ-ი, კერძოდ, უთხრა, რომ ტექნიკური უნვერსიტეტი აზერბაიჯანელ სტუდენტებს იაფად გადასცემდა ტელეფონებს და შეეძლო ერთი ტელეფონი მისთვისაც მიეცა, მოცემულ შემთხვევაში კი „აიფონ 13-ის“ მოდელის მობილური ტელეფონის 700 ლარად მიყიდვა. შ. გ-ი ენდო ლ. ვ-ძე-ა-ს, დასთანხმდა მის შემოთავაზებას და 2022 წლის 11 სექტემბერს, თითქოსდა ტელეფონის ღირებულება 700 ლარი, ლ. ვ-ძე-ა-ის მითითებით ჩარიცხა ი. თ-ს პირად ანგარიშზე. მიღებულ ფულად თანხას ლ. ვ-ე-ა-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ
· 2022 წლის 14 სექტემბერს, ლ. ვ-ძე-ა-მა მოატყუა შ. გ-ი, კერძოდ, უთხრა, რომ ტექნიკური უნვერსიტეტის სტუდენტებს შეღავათიან ფასებში გადაეცემოდათ ბინები და შეეძლო ერთი ბინის მისთვის გადაცემა 4700 ლარად, ასევე შესაძლებელი იყო მაღაზია „ე-ის“ 5000 ლარიანი ვაუჩერის შეძენა 1000 ლარად. შ. გ-ი ენდო ლ. ვ-ძე-ა-ს და დასთანხმდა მის შემოთავაზებას. იმავე პერიოდში, შ. გ-მა, ლ. ვ-ე-ა-ის მითითებით, მ. კ-ს ანგარიშზე ჩარიცხა 4700 ლარი თითქოსდა ბინის საფასურის ღირებულება და ვაუჩერის თანხის ნაწილი 552 ლარი. მიღებულ ფულად თანხას ლ. ვ-ე-ა-ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ. ლ. ვ-ე-ა-ის ქმედების შედეგად შ. გ-ს მიადგა 5952 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
· 2020 წლის აგვისტოში, ლ. ვ-ძე-ა-მა მოატყუა ნ. ჯ-ძე, რომ იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანი და შეეძლო 3000 ლარის გადახდის სანაცვლოდ მისი სამედიცინო კურსებზე ჩარიცხვა, რის შემდგომაც ნ. ჯ-ძე აიღებდა სერთიფიკატს და შეძლებდა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ა-ში გამგზავრებას. რეალურად კი, ლ.ვ-ძე-ა-ი საერთოდ არ იკავებდა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში რაიმე თანამდებობას, ასევე იგი არ აპირებდა ნ. ჯ-ის ა-ში გამგზავრების ორგანიზებას. ნ. ჯ-ძე ენდო ლ. ვ-ძე-ა-ს და დასთანხმდა მის შემოთავაზებას, რის შემდგომაც, 2020 წლის აგვისტოში, ლ. ვ-ძე-ა-ს ხელზე გადასცა თითქოსდა კურსებზე ჩარიცხვის საფასური 3000 ლარი. ლ. ვ-ძე-ა-ი ნ. ჯ-ის კუთვნილ ფულად თანხას - 3000 ლარს დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, რის შედეგადაც მას მიადგა 3000 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
· ლ. ვ-ე-ა-მა, შემდგომი გასაღების მიზნით, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, შეიძინა და 2023 წლის 21 იანვრამდე, რ-ი, მე-...მ/რ, კორპუსი №..., ბინა №...-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ინახავდა ყალბ ოფიციალურ დოკუმენტებს, კერძოდ, თითქოს თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, მ. კ-ის სახელზე გაცემულ გაყალბებულ ბაკალავრის დიპლომს; თითქოს თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ შ. ა-ას სახელზე გაცემულ, გაყალბებულ ცნობას; თითქოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ლ. ვ-ის სახელზე გაცემულ გაყალბებულ ცნობასა და თითქოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ნ. ვ-ას სახელზე გაცემულ, გაყალბებულ საქართველოს ეროვნული ბანკის საცავში შესვლის ლამინირებულ საშვს. რეალურად კი, დასახელებული დოკუმენტები არ იყო გაცემული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. ლ. ვ-ე-ა-ს სურდა აღნიშნული ყალბი დოკუმენტების შემდგომი გასაღება შესაბამის ადრესატ პირებზე.
· ლ. ვ-ე-ა-მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, შემდგომი გასაღების მიზნით, შეიძინა და 2021 წლის მარტში, ქ.თ-სში, მ-ის მარცხენა სანაპირო, კ-ის ქ.№...-ში მდებარე რესტორან „გ-ში“, ა. ვ-ზე გაასაღა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ ა. ვ-ას გადასცა თითქოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, ა. ვ-ს სახელზე გაცემული მადლობის სიგელი წარჩინებული სწავლისთვის. რეალურად კი, აღნიშნული დოკუმენტი არ იყო გაცემული საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ და წარმოადგენდა ყალბ ოფიციალურ დოკუმენტს.
· ლ. ვ-ე-ა-მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, შემდგომი გასაღების მიზნით, შეიძინა და 2021 წლის მარტში, ქ.თ-ში, მ-ის მარცხენა ს-ო, კ-ის ქ. №..-ში მდებარე რესტორან „გ-ში“, ე. გ-ზე გაასაღა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ ე. გ-ს გადასცა თითქოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, ე. გ-ის სახელზე გაცემული მადლობის სიგელი წარჩინებული სწავლისთვის, რეალურად კი, აღნიშნული დოკუმენტი არ იყო გაცემული საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ და წარმოადგენდა ყალბ ოფიციალურ დოკუმენტს.
· ლ. ვ-ძე-ა-მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, შემდგომი გასაღების მიზნით, შეიძინა და 2021 წლის 14 ივნისს, ქ. რ-ში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტ. ა-ზე გაასაღა ყალბი ოფიციალური დოკუმენტები, კერძოდ, ტ. ა-ას გადასცა თითქოს საქართველოს განათლების სამინისტროს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დასტური ფ. ა-ას მიერ ექსტერნად ჩაბარებული გამოცდების აღიარების თაობაზე და თითქოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ ფ. ა-ს სახელზე გაცემული ბეჭდით დამოწმებული ყალბი ცნობა, ფ. ა-ს ამავე უნივერსიტეტის სტუდენტად ჩარიცხვის თაობაზე. რეალურად კი, აღნიშნული დოკუმენტი არ იყო გაცემული საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ და წარმოადგენდა ყალბ ოფიციალურ დოკუმენტებს
· ლ. ვ-ძე-ა-მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, შემდგომი გასაღების მიზნით, შეიძინა და 2021 წლის 19 ივნისს, ქ. რ-ში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტ. ა-ზე გაასაღა ყალბი ოფიციალური დოკუმენტები, კერძოდ, ტ. ა-ას გადასცა თითქოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ ფ. ა-ს სახელზე გაცემული და ბეჭდით დამოწმებული ფინანსური დეპარტამენტის ამონაწერი ფინანსური დავალიანების არქონისა და პირველი და მეორე წლის სასწავლო კურსის დავალიანების დაფარვის თაობაზე. რეალურად კი, აღნიშნული დოკუმენტი არ იყო გაცემული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ და წარმოადგენდა ყალბ ოფიციალურ დოკუმენტს.
· ლ. ვ-ე-ა-მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, შემდგომი გასაღების მიზნით, შეიძინა და 2021 წლის 21 ივნისს, ქ. რ-ში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტ. ა-ზე გაასაღა ყალბი ოფიციალური დოკუმენტები, კერძოდ, ტ. ა-ას გადასცა თითქოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ფ. ა-ს სახელზე გაცემული, ბეჭდით დამოწმებული სერთიფიკატი - „ა-ის“ კომპლექსში 36 კვ.მ-ის საცხოვრებელის ფართის გადაცემის თაობაზე. რეალურად კი, აღნიშნული დოკუმენტი არ იყო გაცემული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ და წარმოადგენდა ყალბ ოფიციალურ დოკუმენტს.
· ლ. ვ-ძე-ა-მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, შემდგომი გასაღების მიზნით, შეიძინა და 2021 წლის 29 ივნისს, ქ. რ-ში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტ. ა-ზე გაასაღა ყალბი ოფიციალური დოკუმენტები, კერძოდ, ტ. ა-ს გადასცა თითქოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერი, დამოწმებული სველი ბეჭდით, გაცემული ვ. ა-ისა და ფ. ა-ს სახელზე, აუქციონზე ავტომობილისა და ბინის გაფორმების უფლების თაობაზე. რეალურად კი, აღნიშნული დოკუმენტი არ იყო გაცემული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ და წარმოადგენდა ყალბ ოფიციალურ დოკუმენტს.
· ლ. ვ-ძე-ა-მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, შემდგომი გასაღების მიზნით, შეიძინა და 2022 წლის იანვრის ბოლოს, ქ.თ-ში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ვ ა-ზე გაასაღა ყალბი ოფიციალური დოკუმენტები, კერძოდ, ვ. ა-ს გადასცა თითქოს ქონების რეგისტრაციის სამსახურის მიერ გაცემული 12 ცალი საშვი, რომლის თანახმადაც, ვ. ა-ს ეძლეოდა ნებართვა აუქციონიდან მანქანების გაყვანის თაობაზე. რეალურად კი, აღნიშნული დოკუმენტი არ იყო გაცემული არც აღსრულების ეროვნული ბიუროს და არც სხვა ოფიციალური სახელმწიფო ორგანოს მიერ და წარმოადგენდა ყალბ დოკუმენტებს.
· ლ. ვ-ძე-ა-მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, შემდგომი გასაღების მიზნით, შეიძინა და 2021 წლის სექტემბერში, ქ. რ-ში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტ. ა-ზე გაასაღა ყალბი ოფიციალური დოკუმენტები, კერძოდ, ტ. ა-ს გადასცა თითქოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ გაცემული საშვი ფ. ა-ას უნივერსიტეტიდან კლინიკა „მ-ში“ პრაქტიკული კურსების გავლისთვის მიმაგრების თაობაზე. რეალურად კი, აღნიშნული დოკუმენტი არ იყო გაცემული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ და წარმოადგენდა ყალბ ოფიციალურ დოკუმენტს.
· ლ. ვ-ძე-ა-მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, შემდგომი გასაღების მიზნით, შეიძინა და 2020 წლის ზაფხულში, ქ.-ში, ს-ის მოედანზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ. კ-ზე გაასაღა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ, მ. კ-ს გადასცა, თითქოს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გაცემული და სველი ბეჭდით დამოწმებული ამავე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაში 50%-იანი დაფინანსებით ჩარიცხვის ცნობა. რეალურად კი, აღნიშნული ცნობა არ იყო გაცემული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ და წარმოადგენდა ყალბ ოფიციალურ დოკუმენტს.
· ლ. ვ-ძე-ა-მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, შემდგომი გასაღების მიზნით, შეიძინა და 2020 წლის 5 ივნისს, მ-ში, რ. მ-ზე გაასაღა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ, რ. მ-სა და გ. მ-ას სახელზე დამზადებული, თითქოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერთიფიკატები, კრედიტიანი ქართული ენის პროგრამის აღიარების, რ. მ-ისა და გ. მ-ს აზერბაიჯანულ სექტორში დამხმარე მასწავლების სტატუსით მუშაობის უფლების მინიჭების თაობაზე. რეალურად კი აღნიშნული დოკუმენტები არ იყო გაცემული საქართველოს შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ და წარმოადგენდა ყალბ ოფიციალურ დოკუმენტს.
· ლ. ვ-ძე-ა-მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, შემდგომი გასაღების მიზნით, შეიძინა და 2020 წლის სექტემბერში, ქ.თ-ში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ. მ-ზე გაასაღა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ, რ. მ-ს გადასცა, თითქოს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერთიფიკატები, დამზადებული რ. მ-სა და გ. მ-ას სახელზე, საგანმანათლებო სისტემაში სწავლის მეთოდიკის პროგრამა „საბაღე ასაკისა და შემდგომი განათლების განვითარების რეფორმების მიმდინარეობის“ წარმატებით დასრულების თაობაზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლურჯი მელნიანი ბეჭდით, გერბითა და წარწერით დამოწმებული - „ტექნიკური უნივერსიტეტი“. რეალურად კი, აღნიშნული დოკუმენტები არ იყო გაცემული საქართველოს შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ და წარმოადგენდა ყალბ ოფიციალურ დოკუმენტს.
· ლ. ვ-ძე-ა-მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, შემდგომი გასაღების მიზნით, შეიძინა და 2021 წლის მარტში, ქ.თ-ში, მ-ს მარცხენა სანაპიროზე, კ-ის ქ.№..-ში მდებარე რესტორან „გ-ში“ ვ. ა-ზე გაასაღა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ, ვ. ა-ს გადასცა, თითქოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ვ. ა-ის სახელზე გაცემული მადლობის სიგელი წარჩინებული სწავლისთვის, რეალურად კი აღნიშნული დოკუმენტი არ გაუცია საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს და წარმოადგენდა ყალბ ოფიციალურ დოკუმენტს.
· ლ. ვ-ძე-ა-მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, შემდგომი გასაღების მიზნით, შეიძინა და 2022 წლის თებერვალში, გ-ში, ნ. ბ-ზე გაასაღა ყალბი ოფიციალური დოკუმენტები, კერძოდ, ნ. ბ-ს გადასცა, თითქოს, ქონების რეგისტრაციის სამსახურის მიერ გაცემული საშვი, რომლის თანახმადაც, ტ. ბ-ს ეძლეოდა ნებართვა აუქციონიდან მანქანების გაყვანის თაობაზე. რეალურად კი, აღნიშნული დოკუმენტი არ იყო გაცემული არც აღსრულების ეროვნული ბიუროს და არც სხვა ოფიციალური სახელმწიფო ორგანოს მიერ და წარმოადგენდა ყალბ დოკუმენტს.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
3.2. ლ. ვ-ძე-ა-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბარლდებაში.
3.3. ლ. ვ-ე-ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ფ.გ-ის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (რ. ბ-ის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გ. ნ-ის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ. ე-ის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ა. ჰ-ის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ბ. ა-ის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ხ. გ-ის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ა. ს-ის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (უ. გ-ის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ა. ვ-ას ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ე. ბ-ის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ე. პ-ის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ე. გ-ის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ. გ-ას ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ფ. გ-ას ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გ. გ-ას ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ე. გ-ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ა. ა-ის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ი. მ-ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ი. ი-ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ. გ-ის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ვ. ა-ას ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ. გ-ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (რ. ა-ის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (რ. მ-ის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ი. გ-ის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შ. ა-ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ. გ-ას ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გ. მ-ას ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ლ. მ-ას ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ. ა-ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ა. ხ-ას ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ფ. ა-ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ფ. მ-ის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყ. შ-ის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გ. ა-ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შ. გ-ის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ. ჯ-ის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ს. გ-ს ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ა. ი-ს ეპიზოდი) - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ე. ბ-ის ეპიზოდი) - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ. გ-ს ეპიზოდი) - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ს. ტ-ის ეპიზოდი) - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გ. ა-ის ეპიზოდი) - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ. ო-ის ეპიზოდი) - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ. ბ-ს ეპიზოდი) - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ტ. ა-ას ეპიზოდი) - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (რ. მ-ის ეპიზოდი) - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ა. ვ-ის ეპიზოდი) - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ვ. ა-ის ეპიზოდი) - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ. შ-ს ეპიზოდი) - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ე. ს-ის ეპიზოდი) - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ტ. დ-ის ეპიზოდი) - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ს. გ-ს ეპიზოდი) - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ. ნ-ის ეპიზოდი) - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (კ. კ-ის ეპიზოდი) - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ე. გ-ას ეპიზოდი) – 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ს-ის“ ეპიზოდი) - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - (2023 წლის 21 იანვრამდე ეპიზოდი) - ჯარიმა 4000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - (2021 წლის მარტის ეპიზოდი) - ჯარიმა 4000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - (2021 წლის მარტის მეორე ეპიზოდი) - ჯარიმა 4000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - (2021 წლის 14 ივნისის ეპიზოდი) - ჯარიმა 4000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - (2021 წლის 19 ივნისის ეპიზოდი) - ჯარიმა 4000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - (2021 წლის 21 ივნისის ეპიზოდი) - ჯარიმა 4000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - (2021 წლის 29 ივნისის ეპიზოდი) - ჯარიმა 4000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - (2022 წლის იანვრის ბოლოს ეპიზოდი) - ჯარიმა 4000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - (2021 წლის სექტემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 4000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - (2020 წლის ზაფხულის ეპიზოდი) - ჯარიმა 4000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - (2020 წლის 5 ივნისის ეპიზოდი) - ჯარიმა 4000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - (2020 წლის სექტემბერის ეპიზოდი) - ჯარიმა 4000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - (2021 წლის მარტის ეპიზოდი) - ჯარიმა 4000 ლარი, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - (2022 წლის თებერვლის ეპიზოდი) - ჯარიმა 4000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ. ბ-ს ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი ეპიზოდებისათვის დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. ვ-ე-ა-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
4. კასატორმა - მსჯავრდებულ ლ. ვ-ე-ა-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ო. ფ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: მსჯავრდებულ ლ. ვ-ძე-ა-ის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. მსჯავრდებულ ლ. ვ-ე-ა-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის ჩვენებით, მოწმეების - გ. გ-ს, ფ. გ-ის, რ. ბ-ს, მ. კ-ს, გ. ნ-ის, ე. ბ-ის, ნ. გ-ის, ს. გ-ის, ა. ა-ს, ს. ბ-ის, ე. ი-ას, გ. თ-ის, ა. ს-ს, მ. ე-ის, ს. ტ-ის, გ. ა-ის, მ. ო-ს, ს. ბ-ას, მ. კ-ის, ი. დ-ის, მ. კ-ს, ა. ჰ-ს, ე. ჰ-ის, გ. ბ-ის, მ. ა-ს, ი. ა-ს, მ. ზ-ის, ა. ხ-ას, ვ. ხ-ას, ა. ხ-ას, ი. თ-ის, ი. ი-ს, ს. გ-ას, ნ. ნ-ის, ფ. ა-ს, თ. ქ-ს, თ. კ-ის, ე. გ-ის, თ. დ-ას, შ. გ-ის, ლ. ბ-ის, მ. გ-ი- ხ-ს, ზ. უ-ას, ბ. ა-ის, ზ. გ-ის, ნ. ბ-ს, ტ. ბ-ის, მ. ბ-ის, ხ. გ-ის, ყ. შ-ის, გ.შ-ის, ფ. მ-ის, კ. მ-ის, ხ. გ-ის, კ. კ-ის, ა. ს-ის, გ. მ-ის, ნ. მ-ის, ე. ბ-ის, ა. ვ-ას, ი. გ-ის, უ. გ-ის, რ. მ-ის, ა. ვ-ის, ვ. ა-ა, მ. ბ-ის, მ. გ-ის, ხ. ა-ის, ი. მ-ას, შ. ა-ს, ტ. დ-ის, ა. ა-ის, ე. გ-ს, ფ. გ-ს, გ. გ-ის, მ. შ-ს, მ. გ-ას, ნ. გ-ს, რ. ა-ის, ე. გ-ის, ქ. ე-ის, ე. გ-ას, ს. ს-ს, რ. მ-ის, ო. ჩ-ის, ა. მ-ეს, გ. ა-ის, ო. მ-ეს, ე. პ-ის, ა. ჯ-ას, ლ. გ-ის,ს. გ-ის, გ. თ-ის, ტ. ა-ს, მ. გ-ს, ე. გ-ის, ნ. ო-ის, ი. ყ-ის, ნ. ჯ-ის, ლ. მ-ას და ა. ი-ს გამოკითხვის ოქმებით, ამოღების ოქმებით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმებით, გამოთხოვილი ინფორმაციებით, ლ. ვ-ძე-ა-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ყალბი დიპლომებითა და ცნობებით, საბანკო ანგარიშების ამონაწერებითა და სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორები ხდიან.
7. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის მოთხოვნა დაკავშირებულია მხოლოდ სასჯელთან, კერძოდ, მსჯავრდებულ ლ. ვ-ძე-ა-ის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებასთან.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სამართლიანობა გულისხმობს მართლწესრიგში ბალანსის აღდგენას და შენარჩუნებას, მშვიდი და ჰარმონიული თანაცხოვრების უზრუნველყოფას, პირის მიერ ჩადენილი ქმედების მიერ გამოწვევადი საფრთხეების გათვალისწინებით ადეკვატური სასჯელის დაკისრებას და იმავდროულად, სასჯელის გამოყენებას განსახილველი სისხლის სამართლის საქმის ინდივიდუალურ გარემოებებზე დაყრდნობით; რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი დამნაშავის შეგუებას, ამისათვის შესაბამისი პირობების შექმნის გზით, როგორც საპატიმრო დაწესებულებაში, ასევე არასაპატიმრო სასჯელის შეფარდებისას, თავისუფლებაში ყოფნის პირობებში; ახალი დანაშულის თავიდან აცილება კი ხორციელდება სპეციალური და ზოგადი პრევენციის ფარგლებში, სადაც სპეციალური პრევენცია მიმართულია რეციდივის წინააღმდეგ, რათა დამნაშავეს მოესპოს ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა ან მოხდეს მათი მინიმალიზება. ზოგადი პრევენცია კი გულისხმობს დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველისათვის იმის დემონსტრირებას, თუ რა შეიძლება მათ ელოდეთ ანალოგიური ქმედების ჩადენის შემთხვევაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
10. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ემსახურებოდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თანაბრად ხელმძღვანელობს მსჯავრდებულ ლ. ვ-ძე-ა-ის სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებით და აფასებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა რამდენად პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი და შესაძლებელია მისი შემსუბუქება, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და აღნიშნავს შემდეგს: იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის უკანონობაზე მსჯელობა, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ამოწმებს, არსებობს თუ არა აშკარა არაპროპორციულობა შეფარდებულ სასჯელს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს შორის.
12. საკასაციო სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ ლ. ვ-ძე-ა-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს, კერძოდ:
13. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის მითითებაზე, რომ მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა საგამოძიებო ორგანოებთან, რის გამოც ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.
14. აღნიშნულთან მიმართებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღო პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას (მტკიცებულებები გახადა უდავო); ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი (ჩადენილია ეკონომიკური - საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის დანაშაულები), ქმედებების განხორციელების სახე და ხერხი (ლ. ვ-ძე-ა-ი ცდილობდა დაზარალებულების ნდობის მოპოვებას მცდარი ინფორმაციის მიწოდებით, რეალურად ატყუებდა მათ, რომ იყვნენ სტუდენტები, ჰქონდათ სხვადასხვა პროგრამებით სარგებლობის უფლება, რომლის მეშვეობითაც პირდებოდა ბინებს, რიგ შემთხვევაში - მანქანებს, ლეპტოპებსა და მობილურ ტელეფონებს, ეს ტყუილი წარმოადგენდა თანხის დაუფლების ხერხს, ხოლო თავისი ტყუილის გასამყარებლად, იმ მიზნით, რომ დაზარალებულებს ეჭვი არ გასჩენოდათ, გადასცემდა სხვადასხვა ყალბ ცნობებს/დოკუმენტებს, რომელიც გაცემული არ იყო შესაბამისი ორგანოს მიერ), მართლსაწინააღმდეგო შედეგი (დაზარალებულებს მიადგათ როგორც მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, რომელიც მნიშვნელოვანწილად აღემატება 150 ლარს, ისე, დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი, რომელიც ასევე მნიშვნელოვნად აღემატება 10000 ლარს), დანაშაულთა სიმრავლე და ინტენსიურობა, რაც ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების აშკარა მაჩვენებელია, პირადი და ეკონომიკური პირობები (არის უმუშევარი და არ აქვს მუდმივი შემოსავლის წყარო, ჰყავს ოჯახი), დანაშაულის ჩადენის მოტივი/მიზანი (ანგარება/სხვისი ნივთის დაუფლება), დაზარალებულთათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებული არ არის და მათ გააჩნიათ პრეტენზია, მსჯავრდებულის პიროვნება და მისი პასუხისმგებლობის ხარისხი კანონთან მიმართებით (სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის 2018 წლის 5 დეკემბრის №2206/18 გადაწყვეტილებით მსჯავრდებულ ლ. ვ-ძე-ა-ის მიმართ გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით დანიშნული პირობითი მსჯავრი და მოეხსნა ნასამართლობა. ამის მიუხედავად, მან კვლავ ჩაიდინა ანალოგიური ხასიათის დანაშაულები და მითუმეტეს, განსახილველ შემთხვევაში ორი ეპიზოდი ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის მოქმედების პირობებში, რაც ერთი მხრივ აშკარად მიუთითებს, რომ მსჯავრდებული მიდრეკილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისაკენ და მეორე, მის მიმართ გამოყენებულმა შეღავათებმა ვერ იქონია შემაკავებელი ხასიათი). მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო გამორიცხავს მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების მიზანშეწონილობას.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017).
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ლ. ვ-ძე-ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. ფ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი