Facebook Twitter

საქმე N 110100117002009927

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №998აპ-23 6 თებერვალი, 2024 წელი

კ-ი დ., №998აპ-23 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ზესტაფონის რაიონული პროკურორის მოადგილის – ზიტა ჭულუხაძის, მსჯავრებულების – დ. კ–ს და კ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. მ-ის, ასევე, მსჯავრდებულ გ. ზ–ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 აპრილის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ი. ს–ე (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

ი. ს–ემ გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და თ–ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში შეინახა საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა. კერძოდ, ქარხნული წესით დამზადებული ,,Ф-1“ ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი სასკდომი მუხტით და ქარხნული წესით დამზადებული ხელის მსხვრევადი ყუმბარებისათვის განკუთვნილი „УЗГРМ“ ტიპის ამფეთქი ფალია, რაც 2017 წლის 5 აპრილს ჩატარებული ჩხრეკისას ამოიღეს თერჯოლის შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა.

1.2. დ. კ–ი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

2017 წლის 30 მარტს, დაახლოებით 21:30 საათზე, თ–ში, ცეცხლსასროლი იარაღებით – პისტოლეტით შეირაღებული დ. კ–ი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული კ. მ–ი და დანით შეიარაღებული გ. ზ–ე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, თავს დაესხნენ თ–ში მდებარე მ. დ–ს საცხოვრებელ სახლს, რომელშიც ამ უკანასკნელთან ერთად იმყოფებოდა მისი შვილი გ. ბ–ი. დ. კ–ი, კ. მ–ი და გ. ზ–ე, მ. დ–ს და გ. ბ–ს ჯგუფურად, ცეცხლსასროლი იარაღებითა და დანით დაემუქრნენ მოკვლით, სცემეს ისინი და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით გაიტაცეს ფულადი თანხა 500 ლარი, 1500 ლარად ღირებული „სონი-ს“ ფირმის სათამაშო მოწყობილობა „ფლეისთეიშენი“, 500 ლარად ღირებული ორი ბოთლი სომხური კონიაკი, 1200 ლარად ღირებული ერთლულიანი სანადირო თოფი, 1300 ლარად ღირებული საყურეები, 800 ლარად ღირებული ოქროს ბეჭედი, 200 ლარად ღირებული ორი ხელჩანთა, 350 ლარად ღირებული ,,სამსუნგი-ს“ ფირმის მობილური ტელეფონი, 800 ლარად ღირებული „ქენონი-ს“ ფირმის ფოტოაპარატი, 300 ლარად ღირებული ორი ცალი სამურაის ხმალი, 50 ლარად ღირებული დისკის ჩასადები მუსიკალური „ფლეერი“ და მ. დ–ს პირადი დოკუმენტები, მათ შორის „უნიქარდი-ს“ პლასტიკური ბარათი, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დ. კ–მ გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ქ. ტ–ში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსოში (ავტოფარეხის სარდაფში) შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი - ქარხნული წესით დამზადებული 1974 წლის ნიმუშის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,,AK-74“ მოდელის 5.45 მმ კალიბრის ავტომატი და საბრძოლო მასალა - ქარხნული წესით დამზადებული 1974 წლის ნიმუშის 5.45 მმ კალიბრის 30 ცალი ვაზნა, რაც 2017 წლის 5 აპრილს ჩატარებული ჩხრეკისას ამოიღეს .......... შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა. ასევე, დ. კ–მ გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი - 9 მმ კალიბრის პისტოლეტი და საბრძოლო მასალა - 9 მმ კალიბრის ,,PARABELLUM/LUGER-ის“ 1908 წლის ნიმუშის ვაზნა.

2017 წლის 30 მარტს თ–ში, დ. კ–მ მართლსაწინააღმდეგოდ ატარა ცეცხლსასროლი იარაღი - 9 მმ კალიბრის პისტოლეტი და საბრძოლო მასალა - 9 მმ კალიბრის ,,PARABELLUM/LUGER-ის“ 1908 წლის ნიმუშის ვაზნა.

აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის გამოყენებით 2017 წლის 30 მარტს დ. კ–ი თანამზრახველებთან ერთად ყაჩაღურად თავს დაესხა თ–ში მდებარე მ. დ–ს და გ. ბ–ს საცხოვრებელ სახლს.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს დადგენილებით ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულმა დ. კ–მ კვლავ უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, რისი მოხმარებაც 2017 წლის 5 აპრილს ლაბორატორიული შემოწმების შედეგად დაუდგინდა.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს დადგენილებით ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულმა დ. კ–მ დაუდგენელ გარემოებებში პირადი მოხმარების მიზნით, უკანონოდ შეიძინა და პირადად შეინახა, მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 0,28 გრამი გამომშრალი ,,მარიხუანა“, რაც 2017 წლის 5 აპრილს ქ.ტ-ში მისი პირადი ჩხრეკისას ამოიღეს თერჯოლის შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა.

1.3. კ. მ–ი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

2017 წლის 30 მარტს, დაახლოებით 21:30 საათზე, თ–ში, ცეცხლსასროლი იარაღებით - პისტოლეტით შეირაღებული დ. კ–ი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული კ. მ–ი და დანით შეიარაღებული გ. ზ–ე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით თავს დაესხნენ თ–ში მდებარე, მ. დ–ს საცხოვრებელ სახლს, სადაც ამ უკანასკნელთან ერთად იმყოფებოდა მისი შვილი - გ.- ბ-ი. დ. კ–ი, კ. მ–ი და გ. ზ–ე მ. დ–სა და გ. ბ–ს ჯგუფურად, ცეცხლსასროლი იარაღებითა და დანით დაემუქრნენ მოკვლით, სცემეს ისინი და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით გაიტაცეს ფულადი თანხა 500 ლარი, 1500 ლარად ღირებული „სონი-ს“ ფირმის სათამაშო მოწყობილობა „ფლეისთეიშენი“, 500 ლარად ღირებული ორი ბოთლი სომხური კონიაკი, 1200 ლარად ღირებული ერთლულიანი სანადირო თოფი, 1300 ლარად ღირებული საყურეები, 800 ლარად ღირებული ოქროს ბეჭედი, 200 ლარად ღირებული ორი ხელჩანთა, 350 ლარად ღირებული ,,სამსუნგი-ს“ ფირმის მობილური ტელეფონი, 800 ლარად ღირებული „ქენონი-ს“ ფირმის ფოტოაპარატი, 300 ლარად ღირებული ორი ცალი სამურაის ხმალი, 50 ლარად ღირებული დისკის ჩასადები მუსიკალური „ფლეერი“ და მ. დ–ს პირადი დოკუმენტები, მათ შორის „უნიქარდი-ს“ პლასტიკური ბარათი, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

კ. მ–მ გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ქ. ტ–ში მდებარე საკუთარ სახლში შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი - ქარხნული წესით დამზადებული ,,COMBAT PP“ მოდელის 9 მმ ნომინალური კალიბრის პისტოლეტი, თავისივე მჭიდით და საბრძოლო მასალა - 9 მმ ნომინალური კალიბრის პისტოლეტებისა და რევოლვერებისათვის განკუთვნილი მასრების გამოყენებით კუსტარული წესით ჭურვებით დამუხტული 2 ცალი ვაზნა, რაც 2017 წლის 5 აპრილს ჩატარებული ჩხრეკისას ამოიღეს თერჯოლის შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს დადგენილებით ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულმა კ. მ–მ კვლავ უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, რომლის მოხმარებაც 2017 წლის 5 აპრილს ლაბორატორიული შემოწმების შედეგად დაუდგინდა.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს დადგენილებით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულმა კ. მ–მ დაუდგენელ გარემოებებში, პირადი მოხმარების მიზნით, უკანონოდ შეიძინა და ქ. ტ–ში მდებარე საკუთარ სახლში შეინახა მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 0,0007 გრამი ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, რაც 2017 წლის 5 აპრილს ჩატარებული ჩხრეკისას ამოიღეს თერჯოლის შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა.

1.4. გ. ზ–ე (პირადი ნომერი: ............ ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

2017 წლის 30 მარტს, დაახლოებით 21:30 საათზე, თ–ში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 23 სექტემბრის განაჩენითა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 ივლისის განაჩენით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი, დანით შეიარაღებული გ. ზ–ე, ცეცხლსასროლი იარაღებით - პისტოლეტით შეირაღებული დ. კ–ი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული კ. მ–ი, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად თავს დაესხნენ თ–ში მდებარე მ. დ–ს საცხოვრებელ სახლს, სადაც ამ უკანასკნელთან ერთად იმყოფებოდა მისი შვილი გ. ბ–ი. დ. კ–ი, კ. მ–ი და გ. ზ–ე მ. დ–სა და გ. ბ–ს ჯგუფურად, ცეცხლსასროლი იარაღებითა და დანით დაემუქრნენ მოკვლით, სცემეს ისინი და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით გაიტაცეს ფულადი თანხა 500 ლარი, 1500 ლარად ღირებული „სონი-ს“ფირმის სათამაშო მოწყობილობა „ფლეისთეიშენი“, 500 ლარად ღირებული ორი ბოთლი სომხური კონიაკი, 1200 ლარად ღირებული ერთლულიანი სანადირო თოფი, 1300 ლარად ღირებული საყურეები, 800 ლარად ღირებული ოქროს ბეჭედი, 200 ლარად ღირებული ორი ხელჩანთა, 350 ლარად ღირებული ,,სამსუნგი-ს“ ფირმის მობილური ტელეფონი, 800 ლარად ღირებული „ქენონი-ს“ ფირმის ფოტოაპარატი, 300 ლარად ღირებული ორი ცალი სამურაის ხმალი, 50 ლარად ღირებული დისკის ჩასადები მუსიკალური „ფლეერი“ და მ. დ–ს პირადი დოკუმენტები, მათ შორის „უნიქარდი-ს“ პლასტიკური ბარათი, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

გ. ზ–ემ გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და წ....... მდებარე საკუთარ სახლში შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი - ქარხნული წესით დამზადებული „ЗК“ მოდელის, 16 კალიბრიანი, ერთლულიანი სანადირო თოფი, რომელსაც კუსტარული წესით გადაჭრილი აქვს ლულა და კონდახი, რაც 2017 წლის 5 აპრილს ჩატარებული ჩხრეკისას ამოიღეს თერჯოლის შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ი. ს–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა), დ. კ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) და კ. მ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილითა (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დ. კ–ის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ) წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, საქართველოს სსკ-ის 2017 წლის 26 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველ ნაწილზე. გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შეწყდა კ. მ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ) წარდგენილ ბრალდებაში სისხლისსამართლებრივი დევნა.

2.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. კ–მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგი.. დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“ 92-ე გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების − მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულები; კ. მ–მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით) გათვალისწინებული დანაშაული, ხოლო გ. ზ–ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულები, რაც გამოიხატა შემდეგით:

2017 წლის 30 მარტს, დაახლოებით 21:30 საათზე, თ–ში, ცეცხლსასროლი იარაღებით - პისტოლეტით შეირაღებული დ. კ–ი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული კ. მ–ი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 23 სექტემბრის განაჩენითა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 ივლისის განაჩენით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ორჯერ ნასამართლევი, დანით შეიარაღებული გ. ზ–ე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, თავს დაესხნენ თ–ში მდებარე მ. დ–ს საცხოვრებელ სახლს, სადაც ამ უკანასკნელთან ერთად იმყოფებოდა მისი შვილი გ. ბ-ი. დ. კ–ი, კ. მ–ი და გ. ზ–ე, მ. დ–ს და გ. ბ–ს ჯგუფურად, ცეცხლსასროლი იარაღებით და დანით დაემუქრნენ მოკვლით, სცემეს ისინი და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, გაიტაცეს ფულადი თანხა 500 ლარი, 1500 ლარად ღირებული „სონი-ს“ ფირმის სათამაშო მოწყობილობა „ფლეისთეიშენი“, 500 ლარად ღირებული ორი ბოთლი სომხური კონიაკი, 1200 ლარად ღირებული ერთლულიანი სანადირო თოფი, 1300 ლარად ღირებული საყურეები, 800 ლარად ღირებული ოქროს ბეჭედი, 200 ლარად ღირებული ორი ხელჩანთა, 350 ლარად ღირებული ,,სამსუნგი-ს“ ფირმის მობილური ტელეფონი, 800 ლარად ღირებული „ქენონი-ს“ ფირმის ფოტოაპარატი, 300 ლარად ღირებული ორი ცალი სამურაის ხმალი, 50 ლარად ღირებული დისკის ჩასადები მუსიკალური „ფლეერი“ და მ. დ–ს პირადი დოკუმენტები, მათ შორის „უნიქარდის“ პლასტიკური ბარათი, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

2017 წლის 30 მარტს თ–ში მდებარე მ. დ–სა და გ. ბ–ს საცხოვრებელ სახლზე ყაჩაღური თავდასხმის დროს, დ. კ–მ მართლსაწინააღმდეგოდ ატარა ცეცხლსასროლი იარაღი - 9 მმ კალიბრის პისტოლეტი და საბრძოლო მასალა - 9 მმ კალიბრის ,,PARABELLUM/LUGER-ის“ 1908 წლის ნიმუშის ვაზნა.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს დადგენილებით ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულმა დ. კ–მ დაუდგენელ გარემოებებში, პირადი მოხმარების მიზნით, უკანონოდ შეიძინა და პირადად შეინახა მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 0,28 გრამი გამომშრალი მარიხუანა, რაც 2017 წლის 5 აპრილს, ქ.ტ...... ჩატარებული დ. კ–ის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს თ........ შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა.

გ. ზ–ემ გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და წ-ში მდებარე საკუთარ სახლში შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი - ქარხნული წესით დამზადებული „ЗК“ მოდელის 16 კალიბრიანი ერთლულიანი სანადირო თოფი, რომელსაც კუსტარული წესით გადაჭრილი აქვს ლულა და კონდახი, რაც 2017 წლის 5 აპრილს ჩატარებული ჩხრეკისას ამოიღეს თ...... შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლება.

2.3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენით:

ი. ს–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

დ. კ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა დ. კ–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ) წარდგენილ ბრალდებაში;

დ. კ–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, სსკ-ის 2017 წლის 26 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

დ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დ. კ–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილის N1/262-17 განაჩენით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 1000 ლარი და საბოლოოდ, დ. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;

დ. კ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

კ. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის ადმინისტრაციულ-სახდელშეფარდებული პირის მიერ) წარდგენილ ბრალდებებში;

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა კ. მ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ) წარდგენილ ბრალდებაში;

კ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გ. ზ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ. ზ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 ივლისის N1/191-2015 განაჩენით გ. ზ–ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 12 წლით თავისუფლების აღკვეთას, ნაწილობრივ დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ გ. ზ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2.4. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ კ. მ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. ქ-ამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით ითხოვა კ. მ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში უდანაშაულოდ ცნობა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

2.5. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. კ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. მ–მ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით ითხოვა, დ. კ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში უდანაშაულოდ ცნობა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

2.6. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ზ–ემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით ითხოვა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

2.7. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვახტანგ ნიქაბაძემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და კ. მ–ს, დ. კ–ს და ი. ს–ს წარდგენილ ბრალდებებში სრულად დამნაშავედ ცნობა და მათთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 აპრილის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება.

ი. ს–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

კ. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ) წარდგენილ ბრალდებებში;

კ. მ–ი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ) გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისგებლობისაგან;

კ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;

დ. კ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

დ. კ–ი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ) გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან;

დ. კ–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (2017 წლის 26 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილი ბრალდება (პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

დ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველო სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათით, რომლის მოხდისგანაც გათავისუფლდა 2021 წლის 11 იანვრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის საფუძველზე;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დ. კ–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილის N1/262-17 განაჩენით დანიშნული, ნაკლებად მკაცრი სასჯელი - ჯარიმა 1000 ლარი და საბოლოოდ დ. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;

2021 წლის 11 იანვრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დ. კ–ს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლების გარდა აღუდგა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 წლით ჩამოერთმეული ყველა სხვა უფლება.

გ. ზ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ. ზ–ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 ივლისის N1/191-2015 განაჩენით გ. ზ–ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 12 წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ. ზ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3.2. 2023 წლის 19 მაისს ზესტაფონის რაიონული პროკურორის მოადგილემ - ზიტა ჭულუხაძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ი. ს–ს, კ. მ–სა და დ. კ–ის წარდგენილ ბრალდებებში სრულად დამნაშავედ ცნობა და მათთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.

3.3. 2023 წლის 19 მაისს მსჯავრდებულმა გ. ზ–ემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3.4. 2023 წლის 19 მაისს მსჯავრდებულების - დ. კ–ს და კ. მ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. მ–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და დ. კ–ს და კ. მ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3.5. 2024 წლის 5 თებერვალს მსჯავრდებულების - დ. კ–ს და კ. მ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. მ–მ დაზუსტებული საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და დ. კ–ს და კ. მ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორთა არგუმენტები:

4.1. კასატორის, ზუგდიდის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზიტა ჭულუხაძის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი ი. ს–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, კ. მ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ) წარდგენილ ბრალდებებში, ხოლო დ. კ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების ნაწილში არის უკანონო, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ მათ ბრალეულობას. სააპელაციო პალატამ საეჭვოდ მიიჩნია ი. ს–ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის შინაარსობრივი მხარე, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენდა ისეთ არსებით დარღვევას, რაც ამ მტკიცებულების დაუშვებლად ცნობას დაედებოდა საფუძვლად. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მოწმეების - ლ. ზ–ს, მ....., გ. ა–ს, ლ. ჭ–ს და ბ. ს–ს ჩვენებები, რომლებმაც უტყუარად დაადასტურეს, რომ ზემოხსენებული სახლის ჩხრეკისას ამოიღეს მოყავისფრო, გირჩის მაგვარი ხელყუმბარა თავისივე ამფეთქით, რაც ადგილზევე დალუქა გამომძიებელმა. ბიოლოგიური ექსპერტიზის N........... და N....... დასკვნებითა და ექსპერტების - ნ. ნ–ს და ი–ს ჩვენებებით კი დადასტურდა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი იყო გამჭვირვალე საქაღალდე, რომელშიც მოთავსებული იყო გირჩის ფორმის მქონე მეტალის ნივთი და მოვერცხლისფრო მეტალის ნივთი, ლუქის მთლიანობა კი დარღვეული არ ყოფილა. ამასთან, გირჩის ფორმის მქონე მეტალის ნივთზე არსებულ ბიომასალაში გამოვლინდა ი. ს–ს გენეტიკური თანამონაწილეობა. მართალია ჩხრეკის ოქმის ერთ-ერთ გრაფაში მითითებულია, რომ ამოღებული ხელყუმბარა დაილუქა .......... პაკეტში, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს ხელყუმბარასთან ერთად ამფეთქი ფალიის დალუქვასაც, მით უფრო, რომ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილსა და თანდართულ ფოტოცხრილში ასახულია, რომ პაკეტში მოთავსებული იყო ხელყუმბარა თავისივე ამფეთქით. კასატორი ასევე უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ დ. კ–მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. დ–ს საცხოვრებელ სახლში ყაჩაღური თავდასხმის დროს დ. კ–ი უკანონოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას, თუმცა განმარტა, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა დ. კ–ის მიერ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენისა და შენახვის ფაქტი, რაც არის არასწორი, რადგან იმ შემთხვევაშიც კი, თუ აღნიშნული იარაღი და საბრძოლო მასალა დ. კ–ს გადაეცა დროებით სარგებლობაში, აღნიშნული წარმოადგენს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენასა და შენახვას, ვინაიდან თხოვებით იარაღის დაუფლების შემთხვევაშიც ხდება კანონით დაცული სიკეთის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევა, რა დროსაც თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგანი ხვდება იმ პირის ხელში, ვისაც ამის უფლება არ გააჩნია. შესაბამისად, იარაღის ყიდვისას, სხვა ნივთში გაცვლისას, პოვნისას, საჩუქრად მიღებისას ან თხოვებისას შედეგი არის ერთი და იგივე, კერძოდ, არარეგისტრირებული იარაღი ხვდება არაუფლებამოსილი პირის ხელში, რომელსაც ეძლევა მისი განკარგვა-გამოყენების რეალური შესაძლებლობა. იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის დანაშაულად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს არაუფლებამოსილი პირის მიერ იარაღის კანონსაწინააღმდეგოდ გამოყენებისაგან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა. ამასთან, უშუალოდ ყაჩაღური თავდასხმის დროს ან მისი ჩადენისთანავე რომ მომხდარიყო ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული დ. კ–ის დაკავება, მისი ქმედება ტარებასთან ერთად შეფასდებოდა როგორც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა. ყოველივე ზემოაღნიშნული კი მიუთითებს, რომ თუ დ. კ–ი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს - 9 მმ კალიბრის პისტოლეტსა და საბრძოლო მასალას - 9 მმ კალიბრის ,,PARABELLUM/LUGER-ის“ 1908 წლის ნიმუშის ვაზნას, შესაბამისად, იგი იმავდროულად ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ ზემოაღნიშნული იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენასა და შენახვაში. გარდა ამისა, აღსანიშანვია, რომ მოწმეების - კ. ნ-ის, ვ. ა-ისა და დ-ა ჯ-ის ჩვენებებით დადასტურდა, რომ მათ დ. კ–ის საცხოვრებელი სახლის გვერდით არსებული ავტოფარეხის სარდაფში ნახეს და ამოიღეს კედელზე მიყუდებული ავტომატური იარაღი, რომელშიც მოთავსებული იყო მჭიდი, მასში არსებული 30 ვაზნით. ჩხრეკას ესწრებოდა დ. კ–ის მამაც, რომელმაც ხელი მოაწერა ლუქსა და ჩხრეკის ოქმს და განაცხადა, რომ აღნიშნული ნივთები, მათ შორის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი უნდა ყოფილიყო მისი შვილის საკუთრება. ყოველივე ზემოაღნიშნული კი ადასტურებს, რომ დ. კ–ი საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსოში ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილის განაჩენით, დ. კ–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან უკანონოდ შეიძინა და ტ-ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ ავტოფარეხში უკანონოდ შეინახა ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა. ამდენად, დ. კ–ს იარაღის ამოღებამდე ორი თვით ადრეც იმავე ადგილზე ჰქონდა შენახული კანონსაწინააღმდეგო ნივთი. ყოველივე ზემოაღნიშნული კი უტყუარად ადასტურებს დ. კ–ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა, შენახვის ფაქტს. კასატორი ასევე უთითებს, რომ მოწმეების - ა. ბ-ის, გ. ქ-ის, გ. ლ-ას და თ. გ-ის ჩვენებებით დადგენილია, რომ კ. მ–ს საცხოვრებელი სახლის მეორე სართულიდან ამოიღეს შავ პოლიეთილენის ცელოფანში შეფუთული პისტოლეტი თავისივე მჭიდით, რომელშიც მოთავსებული იყო სამი ცალი დამუხტული ვაზნა, რაც ადგილზევე დალუქეს. ყოველივე ზემოაღნიშნული კი უტყუარად ადასტურებს, რომ კ. მ–მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. ამასთან, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით, ჩხრეკის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტთა ჩვენებებით დადგინდა, რომ კ. მ–ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს ჩიბუხი, რომელშიც მოთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდრაკანაბინოლი“ წონით 0,0007 გრამი.

4.2. კასატორის, მსჯავრდებულ გ. ზ–ს პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი მისი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობის ნაწილში არის უკანონო, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებენ მის ბრალეულობას. მოცემულ საქმეზე ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით. მოწმე პოლიციელებმა ჩვენების მიცემისას განმარტეს, რომ 2017 წლის 5 აპრილს მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ა-ა დ., ლ. კ-ე და ე. პ-ე ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ წ.... მდებარე გ. ზ–ს საცხოვრებელ სახლში. საქმის მასალებით კი ირკვევა, რომ სახლთან მობილიზებული იყო 50-ზე მეტი პოლიციელი, რომლებიც შევარდნენ სახლში, დააკავეს იგი და არ მისცეს გადაადგილების საშუალება. პოლიციის თანამშრომლები იყვნენ ყველა ოთახში. მას კი არ ჰქონდა მათი გაკონტროლების შესაძლებლობა. კასატორი ასევე უთითებს, რომ გამოძიების ეტაპზე დაზარალებული მ. დ-ე დაიკითხა არაერთხელ და ყოველი დაკითხვის შემდეგ გამომძიებელი ატარებდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებას. დაზარალებულის მიერ მიცემულ თავდაპირველ ჩვენებაში ნახსენები არ იყო ის ნივთები, რაც მოგვიანებით ამოიღეს გ. ზ–ს სახლიდან. შესაბამისად, იგი ვარაუდობს, რომ როდესაც გამოძიებამ მიიღო მისი სახლის ჩხრეკისა და დაკავების გადაწყვეტილება, დაზარალებულს კვლავ მიაცემინეს ჩვენება და მ. დ–სგან წამოიღეს ის ნივთები, რომლებიც შემდეგ მოათავსეს მის სახლში. ეს ნივთები და სახლის ჩხრეკისას ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი არ ეკუთვნოდა მას. პოლიციის დაწესებულებაში მყოფ დაზარალებულს იგი წარუდგინეს, როგორც დანაშაულის ჩამდენი პირი, რასაც შეესწრო ადვოკატი ც. ბ-ი, თუმცა ბრალდების მხარის მიერ ზეწოლის გამო ადვოკატმა ჩვენება აღარ მისცა. კასატორი ასევე უთითებს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და არის პოლიციელების ინსცენიერების მსხვერპლი. ამასთან, დაზარალებულებმა - გ. ბ-მა და მ. დ-ემ სასამართლოს მიმართეს თხოვნით, რათა მის მიმართ გავრცელდეს შეღავათები.

4.3. კასატორის, მსჯავრდებულების - დ. კ–ს და კ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ - ვ. მ-ის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი კ. მ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო დ. კ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობის ნაწილში არის უკანონო, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებენ მათ ბრალეულობას.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო დაცვის მხარეს საჩივრების დაკმაყოფილებაზე უნდა ეთქვას უარი.

5.2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას - გ. ზ–ს, კ. მ–სა და დ. კ–ის უდანაშაულობის შესახებ და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას.

5.3. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულ დ. კ–ის ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ მას ყაჩაღობა არ ჩაუდენია და მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული - ფოტოაპარატი, ,,ფლეისთეიშენი“ და ოქროს ნივთები მან 350 ლარად შეიძინა ქ.ქ........., ვინმე „გ........“, რის შემდეგაც ოქრო მიიტანა ოქრომჭედელთან, რომელსაც გადაადნობინა და დაამზადებინა საქორწინო ბეჭედი, რასაც თვითონ ხმარობდა. იგი ადრეც იყო ნივთების ყიდვითა და შემდგომი რეალიზაციით დაკავებული და შეძენილ ნივთებს ყიდდა თბილისში, მშრალ ხიდზე. იგი დაკავების შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში ისეთ დღეში ჩააგდეს, რომ ცივმა ოფლმა დაასხა და წყალი ჩამოუვიდა სახეზე. მას გამომძიებელმა ფ-ემ შეხედა და მიაწოდა ხელსახოცი. სახის მოწმენდის შემდეგ იგი ხელსახოცს იდებდა ჯიბეში. თუმცა ხელსახოცი უცებ გამოართვა გამომძიებელმა ფ-ემ და უთხრა, რომ გარეთ გადააგდებდა. მან იფიქრა რამეში არ გამოეყენებინათ, მაგალითად დნმ-ისთვის და უკან მოითხოვა, თუმცა გამომძიებელმა უთხრა, რომ გარეთ მდებარე ურნაში გადააგდო. დ. კ–მ ასევე განმარტა, რომ სამხედრო ,,ბატინკები“ მას ჰქონდა სახლში, თუმცა სხდომაზე გამოკვლეული არ ჰგავს მის კუთვნილს, რომელსაც ქვემოთ ეწერა ზომა - 41. იგი 2017 წლის 30 მარტს იმყოფებოდა ქ.ქ......, მერე ისევ ქ...... და შემდგომი რეალიზაციის მიზნით ეძებდა ნივთებს.

5.4. მსჯავრდებულმა გ. ზ–ემ კი განმარტა, რომ იგი 2017 წლის 30 მარტს, დილის საათებში, პირად საქმეზე იმყოფებოდა ქ...... შუადღის შემდეგ მივიდა თავის მეგობართან, სადაც იმყოფებოდა დაახლოებით 3 საათი. 7 საათის შემდეგ წავიდა დეიდაშვილთან, სადაც მივიდა მეზობელიც და საუბრობდნენ. შემდეგ გარეთ ნახა მეზობელი მამაო, რომელთანაც ისაუბრა დაახლოებით ნახევარი ან ერთი საათი შემდეგ შევიდა სახლში და დაახლოებით 23:00 საათზე დაიძინა. მეორე დღეს ადგა დაახლოებით 11:00 საათზე, მოწესრიგდა და გავიდა გარეთ, სადაც ნახა დეიდაშვილის მეზობელი, რომელთანაც ისაუბრა დაახლოებით 2-3 საათი და შუადღისას წავიდა სოფელში. 2017 წლის 5 აპრილს მასთან სახლში მივიდა დაახლოებით 50 პოლიციელი, რომლებსაც ჩრეკის ჩასატარებლად არ ჰქონდათ ორდერი, თუმცა უთხრეს, რომ ჩხრეკა აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო, რასაც დათანხმდა. საძინებელ ოთახში მდებარე „ტუმბო“ ცარიელი აღმოჩნდა, თუმცა კართან მყოფმა პირმა გამომძიებელს დაუძახა კარგად გადაემოწმებინა, რის შემდეგაც გამომძიებელმა თავიდან გამოაღო უჯრა, ხელი მოუსვა და ამოიღო ფლეერი და ,,უნიქარდის“ ბარათი, რაც მას არ ეკუთვნოდა და ჩაუდეს. გ. ზ–ემ ასევე განმარტა, რომ მასთან სახლში მივიდა ბევრი პოლიციელი და ჩხრეკდნენ. მეზობლები კი ჭიშკრიდან აკვირდებოდნენ სახლში პოლიციელთა გადაადგილებას. მან ნებაყოფლობით განაცხადა თანხმობა ნიმუშის აღებაზე, თუმცა ექსპერტიზაზე მისი სუნი არ უნდა ამოსულიყო, ვიანიდან როდესაც ნიმუშს უღებდნენ, მას ფეხზე ეცვა პარკი და შემდეგ ე.წ. ,,ნასკი“. ის ჩუსტი კი საიდანაც ნიმუში აიღეს, მას არ ეკუთვნოდა და იყო იმ პირის, ვინც მასთან ერთად იჯდა საკანში. ეს იმიტომ გააკეთა, რომ ეჭვი ჰქონდა, რომ რაღაცას გააყალბებდნენ.

5.5. მსჯავრდებულ კ. მ–ს განმარტებით კი, იგი 2017 წლის 29 მარტს ავეჯის შესაძენად მეუღლესთან - ს. ბ–თან ერთად იმყოფებოდა ქ.ქ........, მაგრამ ვერ შეიძინეს. მეორე დღეს ავეჯის შესაძენად წავიდნენ ქ.ზ......... ავეჯის შეძენის შემდეგ მან მეუღლე გაუშვა ტ.........., თვითონ კი წავიდა ქ.ქ-------–-. 30 მარტს, საღამოს, ქ.ტ........ მოხდა მკვლელობა, პოლიციამ კი მას დაუწყო ძებნა. მან დაახლოებით 23:00 საათზე ტელეფონით დაურეკა პოლიციის განყოფილების უფროსს - თ. ქ-ეს და უთხრა თუ საჭირო იყო მივიდოდა პოლიციაში, რაზეც თ-მა უთხრა, რომ არ იყო საჭირო. 2017 წლის 5 აპრილს როდესაც პოლიციელები მივიდნენ მასთან სახლში და მძინარეს დაადგნენ თავზე პირის არეში იგრძნო რაღაც, რომ გამოიღო ნახა, რომ იყო ბამბის „კუსოკი“, რაზეც ტყიბულის პოლიციის განყოფილების უფროსს ჰკითხა - „ეს რა გამიკეთეთო“. დაკავების შემდეგ იგი გადაიყვანეს თ......... რაიონულ სამმართველოში, სადაც ნახა დაზარალებული მ.დ-ე, რომელსაც გამომძიებელმა მიუთითა „აი მ---- შენი ყაჩაღიო“. მ. დ–ე მას სწორედ ამის გამო ადებს ხელს. ამოცნობამდე მან გამომძიებელს მოსთხოვა ქურთუკის გაცვლა და ამოცნობისას ჩაიცვა გამომძიებლის დუტის ქურთუკი, რის გამოც იგი მ. დ–მ ვეღარ ამოიცნო. მას ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჰქონდა შიში, რომ „რაღაცას გაუჩალიჩებდნენ“. მისი ტელეფონი ჭ-ის ანძამ იმიტომ დააფიქსირა, რომ მას ქ.ქ.....-, საღორიის გადასახვევთან მანქანა გასაკეთებლად ჰყავდა მიყვანილი. იმ ადგილიდან ი. ს–ს სახლამდე დაახლოებით 1-2 კილომეტრია და შესაძლოა 2017 წლის 30 მარტს სახელოსნოში ყოფნისას მან კომუნიკაცია ი-სთანაც დაამყარა.

5.6. გარდა ამისა, მოწმეების - ს. მ–ისა და ნ-–ის განმარტებით, 2017 წლის 29 მარტს კ. მ–ი და ს------- მ------–---–ი ავეჯის შესაძენად წავიდნენ ქ.ქ......., მაგრამ ვერ შეიძინეს, ამიტომ 2017 წლის 30 მარტს კვლავ ერთად წავიდნენ ქ.ზ.........., სადაც შეიძინეს ავეჯი. ამასთან, მოწმე ს. მ-ის განმარტებით, ისინი დაბრუნდნენ ქ.ტ......... და იყვნენ ერთად. თუმცა აღნიშნულისგან განსხვავებულ ინფორმაციას აწვდის სასამართლოს მოწმე ნ-ე, რომელმაც განმარტა, რომ ავეჯი მიიტანეს ს-მ და მძღოლმა, კ. მ–ი კი არ მისულა. საღამოს როდესაც გადავიდა მათთან, ნახა რომ უკვე ყველანი სახლში იყვნენ, რაც დამაჯერებლობას უკარგავს მოწმე ს. მ-ის ჩვენებას.

5.7. მართალია მსჯავრდებულებმა - დ. კ–მ, კ. მ–მ და გ. ზ–ემ განმარტეს, რომ შემთხვევის დღეს ისინი დაზარალებულების სახლში არ ყოფილან და ყაჩაღობა არ ჩაუდენიათ, თუმცა მათი ჩვენებები ეწინააღმდეგება გამოკვლეულ მტკიცებულებს, კერძოდ, დაზარალებულების - მ. დ–სა და გ. ბ–ს ჩვენებებით დადგენილია, რომ 2017 წლის 30 მარტს, საღამოს, ისინი იმყოფებოდნენ თ–ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მ. დ–მ გაიგო „ფაჩუნის“ ხმა და კარის სახელურის დაწევა. იგი წამოდგა და მივიდა კართან, რა დროსაც სამმა თავდამსხმელმა წიხლით შეამტვრია კარი და შევიდნენ სახლში. თავდამსხმელთაგან მაღალს ხელში ეჭირა ავტომატი, საშუალო სიმაღლისას - დანა, დაბალს კი - რევოლვერი. მაღალი პიროვნება მივიდა მ. დ–სთან და ძალის გამოყენებით დასვა სკამზე. თავდამსხმელები სიცოცხლის მოსპობის მუქარითა და ძალადობით ითხოვდნენ ფულს, ოქროულობას, ერთლულიან თოფსა და პატარა პისტოლეტს. მ. დ–მ თავდამსხმელთაგან მაღალს თვითონ მისცა ოქროს საყურეები და ბეჭედი. საბოლოოდ, თავდამსხმელებმა მათი ბინიდან წაიღეს - ოქროს საყურეები გიშრის თვლებით; ოქროს ბეჭედი, შუაში ერთი თვლითა და გარშემო ცირკონის თვლებით; ,,ქენონის“ ფირმის ფოტოაპარატი; სათამაშო აპარატი ,,ფლეისთეიშენი“, თავისი მოწყობილობით; ფლეერი; სომხური კონიაკები; ქართული ხანჯალი; სამურაის ხმლები; საფულე თვლებით; მეორე საფულეც, რომელშიც მოთავსებული ჰქონდა თანხა 470 ლარიდან 500 ლარამდე, თიბისი ბანკის ,,ფრაიმ ქარდის“ ბარათები, ,,უნიქარდის“ ბარათი, თოფის საბუთი, მისი მეუღლის პირადობის მოწმობა, ,,პსპ-სა“ და ,,ავერსის“ ბარათები; ერთლულიანი თოფი და მობილური ტელეფონი. მათთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 6400 ლარამდე. მ. დ–მ თავდამსხმელთაგან ამოიცნო მაღალი პიროვნება - კ. მ–ი, ასევე დაბალი თავდამსხმელი - დ. კ–ი, გ. ზ–ე კი არ ამოუცვნია, რადგან იგი ნახა პოლიციის განყოფილებაში და იცოდა, რომ იქ მხოლოდ მისი თავდამსხმელები ჰყავდათ მიყვანილი. დაზარალებულ მ. დ–ს განმარტებით, თავდამსხმელთაგან კ. მ-ს ხელში ეჭირა ავტომატი, დ. კ–ს - პისტოლეტი, გ. ზ–ეს კი - დანა. მას დ. კ–მ ხელი სამჯერ გაარტყა სახეში და მოსთხოვა ოქრო და ფული, ხოლო გ. ზ–ემ დ. კ–ისგან მიწოდებული იარაღი დაადო შუბლზე და მოსთხოვა ფული და ოქრო. გარდა ამისა, გ. ზ–ემ დანა ყელის არეში მიადო გ. ბ–საც და მოსთხოვა ფული და ოქრო, ასევე, მამამისის კუთვნილი იარაღები. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა გ. ბ-ი ჩაიყვანა მარანში, საიდანაც ამოიტანეს მათი იარაღი, მეორე ოთახიდან კი - აიღეს თოფი. ასევე, ეკითხებოდნენ სად იყო შავი სეიფი და სახისა და თავის არეში ურტყამდნენ მუჭებს, უშვერდნენ იარაღს და ემუქრებოდნენ მოკვლით. ერთ-ერთს იგი კედელთან ჰყავდა მიყენებული და აგრძელებდა მის ცემასა და მუქარას, რა დროსაც თავდამსხმელს გაუვარდა იარაღი და მოხვდა ფანჯრის ფიცარს. ამასთან, მაღალმა თავდამსხმელმა მას ავტომატის კონდახი ჩაარტყა თავში, რის გამოც თავი გაუტყდა და წამოუვიდა სისხლი. დაზარალებულ მ. დ–ს განმარტებით, თავდამსხმელებს ეცვათ შავი ე.წ. ,,პლაშოვკები“. მათ შორის ერთ-ერთს სამხედრო ჩექმა თასმებით, მეორეს კი რაღაც ნაბადის ფაჩუჩებივით. გ. ბ–ს განმარტებით კი, სამივე თავდამსხმელს თავზე ეფარათ ქუდები და პირბადე ჰქონდათ აფარებული. თავდამსხმელებმა მათ ე.წ. ,,სკოჩით“ შეუკრეს ხელები, ხოლო ფეხები ლურჯი ნაჭრით და დაყარეს ძირს. თავდამსხმელები მათი სახლიდან მას შემდეგ წავიდნენ, რაც სახურავზე ახმაურდა კვერნა და ეგონათ, რომ პოლიცია მივიდა. დაზარალებულ მ. დ–ს განმარტებით, სახლში შესვლისას დ. კ–ს ხელზე ხელთათმანი არ ეკეთა და გაიკეთა ჩანთიდან ,,სკოჩების“ ამოღების შემდეგ. მათი წასვლის შემდეგ გ. ბ–ი გადავიდა მეზობელ დ.ს-ესთან, რომელმაც პირზე მოხსნა ,,სკოჩი“ და დარეკა პოლიციაში. რაც ასევე დასტურდება მოწმე დ. ს-ის ჩვენებით. მოგვიანებით ჩატარებული ამოცნობისას მ. დ–მ ამოსაცნობად წარდგენილი ნივთებიდან ამოიცნო მისი კუთვნილი ,,ქენონის“ ფირმის ფოტოაპარატი და სამხედრო ,,ბატინკები“. გ. ბ-მა კი ამოიცნო - ,,ქენონის“ ფირმის ფოტოაპარატი, ,,ფლეისთეიშენი“, ფლეერი და თვლები.

5.8. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს 2017 წლის 25 ივნისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე, რომლითაც დადგენილია, რომ გ. ბ–მა საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებულ მისაღებ ოთახში მიანიშნა ადგილზე, სადაც ყაჩაღური თავდასხმის დროს დააყენეს ყაჩაღებმა და სთხოვდნენ ფულსა და ოქროს. ამ დროს მასთან იყო ერთი ნიღაბაფარებული მამაკაცი, რომელსაც ხელში ეჭირა პისტოლეტი, დანარჩენი ორი კი იყო მ. დ–სთან, რა დროსაც მასთან მყოფ პიროვნებას გაუვარდა პისტოლეტი და ტყვია მოხვდა სამზარეულოს ოთახის ფანჯრის გვერდით არსებულ ხის ჩარჩოს.

5.9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ დაზარალებულთა ჩვენებები ეწინააღმდეგება როგორც ერთმანეთს, ასევე მათ მიერ გამოძიებაში, გამოკითხვისას მიწოდებულ ინფორმაციას, რის გამოც ისინი არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ. შესაბამისად, სასამართლო შეფასებას აძლევს სწორედ სასამართლო სხდომაზე მოწმეთა მიერ მიცემულ ჩვენებებს. ამასთან, შესაძლოა დაზარალებულთა ჩვენებებში არის გარკვეული ხასიათის ცდომილებები, თუმცა არა იმ შინაარსის, რაც საკასაციო სასამართლოს მათი ჩვენებების გაზაირებაზე უარის თქმის საფუძველს მისცემდა. დაზარალებულთა ჩვენებებში მითითებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მტკიცების საგანთან დაკავშირებით, არ არის არსებით წინააღმდეგობაში ერთმანეთთან და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებიდან სასამართლოში ჩვენებების მიცემამდე გავიდა გარკვეული პერიოდი, რის გამოც სრულიად შესაძლებელია დაზარალებულებს არ ახსოვდეთ გარკვეული დეტალები, მაგრამ მათ დეტალურად, დამაჯერებლად და თანმიმდევრულად აღწერეს ადგილზე განვითარებული მოვლენები. შესაბამისად, არ არსებობს დაზარალებულთა ჩვენებების უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. ამასთან, დაზარალებულთა ჩვენებები გამყარებულია სხვა მტკიცებულებებით.

5.10. ის გარემოება, რომ დაზარალებულებს აღენიშნებოდათ დაზიანებები დასტურდება ექსპერტიზის დასკვნებით, კერძოდ, სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N.......... დასკვნით ირკვევა, რომ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (სს ,,სამედიცინო კორპორაცია .........ი“ ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N.......ის ასლი და ამავე დაწესებულების ცნობა N..----- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული 31.03.2017წ.)) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. გ. ბ-მა აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 30.03.2017 წლის 23:10 საათზე, საიდანაც გაეწერა 31.03.17 წლის 01:20 საათზე, დიაგნოზით: ნახეთქი ჭრილობა შუბლის არეში. 2017 წლის 31 მარტს 06:06-06:25 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას, მოქ. გ. ბ–ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები, გაკერილი უსწორო კიდეებიანი ჭრილობა, უსწოროკიდეებიანი ჭრილობის, ნაჭდევისა და სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად. დაზიანება გაკერილი უსწორო კიდეებიანი ჭრილობის სახით მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით, ხოლო დაზიანებები უსწოროკიდეებიანი ჭრილობისა და სისხლნაჟღენთების სახით ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

5.11. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N.......... დასკვნის თანახმად, 2017 წლის 31 მარტს 06:29-06:40 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას, მოქ. მ. დ–ს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები, სწორკიდეებიანი ჭრილობისა და სისხლნაღჟენთების სახით. დაზიანება სწორკიდეებიანი ჭრილობის სახით განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, ხოლო დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

5.12. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა და მოწმე გ. წ-ის ჩვენებაზე, რომლებითაც დგინდება, რომ 2017 წლის 30 მარტს შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოიღეს წებოვანი ლენტები, მოლურჯო ფერის ნაჭერი, ტყვიის გულა, ფიცარი, თითის კვლები, სუნისა და სისხლის ნიმუშები.

5.13. მოწმეების - დ-ა ჯის, ვ. ა-ისა და კ. ნ-ის ჩვენებებით კი დასტურდება, რომ მათ 2017 წლის 5 აპრილს მონაწილოება მიიღეს ქ.ტ........, გ........ ქუჩაზე მდებარე დ. კ–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში, რა დროსაც სხვადასხვა ნივთებთან ერთად, დ. კ–ის საძინებელი ოთახის კარადიდან ამოიღეს ე.წ. „პლაშოვკა“, ხოლო აივნიდან - ყავისფერი სამხედრო ,,ბატინკები“, რომელიც ი. კ–ის განმარტებით, ეკუთვნოდა მის შვილს - დ. კ–ს. აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები გამყარებულია სახლის ჩრეკის ოქმითა და ი. კ-ის ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა, რომ ამოღებული ,,ბატინკები“ ეკუთვნოდა მის შვილს - დ. კ–ს, რომელიც ე.წ. ,,ზბორებიდან“ დაბრუნების შემდეგ მიიტანა სახლში. მანვე განმარტა, რომ 2017 წლის აპრილის პირველ და ორ რიცხვებში დ-----მა სახლში მიიტანა ნივთები, მათ შორის ფოტოაპარატი, კომპიუტერი, ოქროს ბეჭედი და უთხრა, რომ ისინი საზღვარგარეთიდან ჩამოიტანეს ქ....... და იყიდა. მან შვილს უთხრა რამე უკანონობაში არ გარეულიყო, რაზეც დ-მა უპასუხა, რომ საქორწინო ბეჭედი მეუღლისთვის უნდა გადაედნო, სხვა ნივთები კი საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი იყო და რაიმე პრობლემა არ შეიქმნებოდა.

5.14. პირადი ჩხრეკის ოქმითა და მოწმეების - ზ. ფ–ისა და მ-ის ჩვენებებით კი დასტურდება, რომ 2017 წლის 5 აპრილს მათ ჩაატარეს დ. კ–ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს ,,ელჯის“ ფირმის მობილური ტელეფონი; საფულე, მასში მოთავსებული ნივთებით, მათ შორის ბეჭდის თვლის ნაწილაკებით; ზურგჩანთიდან ამოიღეს შავი ,,ქენონის“ ფირმის ფოტოაპარატი N..........., ,,სონის“ ფირმის შავი ფლეისთეიშენი N............., ორი ჯოისტიკითა და ელსადენებით. ასევე, ამოიღეს დ. კ–ის თითზე არსებული ოქროს ბეჭედი. მათ დ. კ–მ განუმარტა, რომ ბეჭედი იყო მისი, ფოტოაპარატი, ფლეისთეიშენი და ბეჭდის თვლის ნაწილაკები კი იპოვა ქ.ქ....... განთავსებულ ნაგვის ურნაში.

5.15. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისა და მოწმების - ა–ა დ-ის, ლ. კ-ისა და ე. პ-ის ჩვენებებით კი დადგენილია, რომ 2017 წლის 5 აპრილს წ.......... მდებარე გ. ზ–ს საცხოვრებელ სახლში, ჩატარებული ჩხრეკისას გ. ზ–ს საძინებელ ოთახში განთავსებული დაბალი, პატარა კარადიდან ამოიღეს ,,..........ის“ ბარათი და ფლეერი, რაზეც გ. ზ–ემ განაცხადა, რომ არ იყო მისი საკუთრება. ამასთან, ჩხრეკის დროს გ. ზ–ე იმყოფებოდა მათთან ერთად.

5.16. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოწმე ნ. ბ–ს ჩვენებაზე, რომლითაც დგინდება, რომ არის ოქრომჭედელი. 2017 წლის 3 აპრილს მას დ. კ–მ გადასადნობად მიუტანა ოქროს ბეჭედი და საყურეები. მან დ. კ–ის მიერ მიტანილი ბეჭდიდან ამოიღო თვლები, საყურეებიდან კი გიშრის თვლები, გადაადნო ოქრო და დაუმზადა ბაჯაღლოს ,,კალიცო“ ბეჭედი, ზომით 22. მის მიერ დამზადებული ოქროს ,,კალიცო“ ბეჭედი, წონით 13,6 გრამი დარჩა. მოწმე კ-ა კი დაადასტურა, რომ 2017 წლის 3 აპრილს, საღამოს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქუჩაში ნახა დ. კ–ი, რომელმაც აჩვენა თითზე არსებული ბაჯაღლოს ,,კალიცო“ და უთხრა, რომ იყო ცამეტგრამნახევარი, ყიდდა 1300 ლარად და თუ ვინმეს ენდომებოდა ყურადღებით ყოფილიყო. ობიექტის ამოცნობის ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 5 აპრილს ნ. ბ-მა ამოსაცნობად წარდგენილი ბეჭდებიდან ამოიცნო მის მიერ დამზადებული ე.წ. „ბაჯაღლო“ ოქროს ,,კალიცო“ ბეჭედი.

5.17. ამასთან, 2017 წლის 5 აპრილს ჩატარებული ამოცნობის ოქმებით დგინდება, რომ მ. დ–მ ამოიცნო დ. კ–ი და კ. მ–ი, ხოლო ნ. ბ-მა - დ. კ–ი. 2017 წლის 24 აპრილს ჩატარებული ამოცნობის ოქმით ირკვევა, რომ ამომცნობმა პირმა მ. დ–მ ამოიცნო ე.წ. ,,ბატინკები“. აღნიშნული ,,ბატინკები“ ამოღებული იქნა დ. კ–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას. 2017 წლის 2 მაისს კი დაზარალებულმა გ. ბ-მა ამოიცნო ციფრული აპარატი „ქენონი 1--- D“, ნომრით .........., რომელიც ამოიღეს 2017 წლის 5 აპრილს დ. კ–ის პირადი ჩხრეკისას. 2017 წლის 7 ივლისს კი დაზარალებულმა გ. ბ-მა ამოიცნო ფლეერი, შავი კორპუსით და ვერცხლისფერი სახურავით, მრგვალი ფორმის. დაზარალებულ გ. ბ–ს მიერ ამოცნობილი ე.წ. მუსიკალური „ფლეერი“ ამოღებული იქნა 2017 წლის 5 აპრილს ჩატარებული გ. ზ–ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.

5.18. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიუთითებს, რომ ზემოხსენებული საგამოძიებო მოქმედების ოქმებით დასტურდება, რომ თითოეულ შემთხვევაში ამოცნობის დაწყების წინ, ამომცნობმა პირმა თანხმობა განაცხადა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე, ასევე მიუთითა ობიექტის იმ ნიშან-თვისებების თაობაზე, რითაც შეეძლო პირის/ნივთის ამოცნობა, რაც საკმარისი იყო ობიექტის იდენტიფიკაციისათვის, რაზეც შესაბამისი მითითებებია გაკეთებული საგამოძიებო მოქმედების ოქმებში. შესაბამისად, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი მტკიცებულებად გაზიარებაზე უარის თქმის საფუძვლები.

5.19. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს დათვალიერების ოქმებზე, რომლებითაც ირკვევა, რომ 2017 წლის 5 აპრილს დათვალიერდა ამოღებული ბეჭდის თვლები, რაზეც ნ. ბ-მა განაცხადა, რომ აღნიშნული არის სწორედ ის თვლები, რომლებიც მან გადადნობისას ამოიღო ბეჭდიდან და დაუბრუნა მისთვის უცნობ პიროვნებას. 2017 წლის 5 აპრილს ასევე დათვალიერდა დ. კ–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები - თერთმეტი ცალი მცირე ზომის ერთგვარად სამკუთხა-ტრაპეციული ფორმის მოთეთრო ფერის თვლებისმაგვარი ნაწილაკები და მრგვალი ფორმის მოვერხცლისფრო ფერის ბუდეში ჩასმული მოთეთრი ფერის ბეჭდის თვალისმაგვარი დეტალი თვლის ბუდეზე სხივებისმაგვარი ორნამენტებით, რომელსაც ქვედა ნაწილში გააჩნია ვერტიკალური სამაგრისმაგვარი. დაზარალებულ გ. ბ–ს განმარტებით, მითითებული არის მისი ოჯახიდან 2017 წლის 30 მარტს ყაჩაღური თავდასხმის დროს გატაცებული ოქროს ბეჭდის შემადგენელი ნაწილები და ამ ბეჭდის თვლები. 2017 წლის 27 აპრილს, კი დაზარალებულ გ. ბ–ს თანხმობითა და მონაწილეობით, დათვალიერდა ამოღებული სათამაშო „სონი ფლეისთეიშენის“ კომპიუტერი. პაკეტში აღმოჩნდა „სონი ფლეისთეიშენის“ სათამაშო კომპიუტერი საქარხნო ნომრით ..........., თავისი ორი ცალი ჯოისტიკით.

5.20. ამოღების ოქმებით ირკვევა, რომ 2017 წლის 1 მაისს დაზარალებულ მ. დ–ს საცხოვრებელი სახლიდან ამოიღეს „ქენონის“ ფირმის ფოტოაპარატისა და მის ობიექტივზე დასაფარებელი შავი ფერის ორი ცალი ხუფი. გარედან ორივე ხუფს აქვს ერთნაირი წარწერა „CANON“, შიდა მხრიდან კი ხრახნები, რომლითაც ეს ხუფები ეხრახნება ერთმანეთს. იმავე დღეს, ასევე ამოიღეს კომპიუტერული სათამაშო მოწყობილობის „ფლეისთეიშენის“ ყუთი, რომელსაც გარედან აქვს წარწერა უცხოურ ენაზე „PLAYSTATION R4 and the Enviroment“, ყუთი არის თეთრი და კუთხეში აწერია „--........“, მის ქვემოთ „.........“ და „.............“.

5.21. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 1 მაისს დაზარალებულ მ. დ–ს მონაწილეობით დათვალიერდა „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონის თეთრი ყუთი, რომელზეც იკითხება ყუთის კედელზე ჩაჭრილი წარწერა - „..........-“, ასევე დათვალიერდა „SAMSUNG GALAXY J1“-ის მოდელის მობილური ტელეფონის პასპორტი, რომელსაც გარედან შემოკრული აქვს თეთრი ფერის ქაღალდი, რომლებზეც აღნიშნულია წარწერა - „.........“. 2017 წლის 21 ივნისს კი მ. დ–სა და გ. ბ–ს მონაწილეობით დათვალიერდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N......... კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნით „Canon-ის“ მოდელის ფოტოაპარატის მეხსიერებიდან ამოღებული ინფორმაცია, 2 ცალ DVD დისკზე. დისკების დათვალიერების შედეგად მასში აღმოჩნდა სურათები დაზარალებულებისა და მათი ნათესავების გამოსახულებით.

5.22. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 10 ივლისს დათვალიერდა შპს „მობიტელიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია დ. კ–ის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე ........, 2017 წლის 29 მარტიდან, 2017 წლის 5 აპრილამდე განხორცილებული შემავალი და გამავალი ზარების შესახებ. აღნიშნულ სატელეფონო ნომერს 2017 წლის 30 მარტს ემსახურება ანძა, რომლის მისამართია თ......... რაიონი, სოფელი ჭ-ი. 2017 წლის 10 ივლისს ასევე დათვალიერდა შპს „მაგთიკომიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია კ. მ–ს მობილური ტელეფონის ნომერზე .........., 2017 წლის 29 მარტიდან, 2017 წლის 5 აპრილამდე პერიოდში განხორციელებული შემავალი და გამავალი ზარების, მოკლეტექსტური შეტყობინებების, კავშირზე მყოფი პირების დემოგრაფიული მონაცემების, მომსახურე ანძების დასახალებისა და მისამართების შესახებ ინფორმაცია, რომლითაც ირკვევა, რომ 2017 წლის 30 მარტს, კ. მ–ს სარგებლობაში არსებულ სატელეფონო ნომერს ემსახურება ჭ-ის ანძა.

5.23. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ამოღების ოქმზე, რომლითაც ირკვევა, რომ 2017 წლის 3 ივლისს დაზარალებულ მ. დ–საგან ამოიღეს „უნიქარდის“ კომპანიის მიერ გაცემული ამონაწერი, რომელზეც მითითებულია, რომ ანგარიშის მფლობელია მ. დ-ე, ანგარიშის ნომერია ............, ბარათის ნომერი - ........... ამასთან, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა უნიქარდის ბარათი, რომლის წინა მხარეს იკითხება ნომერი ........... იმავე დღეს დაზარალებულ მ. დ–საგან ამოიღეს მისივე მობილური ტელეფონის „სამსუნგ გალაქსის“ თეთრი ყუთი წარწერების გარეშე და მობილური ტელეფონის პასპორტი წარწერით „SAMSUNG GALAXY J1“.

5.24. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახურის ოდოროლოგიური ექსპერტიზის N............ დასკვნით დგინდება, რომ 2017 წლის 30 მარტს თ–ში მცხოვრებ გ. ბ–ს და მ. დ–ს ოჯახზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ, მისაღებ ოთახში ხალიჩის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ბრალდებულების - კ. მ–საგან, გ. ზ–საგან და დ. კ–ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშების, ხოლო არაიდენტურია ბრალდებულ ი. ს–საგან აღებული სუნის კვალის ნიმუშისა. დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა მოწმე ბ. ი-მ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ოდოროლოგიური ექსპერტიზის ჩატარებისას, თუ ძაღლი არ არის მწყობრში და არ შეუძლია დავალებების მიღება, არ შეასრულებს მითითებულ დავალებას. ექსპერტიზის ჩატარებამდე ძაღლი გადის შესაბამის შემოწმებას და აღნიშნულის შემდეგ მიჰყავთ მასთან ექსპერტიზის ჩასატარებლად. ამასთან, თუ სუნის ნიმუშისა და მოლეკულის რაოდენობა საკმარისი არ იქნება, ძაღლი ვერ მოახდენს ამოცნობასა და იდენტიფიცირებას.

5.25. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N......... დასკვნის თანახმად, სეროლოგიური და გენეტიკური კვლევებისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით: ,,...დაზარალებულ მ. დ–ს მიერ ამოცნობილი ერთი წყვილი ხაკისფერ მოყვითალო ფერის სამხედრო ბატინკები...“ მოთავსებულ ფეხსაცმელებზე არსებულ მოწითალო - მოყავისფრო ლაქებში (ობ. N..) აღმოჩნდა ადამიანის სისხლი. ობ N.-ის პროფილის ძირითადი წილი და გ. ბ–ს (ექსპერტის N......... დასკვნა) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. N..-ს პროფილის ერთი წილი და დ. კ–ის (ობ. N..) გენეტიკური პროფილი იდენტურია.

5.26. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს სახლის ჩხრეკის ოქმსა და მოწმეების - ა-ა დ-ის, ლ. კ-ისა და ე. პ-ის ჩვენებებზე, რომლებითაც დგინდება, რომ 2017 წლის 5 აპრილს ჩატარდა გ. ზ–ს საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩხრეკა, რა დროსაც საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსოში განთავსებული კარადიდან ამოიღეს გადაჭრილი სანადირო, ერთლულიანი თოფი, მასში მოთავსებული ერთი ცალი ვაზნით. თოფი შეხვეული იყო შავი ფერის სვიტერში, შემდეგ კი შავი ფერის პოლიეთილენის პარკში, რაზეც გ. ზ–ემ განაცხადა რომ აღნიშნული თოფი და ვაზნა არ იყო მისი.

5.27. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპატამენტის ბალისტიკური ექსპერტიზის N........ დასკვნით დგინდება, რომ უნომრო იარაღი არის ქარხნული წესით დამზადებული, „ЗК“ მოდელის 16 კალიბრიანი, ერთ ლულიანი სანადირო თოფი, რომელსაც, კუსტარული წესით გადაჭრილი აქვს ლულა და კონდახი. იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის; ერთი ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 16 კალიბრის ვაზნა, დამუხტული ქარხნული წესით ფინდიხით. იგი მიეკუთვნება სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისათვის (მათ შორის წარმოდგენილი თოფისთვისაც) განკუთვნილ საბრძოლო მასალას და ვარგისია გამოყენებისათვის.

5.28. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ტრასოლოგიურ-ქიმიური ექსპერტიზის N........... დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის N.......... საქმეზე ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ერთლულიანი გადაჭრილი თოფის მორაკის გადასახსნელ კავზე და ტიბჟირზე ნიშნები გამოვლენილი ვერ იქნა, ხოლო მორაკის გადასახსნელ კავზე იქ, სადაც ქარხნული წესით დაიტანება საიდენტიფიკაციო ნომერი, გამოვლინდა ნიშნები ,,....“.

5.29. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მსჯავრდებულ გ. ზ–ს ჩვენებას, რომ 2017 წლის 5 აპრილს მასთან მისულ პოლიციის თანამშრომლებს ნება დართო ჩაეტარებინათ სახლის ჩხრეკა, რადგან სახლში კანონსაწინააღმდეგოს არაფერს ინახავდა. იმ დროს, როდესაც იგი ამშვიდებდა დედას, პოლიციელები შევიდნენ საძინებელში და მიხვდა რასაც აპირებდნენ. პოლიციელებმა ჩხრეკა იმ ოთახიდან დაიწყეს, სადაც თვითონ და დედამისი იმყოფებოდნენ, შემდეგ შევიდნენ საძინებელში, სადაც განთავსებულ კარადაში ნახეს ტომარა, რომელიც მის თვალწინ გახსნეს. ტომარაში აღმოჩნდა გადაჭრილი იარაღი, რომელიც არ იყო მისი საკუთრება და მიიტანეს პოლიციელებმა. გ. ზ–ს ჩვენება არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით, ამასთან, არ ვლინდება პოლიციელების მხრიდან მის მიმართ რაიმე დაინტერესების არსებობა. გარდა ამისა, ყურადსაღებია მსჯავრდებულის დედის - მოწმე ლ-ის ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ 2017 წლის 5 აპრილს პოლიციელებმა მათ სახლში ჩაატარეს ჩხრეკა, რა დროსაც სახლში იმყოფებოდა გ. ზ–ეც. ამასთან, მოწმემ კატეგორიულად მიუთითა, რომ იგი სახლში ცხოვრობს შვილთან - გ. ზ–სთან ერთად. მათთან მიდიოდნენ ხოლმე სტუმრები და ნათესავები, მაგრამ სახლში არავინ რჩებოდა. აღნიშნული კი საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით გამორიცხავს მათ სახლში სხვა პირის მიერ ზემოაღნიშნული ნივთების შენახვის ვარაუდს.

5.30. საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ მხარეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა, ის ფაქტი, რომ დანაშაულის ჩადენის დროს გ. ზ–ე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 23 სექტემბრის განაჩენითა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 ივლისის განაჩენით იყო სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი პირი, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებული იყო 2017 წლის 27 იანვარს და იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ. მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება სისხლის სამართლის სამეში წარმოდგენილი სასამართლოს განაჩენებით, განჩინებით და ცნობით.

5.31. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორთა პოზიციას, დ. კ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულობის შესახებ და მიაჩნია, რომ დაზარალებულთა ჩვენებებით უტყუარად დადასტურდა, რომ ყაჩაღობის დროს დ. კ–ს თან ჰქონდა იარაღი, რომელიც გაუვარდა. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბალისტიკური ექსპერტიზის N......... დასკვნით დასტურდება, რომ სს N.......... საქმეზე გამოკვლეული ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 9 მმ კალიბრის ,,PARABELLUM/LUGER-ის“ 1908 წლის ნიმუშის ვაზნების შემადგენელი ნაწილი-ტყვია, განკუთვნილი 9მმ (9X19 მმ) კალიბრის პისტოლეტების და პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების დიდი ჯგუფისათვის. წარმოდგენილი ტყვია ვარგისია, იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია 9 მმ კალიბრის საშტატო იარაღის ლულიდან.

5.32. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით დასჯადია ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან/და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. ყაჩაღობა ორობიექტიანი დანაშაულია და იგი ერთდროულად ხელყოფს როგორც ადამიანის საკუთრებას, ისე მის ჯანმრთელობას. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში, სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის მუქარა. თავდასხმაში იგულისხმება დაზარალებულისათვის დამნაშავის უეცარი, აგრესიული მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან. ყაჩაღობის დროს გამოყენებული ფიზიკური ძალადობა საშიში უნდა იყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ხოლო მუქარა უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ყაჩაღობის ჩადენა ჯგუფურად. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის დროს აუცილებელი არ არის ყველა თანაამსრულებელმა გამოიყენოს ისეთი ძალადობა, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის. საკმარისია მათგან თუნდაც ერთმა მიმართოს ამგვარ ძალადობას და ეს ფაქტი სხვა თანამონაწილეთა განზრახვითაც იყოს მოცული. საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ დ. კ–მ, კ. მ–მ და გ. ზ–ემ მსჯავრადშერაცხილი დანაშაული ურთიერთშეთანხმებული ქმედებებით ერთობლივად, ჯგუფურად განახორციელეს.

5.33. ამასთან, ყაჩაღობის მაკვალიფიცირებელ გარემოებას ასევე წარმოადგენს - ყაჩაღობა ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით. სასამართლო განმარტავს, რომ ბინაში მოიაზრება შენობა-ნაგებობა, რომელიც ადამიანთა საცხოვრებლად არის გამიზნული, ხოლო შეღწევა ბინაში უკანონოა თუ იგი ხორციელდება იმ პირის მიერ, რომელსაც ამის უფლება არ აქვს.

5.34. ყოველივე ზემოაღნიშნულით კი სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ. ზ–ემ, კ. მ–მ და დ. კ–მ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწიეს დაზარალებულების ბინაში და ცეცხლსასროლი იარაღითა და დანით მოკვლის მუქარით, ასევე, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, გაიტაცეს ფულადი თანხა და სხვადასხვა ნივთები. ასევე დადგენილია, რომ დ. კ–ი ყაჩაღობის დროს ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას. ხოლო გ. ზ–მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი, რაც ამოღებული იქნა მისი ბინის ჩხრეკისას.

5.35. საკასაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ ი. ს–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ხოლო კ. მ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას და ამ ნაწილში ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. ამასთან, საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება დ. კ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა, რომ დ. კ–მ გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი - ქარხნული წესით დამზადებული 1974 წლის ნიმუშის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,,AK-74“ მოდელის 5.45 მმ კალიბრის ავტომატი და საბრძოლო მასალა - ქარხნული წესით დამზადებული 1974 წლის ნიმუშის 5.45 მმ კალიბრის 30 ცალი ვაზნა, ამასთან მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ დ. კ–მ გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი - 9 მმ კალიბრის პისტოლეტი და საბრძოლო მასალა - 9 მმ კალიბრის ,,PARABELLUM/LUGER-ის“ 1908 წლის ნიმუშის ვაზნა. (აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის გამოყენებით 2017 წლის 30 მარტს დ. კ–ი თანამზრახველებთან ერთად ყაჩაღურად თავს დაესხა თ–ში მდებარე მ. დ–ს და გ. ბ–ს საცხოვრებელ სახლს).

5.36. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებული მოწმეების - ლ. ჭ-ს, ლ. ზ–ს, მ.........., გ. ა–სა და ბ. ს–ს ჩვენებებზე, რომლებითაც დგინდება, რომ 2017 წლის 5 აპრილს მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გამოცხადდნენ ი. ს–ს საცხოვრებელ სახლში. გამომძიებლის მიერ ი. ს–სთვის უფლებების განმარტებისა და დადგენილების გაცნობის შემდეგ დაიწყეს სახლის ჩხრეკა, რა დროსაც მისაღებ ოთახში განთავსებული კარადის მარჯვენა მხარეს მდებარე ჩანთიდან ლ. ჭ-მ ამოიღო გირჩის მსგავსი, მოყავისფრო ნივთი - სავარაუდოდ ხელყუმბარა თავისი ამფეთქით, რაც ადგილზე დალუქა გამომძიებელმა. სახლის ჩხრეკისას ასევე ამოიღეს ხანჯალი, „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი და ი. ს–ს მიერ წარდგენილი პატარა დასაკეცი დანა. მოწმე ლ. ზ-ემ კი დამატებით განმარტა, რომ ამოღებული ნივთები დაილუქა სამ პაკეტად. პირველ პაკეტში მოთავსდა ყუმბარა თავისივე ამფეთქით. პაკეტში ჯერ ხელყუმბარა ჩადეს, შემდეგ კი - ამფეთქი. მეორე პაკეტში კი მოათავსეს შავტარიანი დანა, ხანჯალთან ერთად, ხოლო მესამე პაკეტში - „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი. ჩხრეკისას ლ. ჭ–მ ხელყუმბარა და ამფეთქი ამოიღო ცალ-ცალკე, კერძოდ, მარცხენა ხელში ეჭირა ყუმბარა, მარჯვენაში კი - ამფეთქი და დადო მაგიდაზე, რის შემდეგაც დალუქეს. მოწმის ჩვენება, რომ ამოღებისას ლ. ჭ–ს ხელყუმბარა და ფალია ეჭირა ცალ-ცალკე, შემდეგ კი დაილუქა ერთად, თანხვედრილია მოწმე გ. ა–ს ჩვენებასთან, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ბ. ს-ემ შიშველი ხელი მოჰკიდა ყუმბარას, რომელიც იყო მომწვანო, სამხედრო ფერს რომ ეძახიან ისეთი. აღსანიშნავია, რომ ამ მოწმეებისგან განსხვავებული ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე მ-მ, რომელმაც განმარტა, რომ ამოღებისას ხელყუმბარა და ფალია ცალ-ცალკე არ ყოფილა, თუმცა არ იცის ჩახრახნილი იყო თუ არა. მისივე განმარტებით, ხელყუმბარა იყო ხაკისფერი, მოყავისფრო. მოწმე ბ. ს-მ კი განმარტა, რომ ამოღებისას ხელყუმბარა და ფალია იყო ცალ-ცალკე. ვინაიდან ფალია არის ხელყუმბარის შემადგენელი ნაწილი, ჩხრეკის ოქმში ჩაწერა, რომ დალუქა ყუმბარა და ცალკე აღარ მიუთითა ფალია, თუმცა ორივე მათგანი დალუქა ერთად. ამასთან, მან ყუმბარა აიღო ფაილით და არა შიშველი ხელით, რადგან ჩვევად აქვს ამოღებულ ნივთებს შიშველი ხელით არ შეეხოს. მოწმის განმარტებით, ამოღებული ყუმბარა იყო გირჩის ფორმის, სამხედრო ფერის, რის გამოც ჩათვალა, რომ იყო ყავისფერი და სწორედ ასე ჩაწერა ოქმშიც.

5.37. ექსპერტ ალ. ჩ-ის ჩვენებითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის პიროტექნიკური ექსპერტიზის N... დასკვნით დგინდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი საგნები წარმოადგენენ: 1 ერთეულ ქარხნული წესით დამზადებულ „Ф-1“ ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსს სასკდომი მუხტით, რომელიც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და წარმოადგენს ასაფეთქებელ მოწყობილობას. საბრძოლო გამოცდის ჩატარებამდე ვარგისი იყო დანიშნულებით გამოსაყენებლად. ასევე, 1 ერთეულ ქარხნული წესით დამზადებულ ხელის მსხვრევადი ყუმბარებისათვის განკუთვნილ „УЗГРМ“ ტიპის ამფეთქ ფალიას, რომელიც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და წარმოადგენს ასაფეთქებელ მოწყობილობას. საბრძოლო გამოცდის ჩატარებამდე ვარგისი იყო დანიშნულებით გამოსაყენებლად.

5.38. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებში არის გარკვეული ხასიათის ცდომილებები, კერძოდ, მოწმეები განსხვავებულად უთითებენ ხელყუმბარა და ფალია ერთად ამოიღეს, თუ ცალ-ცალკე, ასევე, ყუმბარის ფერს. ამასთან, მართალია მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ჩხრეკისას ამოღებული ყუმბარა და ფალია გამომძიებელმა დალუქა ერთ პაკეტად, თუმცა აღნიშნული ეწინააღმდეგება ჩხრეკის ოქმს, რომელშიც მითითებულია, რომ ი. ს–ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა მოყავისფრო, გირჩის მაგვარი, ლითონის ხელყუმბარის მსგავსი ნივთი თავისი ამფეთქით, რაც დაილუქა 33/12/4 ბეჭდით. თუმცა, გრაფაში ,,ამოღებული ნივთები და საგნები აღწერის შემდეგ დაილუქა და შეიფუთა“ მითითებულია, რომ ჩხრეკის შედეგად ამოღებული გირჩისებური ხელყუმბარა დაილუქა ........ ლუქის ბეჭდით და მასში არაფერია ნათქვამი ამფეთქზე, რაც მოწმეთა ჩვენებებს დამაჯერებლობას უკარგავს. გარდა ამისა, მართალია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N.......... დასკვნაზე დართულ N5 ფოტოზე გამოსახულია, ხელყუმბარა, ამფეთქი, ლუქი და პაკეტი, თუმცა პაკეტზე, რომელშიც აღნიშნული ხელყუმბარა და ამფეთქი იყო მოთავსებული იკითხება წარწერა: ,,მ/წლის 5 აპრილს თ–ში მცხოვრებ ი. ს–ს საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ლითონის გირჩისებური ნივთი...“ და არაფერია ნათქვამი ფალიაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კი არ არის უარყოფილი გონივრული ეჭვი ნივთიერი მტკიცებულების შესაძლო გამოცვლის, ან მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის შესახებ, რის გამოც, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N...... დასკვნაში მითითებული გარემოება, რომ ობ. N..-ის (გირჩის ფორმის მეტალის ნივთზე არსებული ბიომასალა) პროფილში ვლინდება ი. ს–ს (ობ. N..) გენეტიკური თანამონაწილეობა, საფუძვლად ვერ დაედება ი. ს–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.

5.39. გარდა ამისა, აღსანიშანავია, რომ მოწმე პოლიციელებისაგან განსხვავებული ჩვენებები მისცეს სასამართლოს მოწმეებმა - ი-ე ს-ემ და ჟ. ჭ-ემ, რომლებმაც განმარტეს, რომ 2017 წლის 5 აპრილს, დილით, მათთან სახლში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომელთა შორის იყო ბ. ს-ე და იკითხეს ი. ს–ე. ი-ე ს-ემ გააღვიძა ი. და უთხრა, რომ პოლიციელები იყვნენ მისული. ამ დროს პოლიციის თანამშრომლები უკვე მისაღებ ოთახში იყვნენ შესული. ი. ს–ს გამოსვლის შემდეგ ჩატარდა სახლის ჩხრეკა, რა დროსაც, ამოიღეს ე.წ. „ლიმონკა“, რომელიც მათ არ ეკუთვნოდათ და ჩაუდეს პოლიციელებმა, რომლებმაც არ მისცეს ჩხრეკაზე დასწრების უფლება. ამასთან, მოწმე ჟ.- ჭ-ემ დამატებით განმარტა, რომ მას შვილმა უთხრა, რომ ,,პოლიციელებმა იქ რაღაც დადეს“, რის გამოც პოლიციელები არასრულწლოვანს დაჭერით დაემუქრნენ. ის ჩანთა კი, საიდანაც პოლიციელებმა ,,ლიმონკა“ ამოიღეს მას თურქეთიდან გამოუგზავნა დედამ. შესაბამისად, ჩანთაში რომ კანონსაწინააღმდეგო ნივთი ყოფილიყო საბაჟოზევე აღმოაჩენდნენ სამართალდამცველები და თვითონაც ნახავდა, რადგან ჩანთაში მოთავსებული იყო გასაყიდი საბნები, რომლებიც აჩვენა ნათესავებს. აღნიშნულ მოწმეთა განმარტებით, მათ ისე მოაწერეს გამოკითხვის ოქმებს ხელი, რომ თვითონ არ წაუკითხვათ. ი. ს–ემ კი განმარტა, რომ იგი იმიტომ დასთანხმდა ჩხრეკის ჩატარებას, რომ იცოდა სახლში კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა. ამოღებული ე.წ. „ლიმონკა“ კი მას ჩაუდეს პოლიციის თანამშრომლებმა.

5.40. მოცემულ შემთხვევაში მოწმე პოლიციელთა ჩვენებები ეწინააღმდეგება, როგორც ერთმანეთს, ასევე, დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებს, ჩხრეკის ოქმსა და ექსპერტიზის დასკვნებს. ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ამოღებული ხელყუმბარისა და ფალიის ი. ს–სადმი კუთვნილება. გარდა ამისა, უარყოფილი არ არის ეჭვი ამ ნივთიერი მტკიცებულებების შესაძლო გამოცვლის, ან მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ი. ს–ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

5.41. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ჩხრეკის ოქმსა და მოწმეების - ა. ბ-ის, გ. ლ-ას, გ.- ქისა და თ. გ-ის ჩვენებებზე, რომლებითაც ირკვევა, რომ 2017 წლის 5 აპრილს, დაახლოებით დილის რვა საათზე, ისინი მივიდნენ ტ......., გ..... ქუჩაზე მდებარე კ. მ–ს საცხოვრებელ სახლში. გამომძიებელმა დაუძახა მასპინძელს, რის შემდეგაც მათ გამოსასვლელ კარში დახვდათ კ-ის მეუღლე. ოთახში კი, საწოლზე იწვა კ. მ–ი, რომელსაც გამომძიებელმა გააცნო დადგენილება, რის შემდეგაც ჩატარდა სახლის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა სხვადასხვა ნივთები. მათ შორის, მისაღებ ოთახში დადებული მოსაცმელის ჯიბიდან ამოიღეს ე.წ. „ჩიბუხი“, რომელშიც იყო რაღაც „ნარჩენები“, ხოლო სახლის მეორე სართულზე მდებარე დიდ ოთახში განთავსებული ხის სათავსოდან ამოიღეს შავ პარკში შეხვეული პისტოლეტი მჭიდითა და დამუხტული სამი ვაზნით. ჩხრეკის მიმდინარეობისას მათთან ერთად მუდმივად იმყოფებოდა კ. მ–ს მეუღლე, თვითონ კ-ი კი გ. ლ-ასთან ერთად დარჩა ერთ-ერთ ოთახში. იარაღის ამოღებისას იქვე მყოფმა ს. ბ-მა განაცხადა, რომ არ იცოდა საიდან მოხვდა იქ იარაღი. ჩხრეკის დასრულების შემდეგ კ. მ–მ ჩხრეკის ოქმის სამ გვერდზე მოაწერა ხელი, ს. ბ-მა კი უარი განაცხადა ხელის მოწერაზე. მოწმე გ. ქ-მ დამატებით განმარტა, რომ ხის სათავსოს დათვალიერებისას, რომელშიც მოთავსებული იყო ტანსაცმელი გაიგო მძიმე საგნის ძირს დავარდნის ხმა და დაინახა შავ პარკში მოთავსებული შავი პისტოლეტი, მჭიდითა და სამი ცალი ვაზნით, წარწერით „COMBAT PP“.

5.42. მოწმე გ. ძ-ისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბალისტიკური ექსპერტიზის N......... დასკვნით კი დგინდება, რომ სს N.......... საქმეზე წარმოდგენილი უნომრო იარაღი არის ქარხნული წესით დამზადებული, „COMBAT PP“ მოდელის 9 მმ ნომინალური კალიბრის პისტოლეტი, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. სამი ცალი ვაზნიდან ერთი არის ქარხნული წესით დამზადებული, 9 მმ ნომინალური კალიბრის პისტოლეტებისა და რევოლვერებისათვის (მათ შორის წარმოდგენილი პისტოლეტისათვისაც) განკუთვილი ხმოვანი ვაზნა და არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას; ორი არის 9 მმ ნომინალური კალიბრის პისტოლეტებისა და რევოლვერებისათვის განკუთვნილი მასრების გამოყენებით კუსტარული წესით ჭურვებით დამუხტული ვაზნა. ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოყენებისათვის; წარმოდგენილი მჭიდი განკუთვნილია ,,COMBAT PP“ მოდელის პისტოლეტებისათვის და არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას. თუმცა აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ამოღებული ნივთების კ. მ–სადმი კუთვნილება.

5.43. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მოწმე პოლიციელთა ჩვენებები ეწინააღმდეგება მოწმე ს. ბ-ის ჩვენებას, რომლითაც ირკვევა, რომ იგი 2017 წლის 5 აპრილს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც შემოესმა ნაბიჯების ხმა და ხმაური. გაიხედა და ნახა, რომ მათთან მისული იყვნენ ტყიბულის პოლიციის უფროსი - კ-ე და სხვა პოლიციელები. კარის გაღებისთანავე პოლიციელები შევიდნენ სახლში, ააყენეს მისაღებ ოთახში წამოწოლილი კ. მ–ი, გაიყვანეს გვერდზე და დაიწყეს სახლის ჩხრეკა. მას და მის შვილს კი არ აძლევდნენ ნორმალურად გადაადგილების საშუალებას. ჩხრეკისას იგი იყო პოლიციელებთან ერთად, რომლებსაც აქცევდა ყურადღებას, რადგან ეშინოდა რაიმე არ ჩაედოთ. ჩხრეკისას მეორე სართულზე მდებარე ოთახში განთავსებული ლოგინის ჩასაწყობიდან გამომძიებელმა ამოიღო იარაღი. იმ დროს როცა ერთი პოლიციელი იდგა სალოგინესთან, მეორე პოლიციელი იდგა იმავე ოთახში, ოღონდ სხვა ადგილზე. იგი ცდილობდა ორივესთვის მიექცია ყურადღება, თუმცა იმ დროს როდესაც გახედა მეორე პოლიციელს, გაიგო დავარდნის ხმა, გამოიხედა და დაინახა, რომ სალოგინესთან მყოფ პოლიციელს ხელში ეჭირა იარაღი და ამბობდა „ეს ჩერჩეტი კაცის ნამოქმედარიაო“. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მან ჩხრეკამდე სამი დღით ადრე დაალაგა სალოგინე და იქ იარაღი არ უნახავს. პირველ სართულზე ყოფნისას, მას მეორე სართულიდან შემოესმა ფეხის ხმა, რის გამოც ფიქრობს, რომ იარაღი იქ დადო პოლიციამ. სწორედ ამიტომ განაცხადა მან უარი ჩხრეკის ოქმის ხელმოწერაზე. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ჩხრეკისას პოლიციელებმა ამოიღეს ჩიბუხი, რომელიც კ.მ-ს მან აჩუქა. მოწმე ნ–ემ კი განმარტა, რომ 2017 წლის 5 აპრილს, დაახლოებით დილის 07:30 საათზე, შემოესმა ხმაური, გაიხედა და დაინახა პოლიციის 8 მანქანა, რომელთაგან ოთხი გაჩერდა, ოთხმა კი განაგრძო გზა. გაჩერებისთანავე ავტომანქანიდან გადმოვიდნენ პირები, რომლებმაც გააღეს კ. მ–ს სახლის ჭიშკარი, შევიდნენ ეზოში და ოთხი მათგანი პირდაპირ ავიდა სახლის მეორე სართულზე. დაახლოებით ხუთი წუთი მოძრაობდნენ აივანზე, შემდეგ კი შევიდნენ სახლში. ამ დროს სახლის ჩხრეკა ჯერ არ იყო დაწყებული. მას დაამახსოვრდა, რომ სახლის მეორე სართულზე მდებარე ოთახში სხვა პირებთან ერთად შევიდა წითელ ზედიანი ბიჭიც, რომელიც მალევე ჩამოვიდა ქვემოთ. ეზოში და სახლში იყო ბევრი პოლიციელი. ვინაიდან მ–ების ოჯახთან აქვს ნათესაური კავშირი იგი ამბის გასაგებად მივიდა მათთან, თუმცა პოლიციელებმა არ შეუშვეს. ამიტომ იგი თავისი სახლის აივნიდან აკვირდებოდა განვითარებულ მოვლენებს. მოწმის განმარტებით, სახლის მეორე სართულზე მდებარე ოთახში სხვა პირებთან ერთად შევიდა წითელ ზედიანი ბიჭიც, რომელიც მალევე ჩამოვიდა ქვემოთ. მსჯავრდებულ კ. მ–ს განმარტებით კი, იმ ოთახში სადაც ეძინა, გადაკიდებული ჰქონდა სპორტული მოსაცმელი, საიდანაც ამოიღეს ჩიბუხი და დანა. პოლიციელები ჩხრეკდნენ მის სახლს, თუმცა სურვილის მიუხედავად მას არ მისცეს ჩხრეკაში მონაწილეობისა და პირველ სართულზე მდებარე ოთახიდან გასვლის უფლება. რამდენიმე ხანში მასთან შევიდა გამომძიებელი, რომელმაც აჩვენა საქაღალდე, მასში არსებული პისტოლეტითა და სამი დამუხტული ვაზნით და უთხრა, რომ ეს ნივთები ნახა სახლის მეორე სართულზე, თუმცა აღნიშნული ნივთები მას არ ეკუთვნოდა და არც ის იცის ვისია. მის სახლში ჩხრეკას ატარებდნენ პოლიციელები, რომლებიც საგამოძიებო მოქმედების ოქმში არ არიან მითითებულნი. იქ ბევრი პოლიციელი იყო და ვინ რას ჩხრეკდა ვერ არკვევდა. ჩხრეკისას ამოიღეს მისი მეუღლის კუთვნილი ოქროს ნივთები და დედის კუთვნილი თანხა.

5.44. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება, რომ ჩხრეკის ოქმში მითითებული სახლის ჩხრეკისას ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა კ. მ–მ. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რაც გაამყარებდა ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებს და დაადასტურებდა ამოღებული ცეცხლსაროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის კ. მ–სადმი კუთვნილებას წარმოდგენილი არ არის, რის გამოც კ. მ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს.

5.45. ამასთან, აღსანიშნავია, რომ როგორც ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებით, ჩხრეკის ოქმითა და ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, კ. მ–ს სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ჩიბუხი, რომელზეც აღინიშნებოდა შავი ფერის, რაღაც ნივთიერების ნარჩენი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის N.......... დასკვნით კი დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი: მეტალის ჩიბუხის თავში არსებული მოშავო ფერის ნივთიერება, წონით 0,005 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლს 0,0007 გრამის ოდენობით. ამასთან, ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია ტეტრაჰიდროკანაბინოლის დასჯადობის საწყისი მინიმალური ოდენობა - 0,05 გრამი. შესაბამისად, კ. მ–ს ჩიბუხზე არსებული ნივთიერების 0,005 გრამის ოდენოებით ქონა, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლს 0,0007 გრამის ოდენობით, არ წარმოადგენს სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებას, რის გამოც კ. მ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

5.46. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებულ ჩხრეკის ოქმსა და მოწმეების - დ–ა ჯ-ის, კ. ნ-ისა და ვ. ა-ის ჩვენებებზე, რომლებითაც ირკვევა, რომ 2017 წლის 5 აპრილს მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ისინი გამოცხადდნენ ქ.ტ.........., გ...... ქუჩაზე მდებარე დ. კ–ის საცხოვრებელ სახლში, სადაც დახვდათ დ. კ–ის მამა - ი. კ-ი, რომელსაც გამომძიებელმა გააცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩხრეკის ჩატარების თაობაზე, რაზეც ი. კ-მა განაცხადა თანხმობა. ამის შემდეგ ჩატარდა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს სხვადასხვა ნივთები. მათ შორის ზემოაღნიშნულ სახლზე მიბმული ავტოფარეხის ქვევით მდებარე სარდაფიდან ამოიღეს ავტომატი ხის კონდახით, ერთი მჭიდითა და ოცდაათი ვაზნით, რაც ი. კ–ის განმარტებით მას არ ეკუთვნოდა. მათ ჩათვალეს, რომ ავტომატი და ვაზნები სავარაუდოდ ეკუთვნოდა დ. კ–ს. მოწმეთა განმარტებით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მიყუდებული იყო კედელზე და აფარებული ჰქონდა ე.წ. ,,ჟეშტი“, რომელიც გადმოსწია ი. კ–მა და ნახა ავტომატი, რაზეც თქვა „ეს რა მოუტანიაო“. მოწმე კ. ნ–ემ კი დამატებით განმარტა, რომ ი.- კ-ის განმარტებით, ამოღებული ნივთები უნდა ყოფილიყო მისი შვილის - დ. კ–ის საკუთრება.

5.47. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამეტის ბალისტიკური ექსპერტიზის N......... დასკვნით დგინდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი უნომრო იარაღი (ჩამკეტზე ნომრით ..) არის ქარხნული წესით დამზადებული, 1974 წლის ნიმუშის, კალაშნიკოვის კონსტრუქციის „AK-74“ მოდელის, 5.45 მმ კალიბრის ავტომატი, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის როგორც ცალმაგ, ასევე ავტომატურ რეჟიმში. ხოლო ოცდაათი ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1974 წლის ნიმუშის, 5.45 მმ კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი 1974 წლის ნიმუშის 5.45 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის „AK-74“, „AKC-74“, „AKC-74Y“ ავტომატებისათვის, ,,РПК“ ხელის ტყვიამფრქვევებისათვის და სხვა, მათ შორის, წარმოდგენილი ავტომატისათვისაც. ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოყენებისათვის. წარმოდგენილი მჭიდი განკუთვნილია კალაშნიკოვის კონსტრუქციის 5.45 მმ კალიბრის ავტომატებისათვის და არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას.

5.48. მართალია ჩხრეკის ოქმითა და მოწმე პოლიციელთა ჩვენებებით ირკვევა, რომ დ. კ–ის სახლის ჩხრეკისას ამოიღეს ავტომატი ხის კონდახით, ერთი მჭიდითა და ოცდაათი ვაზნით, თუმცა აღსანიშნავია, რომ პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა აღნიშნული ნივთების დ. კ–სდმი კუთვნილებას წარმოდგენილი არ არის. ამასთან, მოწმეთა ჩვენებები ეწინააღმდეგება მოწმე ი.- კ-ის ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რომ მას პოლიციელებისთვის არ უთქვამს, რომ იარაღი და ვაზნები ეკუთვნოდა მის შვილს - დ. კ–ს. მოწმის განმარტებით, 2017 წლის 5 აპრილს პოლიციელებმა გაჩხრიკეს მისი საცხოვრებელი სახლი, რა დროსაც ავტოფარეხის ქვემოთ მდებარე სარდაფიდან ამოიღეს იარაღი და ოცდაათი ცალი ვაზნა, თუმცა საიდან აღმოჩნდა ეს ნივთები სარდაფში მისთვის უცნობია. მას პოლიციელებმა უარი უთხრეს სახლის ჩხრეკაზე სხვა პირთა დასწრებაზე, რის გამოც ეჭვობს, რომ იარაღი სარდაფში დადეს პოლიციელებმა. დ. კ–ის განმარტებით კი, მას იარაღთან არასდროს ჰქონია შეხება და არც ამოღებული ავტომატი და ვაზნები ეკუთვნის მას. სახლი, რომელიც გაჩხრიკეს ეკუთვნის მამამის და ამ უკანასკნელის ძმას. იგი სახლში ცხოვრობდა მამასთან ერთად და სარდაფს მხოლოდ მაშინ იყენებდა, როცა ავტომანქანა ჰყავდა, სხვა დროს მას სარდაფთან შეხება არ ჰქონია. აღნიშნული სარდაფით სარგებლობდა მამამისიც.

5.49. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა, რომ ზემოაღნიშნული დამხმარე სათავსოთი სარგებლობდა მხოლოდ დ. კ–ი და რომ იქ არსებული ნივთები, მათ შორის ამოღებული ავტომატი ერთი მჭიდითა და ოცდაათი ვაზნით ეკუთვნოდა მას. კასატორის განმარტება, რომ ვინაიდან წარსულში აღნიშნული სათავსოდან ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება, რისთვისაც დ. კ–ი გაასამართლეს, ვერ მიიჩნევა დ. კ–ის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი იმის დასადასტურებლად, რომ დ. კ–მ გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ქ. ტ–ში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსოში შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი - ქარხნული წესით დამზადებული 1974 წლის ნიმუშის ,,კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ,,AK-74“ მოდელის 5.45 მმ კალიბრის ავტომატი და საბრძოლო მასალა - ქარხნული წესით დამზადებული 1974 წლის ნიმუშის 5.45 მმ კალიბრის 30 ცალი ვაზნა. შესაბამისად, იგი ამ ნაწილში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

5.50. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები (2017 წელს 30 მარტს მოქმედი რედაქცია) დასჯად ქმედებად მიიჩნევს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას და ტარებას. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს ,,იარაღის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით მის მოპოვებას, რაც გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ, მის ყიდვაში, სხვა ნივთში გაცვლაში, ვალში ჩათვლაში, ნაჩუქარის მიღებაში, ნაპოვნის დაუფლებაში და ა.შ. იმ გარემოებას, რომ დაუდგენელია, როდის და რა ვითარებაში შეიძინა დ. კ–მ ცეცხლსასროლი იარაღი - 9 მმ კალიბრის პისტოლეტისა და საბრძოლო მასალა - 9 მმ კალიბრის ,,PARABELLUM/LUGER-ის“ 1908 წლის ნიმუშის ვაზნა, ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან ეს დანაშაული დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც პირს ეძლევა იარაღის განკარგვის შესაძლებლობა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა გულისხმობს მისთვის ადგილსამყოფელის მიჩენას იმ პირის მიერ, ვისაც მისი შენახვის კანონიერი უფლება არ აქვს, თუმცა მისი სურვილის შესაბამისად შეუძლია იარაღი გამოიყენოს მაშინ, როდესაც დასჭირდება. შენახვა შეიძლება განხორციელდეს საცხოვრებელ ბინაში, სარდაფში, ეზოში და ა.შ. მის ხანგრძლივობას ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს.

5.51. ამასთან, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, რაც თავისთავად შენახვასაც მოიცავს, გამოიხატება იარაღთან ერთად გადაადგილებაში, როდესაც პირი ამას კანონით მინიჭებული უფლების გარეშე ახორციელებს. აღნიშნული ქმედება შესაძლებელია განხორციელდეს ტანსაცმლით, ჩანთით, მანქანით, რომლითაც პირი მოძრაობს და ა.შ. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დ. კ–ი მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ იარაღს უკანონოდ ინახავდა და უკანონოდ ატარებდა დაზარალებულებზე ყაჩაღური თავდასხმის დროს. გარდა ამისა, დადგენილია, რომ დ. კ–ს ,,იარაღის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, მინიჭებული არ ჰქონდა იარაღის ფლობის, განკარგვის, იარაღით სარგებლობისა და ტარების უფლება. შესაბამისად, მას ცეცხლსასროლი იარაღი - 9 მმ კალიბრის პისტოლეტი და საბრძოლო მასალა - 9 მმ კალიბრის ,,PARABELLUM/LUGER-ის“ 1908 წლის ნიმუშის ვაზნა შეძენილი ჰქონდა, ინახავდა და მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა დაზარალებულებზე ყაჩაღური თავდასხმის დროს .

5.52. გასათვალისწინებელია, რომ ,,იარაღის შესახებ‘‘ საქართველოს კანონი ასევე განსაზღვრავს იარაღის სახეებს, არეგულირებს იარაღის ბრუნვასთან და მასზე კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, იარაღის ბრუნვის მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის ,,ა‘‘ პუნქტის თანახმად, ტერმინში ,,იარაღი‘‘ იგულისხმება მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად, ან სიგნალის მისაწოდებლად. ამავე მუხლის ,,ბ‘‘ პუნქტის თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღი არის იარაღი, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად.

5.53. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბალისტიკური ექსპერტიზის N........ დასკვნაზე, რომლითაც დადგენილია, რომ სს N.......... საქმეზე გამოკვლეული ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 9 მმ კალიბრის PARABELLUM/LUGER-ის“ 1908 წლის ნიმუშის ვაზნების შემადგენელი ნაწილი-ტყვია, განკუთვნილი 9მმ (9X19 მმ) კალიბრის პისტოლეტების და პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების დიდი ჯგუფისათვის. წარმოდგენილი ტყვია ვარგისია, იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია 9 მმ კალიბრის საშტატო იარაღის ლულიდან. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დ. კ–მ გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი - 9 მმ კალიბრის პისტოლეტი და საბრძოლო მასალა - 9 მმ კალიბრის ,,PARABELLUM/LUGER-ის“ 1908 წლის ნიმუშის ვაზნა, რის გამოც იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

5.54. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს N4-285-2016 დადგენილებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ დ. კ–ი ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით და სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

5.55. დ. კ–ის პირადი ჩხრეკის ოქმითა და მოწმეების - ზ. ფ-ისა და მ-ის ჩვენებებით კი დასტურდება, რომ 2017 წლის 5 აპრილს მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, მათ ქ.ტ........, გ........ ქუჩაზე ჩაატარეს დ. კ–ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც დ. კ–ის შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს წარწერებიან ქაღალდში გახვეული მომწვანო ნივთიერება.

5.56. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ქიმიური ექსპერტიზის N.......... დასკვნაზე, რომლითაც დგინდება, რომ წარმოდგენილი მომწვანო ფერის, სპეციფიკური სუნის მქონე მცენარეული მასა, მშრალ მდგომარეობაში, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას წონით 0,28 გრამს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას დ. კ–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებისა და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელისგან მისი გათავისუფლების შესახებ.

5.57. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება, კ. მ–ი და დ. კ–ი უნდა გათავისუფლდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ.

5.58. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ი. ს–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და კ. მ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც ბრალდების ამ ნაწილში მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულების სასარგებლოდ. ამასთან, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება დ. კ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით, კ. მ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო გ. ზ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. ამასთან, დ. კ–ს და კ. მ–ს მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ).

5.59. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულების დ. კ–ის და კ. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ. მ–მ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 აპრილის განაჩენზე საკასაციო საჩივარი წარადგინა 2023 წლის 19 მაისს, სადაც მითითებულია, რომ სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ჩააბარა დაგვიანებით (2023 წლის 19 მაისს), რის გამოც დაზუსტებულ საკასაციო საჩივარს წარადგენდა გონივრულ ვადაში. სისხლის სამართლის საქმე და საკასაციო საჩივრები საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოგზავნილი იქნა 2023 წლის 19 სექტემბერს. ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი მხარეთა სხვა საკასაციო საჩივრებთან ერთად განსახილველად დაშვებული იქნა 2024 წლის 25 იანვარს. ადვოკატმა ვ. მ–მ დაზუსტებული საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოიტანა 2024 წლის 5 თებერვალს, მას შემდეგ რაც ეცნობა ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვის თარიღი. აღსანიშნავია, რომ საქართელოს სსსკ-ის 302-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკასაციო საჩივარი შეიტანება განაჩენის გამომტან სასამართლოში მისი გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში. მოცემულ შემთხვევაში კი, სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დაგვიანებით ჩაბარების წინაპირობის გათვალისწინებით, დაზუსტებული საკასაციო საჩივრი არ შეიძლება ჩაითვალოს გონივრულ ვადაში წარდგენილად (წარმოდგენილი იქნა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოტანიდან ათი თვის, ხოლო ჩაბარებიდან ცხრა თვის გასვლის შემდგომ). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ იმსჯელებს დაზუსტებულ საკასაციო საჩივარზე.

6. სასჯელის დასაბუთება:

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

6.2. სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

6.3. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა იყოს ჩადენილი ქმედების თანაზომიერი, რეალური და პროპორციული სასჯელის მიზნების მისაღწევად. ერთის მხრივ სასჯელის სახემ და ზომამ დაუსჯელობის განცდა არ უნდა გამოიწვიოს, ხოლო მეორე მხრივ, მსჯავრდებულს და საზოგადოებას არ უნდა გაუჩინოს განცდა, რომ სასჯელის მიზანს ადამიანის პირადი დასჯა და ტანჯვა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ სასჯელის შერჩევისას სასამართლომ თანაბრად უნდა გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი ფაქტორები, რომელთა სამართლიანი ურთიერთშეფასებისას, არ უნდა მოხდეს რომელიმე საგულისხმო ფაქტორის უგულებელყოფა.

6.4. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს კ. მ–ს, გ. ზ–სა და დ. კ–ის მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებას (მათ მიერ ჩადენილია მომეტებული საშიშროების მატარებელი ძალადობრივი ხასიათის დანაშაული), ქმედებების განხორციელების სახესა და ხერხს (ქმედება ჩაიდინეს იარაღის გამოყენების მუქარით, თავდასხმის დროს იჩენდნენ განსაკუთრებულ აგრესიას დაზარალებულთა მიმართ), მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ქმედების ჩადენის ანგარებით მოტივს, მათ პიროვნებას და წარსულ ცხოვრებას (დ. კ–ი დანაშაულის ჩადენისას იყო ნასამართლობის არმქონე, ხოლო კ. მ–ი ნასამართლევი სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის, გ. ზ–ე კი - განზრახი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩადენისათვის). საკასაციო სასამართლო, ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ კ. მ–მ მსჯავრადშერაცხილი დანაშაული ჩაიდინა პენიტენციური დაწესებულების დატოვებიდან დროის მოკლე პერიოდში, ხოლო გ. ზ–ემ პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, რაც მიუთითებს, რომ მათ მიმართ გამოყენებულმა სასჯელებმა ვერ უზრუნველყო სასჯელის ერთ-ერთი მიზანი – ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით და იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულებს აღარ გააჩნიათ მსჯავრდებულების მიმართ პრეტენზია, საბოლოოდ კ. მ-ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; დ. კ–ს – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გ. ზ–ეს – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იქნება პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს – სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და ხელს შეუწყობს მათ რესოციალიზაციას. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გ. ზ–ემ დანაშაული ჩაიდინა პირობით გამოსაცდელ ვადაში, სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან გათავისუფლებიდან უმოკლეს ვადაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მის მიმართ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის განსაზღვრისას გამოყენებული უნდა იქნეს სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესი.

6.5. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზესტაფონის რაიონული პროკურორის მოადგილის ზიტა ჭულუხაძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მსჯავრებულების – დ. კ–ს და კ. მ–ს ინტერესების დამცველის ადვოკატ ვ. მ-ის, ასევე, მსჯავრდებულ გ. ზ–ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

4. ი. ს–ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს;

5. ი. ს–ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს თანხა;

6. გამართლებულ ი. ს–ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

7. კ. მ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ) წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, კ. მ–ი გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ) გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისგებლობისაგან;

9. კ. მ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;

10. კ.- მ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 5 აპრილიდან;

11. დ. კ–ი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ) გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.

12. დ. კ–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის ადმინისტრაციულ-სახდელშეფარდებული პირის მიერ, 2017 წლის 26 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

13. დ. კ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

14. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;

15. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

16. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

17. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათით; რომლის მოხდისგანაც გათავისუფლდეს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის საფუძველზე;

18. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დ. კ–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;

19. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილის N1/262-17 განაჩენით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 1000 ლარი და საბოლოოდ დ. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;

20. დ. კ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 5 აპრილიდან;

21. 2021 წლის 11 იანვრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე დ. კ–ს აღუდგეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილის N1/262-17 განაჩენით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად 3 წლით ჩამოერთმეული ყველა უფლება, გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა;

22. გ. ზ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

23. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა;

24. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

25. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ. ზ–ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა;

26. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 ივლისის N1/191-2015 განაჩენით გ. ზ–ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ გ. ზ–ეს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა;

27. გ. ზ–ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 5 აპრილიდან;

28. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

29. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოტანისთანავე;

30. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე