საქმე # 240100122006334649
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
(სარეზოლუციო ნაწილი)
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1443აპ-23 ქ. თბილისი
გ-ა კ, 1443აპ-23 18 მარტი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 სექტემბრის განაჩენზე სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ წულაიას, მსჯავრდებულ კ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. მ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ წულაიას, მსჯავრდებულ კ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. მ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 სექტემბრის განაჩენზე;
2. განჩინება სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი