საქმე N 010100121005132806
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№900აპ-23 ქ. თბილისი
დ–ი კ., 900აპ-23 21 თებერვალი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის განაჩენზე აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან მურვანიძისა და მსჯავრდებულ კ. დ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. რ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს: აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა, ლევან მურვანიძემ და მსჯავრდებულ კ. დ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. რ–მ.
2. ბრალდების მხარე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 მაისის განაჩენის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1941-ე მუხლის პირველი ნაწილით კ. დ–ს უდანაშაულოდ ცნობის ნაწილში გაუქმებასა და მის დამნაშავედ ცნობას ბრალადშერაცხილი ყველა ქმედების ჩადენისათვის და კანონით გათვალისწინებული, მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ კ. დ–ს ნაწილობრივ გამართლება უკანონოა, რადგან სააპელაციო სასამართლომ უტყუარად დაადგინა, რომ კ. დ–ი უკანონოდ დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ – 57268 ლარს, რის შემდეგაც, ბრალდების მხარის მითითებით, უკანონოდ მოპოვებული ქონების დაფარვის მიზნით, შპს ,,...-ს“ სახელით შეიძინა საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული – 13120 ლარად ღირებული, ,,Opel Combo 2010“ ფირმის ავტომანქანა, რომელსაც ფლობდა და სარგებლობდა 2021 წლის 11 ივნისიდან 2021 წლის 1 ივლისის ჩათვლით, ხოლო შემდეგ გაასხვისა კ. ხ–ზე. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ამ ქმედების მიზანი არა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, არამედ – ავტომანქანით სამეწარმეო საქმიანობა იყო, რაც, ერთი მხრივ, დაუსაბუთებელი ვარაუდია, ხოლო, მეორე მხრივ, გაუგებარს ხდის კ. დ–ს გადაწყვეტილებას ავტომანქანის შემდგომი გასხვისების თაობაზე, მით უფრო, როდესაც, არც თავად მსჯავრდებული უარყოფს, რომ კომპანიის ანგარიშიდან გამოიტანა 57268 ლარი და შეიძინა ხსენებული ავტომანქანა.
3. დაცვის მხარე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 მაისის განაჩენის შეცვლასა და კ. დ–ის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებები ვერ ქმნიან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის მსჯავრდების უპირობო საფუძველს, ხოლო სამხილების შეფასებისას გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყვეტილიყო ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ; საქმის არსებითი განხილვის დროს, კ. დ–მა სასამართლოს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია, რომელიც ცხადყოფს, რომ მას ბრალადშერაცხილი ქმედებები არ ჩაუდენია, მითუმეტეს – ა. ლ–სთან შეკავშირებით, რომელიც გამოძიების დროს უკვე გარდაცვლილი იყო და, შესაბამისად, არ გამოკითხულა; ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა აუდიტის დასკვნა, რაც განსახილველი საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი მტკიცებულება იქნებოდა და რომლის შინაარსი ცალსახად გამორიცხავდა კ. დ–ს ბრალეულობას, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი რევიზია გამოძიებას დანიშნული ჰქონდა წინასასამართლო სხდომამდე, რაც სათანადოდ არ შეუფასებია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს.
4. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, კ. დ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად დაედო: ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, ჩადენილი ჯგუფურად; თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით; ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, ჩადენილი დიდი ოდენობით; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნებისა და წარმოშობის წყაროს დამალვა და შენიღბვა; წინასწარი შეცნობით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გზით მოპოვებული ქონებით სარგებლობა, ფლობა და გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგით:
4.1. კ. დ–ი სხვადასხვა კომპანიების სახელით ს–ში 2017 წლიდან ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, კერძოდ: 2017 წლის 8 მაისს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით მეწარმე სუბიექტად დაარეგისტრირა შპს „...“(ს/ნ..........), ხოლო 2019 წლის 21 მარტს – 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შპს „“.....““ (ს/ნ .............). ორივე კომპანიას ხელმძღვანელობდა კ. დ–ი და ორივე კომპანიის საქმიანობის სფერო იყო საბითუმო და საცალო ვაჭრობა ყვავილებითა და სხვადასხვა მცენარეებით.
კ. დ–ს, როგორც შპს „მ–სა“ და შპს „.....“-ს“ დირექტორს ევალებოდა კომპანიების მართლზომიერი საქმიანობის უზრუნველყოფა, საზოგადოების მხრიდან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესყიდვისა და რეალიზაციის პროცესის კანონის მოთხოვნების შესაბამისად წარმართვა, სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშწორება და კომპანიების საგადასახადო ვალდებულებების სრულყოფილად შესრულება/დეკლარირება, ასევე – სხვა ხელმძღვანელობითი ფუნქციების კანონშესაბამისად განხორციელება.
კ. დ–მა 2020 წლის ნოემბერში განიზრახა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება/გამოყენებით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება. ამ მიზნით კ. დ–ი შეუკავშირდა თავის ნაცნობს, ა. ლ–ს, რომელიც ფაქტობრივად ფლობდა კომპანიებს – შპს „ნ–ს“ (ს/ნ ........), შპს „ა–ა“ (ს/ნ ............) და შპს „ბ–ს“ (ს/ნ..........), რომელსაც ასევე გააჩნდა ,,rs.ge-ს“ ვებგვერდზე წვდომის მონაცემები. გარდა ამისა, კ. დ–ს ინიციატივით და ა. ლ–ს ჩართულობით მეწარმე სუბიექტად, მ. მ–ს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით, დარეგისტრირდა შპს „ნ–ა“ (ს/ნ .......).
კ. დ–სის ინიციატივითა და ა. ლ–ს ჩართულობით, შპს „ნ–ს“, შპს „ბ–სა“ და შპს „ა–ს“ სახელით გამოიწერა – 1190003,16 ლარის ღირებულების საქონლის/ძმერხლის რეალიზაციის ამსახველი ხუთი ერთეული ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომლებიც კ. დ–ს დავალებით შპს „.....-ს“ ბუღალტრულად აღმრიცხველმა პირმა ასახა ყალბ საგადასახადო დეკლარაციებში, რითაც შპს „.....“-ს“ პირადი აღრიცხვის ბარათებზე უსაფუძვლოდ/ხელოვნურად წარმოეშვა – 181525 ლარის – დღგ-ს ფიქტიური/ხელოვნური ჩათვლა (ყალბი აქტივი).
ზემოხსენებული ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დეკლარაციების დამზადება და გამოყენება მოხდა შემდეგნაირად:
კ. დ–სის ინიციატივითა და ა. ლ–ს ჩართულობით, 2020 წლის 13 ნოემბერს შპს „ა–ს“ ,,rs.ge-ს“ ვებგვერდიდან გამოიწერა ერთი ერთეული ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა ნომრით – ეა-70 7897369. აღნიშნული ანგარიშფაქტურით შპს „ა–მ“, თითქოსდა, შპს „.....-ს“ მიაწოდა – 40001 ლარის ღირებულების, 61540 კილოგრამი, თეთრი ძმერხლი, აქედან დღგ-ს თანხა შეადგენდა – 6101 ლარს.
კ. დ–ს დავალებით შპს „.....-ს“ ბუღალტრულად აღმრიცხველმა პირმა შპს „.....-ს“ სახელით გამოიწერა და საგადასახადო ორგანოს წარუდგინა დღგ-ს ყალბი დეკლარაცია ნომრით – ............, რითაც შპს „.....-ს“ პირადი აღრიცხვის ბარათზე წარმოეშვა დღგ-ს ზედმეტობა – 6101 ლარი.
კ. დ–ს ინიციატივითა და ა. ლ–ს ჩართულობით, 2020 წლის 30 და 31 დეკემბერს შპს „ბ–სს“ ,,rs.ge-ს“ ვებგვერდიდან გამოიწერა ორი ერთეული საგადასახადო ანგარიშფაქტურა ნომრებით: ..........; ..........., თითქოსდა, შპს „ბ–მა“ შპს „.....-ს“ მიწოდა სულ 650000 ლარის ღირებულების 158151,1 კილოგრამი სხვადასხვა დასახელების ყვავილები და მცენარეები, მათ შორის – 609700,41 ლარის ღირებულების 148345 კილოგრამი თეთრი ძმერხლი. აღნიშნული ანგარიშფაქტურებით დღგ-ს თანხა შეადგენს – 99151 ლარს.
კ. დ–სის დავალებით, შპს „.....-ს“ ბუღალტრულად აღმრიცხველმა პირმა შპს „....-ს“ სახელით გამოიწერა და საგადასახადო ორგანოში წარადგინა დღგ-ს ყალბი დეკლარაცია ნომრით – .........., რითაც კომპანიას პირადი აღრიცხვის ბარათზე წარმოეშვა დღგ-ს ზედმეტობა – 99151 ლარი.
კ. დ–სის ინიციატივითა და ა. ლ–ს ჩართულობით, 2020 წლის 31 დეკემბერს შპს „ნ–ს“ ,,rs.ge-ს“ ვებგვერდიდან გამოიწერა ორი ერთეული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ნომრებით: .......... და ..........., თითქოსდა, შპს „ნ–მ“ შპს „.....-ს“ მიაწოდა სულ 499266 ლარის ღირებულების 121654,78 კილოგრამი თეთრი ძმერხლი, საიდანაც დღგ-ს თანხა შეადგენს – 76158 ლარს.
კ. დ–ს დავალებით შპს „.....-ს“ ბუღალტრულად აღმრიცხველმა პირმა შპს „.....-ს“ სახელით გამოიწერა და საგადასახადო ორგანოში წარადგინა დღგ-ს ყალბი დეკლარაცია ნომრით – .........., რითაც კომპანიას პირადი აღრიცხვის ბარათზე წარმოეშვა დღგ-ს ზედმეტობა – 76158 ლარი.
შპს „ნ–ს“ სახელით შპს „.....-სთვის“ მიწოდებული საქონლის (ძმერხლის) დოკუმენტური საფუძვლის შექმნის მიზნით, ასევე – შპს „ნ–ს“ და შპს „ა–ს“ სახელით გამოიწერა ორი ერთეული საგადასახადო ანგარიშფაქტურა ნომრებით: .......... და ............, თითქოსდა, შპს „ნ–მ“ და შპს „ა–მ“ შპს „ნ–ს“ მიაწოდეს – 2299266 ლარის ღირებულების საქონელი – 121653,78 კილოგრამი ძმერხლი.
კ. დ–ს დავალებით 2021 წლის მარტში, აპრილსა და მაისში შპს „.....-ს“ ბუღალტრულად აღმრიცხველმა პირმა შპს „.....-ს“ სახელით შპს „მ–ზე“ გამოწერა და საგადასახადო ორგანოში წარადგინა ოთხი ერთეული ანგარიშ-ფაქტურა, ნომრებით:...........; ............; ..........; ......... და თანმხლები თორმეტი ერთეული სასაქონლო ზედნადები, ნომრებით: №........, №0.........., №.........., №..........., №.........., №..........., №.........., №............, №..........., № ............, №..........., №.........., თითქოსდა, შპს „“.....“-მ“ ............) შპს „მ–ს“ (ს/ნ ..........) მიაწოდა – 468580,96 ლარის ღირებულების – სხვადასხვა დასახელების საქონელი დღგ-ს თანხით – 71478,45 ლარი, მათ შორის – 252282 ლარის ღირებულების – 60280 კილოგრამი თეთრი ძმერხლი დღგ-ს თანხით – 38109,96 ლარი.
კ. დ–ს დავალებით შპს მ–ეს“ ბუღალტრულად აღმრიცხველმა პირმა შპს მ–ეს“ სახელით გამოწერა და საგადასახადო ორგანოში წარადგინა დღგ-ს ყალბი დეკლარაციები ნომრებით: .........; ..........; ..........; ..........., რითაც კომპანიას პირადი აღრიცხვის ბარათზე წარმოეშვა დღგ-ს ზედმეტობა – 71478,45 ლარი.
კ. დ–ს მითითებითა და ა. ლ–ს ჩართულობით შპს „ბ–სა“ და შპს „ნ–ს“ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განმახორციელებელმა პირებმა საგადასახადო ორგანოდან გამოიტანეს ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტები, რომლებიც შემდგომში გამოიწერა, როგორც თანხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი. შპს „ნ–ს“ საგადასახადო ორგანოდან გამოტანილი, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტები გამოწერა შპს „ბ–ემა“, როგორც თანხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი.
კ. დ–სის ინიციატივითა და ა. ლ–ს ჩართულობით, შპს „ბ–სა“ და შპს „ნ–ს“ სამეწარმეო სუბიექტის სახელით გამოიწერა ოთხი ერთეული ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი, ნომრებით: №........, №........., №.......... და №.......... აღნიშნული დოკუმენტებით, თითქოსდა, კ. დ–სის სახელზე რეგისტრირებულმა კომპანიებმა შპს „“.....“-მ“ შპს „ბ–ს“ და შპს „ნ–ს“ გადაუხადა სხვადასხვა დასახელების მცენარეებისა და თეთრი ძმერხლის ღირებულების საფასური, სულ – 1100000 ლარი.
ჯამურად კ. დ–ს ინიციატივითა და ა. ლ–ს ჩართულობით, გამოიწერა – 1657847,96 ლარის ღირებულების საქონლის რეალიზაციის ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლითაც კ. დ–ს კომპანიებს – შპს “.....ს“ და შპს „მ–ეს“ – უსაფუძვლოდ/ხელოვნურად წარმოექმნათ ზედმეტობა დღგ-ში 252 892,06 ლარი. გარდა ამისა, კ. დ–სის ინიციატივითა და ა. ლ–ს ჩართულობით გამოიწერა 1100000 ლარის ღირებულების ყალბი, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი.
4.2. კ. დ–სმა შპს „.....-ს“ და შპს მ–ს“ ბუღალტრულად აღმრიცხველი პირის მეშვეობით, შპს „.....-ს“ შპს მ–ეს“ სახელით გამოწერილი და საგადასახადო ორგანოში წარადგენილი დღგ-ს ............., ..........., ...........; ...........; ............; .......... ყალბი საგადასახადო დეკლარაციებით, შპს „.....“-ს“ და შპს „მ–ს“ პირადი აღრიცხვის ბარათზე უსაფუძვლოდ წარმოშობილი ზედმეტობის თანხიდან – 252892,06 ლარიდან – კომპანიების საბანკო ანგარიშზე 2020 წლის 16 დეკემბერს, 2021 წლის 16 თებერვალს, 16 მარტს, 31 მაისს, 10 ივნისსა და 27 ივლისს ავტომატურად ჩაერიცხა ჯამურად – 57268 ლარი, რასაც კ. დ–ი, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. ზემოაღნიშნული კომპანიების სახელით, ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და საგადასახადო დეკლარაციების დამზადება-გამოყენებით უსაფუძვლოდ წარმოქმნილი დღგ-ის თანხების კ. დ–ს მიერ მართლსაწინააღმდეგო დაუფლებით სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 57268 ლარის დიდი ოდენობის ზიანი.
4.3. კ. დ–მა შპს „.....-ს“ და შპს ,,მ–ს“ ბუღალტრულად აღმრიცხველი პირის მეშვეობით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების საფუძველზე, შპს მ–ს“ პირადი აღრიცხვის ბარათზე უსაფუძვლოდ წარმოშობილი დღგ-ს თანხებით (71478 ლარი), 2021 წლის აპრილიდან 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდში უზრუნველყო შპს მ–ს“ პირადი აღრიცხვის ბარათზე წარმოქმნილი აღიარებული საგადასახადო დავალიანება – 25501 ლარი, რითაც მოტყუებით ქონებრივად დააზარალა სახელმწიფო 25501 ლარით. საბოლოოდ, ზემოაღნიშნული კომპანიების სახელით ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და საგადასახადო დეკლარაციების დამზადებითა და გამოყენებით უსაფუძვლოდ, დღგ-ის თანხების წარმოქმნით, კ. დ–მა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს ჯამურად მიაყენა 175791 ლარის ზიანი.
4.4. კ. დ–მა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებით შექმნილი დღგ-ს ფიქტიური ჩათვლებით, შპს „.....-ს“ და შპს ,,მ–ს“ პირადი აღრიცხვის ბარათებზე წარმოქმნილი, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი ფულადი თანხის – 57268 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებისას განიზრახა აღნიშნული უკანონო ქონებისათვის/თანხებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ფულის გათეთრება), მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით. 2021 წლის 31 მაისსა და 10 ივნისს მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული, სახელმწიფოს კუთვნილი – 45290 ლარის – უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, კ. დ–სმა შპს „.....-ს“ სახელით, 2021 წლის 11 ივნისს შეიძინა საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ,,Opel Combo 2010“ (ვინ კოდით .............) მარკის ავტომანქანა, ჯამური ღირებულებით – 13120 ლარი.
4.5. კ. დ–სი 2021 წლის 11 ივნისიდან 2021 წლის 1 ივლისამდე პერიოდში ფლობდა და სარგებლობდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გზით შეძენილი ,,Opel Combo 2010“ (ვინ კოდით ..........., სანომრე ნომრით ............) მარკის ავტომანქანით, რომელიც გაასაღა ფიზიკურ პირ კ. ხ–ზე.
5. კ. დ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1941-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 ივნისის განაჩენით: კ. დ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1941-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – ჯარიმა – 10000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – ჯარიმა 10000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ მიესაჯა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა, დავით ჭარბაძემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და კ. დ–ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალადშერაცხილი ყველა ქმედების ჩადენისათვის და მსჯავრდებულ კ. დ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. რ–მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
9. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
11. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორების მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, ერთი მხრივ, უტყუარად ვერ დადასტურდა კ. დ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1941-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენა, ხოლო, მეორე მხრივ, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგინდა მის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რომლის საპირისპირო მტკიცება არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი და ობიექტური შეფასებიდან.
12. საქმის მასალებით უდავოდ დგინდება, რომ შპს მ–სა“ და შპს „.....-ს“ ხელმძღვანელობდა კ. დ–ი, ხოლო მოწმეების: ე. ც–ს, ა. ბ–სა და მ. ბ–ს ჩვენებებით ირკვევა, რომ შპს „ნ–ს“, შპს „ა–სა“ და შპს „ბ–ეს“ ფაქტობრივად ფლობდა და ხელმძღვანელობდა ა. ლ–ა. მოწმე მ. მ–ს ჩვენების მიხედვით კი, კ. დ–ს საჭიროებიდან გამომდინარე, ა. ლ–ს თხოვნით დაარეგისტრირა შპს ,,ნ–ა“ რომლის ,,rs.ge-ს“ ვებგვერდზე წვდომის უფლება გადასცა ა. ლ–ს, მან კი, თავის მხრივ – კ. დ–ს. სანაცვლოდ, ყოველთვიურად 1000 ლარი უნდა მიეღო ა. ლ–საგან, რომლის გარდაცვალების შემდეგ, შეთანხმებულ თანხას სწორედ კ. დ–ი უხდიდა. ამავდროულად, საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო დოკუმენტაციითა და მოწმეების: ი. ბ–ს, რ. ზ–ს, შ. ზ–ს, ა. ა–სა და მ. კ–ს ჩვენებებით, სარწმუნოდ დგინდება, რომ შპს მ–სა“ და შპს „.....-ს“, ისევე, როგორც – შპს ,,ნ–ს“, შპს „ნ–ს“, შპს „ა–სა“ და შპს „ბ–სს“ სახელით, ისევე, როგორც – მათ სახელზე გაცემული სადავო ანგარიშ-ფაქტურები, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტები და საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დღგ-ს სადავო დეკლარაციები არის ყალბი და გამოწერილია უშუალოდ კ. დ–ს მითითებითა და ა. ლ–ს მონაწილეობით, ხოლო ხსენებული ყალბი ანგარიშფაქტურებისა და საგადასახადო დეკლარაციების დამზადებითა და გამოყენებით, ერთი მხრივ, შპს მ–სა“ და შპს „.....-ს“ ანგარიშებზე უსაფუძვლოდ დარიცხულ დღგ-ს თანხებს, ჯამურად – 57268 ლარს, მოტყუებით დაეუფლა კ. დ–სი, ხოლო, მეორე მხრივ, ამავე კომპანიების პირადი აღრიცხვის ბარათებზე უსაფუძვლოდ წარმოშობილი დღგ-ს თანხებით, ჯამურად – 175791 ლარით, მოტყუებით დააზიანა სახელმწიფო, რისი ერთობლივად შეფასებითაც, კ. დ–ს მსჯავრდება კანონიერია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების ან მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის რაიმე წინაპირობა.
13. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ბრალდების მხარის მიერ კონკრეტული საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებების ჩაუტარებლობა იმთავითვე ვერ შეფასდება მსჯავრდებულის გამამართლებელ მოცემულობად, ვინაიდან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე პროცესი მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, დაცვის მხარეს ჰქონდა ბრალდების მხარესთან თანასწორი შესაძლებლობა, თავად ეზრუნა სასამართლოსათვის წარსადგენი მტკიცებულებების მოცულობაზე და თავად ჩაეტარებინა სასურველი კვლევა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში და არ ყოფილიყო საპროცესო მოწინააღმდეგის იმედად (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება №970აპ-21 საქმეზე, პუნქტი 8).
14. კ. დ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1941-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების მოთხოვნასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების განკარგვა ავტომატურად არ გულისხმობს მის ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას), რამეთუ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შემადგენლობისათვის აუცილებელია, რომ პირის განზრახვა და თანმდევი ქმედებ(ებ)ი მიმართული იყოს უშუალოდ უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემისაკენ მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, რაც მოცემულ შემთხვევაში უტყუარად არ დასტურდება, რამეთუ ბრალდების მხარის მტკიცების საპირისპიროდ, რომ კ. დ–მა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებისას, განიზრახა უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა და შპს „.....-ს“ სახელით, 2021 წლის 11 ივნისს 13120 ლარად შეიძინა საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ,,Opel Combo 2010“, რომლითაც სარგებლობდა 2021 წლის 1 ივლისამდე, მოწმე გ. ა–ს ჩვენებით დგინდება, რომ ,,Opel Combo 2010“ სატვირთო ავტომანქანა, რომელიც გაყიდვამდე ერთი წლით ადრე ჰყავდა შეძენილი და განუბაჟებლობის გამო იყო დაჯარიმებული, 13120 ლარად მიჰყიდა კ. დ–ს, რომელმაც გადაიხადა საჯარიმო და განბაჟების თანხები, ხოლო ავტომანქანის საფასური უნდა აენაზღაურებინა ნაწილ-ნაწილ. ამავდროულად, თავად კ. დ–ს განმარტებით შეძენილი სატვირთო ავტომანქანა ესაჭიროებოდა თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, ვარდების ტრანსპორტირებისათვის, რისი გათვალისწინებითაც, სარწმუნოდ არ დასტურდება, რომ სადავო ავტომანქანის შეძენით კ. დ–ს განზრახული ჰქონდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს წინასწარი შეცნობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გზით მოპოვებული ქონებით სარგებლობასაც, რასაც ედავებოდა ბრალდების მხარე კ. დ–ს.
15. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან მურვანიძისა და მსჯავრდებულ კ. დ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. რ–ს საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი