Facebook Twitter

საქმე # 020100119002857195

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №786აპ-23 ქ. თბილისი

კ. ჯ. 786აპ-23 12 იანვარი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 23 მარტის განაჩენზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ დავით პაპავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:

1.1. ჯ. კ–ს, – დაბადებულს 19.. წელს - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 220-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა;

1.2. ნ. გ–ს, – დაბადებულს 19.. წელს – ბრალად ედებოდა საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლითა და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა;

1.3. ვ. ჩ–ს, – დაბადებულს 19.. წელს – ბრალად ედებოდა საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით ჯ. კ–ს, ნ. გ–სა და ვ. ჩ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. ჯ. კ–ს, ნ. გ–სა და ვ. ჩ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული:

ჯ. კ–ა 2013 წლის 15 მაისიდან 2018 წლის 18 ივნისამდე მუშაობდა სს “ს.... რ–ს“ რ-ს სადგურ ,,....“-ს უფროსის თანამდებობაზე. დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მისი საქმიანობის ამოცანები, ფუნქცია- მოვალეობები, უფლებები და პასუხისმგებლობები განსაზღვრული იყო სს “ს.... რ–ს“ ს.გადაზიდვების დირექტორის მიერ დამტკიცებული სადგურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით, რომელსაც იგი ხელმოწერით იყო გაცნობილი. სადგურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობის თანახმად, ჯ. კ–ს, საკუთარი დანიშნულებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, უნდა შეესრულებინა შემდეგი ფუნქციები და მოვალეობები: ,,სადგურის სატვირთო და კომერციული მუშაობის წარმართვის კონტროლი“, ,,სატვირთო ვაგონების აღრიცხვისა და რ-ს ერთიან ელექტრონულ სისტემაში სხვა საჭირო ინფორმაციის შეტანის კონტროლი“, ,,დაქვემდებარებული მუშაკების მიერ წარმოებული სამატარებლო-ტექნიკური და კომერციული დოკუმენტაციის სისწორის კონტროლი“, ,,უფლებამოსილი იყო გაეცა განკარგულება, სატვირთო, კომერციული და სამანევრო ოპერაციების განსახორციელებლად სხვადასხვა სამსახურის მუშაკებზე, რომლებიც განლაგებულნი იყვნენ სადგურის ტერიტორიაზე,“ ,,პასუხისმგებელი იყო ხარისხიანად შეესრულებინა საკუთარი ფუნქცია-მოვალეობები და კონტროლი გაეწია თავის დაქვემდებარებაში მყოფ დასაქმებულთა ფუნქცია-მოვალეობების შესრულებაზე“.

ვ. ჩ–ს 2013 წლის 11 ნოემბრიდან 2018 წლის 2 ივლისამდე მუშაობდა სს “ს. რ–ს“ რ-ს სადგურ ,,ფ...“-ს უფროსის მოადგილედ კომერციულ დარგში. დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მისი საქმიანობის ამოცანები, ფუნქცია-მოვალეობები, უფლებები და პასუხისმგებლობები განსაზღვრული იყო სს ,,ს–ს რ-ს“ ს. გ-ს დ-ს მიერ დამტკიცებული კომერციის დარგში სადგურის უფროსის მოადგილის სამუშაოთა აღწერილობით, რომელსაც იგი ხელმოწერით იყო გაცნობილი. სამუშაოთა აღწერილობის თანახმად, ვ. ჩ–ს საკუთარი დანიშნულებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე უნდა შეესრულებინა შემდეგი ფუნქციები და მოვალეობები: ,,ვაგონების დაცლა, დატვირთვის და გაგზავნის საქმიანობასთან დაკავშირებული კომერციული საკითხების უზრუნველყოფა“, ,,კლიენტის მომსახურეობის ოპერატორების და სატვირთო მომსახურეობის სპეციალისტების მუშაობის კონტროლი,“ ,,სატვირთო, კომერციული და სამანევრო მუშაობის ორგანიზება და კონტროლი“, ,,ვაგონების დაცლა, დატვირთვისა და გაგზავნასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოებისა და გაფორმების სისწორის კონტროლი“, ,,დაქვემდებარებული მუშაკების მიერ წარმოებული ტექნიკური და კომერციული დოკუმენტაციის სისწორის კონტროლი“, ,,უფლებამოსილი იყო გაეცა განკარგულება, სატვირთო, კომერციული და სამანევრო ოპერაციების განსახორციელებლად სხვადასხვა სამსახურის მუშაკებზე, რომლებიც განლაგებულნი იყვნენ სადგურის ტერიტორიაზე,“ ,,პასუხისმგებელი იყო ხარისხიანად შეესრულებინა საკუთარი ფუნქცია-მოვალეობები და კონტროლი გაეწია თავის დაქვემდებარებაში მყოფ დასაქმებულთა ფუნქცია-მოვალეობების შესრულებაზე“.

ნ. გ–ს 2012 წლის 10 ოქტომბრიდან 2018 წლის 2 ივლისამდე მუშაობდა სს “ს. რ–ს“ რ-ს სადგურ ,,ფ...“-ს ს. მომსახურეობის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე. დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მისი საქმიანობის ამოცანები, ფუნქცია-მოვალეობები, უფლებები და პასუხისმგებლობები განსაზღვრული იყო სს ,,ს. რ–ს“ ს. გ-ს დ-ს მიერ დამტკიცებული, ს. მომსახურეობის უფროსი სპეციალისტის სამუშაოთა აღწერილობით, რომელსაც იგი ხელმოწერით იყო გაცნობილი. სადგურის უფროსი სპეციალისტის სამუშაოთა აღწერილობის თანახმად ნ. გ–ს საკუთარი დანიშნულებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე უნდა შეესრულებინა შემდეგი ფუნქიები და მოვალეობები: ,,სატვირთო და კომერციული ოპერაციების წარმოებაზე კონტროლი“, ,,ტვირთის მიღება- ჩაბარების სამახსოვროებისა და საერთო ფორმის აქტების შევსების კონტროლი და აღრიცხვა“, ,,სატვირთო ვაგონების აღრიცხვისა და რ-ს ერთიან ელექტრონულ სისტემაში სხვა საჭირო ინფორმაციის შეტანის კონტროლი“, ,,მოვალე იყო ხელი მოეწერა და ვიზა მიეცა დოკუმენტებისათვის თავისი კომპეტენციის ფარგლებში“; ,,პასუხისმგებელი იყო ხარისხიანად შეესრულებინა საკუთარი ფუნქცია-მოვალეობები და კონტროლი გაეწია თავის დაქვემდებარებაში მყოფ დასაქმებულთა ფუნქცია-მოვალეობების შესრულებაზე“.

საკუთრების მიხედვით ვაგონები იყოფა ორ კატეგორიად: საკუთარი (კერძო მეწარმეების კუთვნილი/იჯარით აღებული) და ინვენტარული პარკის (ს. რ–ს) კუთვნილი ვაგონები. საკუთარ ვაგონებს სს ,,ს.... რ–ს“ სადგურის ლიანდაგებში 24 საათზე მეტი ხნით დგომის (პარკირების) შემთხვევაში პირველი 30 დღე- ღამის განმავლობაში, თითოეულ ვადაგადაცილებულ დღე-ღამეზე ერიცხება მომსახურეობის საფასური დღიურად 50 ლარის ოდენობით, ხოლო 30 დღე-ღამის ზევით 150 ლარი. საკუთარი ვაგონების კერძო საწარმოების ლიანდაგებზე დგომისთვის, რაიმე გადასახადის დარიცხვა ს –ს რ-ს მხრიდან არ ხდება. სს ,,..... ნავსადგურ“-მა 2018 წლის იანვრიდან თავის ლიანდაგებზე მყოფი სხვადასხვა მეწარმეების საკუთარი ვაგონების პირველი 24 საათის შემდგომ დგომისათვის (პარკირება) დააწესა ყოველდღიური გადასახადი 25 აშშ დოლარი.

ჯ. კ–მ ს. მომსახურეობის უფროს სპეციალისტ ნ. გ–სთან ურთიერთშეთანხმებით სს “ს. რ–ს“ - ს ინტერესების საწინააღმდეგოდ და შპს „გ..... ჰ.....ს“-თვის გამორჩენის მიღების მიზნით 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 10 მაისის პერიოდში ბოროტად გამოიყენა ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება, და შპს ,,”გ–ლ ჰ–ს“-ს ვაგონების რ-ს კუთვნილ ლიანდაგებში 24 საათის შემდგომ დგომისთვის (პარკირება) ტარიფით გადასახდელი თანხის გადახდისათვის თავის არიდების მიზნით ნ. გ–სთან ერთად ჯგუფურად გააყალბა, ხოლო ვ. ჩ–მ შესაძლებლობა მისცა ნ. გ–სა და ჯ. კ–ს გაეყალბებინათ სხვადასხვა ნომრითა და სხვადასხვა თარიღებით სადგურის მომსახურეობისა და ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვროები, რაც წარმოადგენდა აუცილებელ დოკუმენტს სატვირთო გადაზიდვების კომერციული და ფინანსური აღრიცხვა-დარიცხვისათვის და გამოიყენება სატვირთო საქმიანობის აღრიცხვიანობისათვის. შპს ,,გ–ლ ჰ–ს“ -ს ვაგონები, რომელიც რ-ს სადგურ ,,ფ–ი“-ს სადგურის მომსახურეობის და ტვირთის მიღება-ჩაბარების გაყალბებული სამახსოვროების მიხედვით ნაჩვენები იყო პარკირებულად სს ,,კორპორაცია ფ–ს საზღვაო ნავსადგურში“, რეალურად დროის იმ მონაკვეთში იდგა ს–ს რ-ს ლიანდაგებში და მათი დგომა რ-ს კუთვნილ ლიანდაგებში არ ფიქსირდებოდა დგომისთვის (პარკირება) ტარიფით გადასახდელი თანხის გადახდისათვის თავის არიდების მიზნით. ასევე ნავსადგურში ვაგონების მიწოდებისა და დგომის პერიოდი განსხვავდებოდა გაყალბებულ სამახსოვროებში ნაჩვენები დროის მონაკვეთისგან.

კომერციის დარგში სადგურ ,,ფ–ი“-ს უფროსის მოადგილეს ვ. ჩ–ს ევალებოდა: სატვირთო, კომერციული და სამანევრო მუშაობის ორგანიზება და კონტროლი, კონტროლი ვაგონების გაგზავნასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოებასა და გაფორმების სისწორეზე, კონტროლი მის დაქვემდებარებაში მყოფი უფროსი სპეციალისტის ნ. გ–ს მიერ წარმოებული ტექნიკური და კომერციული დოკუმენტაციის სისწორეზე.

ჯ. კ–ასთან და ნ. გ–სთან ერთად ვ. ჩ–მ არ შეასრულა ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება. ჯ. კ–ს, ნ. გ–ს და ვ. ჩ–ს ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებამ სს „ს. რ–ს“ მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი. დოკუმენტების (სამახსოვროები) სწორად წარმოების შემთხვევაში ს–ს რ-ს ლიანდაგებში ვაგონების 24 საათზე მეტი ხნით მომსახურეობის საფასურის სახით სს “ს. რ–ს“ შპს ,,გ–ლ ჰ–ს“-სგან უნდა მიეღო 367 962 ლარის შემოსავალი.

2.2. ჯ. კ–ას და ნ. გ–ს მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

სს ,,ს–ს რ-ს“ სატვირთო გადაზიდვების კომერციული და ფინანსური აღრიცხვის და დარიცხვისათვის აუცილებელი დოკუმენტების წარმოების, აღრიცხვის ექსპედირების და სატვირთო საქმიანობის აღრიცხვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში შეტანის წესის თანახმად, სადგურის მომსახურების და ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვრო წარმოადგენს შიდა მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, რომელიც ფორმდება სადგურის მომსახურეობის გაწევისას. ინვენტარული და საკუთარი ვაგონების (კონტეინერების) მიწოდება-გამოტანისას და სადგურის სხვა მომსახურეობისას. სამახსოვროში მითითებულია ინფორმაცია: ვაგონის ნომრის, გზის კოდის, კლიენტის დასახელების, ვაგონზე დასატვირთად ან დასაცლელად განხორციელებული ოპერაციის, თბომავლის მესაკუთრის, რომლითაც ხდება ვაგონის მიწოდება, ჩიხის მესაკუთრის რომელ ჩიხში მოხდა ვაგონის მიწოდება, ჩიხის დასახელების, ოპერაციის დაწყების დროის, ვაგონის მიწოდების დროის, დატვირთვისა და დაცლის დროის და ოპერაციის დასრულების დროის თაობაზე. სამახსოვროზე ხელს აწერს რ-ს წარმომადგენელი და ტვირთის, ან ვაგონის მიმღები. სამახსოვრო ითვლება სრულყოფილად შედგენილად, როდესაც ყველა აუცილებელი გრაფა შევსებულია და დამოწმებულია შესაბამისი ხელმოწერით. სამახსოვრო დგება ოთხ ეგზემპლარად და ეგზავნება შესაბამისად დარიცხვებისა და გადახდის აღრიცხვის ცენტრს, კლიენტს, რ-ს სადგურის კლიენტის მომსახურების ოპერატორს და სამახსოვროს შემდგენელ ს. მომსახურების სპეციალისტს. 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 10 მაისის ჩათვლით პერიოდში რ-ს სადგურ ,,ფ....“-ს უფროსმა ჯ. კ–მ და რკ-ს ს. მომსახურების უფროსმა სპეციალისტმა ნ. გ–მ შპს ,,გ–ლ ჰ–ს“-ს ვაგონების რ-ს კუთვნილ ლიანდაგებში დგომისთვის (პარკირება) ტარიფით გადასახდელი თანხის გადახდისათვის თავის არიდების მიზნით, ურთიერთშეთანხმებით, ერთიანი განზრახვით, ჯგუფურად, შემდგომი გამოყენების მიზნით, ყალბად დაამზადეს სხვადასხვა ნომრითა და სხვადასხვა თარიღებით სადგურის მომსახურეობისა და ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვროები, კერძოდ:

1. 2018 წლის 23 იანვარს 13:59 საათზე სს ,,კორპორაცია ....... საზღვაო ნავსადგურში“ შეყვანილი იქნა შპს „გ–ლ ჰ–ს“-ს სახელზე მოსული 13 ვაგონი, რომელთა შორის იყო 6 ერთეული შემდეგი ნომრის ვაგონები N.........., ..........., .........., .........., ........ და ........... 2018 წლის 10 იანვრის თარიღით ყალბად დამზადებული იქნა N.......... სამახსოვრო, რომლითაც ზემოთაღნიშნული 6 ვაგონი ნავსადგურში მიწოდებულად ნაჩვენები იქნა 2018 წლის 10 იანვარს 15:51 საათზე. 2018 წლის 13 მარტს 12:58 საათზე სს ,,კორპორაცია ფ–ს საზღვაო ნავსადგურში“ შეყვანილი იქნა შპს „გ–ლ ჰ–ს“-ს სახელზე მოსული 19 ვაგონი, რომელთა შორის იყო N..........3 ნომრის ვაგონი და იმავე დღეს 22:53 საათზე გამოყვანილი იქნა ნავსადგურის ტერიტორიიდან. 2018 წლის 10 იანვარს ყალბად დამზადებული იქნა N......... სამახსოვრო, რომლითაც ზემოთაღნიშნული N.......... ვაგონი ნავსადგურში მიწოდებულად ნაჩვენები იქნა 2018 წლის 10 იანვარს 15:51 საათზე და 2018 წლის 21 მარტის თარიღით N......... თითქოს იქ დატვირთვის მოლოდინში იდგა 2018 წლის 21 მარტის 15:50 საათამდე.

2. 2018 წლის 23 იანვარს 13:59 საათზე სს ,,კორპორაცია ფ–ს საზღვაო ნავსადგურში“ შეყვანილი იქნა შპს „გ–ლ ჰ–ს“-ს სახელზე მოსული 13 ვაგონი, რომელთა შორის იყო 4 ერთეული შემდეგი ნომრის N........., .........., ........... და .......... ვაგონები. ყალბად დამზადებული იქნა N.......... სამახსოვრო, რომლითაც ზემოთაღნიშნული 4 ვაგონი ნავსადგურში მიწოდებულად ნაჩვენები იქნა 2018 წლის 11 იანვრის 15:16 საათზე. 2018 წლის 13 მარტს 12:58 საათზე სს ,,კორპორაცია .........ს საზღვაო ნავსადგურში“ შეყვანილი იქნა შპს „გ–ლ ჰ–ს“-ს სახელზე მოსული 19 ვაგონი, რომელთა შორის იყო N........... ვაგონი და იმავე დღეს 22:53 სთ-ზე გამოყვანილი იქნა ნავსადგურის ტერიტორიიდან. 2018 წლის 10 იანვრის თარიღით ყალბად დამზადებული იქნა N......... სამახსოვრო, რომლითაც N.......... ვაგონი ნავსადგურში მიწოდებულად ნაჩვენები იქნა 2018 წლის 11 იანვარს 15:35 სთ-ზე და 2018 წლის 21 მარტის თარიღით N.........ვაგონი ნავსადგურში თითქოს იდგა 2018 წლის 21 მარტის 15:50 საათამდე. 2018 წლის 11 იანვრის თარიღით ყალბად დამზადებული იქნა N............ სამახსოვრო, რომელშიც შეტანილი შპს „გ–ლ ჰ–ს“-ს სახელზე მოსული N......... ვაგონი საერთოდ არ შესულა სს ,,კორპორაცია ....... საზღვაო ნავსადგური“-ს ტერიტორიაზე.

3. 2018 წლის 23 იანვარს 13:59 საათზე სს ,,კორპორაცია ....... საზღვაო ნავსადგურში“ შეყვანილი იქნა შპს „გ–ლ ჰ–ს“-ს სახელზე მოსული 13 ვაგონი, რომელთა შორის იყო 3 ერთეული შემდეგი ნომრის N.........., .......... და ........... ვაგონები. ყალბად დამზადდა N........... სამახსოვრო, რომლითაც ზემოთაღნიშნული 3 ვაგონი ნავსადგურში მიწოდებულად ნაჩვენები იქნა 2018 წლის 14 იანვრის 13:11 საათზე.

2018 წლის 13 მარტს 12:58 საათზე სს ,,კორპორაცია ....... საზღვაო ნავსადგურში“ შეყვანილი იქნა შპს „გ–ლ ჰ–ს“-ს სახელზე მოსული 19 ვაგონი, რომელთა შორის იყო N............, .......... ვაგონები. N................ ვაგონი იმავე დღეს 22:53 სთ-ზე გამოყვანილი იქნა ნავსადგურის ტერიტორიიდან. N........ ვაგონი თავდაპირველად ნავსადგურში შეყვანილი იქნა 23.01.2018წ 13:59 სთ-ზე და გამოყვანილი იქნა ნავსადგურიდან 09.03.2018წ-ის 23:58სთ-ზე, ხელახლა მიეწოდა ნავსადგურს 13.03.2018წ-ის 12:58 სთ-ზე და იმავე დღის 22:53სთ-ზე ისევ გამოყვანილი იქნა ნავსადგურიდან. 2018 წლის 14 იანვრის თარიღით ყალბად დამზადდა N....... სამახსოვრო, რომლითაც N.........., ........... ვაგონები ნავსადგურში მიწოდებულად ნაჩვენები იქნა 2018 წლის 14 იანვარს 13:30 სთ-ზე და 2018 წლის 21 მარტის თარიღით N.......... სამახსოვრო, რომლითაც ნავსადგურში მითითებული ვაგონები თითქოს იდგა 2018 წლის 21 მარტის 15:50 საათამდე.

4. 2018 წლის 13 მარტს 12:58 საათზე სს ,,კორპორაცია ფ–ს საზღვაო ნავსადგურში“ შეყვანილი იქნა შპს „გ–ლ ჰ–ს“-ს სახელზე მოსული 19 ვაგონი, რომელთა შორის იყო ხუთი ვაგონი N........., .........., ..........., ............, .......... და იმავე დღეს 22:53 სთ-ზე გამოყვანილი იქნა ნავსადგურის ტერიტორიიდან. 2018 წლის 15 იანვრის თარიღით ყალბად დამზადებული იქნა N.......... სამახსოვრო, რომლითაც N.........., .........., ............, ..........., ........... ვაგონები ნავსადგურში მიწოდებულად ნაჩვენები იქნა 15.01.2018 წლის 12:01 საათზე და 2018 წლის 16 აპრილის თარიღით N......... სამახსოვრო, რომლითაც თითქოს მითითებული ვაგონები იდგა ნავსადგურში 16.04.2018 წლის 17:10 საათამდე.

5. 2018 წლის 13 მარტს 12:58 საათზე სს ,,კორპორაცია .....ს ნავსადგურში“ შეყვანილი იქნა შპს „გ–ლ ჰ–ს“-ს სახელზე მოსული 19 ვაგონი, რომელთა შორის იყო ვაგონები: N........ და ................. და იმავე დღეს 22:53 სთ-ზე გამოყვანილი იქნა ნავსადგურის ტერიტორიიდან. 2018 წლის 15 იანვრის თარიღით ყალბად დამზადებული იქნა N........0 სამახსოვრო, რომლითაც აღნიშნული ვაგონები ნავსადგურში მიწოდებულად ნაჩვენებია 15.01.2018 წლის 17:31სთ-ზე, 2018 წლის 16 აპრილის თარიღით – N........ სამახსოვრო, რომლითაც თითქოს N.......... ვაგონი ნავსადგურში იდგა 16.04.2018წ-ის 17:10 საათამდე, 2018 წლის 11 აპრილის თარიღით – N....... სამახსოვრო, რომლითაც N........ ვაგონი იდგა ნავსადგურში 11.04.2018 წლის 18:15 საათამდე.

6. 2018 წლის 13 მარტს 12:58 საათზე სს ,,კორპორაცია ....ს საზღვაო ნავსადგურში“ შეყვანილი იქნა შპს „გ–ლ ჰ–ს“-ს სახელზე მოსული 19 ვაგონი, რომელთა შორის იყო ვაგონები N......., ........, ........, ........ და იმავე დღეს 22:53 სთ-ზე გამოყვანილი იქნა ნავსადგურის ტერიტორიიდან. 2018 წლის 17 იანვრის თარიღით ყალბად დამზადებული იქნა N...... სამახსოვრო, რომლითაც აღნიშნული ვაგონები ნავსადგურში მიწოდებულად ნაჩვენებია 17.01.2018წ-ის 21:31სთ-ზე და 2018 წლის 31 მარტის თარიღით N....... სამახსოვრო, რომლითაც ნავსადგურში თითქოს იდგა N......... ვაგონი 21.03.2018წ-ის 15:50სთ-მდე, 2018 წლის 11 აპრილის თარიღით N....... სამახსოვრო, რომლითაც დანარჩენი სამი N........, ......., ......ვაგონი ნავსადგურში თითქოს იდგა 11.04.2018წ-ის 18:15სთ-მდე.

7. 2018 წლის 13 მარტს 12:58 საათზე სს ,,კორპორაცია ფ–ს საზღვაო ნავსადგურში“ შეყვანილი იქნა შპს „გ–ლ ჰ–ს“-ს სახელზე მოსული 19 ვაგონი, რომელთა შორის იყო ვაგონი N.........და იმავე დღეს 22:53 სთ-ზე გამოყვანილი იქნა ნავსადგურის ტერიტორიიდან. 2018 წლის 19 იანვრის თარიღით ყალბად დამზადებული იქნა N......... სამახსოვრო, რომლითაც აღნიშნული ვაგონები ნავსადგურში მიწოდებულად ნაჩვენებია 19.01.2018წ-ის 10:01სთ-ზე და 2018 წლის 11 აპრილის თარიღით N......... სამახსოვრო, რომლითაც მითითებული ვაგონები თითქოს ნავსადგურში იდგა 11.04.2018წ-ის 18:15სთ-მდე.

8. სს ,,კორპორაცია ....... საზღვაო ნავსადგურში“ 2018 წლის 23 იანვარს 00:20სთ-ზე, შეყვანილი იქნა შპს „გ–ლ ჰ–ს“-ს სახელზე მოსული 19 ვაგონი N........, ........., .........., ........., ..........., ........., ..........,..........., .........., .........., ............., ..........., ..........., ..........., ............, ............, ............., ............ და ...........1. 2018 წლის 20 იანვრის თარიღით ყალბად დამზადებული იქნა N........... სამახსოვრო, რომლის თანახმად ვაგონები თითქოს ნავსადგურში მიწოდდა 20.01.2018წ-ის 05:11სთ-ზე.

9. 2018 წლის 20 იანვრის თარიღით ყალბად დამზადებულ N............ სამახსოვროში შეტანილი იქნა შპს „გ–ლ ჰ–ს“-ს სახელზე მოსული N.......... ვაგონი, რომელიც საერთოდ არ შესულა სს ,,კორპორაცია ფ–ს საზღვაო ნავსადგური“- ს ტერიტორიაზე.

10. სს ,,კორპორაცია ფ–ს საზღვაო ნავსადგურში“ 2018 წლის 20 თებერვლის 18:30 საათზე შეყვანილი იქნა შპს „გ–ლ ჰ–ს“-ს სახელზე მოსული ვაგონი N......... 2018 წლის 22 იანვრის თარიღით ყალბად დამზადებული იქნა N.......... სამახსოვრო, სადაც ვაგონი N............ ნავსადგურში მიწოდებულად ნაჩვენები იქნა 2018 წლის 22 იანვარს 13:21 საათზე.

11. 2018 წლის 13 მარტს 12:58 საათზე სს ,,კორპორაცია ....... საზღვაო ნავსადგურში“ შეყვანილი იქნა შპს „გ–ლ ჰ–ს“-ს სახელზე მოსული 19 ვაგონი, რომელთა შორის იყო ორი ვაგონი N.......... და N.......... და იმავე დღეს 22:53 სთ-ზე გამოყვანილი იქნა ნავსადგურის ტერიტორიიდან. 2018 წლის 27 იანვრის თარიღით ყალბად დამზადებული იქნა N.......... სამახსოვრო, რომლითაც აღნიშნული ვაგონები ნავსადგურში მიწოდებულად ნაჩვენებია 27.01.2018წ-ის 17:41სთ-ზე და 2018 წლის 11 აპრილის თარიღით N............ სამახსოვრო, რომლითაც მითითებული ვაგონები ნავსადგურში თითქოს იდგა 11.04.2018წ-ის 18:15სთ-მდე.

12. 2018 წლის 15 თებერვლის თარიღით ყალბად დამზადებულ N........ სამახსოვროში შეტანილი იქნა შპს „გ–ლ ჰ–ს“-ს სახელზე მოსული N.........., ......... ვაგონები, რომელიც საერთოდ არ შესულა სს ,,კორპორაცია ....... საზღვაო ნავსადგური“-ს ტერიტორიაზე.

13. 2018 წლის 15 თებერვლის თარიღით შედგენილ ყალბად დამზადებულ N.......... სამახსოვროში შეტანილი იქნა შპს “გ–ლ ჰ–ს“ სახელზე მოსული N........, .........., .........., ............, ............., ............., .............., ..........., ............, ............, ............, ..........., ..........., .........., ........... ვაგონები, რომლებიც საერთოდ არ შესულან სს ,,კორპორაცია ....ს საზღვაო ნავსადგური“-ს ტერიტორიაზე.

14. 2018 წლის 15 თებერვლის თარიღით ყალბად დამზადებული N...........სამახსოვროს თანახმად N........... ვაგონი მიწოდებული იყო ნავსადგურის ......... რაიონში. სინამდვილეში შესამოწმებელ პერიოდში 2018 წლის 23 აპრილს 18:30 სთ-ზე სადგურ ფოთის ლიანდაგების დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ N.........შეწყვილებული ისრიდან დაახლოებით 30 მეტრში შპს „ა–სის“ და შპს „გ–სს“ მიმართულებით არსებულ სავლელ ლიანდაგზე იდგა შპს „გ–ლ ჰ...ს“ სახელზე მოსული 9 ერთეული დახურული ვაგონიდან ერთ-ერთი N........ ვაგონი.

15. 2018 წლის 19 თებერვლის თარიღით ყალბად დამზადებულ N..........ს სამახსოვროში შეტანილი იქნა შპს „გ–ლ ჰ–ს“-ს სახელზე მოსული N........ ვაგონი, რომელიც საერთოდ არ შესულა სს ,,კორპორაცია ფ......... საზღვაო ნავსადგური“-ს ტერიტორიაზე.

16. 2018 წლის 19 თებერვლის თარიღით ყალბად დამზადებულ N.......... სამახსოვროში შეტანილი იქნა შპს „გ–ლ ჰ–ს“-ს სახელზე მოსული N..........., ........... ვაგონი, რომელიც საერთოდ არ შესულა სს ,,კორპორაცია ....... საზღვაო ნავსადგური“-ს ტერიტორიაზე.

17. 2018 წლის 21 თებერვლის თარიღით ყალბად დამზადებულ N........... სამახსოვროში შეტანილი იქნა შპს „გ–ლ ჰ–ს“-ს სახელზე მოსული N..........., ............, ..........., ............ ვაგონები, რომლებიც საერთოდ არ შესულან სს ,,კორპორაცია ....... საზღვაო ნავსადგური“-ს ტერიტორიაზე.

18. 2018 წლის 26 თებერვლის თარიღით ყალბად დამზადებულ N.......... სამახსოვროში შეტანილი იქნა შპს „გ–ლ ჰ–ს-ს სახელზე მოსული N........... ვაგონი, რომელიც საერთოდ არ შესულა სს ,,კორპორაცია ....... საზღვაო ნავსადგური“-ს ტერიტორიაზე.

19. 2018 წლის 26 თებერვლის თარიღით ყალბად დამზადებული N.......... სამახსოვროს თანახმად თითქოსდა N.......... ვაგონი მიწოდებული იყო ნავსადგურის ... რაიონში. სინამდვილეში, შესამოწმებელ პერიოდში 2018 წლის 23 აპრილს 18:30 სთ-ზე სადგურ ფოთის ლიანდაგების დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ N.......... შეწყვილებული ისრიდან დაახლოებით 30 მეტრში შპს „ა–ს“ და შპს „გ–ს“ მიმართულებით არსებულ სავლელ ლიანდაგზე იდგა შპს „გ–ლ ჰ–ის“ სახელზე მოსული 9 ერთეული დახურული საკუთარი ვაგონიდან ერთ-ერთი N.......... ვაგონი.

20. 2018 წლის 26 თებერვლის თარიღით ყალბად დამზადებულ N.........სამახსოვროში შეტანილი იქნა შპს „გ–ლ ჰ–ს“-ს სახელზე მოსული N............, N........... ვაგონი, რომელიც საერთოდ არ შესულა სს ,,კორპორაცია ....... საზღვაო ნავსადგური“-ს ტერიტორიაზე.

21. 2018 წლის 26 თებერვლის თარიღით ყალბად დამზადებულ N........... სამახსოვროში შეტანილი იქნა შპს „გ–ლ ჰ–ს“-ს სახელზე მოსული N......... ვაგონი, რომელიც საერთოდ არ შესულა სს ,,კორპორაცია ....... საზღვაო ნავსადგური“-ს ტერიტორიაზე.

22. 2018 წლის 26 თებერვლის თარიღით ყალბად დამზადებულ N.......... სამახსოვროში შეტანილი იქნა შპს „გ–ლ ჰ–ს“-ს სახელზე მოსული N.......... ვაგონი, რომელიც საერთოდ არ შესულა სს ,,კორპორაცია ....... საზღვაო ნავსადგური“-ს ტერიტორიაზე.

23. 2018 წლის 3 მარტის თარიღით ყალბად დამზადებულ N......... სამახსოვროში შეტანილი იქნა შპს „გ–ლ ჰ–ს“-ს სახელზე მოსული N................. ვაგონი, რომელიც საერთოდ არ შესულა სს ,,კორპორაცია ....... საზღვაო ნავსადგური“-ს ტერიტორიაზე.

24. 2018 წლის 4 მარტის თარიღით ყალბად დამზადებულ N............ სამახსოვროში შეტანილი იქნა შპს „გ–ლ ჰ–ს“-ს სახელზე მოსული N......... ვაგონი, რომელიც საერთოდ არ შესულა სს ,,კორპორაცია ....... საზღვაო ნავსადგური“-ს ტერიტორიაზე.

25. 2018 წლის 4 მარტის თარიღით ყალბად დამზადებული N........... სამახსოვროს თანახმად ვაგონები N..........., ..........., .............., ........., ..........., ............, ..............., ............. ნავსადგურში მიწოდებულად ნაჩვენებია 2018 წლის 4 მარტს 09:46სთ-ზე ფაქტობრივად კი პორტში შევიდა 2018 წლის 20 მარტს 02:23 სთ-ზე.

26. 2018 წლის 4 მარტის თარიღით ყალბად დამზადებული N............. სამახსოვროს თანახმად ვაგონი N.......... ნავსადგურში მიწოდებულად ნაჩვენებია 04.03.2018წ-ის 14:31 სთ-ზე, ფაქტობრივად კი პორტში შევიდა 2018 წლის 20 მარტს 02:23 სთ-ზე.

27. 2018 წლის 4 მარტის თარიღით ყალბად დამზადებულ N............ სამახსოვროს თანახმად ვაგონი N........... ნავსადგურში მიწოდებულად ნაჩვენებია 04.03.2018 წლის 15:31 სთ-ზე, ფაქტობრივად კი პორტში შევიდა 2018 წლის 20 მარტს 02:23 სთ-ზე.

28. 2018 წლის 5 მარტის თარიღით ყალბად დამზადებული N.......... სამახსოვროში შეტანილი იქნა შპს „გ–ლ ჰ–ს“-ს სახელზე მოსული N............. ვაგონი, რომელიც საერთოდ არ შესულა სს ,,კორპორაცია ....... საზღვაო ნავსადგური“-ს ტერიტორიაზე.

29. 2018 წლის 6 მარტის თარიღით ყალბად დამზადებულ N........... სამახსოვროს მიხედვით ვაგონი N............... ნავსადგურში მიწოდებულად ნაჩვენებია 06.03.2018 წლის 13:35 სთ-ზე, ფაქტობრივად კი პორტში შევიდა 2018 წლის 20 მარტს 02:23 სთ-ზე.

30. 2018 წლის 6 მარტის თარიღით ყალბად დამზადებული N.......... სამახსოვროს მიხედვით ვაგონი N............. ნავსადგურში მიწოდებულად ნაჩვენებია 06.03.2018 წლის 13:21სთ- ზე, ფაქტობრივად კი პორტში შევიდა 2018 წლის 20 მარტს 02:23 სთ-ზე.

31. 2018 წლის 9 მარტის თარიღით ყალბად დამზადებულ N.......... სამახსოვროს მიხედვით ვაგონი N............... ნავსადგურში მიწოდებულად ნაჩვენებია 09.03.2018 წლის 14:31სთ- ზე, ფაქტობრივად კი პორტში შევიდა 2018 წლის 20 მარტს 02:23 სთ-ზე.

32. 2018 წლის 9 მარტის თარიღით ყალბად დამზადებულ N............ სამახსოვროს თანახმად ვაგონები N..........., ........... ნავსადგურში მიწოდებულად ნაჩვენებია 09.03.2018წ-ის 14:31სთ- ზე, ფაქტობრივად კი პორტში შევიდა 2018 წლის 20 მარტს 02:23 სთ-ზე.

2018 წლის 09 მარტის თარიღით ყალბად დამზადებულ N........... სამახსოვროში შეტანილი იქნა შპს „გ–ლ ჰ–ს“-ს სახელზე მოსული N........... ვაგონი, რომელიც საერთოდ არ შესულა სს ,,კორპორაცია ....... საზღვაო ნავსადგური“-ს ტერიტორიაზე.

33. 2018 წლის 12 მარტის თარიღით ყალბად დამზადებული N........... სამახსოვროს თანახმად ვაგონები N............., ................ ნავსადგურში მიწოდებულად ნაჩვენებია 12.03.2018 წლის 02:11სთ-ზე ფაქტობრივად კი პორტში შევიდა 2018 წლის 20 მარტს 02:23 სთ-ზე.

34. 2018 წლის 13 მარტის თარიღით ყალბად დამზადებულ N............ სამახსოვროში შეტანილი იქნა შპს „გ–ლ ჰ–ს“-ს სახელზე მოსული N........... ვაგონი, რომელიც საერთოდ არ შესულა სს ,,კორპორაცია ....... საზღვაო ნავსადგური“-ს ტერიტორიაზე.

35. 2018 წლის 13 მარტის თარიღით ყალბად დამზადებულ N............ სამახსოვროში შეტანილი იქნა შპს „გ–ლ ჰ–ს“-ს სახელზე მოსული N........... ვაგონი, რომელიც საერთოდ არ შესულა სს ,,კორპორაცია ....... საზღვაო ნავსადგური“-ს ტერიტორიაზე.

36. 2018 წლის 14 მარტის თარიღით ყალბად დამზადებულ N........... სამახსოვროში N............. ვაგონი, რომლის მიმღებიც იყო შპს „“გ–ლ ჰ–ს“ი“, ნაჩვენები იქნა თითქოს ნავსადგურში მიწოდდა 14.03.2018 წლის 16:01სთ-ზე და იდგა ნავსადგურში 09.05.2018 წ-ის 19:20 სთ-მდე. სინამდვილეში ვაგონი N............ ნავსადგურში შევიდა 09.05.2018 წ-ის 11:16 საათზე და ნავსადგურიდან გაყვანილი იქნა 10.05.2018 წ-ის 05:47 საათზე.

37. 2018 წლის 19 მარტის თარიღით ყალბად დამზადებულ N3.......... სამახსოვროში შეტანილი იქნა შპს „გ–ლ ჰ–ს“-ს სახელზე მოსული N.......... ვაგონი, რომელიც საერთოდ არ შესულა სს ,,კორპორაცია ....ის საზღვაო ნავსადგური“-ს ტერიტორიაზე.

38. 2018 წლის 22 მარტის თარიღით ყალბად დამზადებულ N............ სამახსოვროში შეტანილი იქნა შპს „გ–ლ ჰ–ს“-ს სახელზე მოსული N......... ვაგონი, რომელიც საერთოდ არ შესულა სს ,,კორპორაცია ფ–ს საზღვაო ნავსადგური“-ს ტერიტორიაზე.

39. 2018 წლის 22 მარტის თარიღით ყალბად დამზადებულ N.......... სამახსოვროს თანახმად თითქოსდა N.......... ვაგონი მიწოდებული იყო ნავსადგურის .... რაიონში. სინამდვილეში შესამოწმებელ პერიოდში 2018 წლის 23 აპრილს 18:30 სთ-ზე სადგურ ფ–ს ლიანდაგების დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ N.......შეწყვილებული ისრიდან დაახლოებით 30 მეტრში შპს „ა–სის“ და შპს „გ–ს“ მიმართულებით არსებულ სავლელ ლიანდაგზე იდგა შპს „გ–ლ ჰ–ის“ სახელზე მოსული 9 ერთეული დახურული საკუთარი ვაგონიდან ერთ-ერთი – N.......... ვაგონი.

40. 2018 წლის 22 მარტის თარიღით ყალბად დამზადებული N........ სამახსოვროს თანახმად ვაგონები N........., ......... ნავსადგურში მიწოდებულად ნაჩვენებია 22.03.2018წ-ის 13:11სთ-ზე, ფაქტობრივად პორტში შევიდა 2018 წლის 23 აპრილს 22:56 სთ-ზე.

41. 2018 წლის 24 მარტის თარიღით ყალბად დამზადებული N......... სამახსოვროს თანახმად ვაგონები N.........., ........... ნავსადგურში მიწოდებულად ნაჩვენებია 24.03.2018წ-ის 12:01სთ- ზე, ფაქტობრივად პორტში შევიდა 2018 წლის 23 აპრილს 22:56 სთ-ზე.

2018 წლის 24 მარტის თარიღით ყალბად დამზადებულ N............ სამახსოვროში შეტანილი იქნა შპს „გ–ლ ჰ–ს“-ს სახელზე მოსული N..........., ..........., .........., .......... ვაგონები, რომელიც საერთოდ არ შესულა სს ,,კორპორაცია .....ის საზღვაო ნავსადგური“-ს ტერიტორიაზე.

42. 2018 წლის 27 მარტის თარიღით ყალბად დამზადებული N........ სამახსოვროს თანახმად ნაჩვენები იყო თითქოსდა N.......... ვაგონი მიწოდებული იყო ნავსადგურის პირველ რაიონში. სინამდვილეში შესამოწმებელ პერიოდში 2018 წლის 23 აპრილს 18:30 სთ-ზე სადგურ ფოთის ლიანდაგების დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ N.........შეწყვილებული ისრიდან დაახლოებით 30 მეტრში შპს „ა–სის“ და შპს „გ–ს“ მიმართულებით არსებულ სავლელ ლიანდაგზე იდგა შპს „“გ–ლ ჰ–ს“ის“ სახელზე მოსული 9 ერთეული დახურული საკუთარი ვაგონიდან ერთ-ერთი N........ ვაგონი.

2018 წლის 24 მარტის თარიღით ყალბად დამზადებული N.......... სამახსოვროში შეტანილი იქნა შპს „გ–ლ ჰ–ს“-ს სახელზე მოსული N......... ვაგონი, რომელიც საერთოდ არ შესულა სს ,,კორპორაცია ....... საზღვაო ნავსადგური“-ს ტერიტორიაზე.

43. 2018 წლის 28 მარტის თარიღით ყალბად დამზადებულ N.......... სამახსოვროში შეტანილი იქნა შპს „გ–ლ ჰ–ს სახელზე მოსული N......... ვაგონი, რომელიც საერთოდ არ შესულა სს ,,კორპორაცია .......ის საზღვაო ნავსადგური“-ს ტერიტორიაზე.

44. 2018 წლის 2 აპრილის თარიღით ყალბად დამზადებული N......... სამახსოვროს თანახმად თითქოსდა N........... ვაგონი მიწოდებული იყო ნავსადგურის .. რაიონში. სინამდვილეში შესამოწმებელ პერიოდში 2018 წლის 23 აპრილს 18:30 სთ-ზე სადგურ ფ–ს ლიანდაგების დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ N.........შეწყვილებული ისრიდან დაახლოებით 30 მეტრში შპს „ა–სის“ და შპს „გ–სს“ მიმართულებით არსებულ სავლელ ლიანდაგზე იდგა შპს „გ–ლ ჰ–ს“ სახელზე მოსული 9 ერთეული დახურული საკუთარი ვაგონიდან ერთ-ერთი N......... ვაგონი.

2018 წლის 2 აპრილის თარიღით ყალბად დამზადებულ N.......... სამახსოვროში შეტანილი იქნა შპს “გ–ლ ჰ–ს“ სახელზე მოსული N.......... ვაგონი, რომელიც საერთოდ არ შესულა სს ,,კორპორაცია ....... საზღვაო ნავსადგური“-ს ტერიტორიაზე.

შპს „გ–ლ ჰ–ის“ სახელზე მოსული 5 ცარიელი ვაგონიდან N........., .......... ვაგონები, რომელთაც დანიშნულება ჰქონდათ ფ.......ი, იდგა შპს „.........ს სერვისის“(...) მისასვლელ ლიანდაგზე, 2018 წლის 2 აპრილის თარიღით ყალბად დამზადებული იქნა N........... სამახსოვრო, რომლის თანახმად აღნიშნული ვაგონები ნაჩვენები იყო მიწოდებულად ნავსადგურის პირველ რაიონში.

45. შპს „გ–ლ ჰ–ს“ სახელზე მოსული 5 ცარიელი ვაგონიდან N......., N........... ვაგონები, რომელთაც დანიშნულება ჰქონდათ .......ი, იდგა შპს „......... სერვისის“(...) მისასვლელ ლიანდაგზე, 2018 წლის 2 აპრილის თარიღით ყალბად დამზადებული იქნა N......... სამახსოვრო, რომლის თანახმად აღნიშნული ვაგონები ნაჩვენები იყო მიწოდებულად ნავსადგურის პირველ რაიონში.

2018 წლის 2 აპრილის თარიღით ყალბად დამზადებულ N.......... სამახსოვროში შეტანილი იქნა შპს “გ–ლ ჰ–ს“ სახელზე მოსული N............, N......... ვაგონები, რომელიც საერთოდ არ შესულა სს ,,კორპორაცია ....... საზღვაო ნავსადგური“-ს ტერიტორიაზე.

46. 2018 წლის 4 აპრილის თარიღით ყალბად დამზადებული N........... სამახსოვროს თანახმად ნაჩვენები იყო თითქოსდა N........... ვაგონი მიწოდებული იყო ნავსადგურის პირველ რაიონში. სინამდვილეში შესამოწმებელ პერიოდში 2018 წლის 23 აპრილს 18:30 სთ-ზე სადგურ ფ–ს ლიანდაგების დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ N..........შეწყვილებული ისრიდან დაახლოებით 30 მეტრში შპს „ა–ს“ და შპს „გ–ს“ მიმართულებით არსებულ სავლელ ლიანდაგზე იდგა შპს „გ–ლ ჰ–ის“ სახელზე მოსული 9 ერთეული დახურული საკუთარი ვაგონიდან ერთ-ერთი N.......... ვაგონი.

2018 წლის 4 აპრილის თარიღით ყალბად დამზადებულ N.......... სამახსოვროში შეტანილი იქნა შპს “გ–ლ ჰ–ს“ სახელზე მოსული N........... ვაგონი, რომელიც საერთოდ არ შესულა სს ,,კორპორაცია ....... საზღვაო ნავსადგური“-ს ტერიტორიაზე.

47. შპს „გ–ლ ჰ–ის“ სახელზე მოსული 5 ცარიელი ვაგონიდან, რომელთაც დანიშნულება ჰქონდათ ფ..........ი, ერთ-ერთი N........... ვაგონი იდგა შპს „........... სერვისის“(...ს) მისასვლელ ლიანდაგზე, 2018 წლის 6 აპრილის თარიღით ყალბად დამზადებული იქნა N...... სამახსოვრო, რომლის თანახმად აღნიშნული ვაგონები ნაჩვენები იყო მიწოდებულად ნავსადგურის პირველ რაიონში.

2018 წლის 6 აპრილის თარიღით ყალბად დამზადებულ N........... სამახსოვროში შეტანილი იქნა შპს “გ–ლ ჰ–ს“ სახელზე მოსული N........... ვაგონი, რომელიც საერთოდ არ შესულა სს ,,კორპორაცია ....... საზღვაო ნავსადგური“-ს ტერიტორიაზე.

48. 2018 წლის 7 აპრილის თარიღით ყალბად დამზადებული N........... სამახსოვროს თანახმად თითქოსდა N........... ვაგონი მიწოდებული იყო ნავსადგურის პირველ რაიონში. სინამდვილეში შესამოწმებელ პერიოდში 2018 წლის 23 აპრილს 18:30 სთ-ზე სადგურ ფ.....ს ლიანდაგების დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ N..........შეწყვილებული ისრიდან დაახლოებით 30 მეტრში შპს „ა–ს“ და შპს „გ–ს“ მიმართულებით არსებულ სავლელ ლიანდაგზე იდგა შპს „გ–ლ ჰ–ის“ სახელზე მოსული 9 ერთეული დახურული საკუთარი ვაგონიდან ერთ-ერთი N.......... ვაგონი.

2018 წლის 7 აპრილის თარიღით ყალბად დამზადებულ N.......... სამახსოვროში შეტანილი იქნა შპს “გ–ლ ჰ–ს“ სახელზე მოსული N......... ვაგონი, რომელიც საერთოდ არ შესულა სს ,,კორპორაცია ....... საზღვაო ნავსადგური“-ს ტერიტორიაზე.

49. 2018 წლის 7 აპრილის თარიღით ყალბად დამზადებული N.......... სამახსოვროს თანახმად თითქოსდა N........., ......... ვაგონები მიწოდებული იყო ნავსადგურის პირველ რაიონში. სინამდვილეში შესამოწმებელ პერიოდში 2018 წლის 23 აპრილს 18:30 სთ-ზე სადგურ .......ს ლიანდაგების დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ N...........შეწყვილებული ისრიდან დაახლოებით 30 მეტრში შპს „ა–ს“ და შპს „გ–სს“ მიმართულებით არსებულ სავლელ ლიანდაგზე იდგა შპს „გ–ლ ჰ–ის“ სახელზე მოსული 9 ერთეული დახურული საკუთარი ვაგონიდან N........., ...........ვაგონები.

2018 წლის 7 აპრილის თარიღით ყალბად დამზადებულ N......... სამახსოვროში შეტანილი იქნა შპს “გ–ლ ჰ–ს“ სახელზე მოსული N........, .......... ვაგონები, რომელიც საერთოდ არ შესულა სს ,,კორპორაცია ....... საზღვაო ნავსადგური“-ს ტერიტორიაზე.

ჯ. კ–ას და ნ. გ–ს მიერ ზემოაღნიშნული ყალბად დამზადებული სამახსოვროები შესაბამისი პერიოდულობით, ელექტრონულად იგზავნებოდა გამოყენების მიზნით სს „ს..... რ-ს“ დარიცხვებისა და გადახდის აღრიცხვის ცენტრში, სადაც ხდებოდა მათი აღრიცხვა და გამოყენება.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის განაჩენით:

3.1. ჯ. კ–სა საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.2. ვ. ჩ–ს საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.3. ნ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.4. გამართლებულებს – ჯ. კ–ს, ნ. გ–ს და ვ. ჩ–ს განემარტათ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა დავით პაპავამ მოითხოვა საჩივრის დასაშვებად ცნობა, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, კერძოდ, ჯ. კ–ას და ნ. გ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით, ხოლო ვ. ჩ–სს – საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისიწინებული დანაშაულის ჩადენაში.

4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა დაცვის მხარემ.

4.1.1. გამართლებულ ჯ. კ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ. ლ–მ მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს პროკურორ დავით პაპავას სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის განაჩენი;

4.1.2. გამართლებულ ნ. გ–სს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. ს–ა-მ–მ მოითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვება.

4.1.3. გამართლებულმა ვ. ჩ–მ მოითხოვა პროკურორ დავით პაპავას სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 23 მარტის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი დავით პაპავა ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 23 მარტის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, კერძოდ, ჯ. კ–სა და ნ. გ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით, ხოლო ვ. ჩ–სს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით და შესაბამისი სასჯელის დანიშვნას.

6.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია დაცვის მხარის შესაგებელი:

6.1.1. ჯ. კ–სას ინტერესების დამცველი ადვოკატი რ. ლ–ა ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 23 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვებას;

6.1.2. ნ. გ–ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ. ს-მ–ა ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 23 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვებას;

6.1.3. ვ. ჩ–ს ითხოვს პროკურორ დავით პაპავას საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 23 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში -საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ითხოვს ჯ. კ–სა და ნ. გ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით, ხოლო ვ. ჩ–სს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით და შესაბამისი სასჯელის დანიშვნას.

9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ჯ. კ–სა და ნ. გ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით, ხოლო ვ. ჩ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა და ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ჯ. კ–ას, ნ. გ–სა და ვ. ჩ–ს გამართლება განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად მტკიცებულებასა და არგუმენტზე.

10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში, ხოლო კონსტიტუციური დანაწესის თანახმად (საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი), გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

12. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ჯ. კ–ას, ნ. გ–სა და ვ. ჩ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ჯ. კ–სა და ნ. გ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის – შპს ,,”გ–ლ ჰ–ს“-სთვის გამორჩენის მიღების მიზნით 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 10 მაისის პერიოდში შპს ,,გ–ლ ჰ–ს“-ს ვაგონების რ-ს კუთვნილ ლიანდაგებში 24 საათის შემდგომ დგომისთვის (პარკირება) ტარიფით გადასახდელი თანხის გადახდისათვის თავის არიდების მიზნით, ჯგუფურად სხვადასხვა ნომრითა და სხვადასხვა თარიღებით სადგურის მომსახურეობისა და ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვროების გაყალბება/გამოყენებით (ჯ. კ–ასა და ნ. გ–ს მიერ) სს ,,ს–ს რ-სთვის“ 367 962 ლარის ზიანის მიყენება – ჩადენა.

13. ბრალდების მხარის მტკიცებით, შპს ,,გ–ლ ჰ–ს“-ს საკუთარი ვაგონები, რომელიც რ-ს სადგურ ,,ფ..“-ს სადგურის მომსახურეობის და ტვირთის მიღება-ჩაბარების გაყალბებული სამახსოვროების მიხედვით ნაჩვენები იყო პარკირებულად სს ,,კორპორაცია ...ის საზღვაო ნავსადგურში“, რეალურად დროის იმ მონაკვეთში იდგა ს–ს რ-ს ლიანდაგებში და მათი დგომა რ-ს კუთვნილ ლიანდაგებში არ ფიქსირდებოდა დგომისთვის (პარკირება) ტარიფით გადასახდელი თანხის გადახდისათვის თავის არიდების მიზნით. ასევე ნავსადგურში ვაგონების მიწოდებისა და დგომის პერიოდი განსხვავდებოდა გაყალბებულ სამახსოვროებში ნაჩვენები დროის მონაკვეთისგან. ჯ. კ–მ, ნ. გ–მ და ვ. ჩ–მ არ შეასრულეს მათთვის დაკისრებული უფლებამოსილება.

14. ბრალდების მხარე სამახსოვროთა სიყალბეს ადგენს სს „კორპორაცია ფ–ს საზღვაო ნავსადგურიდან“ მიღებული, ექსელის ფაილში ჩაწერილი, ვაგონების სიის გათვალისწინებით, რასთან დაკავშირებითაც პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა ვ. ქ–ი (ვისგანაც იქნა აღნიშნული ინფორმაცია გამოთხოვილი).

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმის ჩვენებით დგინდება, გამოძიების მიმდინარეობისას როგორც სატალმანო ჩანაწერების, ასევე ვიდეოფაილების (რომლებიც წარმოადგენდა ნავსადგურში ვაგონების შესვლის პირველწყაროს) არსებობა, საიდანაც შემდგომში მოხდა ინფორმაციის მოპოვება, თუმცა გამოძიება აღნიშნულით არ დაინტერესებულა, ბრალდების მხარემ არ გამოითხოვა პირველადი მტკიცებულება და ეყრდნობა ე.წ. ნაწარმოებ მტკიცებულებას (ვ. ქ–ს მიერ შექმნილ დოკუმენტს). სასამართლო ითვალისწინებს, რომ (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 ივნისის სხდომის ოქმი 11:50:20-11:51:33; 12:16:46 – 12:16:47) . სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ელექტრონული ცხრილიდან ირკვევა, რომ აღნიშნული დოკუმენტის ელექტრონულად შექმნის თარიღად დაფიქსირებულია 6 სექტემბერი მაშინ, როდესაც აღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი შედგენილია 2018 წლის 5 სექტემბერს და ამავე ოქმის თანახმად, ინფორმაცია გამოთხოვილი იქნა 5 სექტემბერს. სასამართლო ასევე ითვალისწინებს მოწმე გ. შ–ს განმარტებას, რომ დისკზე ან მეხსიერების ბარათზე ფაილის გადმოტანით იქმნება ახალი ფაილი, თუნდაც ის ასლი იყოს. ამ ახალ ფაილს ახალი ტექნიკური მონაცემები ექნება - შექმნის თარიღი იქნება სხვა და ა.შ.; ასევე - ვ. ქ–ს ჩვენებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით (იმ შემთხვევაში კონვერტი თუ დაილუქა პირობითად 25-ში, 26-ის ფაილი ვერ გაჩნდება დისკზე, ერთადერთი შეიძლება კონკრეტული თარიღი შეცვალო კომპიუტერში დისკზე ჩაწერამდე, მაგ: დაწერო 2021 და ფაილს დაეწერება 2021. თუ კომპიუტერში შეცვლი თარიღს, მაგალითად 19-ში შესაძლოა 20-ით ჩაწეროს ინფორმაცია. მაგრამ მათი კომპიუტერები თარიღს არ ურევს, სწორია (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 ივნისის სხდომის ოქმი 11:51:30 – 11:52:26)).

16. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ დისკზე არსებული ინფორმაციის უტყუარობა დასტურდებოდა 2018 წლის 11 ივლისის გამოთხოვის ოქმით (ბეჭდური სახით ვაგონების სიის გამოთხოვის შესახებ). სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2018 წლის 9 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა პროკურორ მირანდა წერეთელის შუამდგომლობა ქ. ფ–ში, ............ის ქ. N..-ში არსებულ სს „კორპორაცია ფ–ს საზღვაო ნავსადგურის“ კომპიუტერული სისტემიდან 2018 წლის 1 იანვრიდან 10 მაისამდე პერიოდის ჩათვლით შპს „გ–ლ ჰ–ის“(ვაგონების საიდენტიფიკაციო ნომრების მითითებით) კუთვნილი ვაგონების სს „კორპორაცია ფ–ს საზღვაო ნავსადგურის“ კუთვნილ ლიანდაგებში მიღების(შესვლა) დგომის(პარკირება) და გასვლის(გაშვება) თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ (განჩინების შესრულება დაევალა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებელ დ. თ-ს და სს „კორპორაცია ....... საზღვაო ნავსადგურის“ შესაბამის თანამშრომლებს).

16.1. 2018 წლის 11 ივლისის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, განჩინების გაცემის შემდეგ მენეჯერმა ვ. ქ–იმა ცხრილის სახით წარმოადგინა ინფორმაცია, რომელსაც ხელს აწერენ როგორც საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი, ასევე ვ. ქ–ი. სასამართლო ითვალისწინებს ვ. ქ–ს ჩვენების იმ ნაწილს, სადაც მოწმემ მიუთითა, რომ ბეჭდური სახით ინფორმაცია გამომძიებელს გადასცა პირველი გამოკითხვისას ჩვენებაში ჩასაკრავად (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 ივნისის სხდომის ოქმი 11:48:10 – 11:50:20). ხელი მხოლოდ გამოკითხვის ოქმს მოაწერა, რადგან გამოკითხვის ოქმი ინდივიდუალურია, ზოგადად სხვა დოკუმენტზე არ მოუწერია, რადგან ხელმძღვანელობის გარეშე არ ხდება ხელმოწერა თანამშრომლის მიერ (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 ივნისის სხდომის ოქმი 12:16:46 – 12:16:47). ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარეს მოწმე ვ. ქ–ს მიერ სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგაც არ წარმოუდგენია დამატებითი დოკუმენტაცია (მათ შორის მაგ.: კალიგრაფიული ექსპერტიზა), რაც დაადასტურებდა ვ. ქ–იის ხელმოწერის ნამდვილობას და სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას გაეზიარებინა 2018 წლის 9 ივლისის განჩინებით ქ. ფ–ში, ..........ის ქ. N..-ში არსებულ სს „კორპორაცია ფ–ს საზღვაო ნავსადგურის“ კომპიუტერული სისტემიდან 2018 წლის 1 იანვრიდან 10 მაისამდე პერიოდის ჩათვლით შპს „გ–ლ ჰ–ის“(ვაგონების საიდენტიფიკაციო ნომრების მითითებით) კუთვნილი ვაგონების სს „კორპორაცია ....... საზღვაო ნავსადგურის“ კუთვნილ ლიანდაგებში მიღების(შესვლა) დგომის(პარკირება) და გასვლის(გაშვება) თაობაზე გამოთხოვილი ინფორმაცია.

17. მოწმე ვ. ქ–მა დაკითხვისას მიუთითა, რომ ნებისმიერი ვაგონის შემოსვლა აღირიცხება, მონაცემები ფიქსირდება ყოველდღიურად, ამოწმებს ორი ადამიანი, დისპეჩერი, რომელიც აწარმოებს ვაგონების აღრიცხვას მონაცემთა ბაზაში და რ-ს პარკის კონტროლიორი, რომელიც ამოწმებს შემოსული ვაგონების ზუსტ თარიღს, დროს, საათს, როგორც შემოსვლას, ასევე გასვლას და თუ რომელ რაიონში დგას ესა თუ ის ვაგონი, ეს ინფორმაცია ფიქსირდება მონაცემთა ბაზაში, იგივე კონტროლდება ვიდეომონიტორინგის მიერ, რომ მოხდეს ორმაგი გადამოწმება (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 ივნისის სხდომის ოქმი 11:30:30 – 11:31:34). როგორც აღრიცხვა, ასევე ვიდეომონიტორინგი ხდება პარალელურად, როდესაც ვაგონები შემოდის ორივე მხრიდან დგას კამერები, მათ შორის არის სასაზღვრო დეპარტამენტის კამერები, ვიზუალურად ჩანს რამდენი ვაგონი შემოვიდა და ვაგონის ნომერი, იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა ნომერი არ იკითხებოდეს ვაგონის, რაც მოწმდება კონტროლიორის მიერ (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 ივნისის სხდომის ოქმი 11:34:06-11:34:50). როდესაც ვაგონი შემოდის ან გადის, კვეთს პორტის ჭიშკარს, ეს დრო ფიქსირდება, მაგრამ როდესაც მანევრირება ხდება, რაც შეიძლება დღეში ათჯერ, ოცჯერ გაკეთდეს, კონკრეტული ხაზი თუ გაათავისუფლა რამდენიმე წუთით ან საათით და ისევ უკან ჩადგა - რეალურად საჭიროებას არ წარმოადგენს პორტისთვის და არ ფიქსირდება (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 ივნისის სხდომის ოქმი 12:19:48-12:20:30). რ-ს პარკის კონტროლიორი არის პორტის თანამშრომელი, რომელიც აწარმოებს სატალმანო ფურცელზე ვაგონების შემოსვლას. ამ ფურცელს აქვს დროებითი დატვირთვა, ინახება ორი-სამი თვე (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 ივნისის სხდომის ოქმი 11:34:56 – 11:35:42). ფურცელზე არსებული ინფორმაცია მიდის პორტის დისპეჩერთან, რომელსაც შეაქვს ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 ივნისის სხდომის ოქმი 11:36:15 – 11:39:10). ს–ს რ-მ მიმართა პორტის ხელმძღვანელობას (2018 წელს, ზუსტი თარიღი არ ახსოვს) - მოითხოვა კონკრეტულ ვაგონებზე ინფორმაცია, რომელიც ექსელის პროგრამაში მან დაამუშავა (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 ივნისის სხდომის ოქმი 11:39:55-11:42:28). კონკრეტულ ვაგონს ჩაწერ სიაში და იძებნება. არის ექსელში ძებნის ბევრი მეთოდი. ვაგონის ნომრით შესაბამისობაში რომელიც ამოვარდა, დუბლიკატი მონახა, იმავე ქსელში დაარედაქტირა ისე, რომ მოშორდა ზედმეტი ვაგონები (სიაში რომელიც არ იყო ამოშალა), ეს ინფორმაცია ცალკე ფაილად შექმნა და შეინახა კომპიუტერში. ასევე გადაუგზავნა ხელმძღვანელობას, რომელმაც რა გაუკეთა არ იცის. წერილით არაფერი გაუგზავნია (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 ივნისის სხდომის ოქმი 11:42:30-11:43:43). ვაგონებზე ინფორმაცია მის მიერ იქნა მოძიებული და გაგზავნილი. უშუალოდ პორტის ხელმძღვანელსაც აქვს წვდომა და შეუძლია მოიძიოს ის ინფორმაცია, რაც მან მოიძია. უბრალოდ რადგან თვითონ ერკვევა ექსელში, სწრაფად მოახდინა ინფორმაციის დამუშავება. იგივე ინფორმაციას ამოიღებს პორტის ნებისმიერი თანამშრომელი. კონკრეტული ციფრი რომ არ აეკრიფა სწორად, იმ კონკრეტულ ვაგონს ვერ მოძებნიდა. არის შემთხვევა, როდესაც ინფორმაცია გამოგზავნილია გამომგზავნისაგან მაგ: რვა ციფრი - ეძებს ექვსით, ოთხით, ხუთით. ექსელს აქვს თვისება, რომ ნებისმიერი წერტილის ან სიმბოლოს ამოკლებისას არ მოძებნოს ინფორმაცია (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 ივნისის სხდომის ოქმი 11:52:56-11:54:29). 2018 წლის მაისში მასთან მივიდა გამომძიებელი დ, რომელმაც დაახლოებით იგივე სახის ინფორმაცია მოითხოვა, რაც საქართველოს რ-ს აუდიტის სამსახურისთვის გააკეთა (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 ივნისის სხდომის ოქმი 11:47:05 – 11:47:48). დისკის ჩაწერა მას არ შეუძლია, რადგან მის კომპიუტერში არ არის დისკის წამკითხველი, აქვს მხოლოდ ვიდეომინიტორინგს. ვიდეომონიტორინგზე გაგზავნილი იყო კონკრეტული ფაილი, რომელიც ჩაიწერა დისკზე, რაც მან მიაწოდა გამოძიებას. ერთი დისკი უნდა ყოფილიყო, ზუსტად არ ახსოვს (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 ივნისის სხდომის ოქმი 11:48:10-11:50:20). გამომძიებელს ბაზა, საიდანაც მან ინფორმაცია მოიპოვა, არ დაუთვალიერებია, თუმცა მარტივად შეეძლო 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 10 მაისამდე ინფორმაცია ამოეღო მთლიანად, ვაგონების დახარისხების გარეშე (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 ივნისის სხდომის ოქმი 12:16:48-12:17:31). მან ინფორმაცია გადაამოწმა ვიდეოკამერებით, ნახა ჩანაწერები, სატალმანო ფურცელი, ყველა დღე არ შეუმოწმებია, ერთი-ერთში ყველა კამერის ჩანაწერი არ უნახავს. მისთვის გამოძიებას კამერების მიწოდება არ უთხოვია (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 ივნისის სხდომის ოქმი 12:24:23-14:25:00). დისკზე ჩაწერამდე ფაილში არსებული ინფორმაციის შეცვლა თეორიულად შესაძლებელია, თუმცა არ ჰგონია ეს ვინმეს გაეკეთებინა. ექსელის ფაილში არ იწერება შემდგენი, მისგან გაგზავნა არის ხელმოწერა. მეილით გაგზავნა, იგივე ხელმოწერაა, ბიუროკრატიული ნაწილი ამოღებულია (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 ივნისის სხდომის ოქმი 12:08:20 – 12:10:34). როგორც ბეჭდური ფორმით ინფორმაცია გადასცა გამომძიებელს, ისე გადასცა დისკიც, მიღება-ჩაბარების აქტი ან რამე სხვა არ ყოფილა. ამოღების ოქმი არ გაუკეთებია, ასეთი არ ყოფილა. მას არ უნახავს რომ დალუქული ყოფილიყო არც დისკი, არც ოქმი (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 ივნისის სხდომის ოქმი 11:50:20-11:51:33). მან მხოლოდ გამოკითხვის ოქმს მოაწერა ხელი, რადგან გამოკითხვის ოქმი ინდივიდუალურია, ზოგადად სხვა დოკუმენტზე არ მოუწერია, რადგან ხელმძღვანელობის გარეშე არ ხდება ხელმოწერა თანამშრომლის მიერ (იხ.: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 ივნისის სხდომის ოქმი 12:16:46 – 12:16:47).

18. სასამართლო „ს. გ-ს ფილიალის“ სადგურების: „ფ–ი“ და „.......“ სატვირთო და კომერციული საქმიანობის შესახებ 2018 წლის ანგარიშთან და აქტის შემდგენელი პირების: ნ. ა–ს, გ. ა–ს, მ. ხ–სა და რ. ქ–ს ჩვენებებთან მიმართებით ითვალისწინებს, რომ დასკვნა არ ატარებს კატეგორიულ ხასიათის, სავარაუდო ხასიათისაა. დასკვნის თანახმად, ნავსადგურის მონაცემებით სამახსოვროებით აღრიცხული ვაგონები ნავსადგურის ტერიტორიაზე იმყოფებოდა 09:55 სთ განმავლობაში. სად იდგა ვაგონები დანარჩენი დროის განმავლობაში დაუდგენელია და სადგურში მათი სხვაგან დგომის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი არ იძებნება. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ეს ვაგონები მათი სადგურ ფოთში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა სადგურის ლიანდაგებში.... გამომდინარე იქედან, რომ ამ ვაგონების სხვა ლიანდაგებზე დგომის დამამტკიცებელი რაიმე საბუთი არ არსებობს, უნდა ჩაითვალოს, რომ ნავსადგურში მიწოდებამდე აღნიშნული ვაგონები იდგა რ-ს კუთვნილ ლიანდაგებზე... ნავსადგურის მონაცემებზე დაყრდნობით, შესაძლოა ითქვას, რომ აღურიცხავად დარჩენილი დრო 20.01.2018 წლის 05:10 სთ-დან 23.01.2018 წლის 00:20 სთ-მდე ვაგონები სავარაუდოდ იდგა სადგურის ლიანდაგებზე, რადგანაც ვაგონების სხვა ლიანდაგებზე დგომის დამადასტურებელი საბუთი სადგურში არაა... ნავსადგურის მონაცემებით, შპს „გ–ლ ჰ–ის“ სახელზე შესული 71 ვაგონი, რომელთა დანიშნულება გადაზიდვის საბუთებით იყო სადგური ........ი, საერთოდ არ შესულა ნავსადგურის ტერიტორიაზე. აქედან 9 ვაგონი, იდგა სს „.........ის“ კუთვნილ სავლელ ლიანდაგზე, ხოლო 5 ვაგონი შპს „.... სერვისის“ მისასვლელ ლიანდაგზე. დანარჩენი 57 ვაგონი, რომლებიც სადგურის მიერ ნაწარმოები საბუთების (სამახსოვროები) თანახმად, მიწოდებული იყო ნავსადგურში და იდგა იქ სადგურიდან გაგზავნამდე, მაგრამ რეალურად სადგურში არ შესულა უნდა ჩაითვალოს, რომ სადგურში ყოფნის მთელი დროის მანძილზე იდგა სადგურის ლიანდაგებში, თუმცა ამის დამადასტურებელი საბუთიც სადგურში არ არსებობს.. (იხ.: ტ.1., ს.ფ. 38-52).

18.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემული დასკვნა ეყრდნობა მთლიანად ვარაუდებს, ხოლო ვარაუდი საფუძვლად ვერ დაედება ჯ. კ–ს, ვ. ჩ–ს და ნ. გ–ს მსჯავრდებას.

18.2. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმის სახით დაკითხვისას გ. ა–მა მიუთითა, რომ 2018 წლის 1 აპრილამდე პერიოდს ამოწმებდა და ვაგონების აღმოჩენამდე სხვა დღეებში ეს ვაგონები იქ არ უნახავს. ნ. ა–მა მიუთითა, რომ 2018 წლის 23 აპრილს ნახა, რომ სავლელ კერძო ლიანდაგზე იდგა ვაგონები, რომლებიც სხვა ჩიხში უნდა ყოფილიყო შესული. მოწმის განმარტებით შემოწმების შედეგად დაწერილი დასკვნა სავარაუდოა, რადგან ხელი არ მიუწვდებოდათ კერძო ლიანდაგების ინფორმაციებზე. ამიტომ გამოძიების კომპეტენცია იყო, დაედგინა, იდგა თუ არა ვაგონები კერძო ლიანდაგებზე. მოწმე მ. ხ-ს ჩვენებით მან აღმოაჩინა, რომ “გ–ლ ჰ–“ის ვაგონები იდგა არა ნავსადგურში, არამედ სხვა ადგილას. ფაქტიურად შესაძლებელია ვიღაცამ გამოიყვანოს ვაგონი თავისი ლიანდაგიდან რ-ს ლიანდაგზე რამდენიმე საათით და დააბრუნოს უკან ისე, რომ არ შეათანხმოს რ-სთან, თუმცა უნდა შეათანხმოს. ნავსადგურში არიან თანამშრომლები, რომლებმაც უნდა აღრიცხონ ვაგონების ნავსადგურში შესვლა-გამოსვლა.

18.3. სასამართლო ასევე ითვალისწინებს მოწმეთა: გ. ო–ს (450 მეტრიანი ლიანდაგის ერთი ბოლო ეკუთვნის წისქვილკომბინატს, ხოლო მეორე - ფ–ს ნავსადგურს. ლიანდაგზე სამუშაოების შესრულებისას ის თავისუფალი უნდა იყოს. თუ ლიანდაგზე ვაგონი დგას, იქ სამუშაოების შესრულება შეუძლებელია. აუცილებელია ლიანდაგის ის მონაკვეთი იყოს თავისუფალი, სადაც სამუშაოები ხორციელდება. ის, თუ რა სიგრძის მონაკვეთი უნდა იყოს თავისუფალი, დამოკიდებულია ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობაზე) და კ. ი–ს (მოწმემ მიუთითა, რომ 450 მეტრიანი ლიანდაგი ფ–ს ნავსადგურის ტერიტორიაზეა. ის განაპირა ლიანდაგია. 2018 წელს ჩაატარა აწევითი სამუშაოები, ჭანჭიკების შეცვლა, გადაწევა. აწევა თითქმის მთელ სიგრძეზე განახორციელეს, გადაწევა - 50-60 მეტრზე. 3-4 დღე მუშაობდნენ. ლიანდაგი თავისუფალი იყო მთელ სიგრძეზე. წელიწადში 2-3-ჯერ შედიან სამუშაოების შესასრულებლად. თუ ლიანდაგზე დახვდებოდათ ვაგონები, ფოთის ნავსადგურის სალიანდაგო სამსახურისთვის უნდა მიემართათ, რათა გაეყვანათ ისინი და მიეცათ მათთვის სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ვაგონების გაყვანის მოთხოვნით მათ არავისთვის მიუმართავთ არასოდეს) ჩვენებებს.

18.4. მოწმე დ. ჯ–მ მიუთითა, რომ აპრილში რევიზიამ ვაგონები ვერ აღმოაჩინა ლიანდაგებზე. თავად რევიზიის აქტიდან ჩანს, რომ რევიზიის პერიოდში რამდენჯერმე შევიდა ხორბლით დატვირთული ვაგონი 450 მეტრიან ლიანდაგზე და იქ მათი ვაგონები ამ დროს ვერ იდგებოდა. თან იმ დროს სარემონტო სამუშაოებიც ტარდებოდა. ცარიელი ვაგონებისთვის მიმართულების შეცვლა შესაძლებელი იყო სატელეფონო საუბრითაც.

19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ სადავო პერიოდში (2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 10 მაისამდე) შპს „გ–ლ ჰ–ის“ ცარიელი 24 ვაგონი, მითითებული მთელი დროის განმავლობაში(რის მიხედვითაც მოხდა ს–ს რ-სათვის მიყენებული ზიანის დადგენა) იდგა ს–ს რ-ს ლიანდაგებზე.

20. სასამართლო ითვალისწინებს, სს „ს–ს რ-ს სადგურ“ ფ–ს უფროსის შ. ვ–ს 2018 წლის 1 აგვისტოს წერილს, რომლითაც დგინდება, ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომელთაც სს „........–ს რ-ს“ სადგურ ფ–ს მიმდებარედ გააჩნიათ მისასვლელი ლიანდაგები (იხ.: ტ.1, ს.ფ. 297-298). მითითებული წერილის თანახმად ასეთი ლიანდაგი არის 26. ბრალდების მხარემ წერილით მიმართა მითითებულ ორგანიზაციებს და მოითხოვა ინფორმაცია შპს „გ–ლ ჰ–ის“ ვაგონების მათ ლიანდაგებზე შესვლის შესახებ 2018 წლის 1 იანვრიდან 10 მაისის ჩათვლით. წერილების პასუხების შინაარსის გათვალისწინებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დგინდება, რომ მითითებულ პერიოდში შპს „გ–ლ ჰ–ის“ ვაგონებს მათი ლიანდაგებით არ უსარგებლია, რადგან მოცემული წერილებით ვერ დგინდება რა სახით ხდება ლიანდაგებზე შესვლა - გამოსვლის აღრიცხვა (მაგ: შპს „ჯ........ს“ ფ–ს საბაჟო საწყობის უფროსის, ე. დ–ს მომართვით, ამ კომპანიის ფ–ს საბაჟო საწყობში შპს „გ–ლ ჰ–ის“ ცარიელი ვაგონების შესვლა-გასვლასთან დაკავშირებით ინფორაცია შედგენილია სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერებისა და ელ.ფოსტით მიღებული შეტყობინებების საფუძველზე, ამასთან, არსებობს ალბათობა, რომ წერილებით მოთხოვნილ პერიოდებში სრულად ვერ შეძლეს ინფორმაციის მოპოვება, რადგან არ აწარმოებენ ცარიელი ვაგონების შესვლა-გასვლის აღრიცხვას (იხ.: ტ.6, ს.ფ.129), ე. დ–მა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, რომ მან მიიღო მონაწილეობა ვაგონების ნავსადგურში შესვლის ვიდეომასალის დათვალიერებაში და ამ გზით დაადგინა შესული ვაგონების სია, თუმცა მანვე არ გამორიცხა, რომ დიდი მოცულობის ვიდეოფაილების ყურებისას რაიმე გამორჩა). ბრალდების მხარემ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხა მხოლოდ ე. დ–ი. მაგრამ სასამართლოში მოწმის სახით არ დაუკითხავს წერილების ავტორები – მაგ.: გ. თ–ა, ი. კ–ა, ა. ლ–ი, რ. ჟ–ი და სხვები(რითაც დაცვის მხარესაც მიეცემოდა შესაძლებლობა მისთვის საინტერესო კითხვები დაესვა წერილების ავტორებისათვის და დაეზუსტებინა დეტალები); ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს მოწმეთა: რ. ქ–ს (ერთი ჩიხის ნაცვლად სხვა ჩიხში ვაგონის შესვლით რ-ს ფინანსური ზარალი არ ადგება), ნ. ა–ს(თუ სამახსოვროს მიხედვით ვაგონი უნდა იდგეს ნავსადგურში, მაგრამ დგას სხვა კერძო ჩიხში, მაშინ რ-ს სასარგებლოდ რაიმე თანხის დარიცხვა არ ხდება), შ. ვ–ს(თუ დანიშნულების ერთი ადგილიდან მეორეში შევა ვაგონი, რ-ს ამით მატერიალური ზიანი არ ადგება) ჩვენებებს.

21. სასამართლო ითვალისწინებს, ბრალდებულების: ჯ. კ–სა და ნ. გ–ს ჩვენებებს, რომლებიც უთითებენ, რომ ელექტრონული პროგრამა ხარვეზებით მუშაობდა - ივსებოდა ერთი მონაცემი, ჩანდა - მეორე. მოწმე რ. ქ–ს ჩვენებით ასევე ირკვევა, რომ ელექტრონული პროგრამის შემოღების შემდეგ რამდენიმე მომხმარებელი სარგებლობდა ერთი ანგარიშით, რადგან პროგრამა ხარვეზებით მუშაობდა. პროგრამაში ხარვეზებსა და ინფორმაციის ასახვის ცდომილებებს ადასტურებს მაგ: N.......... სამახსოვრო, ვინაიდან სამახსოვროში მიწოდების დროდ მითითებულია 12.03.2018 02:30 საათი, ხოლო საერთო ფორმის აქტში მოცდენის დასრულების დროდ არის მითითებული 12.03.2018 02:10 საათი (იხ. ტ.2, ს.ფ. 80-81).

22. იმავდროულად, სასამართლო ეთანხმება კასატორს, რომ გამართლებულების განმარტებით სამახსოვროებში რიგ შემთხვევებში არასწორი ინფორმაციაა მითითებული, თუმცა საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული მატერიალური შემადგენლობისაა და ქმედების უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების კვალიფიკაციისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა დასტურდებოდეს რომ ჯ. კ–ს, ნ. გ–ს და ვ. ჩ–ს ქმედებებით სს „ს. რ-ს“ მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

23. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ჯ. კ–სა და ნ. გ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ფარგლებში წარმოდგენილი არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა ჯ. კ–სა და ნ. გ–ს მიერ სადავო სამახსოვროებში მონაცემების განზრახ არასწორ შეყვანას გამოყენების მიზნით და გამოყენებას.

24. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება (მათ შორის არ არის წარმოადგენილი არც ერთი პირდაპირი მამხილებელი მტკიცებულება რომელიც დაადასტურებდა საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნის არსებობას ჯ. კ–სა და ნ. გ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით, ხოლო ვ. ჩ–სს მიერ საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და ასევე არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

26. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვებობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს“ (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, 14/04/2009). ამასთანავე, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

27. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ დავით პაპავას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე