გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1444-02 21 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი,
მ. ცისკაძე
დავის საგანი: უპატრონოდ მიტოვებული საცხოვრებელი ბინის შესყიდვა.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. ბ-მა სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ა. ო-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის მიერ უპატრონოდ მიტოვებული საცხოვრებელი ბინის შესყიდვა იმ საფუძვლით, რომ ქ.გორში, ... ქ.¹17-ისა და ... ქ.¹52-ის გადაკვეთაზე მდებარეობს სახლი, რომლის ერთი ნაწილის მესაკუთრეა თ. ბ-ი, ... ქუჩიდან, ხოლო მეორე ნაწილის – ა. ო-ი ... ქუჩის მხრიდან. 1986 წელს ქ.გორში, ... მდებარე სადავო ბინა მოსარჩელის ბიძაშვილისგან, ო. ბ-ისგან, შეიძინა ა. ო-მა. მან აღნიშნულ ბინაში იცხოვრა მხოლოდ რამოდენიმე თვე. იმის გამო, რომ სადავო სახლის მესაკუთრე არ აკითხავს თავის ბინას, რომელიც ნგრევის პროცესშია და საფრთხეს უქმნის მოსარჩელის საცხოვრებელი ბინის კედლებს, მოითხოვს, რომ ნება დაერთოს ბინა გადაიფორმოს მის სახელზე გარკვეული კომპენსაციის სამაგიეროდ.
გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 28 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. ბ-ის სარჩელი: მოპასუხის საცხოვრებელი სახლის დაზიანების საკომპენსაციოდ საჯარო რეესტრში ქ.გორში, ... ¹52-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი აღირიცხება მოსარჩელის სახელზე მას შემდეგ, რაც მოსარჩელე მოპასუხეს გადაუხდის საცხოვრებელი სახლის საფასურსა და მიყენებულ ზარალს შორის სხვაობას.
გორის რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 23 მაისს კვლავ მოსარჩელის სასარგებლოდ გამოიტანა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ო-მა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 ოქტომბრის განჩინებით ა. ო-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი და სააპელაციო პალატის სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მ.ბ-მა მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება აპელანტის გამოუცხადებლობის გამო.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ო-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 ოქტომბრის და 5 დეკემბრის განჩინებები და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.