Facebook Twitter

საქმე # 200100122006591579

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№910აპ-23 ქ.თბილისი

შ. ქ., №910აპ-23 1 მარტი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით გველესიანის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 30 ივნისის განაჩენზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: შ. ქ–ს, - დაბადებულს 1--- წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით შ. ქ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 ივლისის განაჩენით შ. ქ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველო სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

2.1.1. 2022 წლის 11 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. ა–ში, ჭ–ს ქუჩის N-..ში მდებარე ი. ყ–ს საცხოვრებელ სახლში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევმა შ. ქ–ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის დედას – ი. ყ–ს, კერძოდ, გაშლილი ხელი გაარტყა მას თავის არეში და მარცხენა ფეხის არეში ჩაარტყა ფეხი, რის შედეგადაც, ი. ყ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

2.1.2. 2022 წლის 11 ნოემბერს, დაახლოებით, 20:00 საათზე, ქ. ა-ში, ჭ-ის ქუჩის N..ში მდებარე ი. ყ–ს საცხოვრებელ სახლში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 111, 151-ემუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევი შ. ქ–ე დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას – ი. ყ–ს, კერძოდ, განუცხადა, რომ დანით გამოფატრავდა, გამოჭრიდა მას ყელს და მოკლავდა. აღნიშნული მუქარა ი. ყ–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

2.1.3. 2022 წლის 5 ნოემბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქ. ა-ში, ჭ-ის ქუჩის N..ში მდებარე ი. ყ–ს საცხოვრებელ სახლში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევმა შ. ქ–ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის დედას – ი. ყ–ს, კერძოდ, ძლიერად მოჰქაჩა თმებით, რის შედეგადაც, ი. ყ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

2.1.4. 2021 წლის ივლისიდან 2022 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, ქ. ა-ში, ჭ-ის ქუჩის N..ში მდებარე ი. ყ–ს საცხოვრებელ სახლში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 ივლისის განაჩენით საქართველო სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევი შ. ქ–ე სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა თავის დედას - ი. ყ–ს. მის მიმართ განხორციელებული სისტემატური სისტყვიერი შეურაცხყოფის შედეგად ი. ყ–მა განიცადა ფსიქიკური ტანჯვა;

2.1.5. 2022 წლის 11 ნოემბერს, დაახლოებით, 20:00 საათზე, ქ. ა-ში, ჭ-ის ქუჩის N---ში მდებარე ი. ყ–ს საცხოვრებელ სახლში, შ. ქ–ემ განზრახ გაანადგურა თავისი დედის – ი. ყ–ს კუთვნილი, 110 ლარად ღირებული ფარდა, 15 ლარად ღირებული კარის მინა, 270 ლარად ღირებული შესასვლელი ხის კარის ერთი ცალი ფრთა და 200 ლარად ღირებული, „კონვექტორის“ გამოშვების, გაზის გამათბობელი, რითაც ი. ყ–ს მიადგა 595 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;

2.1.6. 2022 წლის 5 ნოემბერს, დაახლოებით, 16:30 საათზე, ქ. ა-ში, ჭ-ის ქუჩის N..ში მდებარე ი. ყ–ს საცხოვრებელ სახლში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევი შ. ქ–ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას – ი. ყ–ს, კერძოდ, განუცხადა, რომ გამოსჭრიდა ყელს და მოკლავდა. აღნიშნული მუქარა ი. ყ–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

2.2. 2022 წლის 11 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. ა–ში, ჭ–ს ქუჩა N---ში მდებარე ი. ყ–ს საცხოვრებელ სახლში, შ. ქ–ემ თავისი დედის – ი. ყ–ს მიმართ განახორციელა ფსიქიკური იძულება, კერძოდ, განუცხადა მას, რომ შემდგომში, როდესაც იგი აიღებდა პენსიას და ბინის ქირას, მთლიანი თანხა მისთვის უნდა მიეცა ხოლმე, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ მოკლავდა და არ აცოცხლებდა მას. აღნიშნული მუქარა ი. ყ–მა აღიქვა რეალურად და საკუთარ თავზე განიცადა თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება და უკანონოდ შეეზღუდა ქმედების თავისუფლება;

2.3. შ. ქ–მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება – მარიხუანა, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში. 2022 წლის 12 ნოემბერს, ქ. ა–ში, ჭ–ს ქუჩის N---ში მდებარე, შ. ქ–ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას, საქართველოს შსს კ–ს პოლიციის დეპარტამენტის ა–ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანა წონით 23.74 გრამი;

3. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 მარტის განაჩენით:

3.1. შ. ქ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის 11 ნოემბრის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა – 400 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;

3.2. შ. ქ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის 11 ნოემბრის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა – 200 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;

3.3. შ. ქ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის 5 ნოემბრის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა – 200 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;

3.4. შ. ქ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის 5 ნოემბრის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა – 400 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;

3.5. შ. ქ–ე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ფსიქიკური ტანჯვის ეპიზოდში) გამართლდა;

3.6. შ. ქ–ე საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის გამართლდა;

3.7. შ. ქ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა – 200 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;

3.8. შ. ქ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 წელი და 6 თვე;

3.9. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 111, 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, შ. ქ–ს დაენიშნა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 წელი და 6 თვე;

3.10. შ. ქ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2022 წლის 15 ნოემბრიდან;

3.11. შ. ქ–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვალერი გიორგაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა, შ. ქ–ს დამნაშავედ ცნობა ყველა წარდგენილი ბრალდებით და მისთვის ობიექტური და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, რაც უფრო მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთის საპატიმრო დაწესებულებაში მოხდასთან იქნება დაკავშირებული, ამასთან მის მიმართ არ იქნეს გამოყენებული საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 30 ივნისის განაჩენით:

5.1. უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 მარტის განაჩენი;

5.2. შ. ქ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში;

5.3. შ. ქ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

5.3.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 11 ნოემბრის ეპიზოდი) – 400 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;

5.3.2. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 11 ნოემბრის ეპიზოდი) – 200 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;

5.3.3. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 5 ნოემბრის ეპიზოდი) – 200 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;

5.3.4. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 5 ნოემბრის ეპიზოდი) – 400 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;

5.3.5. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2022 წლის ივნისის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

5.3.6. საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 200 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;

5.3.7. საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 6 თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი და 6 თვე;

5.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სსკ-ის 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შ. ქ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 6 თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი და 6 თვე;

5.5. შ. ქ–ს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, 5 წლით ჩამოერთვა – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

5.6. მსჯავრდებულ შ. ქ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2022 წლის 15 ნოემბრიდან.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 30 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით გველესიანმა, რომელიც ითხოვს შ. ქ–ს დამნაშავედ ცნობას ყველა წარდგენილ ბრალდებაში, მისთვის ობიექტური და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების გარეშე სასჯელის თავისუფლების აღკვეთის სახით, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრას.

7. მსჯავრდებულმა შ. ქ–ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და წარმოადგინა დაზარალებულ ი. ყ–ს ნოტარიულად დამოწმებული განცხადება/თანხმობა, სადაც მითითებულია, რომ დაზარალებულს მსჯავრდებულ შ. ქ–ს მიმართ პრეტენზია არ აქვს და თანახმაა ვადაზე ადრე გათავისუფლდეს.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორი დავით გველესიანი ითხოვს შ. ქ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა (ფსიქიკური ტანჯვის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის; ასევე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

4. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საქართველოს სსსკ-ით დადგენილი სტანდარტით ადასტურებენ შ. ქ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ფსიქოლოგიური ტანჯვის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

5. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე მხარეებმა სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები მიიჩნიეს უდავოდ. თუმცა მხარეთა მიერ მტკიცებულებების უდავოდ ცნობის მიუხედავად, უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები სასამართლომ უნდა შეაფასოს მათი რელევანტურობის, დასაშვეობისა და უტყუარობის კუთხით ცალ-ცალკე და ერთობლივად; ასევე - მათი საკმარისობა გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის.

6. სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულ ი. ყ–ს გამოკითხვის ოქმებს, სადაც დაზარალებული უთითებს მისი შვილის - შ. ქ–ს - მიერ მათ შორის 2021 წლის ივლისიდან 2022 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით მის სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, რითაც მან განიცადა ფსიქიკური ტანჯვა.

7. 2022 წლის 12 ნოემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან (ი. ყ–ს მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ი. ყ–მა ქ. ა–ში, ჭ–ს ქუჩა N---ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში მიუთითა იმ ადგილებზე, სადაც 2022 წლის 5 ნოემბერს და 11 ნოემბერს, მისმა შვილმა - შ. ქ–ემ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და დაუზიანა საყოფაცხოვრებო ნივთები) დაკავშირებით სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის შინაარსი სრულად ეფუძნება დაზარალებულ ი. ყ–ს მიერ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის დროს მიწოდებულ ინფორმაციას და ვინაიდან საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და დაზარალებულის ჩვენება ერთი წყაროდან მოპოვებული მტკიცებულებაა ის არ უნდა იქნეს განხილული დამოუკიდებელ მტკიცებულებად (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 30 მაისის N158აპ-23 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 2 ოქტომბრის N496აპ-23 განჩინება)

8. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულის მიერ გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები (2021 წლის ივლისიდან 2022 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით შ. ქ–ს მიერ სიტყვიერი შეურაცხყოფით განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას) არ დასტურდება და პირიქით, ეწინააღმდეგება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 9 მარტის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N........ დასკვნას (დასკვნის თანახმად ი. ყ–ს მისი შვილის - შ. ქ–ს ქმედებებით (რომლის ჩადენასაც აღიარებს შ. ქ–ე) არ განუცდია ფსიქოლოგიური ტანჯვა (იხ.: ტ.1, ს.ფ. 257-263)), ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ნიშანს წარმოადგენს დაზარალებულისათვის ფსიქიკური ტანჯვის მიყენება, რისი არსებობაც მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება.

9. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში შ. ქ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ფსიქოლოგიური ტანჯვის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაზე მითითებულია მხოლოდ დაზარალებულის გამოკითხვის ოქმში (რომელიც არ დასტურდება ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით), ხოლო საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მტკიცებას შ. ქ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით.

10. ამასთან, საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში შ. ქ–სათვის საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება არის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების შემადგენელი ნაწილი და ზედმეტად აქვს წარდგენილი.

11. სასამართლო ითვალისწინებს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-31-ე მუხლს, რომლის თანახმად ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისათვის დამახასიათებელ ყველა ქმედებას, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვის ან ეკონომიკური ზიანის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედებების ჩადენის მუქარა, ქალების იძულება ან მათთვის თავისუფლების თვითნებური აღკვეთა.

11.1. ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, იძულება (საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის ანალოგიურად) არის ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით კი ეკონომიკური ძალადობა არის ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ძალადობაც და იძულებაც შეიძლება ზღუდავდეს დაზარალებულის საკუთრების უფლებას, იძულება მიმართულია პირველ რიგში დაზარალებულის მოქმედების თავისუფლების შეზღუდვისაკენ. შესაბამისად, მისი დაცვის ობიექტია ადამიანისათვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფლება, კანონის ფარგლებში იმოქმედოს საკუთარი შეხედულებისამებრ და მიმართულია სამომავლოდ განსახორციელებელი უფლებით სარგებლობის თავისუფლების შეზღუდვისკენ. თავად „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონიც, რომელზეც აპელირებს სააპელაციო სასამართლო ერთმანეთისაგან განასხვავებს აღნიშნულ ინსტიტუტებს.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანისათვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული ნების თავისუფლება – კანონის ფარგლებში იმოქმედოს საკუთარი შეხედულებისამებრ. განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარე ვლინდება პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ უკანონო იძულებაში შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის განხორციელება, ან რომლისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ე.ი. კანონით მისი გადასაწყვეტია ამ ქმედებას ჩაიდენს თუ არა. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში პირის ქმედება მიმართულია მისთვის სასურველი შედეგის მიღწევისაკენ, დაზარალებულის მიერ იმ ქმედების განხორციელების/თავის შეკავებისაკენ, რაც მის უფლებას წარმოადგენს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება არის მიზნით დაფუძნებული, პირდაპირი განზრახვით ჩადენილი ქმედება, როდესაც დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს როგორც თავისი ქმედების კანონსაწინააღმდეგო ხასიათი (ზემოქმედება დაზარალებულის ნების თავისუფლებაზე) ასევე სურს დაზარალებულის ნებაზე ზემოქმედებით მისთვის სასურველი შედეგის მიღწევა. ამასთან, დასრულებულად ითვლება დაზარალებულის ნების თავისუფლებაზე ზემოქმედების მომენტიდან ( ფორმალური შემადგენლობა).

13. სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულ ი. ყ–ს 2022 წლის 12 ნოემბრის გამოკითხვის ოქმს (დაზარალებულმა მათ შორის მიუთითა, რომ 2022 წლის 11 ნოემბერს 20:00 საათზე მისი შვილი, შ. ქ–ე როდესაც შებრუნდა საცხოვრებელ სახლში (ოთახში) ხელში ეკავა დიდი ზომის ბებუთის ტიპის დანა, რომელსაც ჰქონდა დაახლოებით 15 სმ სიგრძის ბრტყელი პირი და მოშავო ფერის ტარი. აღნიშნული დანის გამოყენებით დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით, ეუბნებოდა, რომ ამ დანით გამოფატრავდა, ყელს გამოსჭრიდა და არ აცოცხლებდა, სად მიგაქვს პენსიის ფული და ბინის ქირის ფულები, რატომ მე არ მაძლევო, აღნიშნულ დროს იგი იყო ძალზედ აგრესიული, იქცეოდა არაადეკვატურად და კვლავ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მას მისი ქმედების ძალიან შეეშინდა (იხ. ტ.1, ს.ფ. 3-8)) და 2022 წლის 13 ნოემბრის გამოკითხვის ოქმს (დაზარალებულმა დააზუსტა, რომ 11 ნოემბერს, შ-ს მიერ მის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, თავდაპირველად გამოწვეული იყო იმით, თითქოს ის მას უკეთებდა ჯადოს, თავდაპირველად სწორედ ამის გამო დაემუქრა, რომ დანით გამოფატრავდა და გამოჭრიდა ყელს, რისიც მას ძალიან შეეშინდა. თუმცა შემდეგ მან ასევე დაუწყო საუბარი მისი კუთვნილი პენსიის ფულზე, რომელსაც იღებს რ–ს ფედერაციაში მდებარე მისი კუთვნილი სახლის გაქირავებით, კერძოდ, ეუბნებოდა, რატომ არ აძლევდა მას მთელ პენსიას და ბინის ქირის ფულს რასაც იღებდა, რაზეც აუხსნა, რომ ბინის ქირის ფულის ნაწილს აძლევდა მის შვილს, რომელიც ჰყავს პირველი ქორწინებიდან და ცხოვრობს მ-ში, ხოლო ფულის უმეტეს ნაწილს აძლევდა მას, პენსიის ფულს კი იყენებდა სახლში საჭიროებისამებრ, რის გამოც შ. ქ–ე გახდა აგრესიული და დაემუქრა, რომ თუ პენსიის და ბინის ქირის თანხას შემდგომში მთლიანად მას არ მისცემდა აუცილებლად მოკლავდა და არ აცოცხლებდა, რისიც ძალიან შეეშინდა, ვინაიდან შ. ქ–ე არის ძალიან აგრესიული და არაადეკვატური (იხ. ტ.1, ს.ფ.165-168)).

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ შ. ქ–მ აღიარა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების, მათ შორის საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (2022 წლის 11 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. ა–ში, ჭ–ს ქუჩა N---ში მდებარე ი. ყ–ს საცხოვრებელ სახლში, შ. ქ–მ თავისი დედის – ი. ყ–ს მიმართ განახორციელა ფსიქიკური იძულება, კერძოდ, განუცხადა მას, რომ შემდგომში, როდესაც იგი აიღებდა პენსიას და ბინის ქირას მთლიანი თანხა მისთვის უნდა მიეცა ხოლმე, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ მოკლავდა და არ აცოცხლებდა მას. აღნიშნული მუქარა ი. ყ–მა აღიქვა რეალურად და საკუთარ თავზე განიცადა თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება და უკანონოდ შეეზღუდა ქმედების თავისუფლება) ფაქტობრივი გარემოებები.

15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულ ი. ყ–ს გამოკითხვის ოქმებს, რომლებითაც ცალსახად დგინდება, რომ შ. ქ–ე მისგან მოითხოვდა პენსიისა და ბინის ქირის თანხის სრულად მისთვის მიცემას, ამასთან, ემუქრებოდა, რომ თუ მის მოთხოვნას არ შეასრულებდა და მომავალში სრულ თანხას არ მისცემდა, აუცილებლად მოკლავდა. შესაბამისად, შ. ქ–ს მიერ ჩადენილია – ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა ( მოცემულ შემთხვევაში პენსიის განკარგვის თავისუფლებაში ჩარევა), ესე იგი ი. ყ–ს ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით.

16. ამასთან, სასამართლო ბრალდების მხარის მოთხოვნაზე მსჯავრდებულ შ. ქ–სათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

17. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის სასჯელის განსაზღვრისას საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.

18. საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულ სასჯელთან მიმართებით სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კი მითითებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას - ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული შ. ქ–მ ჩაიდინა ოჯახის წევრის – დედის – მიმართ.

19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. შესაბამისად, შ. ქ–ს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილი (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

21. ამასთან, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის მე-111-ე მუხლს, რომლის თანახმადაც ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 133​​2, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−144​​3, 149-ე−151​​1, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, მე-111-ე მუხლზე მითითებით წარმოადგენს ასევე ოჯახურ დანაშაულს.

21.1. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ჯარიმა ძირითად სასჯელად არ შეიძლება დაინიშნოს ამ კოდექსის 126​1-ე მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის ან ამავე კოდექსის 11​1 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის; ხოლო საქართველოს სსკ-ის 47-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად - შინაპატიმრობა არ დაენიშნება ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირს; საქართველოს სსკ-ის 45-ე მუხლის თანახმად კი, - გამასწორებელი სამუშაო მოხდილი უნდა იქნეს მსჯავრდებულის სამუშაო ადგილზე. მოცემულ შემთხვევაში შ. ქ–ე, როგორც საქმის მასალებითა და მსჯავრდებულის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გაკეთებული განმარტებით დგინდება, არის დროებით უმუშევარი. შესაბამისად, არ არსებობს შ. ქ–ს მიმართ სასჯელის სახით გამასწორებელი სამუშაოს გამოყენების კანონისმიერი საფუძველი.

21.2. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 111, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის შ. ქ–ს მიმართ სასჯელის სახედ გამოყენებული უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა.

21.3. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას შ. ქ–ე იყო ნასამართლობის მქონე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 ივლისის განაჩენით), შესაბამისად, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის (დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას) და საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის (დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას) გათვალისწინებით. ამასთან, შ. ქ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ჩადენილია ოჯახის წევრის – დედის მიმართ, რაც საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის საფუძველზე წარმოადგენს სასჯელის დამამძიმებელ გარემოებას.

22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შ. ქ–ს საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, საქართველოს სსკ-ის მე-17, 39-ე, 53-ე, 531-ე და 58-ე მუხლების გათვალისწინებით, სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს – 1 წელი.

23. სასამართლო ითვალისწინებს, რომ შ. ქ–მ უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას - აღიარა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა.

23.1. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის ან 63-ე მუხლის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი. კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს კუმულაციურად შემდეგი გარემოებების არსებობა (მაგალითისთვის: იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 11 ოქტომბრის განჩინება №305აპ-21): ბრალდებულის მიერ (მსჯავრდებული) დანაშაულის აღიარება (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე); დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეების დასახელება და თანამშრომლობა გამოძიებასთან. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ შ. ქ–ე თანამშრომლობდა გამოძიებასთან; იგი იყენებდა დუმილის უფლებას, როგორც გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას, ასევე წინასასამართლო სხდომის ეტაპზე; შ. ქ–ემ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე, მხოლოდ საბოლოო სიტყვის ეტაპზე მიუთითა, რომ აღიარებდა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას, რაც ვერ შეფასდება საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების წინაპირობად. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა ან გამოიყენოს საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრი.

24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით გველესიანის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; შ. ქ–ე დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდებისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე კი საქართველოს სსკ-ის 111, 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, შ. ქ–ს უნდა დაენიშნოს – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

25. ამასთან, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 30 ივნისის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში ზედმეტად არის მითითებული, რომ შ. ქ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ასევე ზედმეტად არის მითითებული, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2022 წლის ივნისის ეპიზოდი) მსჯავრდებისათვის სასჯელის სახედ განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან შ. ქ–ს მითითებული კვალიფიკაციებით ბრალი არ ჰქონდა წარდგენილი; აღნიშნულზე არ არის მითითებული ასევე თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 მარტის განაჩენში, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 30 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით გველესიანის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 30 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. შ. ქ–ე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ფსიქიკური ტანჯვის ეპიზოდში) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

4. შ. ქ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის 11 ნოემბრის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს – 400 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;

5. შ. ქ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის 11 ნოემბრის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს – 200 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;

6. შ. ქ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის 5 ნოემბრის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს – 200 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;

7. შ. ქ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის 5 ნოემბრის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს – 400 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;

8. შ. ქ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს – 200 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;

9. შ. ქ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

10. შ. ქ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

11. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 111, 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, შ. ქ–ს დაენიშნოს – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

12. შ. ქ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს ფაქტობრივი დაკავებიდან - 2022 წლის 15 ნოემბრიდან;

13. შ. ქ–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვას – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

14. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

15. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე