საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
(სარეზოლუციო ნაწილი)
№1369აპ-23 თბილისი
ხ. ი., 1369აპ-23 7 მარტი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ხ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატების – ო. გ-ისა და მ. რ-ის – საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ი. ხ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატების – ო. გ-სა და მ. რ-ის – საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-31 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე