Facebook Twitter

საქმე N 140100121004873565

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1393აპ-23 26 მარტი, 2024 წელი

ტ–ი თ., №1393აპ-23 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოსსისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. ტ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ. რ–სა და გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია მეფარიშვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ თ. ტ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ. რ–სა და გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია მეფარიშვილის საკასაციო საჩივრები;

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს მიღებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე