Facebook Twitter
საქმე N 330100123007003874

საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით


საქმე №1399აპ-23 5 მარტი, 2024 წელი
ა-ე ნ., 1399აპ-23 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე)
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ჩუბინიძისა და მსჯავრდებულ ნ, ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ნ--ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ნოემბრის განაჩენზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ნ. ა-ე (პირადი ნომერი: 0.), ა. ა.ე (პირადი ნომერი: 0.) და გ. ძ.ი (პირადი ნომერი: 0.-----) ცნობილ იქნენ ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2023 წლის 1 თებერვალს ნ. ა-.ემ, ა. ა-.ემ და გ. ძ-მა განიზრახეს რა, რომ დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით თავს დასხმოდნენ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ნ.მ-ს, აღნიშნული მიზნით გადაინაწილეს როლები, კერძოდ 2023 წლის 1 თებერვალს, 11:30 საათიდან 11:50 საათამდე დროის პერიოდში, ქ--ში მდებარე „რ.“ ნ. ა.ე შეჰყვა ნ. მ-ს და მის მეგობარ დ-ი ს-ის ნ. მისათვის რუსეთიდან გამოგზავნილი 11580 დოლარის (30707 ლარი) გასანაღდებლად, ხოლო ა. ა-ე და გ. ძ-ი დარჩნენ „რ-ის“ მიმდებარედ. ნ. ა.ემ აიღო რა ნ. მ-ისთვის განკუთვნილი თანხა 11536 დოლარის (30591 ლარი) ოდენობით, სწრაფად დატოვა ტერიტორია, მას გაედევნა ნ. მ-ი დ-ი ს-ისთან ერთად, ხოლო მათ გაყვნენ ა. ა-ე და გ.- ძ-ი. ნ. მ--ის კანონიერ მოთხოვნაზე გადაეცა მისი კუთვნილი თანხა, ნ. ა-ე, სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, ა.ა-ის, გ--- ძ.ის და დ-ი ს-ის თანდასწრებით დაემუქრა მოკვლით, აღნიშნულის შემდეგ კი, გაიქცა შემთხვევის ადგილიდან. ნ. მ-ის შესაყოვნებლად, ა. ა-ემ და გ. ძ-მა ამ უკანასკნელს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ა. ა-ემ ხელი ჰკრა, რის შედეგადაც დაეცა და დაუზიანდა მარჯვენა მუხლი, ხოლო გ. ძ-მა ფეხი დაარტყა სხეულის არეში, რის შედეგადაც თითოეული ქმედებით განიცადა ფიზიკური ტკივილი. ჩადენილი ქმედებებით დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 ივლისის განაჩენით:

ნ. ა-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე;

ნ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პ- ნაწილითა და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;

. ა.-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

ა.ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 7000 ლარი;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 13 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 13 ივლისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 5 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სრულად შთანთქა დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის მოუხდელი ნაწილი 2341,12 ლარი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 7000 ლარი და 5 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით 2023 წლის 2 თებერვლიდან 2023 წლის 24 ივლისის ჩათვლით ჩაეთვალა მოხდილად (5 თვე და 22 დღე).

გ. ძ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

გ.ძ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 7000 ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2023 წლის 2 თებერვლიდან 2023 წლის 24 ივლისის ჩათვლით), შეუმცირდა და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარი.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2023 წლის 1 თებერვალს ნ. ა-ემ განიზრახა, აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ნ. მ-ის ფულად თანხას დიდი ოდენობით. კერძოდ, 2023 წლის 1 თებერვალს, 11:30 საათიდან 11:50 საათამდე დროის პერიოდში, ქ-ში მდებარე „რ.-“ ნ. ა-ე შეჰყვა ნ.მ-ს და მის მეგობარ დ. ს-ს ნ. მ-ისათვის რუსეთიდან გამოგზავნილი 11580 დოლარის (30707 ლარი) გასანაღდებლად. ნ.ა-ემ აიღო რა ნ. მ-ისთვის განკუთვნილი ფულადი თანხა 11536 დოლარის (30591 ლარი) ოდენობით, სწრაფად დატოვა ტერიტორია, მას გაედევნა ნ. მ-ი დ-ი ს-ისთან ერთად. ნ. მ-ი დაედევნა ნ. ა-ეს, რომელიც არ დაემორჩილა მის კანონიერ მოთხოვნას გადაეცა კუთვნილი თანხა. მას შემდეგ რაც ნ. ა-ე არ დაემორჩილა ნ. მ.-ის მოთხოვნას მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. ამავე ფაქტის შემსწრე ა. ა-ე და გ. ძ.-–ი თავს დაესხნენ ნ. მ--ს და ამ უკანასკნელს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ა- ა-ემ ხელი ჰკრა, რის შედეგადაც დაეცა და დაუზიანდა მარჯვენა მუხლი, ხოლო გ. ძ-მა ფეხი დაარტყა სხეულის არეში, რის შედეგადაც თითოეული ქმედებით განიცადა ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი ქმედებებით დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ჩუბინიძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ნ.ა-ის, ა. ა-ისა და გ. ძ-ის წარდგენილი ბრალდებების შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობა და მათთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.

2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, სააპელაციო წესით, ასევე გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ნ. ა--ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ნ-ემ და მსჯავრდებულების ა.ა--ისა და გ. ძ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატებმა ზ. გ--მა და ლ. ღ--აიამ. მსჯავრდებულ ნ. ა-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ნ.ემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა, ნ. ა-ის ქმედების გადაკვალიფიცირება, კერძოდ, მისი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მისთვის სასჯელის სახით ჯარიმის დანიშვნა, ხოლო მსჯავრდებულების ა. ა.ისა და გ. ძ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ზ. გ-მა და ლ. ღ-აიამ სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს ა. ა-ის და გ. ძ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ნოემბრის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2023 წლის 28 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. ა-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ნ.ემ, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა ნ. ა--ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირება და სასჯელის სახედ ჯარიმის განსაზღვრა.

3.3. 2023 წლის 5 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ჩუბინიძემ, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ნ. ა-ის, ა. ა-ისა და გ. ძ-–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და მათთვის კანონიერი და რელევანტური სასჯელების განსაზღვრა.

4. კასატორების პოზიციები:

4.1. მსჯავრდებულ ნ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ნ-ის პოზიციით, სააპელაციო სასამართლომ ნ.- ა-ის მიერ განხორციელებულ ქმედებას არასწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭა, შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. დაცვის მხარის განმარტებით, მტკიცებულებებით დადასტურებულია და სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს, რომ ნ.ა-ემ „რ-“ გაანაღდა ფულადი თანხა, რის შემდგომაც თანხა ჩაიდო ჩანთაში, გავიდა გარეთ და გეზი აიღო მ-ს შორის მდებარე ე.წ. არკისკენ. მას უკან გაჰყვნენ ნ. მ--ი და დ-ი ს-ი, რის შემდგომაც რამდენიმე წუთში ნ. ა-ე სწრაფი ნაბიჯებით გამოვიდა არკიდან, ჩაჯდა ტაქსში და დატოვა კონკრეტული ადგილი. მსჯავრდებულმა სასამართლოში დაკითხვისას აღიარა, რომ მას თაღლითობის (მოტყუების) განზრახვა ამოძრავებდა, კერძოდ, ნ. ა-ემ გზავნილის განაღდებისას განიზრახა დაზარალებულის მოტყუება და განუცხადა მას, რომ თანხას გარეთ მისცემდა, შესაბამისად მოტყუებითვე გაიყვანა „რ-ამდენად, დაცვის მხარის პოზიციით, სწორედ აღნიშნული გარემოებები ადასტურებს, რომ ნ. ა-ეს ამოძრავებდა თაღლითობის განზრახვა. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ თანხა იყო მსჯავრდებულის გამგებლობაში, დაზარალებული, ნ. მ-ი, მოტყუებით გაიყვანა გარეთ და მოტყუებითვე გადაწყვიტა შემთხვევის ადგილის დატოვება, სახეზეა არა ძარცვის შემადგენლობა, რომელსაც აშკარაობა ახასიათებს, არამედ თაღლითობის. შესაბამისად, ნ. ა-ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და იმის გათვალისწინებით, რომ ნ-.- ა-ის ოჯახმა დაზარალებულს სრულად აუნაზღაურა ზიანი, მას სასჯელად უნდა განესაზღვროს ჯარიმა.

4.2. პროკურორის პოზიციით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან ნ. ა-ის, ა. ა-ისა და გ.- ძ-ის მიერ განხორციელებულ ქმედებებს არასწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცა. მოცემულ შემთხვევაში, სამივე მსჯავრდებულის მიმართ დადასტურებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მხარე. მოწმეთა ჩვენებებით, კერძოდ: დაზარალებულ ნ.მ-ის და მოწმე დ-ი ს-ის ჩვენებებით დადასტურებულია, რომ შეთანხმებისამებრ ისინი შეხვდნენ ნ.- ა-ეს, რომელსაც ნ. მ-ისთვის გადმოგზავნილი თანხა უნდა გაენაღდებინა, სანაცვლოდ კი, ნ. მ-ი მას გადაუხდიდა 50 ლარს. ნ. ა-ის მიერ ნ. მ-ის თანხის დაუფლების ფაქტი სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, ხოლო ნ. ა-ის ხელში იარაღის არსებობა, რასაც თან ახლდა დაზარალებულის მიმართ მუქარა, დადასტურებულია, როგორც დ--ი ს--ის, ისე ნ.მ--ის ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ვიდეოჩანაწერით და სხვადასხვა ობიექტებიდან გამოთხოვილი ვიდეოკამერების ჩანაწერებით, სადაც ჩანს, რომ ნ. ა-ე მაისურის შიდა მხარეს იარაღის მსგავს საგანს ისინჯავს. ასევე მოწმეთა ჩვენებებით და ვიდეოკამერების ჩანაწერებით დადასტურებულია, რომ „რ.-იდან“ გამოსვლის შემდგომ ნ.ა-ესთან ერთად იმყოფებოდნენ, ა. ა-ე და გ. ძ-ი, კერძოდ: როგორც კი 11:45:17 საათზე, ნ. ა-ე, ნ. მ-ი, დ-ი ს-ი გამოდიან „რ-იდან“, ა. ა-ე და გ. ძ-ი მყისიერად, სირბილით ჭრიან გზას და ჩქარი ნაბიჯებით შეჰყვებიან ჩიხში შესულ ნ. მ-ს, ნ.ა-ეს და დ--ი ს-ის. აღნიშნული, ასევე დადასტურებულია გ. გ-ისა და მ.პ-ის ჩვენებებით. მსჯავრდებულების მიერ წინასწარი განზრახვით ერთობლივად, ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულზე მეტყველებს, ასევე ისიც, რომ ა. ა-ე და გ. ძ-ი გადაადგილდებიან შემთხვევის ადგილზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის იმ პერიოდში, როდესაც ნ. ა-ე და ნ. მ-ი იმყოფებოდნენ „რ.“. ა. ა-ე და გ. ძ-ი ნ. ა-ეს და ნ.მ-ს, „რ.--–-“ შესვლამდე ისე აუვლიან და ჩაუვლიან გვერდს თითქოსდა არ იცნობენ თანამსჯავრდებულს, ხოლო ე.წ. არკიდან გამოსულები ნ. მ-.ს არ აძლევენ შესაძლებლობას თანხის დასაბრუნებლად გაეკიდოს დაზარალებულს და ძალადობით აჩერებენ მას. კასატორის პოზიციით, სწორედ ეს ყველაფერი ერთობლიობაში აღებული მეტყველებს მათ მიერ წინასწარი განზრახვით ერთობლივად, ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაზე. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ არსებობს ნ. ა-ის, ა. ა-ისა და გ. ძ-ის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობის საფუძველი. ამასთან, პროკურორი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელები არის არასამართლიანი და აშკარად მსუბუქი.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ნ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ჩუბინიძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ნოემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას იმ ნაწილში, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადასტურდა ნ. ა-ის მიერ ნ. მ-ის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ფაქტი, ასევე ა. ა.ისა და გ. ძ-ის მიერ ნ.მ-ე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტები, თუმცა არ იზიარებს მსჯავრდებულთა ქმედებების სამართლებრივ შეფასებას, კერძოდ:

5.3. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარისათვის სადავოა ნ. ა-ის, ა.- ა-ისა და გ. ძ-ის მიერ ჩადენილი ქმედებების სამართლებრივი შეფასება, ხოლო დაცვის მხარისთვის - ნ. ა-ის ქმედების სამართლებრივი შეფასება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია, მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი ქმედებების კვალიფიკაცია, ასევე იმის განსაზღვრა მსჯავრდებულები მოქმედებდნენ ერთობლივად, საერთო მიზნითა და განზრახვით, თუ დამოუკიდებლად.

5.4. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ 2023 წლის 1 თებერვალს, ნ..ა-ე ძმასთან - ა. ა-ესთან და მეგობარ - გ.- ძ-თან ერთად, მანქანით მივიდა ქ.-ში მდებარე „რ-თან“ („მ.“). ნ.ა-ე შეთანხმებისამებრ შეხვდა ნ.მ-ს და მის მეგობარ დ-ი ს-ის. ნ. ა-ეს უნდა გაენაღდებინა ნ. მ-ისათვის გამოგზავნილი 11580 დოლარი, ხოლო აღნიშნულის სანაცვლოდ ნ. მ-ს მისთვის უნდა გადაეხადა 50 ლარი. ასევე, 2023 წლის 1 თებერვალს, ნ. ა-ემ, სამგორის მეტროსთან მდებარე „რ.“, გაანაღდა ნ.- მ-ის კუთვნილი ფულადი თანხა 11536 დოლარი (30591 ლარი), რაც ჩაიდო ჩანთაში (ე.წ. ბარსეტკაში), რის შემდეგაც სწრაფად დატოვა შენობა, ისე რომ თანხა არ გადაუცია დაზარალებულისთვის და გზა განაგრძო იქვე მდებარე ე.წ. არკისკენ. ნ. მ-ი უკან გაჰყვა ნ. ა--ეს და სთხოვდა ფულის დაბრუნებას, თუმცა უშედეგოდ. ნ. მ-ი დაედევნა ნ. ა-ეს, რომელიც არ დაემორჩილა მის კანონიერ მოთხოვნას გადაეცა კუთვნილი თანხა და შეეცადა შემთხვევის ადგილიდან მიმალვას. ამ ფაქტის შემსწრე ა. ა-ემ და გ.ძ-მა ნ. მ-ს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც, ნ. ა-ემ დატოვა შემთხვევის ადგილი. სადავო გარემოებას ასევე არ წარმოადგენს, რომ შემთხვევის ადგილზე, ნ.ა-ისა და დაზარალებულის შეხვედრამდე და შეხვედრის შემდეგ, „რ.“ ყოფნის დროს, მათ მიმდებარედ გადაადგილდებოდნენ და შემდგომში ე.წ. არკაში მათთან ერთად იმყოფებოდნენ ა. ა-ე და გ. ძ-ი.

5.5. დაზარალებულ ნ. მ-ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2023 წლის 1 თებერვალს, შეთანხმებისამებრ, გზავნილის (ფულადი თანხის) გასანაღდებლად, მეტროსადგურ „ს-.“ მდებარე „რ-“ ფილიალთან შეხვდა ნ. ა-ეს, მ. პ–ს და გ.გ-ს. თავდაპირველად ფულადი თანხა უნდა გაენაღდებინა ნ. ა-ეს. ისინი შევიდნენ „რ.“ და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ (გზავნილის კოდების გადაცემის შემდეგ), ოპერატორმა ნ. ა-ეს მისცა ფულადი თანხა 11536 დოლარი (30591 ლარი). ნ.ა-ემ აიღო თანხა, ჩაიდო ე.წ. ბარსეტკაში (ჩანთაში) და სწრაფი ნაბიჯით დატოვა ბანკი. მას უკან გაჰყვა დაზარალებული და დაინახა, რომ მსჯავრდებულმა შეუხვია იქვე არსებული ე.წ. არკისკენ. იგი ეძახდა, თუმცა უშედეგოდ. მათ ასევე გაჰყვა დ--ი ს-იც. მოგვიანებით, ნ. ა-ე გაჩერდა, განაგრძო მისკენ სვლა და სწორედ ამ დროს დაინახა, რომ ჩქარი ნაბიჯით მისკენ მიემართებოდა ორი უცხო პიროვნება. უცხო მამაკაცები მათი მიმართულებით ყვიროდნენ ,,ვინ იყვნენ და რა უნდოდათ მათ უბანში“, ნ. ა-ემ უპასუხა, რომ მიდიოდა, აღნიშნულ მამაკაცებს თვალით რაღაც ანიშნა და განაგრძო სვლა. ამ დროს დ-ი ს-ი მისგან რამდენიმე ნაბიჯით უკან იდგა. დაზარალებული მიუახლოვდა ნ. ა-ეს და ფულის დაბრუნება მოსთხოვა, რა დროსაც ნ. ა-ემ შეაგინა და უთხრა, რომ ფული მასთან დარჩებოდა, დაეტოვებინა ადგილი, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკლავდა. მას შეეშინდა და უკან დაიხია. მას შემდეგ, რაც ნ-ი გაიქცა გზისკენ, კვლავ დაედევნა, სცადა მისი შეჩერება, მაგრამ ერთ-ერთმა მამაკაცმა, რომელსაც კუბოკრული მოსაცმელი ეცვა, წააქცია, ძირს დაადგო და დაარტყა, რის შემდგომაც ნ. ა-ე ჩაჯდა ტაქსში და გაიქცა. თვითონ დაეცა, რამდენიმე წამში მათთან მიირბინა მეორე პიროვნებამაც, რომელმაც ასევე ჩაარტყა ზურგის არეში.

5.6. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნ. მ-ის ჩვენება დასტურდება მოწმეების – დ.ი ს-ის, მ. პ-ისა და გ. გ-ის ჩვენებებით, გამოძიების სტადიაზე დაზარალებულის მიერ ნ.ა.--ის, ა. ა-ისა და გ.ძ-ის ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმებით, დ-ი ს-ის მიერ ნ.- ა.-ის, ა. ა-ისა და გ. ძ-ის ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმებით, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, ასევე „მ-ს“ და შპს „ვ.“ გარე და შიდა სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერებით.

5.7. სამედიცინო ექსპერტიზის N0.დასკვნითა და ექსპერტ თ. ნ-ის ჩვენებით დადგინდა, რომ 02.02.2023 წელს, პირადი შემოწებისას ნ. მ-ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით განვითარებულნი რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, რაც მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა დადგენილებაში და შესამოწმებლის მიერ მითითებულ თარიღს (1.02.2023 წელი).

5.8. ამდენად, საკასაციო პალატის დასკვნით, საქმეში არსებული პირდაპირი და სხვა მტკიცებულებების ერთობლიობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დაკავშირებულია მსჯავრდებულ ნ. ა-ის ქმედებებთან - დადგენილია სწორად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით, თუმცა საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებსა და შესაბამისად, მსჯავრდებულების მიერ ჩადენილ ქმედებებს არ მიეცა ზუსტი სამართლებრივი შეფასება.

5.9. სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ნ. ა-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, შესაბამისად, იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი, დაზარალებულ ნ. მ-ის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის აშკარად დაუფლებისათვის. ასევე გადაკვალიფიცირდა ა. ა-ის და გ. ძ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება და ისინი ცნობილ იქნენ დამნაშავედ ცემისთვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

5.10. ამრიგად, წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, საკასაციო საჩივრებიდან და საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, უნდა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ნ. ა-ეს იარაღი ან/და იარაღის მსგავსი საგანი და მსჯავრდებულები ნ.ა-ე, ა. ა-ე და გ.- ძ-ი დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელებისას მოქმედებდნენ თუ არა ერთობლივად, წინასწარ შეთანხმებული გეგმის შესაბამისად.

5.11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ქმედების ყაჩაღობით დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელია სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, განხორციელდეს თავდასხმა სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. ამასთან, თავდასხმის ხარისხი, კერძოდ, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარის ფაქტი უნდა დასტურდებოდეს უტყუარად, ისე, რომ არ აჩენდეს კითხვებს. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულ ნ. მ--ის და ფაქტის თვითმხილველი მოწმის დ-ი ს-ის ჩვენებები ამ ნაწილში ურთიერთსაწინააღმდეგოა, კერძოდ, მართალია თავდაპირველად დაზარალებულმა ნ.მ-მა განმარტა, რომ ნ. ა--ე იარაღის მუქარით დაეუფლა მის კუთვნილ ფულად თანხას, თუმცა ვიდეოჩანაწერების გამოკვლევის პროცესში დააზუსტა, რომ იყო ძალიან განერვიულებული და შესაძლოა, იარაღი ანდა იარაღის მსგავსი საგანი მისი წარმოსახვა ყოფილიყო. მსჯავრდებულს ჩანთა ჰქონდა გადაკიდებული და შესაძლოა, აერია. დაზარალებულ ნ.მ-ის განმარტებით, ე.წ. არკაში ყოფნის პერიოდში იარაღი ნ. ა.ის ხელში არ დაუნახავს. ვინაიდან გამოკითხვისას ძალიან ღელავდა, მიუთითა, რომ რაღაც შავი საგანი დაინახა, რაც იარაღი ეგონა, მაგრამ დანამდვილებით არ შეუძლია თქვას იარაღი იყო თუ არა. დაზარალებულმა ნ. ა-ის მხრიდან მუქარის ტექსტი დაადასტურა, მაგრამ კატეგორიულად არ თქვა ეჭირა თუ არა ხელში რაიმე საგანი ნ. ა-ეს. დაზარალებულისგან განსხვავებით დ-ი ს-იმ დაადასტურა ნ.- ა-ის მიერ იარაღის გამოყენებით მუქარის ფაქტი. მოწმეების – გ. გ-ისა და მ. პ-ის ჩვენებებით, არ დასტურდება ნ. ა-ის ხელში იარაღის ანდა იარაღის მსგავსი საგნის არსებობის ფაქტი. ამდენად, ზემოაღნიშნული მოწმეთა ჩვენებებით შეუძლებელია უტყუარად იმის დადასტურება, რომ ნ. ა-ე იარაღის მუქარით დაეუფლა ნ. მ-ის კუთვნილ ფულად თანხას.

5.12. იმ პირობებში, როდესაც მხოლოდ ერთი მოწმე ადასტურებს ნ. ა--ის ხელში იარაღის ქონის ფაქტს, დაზარალებულმა, კი ვერ აღიქვა ეჭირა თუ არა რაიმე საგანი ხელში მსჯავრდებულს - ასეთ მოცემულობაში ნ. ა-ის ქმედება ვერ შეფასდება დაზარალებულზე განხორციელებულ თავდასხმად, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ნ. ა-ის ქმედებაში არ დასტურდება ყაჩაღობის შემადგენლობის ობიექტური ნიშნები, რომელიც თავის მხრივ ავტომატურად გამორიცხავს ა.- ა-ისა და გ. ძ-ის მიერ ყაჩაღობის ჩადენას. თუმცა აღნიშნულის მიუხედავად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ განაჩენში, სამართლებრივად სწორად არ შეფასდა მსჯავრდებულთა ქმედებები, როდესაც გამოირიცხა მათ მიერ დანაშაულის ერთობლივად ჩადენა.

5.13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი საკუთრების ხელყოფის ფორმის მიხედვით განსახვავებს საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა სხვადასხვა სახეს. საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით დასჯადია ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქმედების ძარცვით კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ელემენტებს წარმოადგენს: მოძრავი ნივთის დაუფლების ხერხი - აშკარა ხასიათი და სპეციალური მიზანი - დაუფლებული ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება. ამასთან, აღნიშნული დანაშაულის ნივთის დაუფლების აშკარა ფორმის მიმართ თავად დამნაშავეს უნდა გააჩნდეს ცოდნისა და ნებელობის ფაქტორი. სხვისი ნივთის დაუფლება გულისხმობს, არა მხოლოდ საკუთრების დამნაშავის ხელში ფორმალურ გადასვლას, არამედ დამნაშავის ფაქტობრივ შესაძლებლობას თავისი სურვილისამებრ განკარგოს სხვისი საკუთრება. ამასთან, დაუფლების ფაქტი თავისთავად არ ნიშნავს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობას. აუცილებელია ქმედება ე.ი. დაუფლება დეტერმინირებული იყოს სხვისი ქონების მისაკუთრების მიზნით, რა დროსაც დამნაშავეს სხვისი საკუთრების განკარგვის შესაძლებლობასთან ერთად, მისაკუთრების სპეციალური სურვილი და მიზანი უნდა გააჩნდეს. რაც შეეხება დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანს - დიდ ოდენობას, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პ------– ნაწილში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10000 ლარის ზევით. მოცემულ შემთხვევაში უტყუარად დადგენილია, რომ დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება კანონმდებლის მიერ დადგენილი დიდი ოდენობის 10000 ლარიან ზღვარს.

5.14. სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია გონივრული საფუძველი საეჭვოდ მიიჩნიოს ნ. ა-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, თუმცა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ა.ა--ისა და გ- ძ-ის ქმედებების საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით კვალიფიკაციის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

5.15. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ დაზარალებულის და შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმეების ჩვენებებით, ასევე ვიდეოჩანაწერებით დასტურდება, რომ ა. ა-ეს და გ. ძ-ს შემხებლობა არ ჰქონდათ ნ. ა-ესთან და ნ. მ. თან. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ა. ა-ეს და გ. ძ-ს ნ.- ა-ესთან ერთად შემთხვევის ადგილზე მისვლისას რაიმე როლი გააჩნდათ ნ. ა-ის დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებაში და მათ თავიანთი მოქმედებით ან უმოქმედობით რაიმე ეტაპზე ხელი შეუწყვეს ნ. ა-ეს, რათა სისრულეში მოეყვანა დანაშაულებრივი განზრახვა.

5.16. საკასაციო სასამართლომ სრულად შეაფასა დაზარალებულ ნ.- მ-ის ჩვენება, მოწმეების – დ-ი ს-ის, გ. გ-ის, მ. პ-ის ჩვენებებთან, ვიდეოკამერების ჩანაწერებთან, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და მიაჩნია, რომ ის არ შეიცავს წინააღმდეგობებს, არის საკმარისად ცხადი და თანმიმდევრული, ასევე თანხვდენილი საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. დაზარალებულმა დეტალურად აღწერა მის მიმართ მსჯავრდებულთა მხრიდან ჩადენილი ქმედებები, ისაუბრა თავდაპირველად მასსა და ნ- ა-ეს შორის არსებულ მოლაპარაკებაზე, ასევე იმაზე, თუ როგორ დატოვა „რ.-ის“ შენობა ნ. ა-ემ, როგორ განაგრძო მოძრაობა იქვე არსებული ე.წ. არკისკენ, როგორ სთხოვდა მას ფულის დაბრუნებას, როგორ შეურთდნენ მათ ა.- ა-ე და გ. ძ-ი, ხოლო შემდგომში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით როგორ დაეუფლნენ მის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურდა ფაქტის თვითმხილველი მოწმის – დ-ი ს-ის ჩვენებითაც. დაზარალებულმა და ფაქტის თვითმხილველმა მოწმემ – დ-ი ს-იმ ფოტოსურათებით ამოიცნეს მსჯავრდებულებულები, ასევე დაკითხვისას მიუთითეს მათ მახასიათებლებზე, რაც სრულად თანხვდენილია გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერებთან.

5.17. ქ-ში მდებარე, შპს „მ-ს“ 2023 წლის 1 თებერვლის შიდა და გარე სათვალთვალო ვიდეოკამერების, ასევე ქ. თ-ში მდებარე „ვ.-“ გარე სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერებზე დაფიქსირებულია ნ. ა-ის, ა. ა-ისა და გ. ძ-ის ქმედებები. ვიდეომასალით დადასტურებულია, რომ 10:28:20 სთ-ზე კადრში ჩნდება მსჯავრდებული ნ.ა-ე, რომელიც იცდის, ტელეფონში იყურება და თან სიგარეტს ეწევა. 10:34:10 სთ-ზე, „მ.-დან“ რამოდენიმე მეტრის მოშორებით, მარჯვენა მხარეს მდებარე ე.წ. არკიდან გამოდიან და კადრში ჩნდებიან ა. ა-ე და გ.ძ-ი, იქვე გზის სავალ ნაწილზე ჩერდებიან, 10:34:34 სთ-ზე მიდიან მსჯავრდებულ ნ. ა-ის მიმართულებით და ისე ჩაუვლიან, თითქოს არ იცნობენ ერთმანეთს, რის შემდეგაც ტრიალდება ნ. ა-ე და უკნიდან აყოლებს თვალს. ა. ა. ეს აცვია მოთეთრო ფერის, კუბოკრული ზედა და თავზე წამოფარებული აქვს კაპიუშონი, ხოლო გ.ძ-ს აცვია სპორტული შარვალი გვერდზე ზოლით და მოშავო ფერის ქურთუკი, თავზე ახურავს ქუდი. 10:38:57 სთ-ზე კადრში ზედა მარცხენა მხრიდან ჩნდება ნ. მ-ი, რომელიც ჩქარი ნაბიჯებით უახლოვდება ნ. ა-ეს, ართმევს ხელს და იწყებენ საუბარს. 10:39:19 სთ-ზე ა. ა- და გ. ძ-ი ნ. მ-სა და ნ.ა-ს ჩაუვლიან ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე, ოთხივე მათგანი მოძრაობას იწყებს ერთი მიმართულებით, 10:39:37 სთ-ზე ა. ა-ე და გ. ძ. ი ჩერდებიან და აკვირდებიან რა მიმართულებით მოძრაობენ ნ. მ-ი და ნ. ა-ე. 11:20:15 სთ-ზე ნ.ა-ე, ნ. მ-ი და დ-ი ს--ი, გ. გ--თან და მ.პ-თან ერთად შედიან „მ.“. 11:44:58 სთ-ზე ოპერატორი ნ. ა-ეს გადასცემს ფულად თანხას, რომელსაც იგი იღებს და მაშინვე ინახავს ქურთუკის შიგნით, გადაკიდებულ მცირე ზომის ხელჩანთაში, ტრიალდება ზურგით და მოძრაობას იწყებს გასასვლელისკენ, მას უკან მიჰყვება ნ. მ-ი, რამოდენიმე ნაბიჯში კი - დ-ი ს-. ისინი, 11:45:10 საათიდან ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ შპს „მ-ს“ ფილიალს, გადიან ქუჩაში და უხვევენ მარჯვნივ იქვე მდებარე ე.წ. არკისკენ. 11:45:35 სთ-ზე, კადრში ზედა მარცხენა კუთხიდან ჩნდებიან ა. ა-ე და გ.ძ-ი, რომლებიც ჩქარი ნაბიჯებით მიემართებიან იმ ადგილისაკენ, სადაც მანამდე შევიდნენ ნ. ა-ე, ნ. მ--ი და დ-ი ს-ი. რამდენიმე წამში „მ-დან“ გამოდიან მ. პ-ი და გ.გ-ი, რომლებიც დგანან საფეხმავლო ბილიკზე და იყურებიან ე.წ. არკისკენ. 11:46:46 სთ-ზე ე.წ. არკიდან გამორბის ნ.მი, რომელიც იყურება უკან, მასთან ერთად გამორბიან ნ. ა-ე და ა. ა-ე. ნ.ა-ე მიემართება საავტომობილო გზისკენ, ნ. მ- ცდილობს დაიჭიროს ნ.ა-ე, თუმცა დაზარალებულს იჭერს (ქაჩავს) ა. ა. , რის შემდეგაც ნ. მ--ი ვარდება ძირს, რომელსაც აკავებს ა. ა-ე, სწორედ ამ დროს ნ. ა-ე ჯდება ტაქსში და ტოვებს შემთხვევის ადგილს. მათ სირბილით უახლოვდება გ. ძ-ი, რომელიც ერთვება ა. ა-ის ქმედებებში და ასევე ცდილობს დაზარალებულის შეჩერებას. ა. ა-ე ცდილობს შემთხვევის ადგილის დატოვებას, თუმცა ნ. მ-ი ფეხზე ექაჩება. მას შემდეგ, რაც ნ. მ-ი წამოდგება ფეხზე, კადრში ჩანს, რომ . ა-.ე მას მიმართავს ხელის მოქმედებით, რის შემდეგაც ნ. მ-ი მიემართება „მ. ე-ნ“, იქ სადაც დგანან მ.პ-ი და გ. გ-ი, ხოლო ა.ა-ე და გ. ძ-ი ერთად ტოვებენ შემთხვევის ადგილს.

5.18. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და ვიდეოკამერების დეტალური ანალიზიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ა. ა-ე და გ. ძ-ი ნ.ა-ის მიერ დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელებისას, კერძოდ, ნ. ა-ის მიერ ნ.მ-ის კუთვნილი თანხის განაღდების პროცესში იმყოფებიან მათთან ახლოს და აკვირდებიან მიმდინარე მოვლენებს, ასევე თანხის განაღდებამდე რამდენჯერმე ჩაუვლიან ნ.ა-ეს, რომელთანაც არ ამყარებენ კომუნიკაციას და იქცევიან როგორც უცხო პირები, რაც მიუთითებს მათ წინასწარ შეთანხმებაზე. ა. ა-ე და გ. ძ-ი ნ. ა-ის მიერ ქმედებების განხორციელების (თანხის განაღდებამდე) დაწყებამდე ცდილობენ კონტროლი არ დაკარგონ დაზარალებულზე და ნ. ა-ეზე, თანაც იმგვარად, რომ შეუმჩნეველნი დარჩნენ დაზარალებულისთვის. მათ მიერ შემთხვევის ადგილის კონტროლზე და დანაშაულებრივი ქმედების წინასწარ შეცნობაზე ასევე მიუთითებს, ის, რომ ნ. ა.ის და ნ- მ-ის მიერ „მ-ს“ შენობის დატოვებიდან დაახლოებით 25 წამში, კადრში ჩნდებიან ა ა-ე და გ. ძ-ი, რომლებიც ჩქარი ნაბიჯით შედიან ე.წ. არკაში, სადაც დაზარალებული და ნ. ა-ე იმყოფებიან. კვლავ იქცევიან ისე, თითქოს არ იცნობენ ნ. ა-ეს და ფსიქოლოგიური ზეწოლით (მათ მიერ დასმული კითხვით) ცდილობენ დათრგუნონ დაზარალებულის წინააღმდეგობა. მას შემდეგ, კი რაც ნ. მ-ი და ნ. ა-ე სირბილით ტოვებენ ე.წ. არკას, მათ, კვალდაკვალ მიჰყვებიან ა. ა-ე და გ. ძ-ი, რომლებიც ამჯერად ფიზიკური ძალის გამოყენებით აკავებენ ნ. მ-ს, რითაც ნ. ა-ეს საშუალებას აძლევენ დატოვოს შემთხვევის ადგილი. შესაბამისად, ვიდეოკამერების დეტალური ანალიზით და მსჯავრდებულების მიერ განხორციელებული მოქმედებების ერთობლივად შეფასების შედეგად, გამოკვეთილია მსჯავრდებულთა განზრახვა (დაუფლებოდნენ ნ. მ-ის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას), რომელიც ერთობლივი ქმედებით მოიყვანეს სისრულეში.

5.19. ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ა. ა-ისა და გ. ძ-ის მხრიდან ნ.- ა-ის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების წინასწარი შეცნობისა და მასში მონაწილეობის ნებელობა.

5.20. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ჯგუფური დანაშაულის დეფინიციას მოიცავს საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლი, კერძოდ: ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.

5.21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულის ჩადენამდე დროის ხანგრძლივი პერიოდი, მთავარია შეთანხმება არსებობდეს ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე, რაც უნდა დადასტურდეს საქმეში არსებული შესაბამისი მტკიცებულებებით. შეთანხმება შესაძლოა განხორციელდეს, როგორც სიტყვიერი ფორმით ასევე არავერბალური ფორმითაც, კერძოდ, გამოიხატოს ჟესტებით და მიმიკებით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის განჩენი საქმეზე №618აპ-15).

5.22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თანაამსრულებლის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის დროს, შეიძლება გაჩნდეს კითხვები სხვა პირების განზრახვასთან მიმართებით, მით უფრო მაშინ, როდესაც თანაამსრულებლები დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისას ერთვებიან, ისე, რომ კომუნიკაციას არ ამყარებენ ერთმანეთთან. სწორედ ამ დროს ქმედების ობიექტური შემადგენლობის ეს დამატებითი ნიშანი უნდა შეფასდეს უმართლობის კონტექსტში. აღსანიშნავია, რომ დანაშაულში თანაამსრულებლობის ბუნებიდან გამომდინარე, აუცილებელია, დანაშაულის ამსრულებლები ერთობლივად და უშუალოდ მონაწილეობდნენ დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელებაში. ამასთან, შესაძლებელია განსხვავებული იყოს ამსრულებელთა როლი და მონაწილეობის ხარისხი დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის რომელიმე ელემენტის რეალიზებისას, თუმცა გადამწყვეტია, რომ თითოეული სუბიექტის მიერ შესრულებული ქმედება (მოქმედება თუ უმოქმედობა) განაპირობებდეს დამნაშავეთა ერთიანი განზრახვის სისრულეში მოყვანას. საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ძარცვის ობიექტური შემადგენლობა მოიცავს სხვისი საკუთრების დაუფლების აშკარა ხერხს, რაც შესაძლებელია გამოიხატოს, როგორც ძალადობაში, რომელიც არ არის საშიში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ისე დაზარალებულის ნებაზე ზემოქმედების ისეთ აშკარა ფორმებში, როგორიცაა სიტყვიერი დაშინება, მუქარა და სხვა. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად ობიექტური დამკვირვებლისათვის აშკარა და ნათელია ის გარემოებები, რომ ნ. ა-ემ, ა. ა-ემ და გ-.მა ერთდროულად და უშუალოდ დაიწყეს ძარცვის ობიექტური შემადგენლობის ნიშნების განხორციელება, რა დროსაც მათ აშკარად გამოიყენეს ძარცვისათვის დამახასიათებელი ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობის ხერხი, ასევე აქტიურად მოქმედებდნენ - დაზარალებულის წინააღმდეგობისა და ნების იმწუთიერი დათრგუნვის მიზნით. გარდა დაზარალებულ ნ- მ-ისა და მოწმე დ-ი ს-ის ჩვენებებისა, ვიდეოკამერების ჩანაწერებით ერთმნიშვნელოვნად იკვეთება, რომ დანაშაულის ჩადენისას ნ. ა-ე მარტო არ მოქმედებდა და ა. ა-ე და გ. ძ-ი, თავის მხრივ, ჯერ ფსიქოლოგიური ზეწოლის, ხოლო შემდეგ ფიზიკური ძალის გამოყენებით აქტიურად მონაწილეობდნენ ნ.მ-ის კუთვნილი დიდი ოდენობის თანხის აშკარად დასაუფლებლად. ამდენად, ვინაიდან ისინი მოქმედებდნენ საერთო მიზნითა და განზრახვით, ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ნ.- ა-ისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა ა. ა--ისა და გ. ძ-ის მიერ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა, სამივე მათგანს ასევე უნდა შეერაცხოთ მაკვალიფიცირებელი გარემოება - ქმედების ჩადენა ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.

5.23. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ გავითვალისწინებთ ქვედა ინსტანციის სასამართლოებში დაცვის მხარის მიერ განვითარებულ ვერსიას, რომ ა.ა-ე და გ. ძ-ი არ იყვნენ წინასწარ შეთანხმებულნი, შემთხვევით გადაადგილდებოდნენ დანაშაულის ადგილზე და ე.წ. არკაში უბრალოდ შეჰყვნენ ნ-. ა..ეს (ძმას და მეგობარს), ამ შემთხვევაშიც, არ გამოირიცხება მათი ქმედებების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ვინაიდან ისინი, ნ.ა-ეს შეუერთდნენ, მაშინ როდესაც დაზარალებული მას სთხოვდა კუთვნილი ფულის გადაცემას. ფაქტობრივად, ძარცვის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე და ვინაიდან, თითოეულმა მათგანმა თავისი მოქმედებებით ხელი შეუწყო ნ.ა-ის ქმედებას, ისინიც გახდნენ ამ დანაშაულის თანაამსრულებლები. ამავე გარემოებას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მსჯავრდებულებმა შეთანხმებული ქმედებები შეწყვიტეს ნ.- მ-ის კუთვნილი ფულადი თანხის ნ. ა-ის მიერ დაუფლების/განკარგვის შესაძლებლობისთანავე და ერთდროულად დატოვეს შემთხვევის ადგილი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოსათვის ცხადია, რომ მსჯავრდებულთა ქმედებები მიმართული იყო ერთობლივი – შეთანხმებული მიზნის მისაღწევად, რადგან დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული აშკარა ხერხის შინაარსობრივი თანხვედრის ხარისხი და ამსრულებელთა შორის როლების ურთიერთგანაწილება მიანიშნებს არა შეუთანხმებელ, უეცრად და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აღმოცენებულ დანაშაულებრივ განზრახვებს, არამედ წინასწარ შეთანხმებული ერთიანი მიზნის და განზრახვის არსებობას.

5.24. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ა-ემ და გ. ძ-მა პასუხი უნდა აგონ მათ მიერ ნ.ა--ესთან ერთად განხორციელებული ქმედებებისთვის, რაც საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე წარმოადგენს ძარცვას, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილს დიდი ოდენობით და ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, რისთვისაც ა. ა-, ნ. ა-ე და გ. ძ- ცნობილ უნდა იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.

5.25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელია ადვოკატ ლ. ნ-ის მტკიცება, თითქოსდა ნ.ა-ეს დაზარალებულის მოტყუების განზრახვა ამოძრავებდა, ფულადი თანხა მის გამგებლობაში იყო, რაც მსჯავრდებულის მიერ თაღლითობის ჩადენას ადასტურებს და გამორიცხავს სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების ფაქტს.

5.26. საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ დაზარალებულმა ნებაყოფლობით ჩაარიცხინა ფულადი თანხა ნ. ა-ის სახელზე. მსჯავრდებული დაპირდა, რომ 50 ლარის სანაცვლოდ მას გაუნაღდებდა ფულად თანხას, რომელსაც გადასცემდა, რაც არ განუხორციელებია. აღნიშნული ქმედებები ერთი მხრივ მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ნ. ა-ე მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა სახეზეა ძარცვის შემადგენლობა, შემდეგ გარემოებათა გამო:

5.27. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა ნ. ა-ს სახელზე დიდი ოდენობით თანხა ჩაარიცხინა მხოლოდ აღნიშნული თანხის განაღდების სურვილით. ფულადი თანხა ნ. ა-ის კანონიერ მფლობელობაში და გამგებლობაში აღმოჩნდა დროებით. განაღდებისთანავე დაზარალებულმა მოსთხოვა თანხა, თუმცა მსჯავრდებულმა არ შეასრულა დანაპირები და უხმოდ დატოვა შენობა. ნ. მ-ი უკან გაჰყვა მას და კვლავ მოსთხოვა ფულის დაბრუნება, რის შემდეგაც თანაამსრულებლები ჯერ ძალადობის გამოყენების მუქარით, ხოლო შემდგომ განხორციელებული ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, აშკარად დაეუფლნენ ნ.მ-ის დიდი ოდენობით ფულად თანხას, რაც მიუთითებს დანაშაულის აშკარა ხასიათზე და გამორიცხავს ნ.- ა-ის მხრიდან თაღლითობის ჩადენას.

6. სასჯელის დასაბუთება:

6.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. ა-, ა. ა-ე და გ. ძ-ი ცნობილ უნდა იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.

6.2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართალწარმოების სამართლიანობა ვლინდება სამართლიანი სასჯელის დაკისრებაში, რა დროსაც სასამართლო შებოჭილია ვალდებულებით მის მიერ დანიშნული სასჯელი იყოს ეფექტური და პროპორციული. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი.

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს, ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

6.4. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები, სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

6.5. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

6.6. სასჯელის დანიშვნისას საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს მსჯავრდებულების პირად და ეკონომიკურ პირობებს, მათ ასაკს, ქმედების ჩადენის ანგარებით მოტივს, მათ ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს (ქმედების ჩადენა ხალხმრავალ ადგილას), ასევე იმ გარემოებას, რომ დაზარალებულს აუნაზღაურდა მიყენებული ზიანი, შესაბამისად, ნ. ა-ეს და გ. ძ-ს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროთ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური ზომა – 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ა. ა-ემ აღნიშნული დანაშაული ჩაიდინა განზრახი დანაშაულისთვის შეფარდებული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან გამოყენებულმა შეღავათმა ვერ იქონია სათანადო გავლენა და ვერ განმსჭვალა ის მართლწესრიგის დაცვისაკენ, ამდენად ა.- ა-ის მიმართ სახეზეა საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით რეციდივის გათვალისწინების საფუძველი, რის გამოც მას სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც თანაზომიერი და პროპორციულია მსჯავრდებულთა ქმედებების ხასიათსა და საშიშროებასთან, ასევე უზრუნველყოფს მომავალში საზოგადოებაში მათი უსაფრთხო რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნების მიღწევას.

6.7. ამასთანავე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან ა.ა-ის მიერ მისთვის შერაცხილი განზრახი დანაშაული ჩადენილი იქნა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა გაუქმდეს მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 13 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესით. კერძოდ, განაჩენთა ერთობლიობისას სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, რა დროსაც ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 303-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 307-ე მუხლის პ------–ი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ნ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ჩუბინიძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

4. ნ. ა-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებზე;

5. ნ. აე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;

6. ნ.ა-ეს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავებიდან – 2023 წლის 1 თებერვლიდან;

7. გ. ძ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებზე;

8. გ. ძ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;

9. გ. ძ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავებიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2023 წლის 2 თებერვლიდან 2023 წლის 24 ივლისის ჩათვლით;

10. ა. ა-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებზე;

11. ა. ა-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

12. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივლისის განაჩენით ა. ა-ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი;

13. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა – 8 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქას წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივლისის განაჩენით დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ა. ა-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

14. ა.ა--ეს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავებიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2023 წლის 2 თებერვლიდან 2023 წლის 24 ივლისის ჩათვლით;

15. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს საქართველოს სსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ:

ნ.მ-ისაგან ამოღებული ტანსაცმელი, ერთი 1 აშშ დოლარიანი კუპიურა, ერთი 5 აშშ დოლარიანი კუპიურა, ერთი 10 აშშ დოლარიანი კუპიურა, ნ. ა--ის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული კუბოკრული ზედა, გ. ძ-ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ქურთუკი, ა. ა-ისგან ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირს;

დისკები – შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

16. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

17. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე ნინო სანდოძე



მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი



შალვა თადუმაძე