საქმე N 330100121005036344
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
№1136აპ-23 ქ. თბილისი
ფ–ე ლ., 1136აპ-23 24 მარტი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსი პროკურორის – დავით კაპანაძის შუამდგომლობა, რომლითაც იგი ითხოვს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განაჩენზე.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსმა პროკურორმა – დავით კაპანაძემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის გაუქმებას.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით ლ. ფ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით – ჯარიმა 6000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით ჯარიმა – 6000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ლ. ფ–ს მიესაჯა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლევან ფარქოსძემ ჩაიდინა: თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით; ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რაც გამოიხატა შემდეგით:
3.1. შპს „..........“ (ს/ნ ..........) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2017 წლის 8 მაისს, ხოლო დღგ-ს გადამხდელად – იმავე წლის 30 ივნისს. საწარმოს დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი არის ნინო პეტრიაშვილი, თუმცა საწარმოს ფაქტობრივი ხელმძღვანელი, მისი დაარსების დღიდან, არის ლ. ფ–ე.
შპს „ს–ა“ (ს/ნ ...........) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2016 წლის 26 თებერვალს, ხოლო დღგ-ს გადამხდელად – იმავე წლის 29 თებერვალს. საწარმოს დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი არის ლ. ფ–სე.
2020 წლის ოქტომბერში, ლ. ფ–მ განიზრახა ზემოხსენებული მეწარმე სუბიექტების სახელით, რომლებსაც რეალურად მართავდა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, შეექმნა დღგ-ს ფიქტიური აქტივი, რომელსაც გამოიყენებდა სახელმწიფოს წინაშე არსებული საგადასახადო ვალდებულებების გასაქვითად და მოტყუებით მიიღებდა მატერიალურ სარგებელს.
განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2020 წლის 3 ოქტომბრიდან 2021 წლის 30 მარტის ჩათვლით პერიოდში, ლ. ფ–მ დაამზადა შპს „.........ს“ მიერ შპს „ს–ზე“ 247 840 ლარის მომსახურების მიწოდების ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურები: ..............., ............, ............., ..........., ............, ............., რომელთა საფუძველზეც, შპს შპს „ს–მ“ მიიღო ჯამურად – 37 806 ლარის დღგ-ს უკანონო ჩათვლა, საიდანაც 2183,33 გამოყენებული იქნა ბიუჯეტში გადასახდელი თანხების გასაქვითად და მიუღებელი გადასახადის სახით სახელმწიფოს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
ლ. ფ–სემ შპს „ს–ს“ სახელით განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა უსაფუძვლოდ წარმოქმნილი ზედმეტობიდან თანხის მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა, რის საფუძველზეც, ჩაერიცხა და სრულად გაიტანა ჯამურად – 35 621 ლარი, რითაც სახელმწიფოს მიაყენა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ლ. ფ–სემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. გ–მ, რომლებიც ითხოვდენ განაჩენის შეცვლას, სასჯელის შემსუბუქების კუთხით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განაჩენით დამტკიცდა საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროს პროკურორ დავით კაპანაძესა და მსჯავრდებულ ლ. ფ–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხება; ლ. ფ–ე, საქმის არსებითი განხილვის გარეშე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით – ჯარიმა 6000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით ჯარიმა – 6000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ლ. ფ–ს მიესაჯა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექის 64-ე მუხლის მიხედვით, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 5 წელი.
6. 2024 წლის 24 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მომართა საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსმა პროკურორმა – დავით კაპანაძემ, რომელმაც ითხოვა, არ იქნეს განხილული ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განაჩენზე.
7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, კასატორს უფლება აქვს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. საჩივრის განმეორებით შეტანა დაუშვებელია.
8. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსი პროკურორის – დავით კაპანაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განაჩენზე არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი