საქმე # 010100122006253795
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1441აპ-23 ქ. თბილისი
გ. გ. 1441აპ-23 22 აპრილი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 24 აგვისტოს განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: გ. გ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, – ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:
2.1. 2022 წლის 24 აგვისტოს, დაახლოებით 09:00 საათზე, ქ. ბ–ში, .......ის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. გ–სა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს გ. გ–ს, კერძოდ, უთხრა, რომ მჟავას შეასხამდა სახეში. გ. გ–სემ მისი მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2.2. 2022 წლის 29 აგვისტოს, დილის საათებში, ქ. ბ–ში, ....–ს მე-.. ჩიხში მდებარე გ. გ–ს დროებით საცხოვრებელ სახლში, გ. გ–მ იძალადა თავისი ოჯახის წევრის, მეუღლის – გ. გ–სის მიმართ, კერძოდ, მათი შვილის ბოტასები დაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც გ. გ–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი;
2.3. 2022 წლის 29 აგვისტოს, დილის საათებში, ქ. ბ–ში, ........ის მე-.. ჩიხში მდებარე გ. გ–ს დროებით საცხოვრებელ სახლში, გ. გ–სა სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს – გ. გ–ს, კერძოდ უთხრა, რომ მოკლავდა. გ. გ–მ მისი მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2.4. 2022 წლის 3 ივნისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ. ბ–ში, ტ–ის N.. -ის მიმდებარე ტერიტორიაზე გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის გამო, უპირატესი მდგომარეობისა და მესაკუთრული დამოკიდებულების მოტივით, გ. გ–სა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლე გ. გ–ს, რომელმაც მისი მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2.5. 2022 წლის 3 ივნისს, დაახლოებით, 18:00 საათზე, ქ. ბ–ში, ტ-ს N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის გამო, უპირატესი მდგომარეობისა და მესაკუთრული დამოკიდებულების მოტივით, გ. გ–მ იძალადა თავისი ოჯახის წევრის, მეუღლის, გ. გ–ს მიმართ. კერძოდ, ორჯერ დაარტყა ხელი შუბლის და სახის არეში, რის შედეგადაც გ. გ–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 8 მაისის განაჩენით:
3.1. გ. გ–სა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 24 აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 29 აგვისტოს ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2022 წლის 29 აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში;
3.2. გამართლებულ გ. გ–ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ;
3.3. გ. გ–სა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.3.1. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 3 ივნისის ეპიზოდი) – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;
3.3.2. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2022 წლის 3 ივნისის ეპიზოდი) – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;
3.3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა თანაბარი ზომის სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი ზომის სასჯელები და საბოლოოდ, გ. გ–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;
3.4. გ. გ–ს, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2022 წლის 7 ივნისიდან - 2022 წლის 3 აგვისტოს ჩათვლით;
3.5. გ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2022 წლის 29 აგვისტოდან.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 8 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:
4.1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა მენთეშაშვილმა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, გ. გ–ს დამნაშავედ ცნობა ყველა წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის დანაშაულთა ერთობლიობით მკაცრი სასჯელის (გენდერული დისკრიმინაციის მოტივით დანაშაულის ჩადენის გათვალისწინებით) განსაზღვრა;
4.2. მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ. ბ–მ მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 8 მაისის განაჩენის გაუქმება, კერძოდ გ. გ–სას მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 24 აგვისტოს განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 8 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 24 აგვისტოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნიკა მენთეშაშვილი ითხოვს გ. გ–ს დამნაშავედ ცნობას ყველა ბრალად წარდგენილი ქმედებისათვის და მისთვის დანაშაულთა ერთობლიობით მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს გ. გ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 24 აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 29 აგვისტოს ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2022 წლის 29 აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და დანაშაულთა ერთობლიობით მკაცრი სასჯელის განსაზღვრას. ასევე, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდებისათვის სასჯელის საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის (გენდერული დისკრიმინაციის მოტივით დანაშაულის ჩადენა) გათვალისწინებით დანიშვნას.
9. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 24 აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 29 აგვისტოს ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2022 წლის 29 აგვისტოს ეპიზოდი) გამართლება, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით სასჯელის განსაზღვრა განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებით დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირებისთვის – უნდა დასტურდებოდეს, რომ დამნაშავის ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ფსიქოლოგიური ტანჯვა.
12. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2022 წლის 29 აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (2022 წლის 24 აგვისტოს ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 29 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული ბრალდების ფარგლებში წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულ გ. გ–ს ჩვენება; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 8 სექტემბრის, N.......... სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ. გ–ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას (30.08.2022 წ) გარეგნულად სხეულზე, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა;
12.1. 2022 წლის 29 აგვისტოს N...... გამოცემულ შემაკავებელ ორდერთან მიმართებით სასამართლო ითვალისწინებს, რომ შემაკავებელი ორდერი მხარეთა მიერ არ არის უდავოდ ცნობილი, შემაკავებელი ორდერის ოქმში გადმოცემული ინფორმაციის წყარო არის დაზარალებული, აღნიშნული დოკუმენტი იმეორებს დაზარალებულის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმაციას.
13. შესაბამისად, მხოლოდ დაზარალებულის მამხილებელი ჩვენება და შემაკავებელი ორდერის ოქმი (სადავო მტკიცებულება) არ ქმნის მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ. გ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2022 წლის 29 აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (2022 წლის 24 აგვისტოს ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 29 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სს საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც ობიექტურად დაადასტურებდა დაზარალებულის მიერ მუქარისა და ძალადობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეალურად აღქმას.
14. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას, მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი –საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
15.1. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც, გ. გ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გ. გ–ს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის ზომის განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ გ. გ–მ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, ნასამართლობის არმქონეა; ამასთან, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას და რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება; მეორე მხრივ კი სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ფარგლებში გ. გ–ს სწორად ამოურიცხა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით დანაშაულის ჩადენა (დაუდასტურებლობის გამო). შესაბამისად, სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთა კანონშესაბამისია და არ არსებობს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).
17. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
18. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
20. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 24 აგვისტოს განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებალად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი