Facebook Twitter

საქმე N 010142223701459928

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №1აგ-24 25 აპრილი, 2024 წელი

კ–ი თ. №1აგ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თ. კ-ის საკასაციო საჩივარი, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 12 თებერვლის განაჩენით, დაკმაყოფილდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანტიკორუფციულ სააგენტოში და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ ელიზბარ გოზალიშვილის შუამდგომლობები.

დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ა. ბ–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ა. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მიხედვით დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის მიხედვით დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების, ქ. თ–ი, .........ის ზღვის მიმდებარედ არსებული N........... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა.

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მძიმე სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მძიმე სასჯელი და საბოლოოდ ა. ბ–ს განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 3 წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მიხედვით დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის მიხედვით დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების, ქ. თ–ი, ......ის ზღვის მიმდებარედ არსებული N.......... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფა და მოიხსნა ქ. თ–ი, ..........ის ზღვის მიმდებარედ არსებული N........... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე დადებული ყადაღა.

დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ზ. ფ–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ზ. ფ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მიხედვით დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ზ. ფ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 5 წლის გამოსაცდელი ვადით. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მიხედვით დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფა და ყადაღა მოეხსნა ქ. თ–ი, ...........ის ზღვის მიმდებარედ არსებული N.......... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთს.

დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ გ. კ–ას შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. გ. კ–ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; ამასთან, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მიხედვით დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის მიხედვით დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების, ქ. თ–ი, .........ის ზღვის მიმდებარედ არსებული N...........; ...........; ............. საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა;

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ გ. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 5 წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მიხედვით დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის მიხედვით დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების, ქ. თ–ი, .........ის ზღვის მიმდებარედ არსებული N.............; ..............; ............. საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფა და ყადაღა მოიხსნა ქ. თ–ი, .......ის ზღვის მიმდებარედ არსებული N..........; .........; ........... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთებს.

დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ გ. კ–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. გ. კ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მიხედვით დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 15000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის მიხედვით დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების, ქ. თ–ი, ..........ის ზღვის მიმდებარედ არსებული N............ საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა;

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ გ. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 5 წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მიხედვით დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 15000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის მიხედვით დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების, ქ. თ–ი, .......ს ზღვის მიმდებარედ არსებული N.......... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფა და მოიხსნა ქ. თ–ი, ........ის ზღვის მიმდებარედ არსებული N............. საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე დადებული ყადაღა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 აგვისტოს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 27 აგვისტოს განჩინებებით გამოყენებული უზრუნველყოფა და მოიხსნა ქ. თ–ი, ......ს ზღვის მიმდებარედ არსებული N............., ..........., ............, ..........., ..........., .........., ........, .........., ........., ........... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთებზე დადებული ყადაღა.

დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ჯ. რ–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ჯ. რ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მიხედვით დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ჯ. რ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 5 წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მიხედვით დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 აგვისტოს განჩინებით ქ. თ–ი, ........ის ზღვის მიმდებარედ არსებული N............ საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე დადებული ყადაღა.

დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ გ. მ–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. გ. მ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის მიხედვით დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების, ქ. თ–ი, .........ს ზღვის მიმდებარედ არსებული N............; .............; ..........; ..........; .........; ......... და .............. საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა;

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის მიხედვით დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების, ქ. თ–ი, .........ის ზღვის მიმდებარედ არსებული N.............., ............., .........., ............, .........., ............. და ............. საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ გ. მ–ეეს სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის მიხედვით დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების, ქ. თ–ი, ..........ის ზღვის მიმდებარედ არსებული N............ , ..........., .........., ..........., ........... და .......... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 აგვისტოს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 27 აგვისტოს განჩინებებით გამოყენებული უზრუნველყოფა და მოიხსნა ქ. თ–ი, ............ს ზღვის მიმდებარედ არსებული N..........., ..........., .........., ..........., ............., .......... და ............. საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთებზე დადებული ყადაღა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 აგვისტოს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 27 აგვისტოს განჩინებებით გამოყენებული უზრუნველყოფა და მოიხსნა ქ. თ–ი, ........–ს ზღვის მიმდებარედ არსებული N.........., ............, .............., ..........., ............., ............. და ........... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთებზე დადებული ყადაღა.

2. 2023 წლის 1 დეკემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა თ.კ-მ და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 12 თებერვლის განაჩენის ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 დეკემბრის განჩინებით, თ. კ–ს შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაუშვებლად იქნა ცნობილი.

4. თ. კ-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 დეკემბრის განჩინება და მოითხოვა მისი გაუქმება.

5. კასატორის პოზიციით, სააპელაციო პალატამ არასწორად მიუთითა, რომ არ არსებობდა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განაჩენის გადასინჯვის საფუძველი, რადგან, მისთვის საქმის არსებითად განხილვის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ მისი ქონება სასამართლოს განაჩენით გადაეცა სახელმწიფოს.

6. კასატორის განმარტებით, 2014 წლის 22 ივლისს, მან ლ. მ-საგან შეიძინა უძრავი ქონება - მდებარე ქ. თ–ი, ........ის ზღვის მიმდებარედ საკ. კოდ. 01.12.15.003.128 და შესაბამისად გახდა უძრავი ქონების კეთილსინდისიერი შემძენი. მან 2022 წლის 30 მაისს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ზემოხსენებულ უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლება; 2022 წლის 31 მაისის საჯარო რეესტრის ამონაწერით მისთვის ცნობილი გახდა, რომ 31.05.2022 წლის მდგომარეობით მისი უძრავი ქონების მესაკუთრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის განაჩენის (საქმე N1/530-20) საფუძველზე წარმოადგენდა სახელმწიფო. როგორც გაირკვა, სასამართლოს განჩინებით ყადაღა დაედო გარკვეულ უძრავ ქონებებს, მათ შორის მის კუთვნილ უძრავ ქონებას - მდ. ქ. თ–ი, ..........ის ზღვის მიმდებარედ საკ. კოდ. ............... თუმცა, მას უძრავი ქონების დაყადაღების შესახებ განჩინება არ ჩაბარებია. მოგვიანებით კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2020 წლის 12 თებერვალის განაჩენით მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებად მიიჩნია და შესაბამისად, გადაეცა სახელმწიფოს. აღნიშნულის თაობაზე, მისთვის, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრისათვის არაფერი იყო ცნობილი. იგი არის კეთილსინდისიერი შემძენი და მას რაიმე კავშირი, მით უფრო დანაშაულებრივი, მითითებულ სისხლის სამართლის საქმესთან არ გააჩნია. მართალია, ის არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლში მითითებულ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დაყენების უფლების მქონე პირს, თუმცა სასამართლოს განაჩენით მოხდა მისი კერძო საკუთრების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა, რითიც მას დაერღვა კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება და ამის თაობაზე განაჩენის დადგენის დროს მისთვის არ იყო მისთვის ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, შეაფასა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ამავე კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით იხილავს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ საჩივარს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე.

3. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დაყენების უფლება აქვს პროკურორს, მსჯავრდებულს ან/და მის ადვოკატს, ხოლო მსჯავრდებულის გარდაცვალების შემთხვევაში – მის კანონიერ მემკვიდრეს ან/და მის ადვოკატს.

4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტით, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ: წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

5. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ შუამდგომლობის ავტორი - თ.კ-ი არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ იმ უფლებამოსილ პირს, რომელსაც შეუძლია დააყენოს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე. ამასთან, თ. კ-ს მიერ შუამდგომლობაში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულ რომელიმე საფუძველს.

6. საკასაციო სასამართლოს აზრით, არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 დეკემბრის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც, იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე