საქმე N 200100122005869797
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №1306აპ-23 24 აპრილი, 2024 წელი
მ-ი ნ. , №1306აპ-23 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განაჩენზე კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ დავით გველესიანის და მსჯავრდებულ ნ. მ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. დ–ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის განაჩენზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 303-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ნ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ა. დ–ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ დავით გველესიანის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
4. ნ. მ–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111,141-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2019 წლის მაისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის თებერვლის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „კ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა (2022 წლის მარტის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებებით და გამართლდეს.
5. ნ. მ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 111,137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 111,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
6. საქართველოს სსკ-ის 111,138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის ნოემბერში მოქმედი რედაქცია) - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
7. საქართველოს სსკ-ის 111,138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის ნოემბერში მოქმედი რედაქცია) - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
8. საქართველოს სსკ-ის 111,138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის ნოემბერში მოქმედი რედაქცია) - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
9. საქართველოს სსკ-ის 111,138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2019 წლის მარტის თვის დასაწყისამდე მოქმედი რედაქცია) - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
10. საქართველოს სსკ-ის 111,137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2019 წლის მარტში მოქმედი რედაქცია) - 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.
11. საქართველოს სსკ-ის 111,137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2019 წლის მარტში მოქმედი რედაქცია) - 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.
12. საქართველოს სსკ-ის 111,137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2019 წლის აპრილში მოქმედი რედაქცია) - 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.
13. საქართველოს სსკ-ის 111,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის მაისიდან 2021 წლის მარტამდე პირის ღრუდან გაუპატიურების ეპიზოდი) - 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.
14. საქართველოს სსკ-ის 111,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის მარტიდან, 2022 წლის თებერვლამდე პირის ღრუდან გაუპატიურების ეპიზოდი) - 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.
15. საქართველოს სსკ-ის 111,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის 03 მაისს პირის ღრუდან გაუპატიურების ეპიზოდი) - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.
16. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის მარტის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
17. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 111,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 3 მაისს პირის ღრუდან გაუპატიურების ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.
18. ნ. მ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან – 2022 წლის 4 მაისიდან.
19. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ნ. მ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
20. ნ. მ–სს საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, 5 წლით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები. უფლებების შეზღუდვის ვადა აითვალოს ძირითადი სასჯელის მოხდის მომენტიდან.
21. ნ. მ–ს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, 15 წლით ჩამოერთვას: ა) საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში) საქმიანობის უფლება, არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გაწევის უფლება და აღნიშნული მომსახურების გამწევ დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ბ) არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, მის მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 მეტრის რადიუსში, არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ ბიბლიოთეკაში, ბავშვთა გასართობ ცენტრში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში), არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გამწევ დაწესებულებაში ყოფნის უფლება;
22. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
ლ. და ნ. მ–ს ტანსაცმელი, „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, ნ. მ–ს „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, ავტომანქანის გასაღები, ავტომობილი „ჯიპი“ (სახელმწიფო ნომრით „...“) – დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს;
„ტტ-ს“ სისტემის პისტოლეტი, შალითაში მოთავსებული ერთლულიანი სანადირო თოფი, „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი – უფლებების შეზღუდვის ვადის გასვლამე, შენახულ უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ერთლულიანი სანადირო თოფი (რეგისტრირებული ვ. სახელზე) – დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
ნაცხისა და ნერწყვის ნიმუშები – განადგურდეს.
23. არასრულწლოვათა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვან დაზარალებულს ეცნობოს საქმის სასამართლოში განხილვის შედეგები და განემარტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლება;
24. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს მიღებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი;
25. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე