საქმე N 010100121004878891
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №1395აპ-23 22 აპრილი, 2024 წელი
ტ-ე თ., №1395აპ-23 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე)
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის და მსჯავრდებულ თ. ტ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ნ–ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის განაჩენზე;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 303-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ თ. ტ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – თ. ნ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
4. თ. ტ-ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 111,141-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის ივნისში მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 111,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2020 წლის ივნისის თვის 10:00 საათის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2020 წლის ივნისის თვის 12:00 საათის ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 111,141-ე მუხლის პირველი ნაწილით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 111,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – 18 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ. ტ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა;
6. თ. ტ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2021 წლის 18 ივნისიდან;
7. ცნობად იქნეს მიღებული, რომ თ. ტ–ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
8. თ. ტ-ეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, 15 წლით ჩამოერთვას: ა) საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში) საქმიანობის უფლება, არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გაწევის უფლება და აღნიშნული მომსახურების გამწევ დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ბ) არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, მის მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 მეტრის რადიუსში, არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ ბიბლიოთეკაში, ბავშვთა გასართობ ცენტრში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში), არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გამწევ დაწესებულებაში ყოფნის უფლება;
9. თ. ტ-ეს უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე;
10. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
ანაწმენდები, ასევე თამთა ტ-ის და თ. ტ–ს ნერწყვის ნიმუშები – განადგურდეს;
„სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი – დაუბრუნდეს მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
ლაზერული დისკი – შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;
11. არასრულწლოვათა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, დაზარალებულს ეცნობოს საქმის სასამართლოში განხილვის შედეგები და განემარტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლება;
12. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;
13. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე