Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით



საქმე №1359აპ-23 24 აპრილი, 2024 წელი
ბ–ი მ- №1359აპ-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე


ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ბ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განაჩენზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით და


დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ მ. ბ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. მ. ბ–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2022 წლის 17 იანვრის ეპიზოდი);

4. მ. ბ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ელი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2022 წლის 12 იანვრისა და 24 იანვარის ძალადობის ეპიზოდები);

5. მ. ბ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით (2022 წლის 12 იანვრის ეპიზოდი);

6. მ. ბ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით (2022 წლის 24 იანვრის ეპიზოდი);

7. მ. ბ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

8. მ. ბ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის 28 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;

9. მ. ბ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 თვით;

10. მ. ბ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

11. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

12. „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მ. ბ–ს 10 წლით ჩამოერთვას:

ა) საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში) საქმიანობის უფლება, არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გაწევის უფლება და აღნიშნული მომსახურების გამწევ დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;

ბ) არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, მის მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 მეტრის რადიუსში, არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ ბიბლიოთეკაში, ბავშვთა გასართობ ცენტრში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში), არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გამწევ დაწესებულებაში ყოფნის უფლება;

13. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადა აეთვალოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე;

14. მსჯავრდებულ მ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავების დღიდან – 2022 წლის 29 იანვრიდან. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია;

15. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, არასრულწლოვან დაზარალებულს – თ. მ-ესა და მის წარმომადგენელს ეცნობოთ საქმის სასამართლოში განხილვის შედეგი, ასევე, მათ უფლება აქვთ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება და კომპენსაცია;

16. საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს მიღებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი;

17. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.



თავმჯდომარე შ. თადუმაძე



მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი



ლ. თევზაძე