Facebook Twitter

ბს-181-171(კ-06) 10 აპრილი, 2006 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავჯდომარე მ. ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნ ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ცეკავშირის შპს “ს-ის” დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის საქარართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატისათვის გადაცემის საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 18 იანვარს ცეკავშირის შპს “ს-ის” დეპარტამენტმა სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის – ქალაქ ფოთის მერიისა და მესამე პირების: ქ. ფოთის მიწის მართვის სამმართველოს, შპს “კ.” და შპს “კ.” –ის მიმართ და მისი კუთვნილი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და ცეკავშირის “ს-ის” დეპარტამენტისათვის დაბრუნება მოითხოვა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მოსარჩელემ მოცემული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ცეკავშირის “ს-ის” დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას გადაეცა იმ მოტივით, რომ საქმე სამოქალაქო კატეგორიის დავას წარმოადგენდა და იგი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას შეეხებოდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ქალაქ ფოთის მთავრობა შეიცვალა სათანადო მოპასუხით – შპს “კ-ით”

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ცეკავშირის “ს-ის” დეპარტამენტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა და დადგინდა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით საჩივრდებოდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში ამავე პალატის მეშვეობით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლით დადგენილი წესით.

ცეკავშირის “ს-ის” დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა – ვ. ს-მა საკასაციო საჩივარი წარადგინა ქუთაისის სააპელაციო პალატის სამოქალაქო საქმეთა პალატაში, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატისათვის იყო განკუთვნილი.

2006 წლის 28 მარტს, ხსენებული საქმე საკასაციო საჩივართან ერთად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მომართვით გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საკასაციო საჩივარი შეცდომით შემოვიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში, ვინაიდან საქმის მასალები უდავოდ მოწმობენ, რომ მოცემული დავა განხილულია სამოქალაქო სამართალწარმოების წესით და საქმეზე გადაწყვეტილება სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერაა გამოტანილი, რომელიც, თავის მხრივ, გადაწყვეტიულების გასაჩივრების შესაძლებლობას უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატაში ითვალისწინებს. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ საკასაციო საჩივარიც ამ უკანასკნელის მიმართაა წარდგენილი, რაც უდავოდ მოწმობს, რომ საქმე ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატაში შეცდომით შემოვიდა და იგი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატას უნდა გადაეცეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ცეკავშირის “ს-ის” დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას გადაეცეს.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.