Facebook Twitter
საქმე N 330100122005964903

საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით


საქმე №214აპ-24 ქ. თბილისი
გ. ზ, 214აპ-24 17 აპრილი, 2024 წელი


საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე)
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი


სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ – დავით კიკაჩეიშვილის
ადვოკატების – მ. ჩ-ს, გ. მ-ს, ი.ს, შ. თ-სა
და შ. კ-ს
მსჯავრდებულების – ზ. გ-ს, დ. უ-სა და შპს ,,ზ-ს“

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორ დავით კიკაჩეიშვილის შუამდგომლობა მსჯავრდებულ დ. უ-ს, – დაბადებულის ..., – მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე და მსჯავრდებულების – ზ. გ-სა, – დაბადებულის ..., – და შპს „ზ-ს“ (ს/კ ...) ინტერესების დამცველი ადვოკატების – შ. თ-ს და შ. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 იანვრის განაჩენით, დ. უ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,214-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, დ. უ-ს, საბოლოოდ მიესაჯა – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2022 წლის 14 აპრილიდან. ზ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,214-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, ზ. გ-ს, საბოლოოდ მიესაჯა – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2022 წლის 14 აპრილიდან. შპს ,,ზ.“ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა – ლიკვიდიცია და ჯარიმა – 25000 ლარი.

2. სასამართლომ დაადგინა, რომ დ. უ-მ და ზ. გ-მ ჩაიდინეს: აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა, პირთა ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით; საბაჟო კონტროლის გვერდის ავლითა და მისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანის მომზადება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამეწარმეო საქმიანობა სანებართვო პირობების დარღვევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ჯგუფურად, ხოლო შპს ,,ზ-მ“ – სამეწარმეო საქმიანობა სანებართვო პირობების დარღვევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც გამოიხატა შემდეგით:

2.1. 2021 წლის 16 დეკემბერს, მდებარე შპს „ზ-ს“ ტერიტორიაზე, ამავე კომპანიის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი თანამშრომლები – ზ. გ., შ. გ. და დ. უ. ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 571 304 ლარის საბაზრო ღირებულების აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ, „.....” დასახელების თამბაქოს ნაწარმს, აქციზური მარკის გარეშე.

2.2. ... მდებარე შპს „ზ.ს“ ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით აღჭურვილმა თანამშრომლებმა – ზ. გ-მ და დ. უ-მ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საბაჟო საწყობ შპს ,,ზ-ის“ ტერიტორიიდან საბაჟო კონტროლის გვერდის ავლითა და მისგან მალულად მოამზადეს ჯამურად – 30 636,9 ლარის საბაჟო (184 131,2 ლარის საბაზრო) ღირებულების სხვადასხვა დასახელების თამბაქოს ნაწარმის გადმოტანა და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება. აღნიშნული თამბაქოს ნაწარმი აღმოჩენილია შპს „ზ-ს“ საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე 2021 წლის 16 დეკემბერს.

2.3. ... მდებარე შპს „ზ-ზე“ (ს/კ ....), შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 18 ოქტომბერსა და 2019 წლის 11 სექტემბერს გაიცა ორ – №... და №... საბაჟო საწყობზე, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვები. 2015 წლის 31 მარტიდან შპს „ზ---------ს“ დირექტორია ზ. გ..

შპს „ზ“, მისი დირექტორი – ზ. გ., საწყობის მენეჯერები – შ. გ. და დ. უ. ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონისა და 2019 წლის 16 სექტემბრის საქართველოს მთავრობის №... დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის „ა“, „დ“, „კ“, „მ“ და „რ“ პუნქტების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ:

1. არ ახდენდნენ იმპორტის რეჟიმში მოქცეული საქონლის საბაჟო კონტროლის ზონიდან დროულად გატანის ორგანიზებას;

2. საბაჟო საწყობის ინფრასტრუქტურის ფაქტობრივი მდგომარეობა შესაბამისობაში არ მოჰყავდათ საბაჟო დეპარტამენტის მიერ დამტკიცებულ პარამეტრებთან;

3. საბაჟო საწყობში მდებარე №- შენობა-ნაგებობის ტერიტორია გაზარდეს მომიჯნავე არასაბაჟო ტერიტორიის ხარჯზე, სადაც მოაწყვეს არასაბაჟო ტერიტორიაზე ასასვლელი კარი;

4. №.. საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე არსებულ დახურულ შენობაში/შენობიდან საქონლის შეტანა/გატანას ახდენდნენ ჩრდილოეთის მხრიდან საბაჟო კონტროლის ზონის გარეთ განთავსებული შესასვლელ/გამოსასვლელი კარით;

5. №... საბაჟო საწყობში ადმინისტრაციული შენობიდან საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე შესასვლელ/გასასვლელი კარი განთავსებული ჰქონდათ საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად;

6. საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ადგილებზე მოწყობილი ჰქონდათ შესასვლელ-გასასვლელი კარი;

7. საბაჟო საწყობების კონტროლის ზონა არ გამოჰყვეს არასაბაჟო ტერიტორიისაგან იმგვარად, რომ გამოერიცხათ მასში შეღწევადობა;

8. არღვევდნენ საბაჟო საწყობებში განთავსებული ვიდეო სათვალთვალო კამერების უწყვეტობას.

ზემოხსენებული კი, საშუალებას აძლევდათ საბაჟო საწყობებიდან საქონლის შეტანა/გატანა, ნაცვლად ამისთვის გამოყოფილი სპეციალური შესასვლელის/გასასვლელისა, მოეხდინათ არასაბაჟო ტერიტორიის გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად შეეტანათ ან გაეტანათ საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი.

შპს „ზ-ს“, ზ. გ-ს, შ. გ-ა და დ. უ-ს მიერ სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობის გამო, 2021 წლის 16 დეკემბერს საბაჟო საწყობ №... ტერიტორიაზე აღმოჩენი-–-- ჯამურად – 630 842 ლარის ღირებულების, ხოლო საბაჟო საწყობ №... ტერიტორიაზე – 1 913 225 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონლის დანაკლისი.

შპს „ზ-ს“ მიერ 2017-2021 წლებში სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელებულ სამეწარმეო საქმიანობას თან ახლდა დიდი ოდენობით – 4 443 433 ლარის შემოსავლის მიღება, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიადგა მნიშვნელოვანი – 978 004 ლარის, ქონებრივი ზიანი. ამასთან, საფრთხე შეექმნა ქვეყნის ეკონომიკას, შიდა საბაზრო სივრცესა და ჯანსაღ კონკურენციას.

3. ამავე განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის მსჯავრი დაედო შ. გ-ს.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: მსჯავრდებულების – ზ. გ-სა და შპს „ზ-ს“ ინტერესების დამცველმა, ადვოკატებმა – შ. კ-მ და შ. თ-მ და მსჯავრდებულ დ. უ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატებმა – გ. მ-მ, ლ. ც-მ და მ. ჩ-მ, რომლებიც ითხოვდნენ მსჯავრდებულების – დ. უ-ს, ზ. გ-სა და შპს „ზ-ს“ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის შეცვლასა და მათ უდანაშაულოდ ცნობას; ასევე – მსჯავრდებულ შ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. გ-მ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლას, სასჯელის შემსუბუქების კუთხით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 იანვრის განაჩენი შეიცვალა მსჯავრდებულ შ. გ-ს სასჯელის ნაწილში, ხოლო მსჯავრდებულების – ზ. გ-ს, დ.- უ-სა და შპს „ზ-ს“ მიმართ, განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს: მსჯავრდებულების – ზ. გ-სა და შპს „ზ-ს“ ინტერესების დამცველმა, ადვოკატებმა – შ. კ-მ და შ. თ-მ, რომლებმაც მოითხოვეს მსჯავრდებულების – ზ. გ-სა და შპს „ზ-ს“ უდანაშაულოდ ცნობა და მსჯავრდებულ დ. უ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატებმა – გ. მ-მ, ლ. ც-მ და მ. ჩ-მ, რომლებმაც მოითხოვეს დ. უ-ს უდანაშაულოდ ცნობა.

7. საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორმა დავით კიკაჩეიშვილმა საკასაციო შესაგებლით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

8. 2024 წლის 11 აპრილს მსჯავრდებულ დ. უ-ს, ადვოკატ მ ჩ-ს უშუალო მონაწილეობითა და მსჯავრდებულ დ. უ-ს წინასწარი თანხმობით, მსჯავრდებულსა და საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორ დავით კიკაჩეიშვილს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმების ოქმი. საპროცესო შეთანხმება დადებულია ზემდგომ პროკურორთან წინასწარი წერილობითი შეთანხმებით.

9. 2024 წლის 11 აპრილს პროკურორმა დავით კიკაჩეიშვილმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებულ დ. უ-ს მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა იმ პირობით, რომ:

9.1. დ. უ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,214-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა – 50 000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დ. უ-ს საბოლოოდ მიესაჯოს – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, დამატებით სასჯელად კი დაეკისროს ჯარიმა – 50000 ლარი.

10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის მსჯავრდებულის წერილობითი განცხადება (რომელსაც ხელს აწერენ მსჯავრდებული და მისი ადვოკატი), რომლითაც დადასტურებულია, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა მსჯავრდებულმა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა, სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.

11. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა დავით კიკაჩეიშვილმა, მსჯავრდებულმა დ. -მ, ასევე – მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატებმა – მ. ჩ-მ და გ. მ–მ.

12. მსჯავრდებულების – ზ. გ--სა და შპს „ზ-ის“ ინტერესების დამცველი ადვოკატების – შ. თ-სა და შ. კ-ს საკასაციო საჩივარს მხარი დაუჭირეს მსჯავრდებულმა ზ. გ-მ, ადვოკატებმა – შ. თ-მ, შ. კ-მ და ი-მ, რომლებმაც ითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის განაჩენის შეცვლა და ზ. გ-სა და შპს „ზ-ს“ მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

13. პროკურორმა დავით კიკაჩეიშვილმა ითხოვა, არ დაკმაყოფილდეს მსჯავრდებულების – ზ. გ-სა და შპს „ზ-ს“ ინტერესების დამცველი ადვოკატების – შ. თ-სა და შ. კ-ს საკასაციო საჩივარი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულების – ზ. გ-სა და შპს „ზ-ს“ მიმართ დარჩეს უცვლელად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორ დავით კიკაჩეიშვილის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, დამტკიცდეს პროკურორსა და მსჯავრდებულ დ. უ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 იანვრის განაჩენი შეიცვალოს დ. უ-ს მიმართ, ხოლო მსჯავრდებულების – ზ. გ- სა და შპს „ზ-ს“ ინტერესების დამცველი ადვოკატების – შ. თ-სა და შ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულების – ზ. გ-სა და შპს „ზ-ს“ მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა მსჯავრდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მსჯავრდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

3. საქმის მასალებისა და მსჯავრდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია და წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე, განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები: მოწმეების ჩვენებები, საინჟინრო და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნები, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, 2022 წლის 11 თებერვლის შპს „ზ-ს“ დათვალიერების ოქმი, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი და გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები, შემოსავლების სამსახურის საარქივო სამმართველოდან ამოღებული მასალები, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტიდან გამოთხოვილი 2022 წლის 8 თებერვლის №... წერილი და საქმეში არსებული სხვა სამხილები. ამასთან, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია.

4. სასამართლო დარწმუნდა, რომ:

ü საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე;
ü საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და მსჯავრდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს;
ü მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის -ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს;
ü მსჯავრდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა;
ü მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება;
ü მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს;
ü მსჯავრდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ;
ü მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ის საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის;
ü მსჯავრდებულისათვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებები: ა) დაცვის უფლება; ბ) საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; გ) სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება;
ü მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს;
ü საპროცესო შეთანხმებაში ასახულია მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა;
ü მსჯავრდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს;
ü მსჯავრდებული აცნობიერებს მისთვის კანონით მინიჭებულ გარანტიას, რომლის მიხედვითაც, მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას;
ü მსჯავრდებულს გაცნობიერებული აქვს ნებისმიერ დროს სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება, რომ უარის თქმას არ სჭირდება ადვოკატის თანხმობა, ხოლო განაჩენის გამოტანის შემდეგ საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმა დაუშვებელია;
ü მსჯავრდებული აცნობიერებს მის უფლებას, საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მის მიერ მიცემული ჩვენების მის საწინააღმდეგოდ გამოყენების დაუშვებლობის შესახებ;
ü მხარეები აცნობიერებენ მათ უფლებას, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე შეცვალონ საპროცესო შეთანხმების პირობები.

5. სასამართლომ აგრეთვე გამოიკვლია, რომ მსჯავრდებულ დ. უ-სა და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცება მსჯავრდებულ დ. უ-ს ასევე არ უზღუდავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით მინიჭებულ უფლებებს.

7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორ დავით კიკაჩეიშვილის შუამდგომლობა მსჯავრდებულ დ. უ-ს მიმართ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

8. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულების – ზ. გ-სა და შპს „ზ-ს“ ინტერესების დამცველი ადვოკატები – შ. თ. და შ. კ. ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის განაჩენის შეცვლასა და ზ. გ-სა და შპს „ზ-ს“ უდანაშაულოებად ცნობას, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეფუძნება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, უკანონო, დაუსაბუთებელი და პოლიტიკურად მოტივირებულია. კასატორების მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე დაიკითხა ათეულობით მოწმე და გამოკვლეულია არაერთი წერილობითი თუ ვიდეომტკიცებულება, არცერთი ობიექტური სამხილი არ მიუთითებს ზ. გ-სა და შპს „ზ-ის“ ბრალეულობაზე, არამედ, პირიქით, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა გამორიცხეს ზ. გ-ს უშუალო კავშირი საქონლის მიღების, დასაწყობებისა თუ საწყობიდან გატანის პროცესთან. მსჯავრდებულ შ. გ-ს ჩვენება, რომელსაც ემყარება გამამტყუნებელი განაჩენი, ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხველია, რომლის სანაცვლოდ, შ. გ-ს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება და შეეფარდა არასაპატიმრო სასჯელი. შრომითი ხელშეკრულებების მიხედვით, შ. გ., როგორც სასაწყობე მეურნეობის უფროსი, პასუხს აგებდა ჩაბარებული საწყობის საქმიანობაზე, დოკუმენტაციის სწორად შედგენაზე, საკნებისა და საწყობის დალუქვაზე, კოორდინაციას უწევდა საქონლის დაცლა/დატვირთვისა და დასაწყობების პროცესს, მათ შორის, განსაზღვრავდა აღიშნული ღონისძიებების ტარიფებს, ვალდებული იყო პირნათლად და კეთილსინდისიერად შეესრულებინა დაკისრებული მოვალეობები, ხოლო დ. უ-ს, ფინანსურ მენეჯერად გადაყვანის შემდეგ, ევალებოდა სასაწყობე მეურნეობაში ტვირთების შესვლა-გასვლის, დოკუმენტაციისა და მასთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების კონტროლი. შპს ,,ზ-დან” გამოთხოვილ ბოლო 6 თვის ვიდეოჩანაწერებში ზ. გ. საერთოდ არ ჩანს, რაც ცხადყოფს, რომ საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის მიღებაზე, შენახვასა და გატანაზე პასუხს აგებდნენ – შ. გ. და დ. უ., ხოლო ზ. გ. ამ პროცესში საერთოდ არ მონაწილეობდა. იგი მსჯავრდებულია მხოლოდ იმის გამო, რომ იყო შპს ,,ზ-ს” დირექტორი, ხოლო სხვა მსჯავრდებულები დასაქმებული ჰყავდა სხვადასხვა პოზიციებზე. კასატორების პოზიციით, შპს ,,ზ.“ ასრულებდა „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციას. ამავდროულად, დარღვევა, რასაც ბრალდების მხარე ედავება ზ. გ-სა და შპს ,,ზ-ს“, საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შეუსრულებლობაა და არა – დანაშაული. ერთი სამეთვალყურეო კამერის ვიდეოჩანაწერის უმნიშვნელო წყვეტა ვერ გამოდგება სოლუდურ არგუმენტად, ვინაიდან საბაჟო ტერმინალზე განთავსებულია ათეულობით ვიდეოკამერა და შეუძლებელია ტერმინალზე გადაადგილება სხვა კამერამ არ დააფიქსიროს. განსახილველ საქმეში გამოკვეთი ორჯერ მსჯავრდების საფრთხე, რამეთუ სისხლისსამართლებრივთან ერთად, შპს ,,ზ-ს“ დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაც, რომლის შედეგად, კვლავ ერიცხება ჯარიმები. ზ. გ-ს მსჯავრდებით შეიქმნა პრეცედენტი, რომ კომპანიაში დასაქმებული პირის გადაცდომის გამო, პასუხისმგებელია დიტრექტორი, რაც ეწინააღმდეგება ინდივიდუალური პასუხისმგებლობის პრინციპს. საქმეზე უკანონოდ დაინიშნა ლიკვიდატორი, რამეთუ გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, იურიდიული პირის ლიკვიდაციას ახდენს სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირი, ხოლო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაწილეობას კანონი არ ითვალისწინებს, მეტიც – გამორიცხავს. ამავდროულად, არაკანონიერი და უსამართლოა შპს ,,ზ-სათვს“ უმაღლესი სასჯელის – ლიკვიდაციის შეფარდება, რადგან ლიკვიდაციის შემდეგ იურიდიული პირი წყვეტს არსებობას, შესაბამისად, ამ სანქციის გამოსაყენებლად კანონმდებელმა დააწესა მაღალი სტანდარტი, რაც შპს ,,ზ-ს“ შემთხვევაში არ არის გამოკვეთილი, რამეთუ კომპანია დაარსებულია 2007 წელს, ხოლო ქმედებები, რომლებსაც მას ედავებიან, ჩადენილია – 2017 წლიდან. ამავდროულად, 2007-2022 წლებში შპს ,,ზ-ის“ დეკლარირებული ბრუნვა აღწევდა რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს, კომპანიას ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი აქვს რამდენიმე მილიონი ლარი, დასაქმებული ჰყავდა ათეულობით ადამიანი და ლეგალურ საქმიანობას უწევდა ასეულობით იურიდიულ პირს. შპს ,,ზ-ის“ ლიკვიდაციით ზიანი ადგება მის დამფუძნებლებს – 52,5 %-იანი წილის მფლობელ შპს ,,....“ რომლის ერთ-ერთი ბენეფიციარი მესაკუთრეა ზ. გ-ს ცოლისძმა – გ. უ., რომელიც პოლიტიკურად იდევნება ოპოზიციურ პარტიასთან – ,,...“ კავშირის გამო.

9. საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორების საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების – ზ. გ-სა და შპს „ზ-ს“ ინტერესების დამცველი ადვოკატების – შ. თ-სა და შ. კ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულების – ზ. გ-სა და შპს „ზ-ს“ მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სადავოდ არ გამხდარა და საქმის მასალებითაც დადგენი-–--, რომ შპს „ზ“ საბაჟო საწყობის საქმიანობას ეწევა 2009 წლიდან. №. საწყობზე თავდაპირველი ნებართვის ვადის გასვლის გამო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2012 წლის 3 ივლისის №. ბრძანებით გაიცა ახალი საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა, რომელშიც ბოლო ცვლილება შეტანილია საბაჟო დეპარტამენტის 2019 წლის 11 სექტემბრის №. ბრძანებით. ამავდროულად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენის 2013 წლის 7 თებერვლის №... ბრძანებით, გაიცა კიდევ ერთი №... საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა, რომელშიც ბოლო ცვლილება შეტანილია საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 18 ოქტომბრის №... ბრძანებით.

11. ასევე დავის საგანს არ წარმოადგენს, რომ ზ. გ. 2017-2021 წლებში იყო შპს „ზ-ს“ დირექტრი, რომელიც შპს-ს წესდების თანახად, ხელმძღვანელობდა საზოგადოებას, იყო ვალდებული, წარემართა შპს-ს საქმეები კეთილსინდისიერად, სათანადო კანონების, წესდების, შინაგანაწესის, აგრეთვე – პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებებისა და პარტნიორის მითითების შესაბამისად და იყო პასუხისმგებელი საზოგადოების მიმართ მისი საქმეების არაკეთილსინდისიერად გაძღოლის გამო.

12. შპს „ზ-ს“ დირექტორთან – ზ. გ-სთან გაფორმაბული შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე, შპს „ზ-ს“ სასაწყობე მეურნეობის უფროსი 2017 წლის 1 თებერვლიდან იყო დ. უ., ხოლო 2020 წლის 3 აგვისტოდან – შ. გ., რომლებიც პასუხს აგებდნენ მათთვის ჩაბარებული საწყობის საქმიანობაზე, დოკუმენტაციის სწორად წაყვანაზე, საკნების და საწყობის დალუქვაზე, კოორდინაციას უწევდნენ დაცლა/დატვირთვისა და დასაწყობების პროცესს, ასევე – განსაზღვრავდნენ ზემოაღნიშნული ღონისძიების ტარიფებს. დ. უ 2020 წლის 3 აგვისტოდან გახდა შპს „ზ-ს“ ფინანსური მენეჯერი, რომელიც ვალდებული იყო ეკონტროლებინა სასაწყობო მეურნეობაში ტვირთების შესვლა-გასვლის დოკუმენტაცია და მასთან დაკავშირებული ფინანსური საკითხები. შრომითი ხელშეკრულებების მიხედვით, შპს-ში დადგენილი იყო 5-დღიანი სამუშაო კვირა, შაბათ-კვირის, უქმე და სადღესასწაულო დღეების გარდა, ხოლო სამუშაო საათებად განსაზღვრული იყო 10:00-დან 18:00 საათამდე პერიოდი.

13. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის 2021 წლის 16 დეკემბრის №... და 2021 წლის 20 დეკემბრის №.. მომართვების, ასევე – სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 20 დეკემბრის №.. და 2022 წლის 21 იანვრის №..ბრძანებების საფუძველზე შემოწმდა შპს „ზ--ს“ საბაჟო საწყობებში (... და ...) საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ არსებული საქონლის ნაშთებისა და კომპანიის მიერ აღნიშნული საწყობების საქმიანობის სანებართვო პირობების შესრულება.

14. აღნიშნული შემოწმების ფარგლებში, ზემოხსენებულ საბაჟო საწყობებში განთავსებული საქონლის ნაშთების დათვალიერება და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსითა და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №... დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლი განხორციელდა შერჩევით შემოწმებაზე დამყარებული პრინციპით.

15. შემოწმების მიმდინარეობის დროს, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები კომპანიის უფლებამოსილი თანამშრომლების უშუალო მონაწილეობით ახდენდნენ როგორც შენობა-ნაგებობების, ასევე – დამხმარე სათავსების დალუქვასა და ლუქის ახსნას.

16. შემოწმების შედეგად ... საბაჟო საწყობში გამოვლინდა:

17. შპს „...“ კუთვნილი ფილტრიანი სიგარეტი ,,...“ ნაკლებობა, შპს „ფ.“ კუთვნილი ჩილიმის არომატის მეტობა, შპს „....“ კუთვნილი არყის ნაკლებობა, შპს „...“ კუთვნილი ქალის ჩანთის ნაკლებობა, შპს „...“ კუთვნილი ავტონაწილის მეტობა. ამასთან, საბაჟო საწყობში საერთოდ არ აღმოჩნდა შპს „...“ კუთვნილი ფილტრიანი სიგარეტი – „....“ და შპს „...“ კუთვნილი ფილტრიანი სიგარეტი – „...“.

18. ასევე, საწყობში განთავსებული საქონლის დათვალიერების დროს, გამოვლინდა შემდეგი დასახელებების არადეკლარირებული საქონელი: სატვირთო ავტომობილის საბურავები, მსუბუქი ავტომობილის საბურავები და არაყი: „Elit Vodka“, „Moskovskaya“ და „Stolichnaya”.

19. საწყობის შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ დარღვეული იყო საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №... დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულება – „დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისათვის დადგენილი პირობები და შეასრულოს საბაჟო ორგანოს მოთხოვნები“. კერძოდ, ამავე ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საბაჟო საწყობისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის, ასევე – მიწის ნაკვეთის კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით შედგენილი დეტალურ სიტუაციურ გეგმასა (ნახაზსა) და ტექნოლოგიურ სქემაზე დატანილი მონაცემები, შემოწმების პერიოდში, არ დაემთხვა რეალურად არსებულს. კონკრეტულად: 1) ადმინისტრაციული შენობიდან (რომელიც განთავსებულია საბაჟო კონტროლის ზონის გარეთ) საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე შესასვლელი/გასასვლელი კარი არის დამონტაჟებული საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად და არ არის დატანილი ტექნოლოგიურ სქემაზე; 2) საბაჟო საწყობში განთავსებული შენობა-ნაგებობა №--ის (შესასვლელიდან მარცხნივ №- საწყობი) ტერიტორია არ შეესაბამება ნახაზზე არსებულ პარამეტრებს და გაზრდილია მომიჯნავე არასაბაჟო ტერიტორიის ხარჯზე საბაჟო ორგანოსთან შეთანხმების გარეშე. ამასთან, საწყობის მიერ თვითნებურად გაზრდილ საბაჟო ტერიტორიაზე ფიქსირდება მომიჯნავე არასაბაჟო ტერიტორიაზე გასასვლელი კარი.

20. საბაჟო საწყობში დარღვეულია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №--- დადგენილებით განსაზღვრული ინსტრუქციის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი ვალდებულება – „საბაჟო საწყობის ტერიტორია უნდა იყოს ერთიანი და შემოსაზღვრული იმდაგვარად, რომ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ამ ტერიტორიაზე შეტანა/ტერიტორიიდან გატანა შესაძლებელი იყოს მხოლოდ ამისათვის სპეციალურად მოწყობილი ერთი ან რამდენიმე დამოუკიდებელი შესასვლელის და გასასვლელის საშუალებით“. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული საბაჟო საწყობის კონტროლის ზონა მომიჯნავე არასაბაჟო ტერიტორიებისაგან (მათ შორის, აღნიშნულ საწყობსა და ... საბაჟო საწყობს შორის ასებული არასაბაჟო ტერიტორია), ხშირ შემთხვევებში, გამოყოფილია თოკით/მავთულით ან დაბალი ბეტონის ფილებით. ამასთანავე, აღნიშნული საწყობის (...) შესასვლელ/გასასვლელი კარიდან, ამავე საწყობის საბაჟო კონტროლის ზონისა და არასაბაჟო ტერიტორიის გავლით, საქონლის შეტანა/გატანა ხდება ... საბაჟო საწყობის კონტროლის ზონაში/ზონიდან და მის მიმდებარედ არსებულ არასაბაჟო ტერიტორიაზე/ტერიტორიიდან (კომერციული საწყობის დახურული შენობა) საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებასთან დაკავშირებული საბაჟო ფორმალობების დარღვევით.

21. შემოწმების შედეგად, ასევე, გაირკვა, რომ, რიგ შემთხვევებში, შპს „ზ.“ კომერციული მიზნებით ახდენდა, როგორც საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული, ასევე – საქართველოში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების აღნიშნული საბაჟო საწყობის ან მისი გავლით არასაბაჟო (კომერციულ) ტერიტორიაზე განთავსებას, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დარღვევით, საბაჟო ორგანოსთან ყოველგვარი შეთანხმებისა და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების შესვლა/გასვლასთან დაკავშირებული აღრიცხვიანობის წარმოების გარეშე. კერძოდ, შემოწმების დროს აღნიშნულ ტერიტორიებზე განთავსებული იყო სატრანსპორტო საშუალებები სარეგისტრაციო ნომრებით: H------, H------, H------, H------, R------ და I------------- (გამწევი/მისაბმელი).

22. შემოწმების დროს შერჩევით დათვალიერდა სანებართვო მოწმობებით განსაზღვრული ვიდეოკამერების ჩანაწერები. შედეგად, საწყობის შესასვლელ/გასასვლელსა და საქონლის დათვალიერების, ასევე – გადატვირთვა/გადმოტვირთვის ადგილებში განთავსებული ვიდეოკამერებით განხორციელებულ ჩანაწერებზე, 2021 წლის 3 ნოემბრის 13:01 საათიდან 13:06 საათამდე პერიოდში, ასევე – 2021 წლის 4 ნოემბრის 08:31 საათიდან 08:37 საათამდე პერიოდში დაფიქსირდა წყვეტები, რაზედაც შპს „ზ-ს“ საბაჟო ორგანოში არ წარუდგენია შესაბამისი ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით.

23. შემოწმების შედეგად ... საბაჟო საწყობში გამოვლინდა:

24. შპს „ზ.“ კუთვნილი ფილტრიანი სიგარეტის „....“, „....“ და შპს „...“ კუთვნილი ჩილიმის არომატული თამბაქოს ნაკლებობა. საბაჟო ზონაში ფიზიკურად არ აღმოჩნდა საბაჟო საწყობის პროცედურაში დეკლარირებული შპს „....“ კუთვნილი ფილტრიანი სიგარეტი „T“.

25. ასევე, საწყობში განთავსებული საქონლის დათვალიერების შედეგად გამოვლინდა აქციზური მარკების გარეშე არსებული არადეკლარირებული სიგარეტი „...“, ფილტრიანი სიგარეტი „...“, ფილტრიანი სიგარეტი „.....“, სიგარეტები: „..." და „...“.

26. საწყობის შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ დარღვეული იყო საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №--- დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ვალდებულება: „დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისათვის დადგენილი პირობები და შეასრულოს საბაჟო ორგანოს მოთხოვნები“. კერძოდ, ამავე ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საბაჟო საწყობისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის ან/და ასაშენებელი შენობა-ნაგებობის, მიწის ნაკვეთის კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით შედგენილი დეტალურ სიტუაციურ გეგმისა (ნახაზისა) და ტექნოლოგიურ სქემაზე დატანილი მონაცემების შემოწმების პერიოდში არ დაემთხვა რეალურად არსებულს. კონკრეტულად, საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე არსებულ დახურულ შენობაში/შენობიდან საქონლის შეტანა/გატანა გარდა სიტუაციურ გეგმასა და ტექნოლოგიურ სქემაზე აღნიშნული კარისა, ასევე, ხდებოდა ჩრდილოეთის მხრიდან კონტროლის ზონის გარეთ განთავსებული შესასვლელ/გამოსასვლელი კარისა და მისი მიმდებარე არასაბაჟო ტერიტორიის გავლით.

27. საბაჟო საწყობში დარღვეული იყო საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №--- დადგენილებით განსაზღვრული ინსტრუქციის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი ვალდებულება – „საბაჟო საწყობის ტერიტორია უნდა იყოს ერთიანი და შემოსაზღვრული იმდაგვარად, რომ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ამ ტერიტორიაზე შეტანა/ტერიტორიიდან გატანა შესაძლებელი იყოს მხოლოდ ამისათვის სპეციალურად მოწყობილი ერთი ან რამდენიმე დამოუკიდებელი შესასვლელის და გასასვლელის საშუალებით“. კერძოდ, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული საბაჟო საწყობის კონტროლის ზონა მომიჯნავე არასაბაჟო ტერიტორიებისაგან (მათ შორის ზემოაღნიშნულ საწყობსა და ... საბაჟო საწყობს შორის ასებული არასაბაჟო ტერიტორია) ხშირ შემთხვევებში გამოყოფილი იყო თოკით/მავთულით ან დაბალი ბეტონის ფილებით. ამასთანავე, აღნიშნულ საწყობში/საწყობიდან საქონლის შეტანა/გატანა ნაცვლად ამისთვის გამოყოფილი სპეციალური შესასვლელის/გასასვლელისა, ხდება ... საბაჟო საწყობისა და აღნიშნულ საწყობებს შორის განთავსებული არასაბაჟო ტერიტორიის გავლით.

28. შემოწმების დროს ასევე შერჩევით დათვალიერდა სანებართვო მოწმობებით განსაზღვრული ვიდეოკამერების ჩანაწერები, რა დროსაც, საწყობის შესასვლელ/გასასვლელსა და საქონლის დათვალიერების, ასევე – გადატვირთვა/გადმოტვირთვის ადგილებში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერებზე: 2021 წლის 4 ნოემბრის 08:32 საათიდან 08:38 საათამდე პერიოდში დაფიქსირდა წყვეტები, რაზედაც შპს „ზ-ს“ საბაჟო ორგანოში არ წარუდგენია შესაბამისი ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით.

29. ადგილმდებარეობის დათვალიერების შედეგად დადასტურდა, რომ N... საბაჟო საწყობის №- დახურულ საწყობში ტიხრით ერთმანეთისგან გაყოფილი იყო ერთ სივრცეში მოთავსებული საბაჟო და არასაბაჟო ზონები. თუმცა, ტიხრის კარი იყო ღია, რაც იძლეოდა სივრცეებში დაუბრკოლებლად გადაადგილების შესაძლებლობას. აღნიშნულ ზონებში განთავსებული იყო შპს „....“ განუბაჟებელი საქონელი. აღსანიშნავია, რომ არასაბაჟო ზონის დასავლეთის კედელს გააჩნდა ორფრთიანი კარი, ხოლო თავად ზონას უყურებდა 2 სამეთვალყურეო კამერა, რომლებიც, ზ. გ-ს განმარტებით, იყო მწყობრიდან გამოსული და უფუნქციო.

30. №- და №- საწყობებს შორის არსებული საბაჟო ზონის დასავლეთის ნაწილის საზღვარი, რაც ასახულია ტექნოლოგიურ ნახაზზე, რეალურად იყო ღია და შეღწევადი.

31. №- და №- საწყობებს შორის არსებული საბაჟო კონტროლის ზონის საზღვარი არასაბაჟო კონტროლის ტერიტორიიდან გამოყოფილი იყო მავთულებითა და თოკებით. ამასთან, აღნიშნული არასაბაჟო ტეროტირია და ღია საბაჟო საწყობს შორის არსებული საზღვარი №- და №-- საწყობების მიმდებარედ ერთმანეთისგან გამოყოფილი იყო მეტალის კონსტრუქციით, რომელიც იდო ასფალტის ზედაპირზე და რომლის გადაადგილებაც მარტივად იყო შესაძლებელი.

32. ტექნოლოგიური ნახაზის მიხედვით, საბაჟო საწყობის საზრვარი იყო №.. დახურული საწყობის შენობის კარის მარცხენა ფრთის მოპირდაპირედ, სადაც მთავრდება N..საბაჟო საწყობი, თუმცა ფიზიკურად მიმდებარე ტერიტორიაზე არანაირი ტიხარი არ არსებობდა.

33. N.... საწყობის ჩრდილოეთით მდებარეობს N... საწყობი, რომელთა შორისაც არსებული სივრცე წარმოადგენდა არასაბაჟო ტერიტორიას.

34. N.... საწყობი არის მხოლოდ ერთი დახურული საბაჟო საწყობი №-, რომელსაც აქვს ერთი დამხმარე შენობა-ნაგებობა. ტექნოლოგიური ნახაზის მიხედვით, დამხმარე ნაგებობის ნაწილი და ასევე – ძირითადი საწყობის ნაწილი არის არასაბაჟო ზონა, ანუ, №- საწყობი შედგება, როგორც საბაჟო, ასევე – არასაბაჟო ზონებისგან.

35. საინჟინრო ექსპერტიზის №.დასკვნის თანახმად, სიტუაციური და ტექნიკური ნახაზის მიხედვით, ნახაზზე დატანილი საბაჟო და არასაბაჟო ზონების მიჯნები ნაწილობრივ შეესაბამებოდა ფაქტობრივ მონაცემებს. შპს „ზ-ს“ დახურულ საბაჟო საწყობ №--ში არსებული სხვადასხვა ზომის ყუთებში ჩალაგებული შპს „...“ საქონელი განთავსებული იყო, როგორც ნახაზის მიხედვით დადგენილ საბაჟო კონტროლის ზონაში, ასევე – არასაბაჟო ზონაში. შპს „ზ-ს“ დახურულ საბაჟო საწყობ №--ში შესასვლელიდან მარცხენა მხარეს, საბაჟო კონტროლის ზონის მიჯნიდან,, დაახლოებით, 10 მეტრში არასაბაჟო ზონაში განთავსებული სიგარეტი – „T...“ – არ იყო მოთავსებული საბაჟო კონტროლის ზონაში.

36. მოწმე ნ. ხ-ს განმარტებით, რომელმაც შეადგინა შპს ,,ზ-ს” ტექნოლოგიური და სიტუაციური ნახაზები, საწყობის მთელი ტერიტორია აზომა და ნახაზზე ყველა აღნიშვნა და არაღნიშვნა შეასრულა შპს ,,ზ-ს” დირექტორ – ზ. გ-სთან შეთანხმებით, თუმცა ბეჭდით დაადასტურა მხოლოდ №- საწყობის ნახაზი, ხოლო დანარჩენი ტერიტორიის უბეჭდო ,,PDF” ფორმატის ნახაზი გადასცა შპს „ზ-ს“ წარმომადგენელს. შპს „...“ თანამშრომლის – ა. ს... განმარტებით კი, ტექნოლოგიური ნახაზის შედგენის მიზნით, შპს „ზ-ს“ წარმომადგენელმა მიუტანა ,,PDF” ფორმატის ნახაზი, რომელზეც დამკვეთის მითითებითვე დაამატა რამდენიმე ვიდეკამერის აღნიშვნა და ისე მოაწერა ნახაზს ხელი, რომ საბაჟო საწყობის ტერიტორია ფიზიკურად არ უნახავს.

37. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის არასატარიფო კონტროლის სამმართველოს უფროსის – ზ. მ. განმარტების თანახმად, საქართველოს მთავრობის №--- დადგენილების შესაბამისად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია, შეამციროს ან გაზარდოს საბაჟო საწყობის ტერიტორია, ასევე – ცვლილებები შეიტანოს საბაჟო საწყობის სიტუაციურ და ტექნიკურ ნახაზებში, რაც აუცილებლად უნდა შეათანხმოს საბაჟო დეპარტამენტთან, თუმცა შპს „ზ-ს“ რაიმე სახის განცხადება გაცემულ ნებართვებთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებების შესახებ საბაჟო დეპარტამენტისათვის არ წარუდგენია.

38. 2022 წლის 24 მარტის თემატური შემოწმების დასკვნის მიხედვით, 2017 წლის 1 ნოემბრიდან 2021 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდში, სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებული საქმიანობის შედეგად, შპს „ზ-ს“ შემოსავლის სახით სულ მიღებული აქვს – 4 443 433 ლარი.

39. 2022 წლის 21 მარტის სასაქონლო ექსპერტიზის №.... დასკვნის თანახმად, არასაბაჟო ზონაში გადატანილი სიგარეტ „...” საბაზრო ღირებულება შეადგენს – 571 304 ლარს.

40. 2022 წლის 8 მარტის სასაქონლო ექსპერტიზის №... დასკვნის მიხედვით, დეკლარაციის თანახმად რეექსპორტზე გატანილი, თუმცა რეალურად შპს „ზ-ს“ საბაჟო საწყობში არსებული სიგარეტების საბაჟო ღირებულება შეადგენდა – 30 636,9 ლარს, ხოლო საბაზრო ღირებულება – 184 131,2 ლარს.

41. ამდენად, უტყუარად დგინდება, რომ შპს „ზ-ში“ სანებართვო პირობების დარღვევას თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ხოლო სახელმწიფოს ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი, შპს „ზ-ს“ ტერიტორიაზე უკანონოდ ინახებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმი აქციზური მარკის გარეშე, ასევე – დეკლარაციის მიხედვით, რეექსპორტზე გატანილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თამბაქოს ნაწარმი.

42. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, თითქოსდა ზ. გ. მხოლოდ შპს ,,ზ-ს“ დირექტორობისთვისაა მსჯავრდებული და მან არაფერი იცოდა შპს-ში ჩადენილი ეკონოკიკური დანაშაულების შესახებ, რადგან საპირისპიროს მტკიცება გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებებიდან, რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას ზ. გ-სა და შპს ,,ზ-ს“ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:

43. მსჯავრდებულ შ. გ-ს ჩვენებით დასტურდება, რომ შპს „ზ-ს“ საწყობებში ტვირთის მიღება, მომსახურება, ანგარიშსწორება, განლაგება და ყველა სხვა მოქმედება ყოველთვის შეთანხმებული იყო ზ. გ-სთან, რომელიც პირადად ესწრებოდა ხოლმე ტვირთის მიღებისა და გაშვების პროცესს, ასევე – იღებდა ინფორმაციას ტერმინალის ტერიტორიაზე შემსვლელი ყველა პირის შესახებ. ზ. გ-სთან არაერთხელ უსაუბრია საბაჟოზე არსებულ ინფრასტრუქტურულ დარღვევებთან დაკავშირებით, თუმცა საბაჟო და არასაბაჟო ზონების კანონით დადგენილ რეგულაციებში მოსაქცევად არაფერი გაუკეთებიათ, პირიქით – №- საწყობის საბაჟო და არასაბაჟო ზონები ისე ჰქონდათ გამიჯნული, რომ დაბრკოლების გარეშე შეიძლებოდა ტვირთის საბაჟო ზონიდან არასაბაჟო ზონაში გადატანა და კამერების თვალთახედვის არეალს მიღმა საქონლის ჩატვირთვა, ხოლო №- დახურულ საწყობში მისასვლელად, ნაცვლად იქვე არსებული №- ჭიშკრისა, იმპორტიორებს აძლევდნენ საშუალებას ესარგებლათ №- საწყობთან არსებული ჭიშკრით, რითაც არღვევდნენ საბაჟო ზონებს. ზ. გ-სთან შეთანხმებით, საბაჟო საწყობებში სამუშაო პროცესი გრძელდებოდა სამუშაო დღის დასრულების შემდეგაც. სიგარეტი – „N...“ – №- საწყობში მიღებისას სრულად შეესაბამებოდა საბაჟო დეკლარაციაში მითითებულ მონაცემებს, თუმცა მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ 60 ყუთი, რომელიც საბაჟო დეკლარაციის მიხედვით, გატანილი უნდა ყოფილიყო რეექსპორტზე, ისევ საბაჟო საწყობში ელაგა, რაც შეატყობინა დ. უ-ს, თუმცა საბაჟო დეპარტამენტისათვის არ უცნობებიათ. №- საწყობის საბაჟო კონტროლის ზონაში მოთავსებული სიგარეტი – „...“, მიუხედავად იმისა, რომ ხელს არ უშლიდა სხვა ტვირთების განლაგებას, ზ. გ-ს მითითებით, გადაიტანა ამავე საწყობის არასაბაჟო ზონაში, რომელიც არ კონტროლდებოდა ვიდეოკამერებით. ზ. გ-სვე მითითებით აიტანა შპს „ზ.“ კუთვნილი სიგარეტი №- დახურული საწყობიდან, სადაც დეკლრაციის მიხედვით უნდა ყოფილიყო, №- დახურულ საწყობში. ზ. გ-სთან იყო ასევე შეთანხმებული – შპს „ნ-----“ განუბაჟებელი საქონლის განთავსება საწყობის არასაბაჟო ზონებშიც, სადაც საბაჟო ზონისგან განსხვავებით, ვიდეოკამერები ძირითადად გამორთულია. მის შეკითხვებზე, თუ რატომ იქცეოდნენ ასე, ზ. გ. პასუხობდა, რომ შეესრულებინა ხელმძღვანელობის მითითებები. ზ. გ-ს მითითებით, იგი უნდა ყოფილიყო №- საწყობში და ეკონტროლებინა დეკლარაციები და საერთოდ არ უნდა ასულიყო №- საწყობში, სადაც ძირითადად სიგარეტები ელაგა და დ. უ. კურირებდა. 2021 წლის შემოდგომაზე, როდესაც განუბაჟებელი კერამიკული საქონლით დატვირთული ავტომანქანა, ლუქის ახსნის შემდეგ, დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე შევიდა №- დახურულ საწყობში, საიდანაც სიგარეტების ყუთებით დატვირთული ცდილობდა დაეტოვებინა ტერიტორია არასაბაჟო ზონაში არსებული ჭიშკრის გავლით, იგი დაუკავშირდა დ. უ-ს, რომელმაც უთხრა, რომ ყველაფერი რიგზე იყო, ხოლო მომდევნო დღეს ყველაფერი შეატყობინა ზ. გ-ს. შპს „ზ-თან“ დაკავშირებული ყველა მისი მოქმედება შეთანხმებული იყო ზ. გ-სთან.

44. კასატორების მითითებით, შ. გ-ს პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემულ ჩვენებას არასანდო მტკიცებულებად აქცევს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მასთან საპროცესო შეთანხმების დადების ფაქტი, რაზეც საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თანაბრალდებულის ჩვენების გამოყენება შეუთავსებელი არ არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებთან, მითუფრო, როდესაც ეს ჩვენება დასტურდება სხვა მტკიცებულებებით და დაცვის მხარეს მიეცა გონივრული შესაძლებლობა, ჯვარედინი დაკითხვით შეემოწმებინა მათი სანდოობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე: Luca v. Italy, no 33354/96, § 40-41). დაცვის მხარის არგუმენტებთან მიმართებით, რომ შ. გ-ს ჩვენება მოტივირებული იყო ბრალდების მხარის მიერ მასთან დადებული საპროცესო გარიგებით, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პოზიციაზე უპირატესობით სარგებლობის სანაცვლოდ მიცემული ჩვენების გამოყენებისადმი ფრთხილი მიდგომის საჭიროების შესახებ. იმავდროულად, ასეთი ჩვენებების გამოყენება თავისთავად არ არის საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ სამართალწარმოების პროცესი უსამართლოდ იქნეს მიჩნეული (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia, no 9043/05, § 90-92; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე: Scoppola v. Italy (No. 2), [GC], no 10249/03, § 135). ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ, განსახილველ შემთხვევაში, ზ. გ-ს მსჯავრდებას საფუძვლად დაედო შ. გ-ს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით მიცემული ჩვენება, რომელიც სასამართლომ შეაფასა გულისხმიერად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების კვალდაკვალ და დამაჯერებლად მიიჩნია, რადგან, მათ შორის, დასტურდება სხვა ნეიტრალური მტკიცებულებებით. ამასთან, დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდების მხარესთან თანაბარ პირობებში, ჯვარედინად დაეკითხა თანაბრალდებული და გამოეკვლია ყველა ის მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო ზ. გ-ს მსჯარდებას. შ. გ-ს ჩვენების სანდოობის შეფასებისას მნიშვნელოვანია, რომ იგი პირველი ინსტანციის სასამართლოშივე ამხელდა ზ. გ-ს ჯგუფურად დანაშაულების ჩადენაში, თუმცა სამართალწარმოების იმ ეტაპზე მას მსჯავრი დაედო და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია საქმის არსებითი განხილვის შედეგად, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს დაცვის მხარის მტკიცებას შ. გ-სთან ზ. გ-ს მამხილებელი ჩვენების სანაცვლოდ გარიგების თაობაზე.

45. შპს „ზ-ში“ სხვადასხვა თანამდებობებზე დასაქმებული პირების – ზ. დ-ს, ს. მ-ს, ზ. კ-ს, რ. გ-ს, მ. ხ-ს, ლ. ი-ს, ნ. მ-ს, თ. ქ-ს, ჯ. კ-სა და კ. ბ-ს განმარტებით, შპს „ზ-ს“ დირექტორი – ზ. გ. სისტემატურად ათვალიერებდა ტერმინალის ტერიტორიასა და დახურულ საბაჟო საწყობებს. ამავდროულად, ს. მ-მ, ზ. კ-მ და რ. გ-მ დაადასტურეს, რომ №- დახურულ საწყობში ავტომანქანები ნაცვლად საამისოდ განკუთვნილი №- ჭიშკრისა, მიდიოდნენ ადმინისტრაციულ შენობასთან არსებული ცენტრალური ჭიშკრის გავლით, ხოლო ზ. დ-მ დაადასტურა 2021 წლის შემოდგომაზე შ. გ-ს ჩვენებაში ნახსენები საეჭვო ტრაილერის საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე შესვლისა და ლუქის ახსნის ფაქტი, ისევე, როგორც – საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე კამერების ჩანაწერების წყვეტა, რასაც არ ატყობინებდნენ საბაჟო დეპარტამენტს..

46. იმპორტიორებმა – შპს „...“ დირექტორმა – ლ. ხ-მ, შპს „...“ დირექტორმა – ლ. კ-მ, შპს „...“ დირექტორმა – ი. თ-მ, შპს „...“ დირექტორმა – პ. მ-მ , შპს „....“ დირექტორმა – ვ. თ-მ, შპს „...“ დირექტორმა – ფ. ს-მ, შპს „....“ დირექტორმა – ს. ს-მ დაადასტურეს, რომ დასაწყობების პირობებთან და ტარიფებთან, ასევე – ტვირთის გატანასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები ძირითადად ჰქონდათ ზ. გ-სა და დ. უ-სთან, ხოლო მათი კუთვნილი საქონლის შემოწმების შედეგად აღმოჩენილ დანაკლისთან დაკავშირებით – არაფერი იცოდნენ.

47. შპს „...“ წარმომადგენლების – დ. ო-სა და გ. ლ-სა, ასევე – ბროკერ ი. დ-ს ჩვენებების მიხედვით, შპს „დ. „N...“, „G...”, „C...” და „T...“ მარკის უაქციზო სიგარეტების შპს „ზ-ს“ №- დახურული საწყობის საბაჟო ზონაში მოთავსების შემდეგ, სიგარეტის რეექსპორტზე გატანისას, მიმღები ინდური კომპანიისგან შეიტყვეს, რომ აკლდათ 60 ყუთამდე სიგარეტი. რეექსპორტზე გასაგზავნი სიგარეტების საწყობის უკანა მხრიდან ჩატვირთვის პროცესს ხელმძღვანელობდა დ. უ. საბაჟო ტერმინალში მოთავსებული სიგარეტ „...“ გადაადგილების თაობაზე ნებართვა შპს „....“ თანამშრომლებს არ გაუციათ.

48. შპს „....“ დირექტორის – კ. ჭ-სა და ფაქტობრივი მმართველის – გ. ნ. ჩვენებებით დასტურდება, რომ შპს „...“ რომელიმე თანამშრომელს შპს ,,ზ-ს” საბაჟო ტერმინალში დასაწყობებული სიგარეტების: „...“, „...“, „...“ და „...“ საბაჟო საწყობში გადაადგილება არ მოუთხოვია და არც ამის ნებართვა გაუცია.

49. შპს „....“ დირექტორის – ლ. ვ. ჩვენებით დგინდება, რომ დ. უ-სთან მოლაპარაკების შედეგად, შპს „ზ-ს“ ტერმინალში დასაწყობებული 430 ყუთი ფილტრიანი სიგარეტი „....“ საბაჟო საწყობში გადაადგილება არ მოუთხოვია და არც ამის ნებართვა გაუცია.

50. ე. ნ. და ლ. ყ-ს ჩვენებებით ირკვევა, რომ შპს ,,...“ უფლებამოსილ პირებს, რომლებსაც ზ. გ-სთან შეთანხმებით, ნაქირავები ჰქონდათ შპს „ზ-ს“ №- დახურული საწყობი, ასევე – პერიოდულად ქირაობდნენ №- და №- დახურულ საწყობებს, არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ შპს „ზ-ს“ საბაჟო საწყობი შედგებოდა საბაჟო და არასაბაჟო ზონებისგან, შესაბამისად, 5 წლის განმავლობაში ტერმინალის ხელმძღვანელობა ისე ასაწყობებდა არასაბაჟო ზონაში შპს ,,ნ.“ განუბაჟებელ ტვირთს, რომ კომპანიამ ამის შესახებ არაფერი იცოდა.

51. შპს ,,ზ-ს“ ტერიტორიიდან საბაჟო კონტროლის გვერდის ავლითა და მისგან მალულად სხვადასხვა დასახელების თამბაქოს ნაწარმის გადმოტანისა და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მომზადებასთან დაკავშირებით, საყურადღებოა მოწმე ლ. ყ-ს განმარტება, რომელმაც დაადასტურა, რომ დ. უ--მ ნიმუშად აჩვენა ერთი კოლოფი სიგარეტი და აინტერესებდა, თუ შეძლებდა მის რეალიზაციას, რის გასარკვევადაც იგი დაუკავშირდა მ. ძ-ს, რომელმაც უაქციზო სიგარეტთან დაკავშირებულ გარიგებაზე სასტიკი უარი განაცხადა. უაქციზო სიგარეტის რეალიზაციასთან დაკავშირებით, ლ. ყ-სთან კომუნიკაციის ფაქტი დაადასტურა მ. ძ-მ და დამატებით აღნიშნა, რომ დ. უ-ს ლ. ყ–თან ერთად შეხვდა შპს „ზ-ს“ ტერიტორიაზე, იმის გამოსარკვევად, აინტერესებდა თუ არა სიგარეტის რეალიზაცია, რაზეც დ. უ-ს უარი უთხრა. ამას ცხადყოფს მათი მობილური ტელეფონებიდან გამოთხოვილი სანიმუშო უაქციზო სიგარეტის ფოტოსურათიც. მოწმე ე. ი-სა და მ. ს-ს ჩვენებებით დგინდება, რომ 2021 წელს, ახალი წლის შემდეგ პერიოდში, გ. ნ თხოვნით შპს „ზ-ს“ საბაჟო ტერმინალიდან დაულუქავი სატვირთო ავტომანქანით, დოკუმენტაციის გარეშე წამოიღეს 70 ყუთამდე სიგარეტი, რომლის ჩატვირთვის პროცესს ხელმძღვანელობდა დ. უ. ავტომანქანა დატოვეს ტ-ში, სადაც დახვდათ მხოლოდ 9 ყუთი უაქციზო, ფილტრიანი სიგარეტი „....“, რომელიც ე. ი-მ შეინახა ფარეხში, საიდანაც 5 ყუთი – 3 750 ლარის სანაცვლოდ, გაატანა ეროვნებით აზერბაიჯანელ პირს, ხოლო აღებული თანხა გადასცა გ. ნ-ს. აზერბაიჯანელი პირი დააკავეს, ხოლო მისი ფარეხის ჩრეკის შედეგად ამოიღეს დარჩენილი 4 ყუთი სიგარეტი. ამავდროულად, დ. უ-ს მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ცხადყოფს, რომ მას არეართ პირებთან ჰქონდა კომუნიკაცია სიგარეტების სახეობებთან, რაოდენობასთან, ფასსა და რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ხოლო მობილური ოპერატორებისაგან გამოთხოვილი დეტალური ინფორმაციითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ინფორმაციით ირკვევა, რომ ორი პირი, რომლებიც ზ-ს ტერიტორიაზე ფიქსირდებიან: 25.10.2021 წელს, 22.11.2021 წელს, 04.12.2021 წელს, 23.09.2021 წელს, 07.10.2021 წელს და 13.10.2021 წელს, არიან ბრალდებულები, ხოლო ჩატარებული ჩხრეკის შედეგად მათგან ამოღებულია „N...“ და „G...“ მარკის სიგარეტები, რომელთა სერიული ნომრები რიგ შემთვევაში არის იდენტური, ხოლო შტრიკოდებს შორს ბოლო 2 ციფრში არის სხვაობა. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაფორმების მონიტორინგის სამმართველოს უფროსმა – მ. ქ-მ დაადასტურა, რომ შეუძლებელია უაქციზო, არაქართული წარმოების სიგარეტის საქართველოს ბაზარზე ლეგალურად მიმოქცევაში გაშვება.

52. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორების მტკიცებას, რომ ზ. გ-ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა მხოლოდ იმის გამო, რომ იყო შპს ,,ზ-ს“ დირექტორი და მან არაფერი იცოდა შპს-ს ეკონომიკური დანაშაულების შესახებ, არ აქვს ფაქტობრივი გამართლება, რადგან, ერთი მხრივ, ზ. გ-ს თანაბრალდებულებმა – დ. უ-მ და შ. გ-მ, სამართალწარმოების სხვადასხვა ეტაპზე დაადასტურეს ზ. გ-სთან ბრალადშერაცხილი დანაშაულების ჯგუფურად ჩადენა, ხოლო, მეორე მხრივ, შპს ,,ზ-ში“ სხვადასხვა თანამდებობებზე დასაქმებულ და სხვადასხვა იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლების განმარტებები ცხადყოფს, რომ სწორედ ზ. გ უთანხმდებოდა შპს-სთან მოთანამშრომლე სუბიექტებს ურთიერთობის პირობებზე, რომელიც სისტემატურად აკონტროლებდა ტერმინალის ტერიტორიას და, შესაბამისად, ცალსახად იცოდა საბაჟო საწყობებში არსებული აშკარა დარღვევების შესახებ.

53. სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის მითითებასთან დაკავშირებით, რომ სიგარეტი „...“ ნაწილი, სამუშაო პროცესში მუშებმა შემთხვევით გადაიტანეს დროებით საბაჟო კონტროლის ზონიდან 10 მეტრის დაშორებით, ისე, რომ სიგარეტი არ გასულა საბაჟო საწყობის შენობიდან, არ ინახებოდა სამალავში და, შესაბამისად, არ იკვეთება განზრახი დანაშაულის ნიშნები, მართებულად აღნიშნა, რომ საპირისპიროს ადასტურებს მსჯავრდებულ შ. გ-ს ჩვენება, რომ სიგარეტი „...“, როგორც საბაჟო პროცედურებს დაქვემდებარებული საქონელი, თავდაპირველად მოთავსებული იყო №- საწყობის საბაჟო კონტროლის ზონაში, თუმცა, ზ. გ-ს უშუალო მითითებით, გადაიტანა ამავე საწყობის არასაბაჟო ზონაში, რომელიც არ კონტროლდებოდა კამერებით, ხოლო მოწმეების – დ. ო-სა და გ. ლ-ს ჩვენებებით დადგენილია, რომ შპს „ზ-ს“ საბაჟო საწყობში თავდაპირველად მოთავსდა სიგარეტების სწორედ საბაჟო დეკლარაციაში მითითებული რაოდენობა, თუმცა სიგარეტის რეექსპორტზე გატანის შემდეგ აღმოჩნდა დანაკლისი. უაქციზო სიგარეტის საბაჟო კონტროლის ზონის მიღმა, თუნდაც 10 მეტრის დაშორებით აღმოჩენის ფაქტი, წარმოადგენს საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვას და მისი საბაჟოს ტერიტორიაზე არსებობა ვერ მოაქცევს ამ ქმედებას კანონის ფარგლებში.

54. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორების მითითებას, რომ ზ. გ-სა და შპს ,,ზ-სათვის“ შერაცხილ ქმედებაში შესაძლოა, იკვეთებოდეს საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა – საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა და არა – სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული – სამეწარმეო საქმიანობა სანებართვო პირობების დარღვევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ან რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – რამეთუ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამ კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში, თუ ეს დარღვევები, თავიანთი ხასიათით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ იწვევენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მიზნებისათვის ადმინისტრაციულ გადაცდომად ითვლება საბაჟო საწყობის საქმიანობის პუნქტის მიერ სანებართვო პირობების დარღვევა, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მიზნებისათვის, დანაშაულია – სამეწარმეო საქმიანობა სანებართვო პირობების დარღვევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ან რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც კუმულაციურად არის გამოკვეთილი განსახილველ შემთხვევაში, რამეთუ შპს ,,ზ-ს“ მიერ საქმიანობის პირობების დარღვევას თან ახლდა დიდი ოდენობით – 4 443 433 ლარის – შემოსავლის მიღება, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს კი მიადგა 978 004 ლარის ზიანი. ასევე დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა კასატორების მიერ გაცხადებული ეჭვები, შპს ,,ზ-ს” ორმაგი მსჯავრდების რისკებთან დაკავშირებით, რადგან სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ შპს ,,ზ-ს“ შესაძლოა, ერთი და იმავე ქმედებისათვის დაეკისროს, როგორც სისხლისსამართლებრივი, ასევე – ადმინისტრაციულსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

55. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო ექსპერტიზასთან დაკავშირებით დაცვის მხარის პრეტენზიასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, აღნიშნავს, რომ საექსპერტო კვლევის ჩამტარებელი ორგანოს მიერ აქციზიანი საქონლის საბაჟო ღირებულების დასადგენად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის მიმართვას საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ აქციზის ოდენობის დადგენა სწორედ შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის სფეროა, ხოლო, მეორე მხრივ, საკვლევი ობიექტების ვარგისიანობასთან დაკავშირებით გამოთქმული ეჭვების გამო, კვლავაც იმეორებს, რომ ბრალდების მხარის მიერ კონკრეტული საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებების ჩაუტარებლობა ან არასრულყოფილად ჩატარება, იმთავითვე ვერ შეფასდება მსჯავრდებულის გამამართლებელ მოცემულობად, ვინაიდან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე პროცესი მიმდინარეობდა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, დაცვის მხარეს ჰქონდა ბრალდების მხარესთან თანასწორი შესაძლებლობა, თავად ეზრუნა სასამართლოსათვის წარსადგენი მტკიცებულებების მოცულობაზე და თავად ჩაეტარებინა სასურველი ალტერნატიული კვლევა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში, თუკი ეს გაამყარებდა თავის და გააქარწყლებდა საპროცესო მოწინააღდეგის პოზიციას (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება №970აპ-21 საქმეზე, პუნქტი 8).

56. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორების მითითებას, რომ ერთი სამეთვალყურეო კამერის ვიდეოჩანაწერის უმნიშვნელო წყვეტა ვერ გამოდგება სოლიდურ არგუმენტად, ვინაიდან საბაჟო ტერმინალზე განთავსებულია ათეულობით ვიდეოკამერა და შეუძლებელია ტერმინალზე გადაადგილება სხვა კამერამ არ დააფიქსიროს, ვინაიდან საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №... დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლი წარმოებდა შერჩევით შემოწმებაზე დამყარებული პრინციპით და სწორედ შერჩევითი დათვალიერების შედეგად იქნა გამოვლენილი ვიდეოჩანაწერებზე არსებული წყვეტები, რის შესახებაც არ ყოფილა ინფორმირებული საბაჟო დეპარტამენტი.

57. კასატორების მიერ სააპელაციო სასამართლოს წინაშე გაცხადებულ კიდევ ერთ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მეორდება საკასაციო საჩივარშიც და შეეხება საქმეზე ლიკვიდატორის დანიშვნის კანონიერებას, სააპელაციო სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1074-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასჯელის სახით ლიკვიდაციის დანიშვნისას სასამართლო (გარდა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ნიშნავს ლიკვიდატორს (ლიკვიდატორებს), რომელიც უზრუნველყოფს იურიდიული პირის ლიკვიდაციას, იურიდიული პირის ლიკვიდაციისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ხარჯები გადახდება მსჯავრდებულ იურიდიულ პირს. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 83-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, იურიდიული პირის იძულებითი დაშლის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე იურიდიული პირის ლიკვიდაციას ახორციელებს სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის მიერ განისაზღვრა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 30 მარტის №696 ბრძანებით დადგენილი გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ელექტრონული სისტემის მეშვეობით შერჩევის წესის შესაბამისად.

58. კასატორების მიერ სადავოდ გამხდარ შპს ,,ზ-სათვის“ შეფარდებული სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

59. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – შპს ,,ზ-ს“ მიერ ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონისა და 2019 წლის 16 სექტემბრის საქართველოს მთავრობის №--- დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის არაერთი მოთხოვნის კუმულაციურად დარღვევა, გაითვალისწინა, შპს „ზ-ს“ უკანონო სამეწარმეო საქმიანობით მიღებული – 4 443 433 ლარის შემოსავლისა და სახელმწიფო ბიუჯეტიათვისს მიყენებული – 978 004 ლარის ქონებრივი ზიანის ოდენობა და გამომდინარე იქიდან, რომ დანაშაულებრივი საქმიანობა შპს ,,ზ-ს” საქმიანობის ძირითად ნაწილს წარმოადგენდა, შპს ,,ზ-ს“ კანონიერი და სამართლიანი სასჯელი შეუფარდა ლიკვიდაციის სახით, რადგან ნაკლებად მკაცრი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს მის მიზნების, განსაკუთრებით კი, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების, რეალურად შესრულებას.

60. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97)

61. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების – ზ. გ-სა და შპს „ზ-ს“ ინტერესების დამცველი ადვოკატების – შ. თ-სა და შ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულების – ზ. გ-სა და შპს „ზ-ს“ მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და



დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორ დავით კიკაჩეიშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. დამტკიცდეს პროკურორ დავით კიკაჩეიშვილსა და მსჯავრდებულ დ. უ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

4. დ. უ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,214-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა – 50000 ლარი;

7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, დ. უ-ს, საბოლოოდ მიესაჯოს – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და, დამატებით სასჯელად, დაეკისროს ჯარიმა – 50000 ლარი;

9. დ. უ-ს სასჯელის მოხდა აეთვალოს – 2022 წლის 14 აპრილიდან;

10. მსჯავრდებულების – ზ. გ-სა და შპს „ზ-ს“ ინტერესების დამცველი ადვოკატების – შ. თ-სა და შ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

11. ზ. გ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:

12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

13. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,214-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

14. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

15. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, ზ. გ-ს, საბოლოოდ მიესაჯოს – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

16. ზ. გ-ს სასჯელის მოხდა აეთვალოს – 2022 წლის 14 აპრილიდან;

17. შპს ,,ზ.“ (ს/კ ...) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯოს – ლიკვიდიცია და ჯარიმა – 25000 ლარი;

18. გაკოტრების მმართველად (ლიკვიდატორად) დაინიშნოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი – დ. გ. (პ/ნ, ტელ.: ...., ელ. ფოსტა: ...)

19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

20. განაჩენი მსჯავრდებულ დ. უ-ს მიმართ საბოლოოა და არ გასაჩივრდება, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხოლო მსჯავრდებულების –ზ. გ-სა და შპს „ზ-ს“ მიმართ საბოლოოა და არ გასაჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვასაძე


მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი


მ. გაბინაშვილი