საქმე N 330100123006845160
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №166აპ-24 ქ. თბილისი
ს–ე ა., 166აპ-24 1 მაისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ გურამ კრავეიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გურამ კრავეიშვილმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულების: ს. ბ–ასა და ა. ს–ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელების შეფარდებას, შემდეგ გარემოებათა გამო: პროკურორს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების მიმართ შეფარდებული სასჯელები, მათი პიროვნების და მათ მიერ ჩადენილი ქმედებების არათანაზომიერია; ა. ს–ე წარსულში არაერთხელ არის ნასამართლევი თაღლითობისათვის; სასამართლომ სრულად არ გაითვალისწინა მსჯავრდებულების პიროვნება, ჩადენილი დანაშაულების ხასიათი და მოტივი, დანაშაულების ჩადენის მასშტაბი, დაზარალებულებისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა და დამდგარი მძიმე შედეგები.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 სექტემბრის განაჩენით:
2.1. ს. ბ–ა, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებითა (ოცდათოთხმეტი ეპიზოდი) და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (მ. ფ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ე. მ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (მ. ქ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (მ. კ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ლ. ს–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ი. ბ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (მ. ო–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (თ. ღ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ი. ო–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ნ. ლ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (პ. ღ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ზ. ქ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (მ. კ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (მ. შ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ბ. ა–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (თ. ქ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (გ. ხ–სა და დ. თ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ზ. ფ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ პუნქტებით (ს. ა–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (დ. ა–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (დ. გ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ნ. გ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ი. ა–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ნ. ო–სის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ლ. გ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (თ. ა–სის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (თ. ზ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ნ. ა–სის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ა. ო–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (მ. თ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (გ. ქ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ პუნქტებით (გ. ო–სის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ლ. ფ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ნ. ვ–სის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ნ. ვ–ს ეპიზოდი) დანიშნულმა ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და ს. ბ–ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.
ს. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2022 წლის 23 დეკემბრიდან.
2.2. ა. ს–ე, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ’’ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებითა (ოცდათოთხმეტი ეპიზოდი) და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ’’ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (მ. ფ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ’’ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ე. მ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ’’ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (მ. ქ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ’’ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (მ. კ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ’’ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ლ. ს–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ’’ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ი. ბ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ’’ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (მ. ო–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ’’ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (თ. ღ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ’’ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ი. ო–სის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ’’ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ნ. ლ–სს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ’’ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (პ. ღ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ’’ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ზ. ქ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ’’ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (მ. კ–სის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ’’ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (მ. შ–სის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ’’ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ბ. ა–სის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ’’ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (თ. ქ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ’’ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (გ. ხ–სა და დ. თ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ’’ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ზ. ფ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ’’ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ს. ა–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ’’ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (დ. ა–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ’’ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (დ. გ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ’’ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ნ. გ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ’’ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ი. ა–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ’’ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ნ. ო–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ’’ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ლ. გ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ’’ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (თ. ა–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ’’ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (თ. ზ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ’’ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ნ. ა–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ’’ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ა. ო–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ’’ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (მ. თ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ’’ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (გ. ქ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ’’ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (გ. ო–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ’’ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ლ. ფ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ’’ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ნ. ვ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, ,,გ’’ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ნ. ვ–ს ეპიზოდი) დანიშნულმა ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და ა. ს–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 ივნისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. ს–სეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით.
ა. ს–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2022 წლის 23 დეკემბრიდან.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:
3.1. ს. ბ–ამ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ (34 ეპიზოდი); მანვე ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
3.2. ა. ს–მ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ (34 ეპიზოდი); მანვე ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ.
4. ს. ბ–სა და ა. ს–ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
4.1. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა. ს–ე და ს. ბ–ა მ. ფ–ს გაეცნენ როგორც მაკლერები და შესთავაზეს 10000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ქ. თ–ში ....ის ქუჩაზე, კორპუსი .., ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება ორი წლით. 2022 წლის 5 ივლისს, ქ. თ–ში, ...ის მასივში, .....ის ქუჩის N..-ში მდებარე ზ. ბ–სის სანოტარო ბიუროში, მათ მ. ფ–ს გააცნეს, ვითომდა, აღნიშნული ბინის მესაკუთრე, თაღლითური ჯგუფის წევრი – ე. მ–ე, რომელთანაც დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, მოიპოვეს მ. ფ–ს ნდობა და აღნიშნული ქმედებით, მოტყუებით დაეუფლნენ მის კუთვნილ – 10000 აშშ დოლარს. ორგანიზებული ჯგუფის ქმედებით, მ. ფ–ს მიადგა 28762 (ოცდარვა ათას შვიდას სამოცდაორი) ლარის დიდი ოდენობით ზიანი.
4.2. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა. ს–ე და ს. ბ–ა ე. მ–სეს გაეცნენ როგორც, მაკლერები და შესთავაზეს 10000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ქ. თ–ში, მ–ს ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება ორი წლით. 2022 წლის 4 ნოემბერს, ქ. თ–ში, ....–ს ქუჩის N..-ში მდებარე ი. ხ–სის სანოტარო ბიუროში, მათ ე. მ–სეს გააცნეს, ვითომდა, აღნიშნული ბინის მესაკუთრის მინდობილი პირი, თაღლითური ჯგუფის წევრი – ნ. ქ–იი, რომელთანაც, დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, მოიპოვეს ე. მ–ს ნდობა და აღნიშნული ქმედებით, მოტყუებით დაეუფლნენ მის კუთვნილ – 10000 აშშ დოლარს. მითითებული ქმედებით ე. მ–ს მიადგა 27491 ლარის (10000 აშშ დოლარის), დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
4.3. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორი – ს. ბ–ა მ. ქ–ს გაეცნო, როგორც მაკლერი და შესთავაზა 12000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ქ. თ–ში ე–ს ქუჩაზე, კორპუს N.., ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება ორი წლით. 2022 წლის 28 სექტემბერს, ქ. თ–ში, .........ის ქუჩის N..-ში მდებარე ნ. გ–სის სანოტარო ბიუროში, ს. ბ–ამ მ. ქ–ს გააცნო, ვითომდა, აღნიშნული ბინის მესაკუთრე, თაღლითური ჯგუფის ასევე ორგანიზატორი, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა. ს–ე, რომელთანაც, დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, მოიპოვეს მ. ქ–ს ნდობა და აღნიშნული ქმედებით, მოტყუებით დაეუფლნენ მის კუთვნილ – 12000 აშშ დოლარს. მითითებული ქმედებით მ. ქ–ს მიადგა 34062 ლარის (12000 აშშ დოლარის) დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
4.4. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორი, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა. ს–ე, მ. კ–ს გაეცნო, როგორც მაკლერი და შესთავაზა 7500 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ქ. თ–ში, მ–ს ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება ორი წლით. 2022 წლის 23 ნოემბერს, ქ. თ–ში, .........ის ქუჩის N..-ში მდებარე ი. ხ–ს სანოტარო ბიუროში, ა. ს–მ მ. კ–სეს გააცნო, ვითომდა, აღნიშნული ბინის მესაკუთრე, თაღლითური ჯგუფის ასევე ორგანიზატორი – ს. ბ–ა, რომელთანაც, დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, მოიპოვეს მ. კ–ს ნდობა და აღნიშნული ქმედებით, მოტყუებით დაეუფლნენ მის კუთვნილ –7500 აშშ დოლარს. მითითებული ქმედებით, მ. კ–ს მიადგა 20394 ლარის (7500 აშშ დოლარის), დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
4.5. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა. ს–ე და ს. ბ–ა ლ. ს–ს გაეცნენ, როგორც მაკლერები და შესთავაზეს 13000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ქ. თ–ში, ......ის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ორი საცხოვრებელი სახლის დაგირავება ორი წლით. 2022 წლის 7 ივლისს, ქ. თ–ში, დ–ს მასივში, ........ს ქუჩის N..-ში მდებარე ზ. ბ–ს სანოტარო ბიუროში, მათ ლ. ს–ს გააცნეს, ვითომდა, აღნიშნული ბინის მეიჯარე, თაღლითური ჯგუფის წევრი – ე. მ–ე, რომელთანაც დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მოიპოვეს ლ. ს–ს ნდობა და აღნიშნული ქმედებით, მოტყუებით დაეუფლნენ მის კუთვნილ – 13000 აშშ დოლარს. მითითებული ქმედებით, ლ. ს–ს მიადგა 37749,40 ლარის (13000 აშშ დოლარის), დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
4.6. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა. ს–ე და ს. ბ–ა – ი. ბ–ს გაეცნენ, როგორც მაკლერები და შესთავაზეს 11000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ქ. თ–ში, ქ–ს ქუჩა N.., ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება ორი წლით. 2022 წლის 2 ოქტომბერს, ქ. თ–ში, ........ის ქუჩის N..-ში მდებარე ნ. გ–ს სანოტარო ბიუროში მათ ი. ბ–ს გააცნეს, ვითომდა, აღნიშნული ბინის მესაკუთრე, თაღლითური ჯგუფის წევრი ე. მ–ე, რომელთანაც დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, მოიპოვეს ი. ბ–ს ნდობა და აღნიშნული ქმედებით, მოტყუებით დაეუფლნენ მის კუთვნილ – 11000 აშშ დოლარს. მითითებული ქმედებით, ი. ბ–ს მიადგა 31120,10 ლარის (11000 აშშ დოლარის), დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
4.7. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა. ს–სე და ს. ბ–ამ. ო–ს გაეცნენ, როგორც მაკლერები და შესთავაზეს 10000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ქ. თ–ში, ნ–ს ქუჩის N.., ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება ორი წლით. 2022 წლის 10 აგვისტოს, ქ. თ–ში, დ–ს მასივში, ........ის ქუჩის N..-ში მდებარე ზ. ბ–ს სანოტარო ბიუროში, მათ მ. ო–ს გააცნეს, ვითომდა, აღნიშნული ბინის მეიჯარე, თაღლითური ჯგუფის წევრი – ე. მ–ე, რომელთანაც დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მოიპოვეს მ. ო–ს ნდობა და აღნიშნული ქმედებით, მოტყუებით დაეუფლნენ მის კუთვნილ – 10000 აშშ დოლარს. მითითებული ქმედებით, მ. ო–ს მიადგა 27100 ლარის (10000 აშშ დოლარის), დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
4.8. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა. ს–სე და ს. ბ–ა თ. ღ–სს გაეცნენ, როგორც მაკლერები და შესთავაზეს 7000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ქ. თ–ში, ხ–ს ქუჩა N.., ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება ორი წლით. 2022 წლის 22 აგვისტოს, ქ. თ–ში, .........ის ქუჩის N..-ში მდებარე ნ. გ–ის სანოტარო ბიუროში, მათ თ. ღ–ს გააცნეს, ვითომდა, აღნიშნული ბინის მეიჯარე, თაღლითური ჯგუფის წევრი ე. მ–ე, რომელთანაც დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მოიპოვეს თ. ღ–ს ნდობა და აღნიშნული ქმედებით, მოტყუებით დაეუფლნენ მის კუთვნილ – 7000 აშშ დოლარს. მითითებული ქმედებით, თ. ღ–ს მიადგა 19535,60 ლარის (7000 აშშ დოლარის), დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
4.9. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა. ს–ე და ს. ბ–ა ი. ო–ს გაეცნენ, როგორც მაკლერები და შესთავაზეს 11000 აშშ დოლარის სანაცვლოდ ქ. თ–ში, ბოჭორიშვილის ქუჩის N.., ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება ორი წლით. 2022 წლის 13 აგვისტოს, ქ. თ–ში, დ–ს მასივში, .......ის ქუჩის N..-ში მდებარე ზ. ბ–ს სანოტარო ბიუროში მათ ი. ო–ს გააცნეს, ვითომდა, აღნიშნული ბინის მესაკუთრე, თაღლითური ჯგუფის წევრი – ე. მ–ე, რომელთანაც დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მოიპოვეს ი. ო–ს ნდობა და აღნიშნული ქმედებით, მოტყუებით დაეუფლნენ მის კუთვნილ – 11000 აშშ დოლარს. მითითებული ქმედებით, ი. ო–ს მიადგა 29797,90 ლარის (11000 აშშ დოლარის), დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
4.10. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორი, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა. ს–ე ნ. ლ–ს გაეცნო, როგორც მაკლერი და შესთავაზა 10000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ქ. თ–ში, .........ის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება ორი წლით. 2022 წლის 30 სექტემბერს, ქ. თ–ში, ......ის ქუჩის N..-ში მდებარე ნ. გ–ს სანოტარო ბიუროში ა. ს–მ ნ. ლ–ს გააცნო, ვითომდა, აღნიშნული ბინის მესაკუთრე, თაღლითური ჯგუფის ასევე ორგანიზატორი – ს. ბ–ა, რომელთანაც დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მოიპოვეს ნ. ლ–ს ნდობა და აღნიშნული ქმედებით, მოტყუებით დაეუფლნენ მის კუთვნილ – 10000 აშშ დოლარს. მითითებული ქმედებით, ნ. ლ–ს მიადგა 28352 ლარის (10000 აშშ დოლარის), დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
4.11. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა. ს–ე და ს. ბ–ა პ. ღ–ს გაეცნენ, როგორც მაკლერები და შესთავაზეს 8290 ევროს სანაცვლოდ, ქ. თ–ში, ზ–ს ქუჩა N.., კორპუსი N.., ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება ორი წლით. 2022 წლის 19 ივლისს, ქ. თ–ში, დ–ს მასივი, .......ის ქუჩის N..-ში მდებარე, ზ. ბ–სის სანოტარო ბიუროში მათ პ. ღ–ს გააცნეს, ვითომდა, აღნიშნული ბინის მესაკუთრე, თაღლითური ჯგუფის წევრი – ე. მ–ე, რომელთანაც დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მოიპოვეს პ. ღ–ს ნდობა და ამ ქმედებით, მოტყუებით დაეუფლნენ მის კუთვნილ – 8290 ევროს. მითითებული ქმედებით, პ. ღ–ს მიადგა 23860,27 ლარის (8290 ევრო), დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი
4.12. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა. ს–სე და ს. ბ–ა ზ. ქ–ს გაეცნენ, როგორც მაკლერები და შესთავაზეს 12000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ქ. თ–ში, წ–ს ქუჩა N.., ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება ორი წლით. 2022 წლის 16 ივლისს, ქ. თ–ში, დ–ს მასივში, ........ის ქუჩა N..-ში მდებარე ზ. ბ–ს სანოტარო ბიუროში მათ ზ. ქ–ს გააცნეს, ვითომდა, აღნიშნული ბინის მესაკუთრის მინდობილი პირი, თაღლითური ჯგუფის წევრი – ე. მ–ე, რომელთანაც დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მოიპოვეს ზ. ქ–სის ნდობა და ამ ქმედებით, მოტყუებით დაეუფლნენ მის კუთვნილ – 12000 აშშ დოლარს. მითითებული ქმედებით, ზ. ქ–ს მიადგა 34389,60 ლარის (12000 აშშ დოლარის), დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
4.13. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა. ს–ე და ს. ბ–ა მ. კ–ს გაეცნენ, როგორც მაკლერები და შესთავაზეს 12000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ქ. თ–ში, გ–ს ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება ორი წლით. 2022 წლის 2 აგვისტოს, ქ. თ–ში, დ–ს მასივში, .....ის ქუჩის N..-ში მდებარე ზ. ბ–ს სანოტარო ბიუროში მათ მ. კ–ს გააცნეს, ვითომდა, აღნიშნული ბინის მესაკუთრე, თაღლითური ჯგუფის წევრი – ე. მ–ე, რომელთანაც დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მოიპოვეს მ. კ–ის ნდობა და ამ ქმედებით, მოტყუებით დაეუფლნენ მის კუთვნილ – 12000 აშშ დოლარს. მითითებული ქმედებით, მ. კ–ს მიადგა 34514,40 ლარის (12000 აშშ დოლარის), დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
4.14. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა. ს–ე და ს. ბ–ა მ. შ–ს გაეცნენ, როგორც მაკლერები და შესთავაზეს 9000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ქ. თ–ში, ვ–ს ქუჩის, კორპუსი N.., ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება ერთი წლით. 2022 წლის 23 ივლისს, ქ. თ–ში, დ–ს მასივში, .....ის ქუჩის N..-ში მდებარე ზ. ბ–ს სანოტარო ბიუროში მათ მ. შ–ს გააცნეს, ვითომდა, აღნიშნული ბინის მეიჯარე, თაღლითური ჯგუფის წევრი – ე. მ–ე, რომელთანაც, დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მოიპოვეს მ. შ–ს ნდობა და ამ ქმედებით მოტყუებით დაეუფლნენ მის კუთვნილ – 9000 აშშ დოლარს. მითითებული ქმედებით, მ. შ–ს მიადგა 25187,40 ლარის (9000 აშშ დოლარის), დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
4.15. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა. ს–ე და ს. ბ–ა ნ. ფ–ს გაეცნენ, როგორც მაკლერები და შესთავაზეს თანხის სანაცვლოდ ქ.თ–ში, გ–ს ქუჩა N.., ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება ორი წლით. 2022 წლის 23 ივლისს, ქ. თ–ში, დ–ს მასივში, .....ის ქუჩის N..-ში მდებარე ზ. ბ–ს სანოტარო ბიუროში მათ ნ. ფ–ს გააცნეს, ვითომდა, აღნიშნული ბინის მესაკუთრე მათი დამხმარე პირი. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ნ. ფ–სგან ხელშეკრულების გაფორმებამდე აიღეს 3000 აშშ დოლარი და აღნიშნული ქმედებით მოტყუებით დაეუფლნენ მის კუთვნილ - 3000 აშშ დოლარს. მითითებული ქმედებით, ნ. ფ–ს მიადგა 8395,80 ლარის (3000 აშშ დოლარის) მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
4.16. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა. ს–ე და ს. ბ–ა ა. გ–ს გაეცნენ, როგორც მაკლერები და შესთავაზეს 10 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ქ. თ–ში, .......ის ქუჩის N.., ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება ორი წლით. აღნიშნულ შეთანხმებას ა. გ–ი აწარმოებდა ბ. ა–ს სახელით, 2022 წლის 07 სექტემბერს ქ. თ–ში, დ–ს მასივში, .....ის ქუჩის N..-ში მდებარე ზ. ბ–ს სანოტარო ბიუროში, მათ ა. გ–ს გააცნეს, ვითომდა, აღნიშნული ბინის მესაკუთრე, თაღლითური ჯგუფის წევრი, ე. მ–ე, რომელთანაც დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მოიპოვეს ა. გ–ს ნდობა და ამ ქმედებით, მოტყუებით დაეუფლნენ ბ. ა–ს კუთვნილ – 10 000 აშშ დოლარს. მითითებული ქმედებით ბ. ა–სეს მიადგა 28705 ლარის (10 000 აშშ დოლარის), დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
4.17. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა. ს–სე და ს. ბ–ა თ. ქ–ს გაეცნენ, როგორც მაკლერები და შესთავაზეს 27244 ლარის სანაცვლოდ, ქ. თ–ში, ....–ს ქუჩის N.., ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება ორი წლით. 2022 წლის 4 აგვისტოს, ქ. თ–ში, დ–ს მასივში, .....ის ქუჩის N..-ში მდებარე ზ. ბ–სის სანოტარო ბიუროში მათ თ. ქ–ს გააცნეს, ვითომდა, აღნიშნული ბინის მესაკუთრე, თაღლითური ჯგუფის წევრი – ე. მ–ე, რომელთანაც, დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მოიპოვეს თ. ქ–ს ნდობა და ამ ქმედებით, მოტყუებით დაეუფლნენ მის კუთვნილ – 27244 ლარს. მითითებული ქმედებით თ. ქ–ს მიადგა 27244 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
4.18. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა. ს–სე და ს. ბ–ა გ. ხ–ს და დ. თ–ს გაეცნენ, როგორც მაკლერები და შესთავაზეს 12000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ქ. თ–ში, გ–ში, ქ–ს ქუჩის N.., ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება ერთი წლით. 2022 წლის 9 აგვისტოს, ქ. თ–ში, დ–ს მასივში, .....ის ქუჩის N..-ში მდებარე ზ. ბ–სის სანოტარო ბიუროში, მათ გ. ხ–სა და დ. თ–ს გააცნეს, ვითომდა, აღნიშნული ბინის მესაკუთრე, თაღლითური ჯგუფის წევრი ე. მ–ე, რომელთანაც დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, მოიპოვეს გ. ხ–ს და დ. თ–ს ნდობა და ამ ქმედებით, მოტყუებით დაეუფლნენ მათ კუთვნილ 12000 აშშ დოლარს. მითითებული ქმედებით გ. ხ–ს და დ. თ–ს მიადგათ 32798,40 ლარის (12000 აშშ დოლარის), დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
4.19. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა. ს–ე და ს. ბ–ა ზ. ფ–სს გაეცნენ როგორც მაკლერები და შესთავაზეს 9500 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ქ. თ–ში, გ–ს ქუჩის N.., ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება ორი წლით. 2022 წლის 18 ივლისს, ქ. თ–ში, დ–ს მასივში, .....ის ქუჩის N..-ში მდებარე ზ. ბ–ს სანოტარო ბიუროში მათ ზ. ფ–ს გააცნეს, ვითომდა, აღნიშნული ბინის მესაკუთრე, თაღლითური ჯგუფის წევრი ე. მ–ე, რომელთანაც, დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, მოიპოვეს ზ. ფ–ს ნდობა და ამ ქმედებით მოტყუებით დაეუფლნენ მათ კუთვნილ – 9500 აშშ დოლარს. მითითებული ქმედებით ზ. ფ–ს მიადგა 27078,80 ლარის (9500 აშშ დოლარის), დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
4.20. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა. ს–სე და ს. ბ–ს. ა–სს გაეცნენ, როგორც მაკლერები და შესთავაზეს 10000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, საცხოვრებელი სახლის დაგირავება ერთი წლით. 2022 წლის 23 სექტემბერს, ქ. თ–ში, დ–ს მასივში, .....ის ქუჩის N..-ში მდებარე ზ. ბ–ს სანოტარო ბიუროში, მათ თ. ა–ს გააცნეს ვითომდა, აღნიშნული ბინის მესაკუთრე, ა. ს–ს და ს. ბ–ას დამხმარე პირი, რომელთანაც დედის – რ. ქ–ს მონაწილეობით, დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, მოიპოვეს ს. ა–ს ნდობა და ამ ქმედებით, მოტყუებით დაეუფლნენ მის კუთვნილ – 10000 აშშ დოლარს. მითითებული ქმედებით, ს. ა–ს მიადგა 28372 ლარის (10000 აშშ დოლარის), დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
4.21. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა. ს–ე და ს. ბ–ა დ. ა–ს გაეცნენ, როგორც მაკლერები და შესთავაზეს 10000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ქ. თ–ში, .........ის ქუჩის N.., ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება ორი წლით. 2022 წლის 18 ივლისს, ქ. თ–ში, დ–ს მასივში, .....ის ქუჩის N..-ში მდებარე ზ. ბ–ს სანოტარო ბიუროში, მათ დ. ა–ს გააცნეს, ვითომდა, აღნიშნული ბინის მეიჯარე, თაღლითური ჯგუფის წევრი ე. მ–ე, რომელთანაც დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მოიპოვეს დ. ა–ს ნდობა და ამ ქმედებით, მოტყუებით დაეუფლნენ მის კუთვნილ – 10000 აშშ დოლარს. მითითებული ქმედებით დ. ა–სს მიადგა 28504 ლარის (10000 აშშ დოლარის), დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
4.22. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა. ს–ე და ს. ბ–ა დ. გ–ს გაეცნენ, როგორც მაკლერები და შესთავაზეს 10000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ქ. თ–ში, .....ის ქუჩის N.., ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება ორი წლით. 2022 წლის 16 სექტემბერს, ქ. თ–ში, .........ის ქუჩა N..-ში მდებარე, ნ. გ–ს სანოტარო ბიუროში მათ, დ. გ–ს გააცნეს, ვითომდა, აღნიშნული ბინის მესაკუთრე, თაღლითური ჯგუფის წევრი ე. მ–ე, რომელთანაც დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მოიპოვეს დ. გ–სის ნდობა და ამ ქმედებით, მოტყუებით დაეუფლნენ მის კუთვნილ – 10000 აშშ დოლარს. მითითებული ქმედებით დ. გ–სეს მიადგა 28301 ლარის (10000 აშშ დოლარის), დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
4.23. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა. ს–სე და ს. ბ–ა ნ. გ–ს გაეცნენ, როგორც მაკლერები და შესთავაზეს 11000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ქ. თ–ში, გ–ს მე-.. მ/რ, ჯ–ს ქუჩა N.., ბინა N..- ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება ორი წლით. 2022 წლის 11 სექტემბერს, ქ. თ–ში, დ–ს მასივში, ......ის ქუჩის N..-ში მდებარე ზ. ბ–ს სანოტარო ბიუროში, მათ, ნ. გ–ს გააცნეს თაღლითური ჯგუფის წევრი – ე. მ–ე, რომელთანაც დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მოიპოვეს ნ. გ–ს ნდობა და ამ ქმედებით მოტყუებით დაეუფლნენ მის კუთვნილ – 11000 აშშ დოლარს. მითითებული ქმედებით, ნ. გ–ს მიადგა 31293,90 ლარის (11000 აშშ დოლარის), დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
4.24. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა. ს–ე და ს. ბ–აი. ა–ს გაეცნენ, როგორც მაკლერები და შესთავაზეს 7100 აშშ დოლარის სანაცვლოდ საცხოვრებელი სახლის დაგირავება ორი წლით. 2022 წლის 12 ნოემბერს, ქ. თ–ში, დ–ს მასივში, .....ის ქუჩის N..-ში მდებარე ზ. ბ–ს სანოტარო ბიუროში, მათ, ი. ა–ს გააცნეს, ვითომდა, აღნიშნული ბინის მესაკუთრე ა. ს–ს და ს. ბ–ას დამხმარე პირი, რომელთანაც დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მოიპოვეს ი. ა–ს ნდობა და ამ ქმედებით მოტყუებით დაეუფლნენ მის კუთვნილ – 7100 აშშ დოლარს. მითითებული ქმედებით, ი. ა–ს მიადგა 19297,09 ლარის (7100 აშშ დოლარის), დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
4.25. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა. ს–ე და ს. ბ–ა ნ. ო–სეს გაეცნენ, როგორც მაკლერები და შესთავაზეს 11000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ქ. თ–ში, ქ–ს ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება 2 წლით. 2022 წლის 15 მაისს, ქ. თ–ში, დ–ს მასივში, .....ის ქუჩის N..-ში მდებარე ზ. ბ–ს სანოტარო ბიუროში მათ ნ. ო–ს გააცნეს, ვითომდა, აღნიშნული ბინის მესაკუთრე, ა. ს–ს და ს. ბ–ს დამხმარე პირი, რომელთანაც დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მოიპოვეს ნ. ო–ს ნდობა და აღნიშნული ქმედებით, მოტყუებით დაეუფლნენ მის კუთვნილ – 11000 აშშ დოლარს. მითითებული ქმედებით, ნ. ო–ს მიადგა 33141,90 ლარის (11000 აშშ დოლარის), დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
4.26. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა. ს–ე და ს. ბ–ა ლ. გ–სს გაეცნენ, როგორც მაკლერები და შესთავაზეს 7000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, საცხოვრებელი სახლის დაგირავება ორი წლით. 2022 წლის 11 ივლისს, ხელშეკრულების დადების მიზნით, რადგან ლ. გ–ს ვერ ახერხებდა მისვლას, ქ. თ–ში, დ–ს მასივში, .....ის ქუჩის N..-ში მდებარე ზ. ბ–ს სანოტარო ბიუროში, ს. ბ–მ და ა. ს–მ ლ. გ–ს მეგობარს, ლ. კ–ს გააცნეს, ვითომდა, აღნიშნული ბინის მესაკუთრე, თაღლითური ჯგუფის წევრი – ე. მ–ეე, რომელთანაც დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მოიპოვეს ლ. გ–სს ნდობა და აღნიშნული ქმედებით, მოტყუებით დაეუფლნენ მის კუთვნილ 7000 აშშ დოლარს. მითითებული ქმედებით, ლ. გ–ს მიადგა 20227,20 ლარის (7000 აშშ დოლარის), დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
4.27. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა. ს–ე და ს. ბ–ა თ. ა–სს გაეცნენ, როგორც მაკლერები და შესთავაზეს 10000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ქ. თ–ში, ხ–ს ქუჩის N.., ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება ორი წლით. 2022 წლის 20 ივნისს, ქ. თ–ში, დ–ს მასივში, .....ის ქუჩის N..-ში მდებარე ზ. ბ–ს სანოტარო ბიუროში მათ თ. ა–ს გააცნეს ვითომდა, აღნიშნული ბინის მესაკუთრე, ა. ს–სის და ს. ბ–ას დამხმარე პირი, რომელთანაც, დედის – რ. ქ–ს მონაწილეობით, დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მოიპოვეს თ. ა–ს ნდობა და ამ ქმედებით, მოტყუებით დაეუფლნენ მის კუთვნილ – 10000 აშშ დოლარს. მითითებული ქმედებით, თ. ა–ს მიადგა 29239 ლარის (10000 აშშ დოლარის), დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
4.28. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა. ს–ე და ს. ბ–ა თ. ზ–სს გაეცნენ, როგორც მაკლერები და შესთავაზეს 12000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ქ. თ–ში, .........ის .. შესახვევის N.., ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება ორი წლით. 2022 წლის 29 აგვისტოს, ქ. თ–ში, ....ის ქუჩის N..-ში მდებარე ნ. გ–ს სანოტარო ბიუროში, მათ თ. ზ–ს გააცნეს ვითომდა აღნიშნული ბინის მესაკუთრე, თაღლითური ჯგუფის წევრი – ე. მ–ე, რომელთანაც, დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მოიპოვეს თ. ზ–სის ნდობა და ამ ქმედებით, მოტყუებით დაეუფლნენ მის კუთვნილ – 12000 აშშ დოლარს. მითითებული ქმედებით, თ. ზ–ს მიადგა 34003,20 ლარის (12000 აშშ დოლარის), დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
4.29. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა. ს–ე და ს. ბ–ა ნ. ა–ს გაეცნენ, როგორც მაკლერები და შესთავაზეს 7000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ქ. თ–ში, ...........ის გამზირზე N.. ,,ა", ბინა ..- ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება ერთი წლით. 2022 წლის 18 ივნისს, თ–ში, .........ის ქუჩა N..-ში მდებარე ნოტარიუს ზ. ბ–ს სანოტარო ბიუროში ნ. ა–ს და ვითომდა, აღნიშნული ბინის მესაკუთრის მინდობილ პირს, თაღლითური ჯგუფის წევრ ს. ბ–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მოიპოვეს ნ. ა–ს ნდობა და ამ ქმედებით, მოტყუებით დაეუფლნენ ნ. ა–ს კუთვნილ 20467,30 ლარს (7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში). მითითებული ქმედებით, ნ. ა–ს მიადგა 20467,30 ლარის (7000 აშშ დოლარის), დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
4.30. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა. ს–ე და ს. ბ–ა ა. ო–ს გაეცნენ, როგორც მაკლერები და შესთავაზეს 11 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, თ–ში, ხ–ს ქუჩაზე, კორპუსი N.., ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება ორი წლით. 2022 წლის 3 აგვისტოს, ქ. თ–ში, დ–ს მასივში, .....ის ქუჩის N..-ში მდებარე ნოტარიუს ზ. ბ–ს სანოტარო ბიუროში, მათ, ა. ო–ს გააცნეს ვითომდა აღნიშნული ბინის მესაკუთრის მინდობილი პირი, თაღლითური ჯგუფის წევრი – ე. მ–ე, რომელთანაც დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მოიპოვეს ა. ო–ს ნდობა და ამ ქმედებით, მოტყუებით დაეუფლნენ მის კუთვნილ – 11 000 აშშ დოლარს. მითითებული ქმედებით, ა. ო–ს მიადგა 30152,10 ლარის (11000 აშშ დოლარის), დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
4.31. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი – ა. ს–ე და ს. ბ–ა – მ. თ–ს გაეცნენ, როგორც მაკლერები და შესთავაზეს 12 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ქ. თ–ში, მ–ს ქუჩის N.. კორპუსი, მე-..სართული, ბინა ..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება ორი წლით. 2022 წლის 20 ოქტომბერს, ქ. თ–ში, ........ის ქუჩის N..-ში მდებარე ნოტარიუს ი. ხ–ს სანოტარო ბიუროში, მათ მ. თ–ს გააცნეს ვითომდა აღნიშნული ბინის მესაკუთრე, თაღლითური ჯგუფის წევრი – ნ. ქი. ნ. ქ–ს და მ. თ–ს შვილს ნ. თ–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით. ასევე, დამატებით, მ. თ–მა ა. ს–ს გადასცა 2500 აშშ დოლარი. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მოიპოვეს მ. თ–ს ნდობა და ამ ქმედებით, მოტყუებით დაეუფლნენ მ. თ–ს კუთვნილ 14 500 აშშ დოლარს. მითითებული ქმედებით, მ. თ–ს მიადგა 40107 ლარის (14500 აშშ დოლარის) დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
4.32. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა. ს–ე და ს. ბ–ა გ. ქ–ს გაეცნენ როგორც მაკლერები და შესთავაზეს 10 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ქ. თ–ში, ........ის ქუჩაზე, ნაძალადევის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე, საცხოვრებელი სახლის დაგირავება ორი წლით. 2022 წლის 24 აგვისტოს, ქ. თ–ში, .....ის ქუჩის N..-ში მდებარე ნოტარიუს – ნ. გ–ს სანოტარო ბიუროში მათ გ. ქ–ს გააცნეს, ვითომდა აღნიშნული ბინის მესაკუთრე, თაღლითური ჯგუფის წევრი – ე. მ–ე, რომელთანაც დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მოიპოვეს გ. ქ–ს ნდობა და ამ ქმედებით, მოტყუებით დაეუფლნენ გ. ქ–ს კუთვნილ – 28190 ლარს (10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში). მითითებული ქმედებით, გ. ქ–ს მიადგა 28190 ლარის (10000 აშშ დოლარის), დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
4.33. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორებმა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ა. ს–მ და ს. ბ–მ გ. ო–სს შესთავაზეს 8000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ქ. თ–ში, ........ის ქუჩის ..., ბინა N..-ში მდებარე, საცხოვრებელი სახლის დაგირავება ერთი წლით. ს. ბ–ა გ. ო–ს გაეცნო, როგორც ბინის მესაკუთრე და 2022 წლის 27 ივლისს, ქ. თ–ში, ....ის ქუჩის N..-ში მდებარე ნოტარიუს ზ. ბ–ს სანოტარო ბიუროში, გ. ო–ს და ვითომდა აღნიშნული ბინის მესაკუთრე - ს. ბ–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მოიპოვეს გ. ო–ის ნდობა და ამ ქმედებით, მოტყუებით დაეუფლნენ მის კუთვნილ 8000 აშშ დოლარს. მითითებული ქმედებით, გ. ო–ს მიადგა 22308,80 ლარის (8000 აშშ დოლარის), დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
4.34. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი – ა. ს–ე და ს. ბ–ა ლ. ფ–ს გაეცნენ, როგორც მაკლერები და შესთავაზეს 10 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ქ. თ–ში, ..........ის ქუჩაზე, კორპუსი N.., მე.. სართული, ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაგირავება ორი წლით. 2022 წლის 12 ოქტომბერს, ქ. თ–ში, ..........ის ქ. N..-ში მდებარე ნოტარიუს ნ. გ–ს სანოტარო ბიუროში, მათ, ლ. ფ–ს გააცნეს ვითომდა აღნიშნული ბინის მესაკუთრე, თაღლითური ჯგუფის წევრი ც. გ–ი, რომელთანაც დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მოიპოვეს ლ. ფ–ს ნდობა და ამ ქმედებით, მოტყუებით დაეუფლნენ მის კუთვნილ - 7 000 აშშ დოლარს. მითითებული ქმედებით, ლ. ფ–ს მიადგა 19544 ლარის (7000 აშშ დოლარის), დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
4.35. თაღლითური ჯგუფის ორგანიზატორები, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა. ს–ე და ს. ბ–ა ნ. ვ–ს გაეცნენ როგორც მაკლერები და შესთავაზეს 22000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ქ. თ–ში, ვ–ში, .......ის მე-.. შესახ. N.. ბინა N..-სა და ქ. თ–ში, გ–ს რაიონში, თ–ს დასახლება, ....ს ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლების დაგირავება ერთი წლით. 2022 წლის 25 მაისს, ქ. თ–ში, .......ის ქუჩის N..-ში მდებარე ნოტარიუს – ზ. ბ–ს სანოტარო ბიუროში ნ. ვ–სს და თაღლითური ჯგუფის წევრ ც. გ–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება ბინაში ცხოვრების გარანტიით. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მოიპოვეს ნ. ვ–ს ნდობა და აღნიშნული ქმედებით მოტყუებით დაეუფლნენ მის კუთვნილ – 22000 აშშ დოლარს. მითითებული ქმედებით, ნ. ვ–ს მიადგა 63069,60 ლარის (22000 აშშ დოლარის), დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
ü თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გურამ კრავეიშვილმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და მსჯავრდებულების: ს. ბ–სა და ა. ს–ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
ü მსჯავრდებულების: ს. ბ–ს და ა. ს–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – თ. მ–მა, ლ. ბ–მ და რ. მ–მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 18 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით და მსჯავრდებულების მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულების: ს. ბ–სა და ა. ს–ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელების შეფარდების შესახებ, ვინაიდან, საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულების მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის, როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე – საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულებს განუსაზღვრა მათ მიმართ მსჯავრად შერაცხილი ქმედებების სანქციით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელები.
10. სააპელაციო პალატამ მსჯავრდებულების მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, ს. ბ–სა და ა. ს–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად, რომელთა შესახებაც პროკურორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, ასევე გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებიც, კერძოდ: სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ს. ბ–ასა და ა. ს–ს მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათზე (მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს საკუთრების წინააღმდეგ მიმართული განზრახი მძიმე კატეგორიის დანაშაულების – 35 ეპიზოდი, რაც მათ მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე მიუთითებს), დანაშაულების ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებებში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მათი განხორციელების სახე, ხერხი (მსჯავრდებულები მოტყუებით, ანგარების მოტივით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაეუფლნენ დაზარალებულების ფულად თანხებს), მართლსაწინააღმდეგო შედეგი (დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანი სრულად არ არის ანაზღაურებული, რომელთაც მსჯავრდებულების მიმართ პრეტენზია გააჩნიათ), მსჯავრდებულ ა. ს–ს წარსული ნასამართლობა ანალოგიური ხასიათის დანაშაულების ჩადენისათვის და მის მიერ ახალი, განზრახი დანაშაულების პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში ჩადენა, აგრეთვე ის გარემოებებიც, რომ მათ აღიარეს და გულწრფელად მოინანიეს ჩადენილი დანაშაულები, უდავოდ გახადეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყვეს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, მსჯავრდებულების კანონშესაბამისი და ეთიკური ქცევა სასამართლო განხილვის დროს, ხოლო ს. ბ–ა არ არის ნასამართლევი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბოლოოდ, ს. ბ–ას სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა სავალდებულო წესით შთანთქმის პრინციპის გამოყენებით განესაზღვრა – 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ა. ს–ს საქართველოს სსკ-ის 59-ე და 67-ე მუხლების შესაბამისად, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით – 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სამართლიანია, სრულად შეესაბამება მსჯავრდებულთა პიროვნებას, მათ მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს და უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ გურამ კრავეიშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი