საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №15I -24 თბილისი
რ. ზ., 15I -24 25 აპრილი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. რ-ის ადვოკატ მ. მ-ას საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2021 წლის 19 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო – აჭარისა და გურიის პრობაციის ბიუროდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ზ. რ-ის პირადი საქმე.
2. საქმის მასალების მიხედვით: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის განაჩენით ზ. რ-ე, - დაუსწრებლად იქნა ცნობილი დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით ჩამოერთვა მატერიალურად პასუხისმგებელი პირის სახით საქმიანობის უფლება, ხოლო 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ. რ-ეს განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით ჩამოერთვა მატერიალურად პასუხისმგებელი პირის სახით საქმიანობის უფლება.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. რ-ის მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
4. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. რ-ის ადვოკატმა მ. მ-ამ, რომელიც საჩივარზე დართული დაზარალებულის თანხმობის საფუძველზე ითხოვს მსჯავრდებულის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში (მათ შორის ნასამართლობის არქონა), სასჯელი უნდა გაუნახევრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩამდენ პირს, თუ მან დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი აანაზღაურა და დაზარალებულმა თანხმობა განაცხადა ამ პირის მიმართ აღნიშნული ამნისტიის გავრცელების შესახებ.
3. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მსჯავრდებულ ზ. რ-ის ადვოკატმა წარმოადგინა დაზარალებულ გ. წ-ის თანხმობა მსჯავრდებულ ზ. რ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების შესახებ, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს და მსჯავრდებულ ზ. რ-ის მიმართ უნდა აღსრულდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი, კერძოდ: ამ კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მას უნდა გაუნახევრდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით შეფარდებული ძირითადი სასჯელი – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი – 2 წლით მატერიალურად პასუხისმგებელი პირის სახით საქმიანობის უფლების ჩამორთმევა; 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით განსაზღვრული 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით მატერიალურად პასუხისმგებელი პირის სახით საქმიანობის უფლების ჩამორთმევა და უნდა განესაზღვროს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – ძირითადი სასჯელი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი – 1 წლით მატერიალურად პასუხისმგებელი პირის სახით საქმიანობის უფლების ჩამორთმევა; 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ. რ-ეს უნდა განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 1 წლით მატერიალურად პასუხისმგებელი პირის სახით საქმიანობის უფლების ჩამორთმევა.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ზ. რ-ის ადვოკატ მ. მ-ას საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ზ. რ-ის ადვოკატ მ. მ-ას საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 ივლისის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ ზ. რ-ეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე გაუნახევრდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით შეფარდებული ძირითადი სასჯელი – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი – 2 წლით მატერიალურად პასუხისმგებელი პირის სახით საქმიანობის უფლების ჩამორთმევა; 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით განსაზღვრული 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით მატერიალურად პასუხისმგებელი პირის სახით საქმიანობის უფლების ჩამორთმევა და განესაზღვროს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – ძირითადი სასჯელი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი – 1 წლით მატერიალურად პასუხისმგებელი პირის სახით საქმიანობის უფლების ჩამორთმევა; 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ. რ-ეს განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 1 წლით მატერიალურად პასუხისმგებელი პირის სახით საქმიანობის უფლების ჩამორთმევა;
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 ივლისის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე