საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
#519აპ-24 24 ივნისი, 2024 წელი
ლ. თ., 519აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ლ-ას განცხადება, რომლითაც იგი შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული თავისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის განაჩენზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 12 იანვრის განაჩენით თ. ლ., - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 158-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 1 წელი და 6 თვე უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 6 თვე – ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელი აეთვალა 2023 წლის 29 ნოემბრიდან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 12 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. ლ-ას ადვოკატმა თ. გ-ამ.
4. 2024 წლის 21 ივნისს წარმოდგენილი განცხადებით მსჯავრდებული თ. ლ. შუამდგომლობს, განუხილველად დარჩეს მისი ადვოკატის საკასაციო საჩივარი.
5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ მსჯავრდებულ თ. ლ-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს განხილული.
6. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ თ. ლ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის განაჩენზე არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე