გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¡¡ ¡
¹ 3ა-102 4 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
მ. წიქვაძე
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს “დ-ს” შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხი რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2001 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შპს “დე-ს” მიმართ თანხის დაკისრების შესახებ.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2001 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხე შპს “დე-ს” სს “დ-ს” სასარგებლოდ დაეკისრა თანხის გადახდა, რაც გამომდინარეობდა მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტის შეუსრულებლობასთან. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2001 წლის 26 სექტემბერს.
სს “დ-მ” შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
პალატამ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიიჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ კონვენციის 51-ე მუხლის “ბ" პუნქტის, აგრეთვე “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 69-ე მუხლის თანახმად არსებობს საფუძველი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2001 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ კონვენციის 51-ე მუხლით, "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 62-63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს “დ-ს” შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
ცნობილ იქნეს რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2001 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება და დაექვემდებაროს საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას.
დაეკისროს შპს “დე-ს” სს “დ-ს” სასარგებლოდ 221280 რუსული რუბლი და საარბიტრაჟო მოსაკრებელი 39475 რუსული რუბლი.
აღნიშნული განჩინების ასლი და სააღსრულებო ფურცელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის მეშვეობით აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
განჩინების ასლი გადაეგზავნოს შუამდგომლობის ავტორს.