Facebook Twitter
საქმე # 010100123006936269

საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით


(სარეზოლუციო ნაწილი)

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ

საქმე №276აპ-24 ქ. თბილისი
ბ-ა ვ, 276აპ-24 25 ივნისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ზ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ვ. ბ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 იანვრის განაჩენზე;

2. განჩინება სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.




თავმჯდომარე ლ. თევზაძე



მოსამართლეები: შ. თადუმაძე



მ. გაბინაშვილი