Facebook Twitter

საქმე # 330100122006329457

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

(სარეზოლუციო ნაწილი)

საქმე №455აპ-24 ქ. თბილისი

რ-ი ნ. 455აპ-24 25 ივნისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. რ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 თებერვლის განაჩენზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ნ. რ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ--ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად, კერძოდ:

3. ნ. რ–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე;

4. ნ. რ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 69-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს შინაპატიმრობა 6 (ექვსი) თვით;

5. ნ. რ-ს დაეკისროს საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება 23:00 საათიდან 07:00 საათამდე პერიოდში;

6. ნ. რ-–ს საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის და საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, დანიშნული სასჯელი (შინაპატიმრობა) ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

7. ნ. რ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2022 წლის 13 სექტემბრიდან იმავე წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით;

8. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ნ. რ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახე - მშობლის მეთვალყურეობაში გადაცემა გაუქმებულია;

9. ნ. რ-ის მიმართ შინაპატიმრობის აღსრულებისას ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს;

10. ნივთიერი მტკიცებულები:

· 6 ცალი დალუქული დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

· თ. გ-ს მაისური, დალუქული სახით, ნ. რ-ისგან ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

11. მიღებული განაჩენი სასამართლოს ვებ გვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;

12. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი