Facebook Twitter

საქმე N210100122006157502

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №74აპ-24 11 ივნისი, 2024 წელი

ლ-ი ი., №74აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე)

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიშიკო ჯანგულაშვილის, ასევე მსჯავრდებულ ი. ლ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. გ–ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 12 დეკემბრის განაჩენზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 303-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიშიკო ჯანგულაშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. მსჯავრდებულ ი. ლ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. გ–ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 12 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება;

4. ი. ლ–ს ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,141-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 111,138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებებით;

5. ი. ლ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 111,141-ე მუხლზე (2011-2012 წლებში მოქმედი რედაქცია);

6. ი. ლ–ს ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,141-ე მუხლით (2011-2012 წლებში მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან;

7. ი. ლ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 111,141-ე მუხლზე (2014 წელს მოქმედი რედაქცია);

8. ი. ლ–ს ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,141-ე მუხლით (2014 წელს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

9. ი. ლ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 111,141-ე მუხლზე (2014 წლიდან, 2017 წლამდე მოქმედი რედაქცია);

10. ი. ლ–ს ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,141-ე მუხლით (2014 წლიდან, 2017 წლამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

11. ი. ლ–ს ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 1 ივნისიდან, 2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

12. ი. ლ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „კ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილსა და საქართველოს სსკ-ის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე (ორი ეპიზოდი);

13. ი. ლ–ს ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის აგვისტოს, დაზარალებულ თ. ლ-ის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის იანვრის, დაზარალებულების ი–სა და თ. ლ-ის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2022 წლის აპრილის, დაზარალებულების ი-ისა და თ. ლ-ის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

14. ი. ლ–ს ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ რ. ლ-ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

15. ი. ლ–ს ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

16. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. ლ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

17. ი. ლ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან – 2022 წლის 5 ივნისიდან;

18. მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ი. ლ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია;

19. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

თ. ლ-საგან ამოღებული რვეული დალუქულ მდგომარეობაში და თ. ლ-ის სამედიცინო დოკუმენტაციის ასლი, ასევე თ. ლ-ს „........“-ის პროგრამა „მესენჯერიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია გადატანილი ერთ ლაზერულ დისკზე - შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

ბ-ა ლ-ისაგან ამოღებული კომპიუტერის პროცესორი, კომპიუტერის მონიტორი ვიდეოთვალით, კლავიატურა, მაუსი, დინამიკები და სადენები - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ამ მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

20. არასრულწლოვათა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვან დაზარალებულს და მის კანონიერ წარმომადგენელს ეცნობოთ საქმის სასამართლოში განხილვის შედეგები და განემარტოთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლება;

21. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს მიღებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი;

22. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე