Facebook Twitter

საქმე N 020100123006968917

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№204აპ-24 ქ. თბილისი

ზ-ი ჯ., 204აპ-24 8 ივლისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 დეკემბრის განაჩენზე მესტიის რაიონული პროკურორის – რამაზ ხურციას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მესტიის რაიონულმა პროკურორმა – რამაზ ხურციამ, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და ჯ. ზ–ის დამნაშავედ ცნობას მისთვის წარდგენილ ყველა ბრალდებაში, ვინაიდან მიუხედავად დაზარალებულის შეცვლილი პოზიციისა, რომელმაც სასამართლოს არ მისცა ჯ. ზ–ის საწინააღმდეგო ჩვენება, გასათვალისწინებელია, რომ სწორედ რ. ჩ–სმა შეატყობინა სამართალდამცავებს დანაშაულის შესახებ, ნებაყოფლობით დასთანხმდა გამოკითხვასა და მისი მობილურიდან ინფორმაციის გამოთხოვას, მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის, ტელეფონის, დანებისა და ,,112-ის“ ჩანაწერის დათვალიერებაში, ჩაიტარა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. მართალია სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები არც მ., კ. და ქ. ზ–ებმა, მაგრამ საქმეში წარმოდგენილი სხვა სამხილებით – დ. მ–ს, რ. კ–ს, ხ. მ–ს, ქ. ი–სა და ნ. ჩ–ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დაზარალებულის შეტყობინებით, საზოგადოებრივი ცენტრ ,,112-დან“ გამოთხოვილი ინფორმაციითა მისი დათვალიერების ოქმით, დანების ამოღებისა და დათვალიერების ოქმებით, დაზარალებულის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, დაზარალებულის მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნითა და შემაკავებელი ორდერის ოქმით – სარწმუნოდ დასტურდება ჯ. ზ–ს ბრალეულობა.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ჯ. ზ–ს, – დაბადებულს 19.. წ.., – ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2 ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (6 ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (5 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგით:

2.1. 2020 წლის 8 ოქტომბერს, მ–ს რაიონის სოფელ მ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ჯ. ზ–მა არასრულწლოვანი შვილების – ... წლის .... დაბადებული მ. ზ–სის, .... წლის .... დაბადებული კ. ზ–სა და ... წლის .... დაბადებული ქ. ზ–ს – თანდასწრებით, სახეში გაარტყა და გულმკერდის არეში რამდენჯერმე ჰკრა ხელი მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს, რ. ჩ–ს, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.2. 2021 წლის 8 მარტს, მ–ს რაიონის სოფელ მ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მთვრალმა ჯ. ზ–მა არასრულწლოვანი შვილების – .... წლის ..... დაბადებული მ. ზ–ს, ... წლის ..... დაბადებული კ. ზ–სა და 2013 წლის 10 ივლისს დაბადებული ქ. ზ–ს –თანდასწრებით, სახეში გაარტყა და რამდენჯერმე ზურგისა და გულმკერდის არეში დაარტყა ხელი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ რ. ჩ–ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.3. 2022 წლის 28 ივნისს, მ–ს რაიონის სოფელ მ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მთვრალმა ჯ. ზ–სმა არასრულწლოვანი შვილების – .... წლის ...... დაბადებული მ. ზ–ს, ... წლის ... დაბადებული კ. ზ–სა და ..... დაბადებული ქ. ზ–ს –თანდასწრებით, სახეში გაარტყა და გულმკერდის არეში რამდენჯერმე ჰკრა ხელი მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ რ. ჩ–ს, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.4. 2022 წლის 28 ივნისს, მ–ს რაიონის სოფელ მ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მთვრალმა ჯ. ზ–მა არასრულწლოვანი შვილების – ... წლის .... დაბადებული მ. ზ–ს, ... წლის .... დაბადებული კ. ზ–სა და ... წლის .... დაბადებული ქ. ზ–ს –თანდასწრებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ რ. ჩ–ს, თუკი ამხელდა მას ძალადობაში, რის შედეგადაც, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2.5. 2022 წლის 14 სექტემბერს, მ–ს რაიონის სოფელ მ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მთვრალმა ჯ. ზ–მა არასრულწლოვანი შვილების – ... წლის .... დაბადებული მ. ზ–სის, .... წლის .... დაბადებული კ. ზ–სისა და ... წლის .... დაბადებული ქ. ზ–სის – თანდასწრებით, სახეში გაარტყა ხელი მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ რ. ჩ–ს, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.6. 2022 წლის 5 დეკემბერს, დილის საათებში, მ–ს რაიონის სოფელ მ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მთვრალმა ჯ. ზ–მა კეფის, სახისა და გულმკერდის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ რ. ჩ–ს, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.7. 2022 წლის 5 დეკემბერს, დილის საათებში, მ–ს რაიონის სოფელ მ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მთვრალი ჯ. ზ–ი, დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ რ. ჩ–ს, თუკი ამხელდა მას ძალადობაში, რის შედეგადაც, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2.8. 2022 წლის 13 დეკემბერს, ღამის საათებში, მ–ს რაიონის სოფელ მ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მთვრალმა ჯ. ზ–მა არასრულწლოვანი შვილების – .... წლის ... დაბადებული მ. ზ–ს, 2011 წლის 15 იანვარს დაბადებული კ. ზ–სა და ... წლის .... დაბადებული ქ. ზ–ს – თანდასწრებით, მარცხენა ლოყაში გაარტყა ხელი მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ რ. ჩ–ს, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.9. 2023 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, მ–ს რაიონის სოფელ მ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მთვრალმა ჯ. ზ–მა არასრულწლოვანი შვილების – .... წლის .... დაბადებული მ. ზ–ს, ... წლის ... დაბადებული კ. ზ–სა და ... წლის .... დაბადებული ქ. ზ–ს – თანდასწრებით, მარცხენა ლოყაში გაარტყა ხელი მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ რ. ჩ–ს, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.10. 2023 წლის 14 იანვარს, ღამის საათებში, მ–ს რაიონის სოფელ მ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მთვრალმა ჯ. ზ–მა არასრულწლოვანი შვილების – .... წლის .... დაბადებული მ. ზ–ს, .... წლის ........ დაბადებული კ. ზ–სა და ... წლის .... დაბადებული ქ. ზ–ს – თანდასწრებით, მარჯვენა ხელზე მოუჭირა ხელი მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ რ. ჩ–ს, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.11. 2023 წლის 14 იანვარს, ღამის საათებში, მ–ს რაიონის სოფელ მ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მთვრალი ჯ. ზ–ი არასრულწლოვანი შვილების – .... წლის .... დაბადებული მ. ზ–ს, 2011 წლის 15 იანვარს დაბადებული კ. ზ–სა და ... წლის .... დაბადებული ქ. ზ–ს – თანდასწრებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ რ. ჩ–ს, რის შედეგადაც, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2.12. 2023 წლის 24 იანვარს, ღამის საათებში, მესტიის რაიონის სოფელ მ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მთვრალი ჯ. ზ–სი არასრულწლოვანი შვილების – ..... დაბადებული მ. ზ–ს, .... დაბადებული კ. ზ–სა და ......... დაბადებული ქ. ზ–ს – თანდასწრებით, დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ – რ. ჩ–ს, რის შედეგადაც, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2.13. 2023 წლის 25 იანვარს, ღამის საათებში, მესტიის რაიონის სოფელ მ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მთვრალი ჯ. ზ–ი არასრულწლოვანი შვილების – ....... დაბადებული მ. ზ–სის, ...... დაბადებული კ. ზ–სა და ...... დაბადებული ქ. ზ–სის – თანდასწრებით, დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ – რ. ჩ–ს, რის შედეგადაც, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2.14. 2020 წლის 8 ოქტომბრიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით, მ–ს რაიონის სოფელ მ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მთვრალი ჯ. ზ–ი არასრულწლოვანი შვილების – ..... დაბადებული მ. ზ–ს, ........ დაბადებული კ. ზ–სა და ....... დაბადებული ქ. ზ–ს – თანდასწრებით, ძალადობდა, ემუქრებოდა და სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს –რ. ჩ–ს, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას და მიადგა მორალური სახის ზიანი.

3. ჯ. ზ–ს წარედგინა ბრალდება: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (6 ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (5 ეპიზოდი).

4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით ჯ. ზ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (6 ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (5 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.

5. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მესტიის რაიონულმა პროკურორმა – რამაზ ხურციამ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ჯ. ზ–ს დამნაშავედ ცნობას მისთვის წარდგენილ ყველა ბრალდებაში.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 დეკემბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: დაზარალებულებმა – რ. ჩ–მა, ისევე, როგორც – მ., კ.და ქ. ზ–ებმა სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები თავიანთი ახლო ნათესავის – ჯ. ზ–ს წინააღმდეგ და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულების – რ. ჩ–სა და კ. ზ–ს მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვებისას მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელ განაჩენის გამოსატანად, ხოლო დაზარალებულებმა – მ. და ქ. ზ–ებმა გამოძიების ეტაპზევე ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და უარი თქვეს მამის მხილებაზე, შესაბამისად, ეს სამხილები იმთავითვე ვერ გამოდგებოდა ჯ. ზ–ის მამხილებელ მტკიცებულებებად; დაზარალებულის დედის – ქ. ი–სა და დის – ნ. ჩ–ს ჩვენებებით, რომლებზეც ასევე აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში, დასტურდება ჯ. ზ–ს სიმთვრალესთან დაკავშირებული ოჯახური კონფლიქტების არსებობა, თუმცა არა – ბრალადშერაცხილი კონკრეტული დანაშაულების ჩადენა; მართალია საზოგადოებრივი ცენტრ ,,112-დან“ გამოთხოვილი აუდიოჩანაწერით ირკვევა, რომ 2023 წლის 25 იანვარს, დახმარების თხოვნით ,,112-ში“ მართლაც დარეკა ქალმა, რომლის მტკიცებით იყო რ. ჩ–ი, მაგრამ რამდენადაც განმცხადებლის ხმის კუთვნილების დასადგენად ბრალდების მხარეს, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი, არ ჩაუტარებია ფონოსკოპიური ექსპერტიზა, ხოლო რ. ჩ–ი, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სასამართლოში არ დაკითხულა და, შესაბამისად, არ დაუდასტურებია, რომ ზარის ავტორი ნამდვილად თავად იყო, მტკიცებულებების შეფასების დროს გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა In dubio pro reo – პრინციპის საფუძველზე, მართებულად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მესტიის რაიონული პროკურორის – რამაზ ხურციას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი