საქმე N 330100121004658369
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№11აპ-24 ქ. თბილისი
შ–ა რ., 11აპ-24 1 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ნოემბრის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის, გ. ძ–სა და მსჯავრდებულ რ. შ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. მ–სა და მ. ჩ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს: საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა – ნ. ძ–მ და მსჯავრდებულ რ. შ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – გ. მ–მა და მ. ჩ–მა.
2. დაცვის მხარე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს, რ. შ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან საქმეში არ არის წაროდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობა, გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნება მხოლოდ დაზარალებულ თ. ა–ს არასანდო ჩვენებას; სს ,,.....ს“ ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერ რ. შ–სთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, მას არ ევალებოდა და არც ფაქტობრივად გადაუხდია კომპანიის მომსახურების ხარჯები, ისევე, როგორც – არ გაუფორმებია შეთანხმებები, მათ შორის, არც კომპანიის პროგრამებულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, რასაც რეალურად ახორციელებდა კომპანიის დირექტორი – თ. ა–ს; უტყუარად არ დადასტურებულა, რომ რ. შ–ს ჰქონდა წვდომა „... ...-ზე“ დარეგისტრირებულ სს „.....ს“ ანგარიშებთან; ,,ინვოისები“ იქმნებოდა და იგზავნებოდა სს ,,.....სის“ საგადამხდელო გვერდიდან, რომელსაც რ. შ–ს არც ფლობდა და არც განკარგავდა, რაც დადასტურდა „... ...-დან“ მიღებული ინფორმაციით, რომლის მიხედვით, ყველა სადავო გადარიცხვა მოხდა საგადამხდელო გვერდით, ელექტრონული ფოსტის მისამართით – ,,..........“, რომელიც ეკუთვნის თ. ა–ს და არა – „.........-დან“, როგორც ეს ბრალდების შესახებ დადგენილებაშია მითითებული. მეტიც, დაზარალებულის მტკიცების საპირისპიროდ, რომ არ იცის „.......-ით“ სარგებლობა, – საქმის მასალები ცხადყოფს, რომ თ. ა–ს საბანკო ანგარიშიდან აქტიურად რიცხავდა თანხებს „... ...-ის“ მეშვეობით. ამდენად, რ. შ–ს სს ,,.....სის“ „....-ზე“ რეგისტრირებულ საგადასახადო გვერდსა და ანგარისებთან არ ჰქონია წვდომა და, შესაბამისად, არც სადავო ,,ინვოისებთან“ ექნებოდა შეხება, მანამ, სანამ კომპანიის ფინანსური დირექტორი – თ. ა–ს არ გადაუგზავნიდა მათ; ის გარემოება, რომ რ. შ–სს არ ჰქონდა კავშირი ,,...........-სთან“, ადასტუებს ის ფაქტიც, რომ საბანკო ანგარიშებზე შესვლის ისტორიაში არ არის დაფიქსირებული რ. შ–ს ,,IP“ მისამართი, რაც გადამწყვეტი ფაქტორია ხოლმე კიბერდანაშაულების საქმეების განხილვისას პასუხისმგებლობის საკითხის გამოსარკვევად; ბრალდების მხარემ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე მიიჩნია 12 ანგარიში ყალბად, მაშინ, როდესაც „......-ის“ ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, აქედან მხოლოდ 3 ანგარიშის სიყალბე დადგინდა, რისი გათვალისწინებითაც, შეუძლებელია უტყუარად მტკიცება, რომ დარჩენილი 9 ანგარიშიც ყალბია და მათზე არამიზნობრივად ირიცხებოდა თანხები, რაც საეჭვოს ხდის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, კომპანიისათვის მიყენებული ზიანის ოდენობას; მაშინ, როდესაც ბრალდების მხარისათვის ცნობილი იყო ფ. ბ–ს ადგილსამყოფელი, მისი დაკითხვის ნაცვლად, იხელმძღვანელეს საინფორმაციო წერილით, რომელიც საფუძვლად დაედო განაჩენს, მიუხედავად იმისა, რომ საეჭვოა მისი წარმომავლობა დ ნამდვილობა; ბრალდების მხარეს არ მოუპოვებია ინფორმაცია სხვა კომპანიებთან მიმართებით, რომლებსაც, თითქოსდა საერთოდ არ გაუწევიათ მომსახურება სს ,,.....სისათვის“; განაჩენში ხაზგასმულია, რომ რ. შ–სა და კ. თ–ს ერთმანეთან ჰქონდათ ხშირი სატელეფონო კომუნიკაცია, თუმცა არ დადგენილა, რამდენად იყვნენ ისინი ერთმანეთთან დანაშაულებრივად დაკავშირებული პირები; სასამართლომ რ. შ–ს გამოძიებასთან თანამშრომლობის მიუხედავად, მიიჩნია, რომ მას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.
3. ბრალდების მხარე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის შეცვლასა და რ. შ–ს დამნაშავედ ცნობას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნეტებით ბრალადშერაცხილი ქმედებების ჩადენისათვის, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიენიჭა და გამოყენებული სასჯელი არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით – დაზარალებულ თ. ა–სა და მოწმეების: მ. თ–ს, ნ. ქ–სა და მ. მ–ს ჩვენებებით, ინფორმაციის გამოთხოვისა და დათვალიერების ოქმებითა და სხვა სამხილებით უტყუარად დადასტურდა, რომ რ. შ–მ, კ. თ–ს დახმარებით, „..........-ზე“ დარეგისტრირებულ ყალბ ანგარიშზე გადარიცხა, სს „.....სათვის“, თითქოსდა, სხვადასხვა კომპანიების მიერ გაწეული მომსახურების თანხები, რომლის ნაწილი დახარჯეს, ნაწილი კი, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით გადმორიცხეს ქართული ბანკების ანგარიშებზე, შეიძინეს უძრავი ქონება, რომელიც მოგვიანებით გადაუფორმეს კ. თ–ს დედას – დ. ც–ს და დაფარეს კ. თ–ს სესხი. სასამართლომ უპირობიდ გაიზიარა მსჯავრდებულის დედის – დ. ც–ს ჩვენება, რომლის მიხედვით, სადავო ბინა ბანკისგან ნასესხები თანხით შეიძინეს, რამეთუ მოწმეს არ უთქვამს, რომ მსესხებელი იყო მისი ვაჟი – კ. თ–ს, ხოლო საბანკო ამონაწერები ცხადყოფს, რომ დ. ც–მ ბანკისგან 2019 წლის 11 ივნისს ისესხა 15000 ლარი, მაშინ, როდესაც სადავო ბინა შეძენილია 2017 წლის 28 აპრილს და ამ დროისათვის დაფარულია საბანკო კრედიტიც. საეჭვოა, როგორ შეძლო დ. ც–მ 1000-ლარიანი ხელფასისა და უმუშევარი ოჯახის წევრების პირობებში, 41000-ლარიანი სესხის ორ წელიწადში დაფარვა. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ბრალდების მხარეს არ გამოუკვლევია ფინანსური ექსპერტიზის დასკვნა, რამეთუ დასკვნა გამოკვლეულია წერილობითი სახით და დაკითხულია მისი მომპოვებელი და შემნახველი პირი – ო. გ–ი. ბრალდების მხარეს არსად უთქვამს, რომ არ აპირებდა ექსპერტიზის დასკვნის გამოკვლევას, ხოლო საპროცესო კანონმდებლობა არ ავალდებულებს მხარეს დაკითხოს ექსპერტი. ამავდროულად, სადავო ექსპერტიზის დასკვნა იმეორებს ბანკიდან გამოთხოვილ ინფორმაციას. არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ თანხების ჩარიცხვის ფაქტი, არამედ მხოლოდ – მისი საფუძველი და დანიშნულება. დაუსაბუთებელია სასამართლოს მიერ წარდგენილი კვალიფიკაციის შეცვლა, რამეთუ დადგენილია, რომ მოტყუება თან სდევდა თანხების ჩარიცხვასა და მის დაუფლებას და არა – პირიქით: რ. შ–ს კ. თ–ს დახმარებით ითვისებდა თანხებს და შემდეგ წარადგენდა ბუღალტერიაში ,,ინვოისებს“, თითქოსდა თანხების მომსახურე კომპანიებისათვის გადარიცხვის დასტურად, რაც მითვისებაა და არა – თაღლითობა. პროკურორი ასევე მიიჩნევს: მიუხედავად იმისა, რომ რ. შ–მ არ აღიარა დანაშაული, იგი ცხადდებოდა სასამართლოში და ხელი შეუწყო მტკიცებულებების მოპოვებას, რისი გათვალისწინებითაც, უსამართლოა ორივე მსჯავრდებულის მიმართ თანაბარი სასჯელების გამოყენება, როცა კ. თ–ს რ. შ–ზე მეტი თანხა ჩაერიცხა, მიიმალა, არ ცხადდებოდა სასამართლოში და ხელი არ შეუწყვია გამოძიებისათვის.
4. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ. შ–ს, – დაბადებულს 19.. წლის ....., – ბრალად დაედო: სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი, უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა, გადაცემა) მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის, აგრეთვე – მისი წარმოშობის წყაროს, მასზე საკუთრების უფლების დამალვა და შენიღბვა, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც გამოიხატა შემდეგით:
4.1. სს „.......ს“ (ს/კ ........) სხვადასხვა კომპანიებისგან ნაყიდი ჰქონდა კომპიუტერული პროგრამები და მომსახურება. აღნიშნული მომსახურებისათვის გასაწევი ხარჯების გადახდა ხდებოდა ელექტრონული საფულე „......-ის“ ვებგვერდ „........-ზე“ რეგისტრირებულ სს „.....სის“ საგადამხდელო გვერდით, ელექტრონული ფოსტის მისამართით „...........“, რომელთანაც დაკავშირებული იყო სს „.....სის“ ბიზნეს-საბანკო პლასტიკური ბარათები. კერძოდ: სს „........... ბანკის“ ანგარიში №............ და სს „......... ბანკის“ – №..........., რომელთა მეშვეობით, ყოველთვიურად ხდებოდა ანგარიშსწორება იმ კომპანიებთან, რომელთაგან „.......ს“ ნაყიდი ჰქონდა პროგრამები და მომსახურება. კომპანიის ,,...ი“ თანამშრომლის – რ. შ–სს მოვალეობაში შედიოდა სერვერების, ვებგვერდებისა და პროგრამების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, აგრეთვე – ზემოთ მითითებული გადახდების განხორციელება, რის გამოც, რ. შ–ს სამსახურებრივად ჰქონდა წვდომა სს „.....სის“ კუთვნილ ანგარიშებთან, სადაც თანხები ირიცხებოდა იმ მიზნით, რომ კომპანიას არ ჰქონოდა დავალიანება და არ შეჩერებოდა მომსახურება, არ შეფერხებულიყო მუშაობა, ხოლო ამ ანგარიშებზე განთავსებული თანხებით რ. შ–ს უნდა გადაეხადა კომპანიისთვის გაწეული მომსახურების გადასახადები.
სს „.......ს“ ჰქონდა ნაყიდი მომსახურება კომპანია „......-სგან“, რომლის დირექტორია – ფ. ბ–ი და სარგებლობს ელექტრონული ფოსტის მისამართით: „...........“ რ. შ–მ მის ნაცნობ – კ. თ–სთან ერთად, 2016 წელს, „..........-ზე“ დაარეგისტრირა ზემოთ მითითებული კომპანიის კუთვნილი გვერდის მსგავსი მომხმარებლის ანგარიში, დასახელებით – „..........“, ელექტრონული ფოსტის მისამართი – „..........,“ სადაც მიუთითეს ელექტრონული ფოსტა – „.........,“ კ. თ–ს კუთვნილი კომპანიის, შპს .....ის“, კუთვნილი ვებ გვერდი – „.....“ და მისსავე სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერი ,,..........“, ასევე – დაარეგისტრირეს სხვა მიმსგავსებული ანგარიშები.
რ. შ–მ, კ. თ–სთან შეთანხმებით, 2016 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, კომპანია „.........-ს“ ანგარიშზე, თითქოსდა, გადარიცხა თანხა ,,....“ მომსახურეობისათვის, ჯამურად – 327721,81 აშშ დოლარი. სინამდვილეში კი, აღნიშნულმა კომპანიამ, მოცემულ პერიოდში, გაწეული მომსახურეობისათვის მოითხოვა – 2095,18 აშშ დოლარი, რაც მიიღეს კიდეც. დანარჩენი – 325625,63 აშშ დოლარი, გადარიცხა ჯერ სს „.....სის“ „..........-ზე“ რეგისტრირებულ საგადამხდელო ანგარიშზე, ელექტრონული ფოტის მისამართით: ,,..........“, საიდანაც – ბრალდებულების მიერ „..........-ზე“ რეგისტრირებულ ანგარიშებზე: „.........,“ „........,“ „........,“ „...... ...,“ „.......,“ „..... ....“ და „...... ......“ ამავე სქემით რ. შ–მ, კ. თ–სთან ერთად, „... ...-ზე“ 2016-2018 წლებში, მათ მიერვე რეგისტრირებულ ყალბ ანგარიშებზე: „............“ კომპანია „....... ..-ში“ გადაირიცხა 7,720 აშშ დოლარი; „... ....-ის“ ანგარიშზე „.........“ კომპანია „... .... ........-ში“ გადარიცხა – 3152,91 აშშ დოლარი; „.....l-ის“ ანგარიშზე „..... .....“ – 474,24 აშშ დოლარი; „.....-ის“ ანგარიშზე „.....“ კომპანია „.....-ში“-ში – 519,00 აშშ დოლარი; „.....l-ის“ ანგარიშზე „.........“ კომპანია „N........ ......... ......... .......-ში“ – 4306,00 აშშ დოლარი; „... ...-ის“ ანგარიშზე „...........“ კომპანია „.......-ში“ – 48496,29 აშშ დოლარი და 1070,00 ევრო; „.....-ის“ ანგარიშზე „........“ – 367,00 აშშ დოლარი; „....-ის“ ანგარიშზე „.....“ კომპანია „... ....-ში“-ში – 107,94 აშშ დოლარი; „... ..-ის“ ანგარიშებზე „.....,“ „.....“ და „.....“ ჯამურად – 34387,80 აშშ დოლარი.
ზემოაღნიშნული გადარიცხვების, საბანკო ამონაწერების, რ. შ–ს მიერ მოწოდებული ინვოისებისა და დასაბუთებების საფუძველზე, ხდებოდა ხსენებული თანხების კომპანია სს „.....ს“ ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვა და არარეზიდენტი პირების მიერ გაწეული მომსახურებებისთვის საშემოსავლო გადასახადის გადახდა, რამაც შეადგინა ჯამურად – 38910,55 ლარი. მითითებული სქემით გადარიცხვებისას სს „.......ს“ მიადგა – 1074117,27 ლარის ეკვივალენტ – 390 055,85 აშშ დოლარისა და 35457,80 ევროს ზიანი.
4.2. რ. შ–მ და კ. თ–მ „.... ...-ის“ ყალბ ანგარიშებზე ჩარიცხული თანხის ნაწილი დახარჯეს, ხოლო ნაწილი, უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემის, მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის, აგრეთვე – მისი წარმოშობის წყაროს დამალვისა და შენიღბვის მიზნით, გადმორიცხეს ქართული ბანკების ანგარიშებზე. კერძოდ, 11983 აშშ დოლარი გადარიცხეს რ. შ–სს საბანკო ანგარიშებზე, ხოლო 112614,63 აშშ დოლარი ჩარიცხეს საბანკო ანგარიშებზე, რითაც დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებას მისცეს კანონიერი სახე.
ამავე მიზნით, რ. შ–მ და კ. თ–მ, 2017 წლის 28 აპრილს, ზ. ბ–სგან, თ. ბ–ს მეშვეობით, 32000 აშშ დოლარად (რაც კ. თ–მ საჯარო რეესტრში გაიფორმა 2017 წლის 13 მაისს) შეიძინეს უძრავი ქონება, მდებარე – ქალაქი თ–ი, .....ის გამზირი №.., ბინა №..-ში (ს/კ 01.17.12.060.030.06.048), რისთვისაც გადაიხადეს დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული თანხის ნაწილი. ასევე – 2017 წლის 21 აპრილს, კ. თ–სმ სს „......... ბანკიდან“ სესხის სახით აიღო 41000 ლარი, რაც დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული თანხით საბოლოოდ დაფარა 2019 წლის 18 იანვარს. კ. თ–მ და რ. შ–მ მას შემდეგ, რაც გაიგეს მიმდინარე გამოძიების შესახებ, აღნიშნული უძრავი ქონება, მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის, აგრეთვე – მისი წარმოშობის წყაროს, მასზე საკუთრების უკეთესად დამალვის და შენიღბვის მიზნით, 2019 წლის 1 თებერვალს ჩუქების ხელშეკრულებით გადაუფორმეს კ. თ–ს დედას – დ. ც–ს.
5. რ. შ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, ხოლო კ. თ–ს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 თებერვლის განაჩენით: რ. შ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მისთვის წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
7. ამავე განაჩენით კ. თ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მისთვის წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, რომლის ჩადენისთვისაც დაედო მას მსჯავრი.
8. სასამართლომ დაადგინა, რომ რ. შ–მ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, ხოლო კ. თ–მ – თაღლითობაში დახმარება, ესე იგი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღებაში დახმარება, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგით:
8.1. სს „.......ს“ (ს/კ .............) სხვადასხვა კომპანიებისგან ნაყიდი ჰქონდა კომპიუტერული პროგრამები და მომსახურება. აღნიშნული მომსახურებისათვის გასაწევი ხარჯების გადახდა ხდებოდა ელექტრონული საფულე „P....-ის“ ვებგვერდ „.......-ზე“ რეგისტრირებულ სს „..........ის“ საგადამხდელო გვერდით, ელექტრონული ფოსტის მისამართი „a.....,“ რომელთანაც დაკავშირებული იყო სს „.....სის“ ბიზნეს-საბანკო პლასტიკური ბარათები. კერძოდ: სს „.......... ბანკის“ ანგარიში №........... და სს „პ........... ბანკის“ – №..........., რომელთა მეშვეობით, ყოველთვიურად ხდებოდა ანგარიშსწორება იმ კომპანიებთან, რომელთაგან „.......ს“ ნაყიდი ჰქონდა პროგრამები და მომსახურება. კომპანიის ,,...–ი“ თანამშრომლის – რ. შ–ს მოვალეობაში შედიოდა სერვერების, ვებგვერდებისა და პროგრამების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, აგრეთვე – ზემოთ მითითებული გადახდების განხორციელება, რის გამოც, რ. შ–ს სამსახურებრივად ჰქონდა წვდომა სს „.....სის“ კუთვნილ ანგარიშებთან, სადაც თანხები ირიცხებოდა იმ მიზნით, რომ კომპანიას არ ჰქონოდა დავალიანება და არ შეჩერებოდა მომსახურება, არ შეფერხებულიყო მუშაობა, ხოლო ამ ანგარიშებზე განთავსებული თანხებით რ. შ–ს უნდა გადაეხადა კომპანიისთვის გაწეული მომსახურების გადასახადები.
სს „.......ს“ ჰქონდა ნაყიდი მომსახურება კომპანია „I........-სგან“, რომლის დირექტორია – ფ. ბ–სი და სარგებლობს ელექტრონული ფოსტის მისამართით: „...........“ რ. შ–მ მის ნაცნობ – კ. თ–სთან ერთად, 2016 წელს, „..........-ზე“ დაარეგისტრირა ზემოთ მითითებული კომპანიის კუთვნილი გვერდის მსგავსი მომხმარებლის ანგარიში, დასახელებით – „.........“, ელექტრონული ფოსტის მისამართი – „...........,“ სადაც მიუთითეს ელექტრონული ფოსტა – „..........,“ კ. თ–სს კუთვნილი კომპანიის, შპს „ა–იის“, კუთვნილი ვებ გვერდი – „..........“ და მისსავე სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერი ,,..........“, ასევე – დაარეგისტრირეს სხვა მიმსგავსებული ანგარიშები.
რ. შ–მ კ. თ–სთან შეთანხმებით, მოტყუებით, 2016 წლიდან, 2018 წლის ჩათვლით, კომპანია „... ....-ს“ ანგარიშზე, თითქოსდა, გადარიცხა თანხა ,,...ი“ მომსახურებისათვის, ჯამურად – 327 721,81 აშშ დოლარი. სინამდვილეში კი, აღნიშნულმა კომპანიამ, მოცემულ პერიოდში, გაწეული მომსახურეობისათვის მოითხოვა – 2095,18 აშშ დოლარი, რაც მიიღეს კიდეც. დანარჩენი – 325625,63 აშშ დოლარი, გადარიცხა ჯერ სს -ზე“ რეგისტრირებულ საგადამხდელო ანგარიშზე, ელექტრონული ფოტის მისამართით: ,,...........“, საიდანაც – ბრალდებულების მიერ „..........-ზე“ რეგისტრირებულ ანგარიშებზე: „..........,“ „............,“ „..........,“ „........... ..........,“ „...........,“ „.......... ........“ და „......... ...........“ ამავე სქემით რ. შ–სმ, კ. თ–სსთან ერთად, „...........-ზე“ 2016-2018 წლებში, მათ მიერვე რეგისტრირებულ ყალბ ანგარიშებზე: „...................“ კომპანია „............ .....-ში“ გადაირიცხა 7,720 აშშ დოლარი; „.... ....-ის“ ანგარიშზე „.............“ კომპანია „.......... .......-ში“ გადარიცხა – 3152,91 აშშ დოლარი; „......-ის“ ანგარიშზე „.......... ...........“ – 474,24 აშშ დოლარი; „..........-ის“ ანგარიშზე „............“ კომპანია „.... ...-ში“-ში – 519,00 აშშ დოლარი; „.......-ის“ ანგარიშზე „..........“ კომპანია „........... ............ ........... .........-ში“ – 4306,00 აშშ დოლარი; „....-ის“ ანგარიშზე „............“ კომპანია „.....-ში“ – 48496,29 აშშ დოლარი და 1070,00 ევრო; „.....-ის“ ანგარიშზე „........“ – 367,00 აშშ დოლარი; „.....-ის“ ანგარიშზე „............“ კომპანია „.............-ში“-ში – 107,94 აშშ დოლარი; „......-ის“ ანგარიშებზე „............,“ „............“ და „...........“ ჯამურად – 34387,80 აშშ დოლარი.
ზემოაღნიშნული გადარიცხვების, საბანკო ამონაწერების, რ. შ–სს მიერ მოწოდებული ინვოისებისა და დასაბუთებების საფუძველზე, ხდებოდა ხსენებული თანხების კომპანია სს „.....სის“ ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვა და არარეზიდენტი პირების მიერ გაწეული მომსახურებებისთვის საშემოსავლო გადასახადის გადახდა, რამაც შეადგინა ჯამურად – 38910,55 ლარი. მითითებული სქემით გადარიცხვებისას სს „.......ს“ მიადგა – 1074117,27 ლარის ეკვივალენტ – 390055,85 აშშ დოლარისა და 35457,80 ევროს ზიანი.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთ მხრივ, საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა – ბ. თ–მ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და მსჯავრდებულების: რ. შ–სა და კ. თ–ს დამნაშავეებად ცნობას მათთვის წარდგენილი კვალიფიკაციებით, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულ რ. შ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კ. წ–მა, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და რ. შ–ს უდანაშაულოდ ცნობას.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
11. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
12. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
13. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორების მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა და მსჯავრდებულ რ. შ–ს ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, ერთი მხრივ, უტყუარად ვერ დადასტურდა რ. შ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით მისთვის ბრალადწარდგენილი ქმედების ჩადენა, ხოლო, მეორე მხრივ, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგინდა, რომ მის ქმედებაში გამოკვეთილია არა – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, არამედ – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დასჯადი ქმედება, კერძოდ:
14. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბრალდების მხარე, რ. შ–სს ედავებოდა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სს ,,.....ს“ დიდი ოდენობით მითვისებას, რაც გამოიხატა: სს ,,.....ს“ ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერობის პერიოდში, სს ,,.....ს“ ანგარიშებიდან, კომპანიისათვის გაწეული სხვადასხვა მომსახურების ხარჯების ანაზღაურების ნაცვლად, წინასწარ შექმნილ ყალბ ანგარიშებზე თანხების გადარიცხვით მითვისებასა და, მოგვიანებით, დანაშაულებრივად მოპოვეული ქონების ლეგალიზაციაში, მაგრამ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში დაკითხული: სს ,,.....ს“ დორექტორების: თ. ა–სა და მ. თ–ს, ასევე – ბუღალტრების: ნ. ქ–სა და მ. მ–სის ჩვენებებით უტყუარად დასტურდება, რომ სს ,,.....სის“ ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერის – რ. შ–სს მიერ, კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების დაუფლების ხერხი იყო – მოტყუება, კერძოდ, დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა, ერთი მხრივ, ,,.......-ზე“ შექმნა სს ,,.....ს“ მომსახურე კომპანიების სახელებს მიმსგავსებული გვერდები, რომლებზეც რიცხავდა, თითქოსდა, ამ კომპანიების მიერ სს ,,.....სისათვის“ გაწეული მომსახურების ხარჯებს, ხოლო, მეორე მხრივ, სს ,,.....ს“ ბუღალტრებისათვის, საბუღალტრო აღრიცხვის მიზნით, მიჰქონდა ყალბი ,,ინვოისები“, რაც ცხადყოფს, რომ რ. შ–სს ქმედებაში გამოკვეთილია არა მითვისება, როდესაც ქონებრივი უფლება მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობასა ან გამგებლობაში იმყოფებოდა, არამედ – თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რომლის ჩადენისთვისაც იგი კანონიერად და სამართლიანად არის მსჯავრდებული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა დაცვის მხარის მტკიცება, თითქოსდა, რ. შ–ს სადავო ანგარიშებზე თანხებს რიცხავდა სს ,,........ს“ დირექტორის – თ. ა–ს მითითებით, რომელიც ავალებდა, თავისი სახელით გამოეწერა ყალბი ,,ინვოისები“, რადგან საპირისპირო მტკიცება გამომდინარეობს სასამართლოს მიერ კანონის სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან – დაზარალებულ თ. ა–სა და მოწმეების: მ. თ–სის, ნ. ქ–ს, მ. მ–სა და ა. ბ–ს ჩვენებებიდან, ინფორმაციის გამოთხოვისა და დათვალიერეის ოქმებიდან, რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში გაცხადებულ სხვა არგუმენტებთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ბრალდების მხარის მიერ კონკრეტული საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებების ჩაუტარებლობა იმთავითვე ვერ შეფასდება მსჯავრდებულის გამამართლებელ მოცემულობად, ვინაიდან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე პროცესი მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, დაცვის მხარეს ჰქონდა ბრალდების მხარესთან თანასწორი შესაძლებლობა, თავად ეზრუნა სასამართლოსათვის წარსადგენი მტკიცებულებების მოცულობაზე, თავად მოეპოვებინა, სასამართლოს მეშვეობით გამოეთხოვა, წარედგინა და გამოეკვლია სასურველი სამხილები, ასეთის საჭიროების შემთხვევაში და არ ყოფილიყო საპროცესო მოწინააღმდეგის იმედად (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება №970აპ-21 საქმეზე, პუნქტი 8).
15. რ. შ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდების მოთხოვნასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების განკარგვა ავტომატურად არ ნიშნავს მის ლეგალიზაციას, რამეთუ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შემადგენლობისათვის აუცილებელია, რომ პირის განზრახვა და თანმდევი ქმედებ(ებ)ი მიმართული იყოს უშუალოდ უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემისაკენ მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, რაც მოცემულ შემთხვევაში უტყუარად არ დასტურდება, რამეთუ, ბრალდების მხარის მტკიცების საპირისპიროდ, რომ რ. შ–მ და კ. თ–მ უკანონოდ მოპოვებული ქონებისათვის კანონიერი სახის მისაცემად, 2017 წლის 28 აპრილს, 32000 აშშ დოლარად შეიძინეს უძრავი ქონება, რომელიც მოგვიანებით კ. თ–ს დედას აჩუქეს, ხოლო კ. თ–მ 2019 წლის 18 იანვარს გადაფარა 2017 წლის 21 აპრილს ბანკიდან აღებული 41000-ლარიანი სესხი, კ. თ–ს დედის – დ. ც–ს ჩვენებით გამოირკვა, რომ სადავო ქონება თავად შეიძინა, ოჯახთან ერთად აღებული საბანკო კრედიტით, რომელიც გრაფიკის შესაბამისად დაფარა, რისი გათვალისწინებითაც, მტკიცებულებების შეფასების დროს, უკანონოდ მოპოვებული ქონების ლეგალიზაციასთან მიმართებით, გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, In dubio pro reo – პრინციპიდან გამოდინარე, მართებულად გადაწყდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ.
16. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
17. ხაზგასასმელია, რომ აპელანტების საკვანძო არგუმენტებს, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საცივრებშიც, ამომწურავი და დასაბუტრებული პასუხები გასცა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში. აღსანიშნავია, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). თუ საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მცირე დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).
18. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის, გ. ძ–სა და მსჯავრდებულ რ. შ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. მ–სა და მ. ჩ–ს საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი