Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1124-02 25 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქრთველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

რ. ნადირიანი

დავის საგანი: სარჩოს მიუღებელი სხვაობისა და ყოველთვიური სარჩოს დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

რ. თ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი 1968 წლიდან მუშაობდა მცხეთის ხიდების ... სამმართველოში. 1985 წელს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება, რის შედეგადაც განესაზღვრა პირველი ჯგუფის ინვალიდობა. მოსარჩელემ განმარტა, რომ 1994წ. თებერვლიდან სარჩოს სახით დაენიშნა 61 ლარი, ხოლო 2000წ. 1 იანვრიდან _ 110 ლარი. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ უბედური შემთხვევის პერიოდში, 1985 წელს, იგი მუშაობდა ...ად და ვინაიდან საწარმოში ამჟამად არ არის ...ის შტატი, მას საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების თანახმად უნდა დაენიშნოს პენსია მინიმალური ხელფასის (20 ლარის) ათმაგი ოდენობით.

ამასთან, რ. თ-ე მიუთითებდა, რომ მას სამედიცინო-სოციოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გარეშე უნდა დანიშნოდა საყოფაცხოვრებო მომვლელისათვის 20 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა სარჩოს მიუღებელი სხვაობის _ 3178 ლარისა და 2001 სექტემბრიდან ყოველთვიურად 220 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

მოწინააღმდეგე მხარემ _ შპს “მცხეთის ხიდების ... სამმართველომ" ნაწილობრივ ცნო რ. თ-ის სარჩელი და მიუთითა, რომ რ. თ-ე უბედურ შემთხვევამდე მუშაობდა სამთო ...ად. ეს თანამდებობა ამჟამად საწარმოში არ არსებობს, მაგრამ იმავე თანრიგს მიეკუთვნება საწარმოში არსებულ სამუშაოთა ...ის თანამდებობა, რომლის საშუალო ხელფასი შეადგენს 117,30 ლარს. მოპასუხემ ასევე თანხმობა განაცხადა ყოველთვიურად მომვლელის ხარჯის _ 10 ლარის _ გადახდაზე.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე შპს “მცხეთის ხიდების ... სამმართველოს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ერთდროულად 1184.20 ლარის, ხოლო 2001წ. 1 სექტემბრიდან _ ყოველთვიურად 127.30 ლარის გადახდა მდგომარეობის შეცვლამდე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. თ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 მაისის განჩინებით რ. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 დეკემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. თ-ე საწარმოში მომხდარი შემთხვევის დროს ასრულებდა ... მოვალეობას. მის შრომის წიგნაკის მიხედვით აპელანტი სამსახურში მიღებულ იქნა სამთო ...ის თანამდებობაზე, საიდანაც 1985წ. 11 იანვარს გავიდა პენსიაზე. სააპელაციო პალატამ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მიუთითა, რომ საწარმოში აღარ არსებობს სამთო ...ის თანამდებობა, მაგრამ საშტატო განრიგის თანახმად 2001წ. 1 აგვისტოს საწარმოში დაშვებულია იმავე თანრიგის საშტატო ერთეული _ სამუშაოთა ...ის თანამდებობა, რომლის ყოველთვიური სარჩო შეაგდენს 150 ლარს, შესაბამისად, ფაქტობრივად მიუღებელი საშუალო ხელფასი კი _ 1117,30 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონის დაცვით არის მიღებული.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. თ-ემ. კასატორმა მიუთითა, რომ სასამართლო განჩინება არ არის დასაბუთებული და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. აღნიშნული კი, კასატორის აზრით, სსკ-ს 394-ე მუხლის “ე" ქვეპუნქტის თანახმად საკასაციო საჩივრის აბსოლუტ საფუძველს წარმოადგენს.

კასატორმა განმარტა, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებანი, რადგან არ გაიზიარა, რომ კასატორი ტრავმის მიღების დროს მუშაობდა მარკშეიდერად. აღნიშნულს კასატორის მითითებით ადასტურებს სამსახურის უფროსის მიერ წარმოდგენილი ცნობა, ასევე ის გარემოება, რომ მოპასუხე ორგანიზაციამ იგი გააგზავნა მარკშეიდერის სპეციალობის მისაღებად.

კასატორის აზრით, მოპასუხისათვის უნდა დაეკისრებინათ დამატებითი ხარჯების ანაზღაურება სპეციალური სამედიცინო მომვლელისათვის, რაზეც მას უკანონოდ ეთქვა უარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებანი სავადლებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი ან დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ რ. თ-ე საწარმოში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს ასრულებდა ...ის მოვალეობას. საქმეში წარმოდგენილი რ. თ-ის შრომის წიგნაკიდან ირკვევა, რომ 1985წ. 13 ივნისს მიღებულ იქნა სამთო ...ის თანამდებობაზე, ხოლო 1985წ. 1 ნოემბერს გათავისუფლდა სამსახურიდან პენსიაზე გასვლის გამო. აღნიშნულით დადასატურებულია, რომ შემთხვევის დროს რ. თ-ე მუშაობდა სამთო ...ის თანამდებობაზე. ასევე დადგენილია, რომ შპს “მცხეთის ხიდების ... სამმართველოში" ამჟამად აღარ არის სამთო ...ის თანამდებობა, მაგრამ 2001წ. აგვისტოდან საწარმოში დაშვებულია იმავე თანრიგის საშტატო ერთეული _ სამუშაოთა ...ის თანამდებობა, რომლის ყოველთვიური სარჩო შეადგენს 117,390 ლარს. “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 ნოემბრის ¹48 ბრძანებულების მე-11 პუნქტის თანახმად დაზარალებულს ზიანი აუნაზღაურდება ყოველთვიური სარჩოს გადახდით იმ ვადით, რა ვადითაც დადგენილი აქვს შრომის უნარის ხარისხის დაკარგვა, მიუხედავად იმისა, მინიჭებული აქვს თუ არა ინვალიდობის ჯგუფი. ზიანი ანაზღაურდება იმავე ან იმავე თანრიგის ნებისმიერი სპეციალობის მუშაკის ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან იმ ოდენობით, რამდენი პროცენტითაც დაკარგული აქვს შრომის უნარის ხარისხი. ამდენად, ვინაიდან რ. თ-ე არის პირველი ჯგუფის ინვალიდი, ხოლო 2001წ. აგვისტოდან საწარმოში დაშვებულია სამთო ოსტატის თანრიგის საშტატო ერთეული _ სამუშაოთა ...ის თანამდებობა, რომლის ყოველთვიური სარჩოა 117,30 ლარი, “მცხეთის ხიდების ... სამმართველომ კასატორს ყოველთვიურად უნდა გადაუხადოს სარჩოს სახით 117.30 ლარი. რაც შეეხება მომვლელის ხარჯებს, აღნიშნული წესის 27-ე პუნქტის თანახმად სპეციალური სამედიცინო მომვლელის დამატებითი ხარჯების ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა შეადგენს სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულების სანიტარის თვიურ თანამდებობრივ სარგოს, ხოლო საყოფაცხოვრებო მოვლისათვის _ ამ სარჩოს 50%-ს.

მინიმალური ხელფასი განსაზღვრულია 20 ლარის ოდენობით, რომლის 50% 10 ლარია, რაც უნდა დაენიშნოს რ. თ-ეს ყოველთვიურად საყოფაცხოვრებო მომვლელის ხარჯებისათვის.

როგორც სარჩელიდან ირკვევა, რ. თ-ე მოითხოვდა საყოფაცხოვრებო მომვლელის ხარჯების ანაზღაურებას. საქართველოს

სსკ-ს 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის თანახმად მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი. საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების შემდეგ სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის წინასწარი თანხმობით. A აღნიშნული ნორმის თანახმად შეუძლებელი იყო სააპელაციო სასამართლოს ემსჯელა მოსარჩელისათვის სპეციალური სამედიცინო მომვლელის დამატებითი ხარჯების ანაზღაურებაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 მაისის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.