საქმე # 330100123006966934
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №508აპ-24 ქ. თბილისი
ყ-ი ქ. 508აპ-24 29 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ვასილ სამხარაძისა და მსჯავრდებულ ქ. ყ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ქ. ყ-ს, - დაბადებულს ... წლის ... დეკემბერს, - ბრალად ედება ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის ორგანიზება, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლება; მ. ძ-ს, - დაბადებულს … წლის … აპრილს, - ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობა, როგორც დამხმარე, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლება; ხოლო ნ. ბ-ს, - დაბადებულს … წლის … ნოემბერს, - ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობა, როგორც დამხმარე, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლება, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლის მარტიდან 2022 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, ქ. ყ-მა, ნ. ბ-მა და მ. ძ-მ, გამოძიებისათვის ამ ეტაპზე დაუდგენელ პირებთან ერთად, ჩამოაყალიბეს ორგანიზებული ჯგუფი, რომლის მოტივაცია იყო სხვისი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლება. ორგანიზებული ჯგუფის ორგანიზატორი იყო ქ. ყ-ი, ხოლო დამხმარეები - ნ. ბ-ი და მ. ძ-ე. ორგანიზებული ჯგუფის შემუშავებული ცრუ ინფორმაციის მიხედვით, თითქოს სახელმწიფო მისი სამინისტროების, მუნიციპალიტეტებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების მეშვეობით, ევროპული ქვეყნების ფინანსური მხარდაჭერით, მოიძიებდა უსახლკარო სტატუსის მქონე პირების, დევნილის სტატუსის მქონე პირების, სპეციალური საჭიროების მქონე პირების, ემიგრანტების, სოციალურად დაუცველი პირების, რათა მათთვის სიმბოლურ ფასად გადაეცათ ბინები ქ.თ-ში, ქ. ბ-ში მდებარე შპს „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში, დაბა ბ-სა და კურორტ ს-ში. სახელმწიფოს მხრიდან თითქოს მიცემულ პროექტს ხელმძღვანელობდა და სახელმწიფო წარმომადგენელი იყო ქ. ყ-ი, ხოლო ნ. ბ-ი და მ. ძ-ე იყვნენ კოორდინატორები, რომლებიც იძიებდნენ შესაბამის პირებს რთავდნენ მათ პროექტში. მოქალაქეები სხვადასხვა თანხის სანაცვლოდ თითქოსდა იღებდნენ ბინებს, რომელიც წინასწარ ნაქირავები იყო ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ხოლო მოქალაქეებს განემარტებოდა, რომ სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ მათ სახელზე მოცემული უძრავი ქონების რეგისტრაცია იწარმოებდა მოგვიანებით, პროექტის დასასრულს.
· ორგანიზებული ჯგუფის ორგანიზატორი ქ. ყ-ი ერთიანი განზრახვით, ორგანიზებული ჯგუფის დამხმარეებთან - ნ. ბ-სა და მ. ძ-თან ერთად მოიპოვებდა საქართველოს მოქალაქეების ნდობას და მათ ფულადი თანხის სანაცვლოდ სთავაზობდა ბინებს ქ. თ-ში, ქ. ბ-ში, დაბა ბ-სა და კურორტ ს-ში. აღნიშნულის სანაცვლოდ ორგანიზებული ჯგუფი თაღლითურად, მოტყუებით დაეუფლა მოქალაქეებისგან დიდი ოდენობით ფულად თანხას - დაახლოებით 3698104 ლარს.
· 2021 წლის იანვრის პერიოდიდან ქ. ყ-მა და ნ. ბ-მა მოიპოვეს ა. ვ-ს ნდობა. დაარწმუნეს იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინას მისცემდნენ ქ. თ-ში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუეს 8300 ლარი და მიაყენეს მატერიალური ზიანი.
· 2021 წლის ზაფხულის პერიოდიდან ქ. ყ-მა და ნ. ბ-მა მოიპოვეს ხ. პ-ი-ა-ს ნდობა. დაარწმუნეს იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინებს მისცემდნენ ქ. თ-სა და ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუეს 2000 ლარი და მიაყენეს მატერიალური ზიანი.
· 2022 წლის სექტემბრის პერიოდიდან ქ. ყ-მა და მ. ძ-მ მოიპოვეს თ. ს-ს ნდობა. დაარწმუნეს იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინას მისცემდნენ ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუეს 11000 ლარი და მიაყენეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი
· 2022 წლის სექტემბრის პერიოდიდან ქ. ყ-მა და მ. ძ-მ მოიპოვეს ა. კ-ს ნდობა. დაარწმუნეს იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინას მისცემდნენ ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუეს 8000 ლარი და მიაყენეს მატერიალური ზიანი
· 2022 წლის სექტემბრის პერიოდიდან ქ. ყ-მა და მ. ძ-მ მოიპოვეს მ. ს-ს ნდობა. დაარწმუნეს იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინებს მისცემდნენ ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუეს 78000 ლარი და მიაყენეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
· 2022 წლის ოქტომბრის პერიოდიდან ქ. ყ-მა და მ. ძ-მ მოიპოვეს ს. მ-ს ნდობა. დაარწმუნეს იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინებს მისცემდნენ დაბა ბ-ში „კ-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუეს 15200 ლარი და მიაყენეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
· 2022 წლის სექტემბრის პერიოდიდან ქ. ყ-მა და მ. ძ-მ მოიპოვეს ნ. კ-ის ნდობა. დაარწმუნეს იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინას მისცემდნენ ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუეს 10000 ლარი და მიაყენეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
· 2022 წლის მაისის პერიოდიდან ქ. ყ-მა მოიპოვა რ. დ-ს ნდობა. დაარწმუნა იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინებს მისცემდა ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუა 188500 ლარი (65000 აშშ დოლარის ეკვივალენტი) და მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
· 2022 წლის თებერვლის პერიოდიდან ქ. ყ-მა და ნ. ბ-მა მოიპოვეს ნ. ნ-ს ნდობა. დაარწმუნეს იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინას მისცემდნენ ქ. თ-ში, დაბა ბ-სა და ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუეს 7000 ლარი და მიაყენეს მატერიალური ზიანი
· 2020 წლის გაზაფხულის პერიოდიდან ქ. ყა-მა მოიპოვა ზ. ლ-ს ნდობა. დაარწმუნა იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინას მისცემდა ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუა 3000 ლარი და მიაყენა მატერიალური ზიანი.
· 2022 წლის ნოემბრის პერიოდიდან ქ. ყ-მა მოიპოვა თ. ც-ს ნდობა. დაარწმუნა იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინას მისცემდა ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუა 8000 ლარი და მიაყენა მატერიალური ზიანი.
· 2020 წლის ოქტომბრის პერიოდიდან ქ. ყ-მა და ნ. ბ-მა მოიპოვეს მ. გ-ს ნდობა. დაარწმუნეს იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინებს მისცემდნენ ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში და ქ. თ-ში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუეს 7100 ლარი და მიაყენეს მატერიალური ზიანი.
· 2020 წლის ივლისის პერიოდიდან ქ. ყ-მა მოიპოვა თ. ჩ-ს ნდობა, დაარწმუნა იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინებს მისცემდა ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუა 7000 ლარი და მიაყენა მატერიალური ზიანი
· 2022 წლის მაისის პერიოდიდან ქ. ყ-მა მოიპოვა ხ. ი-ს ნდობა. დაარწმუნა იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინებს მისცემდა ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუა 223300 ლარი (77000 აშშ დოლარის ეკვივალენტი) და მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
· 2022 წლის დასაწყისში ქ. ყ-მა მოიპოვა ა. თ-ს ნდობა. დაარწმუნა იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინებს მისცემდა ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუა 13000 ლარი და მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
· 2022 წლის მაისის პერიოდიდან ქ. ყ-მა მოიპოვა მ. ზ-ს ნდობა. დაარწმუნა იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინებს მისცემდა ქ. თ-ში, დაბა ბ-სა და ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუა 29450 ლარი და მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
· 2022 წლის აგვისტოს პერიოდიდან ქ. ყ-მა მოიპოვა პ. ხ-ს ნდობა. დაარწმუნა იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინებს მისცემდა ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუა 26800 ლარი და მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
· 2022 წლის აგვისტოს პერიოდიდან ქ. ყ-მა და ნ. ბ-მა მოიპოვეს მ. ფ-ს ნდობა. დაარწმუნეს იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინას მისცემდნენ ქ. თ-ში, დაბა ბ-ში და ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუეს 3000 ლარი და მიაყენეს მატერიალური ზიანი.
· 2022 წლის მაისის პერიოდიდან ქ. ყ-მა მოიპოვა ნ. გ-ს ნდობა. დაარწმუნა იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინას მისცემდა ქ. თ-ში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუა 8000 ლარი და მიაყენა მატერიალური ზიანი.
· 2021 წლის ოქტომბრის პერიოდიდან ქ. ყ-მა მოიპოვა თ. ც-ს ნდობა. დაარწმუნა იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინებს მისცემდა ქ. თ-ში, დაბა ბ-სა და ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუა 12300 ლარი და მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი
· 2022 წლის სექტემბრის პერიოდიდან ქ. ყ-მა მოიპოვა შ. კ-ს ნდობა. დაარწმუნა იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინებს მისცემდა ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუა 56200 ლარი (20000 აშშ დოლარის ეკვივალენტი) და მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი
· 2021 წლის სექტემბრის პერიოდიდან ქ. ყ-მა და ნ. ბ-მა მოიპოვეს გ. გ-ს ნდობა, დაარწმუნეს იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინას მისცემდნენ ქ. თ-ში, დაბა ბ-სა და ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუეს 5700 ლარი და მიაყენეს მატერიალური ზიანი.
· 2021 წლის აპრილის პერიოდიდან ქ. ყ-მა მოიპოვა ნ. ო-ს ნდობა. დაარწმუნა იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინებს მისცემდა ქ. თ-სა და ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუა 47510 ლარი და მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
· 2021 წლის აგვისტოს პერიოდიდან ქ. ყ-მა და ნ. ბ-მა მოიპოვეს ბ. ჯ-ს ნდობა. დაარწმუნეს იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინას მისცემდნენ ქ. თ-ში, დაბა ბ-სა და ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუეს 17500 ლარი და მიაყენეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
· 2021 წლის აპრილის პერიოდიდან ქ. ყ-მა მოიპოვა მ. ს-ს ნდობა. დაარწმუნა იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინებს მისცემდა ქ. თ-ში, დაბა ბ-სა და ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუა 5500 ლარი და მიაყენა მატერიალური ზიანი.
· 2021 წლის ივლისის პერიოდიდან ქ. ყ-მა და ნ. ბ-მა მოიპოვეს ს. ლ-ს ნდობა. დაარწმუნეს იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინას მისცემდნენ ქ. თ-ში და ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუეს 4000 ლარი და მიაყენეს მატერიალური ზიანი.
· 2021 წლის ივლისის პერიოდიდან ქ. ყ-მა და ნ. ბ-მა მოიპოვეს ნ. ლ-ს ნდობა. დაარწმუნეს იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინას მისცემდნენ ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუეს 3615 ლარი და მიაყენეს მატერიალური ზიანი.
· 2021 წლის აპრილის პერიოდიდან ქ. ყ-მა და ნ. ბ-მა მოიპოვეს ე. ს-ს ნდობა. დაარწმუნეს იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინას მისცემდნენ ქ. თ-სა და ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუეს 10710 ლარი და მიაყენეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
· 2022 წლის სექტემბრის პერიოდიდან ქ. ყ-ი და მ. ძ-ე ნდობაში შევიდნენ მ. კ-თან. დაარწმუნეს იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინას მისცემდნენ ქ. თ-ში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუეს 22600 ლარი და მიაყენეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
· 2021 წლის დეკემბრის პერიოდიდან ქ. ყ-ი და ნ. ბ-ი ნდობაში შევიდნენ ე. მ-თან. დაარწმუნეს იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინას მისცემდნენ ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში და დაბა ბ-ში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუეს 10270 ლარი და მიაყენეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
· 2021 წლის მაისის პერიოდიდან ქ. ყ-ი და ნ. ბ-ი ნდობაში შევიდნენ მ. ბ-თან. დაარწმუნეს იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინას მისცემდნენ ქ. თ-ში, ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში და დაბა ბ-ში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუეს 1200 ლარი და მიაყენეს მატერიალური ზიანი.
· 2021 წლის გაზაფხულის პერიოდიდან ქ. ყ-ი ნდობაში შევიდა ნ. გ-თან. დაარწმუნა იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინას მისცემდა ქ. თ-ში, ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში და დაბა ბ-ში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუა 1000 ლარი და მიაყენა მატერიალური ზიანი.
· 2021 წლის ივლისის პერიოდიდან ქ. ყ-ი და ნ. ბ-ი ნდობაში შევიდნენ ი. ჯ-თან. დაარწმუნეს იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინას მისცემდნენ ქ. თ-ში, ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში და დაბა ბ-ში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუეს 24275 ლარი და მიაყენეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
· 2022 წლის აგვისტოს პერიოდიდან ქ. ყ-ი ნდობაში შევიდა თ. ჩ-თან. დაარწმუნა იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინას მისცემდა ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუა 14000 ლარი და მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
· 2021 წლის ივლისის პერიოდიდან ქ. ყ-ი ნდობაში შევიდა მ. კ-თან. დაარწმუნა იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინას მისცემდა ქ. თ-ში, ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში და დაბა ბ-ში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუა 22450 ლარი და მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
· 2021 წლის აგვისტოს პერიოდიდან ქ. ყ-ი და ნ. ბ-ი ნდობაში შევიდნენ ს. ლ-სთან. დაარწმუნეს იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინას მისცემდნენ ქ. თ-სა და ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუეს 9000 ლარი და მიაყენეს მატერიალური ზიანი.
· 2021 წლის აგვისტოს პერიოდიდან ქ. ყ-ი ნდობაში შევიდა ე. შ-თან, დაარწმუნა იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინას მისცემდა ქ. თ-ში, ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში და კურორტ ს-ში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუა 13000 ლარი და მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
· 2019 წლის მარტის პერიოდიდან ქ. ყ-ი ნდობაში შევიდა ს. ჯ-თან, დაარწმუნა იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინას მისცემდა ქ. თ-ში, ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში და დაბა ბ-ში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუა 12000 ლარი და მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
· 2021 წლის იანვრის პერიოდიდან ქ. ყ-ი და ნ. ბ-ი ნდობაში შევიდნენ ი. ჯ-სთან. დაარწმუნეს იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინას მისცემდნენ ქ. თ-სა და ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუეს 16670 ლარი და მიაყენეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
· 2022 წლის აგვისტოს პერიოდიდან ქ. ყ-ი და მ. ძ-ე ნდობაში შევიდნენ ნ. ტ-სთან. დაარწმუნეს იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინას მისცემდნენ ქ. თ-სა და ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუეს 64000 ლარი და მიაყენეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
· 2022 წლის ოქტომბრის პერიოდიდან ქ. ყ-ი და მ. ძ-ე ნდობაში შევიდნენ დ. გ-სთან. დაარწმუნეს იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინას მისცემდნენ ქ. თ-სა და ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუეს 24000 ლარი და მიაყენეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
· 2022 წლის სექტემბრის პერიოდიდან ქ. ყ-ი ნდობაში შევიდა მ. ბ-თან. დაარწმუნა იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინებს მისცემდა ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუა 42750 ლარი (15000 აშშ დოლარის ეკვივალენტი) და მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
· 2022 წლის აგვისტოს პერიოდიდან ქ. ყ-ი ნდობაში შევიდა მ. მ-სთან. დაარწმუნა იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინებს მისცემდა ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში და ქ. თ-ში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუა 138500 ლარი (46000 აშშ დოლარის ეკვივალენტი და 500 ლარი) და მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
· 2022 წლის სექტემბრის პერიოდიდან ქ. ყ-ი ნდობაში შევიდა ბ. ბ-სთან. დაარწმუნა იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინებს მისცემდა ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუა 11600 ლარი და მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
· 2022 წლის ივლისის პერიოდიდან ქ. ყ-ი ნდობაში შევიდა ა. ბ-სთან. დაარწმუნა იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინებს მისცემდა ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუა 21250 ლარი და მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
· 2022 წლის სექტემბრის პერიოდიდან ქ. ყ-ი ნდობაში შევიდა ს. ქ-სთან. დაარწმუნა იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინებს მისცემდა ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში და ქ. თ-ში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუა 167330 ლარი და მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
· 2022 წლის სექტემბრის პერიოდიდან ქ. ყ-ი ნდობაში შევიდა ა. ჯ-სთან. დაარწმუნა იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინებს მისცემდა ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუა 32060 ლარი (4000 აშშ დოლარის ეკვივალენტი და 20700 ლარი) და მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
· 2022 წლის სექტემბრის პერიოდიდან ქ. ყ-ი ნდობაში შევიდა შ. ქ-სთან. დაარწმუნა იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინებს მისცემდა ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუა 20000 (8000 აშშ დოლარის ეკვივალენტი) ლარი და მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
· 2022 წლის ივლისის პერიოდიდან ქ. ყ-ი ნდობაში შევიდა ა. ბ-სთან. დაარწმუნა იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინებს მისცემდა ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუა 5700 (2000 აშშ დოლარის ეკვივალენტი) ლარი და მიაყენა მატერიალური ზიანი.
· 2022 წლის სექტემბრის პერიოდიდან ქ. ყ-ი ნდობაში შევიდა ლ. ტ-სთან. დაარწმუნა იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინებს მისცემდა ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუა 19250 (7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი) ლარი და მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
· 2022 წლის ივნისის პერიოდიდან ქ. ყ-ი ნდობაში შევიდა მ. ა-სთან. დაარწმუნა იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინებს მისცემდა ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუა 10000 ლარი და მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
· 2022 წლის ივნისის პერიოდიდან ქ. ყ-ი ნდობაში შევიდა ლ. ა-სთან. დაარწმუნა იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინებს მისცემდა ქ. თ-ში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუა 18500 ლარი და მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
· 2022 წლის სექტემბრის პერიოდიდან ქ. ყ-ი ნდობაში შევიდა მ. ბ-სთან. დაარწმუნა იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინებს მისცემდა ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში და ქ. თ-ში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუა 107250 ლარი (30000 აშშ დოლარის ეკვივალენტი) და მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
· 2022 წლის ივნისის პერიოდიდან ქ. ყ-ი ნდობაში შევიდა ი. დ-სთან. დაარწმუნა იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინებს მისცემდა ქ. ბათუმში, „ორბი ჯგუფის“ საცხოვრებელ კომპლექსში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუა 550000 ლარი (200000 აშშ დოლარის ეკვივალენტი) და მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
· 2022 წლის სექტემბრის პერიოდიდან ქ. ყ-ი ნდობაში შევიდა ა. ც-სთან. დაარწმუნა იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინებს მისცემდა ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში, ქ. თ-სა და დაბა ბ-ში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუა 30500 ლარი და მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
· 2022 წლის მაისის პერიოდიდან ქ. ყ-ი ნდობაში შევიდა დ. მ-სთან. დაარწმუნა იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინას მისცემდა ქ. თ-ში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუა 10000 ლარი და მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
· 2022 წლის ზაფხულის პერიოდიდან ქ. ყ-ი ნდობაში შევიდა მ. პ-სთან. დაარწმუნა იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინებს მისცემდა ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსსა და ქ. თ-ში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუა 644000 ლარი (230000 აშშ დოლარის ეკვივალენტი) და მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
· 2022 წლის ივნისის პერიოდიდან ქ. ყ-ი ნდობაში შევიდა ნ. ლ-სთან. დაარწმუნა იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინას მისცემდა, რის სანაცვლოდაც გამოსტყუა 5000 ლარი და მიაყენა მატერიალური ზიანი.
· 2022 წლის მაისის პერიოდიდან ქ. ყ-ი ნდობაში შევიდა დ. კ-სთან. დაარწმუნა იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინას მისცემდა ქ. თ-ში, ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსსა და დაბა ბ-ში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუა 16000 ლარი და მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
· 2022 წლის ზაფხულის პერიოდიდან ქ. ყ-ი ნდობაში შევიდა თ. კ-სთან. დაარწმუნა იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინას მისცემდა ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუა 17000 ლარი (6000 აშშ დოლარის ეკვივალენტი) და მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
· 2022 წლის ზაფხულის პერიოდიდან ქ. ყ-ი ნდობაში შევიდა ი. კ-სთან. დაარწმუნა იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინებს მისცემდა ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსსა და ქ. თ-ში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუა 161025 ლარი (56500 აშშ დოლარის ეკვივალენტი) და მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
· 2022 წლის სექტემბრის პერიოდიდან ქ. ყ-ი ნდობაში შევიდა დ. ტ-სთან. დაარწმუნა იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინას მისცემდა ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუა 19000 ლარი და მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
· 2022 წლის აგვისტოს პერიოდიდან ქ. ყ-ი ნდობაში შევიდა მ. ბ-თან. დაარწმუნა იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინას მისცემდა ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუა 7000 ლარი და მიაყენა მატერიალური ზიანი.
· 2022 წლის მაისის პერიოდიდან ქ. ყ-ი ნდობაში შევიდა მ. მ-სთან. დაარწმუნა იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინას მისცემდა ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსსა და ქ. თ-ში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუა 105640 ლარი და მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
· 2022 წლის ივლისის პერიოდიდან ქ. ყ-ი ნდობაში შევიდა ნ. პ-სთან. დაარწმუნა იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინას მისცემდა ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსსა და ქ. თ-ში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუა 101134 ლარი (24000 აშშ დოლარის ეკვივალენტი და 21600 ლარი) და მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
· 2022 წლის სექტემბრის პერიოდიდან ქ. ყ-ი ნდობაში შევიდა ი. ც-თან. დაარწმუნა იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინას მისცემდა ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუა 16000 ლარი და მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
· 2022 წლის ნოემბრის პერიოდიდან ქ. ყ-ი და მ. ძ-ე ნდობაში შევიდნენ შ. დ-სთან. დაარწმუნეს იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინას მისცემდნენ ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუეს 10000 ლარი და მიაყენეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
· 2022 წლის ოქტომბრის პერიოდიდან ქ. ყ-ი და მ. ძ-ე ნდობაში შევიდნენ ლ. ბ-თან. დაარწმუნეს იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინას მისცემდნენ ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუეს 10000 ლარი და მიაყენეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
· 2020 წლის პერიოდიდან ქ. ყ-ი ნდობაში შევიდა ი. ბ-თან, დაარწმუნა იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინებს მისცემდა ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსსა და ქ. თ-ში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუა 4205 ლარი და მიაყენა მატერიალური ზიანი.
· 2022 წლის აგვისტოს პერიოდიდან ქ. ყ-ი ნდობაში შევიდა პ. ნ-თან. დაარწმუნა იგი, რომ ფულადი თანხის სანაცვლოდ ბინებს მისცემდა ქ. ბ-ში, „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში, ქ. თ-სა და დაბა ბ-ში, რის სანაცვლოდაც გამოსტყუა 343260 ლარი და მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 აგვისტოს განაჩენით:
2.1. ქ. ყ-ს საქართველოს სსკ-ის 24,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა მითითება სსკ-ის 24-ე მუხლზე.
2.2. ქ. ყ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 15 დეკემბრიდან.
2.3. მ. ძ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 24,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
2.4. მ. ძ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
2.5. მ. ძ-ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
2.6. ნ. ბ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 24,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
2.7. ნ. ბ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
2.8. ნ. ბ-ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ყ-მა ჩაიდინა ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლება, რაც გამოიხატა შემდეგში:
3.1. 2019 წლის მარტიდან 2022 წლის ნოემბრის ჩათვლით, ქ. ყ-მა, თანამზრახველებთან ერთად, ჩამოაყალიბა ორგანიზებული ჯგუფი, რომლის მოტივაცია იყო სხვისი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლება, ორგანიზებული ჯგუფის ორგანიზატორი იყო ქ. ყ-ი. ორგანიზებული ჯგუფის მიერ შემუშავებული ცრუ ინფორმაციის მიხედვით, სახელმწიფო სამინისტროების, მუნიციპალიტეტებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების მეშვეობით, ევროპული ქვეყნების ფინანსური მხარდაჭერით იძიებდა უსახლკარო და დევნილის სტატუსის მქონე პირებს, სპეციალური საჭიროების მქონე პირებს, ემიგრანტებსა და სოციალურად დაუცველ პირებს, რათა მათზე სიმბოლურ ფასად გადაეცათ ბინები ქ. თ-ში, ქ. ბ-ში მდებარე შპს „ო-ს“ საცხოვრებელ კომპლექსში, დაბა ბ-სა და კურორტ ს-ში. აღნიშნულ „სახელმწიფო პროექტს“ ხელმძღვანელობდა და სახელმწიფო წარმომადგენელი იყო ქ. ყ-ი, რომელიც სხვა პირთა დახმარებით იძიებდა შესაბამის პირებს და ახდენდა პროექტში მათ ჩართვას. მოქალაქეები სხვადასხვა თანხის სანაცვლოდ იღებდნენ ბინებს, რომლებიც სინამდვილეში წინასწარ ნაქირავები იყო ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ხოლო მოქალაქეებს განემარტებოდათ, რომ სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ მოცემული უძრავი ქონების მათ სახელზე რეგისტრაცია მოხდებოდა პროექტის დასასრულს. ორგანიზებული ჯგუფის ორგანიზატორი ქ. ყ-ი ერთიანი განზრახვით, ნდობაში შევიდა საქართველოს მოქალაქეებთან და მათ ფულადი თანხის სანაცვლოდ სთავაზობდა ბინებს ქ. თ-ში, ქ. ბ-ში, დაბა ბ-სა და კურორტ ს-ში. აღნიშნულის სანაცვლოდ ორგანიზებული ჯგუფი თაღლითურად, მოტყუებით დაეუფლა მოქალაქეებისგან (ბრალდების ფორმულირებაში მითითებული პირებისაგან) დიდი ოდენობით ფულად თანხას - 3687589 ლარს.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის განაჩენით:
4.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორმა - თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ვასილ სამხარაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: მ. ძ-სა და ნ. ბ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 24,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.
5.1. გამართლებულ ნ. ბ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - მ. ი-მა და ფ. ს-მა შესაგებლით მოითხოვეს თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ვასილ სამხარაძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის განაჩენის ძალაში დატოვება.
5.2. გამართლებულ მ. ძ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. მ-მ შესაგებლით მოითხოვა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ვასილ სამხარაძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის განაჩენის ძალაში დატოვება.
5.3. მსჯავრდებულ ქ. ყ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ბ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემუბუქების კუთხით.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. საქართველოს სსკ-ის 24,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მ. ძ-სა და ნ. ბ-ს ბრალდების ეპიზოდი:
7.1. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მოტივაციას და უთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში პროკურორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს მ. ძ-სა და ნ. ბ-ს მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენის ფაქტს, კერძოდ:
7.2. მ. ძ-მ და ნ. ბ-მა თავი არ ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
7.3. ნ. ბ-ს ბრალდების მხარე ედავება წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედი ორგანიზებული ჯგუფისათვის დახმარების გაწევას დაზარალებულისაგან მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფულადი თანხების დაუფლებაში. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულების - ა. ვ-ს, ხ. პ-ი-ა-ს, ნ. ნ-ს, მ. გ-ს, მ. ფ-ს, ბ. ჯ-ს, ს. ლ-ს, ნ. ლ-ს, ე. ს-ს, ე. მ-ს, ი. ჯ-ს, ს. ლ-სა და ი. ჯ-ს ჩვენებებით, ასევე დაზარალებულების - გ. გ-სა და მ. ბ-ს გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ ზემოხსენებულმა პირებმა სიმბოლური თანხის სანაცვლოდ ბინების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სახელმწიფო პროექტის შესახებ ინფორმაცია მიიღეს ნ. ბ-სგან. ასევე, დაზარალებულთა ნაწილი ინფორმაციის პირველ წყაროდ ასახელებს სხვა პირებს, მათ შორის, მოცემულ სს საქმეზე დაზარალებულად ცნობილ სხვა პირებს და პარალელურად უთითებენ ნ. ბ-ზეც, როგორც ბინების მიღებასთან დაკავშირებით გარკვეულ კომუნიკაციაში მყოფ პირზე. თუმცა, ნ. ბ-ს, როგორც ორგანიზებული ჯგუფის დამხმარის ქმედებების შეფასების კუთხით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დაზარალებულ ხ. პ-ი-ა-ს განმარტებით, იგი არის ნ. ბ-ს თანამშრომელი და შემთხვევით შეესწრო მის სატელეფონო საუბარს, რა დროსაც გაიგო, რომ არსებობდა პროექტი, რომლის ფარგლებშიც მინიმალური თანხის გადახდის სანაცვლოდ ხდებოდა მოქალაქეებისთვის ბინების გადაცემა; ნ. ბ-ს ნამდვილად სჯეროდა პროექტის რეალურობის, რადგან თავადაც ჰქონდა თანხა გადახდილი და ელოდებოდა ბინების მიღებას. დაზარალებულმა მ. გ-მა განაცხადა, რომ ნ. ბ-ც დაზარალებულია, რადგან პროექტში მისი ჩართვიდან დაახლოებით 2 წლის შემდეგ ჩაერთო და მის მსგავსად, ბინის მისაღებად გადაიხადა გარკვეული თანხა. ანალოგიურად, დაზარალებულებმა - ბ. ჯ-მ, ნ. ლ-მა და ე. ს-მა დაადასტურეს, რომ ნ. ბ-საც ჰქონდა პროექტის ფარგლებში თანხა გადახდილი, როგორც თავად, ისე მისი შვილებიც ელოდებოდნენ ბინების მიღებას.
7.4. რაც შეეხება მ. ძ-ის ბრალდების ნაწილში წარმოდგენილი ათი დაზარალებულის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, თ. ს-მ, ა. კ-მა, მ. ს-მა, მ. კ-მა, ს. მ-მა, ნ. კ-მა, ნ. ტ-მ, დ. გ-მ, შ. დ-მ და ლ. ბ-მა სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარტეს, რომ მ. ძ-სა და მისი დისშვილის - თ. ჭ-საგან შეიტყვეს სახელმწიფო პროექტის შესახებ, რომელიც მოიაზრებდა მცირე თანხის გადახდის სანაცვლოდ, ბინების გადაცემას. მათთვის ცნობილი გახდა, რომ თ. ჭ-ი და მ. ძ-ე ჩართულები იყვნენ აღნიშნულ პროექტში, მათ შორის თ. ჭ-ს უკვე ჰქონდა ბინა გადაცემული საკუთრებაში, მ. ძ-ე კი ელოდებოდა ბინის მიღებას, რის გამოც დაზარალებულებს პროექტისადმი ნდობა გაუჩნდათ.
7.5. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მხედველობაშია მისაღები საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული იმ დაზარალებულების ჩვენებებიც, რომელთა მიმართ თაღლითობის ჩადენა უშუალოდ ქ. ყ-ს შეერაცხა ბრალად, თუმცა მოწმეები ფლობენ ინფორმაციას სიმბოლური თანხის გადახდის სანაცვლოდ ბინების გადაცემის ე.წ. სახელმწიფო პროექტში ნ. ბ-სა და მ. ძ-ს მონაწილეობის შესახებ. კერძოდ, დაზარალებულმა ე. შ-მა განმარტა, რომ ნ. ბ-ი ბოლო პერიოდში იყო ძალიან განერვიულებული, რადგან ფული ჰქონდა გადახდილი და ბინას ვერც ის იღებდა. რაც შეეხება მ. ძ-ს, მას პოლიციის განყოფილებაში შეხვდა, რა დროსაც გამოთქვამდა სურვილს დაზარალებულის სტატუსით შეეტანა განცხადება სამართალდამცავ უწყებაში. დაზარალებულების - ს. ჯ-სა და მ. ს-ს ჩვენებებით დგინდება, რომ როგორც ნ. ბ-მა განუმარტათ, ამ პროექტის ფარგლებში ის და მისი ოჯახის წევრებიც ელოდებოდნენ ბინის მიღებას. დაზარალებულ პ. ხ-ს განმარტებით კი, იცის რომ ნ. ბ-ც დაზარალებულია. ანალოგიურად დაზარალებულები - ი. ბ-ა და მ. მ-ე ადასტურებენ, რომ მ. ძ-ც ჩართული იყო პროექტში, რომლის ფარგლებშიც ელოდებოდა ბინის მიღებას.
7.6. მეორე არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება, რაც გამორიცხავს ნ. ბ-სა და მ. ძ-ს ქმედებებში დანაშაულებრივი ნიშნების არსებობას, არის კვლავ დაზარალებულების (ა. ვ-ს, ხ. პ-ი-ა-ს, ნ. ნ-ს, მ. გ-ს, მ. ფ-ს, ბ. ჯ-ს, ს. ლ-ს, ნ. ლ-ს, ე. ს-ს, ე. მ-ს, ი. ჯ-ს, ს. ლ-ს, ი. ჯ-ს, გ. გ-ს, მ. ბ-ს, თ. ს-ს, ა. კ-ს, მ. ს-ს, მ. კ-ს, ს. მ-ს, ნ. კ-ს, ნ. ტ-ს, დ. გ-ს, შ. დ-ს და ლ. ბ-ს) მიერ მოწოდებული ის ინფორმაცია, რომ ნ. ბ-მა და მ. ძ-მ ისინი დააკავშირა ქ. ყ-თან, რომელთანაც დაზარალებულებს უშუალო კომუნიკაცია ჰქონდათ და ქ. ყ-ი არწმუნებდათ, რომ აუცილებლად გადაეცემოდათ ბინები გადახდილი თანხის სანაცვლოდ. დაზარალებულების ნაწილი (ს. ლ-ი, ა. ვ-ი, მ. გ-ი და გ. გ-ი, ს. მ-ი) უთითებს, რომ მსგავსი პროექტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, არათუ ნ. ბ-ს ან მ. ძ-ს შუამავლობით, არამედ პირადად დაუკავშირდნენ ქ. ყ-ს, ვინაიდან იცოდნენ, რომ პროექტს ის ხელმძღვანელობდა. მათ წინაშე ბინის გადაცემის ვალდებულებას ქ. ყ-ი კისრულობდა. ასევე, უშუალოდ ქ. ყ-მა, გადახდილი თანხის სანაცვლოდ დაზარალებულების ნაწილს გადასცა საცხოვრებელი ბინის გასაღებები, რომელი ბინებიც, როგორც შემდგომ გაირკვა, სხვა პირების საკუთრებას წარმოადგენდა.
7.7. ამ მხრივ საყურადღებოა მსჯავრდებულ ქ. ყ-ს მიმართ წარდგენილ ბრალდებაში დაზარალებულად ცნობილი პირების - თ. ც-ს, თ. ჩ-ს, პ. ხ-ს, ნ. გ-სა და თ. ც-ს ჩვენებებიც, რომლებმაც ბრალდების მხარის მიერ ნ. ბ-სა და მ. ძ-ს ქმედებებისაგან დაზარალებულად ცნობილი პირების - მ. ს-ს, მ. გ-ს, ხ. პ-ი-ა-სა და ბ. ჯ-საგან შეიტყვეს სახელმწიფო პროექტის შესახებ, თუმცა მათთვის ინფორმაციის მიმწოდებელმა პირებმა ისინი დააკავშირეს არა ნ. ბ-თან ან მ. ძ-სთან, არამედ პირდაპირ ქ. ყ-თან. საკასაციო სასამართლოს აზრით, მითითებული მოწმეთა ჩვენებებიც მოწმობს იმ გარემოებას, რომ ნ. ბ-ი და მ. ძ-ე მხოლოდ მათთვის ცნობილ ინფორმაციას აჟღერებდნენ ბინების გადაცემის თაობაზე სახელმწიფო პროექტის შესახებ და არანაირი როლი მათ არ გააჩნდათ უშუალოდ დაზარალებულებისათვის თანხების მოთხოვნის ან ბინების განაწილების პროცესში.
7.8. რაც შეეხება საკითხს, თუ რატომ შეითავსეს ნ. ბ-მა და მ. ძ-მ ქ. ყ-სა და დაზარალებულებს შორის დამაკავშირებელი რგოლის სტატუსი, აღნიშნულის თაობაზე სრულიად დამაჯერებელი და ამომწურავი განმარტება გააკეთეს თავად გამართლებულებმა, როდესაც განმარტეს, რომ ისინი პატივისცემის ნიშნად მაქსიმალურად ცდილობდნენ ქ. ყ-სთვის ესიამოვნებინათ, რაც მისი დავალებების შესრულებაში გამოიხატებოდა. საქმის ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი ცალსახად მოწმობს, რომ ქ. ყ-მა გამოიყენა მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის - თაღლითობისათვის დამახასიათებელი ხერხი - ნ. ბ-სა და მ. ძ-ს პირადად დაპირდათ ბინების გადაცემას, მ. ძ-ს დისშვილს აჩუქა ბინა, ასევე ნ. ბ-ს შვილს გადასცა ბინის გასაღები, დაჰყავდა ისინი სხვადასხვა შეხვედრებზე, გააცნო პროექტის ორგანიზატორები, როგორც სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, რითაც გამართლებულების თვალში მოიპოვა ნდობა და ავტორიტეტი, რის შემდეგაც ადვილად გამოიყენა ისინი დანაშაულებრივი სქემის წარმატებით განსახორციელებლად.
7.9. ამ მხრივ საყურადღებოა მოწმე ლ. ი-ს ჩვენებაც, რომელიც იყო ქ. ყ-ს მძღოლი. მისი ჩვენებით, დღის განმავლობაში ქ. ყ-ი მიჰყავდა სხვადასხვა ადგილას, მათ შორის პოლიციის განყოფილებებში და, შესაბამისად, მის, როგორც სახელმწიფო სტრუქტურაში მომუშავე პირის მიმართ, ნდობით იყო განმსჭვალული. მას ნამდვილად შეეძლო მისი ავტორიტეტის წარმოჩენით პირთა შეცდომაში შეყვანა.
7.10. ის გარემოება, რომ ქ. ყ-ს მიერ დაორგანიზებული პროექტი შესაძლოა რეალობად ყოფილიყო აღქმული ობიექტური პირების მხრიდან, თავად ბრალდების მხარემაც დაადასტურა სასამართლოში საქმის განხილვისას, როდესაც განაცხადა, რომ ბინების გადაცემა უსახლკარო, სოციალურად დაუცველ, დევნილ და ემიგრანტ პირებზე ასეთი მასშტაბური არასოდეს ყოფილა, თუმცა იყო გარკვეული პროექტები, როდესაც ასეთ პირებს სახელმწიფომ და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებმა გადასცეს ბინა და ეს ფაქტი ტელევიზიებითაც გაშუქდა.
7.11. დაზარალებულების განმარტებით, ისინი თანხას რიცხავდნენ, როგორც ნ. ბ-სა და მ. ძ-ს, ისე ქ. ყ-ს ქმრისა და მძღოლის ანგარიშზე, რის შემდეგაც უშუალოდ ამყარებდნენ კომუნიკაციას ქ. ყ-თან და იგი ადასტურებდა, რომ თანხა მიიღო. დაზარალებულმა ი. ჯ-მა დამატებით მიუთითა, რომ 3000 ლარი ნ. ბ-ს ხელზე გადასცა, რომელიც ნ. ბ-მა მის თვალწინ გადარიცხა მ. დ-ს საბანკო ანგარიშზე.
7.12. საქმეზე ჩატარებული ფინანსური ექსპერტიზის №… დასკვნის შედეგებიც სრულად შეესაბამება გამართლებულების - მ. ძ-სა და ნ. ბ-საგან მოწოდებულ ინფორმაციას, რომ ქ. ყ-ს თხოვნის შედეგად მათ პირად ანგარიშებზე დაზარალებული პირების მიერ ჩარიცხული ფულადი თანხები ავტომატურად ირიცხებოდა ქ. ყ-ს, მისი მძღოლის - ლ. ი-ის, ან მეუღლის - მ. დ-ს ანგარიშებზე.
7.13. რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის აპელირებას საქმის არსებითი განხილვისას წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერებზე, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად მიუთითებს, რომ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერები არცერთ შემთხვევაში არ მოწმობს, რომ მ. ძ-ს ან ნ. ბ-ს შეცნობილი ჰქონდათ ქ. ყ-ს დანაშაულებრივი განზრახვით მოქმედება და მისთვის დანაშაულის ჩადენაში დახმარების მიზნით იღებდნენ მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებში. მ. ძ-ს და ნ. ბ-ს ქ. ყ-ს გვერდით ყოფნა, მისი დავალებების შესრულება და სხვა დაზარალებულებთან დამაჯერებელი საუბარი პროექტის რეალურობის შესახებ ამყარებს თავად გამართლებულების ვერსიასაც, რომ მათ ნამდვილად სჯეროდათ სიმბოლურ ფასად ბინების გადაცემის თაობაზე სახელმწიფო პროექტის რეალურობის, მადლიერები იყვნენ ქ. ყ-ს, რომ მან მარტივად ჩართო ისინი ხსენებულ პროექტში და ამით გამოხატავდნენ მისდამი საპასუხო თანადგომას.
7.14. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის აპელირებას, რომ სასამართლომ უგულებელყო დადგენილი გარემოებები და მ. ძ-სა და ნ. ბ-ს ბრალად წარდგენილ ქმედებაში მამხილებელი მტკიცებულებები. სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს მ. ძ-სა და ნ. ბ-ს ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 24,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი განამტკიცებს in dubio pro reo საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
8. ქ. ყ-ს მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა:
8.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ემსახურებოდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
8.2. საქმეზე არსებული ყველა გარემოების ზედმიწევნით შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ. ყ-სათვის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ვერ ჩაითვლება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებასთან აშკარად შეუსაბამოდ, ვინაიდან სასჯელის შეფარდებისას სასამართლოებმა სრულად მიიღეს მხედველობაში მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმე და ხასიათი, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები და ქ. ყ-ს განუსაზღვრეს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ვასილ სამხარაძისა და მსჯავრდებულ ქ. ყ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი