Facebook Twitter

საქმე # 010100122006259956

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №412აპ-24 ქ. თბილისი

პ-ი გ. 412აპ-24 26 ივლისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია ჩხენკელის, მსჯავრდებულ გ. პ-ს ინტერესების დამცველის ადვოკატ მ. ზ-ს, მსჯავრდებულ ნ. კ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. წ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. პ-ს, - დაბადებულს ... წლის ... ნოემბერს, - ბრალად ედება თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია, ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია, ხოლო ნ. კ-ს, - დაბადებულს ... წლის ... ნოემბერს, - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია, თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია, ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2022 წლის 23 აპრილს, დ. გ-ო მუშაობის დაწყების მიზნით მეუღლე - ვ. გ-სთან ერთად ჩამოვიდა ს-ში, კერძოდ ქ. ბ-ში და ბინა იქირავა შ. ხ-ს ქუჩის №...-ში მდებარე საცხოვრებელ კომპლექს ,,ო-ში“, რომელშიც 2022 წლის 21 მაისამდე აპირებდა დარჩენას. ვინაიდან ბინის ქირის საფასური იყო ძვირი, დ. გ-მ, პარალელურად, როგორც ინტერნეტის საშუალებით, ასევე ქალაქის ქუჩებში არსებული განცხადებების გზით, დაიწყო ახალი ბინის მოძიება. 2022 წლის 15 მაისს, სოციალურ ქსელ ,,ტ-ში“, დ. გ-მ იპოვა ბინა, რომელიც ქირავდებოდა ქ.ბ-ში, შ. ხ-ს ქუჩის №...-ში მდებარე ,,ო-ს“ ,,ც“ ბლოკში, ...-ე სართულზე, თვეში 450 აშშ დოლარად. დ. და მისი მეუღლე შეთანხმებისამებრ ბინის სანახავად მივიდნენ აღნიშნულ მისამართზე. მათ დახვდათ გ. პ-ი და ნ. კ-ი, რომლებმაც დაათვალიერებინეს ბინა და დაარწმუნეს ისინი, რომ ბინა იყო გ. პ-ს საკუთრება, რის შემდგომაც შეთანხმდნენ ბინის ქირის 6 თვის საფასურის წინასწარ გადახდაზე. დ-მ მაშინვე, ქ.ბ-ში, შ. ხ-ის ქუჩის №...-ში მდებარე ,,ო-ს“ ,,ც“ ბლოკში, ...-ე სართულზე, გ. პ-ს ბეს სახით გადასცა 500 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენის გადაცემის შესახებ მხარეთა შორის შედგა შეთანხმება, რომ დ. გადასცემდა ხელშეკრულების ნოტარიულად დამოწმების შემდეგ. თანხის აღებისთანავე, გ-მ გადასცა ბინის გასაღები და წავიდა. 2022 წლის 17 მაისს, დ. შეხვდა გ-ს და ნ-ს, რომლებმაც გადასცეს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი და მოატყუეს, რომ იყო ნოტარიულად დამოწმებული ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც დ-ს უნდა გადაეხადა დარჩენილი 2200 აშშ დოლარი, თუმცა გ. ესაუბრა სხვა სახის დამატებით ხარჯებზეც და ჯამში დ-მ გ. პ-სა და ნ. კ-ს გადასცა 2800 აშშ დოლარი. მხარეთა შორის შემდგარი მოლაპარაკების საფუძველზე, დ. გ-სა და მის მეუღლეს ეგონათ, რომ გადახდილი ჰქონდათ მათ მიერ დაქირავებული ბინის 6 თვის ქირის საფასური, თუმცა აღმოჩნდა, რომ თავად ნ. კ-ი იყო ქ.ბ-ში, შ. ხ-ს ქუჩის №...-ში მდებარე ,,ო-ს“ ,,ც“ ბლოკში, ...-ე სართულზე განთავსებული იმ ბინის დამქირავებელი, რომელიც მიაქირავეს დ. გ-სა და მის მეუღლეს, ხოლო ბინის რეალური მესაკუთრე - გ. პ-ი, რომელსაც ბინა მინდობილი ჰქონდა ო. კ-სთვის, ინფორმირებული არ იყო ნ. კ-ს მიერ მისი ბინის უნებართვოდ გაქირავების თაობაზე. შესაბამისად, აღმოჩნდა, რომ დ. გ-სა და გ. პ-ს შორის დადებულ ხელშეკრულებას იურიდიული ძალა არ ჰქონდა, ხოლო გ. პ-ი და ნ. კ-ი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ დ. გ-ს კუთვნილ 2800 აშშ დოლარს, რამაც გამოიწვია 8436 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

· გ. კ-ე, რომელიც ქ. ბ-ში ეძებდა ბინას, რათა დაეტვირთა იპოთეკით და ეცხოვრა ოჯახთან ერთად, 2021 წლის ოქტომბერში, მეგობრის მეშვეობით, მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა ნ. კ-ს, რომელსაც, თითქოსდა, გააჩნდა უძრავი ქონების სააგენტო და გ. კ-ს შესთავაზა ბინის ჩვენება. 2021 წლის 3 ოქტომბერს, გ. კ-ე მივიდა ქ.ბ-ში, შ. ხ-ს ქუჩის №...-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც შეხვდა ნ. კ-სა და გ. პ-ს. გ. კ-ე, თანმხლებ პირებთან, ნ. კ-სა და გ. პ-თან ერთად, ბინის დათვალიერების მიზნით, ავიდა ერთ-ერთ ბინაში. გ. კ-სა და მის ოჯახის წევრებს მოეწონათ ბინა, ნ. კ-მა დაარწმუნა, რომ საცხოვრებელი ბინა იყო გ. პ-ს ნათესავის საკუთრება და ისინი ეხმარებოდნენ ბინის იპოთეკით დატვირთვაში. გ. კ-ე, ნ. კ-ი და გ. პ-ი შეთანხმდნენ, რომ გ. კ-ე, 2 წლით, 15000 აშშ დოლარის სანაცვლოდ დატვირთავდა ბინას იპოთეკით. მიუხედავად იმისა, რომ გ. კ-ს სურდა იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმება, ნ. კ-მა დაარწმუნა, რომ უფრო მარტივი იყო სესხის ხელშეკრულების გაფორმება, რაც სამომავლოდ არანაირ პრობლემას არ შექმნიდა. ვინაიდან გ. კ-ს, ოჯახთან ერთად სურდა ბინაში რაც შეიძლება სწრაფად გადასვლა, 6000 აშშ დოლარი იმავე დღეს გადასცა გ. პ-ს. 2021 წლის 5 ოქტომბერს, გ. კ-ე, ნ. კ-სა და გ. პ-თან ერთად, მივიდა ქალაქ ქ-ში, სადაც სანოტარო წესით მხარეთა შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც თითქოს გ. კ-მ გ. პ-ს, სესხის სახით გადასცა 15000 აშშ დოლარი. რამდენიმე, დღეში გ. კ-ს ოჯახმა თ-ს მუნიციპალიტეტში გაყიდა საცხოვრებელი სახლი და 2021 წლის 22 ოქტომბერს ნ. კ-ს საბანკო ანგარიშზე გადაურიცხა დარჩენილი თანხის, 9000 აშშ დოლარიდან 6000 აშშ დოლარი და შეთანხმდნენ, რომ დარჩენილ 3000 აშშ დოლარს გ. კ-ე სამომავლოდ გადასცემდა. გ. პ-მა და ნ. კ-მა ისარგებლეს გ. კ-სა და მისი ოჯახის წევრების ნდობით, მოატყუეს ისინი, თითქოსდა, ბინა იყო გ. პ-ის ნათესავის საკუთრება და ჰქონდათ ბინის იპოთეკით დატვირთვის უფლება, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ბინა ეკუთვნოდა მ. კ-ს, რომელსაც მინდობილი ჰქონდა ლ. კ-სთვის და მას ბინა რამდენიმე თვით მიქირავებული ჰქონდა გ. პ-სთვის, რომელსაც არ ჰქონდა ბინის იპოთეკით დატვირთვის ან გაქირავების უფლება. შესაბამისად, გ. პ-ი და ნ. კ-ი, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ გ. კ-ს კუთვნილ 12000 აშშ დოლარს, რამაც გამოიწვია 37653 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

· ი. ფ-მა, რომელიც ქ.ბ-ში ეძებდა ბინას, რათა დაეტვირთა იპოთეკით და ეცხოვრა ოჯახთან ერთად, 2022 წლის თებერვალში ინტერნეტ სივრცეში იპოვა ქ. ბ-ში, დ. ა-ს ქუჩის №...-ში მდებარე ბინა №... . ი. ფ-ი მობილური ტელეფონის საშუალებით ესაუბრა ნ. კ-ს, რომელსაც შეუთანხმდა შეხვედრასა და ბინის დათვალიერებაზე. დათვალიერებისას ი. ფ-ს მოეწონა აღნიშნული ბინა, ამავდროულად, ნ. კ-ი არწმუნებდა, რომ ბინას არ გააჩნდა საკრედიტო ვალდებულებები. ბინის დათვალიერებისას ნ. კ-მა უთხრა, რომ მობილური ტელეფონით დაუკავშირდებოდა და ადგილზე მოიყვანდა მესაკუთრეს. მალევე ბინაში მივიდა გ. პ-ი, რომელიც ი. ფ-ს გაეცნო, როგორც ბინის მესაკუთრე და დაარწმუნა იგი, რომ შეთანხმების შემთხვევაში შეეძლო ეცხოვრა აღნიშნულ ბინაში, თუმცა წინასწარ სესხის სახით უნდა გადაეხადა 6000 აშშ დოლარი, რომელსაც უკან დაუბრუნებდა ერთი წლის შემდეგ. ი. ფ-მა იმავე დღეს გადასცა 6000 აშშ დოლარი გ. პ-სა და ნ. კ-ს. 2022 წლის 20 აპრილს ი. ფ-სა და გ. პ-ს შორის ქ-ში ნოტარიუსთან გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. გ. პ-მა და ნ. კ-მა ისარგებლეს ი. ფ-ს ნდობით, მოატყუეს იგი, თითქოსდა, ბინა იყო გ. პ-ს საკუთრება და ჰქონდა ბინის იპოთეკით დატვირთვის უფლება, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ბინა ეკუთვნოდა ი. დ-ს. მას მისი ნდობით აღჭურვილი პირის - რ. ბ-ს მეშვეობით ბინა 1 წლით მიქირავებული ჰქონდა გ. პ-თვის, თვეში 400 აშშ დოლარად. ხელშეკრულების თანახმად გ. პ-ს არ ჰქონდა ბინის იპოთეკით დატვირთვის ან გაქირავების უფლება. შესაბამისად, გ. პ-ი და ნ. კ-ი, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ი. ფ-ს კუთვნილ 6000 აშშ დოლარს, რამაც გამოიწვია 18480 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

· 2022 წლის 15 აპრილს, ოჯახთან ერთად ქ.ბ-ში, ჩამოსული ქ. მ-ი, რომელიც ეძებდა ბინას დასაქირავებლად, საერთო ნაცნობის მეშვეობით შეხვდა გ. პ-სა და ნ. კ-ს, რომლებმაც შესთავაზეს გასაქირავებელი ბინის ჩვენება. ისინი მივიდნენ ქ.ბ-ში, გენერალ ა. ა-ს ქუჩის №...-ში მდებარე ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში მდებარე საცხოვრებელ ბინა №...-ში. გ. პ-მა და ნ. კ-მა ქ. მ-ი დაარწმუნეს, რომ ბინა იყო გ. პ-ს საკუთრება. ვინაიდან ქ. მ-ი ენდო მათ, იქირავეს მისთვის ნაჩვენები ბინა, რომლის საფასურიც თვიურად განისაზღვრა თვეში 400 აშშ დოლარად. შეთანხმების თანახმად ექვსი თვის ქირის თანხა უნდა გადაეხადა წინასწარ, რის გამოც ქ. მ-მ ნ. კ-სა და გ. პ-ს ხელზე გადასცა 2400 აშშ დოლარი. იმავე ღამეს, ქ. მ-სათვის ცნობილი გახდა, რომ ბინის მესაკუთრე არ იყო გ. პ-ი, რის გამოც ქ. მ-მა ოჯახთან ერთად დატოვა ბინა. გ. პ-მა და ნ. კ-მა ისარგებლეს ქ. მ-ს ნდობით, მოატყუეს იგი, თითქოსდა, ბინა იყო გ. პ-ს საკუთრება, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ბინა ეკუთვნოდა ი. გ-ს. შესაბამისად, გ. პ-ი და ნ. კ-ი, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ქ. მ-ს კუთვნილ 2400 აშშ დოლარს, რამაც გამოიწვია 8978 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

· 2021 წლის 10 სექტემბრიდან 20 სექტემბრამდე დროის შუალედში, რ. ზ-მ ინტერნეტის საშუალებით იპოვა ბინა, სადაც მითითებული იყო, რომ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გასცემდნენ ბინას იპოთეკით. რ. ზ-ე ბინის იპოთეკით დატვირთვის მიზნით ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა ნ. კ-ს. რ. ზ-ე და ნ. კ-ი ერთმანეთს შეხვდნენ, ქ.ბ-ში ტ. ა-ს ქუჩის №...-ში მდებარე ბინა №...-ში შეხვედრას ესწრებოდა გ. პ-ც. ბინის დათვალიერების შემდეგ ნ. კ-მა და გ. პ-მა დაარწმუნეს რ. ზ-ე, რომ ვინაიდან ბინის მესაკუთრე არ იმყოფებოდა ს-ში, ნაცვლად იპოთეკის ხელშეკრულებისა უმჯობესი იყო გაეფორმებინათ სესხის ხელშეკრულება. ისინი შეთანხმდნენ, რომ რ. ზ-ე გადასცემდა 5000 აშშ დოლარს სესხის სახით და მათ შორის გაფორმდებოდა სესხის ხელშეკრულება ერთი წლის ვადით და ვალის დაბრუნებამდე რ. ზ-ს შეეძლო ეცხოვრა აღნიშნულ ბინაში. 2021 წლის 17 სექტემბერს რ. ზ-ე ნ. კ-სა და გ. პ-თან ერთად ჩავიდა ქალაქ ქ-ში, სადაც სანოტარო წესით რ. ზ-სა და გ. პ-ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება და რ. ზ-მ გ. პ-ს და ნ. კ-ს გადასცა 5000 აშშ დოლარი. გ. პ-მა და ნ. კ-მა ისარგებლეს რ. ზ-ს ნდობით, მოატყუეს იგი, თითქოსდა, ბინა იყო მათი ახლობლის საკუთრება და ჰქონდათ ბინის იპოთეკით დატვირთვის უფლება, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ბინა ეკუთვნოდა ე. ძ-ს, რომელსაც მინდობილი ჰქონდა ბინა შ. მ-ზე, მას კი გაქირავებული ჰქონდა გ. პ-სა და ნ. კ-ზე, რომლებსაც არ ჰქონდათ ბინის იპოთეკით დატვირთვის ან გაქირავების უფლება. შესაბამისად, გ. პ-ი და ნ. კ-ი, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ რ. ზ-ს კუთვნილ 5000 აშშ დოლარს, რამაც გამოიწვია 15600 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

· 2022 წლის იანვარში ს. ბ-მ ინტერნეტის საშუალებით იპოვა ბინა, სადაც მითითებული იყო, რომ ქ.ბ-ში, ა. პ-ს ქუჩის №..., მდებარე ბინა №...-ს სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გასცემდნენ იპოთეკით. ს. ბ-ე მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა ნ. კ-ს, რომელმაც სატელეფონო საუბრისას ვიდეო ზარის მეშვეობით გააცნო გ. პ-ი, როგორც ბინის მესაკუთრე. ნ. კ-მა და გ. პ-მა დაარწმუნეს რ. ზ-ე, რომ ნაცვლად იპოთეკის ხელშეკრულებისა უმჯობესი იყო გაეფორმებინათ სესხის ხელშეკრულება, ვინაიდან იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმება დაკავშირებული იყო გარკვეულ სირთულეებთან და მის მომზადებას სჭირდებოდა დიდი დრო. 2022 წლის 11 თებერვალს ქ.ბ-ში, სანოტარო წესით ს. ბ-სა და ნ. კ-ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება 2 წლით, რომლის მიხედვითაც ს. ბ-მ ნ. კ-ს გადასცა 20650 ლარი, რის სანაცვლოდაც შეთანხმებისამებრ სესხის დაბრუნებამდე ს. ბ-ს უფლება მიეცა ეცხოვრა ქ.ბ-ში, ა. პ-ს ქუჩის №... , მდებარე ბინა №...-ში. გ. პ-მა და ნ. კ-მა ისარგებლეს ს. ბ-ს ნდობით, მოატყუეს იგი, თითქოსდა, ბინა იყო გ. პ-ს საკუთრება და ჰქონდათ ბინის იპოთეკით დატვირთვის უფლება, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ბინა ეკუთვნოდა ე. შ-ს, მას კი გაქირავებული ჰქონდა გ. პ-ზე, რომელსაც არ ჰქონდა უფლება ბინის იპოთეკით დატვირთვის ან გაქირავების. შესაბამისად გ. პ-ი და ნ. კ-ი, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ს. ბ-ს კუთვნილ 20650 ლარს, რამაც გამოიწვია დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

· 2020 წლის ნოემბერში ნ. ფ-მ, ინტერნეტის საშუალებით იპოვა ბინა, სადაც მითითებული იყო, რომ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გასცემდნენ ბინას იპოთეკით. ნ. ფ-ე განცხადებაში მითითებულ ტელეფონის ნომერზე, მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა ნ. კ-ს. რამდენიმე დღეში ნ. ფ-ე, ნ. კ-თან შეთანხმებით, მივიდა ქ.ბ-ში, ა. წ-ს ქუჩის №...-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში. ნ. ფ-ე, ნ. კ-სა და გ. პ-თან ერთად, ბინის დათვალიერების მიზნით ავიდა ბინაში, რომელიც მოეწონა, საუბრისას ნ. კ-მა დაარწმუნა ნ. ფ-ე, რომ საცხოვრებელი ბინა იყო გ. პ-ს დის საკუთრება, ასევე მეტი დამაჯერებლობისთვის რომ ბინას არ გააჩნდა ვალდებულებები წარუდგინეს საჯარო რეესტრის ამონაწერი და დაარწმუნეს ნ. ფ-ე, რომ გაეფორმებინა სესხის ხელშეკრულება. 2020 წლის 17 ნოემბერს ნ. ფ-მ ა. წ-ს ქუჩა №... , ბინა №...-ში ნ. კ-ს გადასცა 9000 აშშ დოლარი, რომელსაც ესწრებოდა გ. პ-ი. 2021 წლის 3 თებერვალს, ნ. ფ-სა და გ. პ-ს შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხის ხელშეკრულება 1 წლით, რომლის მიხედვითაც ნ. ფ-მ გ. პ-ს გადასცა 29700 ლარი სესხის სახით, რის სანაცვლოდაც ნ. ფ-ს სესხის დაბრუნებამდე 1 წლის განმავლობაში შეეძლო ეცხოვრა აღნიშნულ ბინაში. გ. პ-მა და ნ. კ-მა ისარგებლეს ნ. ფ-ს ნდობით, მოატყუეს იგი, თითქოსდა, ბინა იყო გ. პ-ის დის საკუთრება და ჰქონდათ ბინის იპოთეკით დატვირთვის უფლება, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ბინა ეკუთვნოდა ი. ქ-ს, მას კი თავისი ნაცნობის ე. ლ-ს საშუალებით გაქირავებული ჰქონდა ნ. კ-ზე, რომელსაც არ ჰქონდა უფლება ბინის იპოთეკით დატვირთვის ან გაქირავების. შესაბამისად გ. პ-ი და ნ. კ-ი, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ნ. ფ-ს კუთვნილ 29700 ლარს, რამაც დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი გამოიწვია.

· 2020 წლის ნოემბერში ხ. ჯ-მ და მისმა მეუღლემ ი. ვ-მ ინტერნეტის საშუალებით იპოვეს ბინა, განცხადების თანახმად მესაკუთრე ქ.ბ-ში ნ. ბ-ს ქუჩაზე გასცემდა ბინას იპოთეკით, რის შემდეგაც დაუკავშირდნენ აღნიშნულ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე პიროვნებას, რომელიც აღმოჩნდა ნ. კ-ი და შეთანხმდნენ ბინის ნახვაზე. ხ. ჯ-ე და ი. ვ-ე მივიდნენ ქ.ბ-ში, ნ. ბ-ს ქუჩა №...-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან ბინის სანახავად, სადაც შეხვდა ნ. კ-ს. ხ. ჯ-ე, მეუღლესთან ი. ვ-სა და ნ. კ-თან ერთად, დათვალიერების მიზნით ავიდა ბინაში, რომელიც მოეწონათ, დათვალიერების დროს ბინაში მოვიდა გ. პ-ი და ლ. კ-ი. ნ. კ-მა და გ. პ-მა დაარწმუნეს ხ. ჯ-ე და მისი მეუღლე, რომ ბინის მესაკუთრე იყო გ. პ-ს რძალი, რომელიც არ იმყოფებოდა ს-ში. ბინის დათვალიერების დროს გ. პ-ი ეუბნებოდა მათ, რომ ბინით დაინტერესებული იყო უამრავი ადამიანი და თუ წინასწარ არ გადასცემდნენ ნაწილ თანხას ბინა, შესაძლოა გაეცათ სხვა პირზე. ვინაიდან ი. ვ-ს და ხ. ჯ-ს მოეწონათ ბინა და სურდათ ბინაში, რაც შეიძლება სწრაფად გადასვლა, 5000 გადასცეს ნ. კ-ს. ორი დღის შემდეგ ხ. ჯ-მ ქ.ბ-ში, ნ. ბ-ს ქუჩა №... , ბინა №...-ში გ. პ-ს გადასცა 13900 ლარი და უთხრა, რომ დარჩენილ თანხის ნაწილს მისცემდა მაშინ, როდესაც ხელშეკრულებას გაუფორმებდნენ. 2020 წლის 8 დეკემბერს ხ. ჯ-მ იმავე მისამართზე, კვლავ გ. პ-ს გადასცა დარჩენილი თანხა 10100 ლარი, თანხის გადაცემისას გ. პ-მა ხ. ჯ-ს განუმარტა, რომ ნოტარიუსები იყვნენ დაკავებულები და ამიტომ ხელშეკრულებას ვერ აფორმებდნენ, რის გამოც ხ. ჯ-მ დაწერა ხელწერილი სადაც აღნიშნა, რომ საგირავნო თანხა 29000 ლარი სრულად გადასცა გ. პ-ს. 2020 წლის 29 დეკემბერს ხ. ჯ-სა და გ. პ-ს შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხის ხელშეკრულება 1 წლით. გ. პ-მა და ნ. კ-მა ისარგებლეს ხ. ჯ-ს ნდობით, მოატყუეს იგი, თითქოსდა, ბინა იყო გ. პ-ს რძლის საკუთრება და ჰქონდათ ბინის იპოთეკით დატვირთვის უფლება, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ბინა ეკუთვნოდა ლ. მ-ს, რომელსაც უთხრა ნ. კ-მა, რომ დაეხმარებოდა ბინის გაქირავებაში, ნ. კ-ს არ ჰქონდა უფლება ბინის იპოთეკით დატვირთვის. შესაბამისად გ. პ-ი და ნ. კ-ი, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ხ. ჯ-ს კუთვნილ 29000 ლარს, რამაც დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი გამოიწვია.

· 2022 წლის 11 მაისს დასვენების მიზნით ი. კ-ი მეგობარ მამაკაცთან ნ. მ-თან ერთად ჩამოვიდა ს-ში, კერძოდ, ქ.ბ-ში და ბინა იქირავა შ. ხ-ს ქუჩა №...-ში მდებარე საცხოვრებელ კომპლექს ,,ო-ში“. ვინაიდან ბინა იყო მაღალ სართულზე და სახლში ჰყავდათ შინაური ცხოველი გააგრძელეს ბინის ძებნა და 2022 წლის 13 მაისს სოციალურ ქსელ ,,ტ-ში“ იპოვეს განცხადება და დაუკავშირდნენ აღნიშნულ განცხადებაში მითითებულ პიროვნებას ნ. კ-ს. ი. კ-ი და მ. ნ-ი 2022 წლის 13 მაისს შეხვდნენ ნ. კ-ს და გ. პ-ს და წავიდნენ ქ. ბ-ში, ვ. გ-ს ქუჩა №... ბინა №...-ში მდებარე ბინის დასათვალიერებლად. ბინის დათვალიერების დროს გ-მ და ნ-მ განუმარტეს, რომ ბინის მესაკუთრე არ იმყოფებოდა ს-ში, ხოლო მათ ჰქონდათ ბინის გაქირავების უფლება. ი. კ-ი და ნ. მ-ი შეუთანხმდენენ, რომ ბინას იქირავებდნენ 6 თვით. გ. პ-მა და ნ. კ-მა განუმარტეს, რომ ბინა ქირავდებოდა თვეში 600 აშშ დოლარად და 6 თვის საფასური უნდა გადაეხადათ წინასწარ. 2022 წლის 14 მაისს გ. პ-სა და ი. კ-ს შორის გაფორმდა წერილობითი ხელშეკრულება და ი. კ-მ გ. პ-ს და ნ. კ-ს გადასცა 3600 აშშ დოლარი. მხარეთა შორის შემდგარი მოლაპარაკების საფუძველზე, ი. კ-ს ეგონა, რომ გადახდილი ჰქონდა მათ მიერ დაქირავებული ბინის 6 თვის ქირის საფასური, თუმცა აღმოჩნდა, რომ თავად ნ. კ-ი იყო ბინის დამქირავებელი, რომელიც მიაქირავეს ი. კ-სა და ნ. მ-ს, ხოლო ბინის რეალურ მესაკუთრე ინფორმირებული არ იყო ნ. კ-ს და გ. პ-ს მიერ მისი ბინის უნებართვოდ გაქირავების თაობაზე. შესაბამისად, აღმოჩნდა, რომ ი. კ-ს და გ. პ-ს შორის დადებულ ხელშეკრულებას იურიდიული ძალა არ ჰქონდა, ხოლო, გ. პ-ი და ნ. კ-ი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ი. კ-ს კუთვნილ 3600 აშშ დოლარს, რამაც გამოიწვია 10836 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

· 2022 წლის 28 იანვარს ი. ფ-მა ინტერნეტის საშუალებით იპოვა ბინა, განცხადების თანახმად მესაკუთრე, ქ.ბ-ში, ა. ყ-ს ქუჩა №...-ში სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გასცემდა ბინას იპოთეკით. ი. ფ-ი დაუკავშირდა განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე პიროვნებას, რომელიც აღმოჩნდა ნ. კ-ი და შეთანხმდნენ ბინის ნახვაზე. ი. ფ-ი მივიდა ბინის სანახავად, სადაც თავდაპირველად შეხვდა ნ. კ-ი, რომელმაც უთხრა, რომ მალე მოვიდოდა ბინის მესაკუთრეც. რამდენიმე ხანში ბინაში მივიდა გ. პ-ი, რომელმაც უთხრა, რომ აღნიშნული ბინა იყო თავისი შვილის საკუთრება, რომელიც ამჟამად არ იმყოფებოდა ს-ში. ი. ფ-ი შეუთანხმდა გ. პ-ს და ნ. კ-ს, რომ 2 წლით სურდა ბინის იპოთეკით დატვირთვა. გ. პ-მა და ნ. კ-მა მოსთხოვეს 7000 აშშ დოლარის გადახდა. ნ. კ-მა და გ. პ-მა დაარწმუნეს ი. ფ-ი, რომ გაეფორმებინათ სესხის ხელშეკრულება. 2022 წლის 29 იანვარს ი. ფ-სა და ნ. კ-ს შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხის ხელშეკრულება 2 წლით, რომლის მიხედვითაც ი. ფ-მა გ. პ-ს და ნ. კ-ს გადასცა 22000 ლარი სესხის სახით, რის სანაცვლოდაც ი. ფ-ს შეეძლო სესხის დაბრუნებამდე 2 წლის განმავლობაში ეცხოვრა აღნიშნულ ბინაში. სესხის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ი. ფ-მა გ. პ-ს და ნ. კ-ს გადასცა ფულადი თანხა 7000 აშშ დოლარი. გ. პ-მა და ნ. კ-მა ისარგებლეს ი. ფ-ს ნდობით, მოატყუეს იგი, თითქოსდა, ბინა იყო გ. პ-ს შვილის საკუთრება და ჰქონდათ ბინის იპოთეკით დატვირთვის უფლება, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ბინა ეკუთვნოდა ზ. ნ-ს, მას კი გაქირავებული ჰქონდა გ. პ-ზე, რომელსაც არ ჰქონდა ბინის იპოთეკით დატვირთვის ან გაქირავების უფლება. შესაბამისად გ. პ-ი და ნ. კ-ი, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ი. ფ-ს კუთვნილ 22000 ლარს, რამაც დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი გამოიწვია.

· 2021 წლის იანვარში გ. ნ-მ ინტერნეტის საშუალებით იპოვა ბინა, განცხადების თანახმად მესაკუთრე ქ.ბ-ში შ. ი-ს ქუჩა №...-ში სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ბინას გასცემდა იპოთეკით. გ. ნ-ე დაუკავშირდა აღნიშნულ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე პიროვნებას, რომელიც აღმოჩნდა ნ. კ-ი, რომელსაც შეუთანხმდა ბინის ნახვაზე. სატელეფონო საუბრის შემდეგ გ. ნ-ე მეუღლესთან ერთად მივიდა ბინის სანახავად. ბინაში მისვლისას დახვდათ ნ. კ-ი და გ. პ-ი, რომლებმაც განუმარტეს, რომ ბინის მესაკუთრე იყო გ. პ-ს ნათესავი, რომელიც იყო საზღვარგარეთ. გ. ნ-ე შეუთანხმდა გ. პ-ს და ნ. კ-ს, რომ 1 წლით სურდა ბინის იპოთეკით დატვირთვა. რისთვისაც, გ-მ და ნ-მ მოსთხოვეს 8000 აშშ დოლარის გადახდა. ნ. კ-მა და გ. პ-მა დაარწმუნეს გ. ნ-ე რომ გაეფორმებინათ სესხის ხელშეკრულება. 2021 წლის 15 იანვარს გ. ნ-სა და გ. პ-ს შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხის ხელშეკრულება 1 წლით, რომლის მიხედვითაც გ. ნ-მ გ. პ-სა და ნ. კ-ს გადასცა 8000 დოლარი სესხის სახით, რის სანაცვლოდაც მას შეეძლო სესხის დაბრუნებამდე 1 წლის განმავლობაში ეცხოვრა აღნიშნულ ბინაში. გ. პ-მა და ნ. კ-მა ისარგებლეს გ. ნ-ს ნდობით, მოატყუეს იგი, თითქოსდა, მათ ჰქონდათ ბინის იპოთეკით დატვირთვის უფლება, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ბინა ეკუთვნოდა თ. გ-ს, მას კი გაქირავების მიზნით ბინა გადაცემული ჰქონდა გ. პ-ზე, რომელსაც არ ჰქონდა ბინის იპოთეკით დატვირთვის უფლება. შესაბამისად გ. პ-ი და ნ. კ-ი, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ გ. ნ-ს კუთვნილ 26348 ლარს, რამაც დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი გამოიწვია.

· 2021 წლის ნოემბერში მ. ჯ-მა ინტერნეტის საშუალებით იპოვა ბინა, განცხადების თანახმად მესაკუთრე ქ.ბ-ში ი. კ-ს ქუჩა №...-ში სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ბინას გასცემდა იპოთეკით. მ. ჯ-ი დაუკავშირდა აღნიშნულ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე პიროვნებას, რომელიც აღმოჩნდა ნ. კ-ი, რომელსაც შეუთანხმდა ბინის ნახვაზე. სატელეფონო საუბრის შემდეგ მ. ჯ-ი ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა ბინის სანახავად. ბინაში მისვლისას დახვდათ ნ. კ-ი და გ. პ-ი, რომლებმაც განუმარტეს, რომ ბინის მესაკუთრე იყო ი. ქ-ე, რომელსაც ესაჭიროებოდა ფულადი თანხა, რის გამოც აპირებდა ბინის იპოთეკით დატვირთვას დაბალ ფასში. მ. ჯ-ი შეუთანხმდა გ. პ-ს და ნ. კ-ს, რომ 1 წლით სურდა ბინის იპოთეკით დატვირთვა. რისთვისაც, გ-მ და ნ. მოსთხოვეს 5000 აშშ დოლარის გადახდა. ნ. კ-მა და გ. პ-მა დაარწმუნეს მ. ჯ-ი, რომ გაეფორმებინათ სესხის ხელშეკრულება. 2021 წლის 30 ნოემბერს მ. ჯ-მა ნ. კ-ს, ქ-ში გადასცა ფულადი თანხის ნაწილი 9000 ლარი. 2021 წლის 6 დეკემბერს მ. ჯ-ს ბიძას ა. ს-სა და გ. პ-ს შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხის ხელშეკრულება 1 წლით, რომლის მიხედვითაც მ. ჯ-მა გ. პ-ს და ნ. კ-ს გადასცა 15604 ლარი სესხის სახით, რის სანაცვლოდაც მას შეეძლო სესხის დაბრუნებამდე 1 წლის განმავლობაში ეცხოვრა აღნიშნულ ბინაში. სესხის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ მ. ჯ-მა გ. პ-ს გადასცა ფულადი თანხა 6550 ლარი. გ. პ-მა და ნ. კ-მა ისარგებლეს მ. ჯ-ის ნდობით, მოატყუეს იგი, თითქოსდა, მათ ჰქონდათ ბინის იპოთეკით დატვირთვის უფლება, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ბინა ეკუთვნოდა ი. ქ-ს, ამ უკანასკნელს კი გაქირავების მიზნით ბინა გადაცემული ჰქონდა გ. პ-ზე და ნ. კ-ზე, რომლებსაც არ ჰქონდათ ბინის იპოთეკით დატვირთვის უფლება. შესაბამისად, გ. პ-ი და ნ. კ-ი, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ მ. ჯ-ს კუთვნილ 15604 ლარს, რამაც დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი გამოწივია.

· 2021 წლის სექტემბერში გ. მ-მ ინტერნეტის საშუალებით იპოვა ბინა, განცხადების თანახმად მესაკუთრე ქ.ბ-ში ს. ხ-ს ქუჩა №...-ში ,,ც“ ბლოკში ბინა №...-ში სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ბინას გასცემდა იპოთეკით. გ. მ-ე დაუკავშირდა აღნიშნულ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე პიროვნებას, რომელიც აღმოჩნდა ნ. კ-ი, რომელსაც შეუთანხმდა ბინის ნახვაზე. სატელეფონო საუბრის შემდეგ გ. მ-ე მივიდა ბინის სანახავად. ბინაში მისვლისას დახვდა ნ. კ-ი და გ. პ-ი, რომლებმაც განუმარტეს, რომ ბინის მესაკუთრე იყო გ. პ-ს ნათესავი, რომელიც იმყოფებოდა საზღვარგარეთ. გ. მ-ე შეუთანხმდა გ. პ-ს და ნ. კ-ს, რომ 1 წლით სურდა ბინის იპოთეკით დატვირთვა, რისთვისაც, გ-მ და ნ-მ მოსთხოვეს 5000 აშშ დოლარის გადახდა. ნ. კ-მა და გ. პ-მა დაარწმუნეს გ. მ-ე, რომ გაეფორმებინათ სესხის ხელშეკრულება. 2021 წლის 5 ოქტომბერს გ. მ-სა და გ. პ-ს შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხის ხელშეკრულება 1 წლის ვადით, რომლის მიხედვითაც გ. მ-მ გ. პ-ს და ნ. კ-ს გადასცა 5000 აშშ დოლარი სესხის სახით, რის სანაცვლოდაც მას შეეძლო სესხის დაბრუნებამდე 1 წლის განმავლობაში ეცხოვრა აღნიშნულ ბინაში. გ. პ-მა და ნ. კ-მა ისარგებლეს გ. მ-ს ნდობით, მოატყუეს იგი, თითქოსდა, მათ ჰქონდათ ბინის იპოთეკით დატვირთვის უფლება, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ბინა ეკუთვნოდა ვ. შ-ს ამ უკანასკნელს კი გაქირავების მიზნით ბინა გადაცემული ჰქონდა გ. პ-ზე, რომელსაც არ ჰქონდა ბინის იპოთეკით დატვირთვის უფლება. შესაბამისად, გ. პ-ი და ნ. კ-ი, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ გ. მ-ს კუთვნილ 15672 ლარს, რამაც დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი გამოიწვია.

· 2021 წლის 1 ნოემბერს დ. გ-მ ინტერნეტის საშუალებით იპოვა ბინა, განცხადების თანახმად მესაკუთრე ქ.ბ-ში შ. ი-ს ქუჩა №...-ში ბინა №...-ში სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ბინას გასცემდა იპოთეკით. დ. გ-ე დაუკავშირდა აღნიშნულ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე პიროვნებას, რომელიც აღმოჩნდა ნ. კ-ი, რომელსაც შეუთანხმდა ბინის ნახვაზე. სატელეფონო საუბრის შემდეგ დ. გ-ე მივიდა ბინის სანახავად. ბინაში მისვლისას დახვდათ ნ. კ-ი და გ. პ-ი, რომლებმაც განუმარტეს, რომ ბინის მესაკუთრე იყო გ. პ-ს და, რომელიც იმყოფებოდა თ-ში, დ. გ-ე შეუთანხმდა გ. პ-ს და ნ. კ-ს, რომ 1 წლის ვადით სურდა ბინის იპოთეკით დატვირთვა. რისთვისაც, გ-მ და ნ-მ მოსთხოვეს 6000 აშშ დოლარის გადახდა. ნ. კ-მა და გ. პ-მა დაარწმუნეს დ. გ-ე, რომ გაეფორმებინათ სესხის ხელშეკრულება. 2021 წლის 4 ნოემბერს დ. გ-სა და გ. პ-ს შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხის ხელშეკრულება 1 წლით, რომლის მიხედვითაც დ. გ-მ გ. პ-ს და ნ. კ-ს გადასცა 6000 აშშ დოლარი სესხის სახით, რის სანაცვლოდაც მას შეეძლო სესხის დაბრუნებამდე 1 წლის განმავლობაში ეცხოვრა აღნიშნულ ბინაში. გ. პ-მა და ნ. კ-მა ისარგებლეს დ. გ-ს ნდობით, მოატყუეს იგი, თითქოსდა, მათ ჰქონდათ ბინის იპოთეკით დატვირთვის უფლება, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ბინა ეკუთვნოდა ე. ბ-ს მას კი გაქირავების მიზნით ბინა გადაცემული ჰქონდა გ. პ-ზე, რომელსაც არ ჰქონდა ბინის იპოთეკით დატვირთვის უფლება. შესაბამისად, გ. პ-ი და ნ. კ-ი, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ დ. გ-ს კუთვნილ 19006 ლარს, რამაც დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი გამოიწვია.

· 2018 წლის აპრილში მ. ა-მ ინტერნეტის საშუალებით იპოვა ბინა, განცხადების თანახმად მესაკუთრე ქ.ბ-ში ლ. ა-ს ქუჩა №... ბინა №...-ში სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ბინას გასცემდა იპოთეკით. მ. ა-ე დაუკავშირდა აღნიშნულ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე პიროვნებას, რომელიც აღმოჩნდა გ. პ-ი, რომელსაც შეუთანხმდა ბინის ნახვაზე. სატელეფონო საუბრის შემდეგ მ. ა-ე მივიდა ბინის სანახავად. ბინაში მისვლისას დახვდა გ. პ-ი, რომლებმაც განუმარტა, რომ ბინის მესაკუთრე იყო მისი ნათესავი, რომელიც იმყოფებოდა საზღვარგარეთ და შესაბამისად ვერ მოხდებოდა ბინის იპოთეკით დატვირთვა, გ-მ მოსთხოვა 7000 აშშ დოლარის გადახდა. გ. პ-მა დაარწმუნა მ. ა-ე, რომ გაეფორმებინათ ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება. 2018 წლის 2 მაისს მ. ა-სა და გ. პ-ს შორის სანოტარო წესით გაფორმდა ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება 1 წლით, რომლის მიხედვითაც მ. ა-მ გ. პ-ს გადასცა 14731 ლარი სესხის სახით. გ. პ-მა ისარგებლა მ. ა-ს ნდობით, მოატყუა იგი, თითქოსდა, მას ჰქონდა ბინის იპოთეკით დატვირთვის უფლება, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ბინა ეკუთვნოდა გ. ტ-ს მას კი გაქირავების მიზნით ბინა გადაცემული ჰქონდა გ. პ-ზე, რომელსაც არ ჰქონდა ბინის იპოთეკით დატვირთვის უფლება. შესაბამისად გ. პ-ი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მ. ა-ს კუთვნილ 14731 ლარს, რამაც დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი გამოიწვია.

· 2018 წლის მაისში მ. ა-ე დაუკავშირდა გ. პ-ს, რომელსაც უთხრა, რომ სურდა კვლავ ბინის იპოთეკით დატვირთვა და შეუთანხმდა ბინის ნახვაზე. 2018 წლის 10 მაისს მ. ა-ე მივიდა ბინაში, კერძოდ ქ.ბ-ში ლ. ა-ს ქუჩა №... ბინა №...-ში, შეხვედრისას გ. პ-მა უთხრა, რომ ბინა იყო მისი მეუღლის ნათესავის საკუთრება, რომელიც იმყოფებოდა საზღვარგარეთ და შესაბამისად არ იყო წინააღდეგი ბინის გაქირავებაზე. გ. პ-მა დაარწმუნა მ. ა-ე, რომ გაეფორმებინათ ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება. 2018 წლის 10 მაისს მ. ა-სა და გ. პ-ს შორის გაფორმდა ხელწერილი ვალის აღიარების შესახებ 1 წლით, რომლის მიხედვითაც მ. ა-მ გ. პ-ს გადასცა 17200 ლარი სესხის სახით. გ. პ-მა ისარგებლა მ. ა-ს ნდობით, მოატყუა იგი, თითქოსდა, მას ჰქონდა ბინის გაქირავების უფლება, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ბინა ეკუთვნოდა ჯ. შ-ს მას კი გაქირავების მიზნით ბინა გადაცემული ჰქონდა გ. პ-ზე, რომელსაც არ ჰქონდა ბინის ქვექირავნობის უფლება. შესაბამისად, გ. პ-ი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მ. ა-ს კუთვნილ 17200 ლარს, რამაც დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი გამოიწვია.

· 2021 წლის მაისში ნ. ჩ-მა ინტერნეტის საშუალებით იპოვა ბინა, განცხადების თანახმად მესაკუთრე ქ.ბ-ში დ. ა-ს ქუჩა №...-ში სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ბინას გასცემდა იპოთეკით. ნ. ჩ-ი დაუკავშირდა აღნიშნულ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე პიროვნებას, რომელიც აღმოჩნდა ნ. კ-ი, რომელსაც შეუთანხმდა ბინის ნახვაზე. სატელეფონო საუბრის შემდეგ ნ. ჩ-ი მივიდა ბინის სანახავად. ბინაში მისვლისას დახვდა ნ. კ-ი და გ. პ-ი, რომლებმაც განუმარტეს, რომ ბინის მესაკუთრე იყო გ. პ-ი. ნ. ჩ-ი შეუთანხმდა გ. პ-ს და ნ. კ-ს, რომ 1 წლით სურდა ბინის იპოთეკით დატვირთვა. რისთვისაც, გ-მ და ნ-მ მოსთხოვეს 6000 აშშ დოლარის გადახდა. ნ. კ-მა და გ. პ-მა დაარწმუნეს ნ. ჩ-ი, რომ გაეფორმებინათ სესხის ხელშეკრულება. 2021 წლის 5 მაისს ნ. ჩ-სა და გ. პ-ს შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხის ხელშეკრულება 1 წლით, რომლის მიხედვითაც ნ. ჩ-მა გ. პ-სა და ნ. კ-ს გადასცა 6000 აშშ დოლარი სესხის სახით, რის სანაცვლოდაც მას შეეძლო სესხის დაბრუნებამდე 1 წლის განმავლობაში ეცხოვრა აღნიშნულ ბინაში. გ. პ-მა და ნ. კ-მა ისარგებლეს ნ. ჩ-ს ნდობით, მოატყუეს იგი, თითქოსდა, მათ ჰქონდათ ბინის იპოთეკით დატვირთვის უფლება, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ბინა ეკუთვნოდა სხვა პირს ამ უკანასკნელს კი გაქირავების მიზნით ბინა გადაცემული ჰქონდა გ. პ-ზე, რომელსაც არ ჰქონდა ბინის იპოთეკით დატვირთვის უფლება. შესაბამისად გ. პ-ი და ნ. კ-ი, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ნ. ჩ-ს კუთვნილ 20638 ლარს, რამაც დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი გამოიწვია.

· 2021 წლის დეკემბერში ნ. გ-ს ხელშეკრულების საფუძველზე სურდა ბინის იპოთეკით დატვირთვა, რის გამოც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, აღნიშნულ პოსტს ინტერნეტის საშუალებით გამოეხმაურა ნ. კ-ი, რომელმაც აცნობა, რომ ქ.ბ-ში ი. კ-ს ქუჩა №...-ში სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ბინას გასცემდა იპოთეკით. სატელეფონო საუბრისას ნ. კ-ი შეუთანხმდა ბინის ნახვაზე. სატელეფონო საუბრის შემდეგ ნ. გ-ე მივიდა ბინის სანახავად. ბინაში მისვლისას დახვდა ნ. კ-ი და გ. პ-ი, რომლებმაც განუმარტეს, რომ ბინის მესაკუთრე იყო ვინმე ქეთევანი, რომლისგანაც ჰქონდა ბინის იპოთეკით დატვირთვის უფლება. ნ. გ-ე შეუთანხმდა გ. პ-ს და ნ. კ-ს, რომ 1 წლის ვადით სურდა ბინის იპოთეკით დატვირთვა. რისთვისაც, გ-მ და ნ-მ მოსთხოვეს 10000 აშშ დოლარის გადახდა. 2021 წლის 11 ნოემბერს ნ. გ-მ გ. პ-ს და ნ. კ-ს გადასცა 10000 აშშ დოლარი სესხის სახით, რის სანაცვლოდაც მას შეეძლო სესხის დაბრუნებამდე 1 წლის განმავლობაში ეცხოვრა აღნიშნულ ბინაში. გ. პ-მა და ნ. კ-მა ისარგებლეს ნ. გ-ს ნდობით, მოატყუეს იგი, თითქოსდა, მათ ჰქონდათ ბინის იპოთეკით დატვირთვის უფლება, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ბინა ეკუთვნოდა სხვა პირს ამ უკანასკნელს კი გაქირავების მიზნით ბინა გადაცემული ჰქონდა გ. პ-ზე, რომელსაც არ ჰქონდა ბინის იპოთეკით დატვირთვის უფლება. შესაბამისად, გ. პ-ი და ნ. კ-ი, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ნ. გ-ს კუთვნილ 31522 ლარს, რამაც დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი გამოიწვია.

· 2021 წლის ივლისში ჟ. ს-ი დაუკავშირდა ნ. კ-ს და უთხრა, რომ სურდა კვლავ ბინის იპოთეკით დატვირთვა და შეუთანხმდა ბინის ნახვაზე. სატელეფონო საუბრის შემდეგ ჟ. ს-ი მივიდა ბინის სანახავად მდებარე ქ.ბ-ი, ი. კ-ს ქუჩა №...-ში ბინა №...-ში ქუჩა. ბინაში მისვლისას დახვდა ნ. კ-ი და გ. პ-ი, რომლებმაც განუმარტეს, რომ ბინის მესაკუთრე იყო გ. პ-ი, ჟ. ს-ი შეუთანხმდა გ. პ-ს და ნ. კ-ს, რომ 1 წლის ვადით სურდა ბინის იპოთეკით დატვირთვა. რისთვისაც, გ-მ და ნ-მ მოსთხოვეს 7000 აშშ დოლარის გადახდა. ნ. კ-მა და გ. პ-მა დაარწმუნეს ჟ. ს-ი რომ გაეფორმებინათ სესხის ხელშეკრულება. 2021 წლის 13 ივლისს ჟ. ს-ს და გ. პ-ს შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხის ხელშეკრულება 1 წლის ვადით, რომლის მიხედვითაც გ. ნ-მ გ. პ-ს და ნ. კ-ს გადასცა 7000 აშშ დოლარი სესხის სახით, რის სანაცვლოდაც მას შეეძლო სესხის დაბრუნებამდე 1 წლის განმავლობაში ეცხოვრა აღნიშნულ ბინაში. გ. პ-მა და ნ. კ-მა ისარგებლეს ჟ. ს-ს ნდობით, მოატყუეს იგი, თითქოსდა, მათ ჰქონდათ ბინის იპოთეკით დატვირთვის უფლება, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ბინა ეკუთვნოდა სხვა პირს, მას კი გაქირავების მიზნით ბინა გადაცემული ჰქონდა გ. პ-ზე, რომელსაც არ ჰქონდა ბინის იპოთეკით დატვირთვის უფლება. შესაბამისად, გ. პ-ი და ნ. კ-ი, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ჟ. ს-ს კუთვნილ 21000 ლარს, რამაც დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი გამოიწვია.

· 2021 წლის მაისში ე. შ-მ ინტერნეტის საშუალებით იპოვა ბინა, განცხადების თანახმად მესაკუთრე ქ.ბ-ში ი. კ-ს ქუჩა №...-ში ბინა №...-ში სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ბინას გასცემდა იპოთეკით. ე. შ-ე დაუკავშირდა აღნიშნულ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე პიროვნებას, რომელიც აღმოჩნდა ნ. კ-ი, რომელსაც შეუთანხმდა ბინის ნახვაზე. სატელეფონო საუბრის შემდეგ ე. შ-ე მივიდა ბინის სანახავად. ბინაში მისვლისას დახვდათ ნ. კ-ი და გ. პ-ი, რომლებმაც განუმარტეს, რომ ბინის მესაკუთრე იყო გ. პ-ი. ე. შ-ე შეუთანხმდა გ. პ-ს და ნ. კ-ს, რომ 1 წლის ვადით სურდა ბინის იპოთეკით დატვირთვა. რისთვისაც, გ-მ და ნ-მ მოსთხოვეს 6500 აშშ დოლარის გადახდა. ნ. კ-მა და გ. პ-მა დაარწმუნეს ე. შ-ე, რომ გაეფორმებინათ სესხის ხელშეკრულება. 2021 წლის 17 მაისს ე. შ-სა და გ. პ-ს შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხის ხელშეკრულება 1 წლის ვადით, რომლის მიხედვითაც ე. შ-მ გ. პ-ს და ნ. კ-ს გადასცა 6500 აშშ დოლარი სესხის სახით, რის სანაცვლოდაც მას შეეძლო სესხის დაბრუნებამდე 1 წლის განმავლობაში ეცხოვრა აღნიშნულ ბინაში. აღნიშნულის შემდეგ 2022 წლის 7 თებერვალს ნ. კ-მა და გ. პ-მა დაარწმუნეს ე. შ-ე, რომ თუ სურდა ბინაში ცხოვრების გაგრძელება შეეძლოთ სესხის ხელშეკრულების გახანგრძლივება 1 წლის ვადით, რისთვისაც დამატებით უნდა გადაეხადა 1000 აშშ დოლარი. 2022 წლის 7 თებერვალს ე. შ-სა და გ. პ-ს შორის სანოტარო წესით 1 წლის ვადით გაფორმდა სესხის ხელშეკრულება ცვლილებებისა და დამატების შესახებ. გ. პ-მა და ნ. კ-მა ისარგებლეს ე. შ-ს ნდობით, მოატყუეს იგი, თითქოსდა, მათ ჰქონდათ ბინის იპოთეკით დატვირთვის უფლება, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ბინა ეკუთვნოდა ი. ქ-ს ამ უკანასკნელს კი გაქირავების მიზნით ბინა გადაცემული ჰქონდა გ. პ-ზე და ნ. კ-ზე, რომელსაც არ ჰქონდა ბინის იპოთეკით დატვირთვის უფლება. შესაბამისად, გ. პ-ი და ნ. კ-ი, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ე. შ-ს კუთვნილ 25639 ლარს, რამაც დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი გამოიწვია.

· 2021 წლის ოქტომბერში თ. შ-მ ინტერნეტის საშუალებით იპოვა ბინა, განცხადების თანახმად მესაკუთრე ქ.ბ-ში ი. კ-ს ქუჩა №...-ში ბინა №...-ში სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ბინას გასცემდა იპოთეკით. თ. შ-ე დაუკავშირდა აღნიშნულ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე პიროვნებას, რომელიც აღმოჩნდა ნ. კ-ი, რომელსაც შეუთანხმდა ბინის ნახვაზე. სატელეფონო საუბრის შემდეგ თ. შ-ე მივიდა ბინის სანახავად. ბინაში მისვლისას დახვდა ნ. კ-ი და გ. პ-ი, რომლებმაც განუმარტეს, რომ ბინის მესაკუთრე იყო გ. პ-ი. თ. შ-ე შეუთანხმდა გ. პ-ს და ნ. კ-ს, რომ 1 წლის ვადით სურდა ბინის იპოთეკით დატვირთვა. რისთვისაც, გ-მ და ნ-მ მოსთხოვეს 6000 აშშ დოლარის გადახდა. ნ. კ-მა და გ. პ-მა დაარწმუნეს თ. შ-ე, რომ გაუფორმებდნენ სესხის ხელშეკრულებას. 2021 წლის 2 ოქტომბერს თ. შ-მ გ. პ-ს და ნ. კ-ს გადასცა 6000 აშშ დოლარი სესხის სახით, რის სანაცვლოდაც მას შეეძლო სესხის დაბრუნებამდე 1 წლის განმავლობაში ეცხოვრა აღნიშნულ ბინაში. გ. პ-მა და ნ. კ-მა ისარგებლეს თ. შ-ს ნდობით, მოატყუეს იგი, თითქოსდა, მათ ჰქონდათ ბინის იპოთეკით დატვირთვის უფლება, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ბინა ეკუთვნოდა ი. ქ-ს მას კი გაქირავების მიზნით ბინა გადაცემული ჰქონდა გ. პ-ზე და ნ. კ-ზე, რომლებსაც არ ჰქონდათ ბინის იპოთეკით დატვირთვის უფლება. შესაბამისად, გ. პ-ი და ნ. კ-ი, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ თ. შ-ს კუთვნილ 18807 ლარს, რამაც დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი გამოიწვია.

· 2021 წლის მაისში კ. შ-მ ინტერნეტის საშუალებით იპოვა ბინა, განცხადების თანახმად მესაკუთრე ქ.ბ-ში ი. კ-ის ქუჩა №...-ში სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ბინას გასცემდა იპოთეკით. კ. შ-ე დაუკავშირდა აღნიშნულ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე პიროვნებას, რომელიც აღმოჩნდა ნ. კ-ი, რომელსაც შეუთანხმდა ბინის ნახვაზე. სატელეფონო საუბრის შემდეგ კ. შ-ე მივიდა ბინის სანახავად. ბინაში მისვლისას დახვდა ნ. კ-ი და გ. პ-ი, რომლებმაც განუმარტეს, რომ ბინის მესაკუთრე იყო ნ. კ-ს ნაცნობი. კ. შ-ე შეუთანხმდა გ. პ-ს და ნ. კ-ს, რომ 1 წლით სურდა ბინის იპოთეკით დატვირთვა. რისთვისაც, გ-მ და ნ-მ მოსთხოვეს 6500 აშშ დოლარის გადახდა. ნ. კ-მა და გ. პ-მა დაარწმუნეს კ. შ-ე, რომ გაეფორმებინათ სესხის ხელშეკრულება. 2021 წლის 21 ივნისს კ. შ-სა და გ. პ-ს შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხის ხელშეკრულება 1 წლის ვადით, რომლის მიხედვითაც კ. შ-მ გ. პ-ს და ნ. კ-ს გადასცა 6500 აშშ დოლარი სესხის სახით, რის სანაცვლოდაც მას შეეძლო სესხის დაბრუნებამდე 1 წლის განმავლობაში ეცხოვრა აღნიშნულ ბინაში. გ. პ-მა და ნ. კ-მა ისარგებლეს კ. შ-ს ნდობით, მოატყუეს იგი, თითქოსდა, მათ ჰქონდათ ბინის იპოთეკით დატვირთვის უფლება, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ბინა ეკუთვნოდა სხვა პირს მას კი გაქირავების მიზნით ბინა გადაცემული ჰქონდა გ. პ-ზე და ნ. კ-ზე, რომლებსაც არ ჰქონდათ ბინის იპოთეკით დატვირთვის უფლება. შესაბამისად, გ. პ-ი და ნ. კ-ი, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ კ. შ-ს კუთვნილ 20592 ლარს, რამაც დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი გამოიწვია.

· 2021 წლის მაისში ნ. უ-მა ინტერნეტის საშუალებით იპოვა ბინა, განცხადების თანახმად მესაკუთრე ქ.ბ-ში ი. კ-ს ქუჩა №...-ში ბინა №...-ში სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ბინას გასცემდა იპოთეკით. ნ. უ-ი დაუკავშირდა აღნიშნულ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე პიროვნებას, რომელიც აღმოჩნდა ნ. კ-ი, რომელსაც შეუთანხმდა ბინის ნახვაზე. სატელეფონო საუბრის შემდეგ ნ. უ-ი მივიდა ბინის სანახავად. ბინაში მისვლისას დახვდა ნ. კ-ი, რამდენიმე წუთში კი მივიდა გ. პ-ი, რომლებმაც განუმარტეს, რომ ბინის მესაკუთრე იყო გ. პ-ს მეუღლე. ნ. უ-ი შეუთანხმდა გ. პ-ს და ნ. კ-ს, რომ 1 წლის ვადით სურდა ბინის იპოთეკით დატვირთვა. რისთვისაც, გ-მ და ნ-მ მოსთხოვეს 5500 აშშ დოლარის გადახდა. ნ. კ-მა და გ. პ-მა დაარწმუნეს ნ. უ-ი, რომ გაეფორმებინათ სესხის ხელშეკრულება. 2021 წლის 8 ივლისს ნ. უ-სა და გ. პ-ს შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხის ხელშეკრულება 1 წლის ვადით, რომლის მიხედვითაც ნ. უ-მა გ. პ-ს და ნ. კ-ს გადასცა 5500 დოლარი სესხის სახით, რის სანაცვლოდაც მას შეეძლო სესხის დაბრუნებამდე 1 წლის განმავლობაში ეცხოვრა აღნიშნულ ბინაში. აღნიშნულის შემდეგ 2022 წლის 16 მარტს ნ. კ-მა და გ. პ-მა დაარწმუნეს ნ. უ-ი, რომ თუ სურდა ბინაში ცხოვრების გაგრძელება შეეძლოთ სესხის ხელშეკრულების გახანგრძლივება 3 წლით, რისთვისაც დამატებით უნდა გადაეხადა 3000 აშშ დოლარი. 2022 წლის 16 მარტს ნ. უ-სა და გ. პ-ს შორის სანოტარო წესით 3 წლით გაფორმდა სესხის ხელშეკრულება ცვლილებებისა და დამატების შესახებ. გ. პ-მა და ნ. კ-მა ისარგებლეს ნ. უ-ს ნდობით, მოატყუეს იგი, თითქოსდა, მათ ჰქონდათ ბინის იპოთეკით დატვირთვის უფლება, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ბინა ეკუთვნოდა ი. ქ-ს მას კი გაქირავების მიზნით ბინა გადაცემული ჰქონდა გ. პ-ზე და ნ. კ-ზე, რომლებსაც არ ჰქონდათ ბინის იპოთეკით დატვირთვის უფლება. შესაბამისად, გ. პ-ი და ნ. კ-ი, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ნ. უ-ს კუთვნილ 26833 ლარს, რამაც დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი გამოიწვია.

· 2021 წლის თებერვალში თ. გ-მ ინტერნეტის საშუალებით იპოვა ბინა, განცხადების თანახმად მესაკუთრე ქ.ბ-ში ა. ყ-ს ქუჩა №..., ბინა №...-ში სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ბინას გასცემდა იპოთეკით. თ. გ-ე დაუკავშირდა აღნიშნულ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე პიროვნებას, რომელიც აღმოჩნდა ნ. კ-ი, რომელსაც შეუთანხმდა ბინის ნახვაზე. სატელეფონო საუბრის შემდეგ თ. გ-ე მივიდა ბინის სანახავად. ბინაში მისვლისას დახვდა ნ. კ-ი და გ. პ-ი, რომლებმაც განუმარტეს, რომ ბინა იყო მათი საკუთრება. თ. გ-ე შეუთანხმდა გ. პ-ს და ნ. კ-ს, რომ 2 წლით სურდა ბინის იპოთეკით დატვირთვა. რისთვისაც, გ-მ და ნ-მ მოსთხოვეს 7000 აშშ დოლარის გადახდა. ნ. კ-მა და გ. პ-მა დაარწმუნეს თ. გ-ე, რომ გაეფორმებინათ სესხის ხელშეკრულება. 2021 წლის 7 თებერვალს თ. გ-სა და გ. პ-ს შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხის ხელშეკრულება 1 წლის ვადით, რომლის მიხედვითაც თ. გ-მ გ. პ-ს და ნ. კ-ს გადასცა 7000 აშშ დოლარი სესხის სახით, რის სანაცვლოდაც მას შეეძლო სესხის დაბრუნებამდე 1 წლის განმავლობაში ეცხოვრა აღნიშნულ ბინაში. გ. პ-მა და ნ. კ-მა ისარგებლეს თ. გ-ს ნდობით, მოატყუეს იგი, თითქოსდა, მათ ჰქონდათ ბინის იპოთეკით დატვირთვის უფლება, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ბინა ეკუთვნოდა სხვა პირს ამ უკანასკნელს კი გაქირავების მიზნით ბინა გადაცემული ჰქონდა გ. პ-ზე და ნ. კ-ზე, რომლებსაც არ ჰქონდათ ბინის იპოთეკით დატვირთვის უფლება. შესაბამისად, გ. პ-ი და ნ. კ-ი, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ თ. გ-ს კუთვნილ 21125 ლარს, რამაც დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი გამოიწვია.

· 2021 წლის სექტემბერში ა. ლ-მ ინტერნეტის საშუალებით იპოვა ბინა, განცხადების თანახმად მესაკუთრე ქ.ბ-ში ს. ხ-ს ქუჩის №...-ში მდებარე ბინა №...-ში სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ბინას გასცემდა იპოთეკით. ა. ლ-ე დაუკავშირდა აღნიშნულ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე პიროვნებას, რომელიც აღმოჩნდა ნ. კ-ი, რომელსაც შეუთანხმდა ბინის ნახვაზე. სატელეფონო საუბრის შემდეგ ა. ლ-ე მივიდა ბინის სანახავად. ბინაში მისვლისას დახვდა ნ. კ-ი და გ. პ-ი, რომლებმაც განუმარტეს, რომ ბინა იყო მათი საკუთრება. ა. ლ-ე შეუთანხმდა გ. პ-სა და ნ. კ-ს, რომ 1 წლით სურდა ბინის იპოთეკით დატვირთვა. გ-მ და ნ-მ მოსთხოვეს 4500 აშშ დოლარის გადახდა. ნ. კ-მა და გ. პ-მა დაარწმუნეს ა. ლ-ე, რომ გაეფორმებინათ სესხის ხელშეკრულება. 2021 წლის 6 სექტემბერს ა. ლ-სა და გ. პ-ს შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხის ხელშეკრულება 1 წლით, რომლის მიხედვითაც ა. ლ-მ გ. პ-სა და ნ. კ-ს გადასცა 4500 აშშ დოლარი სესხის სახით, რის სანაცვლოდაც მას შეეძლო სესხის დაბრუნებამდე 1 წლის განმავლობაში ეცხოვრა აღნიშნულ ბინაში. გ. პ-მა და ნ. კ-მა ისარგებლეს ა. ლ-ს ნდობით, მოატყუეს იგი, თითქოსდა, მათ ჰქონდათ ბინის იპოთეკით დატვირთვის უფლება, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ბინა ეკუთვნოდა სხვა პირს, მას კი გაქირავების მიზნით ბინა გადაცემული ჰქონდა გ. პ-სა და ნ. კ-ზე, რომლებსაც არ ჰქონდათ ბინის იპოთეკით დატვირთვის უფლება. შესაბამისად, გ. პ-ი და ნ. კ-ი, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ა. ლ-ს კუთვნილ 15598 ლარს, რამაც დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი გამოიწვია.

· 2021 წლის ნოემბერში ნ. მ-მ ინტერნეტის საშუალებით იპოვა ბინა, განცხადების თანახმად მესაკუთრე ქ.ბ-ში ე. თ-ს ქუჩა №...-ში სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ბინას გასცემდა იპოთეკით. ნ. მ-ე დაუკავშირდა აღნიშნულ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე პიროვნებას, რომელიც აღმოჩნდა ნ. კ-ი, რომელსაც შეუთანხმდა ბინის ნახვაზე. სატელეფონო საუბრის შემდეგ ნ. მ-ე მივიდა ბინის სანახავად. ბინაში მისვლისას დახვდნენ ნ. კ-ი და გ. პ-ი, რომლებმაც განუმარტეს, რომ ბინა იყო გ. პ-ს შვილის საკუთრება. ნ. მ-ე შეუთანხმდა გ. პ-სა და ნ. კ-ს, რომ 1 წლით სურდა ბინის იპოთეკით დატვირთვა. რისთვისაც გ-მ და ნ-მ მოსთხოვეს 7500 აშშ დოლარის გადახდა. ნ. კ-მა და გ. პ-მა დაარწმუნეს ნ. მ-ე, რომ გაეფორმებინათ სესხის ხელშეკრულება. 2021 წლის 24 ნოემბერს ნ. მ-სა და ნ. კ-ს შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხის ხელშეკრულება 1 წლით, რომლის მიხედვითაც, ნ. მ-მ გ. პ-სა და ნ. კ-ს გადასცა 7500 აშშ დოლარი სესხის სახით, რის სანაცვლოდაც მას შეეძლო სესხის დაბრუნებამდე 1 წლის განმავლობაში ეცხოვრა აღნიშნულ ბინაში. გ. პ-მა და ნ. კ-მა ისარგებლეს ნ. მ-ის ნდობით, მოატყუეს იგი, თითქოსდა, მათ ჰქონდათ ბინის იპოთეკით დატვირთვის უფლება, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ბინა ეკუთვნოდა სხვა პირს მას კი გაქირავების მიზნით ბინა გადაცემული ჰქონდა გ. პ-სა და ნ. კ-ზე, რომლებსაც არ ჰქონდათ ბინის იპოთეკით დატვირთვის უფლება. შესაბამისად, გ. პ-ი და ნ. კ-ი, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ნ. მ-ს კუთვნილ 23350 ლარს, რამაც დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი გამოიწვია.

· 2021 წლის ოქტომბერში გ. პ-მა 8 თვით, თვეში 700 აშშ დოლარის სანაცვლოდ იქირავა ქ.ბ-ში, შ. ხ-ს ქუჩის №...-ში, მდებარე ლ. კ-ს მფლობელობაში არსებული ბინა №... , რომელიც, ლ. კ-ს ინფორმირების გარეშე, გადასცა გ. კ-ს 2 წლით, რომელიც თავის ოჯახთან ერთად დღემდე აგრძელებს ცხოვრებას ზემოდასახელებულ ბინაში. გ. პ-ს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად 2021 წლის ნოემბრიდან დღემდე ლ. კ-ს არ ეძლევა საშუალება თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს და მიიღოს მატერიალური სარგებელი ქ.ბ-ში, შ. ხ-ს ქუჩის №...-ში მდებარე ბინა №...-ის გაქირავებით, რითაც ლ. კ-ს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

· 2022 წლის 3 თებერვალს გ. პ-მა და ნ. კ-მა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად 1 წლით, თვეში 400 აშშ დოლარის სანაცვლოდ იქირავეს ქ.ბ-ში, დ. ა-ს ქუჩის №...-ში მდებარე ი. დ-ს მფლობელობაში არსებული ბინა №... , რომელიც, ი. დ-ს ინფორმირების გარეშე, გადასცეს ი. ფ-ს 1 წლით, რომელიც თავის ოჯახთან ერთად დღემდე აგრძელებს ცხოვრებას ზემოდასახელებულ ბინაში. გ. პ-სა და ნ. კ-ს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად 2022 წლის მაისიდან დღემდე ი. დ-ს არ ეძლევა საშუალება თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს და მიიღოს მატერიალური სარგებელი ქ.ბ-ში, დ. ა-ს ქუჩის №...-ში მდებარე ბინა №...-ის გაქირავებით, რითაც ი. დ-ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

· 2021 წლის სექტემბერში გ. პ-მა და ნ. კ-მა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად იქირავეს ქ.ბ-ში, ტ. ა-ს ქუჩის №...-ში მდებარე შ. მ-ს მფლობელობაში არსებული ბინა №..., რომელიც, შ. მ-ს ინფორმირების გარეშე, გადასცეს რ. ზ-ს 1 წლით, რომელიც თავის ოჯახთან ერთად დღემდე აგრძელებს ცხოვრებას ზემოდასახელებულ ბინაში. გ. პ-სა და ნ. კ-ს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად 2022 წლის ივლისიდან დღემდე შ. მ-ს არ ეძლევა საშუალება თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს და მიიღოს მატერიალური სარგებელი ქ.ბ-ში, ტ. ა-ს №...-ში მდებარე ბინა №...-ის გაქირავებით, რითაც შ. მ-ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

· 2020 წლის ნოემბერში გ. პ-მა და ნ. კ-მა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად იქირავეს ქ.ბ-ში, ა. წ-ს ქუჩის №...-ში მდებარე ი. ქ-ს საკუთრებაში არსებული ბინა №..., რომელიც, მისი ინფორმირების გარეშე, გადასცეს ნ. ფ-ს 1 წლით, რომელიც თავის ოჯახთან ერთად დღემდე აგრძელებს ცხოვრებას ზემოდასახელებულ ბინაში. გ. პ-სა და ნ. კ-ს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად 2021 წლის დეკემბრიდან დღემდე ი. ქ-ს არ ეძლევა საშუალება თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს და მიიღოს მატერიალური სარგებელი ქ.ბ-ში, ა. წ-ს ქუჩის №...-ში მდებარე ბინა №...-ის გაქირავებით, რითაც ი. ქ-ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

· 2021 წლის ზაფხულში გ. პ-მა და ნ. კ-მა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად იქირავეს ქ.ბ-ში, ი. კ-ს ქუჩის №...-ში მდებარე ი. ქ-ს საკუთრებაში არსებული ბინა №..., რომელიც, ი. ქ-ს ინფორმირების გარეშე, გადასცეს მ. ჯ-ს 1 წლით, რომელიც თავის ოჯახთან ერთად დღემდე აგრძელებს ცხოვრებას ზემოდასახელებულ ბინაში. გ. პ-სა და ნ. კ-ს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად 2021 წლის ნოემბრიდან დღემდე ი. ქ-ს არ ეძლევა საშუალება თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს და მიიღოს მატერიალური სარგებელი ქ.ბ-ში, ი. კ-ს ქუჩის №...-ში მდებარე ბინა №...-ის გაქირავებით, რითაც ი. ქ-ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

· 2021 წლის მაისში ჟ. ს-მა ინტერნეტის საშუალებით იპოვა ბინა, განცხადების თანახმად მესაკუთრე ქ.ბ-ში ი. კ-ს ქუჩის №...-ში ბინა №...-ში სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ბინას გასცემდა იპოთეკით. ჟ. ს-ი დაუკავშირდა აღნიშნულ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე პიროვნებას, რომელიც აღმოჩნდა ნ. კ-ი, რომელსაც შეუთანხმდა ბინის ნახვაზე. სატელეფონო საუბრის შემდეგ ჟ. ს-ი მივიდა ბინის სანახავად. ბინაში მისვლისას დახვდა ნ. კ-ი, რომელმაც განუმარტა, რომ ბინის მესაკუთრე იყო ი. ქ-ე, რომელიც იყო საზღვარგარეთ და მისგან ჰქონდა ბინის იპოთეკით დატვირთვის უფლება. ჟ. ს-ი შეუთანხმდა ნ. კ-ს, რომ 1 წლით სურდა ბინის იპოთეკით დატვირთვა, რისთვისაც, ნ-მ მოსთხოვა 5500 აშშ დოლარის გადახდა. ნ. კ-მა დაარწმუნა ჟ. ს-ი, რომ გაეფორმებინათ სესხის ხელშეკრულება. 2021 წლის 27 მაისს ჟ. ს-სა და ნ. კ-ს შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხის ხელშეკრულება 1 წლით, რომლის მიხედვითაც გ. მ-მ გ. პ-სა და ნ. კ-ს გადასცა 5500 აშშ დოლარი სესხის სახით, რის სანაცვლოდაც მას შეეძლო სესხის დაბრუნებამდე 1 წლის განმავლობაში ეცხოვრა აღნიშნულ ბინაში. ნ. კ-მა ისარგებლა ჟ. ს-ს ნდობით, მოატყუა იგი, თითქოსდა, მათ ჰქონდათ ბინის იპოთეკით დატვირთვის უფლება, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ბინა ეკუთვნოდა ი. ქ-ს და გაქირავების მიზნით ბინა გადაცემული ჰქონდა ნ. კ-სა და გ. პ-ზე, რომლებსაც არ ჰქონდათ ბინის იპოთეკით დატვირთვის უფლება. შესაბამისად, ნ. კ-ი, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ჟ. ს-ს კუთვნილ 17900 ლარს, რამაც დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი გამოიწვია.

· 2020 წლის დეკემბერში ნ. კ-მა იქირავა ქ.ბ-ში, ნ. ბ-ს ქუჩის №...-ში მდებარე ლ. მ-ს საკუთრებაში არსებული ბინა №..., რომელიც, ლ. მ-ს ინფორმირების გარეშე, გადასცა ხ. ჯ-ს 1 წლით, რომელიც თავის ოჯახთან ერთად დღემდე აგრძელებს ცხოვრებას ზემოდასახელებულ ბინაში. ნ. კ-ს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად 2022 წლის აპრილიდან დღემდე ლ. მ-ს არ ეძლევა საშუალება თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს და მიიღოს მატერიალური სარგებელი ქ.ბათუმში, ნ. ბ-ს ქუჩის №...-ში მდებარე ბინა №...-ის გაქირავებით, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 23 მარტის განაჩენით:

2.1. გ. პ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან (ლ. კ-ს ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე.

2.2. გ. პ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ლ. კ-ს ეპიზოდი) - 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 4 თვე ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (დ. გ-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (გ. კ-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ი. ფ-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (ქ. მ-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (რ. ზ-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ს. ბ-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ნ. ფ-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ხ. ჯ-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ი. კ-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ი. ფ-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (გ. ნ-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (მ. ჯ-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (გ. მ-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დ. გ-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ. ა-ს ეპიზოდი, დაკავშირებული ბ-ში, ლ. ა-ის ქუჩის ...-ში მდებარე №... ბინასთან) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ. ა-ს ეპიზოდი, დაკავშირებული ბ-ში, ლ. ა-ს ქუჩის ...-ში მდებარე №... ბინასთან) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ნ. ჩ-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ნ. გ-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ჟ. ს-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ე. შ-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თ. შ-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (კ. შ-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ნ. უ-ის ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თ. გ-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ა. ლ-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ნ. მ-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ი. დ-ს ეპიზოდი) - 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 4 თვე ჩაეთვალ პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი, 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით (შ. მ-ს ეპიზოდი) - 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 4 თვე ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი, 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით (ი. ქ-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით (ი. ქ-ს ეპიზოდი) - 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 4 თვე ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ერთმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და სხვა თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით გ. პ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 4 თვე ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 22 აგვისტოდან.

2.3. ნ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (დ. გ-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (გ. კ-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ი. ფ-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (ქ. მ-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (რ. ზ-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ს. ბ-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ნ. ფ-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ხ. ჯ-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ი. კ-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ი. ფ-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (გ. ნ-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (მ. ჯ-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (გ. მ-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დ. გ-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ნ. ჩ-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ნ. გ-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ჟ. ს-ს ეპიზოდი, დაკავშირებული ბ-ში, ი. კ-ს ქუჩის ...-ში მდებარე ბინა ...-თან) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ჟ. ს-ის ეპიზოდი, დაკავშირებული ბ-ში, ი. კ-ს ქუჩის ...-ში მდებარე ბინა ...-თან) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ე. შ-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თ. შ-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (კ. შ-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ნ. უ-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თ. გ-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ა. ლ-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ნ. მ-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით (ი. დ-ს ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 თვე ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი, 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით (შ. მ-ს ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 თვე ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი, 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით (ი. ქ-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ლ. მ-ს ეპიზოდი) - ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით (ი. ქ-ს ეპიზოდი) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 თვე ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ერთმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და სხვა თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ნ. კ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 თვე ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 22 აგვისტოდან.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 23 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

3.2. გ. პ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან (ლ. კ-ს ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე.

3.3. გ. პ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ლ. კ-ს ეპიზოდი) - 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (დ. გ-ს ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (გ. კ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ი. ფ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (ქ. მ-ს ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (რ. ზ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ს. ბ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ნ. ფ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ხ. ჯ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ი. კ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ი. ფ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (გ. ნ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (მ. ჯ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (გ. მ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დ. გ-ს ეპიზოდი) 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ. ა-ს ეპიზოდი, დაკავშირებული ბ-ში, ლ. ა-ს ქუჩის №...-ში მდებარე ბინა №...-თან) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ. ა-ს ეპიზოდი, დაკავშირებული ბ-ში, ლ. ა-ს ქუჩის №...-ში მდებარე ბინა №...-თან) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ნ. ჩ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ნ. გ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ჟ. ს-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ე. შ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თ. შ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (კ. შ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ნ. უ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თ. გ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ა. ლ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ნ. მ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით (ი. დ-ს ეპიზოდი) - 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით (შ. მ-ს ეპიზოდი) - 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით (ი. ქ-ს ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით (ი. ქ-ს ეპიზოდი) - 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. პ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 22 აგვისტოდან.

3.4. ნ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავვედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (დ. გ-ს ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (გ. კ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ი. ფ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (ქ. მ-ს ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (რ. ზ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ს. ბ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ნ. ფ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ხ. ჯ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ი. კ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ი. ფ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (გ. ნ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (მ. ჯ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (გ. მ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დ. გ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ნ. ჩ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ნ. გ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ჟ. ს-ს ეპიზოდი, დაკავშირებული ბ-ში, ი. კ-ს ქუჩის №...-ში მდებარე ბინა №...-თან) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ჟ. ს-ს ეპიზოდი, დაკავშირებული ბ-ში, ი. კ-ს ქუჩის №...-ში მდებარე ბინა №...-თან) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ე. შ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თ. შ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (კ. შ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ნ. უ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თ. გ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ა. ლ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ნ. მ-ს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით (ი. დ-ს ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით (შ. მ-ს ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით (ი. ქ-ს ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ლ. მ-ს ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით (ი. ქ-ს ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. კ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 22 აგვისტოდან.

4. კასატორმა - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხატია ჩხენკელმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით.

4.1. მსჯავრდებულ გ. პ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ზ-მ შესაგებლით მოითხოვა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია ჩხენკელის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა; ამასთან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 23 მარტის განაჩენის ძალაში დატოვება.

4.5. მსჯავრდებულ გ. პ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ზ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 23 მარტის განაჩენის ძალაში დატოვება.

4.3. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხატია ჩხენკელმა შესაგებლით მოითხოვა მსჯავრდებულ გ. პ-ს ინტერესების დამცველის ადვოკატ მ. ზ-ს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

4.4. მსჯავრდებულ ნ. კ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ჯ. წ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 23 მარტის განაჩენის ძალაში დატოვება.

4.5. მსჯავრდებულმა ნ. კ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 23 მარტის განაჩენის ძალაში დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. მსჯავრდებულების - გ. პ-სა და ნ. კ-სათვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულების აღიარებითი ჩვენებებით, დაზარალებულებისა და მოწმეების ჩვენებებით, ამოღების ოქმებით, სესხის ხელშეკრულებებითა და ხელწერილებით, დათვალიერების ოქმებითა და სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

7. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი ხატია ჩხენკელი საკასაციო საჩივრით ითხოვს მხოლოდ მსჯავრდებულების - გ. პ-სა და ნ. კ-სათვის დანიშნული სასჯელის დამძიმებას, ხოლო დაცვის მხარე - სასჯელის შემსუბუქებას და შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განაჩენის გაუქმებასა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 23 მარტის განაჩენის ძალაში დატოვებას.

8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის მიღწევას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

10. რაც შეეხება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ გ. პ-სა და ნ. კ-სათვის საბოლოოდ განსაზღვრულ სასჯელს - 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: იმისთვის, რათა შესაძლებელი იყოს სასჯელის უკანონობაზე მსჯელობა, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ამოწმებს, არსებობს თუ არა აშკარა არაპროპორციულობა შეფარდებულ სასჯელს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს შორის.

11. საქმეზე არსებული ყველა გარემოების ზედმიწევნით შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებისა და დაცვის მხარეების მოთხოვნას მსჯავრდებულების - გ. პ-სა და ნ. კ-ს მიმართ შეფარდებულ სასჯელთან მიმართებით, ვინაიდან სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის პროპორციული. მსჯავრდებულებისათვის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით საბოლოოდ სასჯელის შეფარდებისას სასამართლოებმა სრულად გაითვალისწინეს ორივე მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი (მათ ჩაიდინეს საკუთრების წინააღმდეგ მიმართული განზრახი მძიმე და ნაკლებად მძიმე დანაშაულები, რის შედეგადაც არსებითად დაზიანდა დაზარალებულთა ინტერესები. ისინი ითხოვენ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, გ. პ-ს მსჯავრი დაედო 31 დამოუკიდებელი დანაშაულის ეპიზოდის, ხოლო ნ. კ-ს - 30 დამოუკიდებელი დანაშაულის ეპიზოდის ჩადენაში, დანაშაულით გამოწვეული ზიანის ოდენობა, ამასთან, დანაშაულის ცალკეულ ეპიზოდებში გამოკვეთილია ორ-ორი მაკვალიფიცირებელი ნიშანი, რაც წარმოადგენს ქმედების მახასიათებელ ისეთ გარემოებას, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის მის საშიშროებას; დანაშაულების ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი; გ. პ-სა და ნ. კ-ს პიროვნული მახასიათებლები (მათ აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაულები, უდავოდ გახადეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილი და ხელი შეუწყვეს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას; პირველადაა სამართალში; გ. პ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ასევე მის მიერ დაზარალებულების ნაწილისათვის ზიანის ანაზღაურება); საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მათ განუსაზღვრეს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი - 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე).

12. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისა და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, გ. პ-სა და ნ. კ-სათვის საბოლოოდ დანიშნული სასჯელები სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, რის გამოც არ არსებობს ბრალდებისა და დაცვის მხარეების საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია ჩხენკელის, მსჯავრდებულ გ. პ-ს ინტერესების დამცველის ადვოკატ მ. ზ-ს, მსჯავრდებულ ნ. კ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. წ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი