Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №322აპ-24 თბილისი

ჩ-ი შ., 322აპ-24 30 ივლისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო სანდოძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ შ. ჩ-ის ადვოკატ ი. ნ-ისა და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნაზი მირიანაშვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად შ. ჩ-ს ბრალად დაედო:

· ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი არაერთგზის (111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილი);

· სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი).

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

o 2023 წლის 30 იანვარს, შ. ჩ-ის მიმართ, თავის მეუღლე მ. ა-აზე ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვით, 30 დღით აეკრძალა მსხვერპლის საცხოვრებელ სახლთან მიახლოება, ასევე, მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. 2023 წლის 15 თებერვალს, დაახლოებით 21:30 საათზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევი შ. ჩ-ი, შემაკავებელი ორდერით დადგენილი აკრძალვის მიუხედავად: მივიდა თ-ში, ----ში მდებარე მ. ა-ას საცხოვრებელ სახლში; ჩაქუჩის დარტყმით დააზიანა ბინის კარი; შევიდა ბინაში და მ. ა-ას დედას – ნ. ა-ას დაემუქრა მისი და მისი შვილის – მ. ა-ას სიცოცხლის მოსპობით; ასევე, როდესაც მ. ა-ამ დარეკა დედის ტელეფონზე, უპასუხა შ. ჩ-მა და დაემუქრა, რომ, თუ დროულად არ მივიდოდა სახლში, სისხლი დაიღვრებოდა;

o 2023 წლის 15 თებერვალს, დაახლოებით 21:30 საათზე, შ. ჩ-ი მივიდა თ-ში, ----ში მდებარე თავისი მეუღლის – მ. ა-ას საცხოვრებელ სახლში; ჩაქუჩის დარტყმით დააზიანა ბინის კარი; შევიდა ბინაში და მ. ა-ას დედას – ნ. ა-ას დაემუქრა მისი და მისი შვილის – მ. ა-ას სიცოცხლის მოსპობით; მუქარა ნ. ა-ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. ასევე, როდესაც მ. ა-ამ დარეკა დედის ტელეფონზე, უპასუხა შ. ჩ-მა და დაემუქრა, რომ, თუ დროულად არ მივიდოდა სახლში, სისხლი დაიღვრებოდა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით:

§ შ. ჩ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა 111,3811-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

§ შ. ჩ-ი, --- ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და ამავე კოდექსის 521-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით, 1 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შ. ჩ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2023 წლის 16 თებერვლიდან. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა იარაღთან დაკავშირებული უფლებების 1 წლით შეზღუდვა, რომელიც აეთვლება ძირითადი სასჯელის მოხდიდან.

4. განაჩენის მიხედვით, შ. ჩ-ს მსჯავრად დაედო:

· ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა (111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილი);

· სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი).

5. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

o 2023 წლის 15 თებერვალს, დაახლოებით 21:30 საათზე, შ. ჩ-ი, შემაკავებელი ორდერით დადგენილი აკრძალვის მიუხედავად: მივიდა თ-ში, ----ში მდებარე თავისი მეუღლის – მ. ა-ას საცხოვრებელ სახლში; ჩაქუჩის დარტყმით დააზიანა ბინის კარი და შევიდა ბინაში;

o 2023 წლის 15 თებერვალს, დაახლოებით 21:30 საათზე, შ. ჩ-ი მივიდა თ-ში, ----ში მდებარე თავისი მეუღლის – მ. ა-ას საცხოვრებელ სახლში; ჩაქუჩის დარტყმით დააზიანა ბინის კარი; შევიდა ბინაში და მ. ა-ას დედას – ნ. ა-ას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც ნ. ა-ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

6. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებისათვის ნასამართლობა შ. ჩ-ს გაუქარწყლდა 2022 წლის 30 ივლისს, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს – 2023 წლის 15 თებერვალს, იგი ნასამართლობის არმქონე იყო, რის გამოც სასამართლომ შ. ჩ-ს ამოურიცხა ბრალად წარდგენილი მაკვალიფიცირებელი ნიშანი – არაერთგზისობა და ბრალად წარდგენილი ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაუკვალიფიცირა 111,3811-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:

Ш მსჯავრდებულმა შ. ჩ-მა და მისმა ადვოკატმა – ი. ნ-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და შ. ჩ-ის გამართლება;

Ш თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ნაზი მირიანაშვილმა, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა; შ. ჩ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და უფრო მკაცრი სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის, ასევე, პროკურორის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს:

Ш მსჯავრდებულ შ. ჩ-ის ადვოკატმა – ი. ნ-მა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და შ. ჩ-ის გამართლებას;

Ш თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ნაზი მირიანაშვილმა, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას; შ. ჩ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და უფრო მკაცრი სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

10. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნაზი მირიანაშვილი საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილოს მსჯავრდებულის ადვოკატის საჩივარი.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

12. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი; წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება. ამავე დროს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

13. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც, შ. ჩ-ი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და განუსაზღვრა დანაშაულებრივი ქმედებების შესაბამისი სასჯელი. სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის, როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და შ. ჩ-ს განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომლის შეცვლის საფუძველი არ არსებობს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, როგორც კვალიფიკაციის, ასევე, სასჯელთან მიმართებით, რომელსაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).

14. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად შესრულების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.: Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 21/06/2016, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84 და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 21/07/2015).

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ შ. ჩ-ის ადვოკატ ი. ნ-ისა და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნაზი მირიანაშვილის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

ლ. ფაფიაშვილი