საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №323აპ-24 თბილისი
ა-ი რ., 323აპ-24 10 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 7 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ფ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რ. ა-ს ბრალად დაედო: გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, 2023 წლის 7 აპრილის, 8 აპრილის, 9 აპრილის, 10 აპრილის, 11 აპრილის, 12 აპრილის, 13 აპრილისა და 14 აპრილის ეპიზოდები); სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილი, ა. კ-ის ეპიზოდი); სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილი, ნ. ა-ის ეპიზოდი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
• 2023 წლის 7 აპრილს, საღამოს საათებში, -----ში, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, ცოლის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, რ. ა-ი დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – ნ. ზ-ეს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა და გამოსჭრიდა ყელს. აღნიშნულის გამო, ნ. ზ-ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
• 2023 წლის 8 აპრილს, საღამოს საათებში, -----ში, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, ცოლის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, რ. ა-ი დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – ნ. ზ-ეს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა და გამოსჭრიდა ყელს. აღნიშნულის გამო, ნ. ზ-ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
• 2023 წლის 9 აპრილს, საღამოს საათებში, -----ში, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, ცოლის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, რ. ა-ი დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – ნ. ზ-ეს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა და გამოსჭრიდა ყელს. აღნიშნულის გამო, ნ. ზ-ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
• 2023 წლის 10 აპრილს, საღამოს საათებში, -----ში, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, ცოლის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, რ. ა-ი დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – ნ. ზ-ეს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა და გამოსჭრიდა ყელს. აღნიშნულის გამო, ნ. ზ-ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
• 2023 წლის 11 აპრილს, საღამოს საათებში, -----ში, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, ცოლის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, რ. ა-ი დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – ნ. ზ-ეს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა და გამოსჭრიდა ყელს. აღნიშნულის გამო, ნ. ზ-ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
• 2023 წლის 12 აპრილს, ღამით, დაახლოებით, 02:00 საათზე, -----ში, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, ცოლის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, რ. ა-ი დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – ნ. ზ-ეს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა და გამოსჭრიდა ყელს. აღნიშნულის გამო, ნ. ზ-ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
• 2023 წლის 13 აპრილს, დაახლოებით, 23:00 საათზე, -----ში, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, ცოლის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, რ. ა-ი დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – ნ. ზ-ეს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა და გამოსჭრიდა ყელს. აღნიშნულის გამო, ნ. ზ-ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
• 2023 წლის 14 აპრილს, დაახლოებით, 06:00 საათზე, -----ში, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, ცოლის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, რ. ა-ი დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – ნ. ზ-ეს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა და გამოსჭრიდა ყელს. აღნიშნულის გამო, ნ. ზ-ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
• 2023 წლის 14 აპრილს, დაახლოებით, 09:00 საათზე, -----ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ. ა-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა. კ-ს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა. აღნიშნულის შედეგად, ა. კ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
• 2023 წლის 14 აპრილს, დაახლოებით, 09:00 საათზე, -----ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ. ა-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ. ა-ეს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა. აღნიშნულის შედეგად, ნ. ა-ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით რ. ა-ი, - ნასამართლევი, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ა. კ-ისა და ნ. ა-ის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში; რ. ა-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 7-14 აპრილის ეპიზოდები) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე. რ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 7-14 აპრილის ეპიზოდი) და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რამაც, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სრულად შთანთქა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 თებერვლის განაჩენით დანიშნული და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 8 ივლისის №- გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილით – 1 წლით, 2 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა და რ. ა-ს, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2023 წლის 14 აპრილიდან.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 7 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
• რ. ა-ი 2023 წლის 7 აპრილიდან 2023 წლის 14 აპრილის ჩათვლით პერიოდში, ყოველდღიურად, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, დანის დემონსტრირებით, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, უსაფუძვლო ეჭვიანობის ნიადაგზე, მესაკუთრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – ნ. ზ-ეს: ეუბნებოდა, რომ მოკლავდა და ყელს გამოსჭრიდა. ნ. ზ-ემ მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 7 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ფ-მა. დაცვის მხარე ითხოვს რ. ა-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ რ. ა-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებისა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმ იდენტურ არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული.
9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას და საქმეში არსებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებებიდან გამომდინარე (დაზარალებულ ნ. ზ-ის, ასევე მოწმეების: ნ. ა-ისა და ა. კ-ის ჩვენებები, შეტყობინება 112-ში), ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას რ. ა-ის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 7-14 აპრილის ეპიზოდი) მსჯავრდებასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა.
10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ მსჯავრდებულის ადვოკატის მოტივებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რადგან ევროპული სასამართლოს განმარტებით: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია სწორედ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც აკმაყოფილებს როგორც ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ისე – სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და ბრალეულობის მტკიცების საგანთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას. სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ გაიზიარა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები, ხოლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ წარმოაჩენს ისეთ გარემოებას, რომელიც სასამართლოებმა ყურადღების მიღმა დატოვეს ან სამართლებრივად სათანადოდ არ შეაფასეს. სააპელაციო სასამართლომ რ. ა-ის ბრალდების საქმე განიხილა საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რაც საშუალებას აძლევდა თითოეულ მხარეს, ჯეროვნად წარმოეჩინა და დაესაბუთებინა თავისი პოზიცია საქმისათვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. განსახილველი საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხილი ქმედებების ჩადენის საფუძვლიან ეჭვს გაუჩენდა.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე: Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
12. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი. შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
13. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ რ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ფ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი